კვირა, 22.10.2017, 12:53
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ახალი აღთქმა [15]
ღვთისმეტყველება [7]
პატროლოგია [2]
ლიტურგიკა [2]
ეკლესიის ისტორია [1]
საეკლესიო სამართალი [7]
ფილოსოფია [1]
წმინდანთა სახელები [21]
პოპულარული თემები
  • Job for seaman from Turkish shipowners (0)
  • მოტყუებული მეზღვაურები (5)
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (6)
  • დასაქმების პრობლემა (8)
  • ვაკანსიები (23)
  • იცინოდა ბევრი :) (0)
  • ვეძებ სამუშაოს... (12)
  • გარდა უცხოენისა რის ცოდნაა აუცილებელი (9)
  • კომპანია "NAVIGATOR"-ის შავი სია (10)
  • ამერიკის ვიზა მეზღვაურთათვის (36)
  •  საეკლესიო ბიბლიოთეკა
    მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » ტარასი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ეპისტოლე რომის პაპის ადრიანეს მიმართ
    18:30
    ტარასი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ეპისტოლე რომის პაპის ადრიანეს მიმართ
    უწმინდეს და უნეტარეს ძმასა და თანამღვდელს უფალ ადრიანეს, ძველი რომი პაპს, უღირსი ეპისკოპოსი ტარასი უფლისა მიერ გახარებ!



    მრავალმხრივ და მრავალგვარად გვასწავლის სახარება, სამოციქულო და მამათა მოძღვრება, რომ სამღვდელო დასში მიღებისას ვერცხლისმოყვარეობა არ უნდა გამოვიჩინოთ. სამღვდელო დასისაგანად ხელთდასმისათვის არ უნდა მოვიხვეჭოთ ოქრო, არ უნდა მივიღოთ ვერცხლი. გვსურს თვალსაჩინო გავხადოთ ეს იმ დამოწმებებით, რომლებიც ამოვკრიბეთ საღმრთისმეტყველო წიგნებიდან და მამათა მოძღვრებიდან. ხელთდამსხმელნი სულის მსახურნი არიან და არა სულის გამყიდველნი. სულიერი მადლის უსასყიდლოდ მიმღებთ უსასყიდლოდვე უნდა მისცენ იგი მათ, ვინც უნდა მიიღოს მათგან, როგორც საუფლო ხმისაგან მიღებული თავისუფლების დამამტკიცებელმა.

    თუ ვინმე მხილებულ იქნება სულიწმიდის მადლის ოქროზე გაყიდვაში, ასეთს სამღვდელო დასიდან განდევნიან, და თუ მღვდლის სახელს უწოდებენ, ეს წოდება ტყუილია, იმიტომ, რომ საქმით არ დასტურდება, რადგან ”არავის შეუძლია ღმრთისა და მამონას მონება” (მათე 6,24), როგორც ამას სახარება გვასწავლის და გვესმის წინასწარმეტყველის პირით თქმული ღმრთის სიტყვა: ”მღვდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალიმისასა” (ესაია 40,2), და აგრეთვე მუქარით ნათქვამი: ”თუ დარაჯმა იხილოს მომავალი მახვილი და არ დასცეს საყვირს და ერი არ მოერიდოს და მიეწიოს მახვილი და მიიღოს მათგან სული, მისი (ერის) სისხლი მეთვალყურისგან ავიღო” (ეზეკ. 33,2).

    ჩვენ გვეშინია, არ დავისაჯოთ დუმილის გამო, და ვაფრთხილებთ ეკლესიის ყველა წინამძღვარს, რომ გაბედულად ვთქვათ საღმრთო მოციქულისამებრ: ”წმინდა ვართ თქვენი სისხლისაგან” (შეად. საქმე 20,26), ვინც დაარღვევს დადგენილ კანონს და, მით უმეტეს, მათ მაგიერ არ ვაგებთ პასუხს, ვინც საფასურით დაასხამს ხელთ ან ხელთდასხმულ იქნება. დიდი მოციქული პეტრე, რომლის საყდარი თქვენს ძმებრივ სიწმინდეს უპყრია, როგორც სიმონ მოგვს, ისე განკვეთდა მათ. ამის გამო ჩვენ ბეჯითად გითხრობთ ჭეშმარიტებას, როგორც დამცველნი და შემნახველნი წმინდა და ყოვლად ქებული მოციქულების მიერ მოცემული და ჩამოყალიბებული საღმრთო კანონებისა. ხოლო თუ სადმე ვინმე მათ დაარღვევს, მას ზურგს შევაქცევთ და შევიძულებთ.

    შენი ძმებრივი მღვდელთმთავრობითი მშვენიერი სიწმინდე წესიერი და საღმრთო განგებით შემკული ასრულებს სასულიერო წოდების წინამძღვრის მოვალეობას, რითაც საყოველთაოდ ცნობილი დიდება აქვს. პირველი მღვდელმთავარი, ჩვენი ქრისტე ღმერთი, წინასწარმეტყველის პირით ამბობს: ”ცოცხალი ვარ მე, რადგან მადიდებელნი ჩემნი ვადიდე” (I მეფ. 2,39). სასულიერო მოღვაწეთათვის სასურველო კაცო, შენ იცი, რომ ყოვლად უსახურია მაკედონიოსისა და მის თანამდგომ ბოროტად მსახურ სულის მოწინააღმდეგეთა ერესი, რადგან ის სულიწმიდას თვლის დაბადებულად და ღმრთისა და მამის მონად, და ამით გმობს წმინდა სულს. ესენი, როგორც თვითონ ფიქრობენ, ამით წმინდა სულს თავის მონად ჰყოფენ. რადგან ყველა უფალი (ბატონი) უფლებამოსილია, რაც გვაქვს, გაყიდოს, იქნება ეს მონა თუ სხვა რამ, რაც შეუძენია. ასევე მყიდველსაც სურს იმისი ბატონ-პატრონი იყოს, რასაც იყიდის და შეიძენს ფულით. ამგვარად, ამ უწესო საქმის თავხედურად მოქმედი დაამდაბლებს სულიწმიდას და თავის თავს იმ ცოდვისმოქმედებს უთანაბრებს, რომლებიც ქრისტეზე ამბობდნენ, ბელზებელის (ეშმაკის მთავრის) ძალით განდევნის ეშმაკებსო, ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ემსგავსებიან გამცემ იუდას, რომელმაც ღმრთის მკვლელ ურიებს ვერცხლის ფასად მიჰყიდა ქრისტე, რადგან სულიწმიდა არის ჩვენი ქრისტე ღმერთის თანაარსი, და ასევე, ისინი მამის ნაწილნი არიან უეჭველად, როგორც არის ეს დამტკიცებული. ხოლო რომ არ იყიდება, ცხადია ეს და უცილობელი. არ არის მათში სულიწმიდის მადლი, რაც მღვდლობის სრულყოფილებაა და რომელიც ვერც მიუღიათ და არც აქვთ. გაიხსენონ წმინდა პეტრეს ნათქვამი სიმონის შესახებ: ”არა გაქვს შენ ნაწილი, არც მემკვიდრეობა ამ სიტყვაში, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმერთის წინაშე” (საქმე 8,21), რადგან თუ მღვდლობის პატივი იყიდება, ზედმეტია ლაპარაკი მათი პატიოსანი მოღვაწეობის, უბიწოებისა და სათნოებით შემკული ქცევის შესახებ. ზედმეტია მათთვის საღმრთო მოცქიულის პავლეს მოძღვრება, რომ საჭიროა, ეპისკოპოსი უნაკლო იყოს, წმინდა, შემკული, მასწავლებელი, განკრძალული, ფრთხილი, მოძღვრებაში სარწმუნო სიტყვის მქონე, რომ შეეძლოს ნუგეშისცემაც სწორი სწავლით და მოწინააღმდეგეთა მხილებაც (შდრ. I ტიმ. 3,2; ტიტე 1,8-9). ეს ყოველივე ზედმეტია მღვდლობის გამყიდველთა და მყიდველთათვის, რადგან ქვემოთ მოყვანილი დამოწმებანი უცხო იქნება ისეთი სამღვდელოსათვის, რომელიც აძლევს და იღებს სასულიერო წოდებას, როგორც ქონებას, სულ ერთია, როდის იქნება ეს მიცემა ან მიღება საფასურისა - ხელთდსხმის დროს, წინ თუ შემდეგ, რადგან ფასის მიღება არის მიღება, როცა არ უნდა მოხდეს ეს. წმინდანები ყოველგვარ საეკლესიო დადგენილებაში საფასურის მიცემას კრძალავენ.



    წმინდა მოციქულთა კანონი 29-ე:

    თუ რომელიმე ეპისკოპოსი, ან მღვდელი, ან დიაკონი ფასის გაღებით დაიპყრობს ამ პატივს, განიკვეთოს იგიც და მისი ხელთდამსხმელიც, და სრულიად მოიკვეთოს ზიარებისგანაც, როგორც სიმონ მოგვი.



    წმინდა მოციქულთა საქმეთაგან

    როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულების ხელთდასმის შედეგად ადამიანს მიეცემა სულიწმიდა, მოუტანა მათ ფული და უთხრა: მომეცით მეც ეგ ძალაუფლება, რომ დავასხა ხელნი და მიიღონ სულიწმიდა. ხოლო პეტრემ უთხრა: შენი ვერცხლი შენვე გქონდეს წარსაწყმედელად, რადგან გგონია, რომ ფულით შეიძლება ღმრთის ნიჭის მიღება. არ გაქვს შენ წილი, არც მემკვიდრე ხარ ამ ნიჭისა, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმრთის წინაშე. მოინანიე ეგ შენი ბოროტება, იქნებ გეპატიოს შენ შენი გულისზრახვა, რადგან ნაღველის სიმწარეში მყოფად და უსამართლოებასთან დაკავშირებულად გხედავთ შენ (იხ. საქმე 8, 18-23).



    მეფეთა მესამე წიგნიდან

    არ შეაქცია ზურგი იერობოამმა ბოროტებას და მიბრუნდა და ხალხის ერთი ნაწილიდან დაადგინა მაღალი ქურუმები და, ვისაც სურდა, უფლებას აძლევდა, გამხდარიყო უმაღლესი მღვდელი მაღალთა შორის. ეს მოქმედება იქცა იერობოამის სახლის ცოდვად, მის დამღუპველად და აღმგველად პირისაგან მიწისა (III მეფ. 13, 33-34).



    მეფეთა მეოთხე წიგნიდან

    ნეემანი დაბრუნდა ეკლესიასთან. ის და მისი მთელი ბანაკი მოვიდა და დადგა მის წინ და თქვა: ”აი, ახლა გავიგე, რომ არ არის ღმერთი ქვეყანაზე, გარდა ისრაელისა, და ახლა მიიღე ევლოგია (კურთხევა) შენი მონისაგან”. და თქვა ელისემ: ”ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, როგორ მივიღო”, და აიძულებდა, რომ მიეღო და ელისემ არ დაუჯერა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა გიეზიმ, ელისეს ყმამ: ”აი, აერიდა ჩემი უფალი ნეემან ასურს, რომ მიეღო მისი ხელიდან, რაც მოართვა. ცოცხალია უფალი! დავეწევი მას და რაიმეს წამოვიღებ მისგან”. და დაედევნა გიეზი ნეემანს. ცოტა ხნის შემდეგ უთხრა მას ნეემანმა: ”მიიღე ვერცხლის ტალანტი”. და მიიღო გიეზიმ ორი ტალანტი ვერცხლისა ორი ქისით და ორი მოქსოვილი სამოსელი. უთხრა მას ელისემ: ”საიდან მიხვედი, გიეზი?” და უთხრა გიეზიმ: ”არ უვლია შენს მონას აქეთ-იქით”. და უთხრა მას ელისემ: ”ჩემი გული არ დადიოდა შენთან ერთად? მე დავინახე, როგორ მობრუნდა კაცი ეტლიდან შენს მოსაგებებლად. დე, წაიღე ვერცხლი და სამოსელი, შეიძინე ბაღები, ზეთისხილები, ვენახი, ცხვარი, ძროხა, მონები, მხევლები და ნეემანის კეთრიც შენთან და შენს ნათესავებთან იყოს უკუნისამდე”. და გამოვიდა მისგან კეთრით, როგორც თოვლით, შეფრქვეული (IV მეფ. 5,15-26).



    წმინდა ბასილი დიდი კესარიელის თარგმანებიდან (კომენტარებიდან) ესაიას წიგნზე

    სჯული მისცა დამხმარედ ღმერთმა იმის სათქმელად, რომ ეს ის სიტყვაა, რომლისთვისაც არ მიეცემა ქრთამი. ეს სჯული არ არის მუცლისმეზღაპრეთა სიტყვა, რადგან საცთურად კი არ არის მოგონილი, როგორც ის, არამედ ჭეშმაირტებას ასწავლის. მუცლითმეზღაპრენი მკითხაობენ ვერცხლზე და ეს ნამდვილად დასაცინია, რადგან შემცდარნი ვერცხლს წააგებენ ტყუილების საყიდლად. ეს სიტყვა კი სჯულიერია და არ არის ისეთი, რისთვისაც ქრთამი მიეცემა, რადგან: ”უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდითო” (მათე 10,8), ამბობს საღმრთო ხმა. ხედავ, როგორ გამწარდა პეტრე სიმონის ვერცხლის გამო, რომელიც მან სულიწმიდის მადლისთვის შესთავაზა, და უთხრა: ”შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს წარსაწყმედელად, რადგან ღმრთის ნიჭის მიღება, შენ გგონია, რომ ფულით შეიძლება” (საქმე 8,20). სახარების სიტყვები არ არის სავაჭრო, როგორც მუცლითმეზღაპრეების სიტყვები, რადგან ვის არ შეუძლია, მისცეს მათ სანაცვლოდ! მოუსინე დავითს, როგორ უღონოდ თვლის თავს და ამბობს: ”რა მივცე უფალს ყოველივე იმის ნაცვლად, რაც მომცა მე?” (ფს. 115,3). არ არსებობს მისთვის ქრთამის მიცემა, ვინც მისმიერი მადლის ღირსი გახდა. მისთვის ღირსეული ძღვენი ერთი რამ არის მხოლოდ: მისგან მონიჭებული წაურთმეველი სიწმინდის საუნჯეთა იმის საკადრისად დაცვა, რომელმა მოგცა შენ ის სიმდოდრე და არ გართმევს მოცემულის ფასს. ის მხოლოდ მოცემულის ღირსეულად დაცვას მოითხოვს.



    ბასილი დიდის ეპისტოლიდან მისი ხელქვეითი ეპისკოპოსებისადმი, რომ არ აღასრულონ ხელთდასხმა ფულით

    ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ არ სცოდავენ, თუ ხელთდასხმის დროს მაშინვე კი არა, არამედ ხელთდასხმის შემდეგ მიიღებენ ქრთამს. მაგრამ რა დროსაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მიღებაა. გევედრებით ამ ჯოჯოხეთში წარგზავნილი შენაძენისა და შემოსავლისაგან განდგომას, რომ ასეთი მისაღებით არ შეიბღალოთ ხელი და თავი უღირსი არ გახადოთ საიდუმლოთა შემწირველობისა.



    იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან*

    ჩვენი სიტყვის გაგრძელების მიზეზმა ევსევიმ, ექვსი სხვა ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, მიმართა ყველა ეპისკოპოსს და შესთხოვა ზიარების ნებართვა. ზოგიერთი ეპისკოპოსი მის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან ის ცილისმწამებელი იყო. ამის პასუხად ის მუდარით ამბობდა: რადგანაც საქმე ორი წლის განმავლობაში უმეტესნაწილად გამოკვლეულია და მიცემულია ვადა მოწმეთათვის, ამიტომ ვთხოვ თქვენს ღმრთისმოყვარეობას, მომცეს ნება, წარმოვადგინო მოწმეები ამჟამად, ამავე წუთს. მართალია, ეპისკოპოსი ანტონინე, რომელმაც ოქრო აიღო და ხელნი დაასხა, გარდაცვლილია, მაგრამ ცოცხალნი არიან მიმცემნიცა და ხელთდასხმულნიც.

    ამიტომ დამსწრე კრებამ სამართლიანად მიიჩნია საქმის განხილვის დაწყება. და იწყება საქმის განხილვა ჩანაწერთა კითხვით იმის შესახებ, თუ რა მოხდა უწინ. შემოვიდნენ მოწმეები, შემოვიდნენ აგრეთვე ექვსი მიმცემი და ხელთდასხმულნი. ისინი თავიდან არ აღიარებდნენ, მაგრამ მოწმეები, როგორც ერისკაცთაგან, ასევე სამღვდელოებიდან, რომელთაც ისინი, როგორც ჩანს, ეყრდნობოდნენ, მტკიცედ იდგნენ თავიანთ ჩვენებაზე. ამის გამო დამნაშავენი ჯერ უარს ამბობდნენ, მაგრამ როდესაც მოწმეებმა ამხილეს, გაახსენეს დრო და ადგილი, დაასახელეს მიცემული ნივეთების სახეები და რაოდენობა, მაშინ შეაწუხა ისინი სინდისმა. მათ თავისი ნებით, დიდი ძალდატანების გარეშე, ასე აღიარეს: ვაღიარებთ, რომ მივეცით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ასეთი წესი, რათა ჩვენ გათავისუფლებულნი ვყოფილიყავით საზოგადოებრივი მსახურებისაგან, და ახლა გთხოვთ: თუ არ არის კეთილმსახურებრივი, რათღა ვიმყოფებოდეთ საეკლესიო სამსახურში, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში დაგვიბრუნონ ოქრო, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, რადგან ჩვენ მიცემული გვაქვს ჩვენი ცოლების ნივთები. ამაზე იოანემ აღთქმა მისცა კრებას: მე ვთხოვ მეფეს და გავათავისუფლებ მათ საერო სასამართლოსაგან. თქვენ კი უბრძანეთ მათ, ანტონინეს მემკვიდრეთაგან აიღონ ის, რაც მისცეს. კრებამ ბრძანა: ოქრო აიღონ მათ ანტონინეს მემკვიდრეთაგან, ეზიარონ ისინი საკურთხეველში, მაგრამ ნუ ექნებათ მღვდლობის ნება, რათა პატიებით არ შემოვიდეს იუდეური ან ეგვიპტური ჩვეულება - მღვდლობის ყიდვა და გაყიდვა. რადგანაც ლაპარაკობენ, რომ იუდეველთა მავნე და ცრუსახელიანი პატრიარქი ყოველწლიურად ან ერთი წლის შემდეგ სცვლის სინაგოგის მთავრებს (არხისინაგოგებს) ვერცხლის შესაგროველად, ასევე მისი მიმბაძველი ეგვიპტელ იუდეველთა პატრიარქი. დაე, აღსრულდეს წინასწარმეტყველური სიტყვა: ”მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს და წინასწაემტყველნი მისნი ვერცხლისა თანა მისნობდეს” (მიქეა 3,11).

    ---------------------------------------------

    * ”დიდ სჯულისკანონში” ეს ნაწყვეტი შეტანილი არ არის.



    ქალკედონის კრების კანონი 2

    თუ ვინმე ეპისკოპოსმა აღასრულოს ხელთდასხმა ფასით, სავაჭროდ გახადოს უყიდელი მადლი და საფასური აიღოს ეპისკოპოსის, ხეცესის, ან დიაკვნის და სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენლის ხელთდასხმაში, ან დანიშნოს საფასურის აღებით ეკონომოსი, ეკლესიის მოსამართლე, დეკანოზი, ან სხვა ვინმე, კანონით განწესებული, თავისი ანგარებისთვის, თუ ვინმეს ეხმილოს ასეთი საქმის ჩადენა, ჩამოერთვას პატივი და ხელთდასხმულს ნურაფერი ერგება ვაჭრობით მიღებული ხელთდასხმის ან დანიშვნისაგან, არამედ ჩამოერთვას პატივი ან თანამდებობა, რომელიც ფულით მიიღო.

    ხოლო ასეთი საძაგელი და უწესო გარიგების შუაკაცი, თუ სამღვდელო პირი იყოს, განიკვეთოს მღვდლობისაგან, ხოლო თუ ერისკაცი ან მონაზონი იყოს, შეჩვენებულ იქნეს.



    გენადი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის და მასთან ერთად შეკრებილი მიტროპოლიტების მრგვლივმოსავლელი ეპისტოლიდან (ცირკულარიდან)

    არის და იყოს კიდეც განქიქებული და ყოველგვარ სამღვდელო პატივაყრილი და მსახურებისაგან განყენებული, წყევისა და შეჩვენებისა ღირსი, ვინც ამისი ფულით შესყიდვა მოინდომოს, ან ფასით ამის მიცემას შეჰპირდეს, გინდ სამღვდელო დასის წევრი იყოს, გინდ ერისკაცი, გინდ ემხილოს და გინდ ცხადად არ ემხილოს ამის ჩადენა, რადგან არ შეიძლება შეუფერებელთა შეხამება, არც ღმერთთან მამონას დაწესება და მის მსახურთა ღმრთისმსახურებად დადგენა. სამეფოა ეს განჩინებაც: "ვერ ძალ-უც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა” (მათე 6,24).



    მეექვსე კრების კანონი 22-ე

    ვინც საფასურის გაღებით ხელთდასხმულ იქნეს, გინდ ეპისკოპოსი, გინდ სამღვდელო დასის რომელიმე სხვა წარმომადგენელი, და არ იყოს გამოცდილი სათნო ცხოვრებაში, ვბრძანებთ მათ და მათი ხელთდამსხმელების განკვეთას.

    ვისმინოთ ყველამ და ყურად ვიღოთ არა მარტო მღვდელთმთავრებმა და სამღვდელო დასის წარმომადგენლებმა, არამედ ყველა დამკვიდრებულმა ქვეყანაზე, რომ ”ჩვენ უფრო გვმართებს თავშეკავება” (ებრ. 2,1). ნუ დავივიწყებთ იმ სიტყვას, რომ მამა-პაპათა მიერ დატოვებული ამაო და განხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი კი არა ვართ ჩვენ გამოსყიდულნი, არამედ ქრისტეს, როგორც უბიწო და უმანკო კრავის, პატიოსანი სისხლით” (I პეტრე 1,18-19).



    გვასწავლე ჩვენ, სამღვდელმთავარო კაცო, საღმრთო წერილის, სახარების, სამოციქულოს და კანონებრივ და მამათა განწესების მიყოლა, რადგან გვჯერა შენი პირით თქმული სიტყვები. სიმაღლეებზე ადი, აიმაღლე ხმა, იარე სივრცეში, იქადაგე გაბედულად, რომ მოისპოს სრულიად და გაქრეს საფასურით ხელთდასხმა და ყველა, ვინც ვერცხლისმოყვარეობას, უსამართლო და ვაჭრობით საძაგელ შეძენას მისდევს. რადგან ეს მოისპობა და განქარდება რა საზეპურო, ქრისტეს სახელით წოდებული და გამოხსნის საჩუქარს მიახლოებული ერისაგან, ყველა ბოროტი უსახურება ძირიანად აღმოიფხვრება და მოისპობა. მღვდლები, როგორც ფინიკი, ისე აყვავდებიან და ქრისტეს სურნელებას მიჰფენენ ცხოვნებულებს და ეკლესიას ძლევის (გამარჯვების) გალობას უგალობენ, რომ ”მოგისპო შენმა უფალმა შენი უსამართლობანი” (სოფონ. 3,15), ხოლო თავისი ნაყოფის მომხმარებლებს დაატკბობენ და გაამრავლებენ სიბერეში ნეტარი და დაუსრულებელი ცხოვრების მემკვიდრედ წარმოჩენით.
    კატეგორია: საეკლესიო სამართალი | ნანახია: 381 | დაამატა: SEAMAN | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    SEAMAN.GE © 2017
    ჩანაწერების არქივი
    აქტიური საკითხები
  • სამედიცინო ენციკლოპედია (444)
  • ახალი ამბები (392)
  • ___შავ-თეთრი კადრები___ (120)
  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი (106)
  • ვისწავლოთ PHP (86)
  • новости (61)
  • რომანტიზმი (54)
  • News (47)
  • სიახლეები შოუბიზნესიდან :):):) (43)
  • მე პატარა ქართველი ვარ... (39)
  • სტატისტიკა
    ჰოსტერი uCoz