კვირა, 17.12.2017, 03:20
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » შიდსი
შიდსი
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:46 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი — მდგომარეობა რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:51 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პერინატალური გადაცემა

პერინატალური გადაცემა ეწოდება აივ–ით ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირებას. ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედის ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც შეიცავს ვირუსს.[1] ამ დროს მასპინძელი ორგანიზმის ანუ ბავშვის ინფიცირების რისკი სხვადასხვა, როგორც ვირუსთან, ასევე დედისა და ახალშობილის ორგანიზმთან დაკავშირებული ფაქტორების მიხედვით არის 20-28%.[2] 1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა ზიდუვოდინით მკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.[3]

2008 წლის მონაცემებით შვეიცარიაში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მთელ ევროპაში კი პერინატალური გადაცემის რისცხვი ნულს უახლოვდება. ანალოგიური სიტუაციაა ჩრდილოეთ ამერიკაში.[4] სუბ-საჰარის აფრიკაში 2008 წელს აივ-ით ინფიცირებული ორსულების 45%-მა გაიარა შესაბამისი მკურნალობა და იქ დაახ. 390 000 (210 000–570 000) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სიტუაციის თვალსაჩინო გამოსწორებაა, თუგავითვალისწინებთ იმას, რომ 2004 წელს მკურნალობა მხოლოდ 9%-მა გაიარა.[5]

ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა პერინატალური გზით ინფიცირდება. დანარჩენები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ან დაინფიცირებული სისხლის მათ ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ინფიცირებულთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:52 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები

ინფიცირებული ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობა 3-10 წლის განმავლობაში ის გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება სხვადასხვანაირად, ყველაზე ხშირად კი ასე:

· ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;

· ლიმფური კვანძების გადიდება;

· ძლიერი საერთო სისუსტე;

· მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;

· გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;

· ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;

· თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;

· პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 15:55 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს ადამიანის ინფიცირების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ძირითადი საშუალებებია სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. თავდაპირველად შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უტარდება პირველადი ანუ სკრინინგული დიაგნოსტიკა. სკრინინგულ მეთოდებს შორის ფართოდაა გავრცელებული ე. წ. „სწრაფი/მარტივი“ მეთოდები და ანტისხეულების გამოვლენა იმუნოფერმენტული ანალიზის მეშვეობით. სკრინინგული მეთოდით ინფიცირების დადასტურებულ სუბიექტს უნდა ჩაუტარდეს დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული დიაგნოსტიკა. დღესდღეისობით კონფირმაციულ მეთოდებს შორის ყველაზე ზუსტია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (PCR). საკუთრივ PCR ორი სახისაა: თვისობრივი და რაოდენობრივი. თვისობრივი მეთოდი გამოიყენება ინფიცირების ადრეულ სტადიაში ყოფნის, სკრინინგული დიაგნოსტიკის გაურკვეველი შედეგის და ახალშობილის ინფიცირების გამოსავლენად. რაოდენობრივი მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას.

http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » შიდსი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz