ოთხშაბათი, 24.04.2024, 13:56
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ქართველი მეცნიერები
ქართველი მეცნიერები
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:12 | შეტყობინება # 16
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ნესტორ სპირიდონის ძე გაბილაია (დ. 1895, აბაშა, ― გ. 1985, თბილისი), ქართველი მეცნიერი–ეკონომისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორი (1924), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1945), პირველი ქართველი ფსიქოლოგი ქალის, პროფესორ ფატი ხუნდაძის (1895-1978) მეუღლე.

დაიბადა სამეგრელოში, ქ. აბაშაში, აზნაურის, აგრონომ სპირიდონ გაბილაიას ოჯახში.

განათლება

1916 წელს ნ. გაბილაიამ დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1923 წელს ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი. სტაჟირება გაიარა ჟენევაში. 1924 წელს მიენიჭა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ეკონომიკის დარგში.

სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

1916-1918 წლებში ნესტორ გაბილაია ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში. 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაარსებისთანავე, იგი ჩაირიცხა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნეს გერმანიაში. აქ გაიცნო მან შემდგომში მისი მეუღლე, დიდი ქართველი პედაგოგის სილოვან ხუნდაძის ასული, შემდგომში ფსიქოლოგი, პროფესორი ფატი ხუნდაძე. 1919-1923 წლებში ნ. გაბილაია იყო გერმანიის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923-1925 წლებში იგი კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც 1924 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისი სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს გამოსცა ხსენებულმა უნივერსიტეტმა. გარდა ამისა, იენის უნივერსიტეტის შრომებში გამოქვეყნდა მისი 10–მდე სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ გერმანელ მწერლებთან თომას და ჰაინრიხ მანებთან. 1920–1921 წლებში ისმენდა ალბერტ აინშტაინის ლექციებს ბუნებისმეტყველების ისტორიაში.

1926 წლის დამდეგს ნესტორ გაბილაია მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. აღნიშნული წლის დამლევს, როგორც იმ დროისთვის უკვე ცნობილი სპეციალისტი, იგი დაინიშნა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) ჩაის მრეწველობის ტრესტის ("საქჩაი") მმართველად. იმ ხანებში საქართველოს საბჭოთა რეჟიმმა დაიწყო დასავლეთ საქართველოში ჩაის კულტურის მასობრივად გაშენება. 1928 წელს ნ. გაბილაია საჯაროდ გამოვიდა საქართველოში ჩაის, როგორც მონოკულტურის, გავრცელების წინააღმდეგ, ვინაიდან ჩაი მონოკულტურის სახით გაშენებული იყო კოლონიურ ქვეყნებში, რაც მეტად უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ამ ქვეყნების ქალთა ჯანმრთელობაზე. ამის შემდეგ გაბილაია გაათავისუფლეს თანამდებობიდან და, ერთხანს, სდევნიდნენ კიდეც.

1930 წელს ნ. გაბილაია მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. აღნიშნულ კათედრაზე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1952 წლამდე. 1945 წელს იგი იყო თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან აღზარდა ქართველ გერმანისტთა არაერთი თაობა. 1952 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა თავი დაენებებინა უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

1953 წელს ნესტორ გაბილაია მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საბიბლიოთეკო საბჭოს და აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის კონსულტანტად უცხოენოვანი ლიტერატურის დამუშავებისა და აღწერის დარგში. აქ მუშაობდა იგი 1959 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ქართული, რუსული და გერმანული ენების გარდა სრულფასოვნად ფლობდა ფრანგულ და იტალიურ ენებს.

აღსანიშნავია, რომ ნ. გაბილაია სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა მთარგმნელობით და კვლევით მოღვაწობას. მან ქართულად თარგმნა გერმანელი მეცნიერ-ეკონომისტის, პროფესორ რულეს მთელს ევროპაში ცნობილი კაპიტალური ნაშრომი "პური ოთხი მილიარდისათვის" და მას დაურთო საკუთარი ვრცელი შენიშვნები (თარგმანის ხელნაწერი, ნ. გაბილაიას ანდერძის შესაბამისად, დაცულია მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში).

ნესტორ გაბილაია გარდაიცვალა თბილისში, 90 წლის ასაკში. დაკრძალულია მუხათგვერდის სასაფლაოზე.

მიმაგრება: 0694095.jpg (13.8 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:13 | შეტყობინება # 17
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გაიოზ რექტორი (* 1746, სოფ. მაღარო, ახლანდელი სიღნაღის რაიონი ― გ. 20 თებერვალი, 1821, ასტრახანი), ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი.

ბიოგრაფია

მკვლევართა აზრით, გაიოზ რექტორი გვარად ბარათაშვილი, ბარათაშვილ-თაყაიშვილი, ან ვაგოშვილი იყო. 1765 წელს დაამთავრა თბილისის სემინარია. მისი მასწავლებელი იყვნენ 1765-1772 წლებში ანტონ I და ფილოსოფოსი ფ. ყაითმაზაშვილი. გაიოზ რექტორი მონაწილე იყო ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიური მისიისა რუსეთში 1772 წელს, იქვე დარჩა და 1778 წელს დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას. 1780-1782 წლებში სპეციალური დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა მოსკოვში. 1782 წლიდან იყო მისივე ინიციატივით გახსნილი თელავის სემინარიის რექტორი. გაიოზ რექტორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) დადებაში. 1783 წელს გაემგზავრა რუსეთს და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იყო ერეკლე II-ის პოლიტიკის მიმდევარი და რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. 1784-1793 წლებში გაიოზ რექტორი "ოსეთის სასულიერო კომისიის" წევრია. 1793-1799 წლებში იყო მოზდოკის, 1799-1808 წლებში - სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი, 1808 წლიდან გარდაცვალებამდე - ასტრახანის მთავარეპისკოპოსი. გაიოზ რექტორი არის ავტორი სამასზე მეტი ნათარგმნი და ორიგინ.ალური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობის" წინათქმა (იამბიკოდ), იმავე ავტორის "ღვთისმეტყველების" საძიებელი, "ქრისტიანობრივი სწავლა ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ღმრთისა" და სხვა.

გაიოზ რექტორის "ღრამმატიკა" (დაიწერა 1789) წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე. გაიოზ რექტორის გრამატიკა ძირითადად ანტონ I-ის "ქართული ღრამმატიკას" მისდევს, მაგრამ მისგან განსხვავდება ნათელი სტილითა და ორიგინალური დაკვირვებით. იმ საკითხებს შორის, რომლის ორიგინალურად დამუშავება წილად ხვდა გაიოზ რექტორს, როგორც აღმზრდელსა და პედაგოგს, აღსანიშნავია: *ადამიანი და მისი დანიშნულება საზოგადოებაში;
- აღზრდის მნიშვნელობა პიროვნების ფორმირებაში;
- გონებრივი განათლების წამყვანი როლი პიროვნების ფორმირებაში;
- სკოლის როლი და დანიშნულება;
- სწავლების არსი;
- სწავლა-აღზრდის მეთოდები.

გაიოზ რექტორმა საფუძველი ჩაუყარა ოსური ანბანის შექმნას. აღსანიშნავია გაიოზ რექტორის ორიგინალური ნაშრომი "საქართველოს ისტორის" და მისი შესანიშნავი გამოსვლები თბილისსა და თელავში, რომლებიც ორატორული მჭერმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:15 | შეტყობინება # 18
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, წალენჯიხის რაიონი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992).

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:
პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა (1962-1990)

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც წერია:

«...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო»

მიმაგრება: 1608610.jpg (11.5 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:15 | შეტყობინება # 19
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:16 | შეტყობინება # 20
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:16 | შეტყობინება # 21
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)

1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.

სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.

ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება

ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:16 | შეტყობინება # 22
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ). მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსაზურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".[3]

1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის მარტში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.[4]

სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:17 | შეტყობინება # 23
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".

გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა.

სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში, ეროვნული გვარდია უკვე ისედაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს. უფრო მეტის, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.[5]ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს პუტჩისტებზე გამარჯვება[6] საქართველო ამ გადატრიალებას გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის. გამსახურდია ამგვარ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა, დააბრალა რა ბნელ ძალებს მოსკოვში კონსპირაცია მის შინაურ მტრებთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩასაშლელად.

გამსახურდიას განკარგულებით დაიხურა ოპოზიციური გაზეთი "მოლოდიოჟ გრუზიი" იმ მიზეზით, რომ ის ღიად მოუწოდებდა ეროვნული წინააღმეგობისკენ. გიორგი ჭანტურია, რომლის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, დააპატიმრეს ლეგიტიმური მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ასევე გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი ასევე დაიხურა, ვინაიდან მისმა თანამშრომლებმა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა.[7]

მთავრობის ქმედებებმა გაამწვავა საზოგადოების დამოკიდებულება შინ და საზღვარგარეთაც. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ, რომლესაც წარმომადგენელი სტენი ჰოიერი უძღვებოდა, საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ არსებობდა "ადამიანთა უფლებების მწვავე პრობლემები ახალი მთავრობის შიგნით, რომელსაც არ სურდა მათი გადაჭრა ან ცნობდა მათ ან საერთოდ რამის გაკეთება ამაზე ჯერ". ამერიკელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რაც ხელს უშლიდა საქართველოს საყოველთაო საერთაშორისო აღიარებას. საქართველო უკვე აღიარებული იყო რამდენიმე ქვეყნის მიერ (რუმინეთი, თურქეთი, კანადა, ფინეთი, უკრაიანა, ბალტიისპირეთის ქვეყნები), თუმცა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა ის ფორმალურად მხოლოდ 1991 წლის შობისთვის აღიარა.

პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო "მხედრიონი", ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

მიმაგრება: 4673240.jpg (11.6 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:18 | შეტყობინება # 24
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამხედრო გადატრიალება (1991-1992)

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფოებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს.[8] მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.

6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა.

მოგვიანებით გაჩნდა მტკიცებები (თუმცა დაუზუსტებელი), რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას საბჭოთა ჯარები უწყობდნენ ხელს. 1992 წლის 15 დეკემბერს რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს გაგზავნილი ჰქონდა ქვედანაყოფი სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად. მათ ჩაურევლად, გაზეთის მტკიცებით, "გამსახურდიას მომხრეების გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა". გაზეთი ასევე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას ასევე დაეხმარა სპეც. ნაწილი 28 დეკემბერს სატელევიზიო ანძის აღებაში.

მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო. სამხედო საბჭომ მოგვიანებით თავი "სახელმწიფო საბჭოდ" გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის მარტში. ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა, როგორც fait accompli, რაიმე ფორმალური რეფერენდუმისა ან არჩევნების გარეშე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც "დე ფაქტო" პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელმაც დე-ფაქტოდ საქართველოს სუვერენიტეტი სცნო 1991 წლის 9 აპრილსვე).

სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებები ზოგიერთ ამ მომიტინგეთა წამებისა და დახვრეტის შესახებ.

სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ "მხედრიონმა" და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:19 | შეტყობინება # 25
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დევნილობა (1992-93)

მთავრობიდან გადაყენების შემდეგ გამსახურდია აგრძელებდა საკუთარი თავის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად წარმოჩენას. 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის მიწვეულ იყო ფინეთში (ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ) და ავსტრიაში (ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ). ორივე ქვეყანაში მან პრეს-კონფერენციები და შეხვედრები გამართა პარლამენტარებთან და ოფიციალურ პირებთან[9]

შეტაკებები პრო- და ანტი-გამსახურდიას ძალებს შორის გრძელდებოდა 1992-93 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თბილისში 1992 წლის 24 ივნისს, როდესაც გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს. მათ მოახერხეს რადიო გზავნილის გაშვება ტექსტით: "ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება." თუმცა ისინი ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიიდან რამდენიმე საათში გამოდევნა. მათი მიზანი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხის წამოწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მთავრობამ საპასუხოდ მკაცრი რეჟიმი დაამყარა მთელს საქართველოში "ზვიადიზმის" ჩასახშობად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადამიანთა უფლებების დარღვევებს მკაცრად აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შევარდნაძის პირადი პრესტიჟის წყალობით ქვეყანამ ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.

1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში). ზუგდიდში მან "დევნილი მთავრობა" აღადგინა. მისი განცხადებით ის განაგრძობდა "მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალური სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ" და კონცენტრაციას ახდენდა ანტი-შევარდნაძის კოალიციის შექმნაზე, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მან ასევე მოახერხა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შემოკრება, რომელსაც საკმაოდ თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ცენტრალური ხელისუფლების სუსტი თავდაცვის სისტემის წყალობით. თავდაპირველად გამსახურდია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა მისმა ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციის ხელთ ჩაგდება, რამაც 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართჳელოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. გამსახურდიას მომხრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქისა და სატრანსპორტო კვანძი ჩაიგდეს ხელთ. სამთავრობო ძალები უკან არაორგანიზებულად იხევდნენ და გამსახურდიას ძალებსა და თბილისს შორის მცირე წინააღმდეგობას ტოვებდნენ.

თუმცა გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის ხელში ჩაგდებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ ერთბაშად ერთგვარი "quid pro quo" სვლა გააკეთა და შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მხოლოდ პოლიტიკური იყო, რუსეთმა კი სწრად მოახდინა ჯარების მობილიზება საქართველოს ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად. 20 ოქტომბერს, დაახლოებით 2 000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა ქართული რკინიგზის დასაცავად და მწირად აღჭურვილ ქართულ ჯარებს ლოჯისტიკური და იარაღით დახმარება გაუწია. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა და ზუგდიდი იმავე წლის 6 ნოემბერს დაეცა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:20 | შეტყობინება # 26
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაღუპვა

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.
თვითმკვლელობის ვერსია

მოგვიანებით , გამსახურდიას ქვრივმა ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა 31 დეკემბერს, როდესაც ის და მისი კოლეგების ჯგუფი ერთ-ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს მხედრიონელთაგან. რუსული მედიის განცხადებით მისმა მცველებმა გაიგონეს მოგუდული სროლის ხმა მეზობელ ოთახში და შემდეგ ნახეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა სტეჩკინის პისტოლეტით. მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა მათი თქმით თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი:

«ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად და რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი.»

ამ მოვლენათა კომენტატორები საქართველოს ფარგლებს გარეთ იზიარებენ მოსაზრებას, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა.

სიკვდილი ბრძოლაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით გამსახურდია მისმა მომხრეებმა განზრახ მოკლეს, ან ის დაიღუპა მის ყოფილ სამხედო ხელმძღვანელთან, ლოთი ქობალიასთან, შელაპარაკების გამო.

გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა აცხადებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში. გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს.

გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.[10][11] პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით:

«ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება»


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:21 | შეტყობინება # 27
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

2003 წლის 21-23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული იქნა რამდენიმე აქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად მისი ხელისუფლების რეაბილიტაციისათვის. შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა.

საქართველოში ეროვნული დაპირისპირების აღმოფხვრისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა 1991-1993 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციისა და სხვა დაკავშირებული აქტები. მათ შორის 2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია. შესაბამისად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შექმნა პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფი.

პროცესუალურმა საგამომძიებლო ჯგუფმა დიდი მუშაობა ჩაატარა და გამოიტანა დადგენილება ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული # 7492801 სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დანაშაულის არარსებობის გამო.

მიმაგრება: 2209297.jpg (12.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:22 | შეტყობინება # 28
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გიორგი ანჩაბაძე (დ. 1949, თბილისი) – ქართველი ისტორიკოსი, წარმოშობით აფხაზი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია

გიორგი ანჩაბაძე დაიბადა ქ. თბილისში 1949 წელს ისტორიკოს ზურაბ ანჩაბაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, აქრეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1990 წელს – სადოქტორო. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

გიორგი ანჩაბაძის მთავარი ნამუშევრები ეძღვნება საქართველოს და კავკასიის ხალხთა ისტორიას, უძველესი დროიდან დღემდე. იკვლევს ასევე სამხედრო ისტორიის პრობლემებს და კავკასიის კულტურულ-ისტორიულ კავშირებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, კერძოდ, თურქეთთან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:22 | შეტყობინება # 29
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შოთა გოგოხია (დ. 26 სექტემბერი, 1920 — გ. 26 ოქტომბერი, 2009), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1950-1973 წწ. იყო აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის მინისტრი. 1973-1974 წწ. აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროს უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი. 2004 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი (დევნილობაში).

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 14.10.2010, 23:23 | შეტყობინება # 30
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დავით რექტორი (დავით ალექსის ძე მესხიშვილი) (დ. 1745 — გ. 1824), ქართველი მეცნიერი, მწიგნობარი, პედაგოგი, კალიგრაფი.

დაახლოებით 1764-1765 წლებში დაამთავრა თბილისის სემინარია. 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ერეკლე II-ის კარზე მდივან-მწიგნობარი იყო და გაიოზ რექტორთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების საქმეს. 1783 გაიოზ რექტორის რუსეთში გამგზავრების შემდეგ თელავის სემინარიაში ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 1790-იდან სემინარიის გაუქმებამდე (1801) კი მისი რექტორი. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. სემინარიაში ასწავლიდა გრამატიკას, თეორიულ ფიზიკას, ეთიკას, მაგრამ ოფიციალური სასწავლო გეგმები არ აკმაყოფილებდა და ფართოდ გაშალა საგანმანათლებლო მუშაობა - სემინარიაში დააარსა ლიტერატურული-შემოქმედებითი წრე.

დავით რექტორი ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი ("არითმეტიკა", "სწავლანი ოთხნაწილედნი", ქართული წერის დედნები და სხვა). მეფე გიორგი XII-ის დავალებით დავით რექტორს შეუმოწმებია ნათლისმცემლის, კალოუბნის, სიონის, ქაშვეთის, მცხეთისა და ანჩისხატის სკოლები. მან შეადგინა ხელნაწერთა სია, რომელიც ცნობილია 1810 წლის კატალოგის სახელწოდებით. მასვე ეკუთვნის მეორე ბიბლიოგრაფიული ნაშრომი "ძველთა ქართველთა მთარგმნელთათვის", სადაც თავმოყრილია ცხნობები ძველი ქართველი მწერლებსა და მთარგმნელებზე.

დავით რექტორი ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობასაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის კომენტარები (დაზუსტებულია ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა, ზოგჯერ კი დამატებულია ახალი სიტყვები თავისი განმარტებით). დავით რექტორის პოეტურ მემკვიდრეობაში შეიმჩნევა ფრანგ განმანათებელთა იდეების კვალი და ანტონ I-ის სქოლატიკური სკოლის გავლენა. დავით რექტორი დახვეწილი და ნაყოფიერი კალიგრაფი იყო. მის მიერ გადაწერილ მრავალრიცხოვან ხელნაწერთაგან აღსანიშნავია ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ორტომიანი ანთოლოგია (ხელნაწერი S-1511, 1512, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი).


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ქართველი მეცნიერები
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz