ოთხშაბათი, 23.05.2018, 17:47
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » მწეველები კვდებიან ადრე
მწეველები კვდებიან ადრე
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:14 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოკლე ისტორიული ექსკურსი

თამბაქოს სამოცამდე სახეობა არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ ორია ძირითადი: ნიკოტიანა ტობაკუმ და ნიკოტიანა რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა სადღეისოდ მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული.

ნიკოტიანა რუსტიკა უმთავრესად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში ხარობს.
თამბაქო ოცდაათამდე ინგრედიენტს შეიცავს. ფარმაკოლოგიურად აქტიური ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში 9 მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის ორჯერ მეტი ფისია. მოწევისას ადამიანის ორგანიზმი 90-დან (სიგარეტის მწეველები, რომლებიც კვამლს ჩაისუნთქავენ - ნაფაზს არტყამენ) 10 პროცენტამდე (სიგარებისა და ჩიბუხის მწეველნი, რომლებიც კვამლს არ ისუნთქა-ვენ და ამიტომ ნიკოტინის შეწოვა მხოლოდ პირის ლორწოვანიდან ხდება) ნიკოტინს შეიწოვს. თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. სწორედ მან აღწერა პირველად, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოს ფოთლებით. თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთან არის დაკავშირებული. პირველი, როდრიგო დეჯირეზი, ღარიბი ახალგაზრდა იყო. თამბაქოს წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო. პორტუგალიის სამღვდელოებამ, როდესაც დაინახა, რომ როდრიგო ცხვირ-პირიდან კვამლს უშვებდა, ის ეშმაკეულად ჩათვალა და დააპატიმრა. როდრიგო მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ხნის განმა-ვლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. იგი მოჰყავდათ როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე, მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყო მისი კულტივირება მთელ ევროპაში.

მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც ასოცირდება თამბაქო, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი ტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ თამბაქო საფრანგეთშიც პოპულარული გახდა. 1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა მისი აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ნიკოს პატივსაცემად ნიკოტინი დაარქვეს. მხოლოდ ოთხმოცი წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა ლეგარმა - სხვათა შორის, საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით - თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა.

საქართველოში თამბაქო XVII საუკუნეში შემოვიდა, მაღალხარისხოვანი თამბაქოს კულტურა კი ჩვენში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა.

ასეა თუ ისე, თამბაქოს წევა ძირითადად მაინც მეოცე საუკუნის ფენომენია. პრობლემისადმი საზოგა-დოების ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ, წარმოების სიიაფემ და მომგებიანობამ, რეკლამის ფართოდ გავრცელებამ და ნიკოტინის უნარმა, გამოიწვიოს დამოკიდებულება, თამბაქოს მოხმარების მკვეთრი მატება განაპირობა. მას მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ეწევა. განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს მოხმარების მატება მოზარდებსა და ქალებში. ზოგიერთი ბავშვი სიგარეტის წევას 9-10 წლამდე ასაკში იწყებს. არადა, რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი წევას, მით უფრო მეტია ადრეული სიკვდილის რისკი. გარდა ამისა, არსებობს განსაზღვრული დამოკიდებულება სიგარეტის წევის ადრეულ ასაკში დაწყებასა და შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას შორის.
მოზარდებში თამბაქოს განსაკუთრებული მავნებლობა იმითაც აიხსნება, რომ ისინი მანკიერი ჩვევის დასამალად, წესისამებრ, ჩუმად ეწევიან და ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტად კონცენტრირდება (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევისას - 40%-ზე მეტი). ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:14 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოზარდებს თამბაქოს წევისკენ უბიძგებს ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა, სწრაფვა, არ ჩამორჩეს სხვებს და თავი მოზრდილად იგრძნოს. განმეორებითი მოწევა თანდათან აყალიბებს მიჩვევას. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით თამბაქოს რეკლამირება და დაწესებულებებში მოწევა აკრძალულია, საქართველოში ქალებისა და მოზარდებს შორის მწეველთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სიგარეტს უფროსკლასელთა დაახლოებით მესამედი (30%-ზე მეტი) ეწევა, ხოლო ქალაქებში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაუტოლდა მწეველ მამაკაცთა რიცხვს.

მწვავე მოწამვლა
ნიკოტინით მწვავე ინტოქსიკაციის დროს (ასეთი რამ უმთავრესად ბავშვებს ემართებათ) აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭის არეში, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) იცვლება ტაქიკარდიით (გულისცემის აჩქარებით). აჩქარებული სუნთქვა (ქოშინის ერთ-ერთი სახეობა) შესაძლოა სუნთქვის დათრგუნვაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია მხედველობისა და სმენის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, აღგზნება, რომელიც ზოგჯერ ლეთარგიული მდგომარეობით (გონმიხდილობა, უმოქმედობა) იცვლება. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები და კომური მდგომარეობაც.

დამოკიდებულების განვითარება
პირველი სიგარეტი, როგორც წესი, არასასიამოვნო შეგრნებებს: ყელის წვას, გულისრევას, თავბრუხვევას - იწვევს. თუ ადამიანმა სიგარეტის წევა გააგრძელა, ჩამოთვლილი მოვლენები თანდათან ქრება და ყალიბდება მოწევის მავნე ჩვევა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სინდრომი. თავდაპირველად თამბაქოს მოხმარება სისტემატურია. ჩნდება შეგრძნება, რომ სიგარეტის მოწევა ზრდის გონებრივი შრომის უნარს, აქარვებს მღელვარებას და სევდას. დამოკიდებულების ეს ეტაპი 3-5 წელიწადს გრძელდება. ამ ხნის მანძილზე დღეში 10-20 ღერ სიგარეტს ეწევიან. ნევროლო-გიური და ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება. მომდევნო ეტაპზე მოწეული ღერების რაოდენობა დღეში 20-40 ცალს აღწევს. სიგარეტის მოწევა დაუძლეველ ლტოლვად იქცევა. იწყებენ მოწევას დილით, უზმოზე, რათა შეიმსუბუქონ უსიამოვნო შეგრძნებები, მაგალითად, ხველა (მწეველთა დილის ხველა). თავგადადებული მწეველი სიგარეტის მოსაწევად ხშირად ღამითაც იღვიძებს. ყველაზე მსუბუქი სომატური გართულებაა ქრონიკული ბრონქიტი, უსიამოვნო შეგრძნებები, ზოგჯერ ტკივილიც კი,კუჭისა და გულის არეში, პულსისა და არტერიული წნევის მერყეობა. მწეველები უჩივიან თავის სიმძიმესა და ტკივილს, ძილის დარღვევას, მომეტებულ გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას.
სომატური, ნევროლოგიური და ფსიქიკური აშლილობები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:15 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მავნე ჩვევის სამედიცინო შედეგები
დადგენილია, რომ ადამიანი, რომელიც დღეში დაახლოებით ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, სიცოცხლეს საშუალოდ ხუთი წლით იმოკლებს. სიკვდილიანობის მომატებული რისკი მოწევის შეწყვეტის შემდეგ მცირდება და დაახლოებით 10-15 წელიწადში აღწევს არამწეველთა შესატყვის დონეს. როგორც ცნობილია, თამბაქოს კვამლს კანცეროგენური (კიბოს გამომწვევი) თვისებები ახასიათებს. ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 90% სწორედ თამბაქოს მოხმარებით არის გამოწვეული. მწეველებს გაცილებით დიდი აქვთ პირის ღრუს, ხახის, საყლაპავი მილის, შარდის ბუშტის კიბოს განვითარების ალბათობა. ხშირად ემართებათ ბრონქიტი, ემფიზემა, პნევმონიაც. ნიკოტინი აზიანებს კორონარულ, პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებს, რის გამოც მწეველებს შორის ორჯერ უფრო ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. დადგენილია, რომ მწეველები უფრო ხშირად არიან უნაყოფონი და უფრო ძნელად ორსულდებიან, ვიდრე არამწეველები. მწეველ ქალებს გაცილებით ხშირად ურთულდებათ ორსულობა, ხოლო მათი ახალშობილები საშუალოდ 200 გრამით ნაკლებს იწონიან და ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის რისკიც უფრო მაღალი აქვთ.

პასიური მოწევა
არამწეველებიც განიცდიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას - მას ყველგან ისუნთქავენ, სადაც კი მწეველები არიან. ამ პროცესს პასიურ მოწევას უწოდებენ. კვამლი, რომელიც მწეველის ორგანიზმში ხვდება, ”ძირითადი” კვამლია, ხოლო კვამლი, რომელიც გარემომცველ სივრცეში იფანტება და რომელსაც მწეველთან ერთად და არამწეველიც ისუნთქავს - მეორეული ანუ თანამდევი კვამლი. ძირითადი და თანამდევი კვამლი შედგენილობით ერთმანეთისგან განსხვავდება. თანამდევი კვამლი უფრო მეტ ნახშირწყალბადებს, ნიტრონაერთებს, ბენზოპირენს შეიცავს, ამიტომ მწეველების წრეში არამწეველმა შეიძლება იმდენი კვამლი ჩაისუნთქოს, რაც დღეში სამი ღერი სიგარეტის მოწევას უდრის. პასიურ მწეველებს შორის ოციდან სამოცდაათამდე პროცენტით მეტია ფილტვის კიბოს, გულის იშემიური დაავადების შემთხვევები, ხოლო მწეველთა შვილებს გაცილებით იოლად ემართებათ რესპირატორული (სუნთქვითი) დაავადებები.

მკურნალობა
მწეველთა დიდი უმრავლესობა თვითონვე ცდილობს, თავი დაანებოს თამბაქოს წევას. მოტივი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მატერიალური პრობლემები, გარეგნული იერის გაუმჯობესების სურვილი, ორსულობა, შვილის შეძენა და სხვა. სტატისტიკის თანახმად, მათი დაახლოებით 70% სამი თვის განმავლობაში ისევ უბრუნდება ამ მანკიერ ჩვევას, თუმცა ყოველი მომდევნო ცდისას თავის დანებების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება ნიკოტინისადმი დამოკიდებულების ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, დასავლეთის ქვეყნებში ბოლო ხანს პოპულარულია ნიკოტინოვანი საღეჭი რეზინი და ნიკოტინოვანი პლასტირი, რომლებიც ასუსტებს ნიკოტინის აღკვეთის სინდრომს და, შესაბამისად, თამბაქოს მოწევის სურვილს. აღკვეთის სინდრომს ამცირებს სხვა თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებიც. დეპრესიული ფონისა და გაღიზიანებადობის შესამცირებლად შესაძლებელია ანტიდეპრესანტებისა და ტრანკვილიზატორების გამოყენება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 1970 წლიდან ებრძვის თამბაქოს მოხმარებას. მის მოწოდებას მრავალი ქვეყნის მთავრობა გამოეხმაურა, მათ შორის - საქართველოსიც. ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია თამბაქოს რეკლამა და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოფისებში. სიგარეტის კოლოფებზე გაჩნდა წარწერა მისი მავნებლობის შესახებ. მიმდინარეობს თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამ ღონისძიებებს შედეგი უდავოდ აქვს, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებამ შესამჩნევად იკლო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძვრები ჩვენთანაც შეინიშნება, თამბაქოს მოხმარების კლების ტენდენციაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. იმედია, ჩვენი საზოგადოებაც მოეგება გონს და სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევას წარსულს ჩააბარებს.


http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 19:46 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიგარეტის მავნებლობა

მოწევა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის–ეს სიტყვები ერთნაირად ნაცნობია როგორც მწეველი ისე არამწეველი მოსახლეობისთვის.მიუხედავად ამისა მწეველთა უმრავლესობას გაცნობიერებული არ აქვს თუ რა საფრთხეს უქმნის სიგარეტი მათ სიცოცხლეს და მის მიმართ მონურ მორჩილებაში იმყოფებიან.ზოგი დარდის გასაქარვებლად,ზოგიც კი მოდის აყოლის მიზნით უარს ამბობს იმ „სიამოვნებაზე“ რომელსაც არასახარბიელო შედეგი შეიძელბა მოჰყვეს.იმაში დასარწმუნებლად რომ მოწევა ნამდვილად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს,საჭიროა ნათლად დავინახოთ ის უარყოფითი გავლენა,.რასაც სიგარეტი ახდენს თითოეული ჩვენთაგანის ფიზიკურ თუ სულიერ სიჯანსაღეზე.

მწეველთა დიდი ნაწილი ფიქრობს,რომ სიგარეტის საშუალებით ყველა უსიამოვნებას ივიწყებს,თავისუფლად აზროვნებს,მაგრამ თუ გაითვალისწინებს მის მავნებლობას,მაშინ ადვილად მიხვდება,რომ სიგარეტის ბოლს შეიძლება თავისი სიცოცხლეც გაატანოს.

სიგარეტში დაახლოებით 400 ქიმიურ ნაერთს ითვლიან.თითოეული მათგანი თავისებურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს.თამბაქოს მწეველები ხშირად ავადდებიან ცხვირ–ხახის,საყლაპავის,შარდის ბუშტის ,ფილტვის კიბოთი.მათ კუჭის წყლული ათჯერ,სტენოკარდია ცამეტჯერ და გულის ინფარქტი თორმეტჯერ უფრო ხშირად ემართებათ ვიდრე არამწეველებს.ხშირად კიდურების არტერიების ანთება–შევიწროების შედეგად,თამბაქოს მწეველებს უვითარდებათ ქსოვილების სიკვდილი ანუ განგრენა,რის გამოც აუცილებელი ხდება კიდურის მოკვეთა.თამბაქოს მოწევა უარყოფითად მოქმედებს ფსიქონერვულ სფეროზე,შინაგან სეკრეციის სისტემაზე და გრძნობის ყველა ორგანიზმზე.

სიგარეტი ასევე დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ძირითად სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელ ორგანოებზე–სასუნთქ სისტემაზე.იგი აზიანებს ბრონქების ლორწოვან გარსს,რაც იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს,ეს კი ზოგჯერ ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით მთავრდება.სიგარეტი ხელს უწყობს ფილტვის დაავადებების განვითარებას.ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მწეველთა შორის თითქმის ორჯერ მეტია.მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთ 95% მწეველები არიან.

თამბაქო არამხოლოდ ფილტვებს,საყლაპავ მილსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს,არამედ სხვა სახის–პანკრეასის,თირკმელების,კუჭის,სარძევე კჯურკვლებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნის საფუძველს ქმნის,რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დაავადებებზე,როგორიცაა:კანის ნაადრევი დაბერება,ნაყოფიერების დაქვეითება,მხნეობის დაკარგვა,ნაადრევი მენო პაუზა და სხვა.

თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება ასევე კბილის მიანქარი,რაც იწვევსკარიესის გაჩენას.ხშირად ჩნდება სტომატიტ.ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა,რაც ხელს უწყობს კბილის ქვის გაჩენას.თამბაქოს ბოლი შეიცავს ამიაკს რომელიც აღიზიანებს პირის ღრუს,ლორწოვანს,ჯირკვალს,ხორხს,ტრაქეას,ბრონქებს.სიგარეტის მწეველს ღვიძლი გაფაშრებული აქვს.თამბაქოს წევის დროს,განსაკუთრებით ახალგაზრებში ხახის პირი ერთგვარად ანთებითი ხდება და ვითარდება ანგინა.თამბაქოს ბოლი აგრეთვერ გავლენას ახდენს მბგერავ იოგებზე.

ამ უკანასკნელ წლებში სერიოზულ ყურადღებას აქცევენ თამბაქოს ბოლის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.1 კგ თამბაქოდან მოწევის დროს ბოლში ხვდება 30–დან 70 გრ–მდე კუპრის მაგვარი ნივთიერება.ჯერ კიდევ 1939 წელს ერთმა არგენტინელმა მეცნიერმა თვისობრივი ანალიზის მეთოდით შეძლო დაემტკიცებინა თამბაქოს ბოლში ბეზიპირენის არსებობა,ამას ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნე.

dry

დამატებულია (30.06.2010, 19:46)
---------------------------------------------
სიგარეტში შემავალი შხმაინი მავნე ნივთიერებები–ნიკოტინი,ფისი,დარიშხანი,ნიტროზამინი და ბენზოპირენი არღვევენ იმუნურ სისტემას,აბრკოლებენ და ამახინჯებენ პროტეინ ბ–53–ის წარმოქმნას,რომელიც უჯრედებს კანცეროგენული გადაგვარებისგან იცავს.დასუსტებულ იმუნურ სისტემას უკვე აღარ შესწევს უნარი უჯრედების გაყოფა აკონტროლოს და ისინის უაზროდ და ანარქიულად მრავლდებიან კანცეროგენული სიმსივნის ჩამოყალიბებამდე,აქედან გამომდინარე მწეველში კიბოს რისკი 40–45% ჯერ მეტია არამწეველთან შედარებით. 25 წლის განმავლობაში ადამიანის მიერ დღეში საშუალოდ მოწეული 8 სიგარეტი ტოლფასია დასხივების იმ რაოდენობისა,რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნამდე მივყავართ.განსაკუთრებით ძლიერია სიგარეტის მოქმედება გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე.ნიკოტინი თავის მოქმედების დასაწყიოსში ცთომილი ნერვის კვანძებზე ამღგზნები გავლენის გამო გულის პულსაციას ძლიერ ანელებს და მის მუშაობას ასუსტებს და შემდგომ კი პირიქით,გულის პულსაცია ჩქარდება და ძლიერდება.აქედან გამომდინარე თამბაქოს მწეველის გული არამწეველთან შედარებით წუთში საშულოდ 18–ით მეტ შეკუმშვას აწარმოებს.დღე–ღამის განმავლობაში კი ასეთი გული დაახლოებით 26000–ჯერ მეტად შეიკუმშება,ვიდრე ნორმალურ პირობებში,გული კი თითოეული შეკუმშვისას სისხლძარღვთა სისტემაში საშუალოდ 70 მილილიტრ სისხლს აგზავნის.დღე–ღამის განმავლობაში 26000 ზედმეტი შეკუმშვის გამო ის გზავნის 1820 ლიტრ ზედმეტ სისხლს.გულის ასეთი სისტემატიური ზედმეტი დატვირთვა ნაადრევად აუძლურებს მას და მწეველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 7–8 წლით მოკლდება.სისხლძარღვები უზრუნველყოფენ სისხლის შეუწყვეტელ დინებას.დინების ხელშემწყობი ძარღვების ელასტიურობაა.ნიკოტინის ზემოქმედების შედეგად,სისხლძარღვები ნაკლებ ელასტიური ხდება ანუ ვითარდება ათეროსკლეროზი,რაც შეიძლება საბედისწერო გახდეს სიცოცხლისთვის.სავსებით უდავოა,რომ ნიკოტინი იწვევს ადამიანის სისხლძარღვთ შევიწროვებას,ამის შედეგად მცირდება სისხლის მოქცევა კანისაკენ,რაც იწვევს კანის ტემპერატურის დაქვეითებას.სისხლძარღვთა შევიწროვება სვადასხვა საშუალებით იქნა დადგენილი,თამბაქოს მოწევის შემდეგ 25–30 წუთის განმავლობაში გრძელდება.ამრიგად ადამიანი რომელიც დღეში 30–40 ცალს პაპიროსს წევს,არავითარ „შესვენებას“არ აძლევს თავის სისხლძარღვებს ,ისინი მუდამ სპაზმის მდგომარეობაში არიან.სისხლძარღვთა შევიწროვება,მათში სკლეროზული ცვლილებები იწვევს სისხლის წნევის მომატებას.

ორი ცალი სიგარეტის მოწევის შემდეგ სისტოლური წნევა საშუალოდ 38მმ–ით მატულობს.დიასტოლური კი 30 მმ–ით.ნიკოტინის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვთა სპაზმები,სხეულის სხვადასხვა ნაწილში და სხვადასხვა ორგანოებში. მათ შორის გულში და ქვედა კიდურებში.სისხლით გულის კუნთის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების სპაზმა შეიძლება გამოიწვიოს.

თერაპევტების საკავშირო ყრილობაზე 1956 წელს ოქტომბერში პროფესორმა ვოვსიმ განაცხადა რომ გულის ანგინის თავიდან აცილებაში არსებით როლს ასრულებს თამბაქოს წევის შეწყვეტა.როგორც ზევით ითქვა ნიკოტინი იწვევს ქვემო კიდეურების სისხლძარღვთა სპაზმსს,რაც ხელს უწყობს მაობლიტირებელი ედნდარტებიიტის განვითარებას.ამ დაავადების ერთერთი ნიშანია კოჭლობა.ერთი ცალი პაპიროსის მოწევისას თამბაქო მწეველის ორგანიზმში 1 მილიგრამ ნიკოტინს ტოვებს,ადამიანისთვის კი მომაკვდინებელია 50 მილიგრამი.

ნუ მოწევთ სიგარეტს!!!!!!!!!!! prof


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » მწეველები კვდებიან ადრე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz