ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:20
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » მზის სისტემა
მზის სისტემა
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:41 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები - პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე (ფოტონები საჭიროა ფოტოსინთეზის საწყისი ეეტაპისთვის). მზე შედგება წყალბადისგან (მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 % [3]) და სხვა ელემნტებისგან - რკინისგან, ნიკელისგან, აზოტისგან, გოგირდისგან, ნიკელისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, მაგნიუმისგან, ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან.[4]. სპექტრალური კლასიფიკაციით მზე მიეკუთვნება G2V ტიპს («ყვითელი ჯუჯა»). მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C (5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს.

მზის სპექტრი შედგება იონიზირებული და ნეიტრალური მეტალებისგან და შეიცავს იონიზირებად წყალბადს. ჩვენს გალაქტიკაში - ირმის ნახტომი - არსებობს 100 მილიონზე მეტი G2 კლასის ვარსკვლავია.ამავდროულად ჩვენი გალაქტიკის 85%-ზე მეტი მეტი ვარსკვლავი მზეზე ნაკლებად კაშკაშაა (თავის უმრავლესობაში წითელი ჯუჯები). როგორც ვარსკვლავთა უმრავლესობა, მზე ქმნის ენერგიას თერმობირთვული სინთეზის მეშვეობით. მზიდან დედამიწამდე სინათლის სხივი 8 წთ და 19 წმ ( 499 წ )უნდება მოსვლას.

მზე მდებარეობს ირმის ნახტომისგან 26 000 სინათლის წლის მოშორებით და ბრუნავს მის ირგვლივ. ერთ შებრუნებას გალაქტიკის ირგვლივ ესაჭიროება 225—250 მილიონი წელი, დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით.

მიმაგრება: 8738650.gif (27.0 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:42 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მზის სისტემაში შედის ყველა, მის გარშემო მბრუნავი სხეული: პლანეტები, მათი თანამგზავრები, ასტეროიდები და კომეტები.

თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, მზის სისტემა ჩამოყალიბდა 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვერის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად. დეტალური ინფორმაცია მოიძიეთ სტატიაში მზის სისტემის წარმოშობა

მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია,რომელსაც დედამიწა ეკუთვნის.მის ცენტრში მდებარეობს მზე,ჩვენი ვარსკვლავი,რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს.მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული,9პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით.პლანეტები მზის გარშემო,ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და,ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ.ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება,ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია.გამონაკლისია პლუტონი,ყინულისგან შემდგარი პლანეტა,რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს.უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:43 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

პლანეტა (ბერძნ. πλανήτης, ალტერნატიული ქართული სახელწოდებაა ცთომილი) არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი სხეული, რომელიც საკმაოდ მასიურია იმისათვის, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით მრგვალი ფორმა ქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის გულში ბირთვილი რეაქცია დაიწყოს. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს რვა პლანეტას.

თანამგზავრი ერთ-ერთი ასტრონომიული ობიექტია. იგი თავისი პლანეტის გარშემო ბრუნავს და მასთან ერთად ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს. თანამგვზავრი შეიძლება დიდი და შეიძლება პატარა იყოს. მაგალითად მთვარე, იგი დედამიწაზე 1/5-ჯერ პატარაა, მაგრამ არსებობს იმდენად მცირე თანამგვზავრი, რომ მათი დანახვა თანამედროვე ტელესკოპებით, არც თუ ისე ადვილია. მაგალითად, მზის სისტემაში ყველაზე დიდ პლანეტას, იუპიტერს 63 თანამგვზავრი ჰყავს. თუ თქვენ იუპიტერს სამოყვარულო ტელესკოპით შეხედავთ, მაქსიმუმ 6 ან 7, ყველაზე დიდ თანამგვზავრებს დაინახავთ.

თანამგვზავრი არსებობს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური თანამგზავრი.

მიმაგრება: 5669599.jpg (8.8 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:45 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მერკური

მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.

მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.

მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%).

რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა.

პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია - ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K )ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.

მიმაგრება: 4097150.jpg (22.6 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:46 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვენერა

ვენერა (ძველი ქართული სახელწოდება მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.

ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი - კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით.

ვენერას წელიწადი დედამიწის 7.5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია - მისი პედიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.მზის ირგვლივ ორბიტაზე 35020 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მისი დიამეტრი 12104 კმ -ია. მზის ირგვლივ ერთ ბრუნს ასრულებს 7 თვესა და 12 დღეში. აფელიუმში მზიდან 108 942 109 კმ -ით ( 0.728 231 28 ა.ე.) არის დაშორებული, პერიფელიუმში 107 476 259 კმ -ია ( 0.718 432 70 ), საშუალო მანძილი არის 108 208 930 კმ ( 0.723 332 ). ვენრას ორბიტა თითქმის წრეა, ექსცენტრისიტეტი 0.0068 უდრის.

მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. სამწუხაროდ, პლანეტის სიმხურვალის გამო ეს სადგური მალე დაიწვა. ვენერას ატმოსფეროს ტემპერატურა 462 °C ( 735 °K ). წნევა 93 ატმოსფერო ( 9.3 მპა ). ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება. მის ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.

მიმაგრება: 7373599.jpg (3.8 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:48 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დედამიწა

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბინებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.

დედამიწის ზომები

- ეკვატორული რადიუსი: 6 378,1 კმ
- პოლარული რადიუსი: 6 356.8 კმ
- საშუალო რადიუსი: 6 371 კმ
- ეკვატორის სიგრძე: 40 075,02 კმ
- მერიდიანის სიგრძე: 40 007,86 კმ
- დედამიწის ზედაპირი: 510,072 მლნ კმsup>2
- მსოფლიო ოკეანის ზედაპირი: 361,132 მლნ კმsup>2 (70,8 wacko
- ხმელეთის ზედაპირი: 148,94 მლნ კმsup>2 (29 wacko
- დედამიწის მოცულობა: 1,0832073 x 10 12 კმ3
- დედამიწის მასა: 5,9736 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
- დედამიწის საშუალო სიმკვრივე: 5.515 გ/სმ3
- ჰაერის ტემპერატურა მინიმალური: -89 °C ( 184 °K ) პოლუსებზე, მაქსიმალური 57,7 °C ( 331 °K ) ეკვატორზე.
- ჰაერის შემადგენლობა: 78.08% აზოტი, 20.95% ჟანგბადი, 0.93% არგონი, 0.038% ნახშირორჟანგი.
- აფელიუმი: 152 097 701 კმ, 1.0167103335 ა.ე.
- პერიფელიუმი: 147 098 074 კმ, 0.9832898912 ა.ე.
- ექსცენტრისიტეტი: 0.016710219
- ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 29783 მ/წმ.

მიმაგრება: 0026618.jpg (27.4 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:48 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.

XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:
პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
მესამე დღეს - ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:50 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებად, ერებად, პერიოდებად და ეპოქებად ყოფენ.

მეცნიერთა აზრით, ატმოსფერო წარმოიშვა მანტიიდან გამოთავისუფლებული აირებისაგან. თავდაპირველად დედამიწის ატმოსფერო შეიცავდა წყლის ორთქლს, მეთანს, ამიაკს, აზოტს და სხვა. დედამიწის ზედაპირი მთვარის ამჟამინდელ ზედაპირს ჰგავდა, ახასიათებდა დიდი არეკვლისუნარიანობა, ამიტომ საშუალო ტემპერატურა არ აღემატებოდა 5° C-ს. თავისუფალი ჟანგბადის მნიშვნელოვაი ნაწილი გაჩნდა 2,2 მილიარდი წლის წინათ. ამჟამინდელ რაოდენობას მიაღწია 600 მილიონი წლის წინ. ამ პერიოდშივე გაჩნდა ოზონის შრე.

ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი - პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინრნტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე - პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა კონტინენტები (ინდოეთისა და ატლანტის).

სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:51 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან.

ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით - მეტეორიტების აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით.

დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით - (მოჰოროვიჩიჩის საზღვრით. არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინნეტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი სარჩული, გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად ფუძური შედგენილობის ქანებისაგან შედგება, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული.

დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ამ მოძრაობებს აღწერს ტექტონიკა.

მიმაგრება: 8893872.png (27.6 Kb) · 9904319.png (150.0 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:53 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.

პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).

მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება, როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და მზის სინათლე მას ვერ სწვდება. მთვარე თითქოს ციდან ქრება.

ჩვენ მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1960 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა ფოტო არ გადაუღო.

დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას მზე მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს დედამიწის გარშემო შემობრუნებას. მთვარის „ფორმაცვლილებებს“ ფაზები ეწოდება.

როცა მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამას ახალმთვარეობა ჰქვია. მომდევნო ორი კვირის მანძილზე ,მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა.

როცა მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად გამოჩნდება. ამას სავსემთვარეობა ჰქვია. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარის დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ უფრო მცირე ნაწილს ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს.

მიმაგრება: 6179971.jpg (11.1 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:54 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

იუპიტერი - მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.

იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან ვინემ მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედი.

იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.

იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.

იუპიტერის ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: წყალბადი (81% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 75% – მასის მიხედვით) და ჰელიუმი (18% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 24% – მასის მიხედვით). აგრეთვე ატმოსფეროს შემადგენლობაშია მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. ატმოსფეროს გარე ფენები შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს.

პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ "გალილეოს" მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება, წნევა კი — 24 ატმოსფეროს.

მიმაგრება: 4964783.jpg (10.7 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:55 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.

სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.

სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ ზე ( 10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ ( 9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ ( 9.58201720 ა. ე. ). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრი 120 540 კმ, პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).

სატურნს ირგვლის მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვერისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ -ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ -ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის უკან მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.

მიმაგრება: 4316375.jpg (8.6 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:56 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ურანი (ლათ. Uranus) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს.

აფელიუმში მზიდან მანძილი 3 004 419 704 კმ -ს (20.08330526 ა.ე.) ტოლია, პერიფელიუმში 2 748 938 461 კმ ( 18.37551863 ა.ე.). ურანის საშუალო მანძილი მზიდან არის: 2 876 679 082 კმ (19.22941195 ა.ე.). ორბიტის ექსცენტისიტეტია 0.044405586, დახრა ეკლიპტიკის სიბრტყისადმი - 0°46´23", გარემოქცევის სიდერული პერიოდია 84 წ 3 თვე 26 დღე.მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 6810 მ/წმ. მისი ეკვატორული დიამეტრია 51 120 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 49 960 კმ. ურანი დედამიწაზე 14,5 ჯერ მძიმეა.სიდერული ბრუნვის პერიოდია: 17 სთ 14 წთ 24 წმ. ურანის ზედაპირის ტემპერატურა მინიმალური არის -216 °C (57 °K), მაქსიმალური -196 °C (77 °K).

ნასა’ს ’’ვოიაჯერ 2’’ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია და ჯერჯერობით სხვა ექსპედიციები დაგეგმილი არ არის. ვოიაჯერი 1977 წელს გაიშვა და მან ურანუსის სიახლოვემდე 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია, რის შემდეგაც გზა ნეპტუნისკენ გააგრძელა.

მიმაგრება: 4310545.jpg (4.7 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:57 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ნეპტუნი სიშორით მერვე, ან შიგადაშიგ, მეცხრე პლანეტაა მზიდან პლუტონის ექსცენტრიული ორბიტის გამო და ყველაზე შორეული გაზის გიგანტია ჩვენს მზის სისტემაში.ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია.მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C ( 55°K ). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77°K ). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K).

ნეპტუნის ატმესფერო შედგება 90% წყალბადისგან, 19% ჰელიუმისგან და 1% სხვა აირებისგან.მისი ეკვატორული დიამეტრი 49 500 კმ -ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 48 700 კმ. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 5430 მ/წმ , ხოლო მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 164 წელს 9 თვეს და 15 დღეს ანდომებს. თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 16 სთ 6 წთ 36 წმ. აფელიუმში მანძილი 4 553 946 490 კმ -ს ( 30.44125206 ა.ე.)უდრის, პერიფელიუმში 4 452 940 833 კმ -ს ( 29.76607095 ა.ე.). საშუალო მანძილი 4 503 443 661 კმ -ია (30.10366151 ა.ე.).

ბოლო დროს ოდნავ შესამჩნევი რუხი რგოლები იქნა შენიშნული ამ ლურჯი პლანეტის ირგვლივ, თუმცა ისინი სატურნისაზე ნაკლებად მასიურია. მათი აღმოჩენისას მიიჩნევდნენ, რომ ეს რგოლები არასრული იყო, მაგრამ ’’ვოიაჯერ 2’’-მა ეს ჰიპოთეზა უარჰყო. ნეპტუნს ასევე ახასიათებს 2.100 კმ/სთ სიჩქარის წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს 13 თანამგზავრი ყავს.მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი გამოირჩევა რეტროგრადული ორბიტით, ექსტრემალურად ცივია -235 °C (38 °K) და მას ექსტემალურად შეკუმშული (14 მიკრობარი) ნიგროგენ/მეთანის ატმოსფერო აქვს.

პლანეტას რომაული ღმერთი ნეპტუნის სახელი ჰქვია მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. მისი ასტრონომიული სიმბოლო ღმერთი ტრიდენტის ნიშნის სტილიზებული ვერსიაა (♆).

პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი ვოიაჯერ 2 ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა.

მიმაგრება: 4135591.jpg (7.7 Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 16:57 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კომეტა ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, კუდიანი ვარსკვლავი პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული, მეტად თავისებური, კოსმოსური სხეულია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტისმეტად მცირე მასა, დიფუზიური მდგომარეობა, ლაქისებრი, წაგრძელებული კუდის ფორმა.

კომეტებს ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის შიგნით ვხედავთ, თუმცაღა ისინი ხშირად ვარსკვლავთშორისეთიდან მოგვევლინებიან ხოლმე.

კომეტები გამოირჩევიან პერიოდულობისა და არაპერიოდულობის თვისებებით. ზოგი მათგანი მზის მიზიდულობის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე და რამდენიმე წელიწადში ერთხელ კვლავ ბრუნდება მზესთან და შესაბამისად, ხილული ხდება ჩვენთვის. მაგრამ ზოგიერთი კომეტა თავს აღწევს მზეს და ერთხელ გამოჩენის შემდეგ, სამუდამოდ გადის მზის მახლობელი სივრციდან.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » მზის სისტემა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz