ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:00
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ___ბრძნული გამონათქვამები___
___ბრძნული გამონათქვამები___
ნინთარიღი: შაბათი, 21.08.2010, 16:49 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაწერეთ ყველა ბრძნული გამონათქვამი... ეს საინტერესოა smile :)

დამატებულია (30.06.2010, 20:26)
---------------------------------------------
1. აპიქტეტე - ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.

2. ტოლსტოი - მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.

3. ბერნე - დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.

4. ფენელონი - კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.

5. შექსპირი - სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.

6. დუსოლი - თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.

7. შილერი - ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.

8. ეგზიუპერი - გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

9. ბიუფონი(ჯან ლუიჯი არა) - არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.

10. პასკალი - რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.

11. ციცერონი - ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.

12. ჰელვეციუსი - რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარა; საკვირველი საქმე რომ გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.

გაგრძელება იქნება >>> book yes

დამატებულია (14.08.2010, 11:50)
---------------------------------------------
13. ოგარიოვი - უმჯობესია, ჭეშმარიტების სიყვარულით იტანჯებოდე, ვიდრე სიცრუით ნეტარებდე.

14. მონტენი - კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.

15. ლაროშფუკო - მჭერმეტყველების ოსტატი ისაა,ვინც ყველაფერს ამბობს, რაც საჭიროა და სხვას არაფერს.

16. კონფუცი - ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი.

17. უაილდი - მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ.

18. ფრანკლინი - ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავშეკავება.

19. სენეკა - თუ გინდა ყველაფერი დაიქვემდებარო. თვით შენ უნდა დაექვემდებარო გონებას.

20. ებნერ-ეშენბახი - მთელი ცოდნა იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით.

21. ბელინსკი - ვინც წინ არ მიდის, ის უკან მიჰყვება. ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.

22. ჟან პოლი - სიყვარულის სამი/მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.

23. ქეი-ქუასი - ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.

24. გოეთე - შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.

25. შოუ - სათნოება ის კი არ არის, რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის, რომ არ ელტვოდე მას.

icecream გაგრძელება იქნება yes

დამატებულია (21.08.2010, 16:49)
---------------------------------------------
26. ბაირონი - ზოგჯერ სიმამაცე შიშისაგან წარმაოიშვება ხოლმე.

27. დრეიერი - დიპლომატი არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ რამეს იტყვის.

28. კლეობული - გიყვარდეს მეტის მოსმენა ვიდრე ლაპარაკი.

29. ფრანკლინი - სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია.

30. გიოარსი - ჭკუა ის შუამავალია, რომელიც სულსა და ხორცს ერთმანეთთან არიგებს.

31. მონტენი - კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.

32. ვებერი - რაც ერთზე მეტად არ ღირს წასაკითხად, ის სრულიად არ ღირს წაკითხვად.

33. სენეკა - ცხოვრება ხანგძლივია, თუ ის აზრიანია. გავზომოთ ცხოვრება ქმედებებით და არა - დროით.

34. უაილდი - ჩვენ ყველანი ორმოებში ვსხედვართ, მაგრამ ზოგი ჩვენგანი იქიდან მაინც ჭვრეტს ვარსკვლავიან ცას.

35. გოეთე - ყველანი, ვინც იდეას შორდებიან, ბოლოს და ბოლოს შეგრძნების ანაბარა რჩებიან.

გაგრძელება იქნება yes happy


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___

შეტყობინება შეასწორა ნინ - შაბათი, 14.08.2010, 11:51
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მეცნიერება, განათლება და სპორტი ☜♡☞ » ___ბრძნული გამონათქვამები___
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz