ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:39
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » გამომგონებლები
გამომგონებლები
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:38 | შეტყობინება # 16
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ესტონელი გამომგონებლები


პავლე შილინგი (დ. 1786, რიველე (ახლანდელი ტალინი)) — გ.1837, პეტერბურგი) — ესტონელი მეცნიერი, გამომგონებელი და დიპლომატი.

პავლე შილინგი დაიბადა თავადაზნაურის ოჯახში ქალაქ რიველეში (ტალინი) 1786 წელს. 1802 წელს პ. შილინგმა დაამთავრა პეტერბურგის პირველი საკადეტო კორპუსი და გენერალურ შტაბში ჩაირიცხა. 1803 წელს შილინგი გადაიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სამუშაოდ გაგზავნეს მიუნჰენში, სადაც იგი გაეცნო ელექტროქიმიური ტელეგრაფის გამომგონებელს ს. ზემერინგს.პავლე მონაწილეობდა მის ცდებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1812 წელს ომის დაწყებისას შილინგმა მუშაობა სამხედრო საქმეში დაიწყო, მან დაამუშავა წყალქვეშა ნაღმის ელექტროდენით აფეთქების მეთოდი.

პავლე ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა სახის სამხედრო–დიპლომატიური დავალებების შესასრულებლად შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან. 1832 წელს პეტერბურგში დაბრუნდა და დაასრულა ელექტრომაგნიტურისრიანი ტელეგრაფის შექმნა. ამავე წელს შილინგმა პირველი ელექტრონული ტელეგრაფის ხაზი გაიყვანა ზამთრის სასახლესა და გზათა სამინისტროს შენობას შორის.

მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰქონდა პავლეს ელექტრომაგნიტურ ტელეგრაფს. მანვე შექმნა იზოლ;ირებული სადენები. 1827 წელს შილინგი აირჩიეს პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპოდენტად. მსოფლიოში ტელეგრაფის სადენები გაყვანილ იქნა პავლე შილინგის გარდაცვალების შემდეგ 1839 წლის 7 აგვისტოს.

პავლე შილინგი გარდაიცვალა 1927 წელს პეტერბურგში.

მიმაგრება: 8489585.jpg (20.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:39 | შეტყობინება # 17
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
უნგრელი გამომგონებლები


ერნო რუბიკი (უნგრ. Ernő Rubik, დ. 13 ივნისი, 1944, ბუდაპეშტი, უნგრეთი) — უნგრელი გამომგონებელი, მოქანდაკე და არქიტექტურის პროფესორი. ძირითადად ცნობილია მის მიერ მოგონილი თავსატეხებით, განსაკუთრებით კი — რუბიკის კუბითა და რუბიკის გველით.

მიმაგრება: 4953163.jpg (17.5 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:40 | შეტყობინება # 18
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ფრანგი გამომგონებლები


ძმები ლუმიერები, ოგუსტ, მარი ლუი ნიკოლა (19 ოქტომბერი, 1862 - 10 აპრილი, 1954) და ლუი ჟან (5 ოქტომბერი, 1864 - 6 ივნისი, 1948) — ერთ-ერთი პირველი კინომწარმოებლები.

ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება ვიწრო წრეში 1895 წლის 22 მარტს ჩაატარეს. პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება კი 1895 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა — 45 წამიანი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière à Lyon), გადაღებული 1894 წელს ლეონ ბულის სინემატოგრაფით, რომელიც წინა წელს დაპატენტდა. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს.

მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ერთი თვით ადრე მოაწყვეს პროექტიული ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში, კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიას არ წარმოადგენს.

მიმაგრება: 4117649.jpg (14.7 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:41 | შეტყობინება # 19
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ჟაკარდის მანქანა (ფრანგი ფეიქრისა და გამომგონებლის ჟოზეფ მარი ჟაკარის გვარის მიხედვით), საქსოვი დაზგის სამარჯვი, რომელსაც მსხვილსახიანი ქსოვილების დასამზადებლად იყენებენ. ჟაკარდის მანქანის დახმარებით შეიძლება სახიანი საკაბე და დეკორატიული ქსოვილების, ფარდების, სუფრისა და სხვების დამზადება.

მიმაგრება: 1579196.jpg (28.4 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:41 | შეტყობინება # 20
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ჟოზეფ მარი ჟაკარი (დ. 7 ივლისი, 1752, ლიონი — გ. 7 აგვისტო, 1834, ულენი, რონა), ფრანგი ფეიქარი და გამომგონებელი. დაახლოებით 1800 წელს შექმნა მსხვილსახიანი ქსოვილების გამოსამუშავებელი სამარჯვი, რითაც სრულყო ხელის საქსოვი დაზგა. 1801 წელს პარიზში სამრეწველო გამოფენებზე ყურადღება მიაქციეს მის მოდელს და ჟაკარი მიიწვიეს პარიზის ხელოვნებისა და ხელოსნობის მუზეუმში სამუშაოდ.1808 წელს ჟაკარმა შექმნა სახიანი ქსოვილისათვის განკუთვნილი ახალი მოდელი, რომელიც ფართოდ გავრცელდა საფეიქრო წარმოებაში (ჟაკარდის მანქანა).
მიმაგრება: 1657778.jpg (22.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:42 | შეტყობინება # 21
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქართველი გამომგონებლები

რაფიელ აგლაძე

რაფიელ ილიას ძე აგლაძე (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი ― გ. 17 აპრილი, 1989, იქვე), ქართველი ელექტროქიმიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.

1935 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1956-1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949-1951).აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943). რუსთავის ქიმიურ ქარხანაში მან დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულის ლენინის ორდენითა და მედლებით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:43 | შეტყობინება # 22
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვლადიმერ ბექაური

ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური (დ. 27 დეკემბერი, 1882, სოფ. კიტოზი, ახლანდელი დუშეთის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1938), ქართველი გამომგონებელი, რევოლუციონერი-ორგანიზატორი.

1903 წელს დაამთავრა თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი. 1905 წელს მონაწილეობდა ხაშურის საორთქლმავლო დეპოს რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც იდევნებოდა პოლიციისაგან. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მ. შ. აღსანიშნავია - ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით და პირადად ვ. ი. ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით შეიქმნა "განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო" ბექაურის ხელმძღვანელობით. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ეხებოდა ნაღმების ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკისა და სხვა დარგებს. აქ ამუშავებდნენ აგრეთვე ტორპედოებს წყალქვეშა ნავებისათვის, განსაკუთრებულ ფუგასებს, რადიოს საშუალებით მართულ კატარღბს და სხვა. ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:44 | შეტყობინება # 23
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
$IMAGE1$
დავით ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 8 აგვისტო/20 აგვისტო, 1889, სოფ. კუხი, ახლანდელი ხონის რაიონი ― გ. 10 მაისი, 1952, თბილისი), ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915-მდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918-მე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), დედის პორტრეტი, 1914 და ძმის პორტრეტი , 1915 (ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც ("დასაფლავება იმერეთში", 1913; "ავტოპორტრეტი" 1913 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), 1918-1919 კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს, რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექნიკურობა ("პეიზაჟი წითელი გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918, ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება).

1918 კაკაბაძემ შექმნა სურათი "იმერეთი - დედაჩემი", სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ამავე წელს შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატიურმორტი" (ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); ამავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა მუზეუმების კუთვნილება). 1919-1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად აწყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში); კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ( ქართულ და ფრანგულ ენებზე).

კაკაბაძის ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება: ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს (პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია "ბრეტანი" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კუთვილება; "წურბელების გამყიდველი", "ბანანების გამყიდველი" - ადგილსამყოფელი უცნობია), მეორე მხრივ - უსაგნო სურათებს და კოლაჟებს (ცალკეული სერიები ინახება მხატვრის ოჯახში და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 21.01.2011, 19:45 | შეტყობინება # 24
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1927 წელს შექმნა ალეგორიული სურათი "ინდუსტრია". საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მოწვევით კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი ( ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", 1928; პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", 1929; შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", 1932; დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", 1937; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1946 - ყველა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი; ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", 1947, რუსთაველის სახელობის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი", 1947 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა), აგრეთვე კინოფილმები ("მარილი სვანეთს", რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟისორი დ. რონდელი, 1936 და სხვა). კაკაბაძის შესრულებული დეკორაციები გამოირჩევა ფუნქციური მიზანშეწენილობით, სტილის ღრმა გრძნობით. ამავე პერიოდში კაკაბაძე აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერული პეიზაჟის თემას, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და სხვა). ამ სურათების კომპოზიური აგებულება და დეკორატიულობა ძველებურია, მაგრამ ციხის ნანგრევს ცვლის ახალი ცხოვრების ნიშნები - ელექტროსადგური, მშრომელთა მანიფესტაცია; უფრო ცხოველი და ხალისიანია კოლორიტი ("ყვითელი მთა", 1937; "წითელი მთა", 1944 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთხვილება; "მიტინგი იმერეთში", 1942, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). 1930-1940 წლებს მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია ("სვანეთი", 1939; "თბილისი და მისი მოდამოები", 1944 - ყველა მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი", "ფოთი-ელევატორი" (1949, ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება" (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება) და სხვა. 1928-1948 კაკაბაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1933-1942 - პრორექტორი).

კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » გამომგონებლები
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

ჰოსტერი uCoz