შაბათი, 21.10.2017, 16:53
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » სამეცნიერო ორგანიზაციები
სამეცნიერო ორგანიზაციები
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:20 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კავკასიის განყოფილება (რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება) ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სამეცნიერო ორგანიზაცია. დაარსდა 1850 წლის 27 ივლისს, პირველი საზეიმო დამაარსებელი სხდომა შედგა 1851 წლის 10 მარტს თბილისში. იარსება 1917 წლამდე. განყოფილების დანიშნულება იყო კავკასიის მხარის სისტემატური გეოგრაფიული, გეოლოგიური, ეთნოგრაფიული კვლევა, მისი ფლორისა და ფაუნის შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა კავკასიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებას. განყოფილებას ხელმძღვანელობდა განმკარგულებელი კომიტეტი. განყოფილება სცემდა „ზაპისკი კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას“ და „იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას“. განყოფილების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი მკვლევრები: პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, ვ. სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი, მოსე ჯანაშვილი, გრიგოლ წულუკიძე, მ. გარსევანიშვილი, გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვა. განყოფილების ბაზაზე შეიქმნა გეოგრაფიული საზოგადოება გეოგრაფიული საზოგადოება საქართველოსი.
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:20 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ITER (იტერ) — საერთაშორისო ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის პროექტი. საწყისი აკრონიმი მიღებულ იქნა ინგლისური დასახელებიდან International Thermonuclear Experimental Reactor. ამჟამად იგი ოფიციალურად არ ითვლება აბრევიატურად, არამედ უკავშირდება ლათინურ სიტყვას iter — გზა.

იტერის მიზანია თერმობირთვული რეაქტორის შექმნის შესაძლებლობის დემონსტრაცია და ფიზიკური და ტექნოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც ამ მიზნის განხორციელებას შეიძლება თან ახლდეს. მოცემული მომენტისთვის რეაქტორის პროექტირება უკვე დასრულებულია და არჩეულია ადგილის მისი მშენებლობისთვის - კადარაშის (Cadarache) კვლევით ცენტრში.

მონაწილე ქვეყნები: ევროკავშირი, ინდოეთი, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, რუსეთი, აშშ, იაპონია.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:22 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი (ფრანგ.: Union astronomique internationale) აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეროვნულ ასტრონომიულ საზოგადოებებს. კავშირი საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრია. ეს არის მეცნიერულ საზოგადოებაში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ავტორიტეტი ვარსკვლავების, პლანეტების, ასტეროიდების და სხვა ციური სხეულებისა და ფენომენისთვის სახელების შერჩევაში და, ამგვარად. ასტრონომიის ოფიციალურ ორგანოდ ითვლება.

სამუშაო ჯგუფთა შორისაა პლანეტარული სისტემის ნომენკლატურის მუშა ჯგუფი, რომელის არეგულირებს პლანეტარულ სხეულთა ნომენკლატურისა და სახელების შეთანხმებებს.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი დაარსდა 1919 წელს, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების შერწყმით, რომელიც მოიცავდა ციურ რუკას (Carte du Ciel), მზის კავშირს (Solar Union) და საერთაშორისო დროის ბიუროს (Bureau International de l'Heure). პირველი პრეზიდენტი იყო ბენჯამინ ბელო. კავშირს ამჟამად 9040 ინდივიდუალური წევრი ჰყავს (ანუ პროფესიონალი ასტრონომები), როგორც წესი დოქტორის ხარისხის მფლობელები; 63 ეროვნული წევრი (ანუ ქვეყნები, რომლებიც კავშირთან ფილიალში იმყოფებიან). ამჟამინდელი პრეზიდენტია რონალდ ეკერსი.

საკ-ის XXV გენერალური ასამბლეა ჩატარდა 2006 წლის 14-25 აგვისტოს პრაღაში, ჩეხეთი. ამ ასამბლეაზე კავშირმა გამოიტანა წინადადება პლანეტის განსაზღვრების შეცვლაზე. ახალი განსაზღვრებით მზის სისტემაში 12 პლანეტა უნდა გამხდარიყო, მათ შორის ერთი მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდთა სარტყელში. თუმცა წინადადება კენჭისყრით უარყვეს. ასევე, პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა პლუტონს, რომელიც 1930 წელს აღმოჩენის შემდეგ მისი სტატუსის შესახებ მუდმივი დებატების საგანი იყო. სტატუსის ჩამორთმევის ძირითადი მოტივი იყო ახალი ასტეროიდების აღმოჩენა, რომელთა რადიუსი აღემატება პლუტონისას

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:23 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია, კარტოგრაფთა საერთაშორისო გაერთიანება. დაარსდა 1961 წელს პარიზში. შედის 55 ქვეყანა (1983 წლის მონაცემებით). დღიდან დაარსებისა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციამ ყურადღება გაამახვილა 3 პრობლემაზე: კარტოგრაფიული განათლება, ტერმინოლოგია და ავტომატიზავია კარტოგრაფიაში. საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის მიზანია კარტოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების, კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა და კარტოგრაფიული ტექნიკის გამოფენათა მოწყობა. კონფერენციები ტარდება ყოველ 2 წელიწადში. მასალები ქვეყნდება კრებულში „International Yearbook of Cartography“ (L., 1961-იდან). საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც იკრიბება 4 წელიწადში ერთხელ. ასამბლებს შორის მუშაობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი.
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:24 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (The World Academy of Art & Science (WAAS)) არის საერთაშორისო არასამთავრობო სამეცნიერო და სახელოვნებო ორგანიზაცია, აკადემია, რომელიც მოიცავს თანამედროვე მეცნიერების ყველა ძირითად მიმართულებას (საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები) და ხელოვნების სხვა და სხვა სფეროს.

აკადემიის დაფუძნების იდეა გაჩნდა 1955 წელს და მისი ავტორები იყვნენ ალბერტ აინშტაინი, რომელიც, სამწუხაროდ, იმავე წელს გარდაიცვალა, რობერტ ოპენჰეიმერი, ბერტრან რასელი და თანამედროვეობის სხვა გამოჩენილი მოღვაწენი. იგი ოფიციალურად დაარსდა 1960 წლის 24 დეკემბერს. 1960–1971 წლებში აკადემიის პირველი პრეზიდენტი იყო ბიოლოგიის პროფესორი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი, ლორდი ჯონ ბოიდ ორი (დიდი ბრიტანეთი).

დღეს აკადემია, რომლის ნამდვილი წევრობა შეესაბამება ეროვნული აკადემიების ნამდვილ წევრობას, შედგება 650–მდე ნამდვილი (Fellow) და ასოცირებული (Associated Fellow) წევრისაგან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მეცნიერებისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში. მათ შორის არიან იუნესკო–ს ყოფილი გენერალური დირექტორი, პროფესორი ფედერიკო მაიორი (ესპანეთი), ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პაულ კრუტცენი (გერმანია), გამოჩენილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, პროფესორი ფრენსის ფუკუიამა (აშშ), მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჩინგიზ აიტმატოვი (ლუქსემბურგი), ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ჟელიო ჟელევი, ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი ფელიქს უნგერი (ავსტრია), უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბორის პატონი, მწერალი კაზუაკი ტანაჰაში (იაპონია), პროფესორი ალფრედ ფონ ლიხტენშტეინი (ავსტრია) და სხვანი. აკადემიის შტაბ–ბინა მდებარეობს სან ფრანცისკოში (აშშ). მას აქვს ამერიკისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილებები. ამჟამად მისი პრეზიდენტია პიტსბურგის უნივერსიტეტის (აშშ) ანთროპოლოგიის პროფესორი ჯეფრი შვარცი. აკადემია პერიოდულად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებს და ხელოვანთა გამოფენებს, გამოსცემს თემატურ კრებულებს და ჟურნალს.

საქართველოდან აკადემიის ნამდვილ წევრებად არჩეულნი არიან: თამაზ გამყრელიძე (2007), დავით ზუბიტაშვილი (2006), დავით ლორთქიფანიძე (2007) და ლევან ურუშაძე (2004).

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:25 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბელგიის სამეფო აკადემია მეცნიერების, ლიტერატურისა და ნატიფი ხელოვნებისა (Académie Royale des Sciences, des Lettres et des Beaux-Arts de Belgique), ბელგიის ცენტრალური სამეცნიერო დაწესებულება. დაარსდა 1772 წელს (ბრიუსელი). აქვს 10 სექცია (1969): მათ შორის მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა, ისტორიისა და ლიტერატურის, მორალისა და პოლიტიკის მეცნიერებათა, ფერწერის, ქანდაკების, გრავიურის, არქიტექტურის, მუსიკის ისტორიისა და კრიტიკის. ბელგიის სამეფო აკადემიის შემადგენლობაში 86 წევრია და 36 წევრ-კორესპონდენტი, ბიბლიოთეკა (400 ათასი ტომი). პუბლიკაციებია "Bulletin" (1832 წლიდან), "Memoires" (1779 წლიდან), "Annuaire" (1835 წლიდან).
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:25 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კავკასიის არქეოგრაფიული კომისია (1864—1918), დაარსდა თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის უფროსის ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის ინიციატივით. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის დანიშნულება იყო შეეკრიბა, შეესწავლა და გამოსაცემად მოემზადებინა კავკასიის უმაღლესი მმართველობის არქივის მასალა, რომელსაც უნდა წარმოედგინა კავკასიაში რუსეთის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მფლობელობის ისტორია. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის განკარგულებაში იყო არქივმცოდნეების მთელი შტატი, რომელიც თავს უყრიდა და სწავლობდა ისტორიულ მნიშვნელობის საქმეებს. საარქივო მასალის მოწესრიგება ჯერ კიდევ 1843 წელს დაევალა საქართველოს მთავარმართებლის გენერალ ნეიდგარდტის განკარგულებით შედეგენილ კომისიას. კავკასიის არქეოგრაფიულმა კომისიამ 20 წლის შემდეგ უკვე მოწესრიგებული არქივი ჩაიბარა და გამოსაცემად ძირითადად მეფის რუსეთის მფლობელობის დადებითი მხარეების ამსახველი მასალა შეარჩია. ამგვარი მუშაობის შედეგად ბევრი საყურადღებო დოკუმენტი ვერ მოხვდა კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოსაცემად შერჩეულ აქტებში, მაგრამ ის, რაც გამოიცა, დიდმნიშვნელოვანია კავკასიის ისტორიისათვის. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიამ გამოსცა 12 ტომი. კომისიის მუშაობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით კომისიის პირველ თავმჯდომარეს ადოლფ ბერჟეს და პირველ მუდმივ წევს ნ. ბერძნიშვილს (ბერძენოვი).
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:25 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კავკასიის საექიმო საზოგადოება, ჩამოყალიბდა 1864 წლის აპრილში მოწინავე ქართველ და რუს ექიმთა (ივანე სობოლშჩიკოვი, გიორგი დავრიშვილი, ი. დეპნერი, ზაქარია ზუბალაშვილი, ს. ბასტაბაშვილი, ი. პრიბილი, ე. გომბალტი, ი. ჩიგიანი, ი. სააკაშვილი და სხვა) თაოსნობით. კავკასიის საექიმო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოსა და კავკსიის კლიმატურ-ბალნეოლოგიური რესურსების, სამხარეო პათოლოგიის, მოსახლეობის ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხალხური მედიცინის შესწავლა. კავკასიის საექიმო საზოგადოება ოქმებისა და შრომათა კრებულების სახით აქვეყნებდა საზოგადოების სხდომებზე მოსმენილ მოხსენებებს. საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ რუდოლფ ვირხოვი, ნიკოლოზ პიროგოვი, ივანე თარხნიშვილი, რომლებიც ხშირად აქვეყნებდნენ წერილებს მის კრებულებში. კავკასიის საექიმო საზოგადოება ორჯერ დააჯილდოვეს მედლებით მოსკოვისა და ვენის საერთაშორისო გამოფენებზე. საზოგადოებამ 1928 წლამდე იარსება და მოაწყო ექიმთა 2 ყრილობა (1893, 1901).
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 22:26 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლონდონის სამეფო საზოგადოება ბუნების შესახებ ცოდნის განვითარებისთვის (Royal Society of London for the Improvement of Natural Knowledge), შემოკლებით სამეფო საზოგადოება დაარსდა 1660 წელს და უძველეს სწავლულთა ორგანიზაციად ითვლება, რომელიც დღემდე არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, საზოგადოება დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის როლს ასრულებს (რისთვისაც ყოველწლიურად ბრიტანეთის მთავრობისგან £30 მილიონს იღებს). საზოგადოება მეცნიერაბათა საბჭოს წევრი ორგანიზაციაა.

ედინბურგის სამეფო საზოგადოება (დაარსდა 1783 წელს) დამოუკიდებელეი შოტლანდიური გაერთიანებაა. ხოლო ირლანდიული სამეფო აკადემია (დაარსდა 1785 წელს) ასევე დამოუკიდებელი ირლანდიული ორგანიზაციაა.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » სამეცნიერო ორგანიზაციები
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz