პარასკევი, 29.03.2024, 14:35
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:31 | შეტყობინება # 151
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
უშაქრო დიაბეტი წარმოადგენს ანტიდიურეზიული ჰორმონის ვაზოპრესინის სრული ან შედარებითი დეფიციტით განპირობებულ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს პოლიურია (ხშირი შარდვა) და პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილი). ვაზოპრესინი წარმოიქმნება ჰიპოფიზის უკანა წილში და განაგებს წყლის რეაბსორბციას (შეწოვას) თირკმლის ნეფრონების დისტალურ გორგლებში - იქ, სადაც ხდება სრულფასოვანი (1010-1015 ხვედრითი წონის მქონე) შარდის გამოყოფა.
უშაქრო დიაბეტი გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, ნებისმიერ ასაკში, უპირატესად - 20-დან 40 წლამდე. იწყება უეცრად, მწვავედ, დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით იჩენს თავს. მიმდინარეობს ქრონიკულად.

დაავადების მიზეზი ვაზოპრესინის ნაკლებობაა. ჰორმონის დეფიციტი თირკმლის ნეფრონების დისტალურ გორგლებში სითხის შეწოვის დაქვეითებას იწვევს. შედეგად გამოიყოფა დიდი ოდენობით დაბალი ხვედრითი წონის არაკონცენტრირებული შარდი, რასაც ორგანიზმის დეჰიდრატაციამდე (გამოშრობამდე) და წყურვილის გაძლიერებამდე მივყავართ.
გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ უშაქრო დიაბეტის ორ ძირითად ფორმას:
ცენტრალურ და პერიფერიულ უშაქრო დიაბეტს;
თირკმლისმიერ უშაქრო დიაბეტს.

ცენტრალური უშაქრო დიაბეტი აერთიანებს ჭეშმარიტ, სიმპტომურ და იდიოპათიურ ფორმებს.
პერიფერიული დიაბეტის შემთხვევაში ვაზოპრესინის პროდუქცია შენარჩუნებულია, მხოლოდ თირკმლის გორგლებში არსებული რეცეპტორების მგრძნობელობაა დაქვეითებული ან გამქრალი.
ცენტრალური უშაქრო დიაბეტის მიზეზად შეიძლება იქცეს ჰიპოთალამუს-ნეიროჰიპოფიზური სისტემის სხვადასხვა ნაწილში მომხდარი ანთებითი, დეგენერაციული, სიმსივნური ან ტრავმული დაზიანება.
ჭეშმარიტი უშაქრო დიაბეტის განვითარებას წინ უძღვის მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების მთელი წყება: გრიპი, მენინგოენცეფალიტი, ანგინა, ქუნთრუშა, ყივანახველა, ტიფი, სეპტიკური მდგომარეობა, ტუბერკულოზი, სიფილისი და სხვა. დაავადება შესაძლოა განვითარდეს ასევე ქალა-ტვინის ტრავმის, ფსიქიკური ტრავმის, ელექტროტრავმის, გადაციების, აბორტის, მძიმე ორსულობისა და მშობიარობის, სამშობიარო ტრავმის შედეგად. სიმპტომურ უშაქრო დიაბეტს ხშირად იწვევს ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის პირველადი და მეტასტაზური სიმსივნე: ადენომა, ტერატომა, გლიომა. ჰიპოფიზში ხშირად მეტასტაზირდება სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლისა და ბრონქული სისტემის კიბო.
მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ასიდან 60-70 შემთხვევაში დაავადების ეტიოლოგია უცნობია. იდიოპათიური უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში საყურადღებოა გენეტიკური ან ოჯახური ფორმები, რომლებიც თავს იჩენს მე-3, მე-5, მე-7 თაობებში. ამ დროს გამოიყოფა აუტოანტისხეულები, რომლებიც მოქმედებს ჰიპოთალამუსის ბირთვებზე და ხელს უშლის ვაზოპრესინის გამომუშავებას.
თირკმლისმიერი ანუ ნეფროგენური ხასიათის უშაქრო დიაბეტი უმთავრესად ბავშვთა ასაკში გვხვდება და გამოწვეულია თირკმლის ნეფრონის ანატომიური არასრულფასოვნებით ან დისტალურ გორგლებში ფერმენტ ადენოზინმონოფოსფატის დეფიციტით.

სიმპტომები და მიმდინარეობა. უშაქრო დიაბეტის მთავარი კლინიკური ნიშნებია:
პოლიურია - ხშირი შარდვა;
პოლიდიფსია - გაძლიერებული წყურვილი (დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა 3-დან 15 ლიტრამდე მერყეობს, ზოგ შემთხვევაში კი 20 ლიტრსაც აღემატება);
ბავშვებში - ნიქტურია (გახშირებული ღამის შარდვა).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:31 | შეტყობინება # 152
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შარდი უფერულია (მოთეთრო), არ შეიცავს არც ერთ პათოლოგიურ ელემენტს (ლეიკოციტებს, ერითროციტებს და ა.შ.) და აქვს ძალზე დაბალი (1005-ზე ნაკლები) ხვედრითი წონა.
თავის მხრივ, პოლიურია და პოლიდიფსია სათავეს უდებს პათოლოგიური ცვლილებების მთელ წყებას: ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დარღვევებს, ასთენიას, უმადობას, საერთო სისუსტეს, წონის მკვეთრ კლებას. გაუწყლოება იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას, პირღებინებას, მაღალ ტემპერატურას.
ირღვევა კუჭის სეკრეცია, ნაღვლის წარმოქმნა, ვითარდება შეკრულობა, ქრონიკული პოლიაციდური გასტრიტი, კოლიტი. დიდი ოდენობის სითხის სისტემატურ მიღებას კუჭის გადიდება და დაწევა მოსდევს.
გაუწყლოების გამო შესაძლოა განვითარდეს ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, კოლაფსი. სისხლი სქელდება, იმატებს ნატრიუმის ოდენობა, ერითროციტების, ჰემოგლობინის, ნარჩენი აზოტის მაჩვენებლები მაღალია.
ქალებს ერღვევათ მენსტრუაციული ციკლი, მამაკაცებს უქვეითდებათ პოტენცია.
არის შემთხვევები, როდესაც არასრულფასოვნად ნამკურნალევ უშაქრო დიაბეტს საშარდე ბუშტის, შარდსაწვეთისა და ფიალების გაფართოებამდე მივყავართ.
ბავშვთა ასაკში უშაქრო დიაბეტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, ფიზიკური და სქესობრივი ფუნქციების დაქვეითებას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზი ემყარება პოლიურიას, პოლიდიფსიას, რომელთა ფონზე აღინიშნება შარდის დაბალი ხვედრითი წონა და პათოლოგიური ელემენტების არარსებობა. თუ შარდის ხვედრითი წონა 1005-ია, მაშინ დიაგნოზი არასწორია. აუცილებელია უშაქრო დიაბეტის დიფერენცირება რამდენიმე ისეთი დაავადებისგან, რომელთათვისაც ასევე დამახასიათებელია პოლიურია და პოლიდიფსია. ასეთია შაქრიანი დიაბეტი, ფსიქოგენური პოლიდიფსია, ქრონიკული გლომელურონეფრიტი, ნეფროსკლეროზის აზოტემიური სტადია. შაქრიან დიაბეტს ახასიათებს პოლიურია, მაგრამ ამ დროს, უშაქრო დიაბეტისგან განსხვავებით, შარდის ხვედრითი წონა მაღალია, ამასთანავე, სისხლში აღინიშნება ჰიპერგლიკემია (შაქრის მაღალი შემცველობა).
ფსიქოგენური პოლიდიფსია ფსიქიკურ დაავადებებს უკავშირდება. გაძლიერებული წყურვილი გამოწვეულია წყურვილის ცენტრის ფუნქციური და ორგანული დაზიანებით და სითხის უზომო მიღებამდე მივყავართ. ამ დროს ტარდება სინჯი მშრალი საკვებით, რაც სითხის მიღებისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს. იგი 6-8, მაქსიმუმ 14 საათს გრძელდება. პარალელურად საათში ერთხელ ხდება შარდის ჩაბარება. უშაქრო დიაბეტის დროს შარდის ოსმოლარობა დაბალი რჩება, ხოლო ფსიქოგენური პოლიდიფსიის შემთხვევაში - ისევე, როგორც ნორმაში - იმატებს.
ვაზოპრესინის შეყვანა ჭეშმარიტი უშაქრო დიაბეტის დროს ამცირებს პოლიურიას და, თავისთავად, პოლიდიფსიასაც, ხოლო ფსიქოგენური პოლიდიფსიის შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილს და წყლით ინტოქსიკაციის ნიშნებს.
უშაქრო დიაბეტის მკურნალობა თავდაპირველად ეტიოლოგიურია.
სიმპტომური ფორმები მოითხოვს ძირითადი ჩივილების მკურნალობას.
ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ოპერაცია, სხივური თერაპია რადიაქტიური იტრიუმით ან კრიოდესტრუქცია.
ანთებითი პროცესის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები და სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატები.
პირველადი ფორმების შემთხვევაში, რომლებიც ვაზოპრესინის დეფიციტით არის გამოწვეული, საჭიროა ჩანაცვლებითი თერაპია. ამისთვის იყენებენ ადიურეტინს - ვაზოპრესინის სინთეზურ ანალოგს (ლიზინ-ვაზოპრესინი, დესმოპრესინი). მას იღებენ ინტრანაზალურად (ცხვირში ჩაწვეთებით) - 1-3 წვეთს დღეში 1-3-ჯერ, დიურეზის (დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფილი შარდის ოდენობის) და შარდის ხვედრითი წონის კონტროლის თანხლებით. რეკომენდებულია მინიმალური დოზის გამოყენება, ვინაიდან დოზის გადაჭარბება იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და ნატრიუმის დონის მომატებას.
ჰიპოთალამური და ნეფროგენული ფორმების შემთხვევაში შეიძლება შარდმდენი პრეპარატის, მაგალითად, ჰიპოთიაზიდის, გამოყენებაც. ის დააქვეითებს თირკმელებში გორგლოვან ფილტრაციას და ნატრიუმის ექსკრეციას, 50-60%-ით შეამცირებს სითხის გამოყოფას, თუმცა ყოველთვის შედეგიანი არ არის.
შაქრიანი და უშაქრი დიაბეტის შერწყმული ფორმების დროს კარგად მოქმედებს გლიკემიის მარეგულირებელი პრეპარატი ქლორპროპამიდი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ასტიმულირებს ორგანიზმში არსებული ვაზოპრესინის მინიმალურ ოდენობას. ეფექტი თვალსაჩინო ხდება მკურნალობის მესამე-მეოთხე დღიდან. პარალელურად საჭიროა სისხლში გლუკოზისა და ნატრიუმის კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპოგლიკემიითა და ჰიპონატრიემიით გამოწვეული გართულებები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:32 | შეტყობინება # 153
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შაქრიანი დიაბეტი დისჰორმონული, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ ითვისებს შაქარს, რის გამოც სისხლში მისი დონე იზრდება - ვითარდება ჰიპერგლიკემია. ამის მიზეზია ინსულინის სეკრეციის ან მისი მოქმედების დეფექტი, ზოგჯერ - ორივე ერთად.
ინსულინი პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროს - გლუკოზის უჯრედში შეღწევას. ინსულინის ნაკლებობისას გლუკოზა უჯრედში ვერ აღწევს და სისხლში რჩება, რის გამოც უჯრედები შიმშილობენ. საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს, ორგანიზმში მეტი ინსულინი გამომუშავდება და უჯრედები სისხლიდან მეტ გლუკოზას შთანთქავენ. შედეგად უჯრედები საჭირო ენერგიას იღებენ, სისხლში კი შაქრის დონე ქვეითდება. ასეა ნორმაში. ინსულინის დეფიციტის შემთხვევაში კი საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს. მატების ხარისხი ორგანიზმში მოხვედრილი ნახშირწყლების ოდენობაზეა დამოკიდებული.
შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის უკმარისობა შეიძლება იყოს:
აბსოლუტური - კუჭუკანა ჯირკვალი არ ან თითქმის არ გამოიმუშავებს ინსულინს;
შედარებითი - კუჭუკანა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ კმარა გლუკოზის ნორმალური შეთვისებისთვის.

ამის კვალობაზე, განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ფორმას: ტიპ I-ს და ტიპ II-ს.
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი I. მას იუვენილურ შაქრიან დიაბეტსაც უწოდებენ. ამ დროს დაზიანებულია ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები და ისინი ინსულინს ან სრულებით ვერ გამოიმუშავებენ, ან გამოიმუშავებენ ძალიან ცოტას. პანკრეასის უჯრედების დაზიანების მიზეზი უცნობია, თუმცა განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა.
შაქრიანი დიაბეტის I ტიპი დიაბეტიან პაციენტთა 10-15%-ში გვხვდება. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა მეტწილად ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს უვლინდებათ სხეულის ნორმალური მასის ფონზე. 30 წლის შემდეგ ის უფრო იშვიათად ვითარდება.
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი II. მას მოზრდილთა დიაბეტსაც უწოდებენ. იგი ვითარდება მოწიფულ ასაკში (40 წლის შემდეგ), ამასთანავე - სხეულის ჭარბი მასის, ზოგჯერ - ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის გამომუშავება არასწორად ხდება. კერძოდ, ორგანიზმი შენელებულად ან არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის ოდენობის მომატებაზე და გამომუშავებული ინსულინი არ კმარა მთელი გლუკოზის ასათვისებლად. არსებობს ტიპი II შაქრიანი დიაბეტის განვითარების მეორე მექანიზმიც: ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ გამომუშავებული ინსულინის მთლიანად გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას ინსულინორეზისტენტობა ეწოდება. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა.
გარდა ზემოთ აღწერილი ორი ძირითადი ფორმისა, არსებობს შაქრიანი დიაბეტის სპეციფიკური ტიპებიც:
სხვა (მეორეული) დიაბეტი - ვლინდება ინსულინის წარმომქმნელი ბეტა-უჯრედების გენეტიკური დეფიციტის შედეგად, ენდოკრინოპათიების, გენეტიკური სინდრომების დროს;
გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი - ვლინდება ორსულობისას და ზოგჯერ დაავადებად ყალიბდება, ზოგჯერ კი თვითგანკურნებით სრულდება;
გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, რაც შუალედური მდგომარეობაა ნორმასა და შაქრიან დიაბეტს შორის. ამ დროს უზმოზე სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონე არ აღემატება ნორმას (ნაკლებია 6,1 მმოლ/ლ-ზე), მაგრამ გლუკოზით დატვირთვიდან (კვებიდან) 2 საათის შემდეგ 7,8-11,1 მმოლ/ლ-ის ფარგლებშია. ეს მდგომარეობა განიხილება როგორც პრედიაბეტი - დიაბეტისწინარე მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში მოსალოდნელია შაქრიანი დიაბეტის განვითარება.

შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორებია:
დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
სხეულის ჭარბი წონა;
რასობრივი კუთვნილება (ინდიელები, ესპანური და აფრიკოამერიკული წარმოშობის პირები);
45 წელზე მეტი ასაკი;
წარსულში დიაგნოსტირებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია ან ჰიპერლიპიდემია (სისხლში ქოლეტერინის ჭარბი შემცველობა);
გესტაციური დიაბეტი;
4,5 კგ ან ამაზე მეტი წონის ბავშვის გაჩენა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:32 | შეტყობინება # 154
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კლინიკური ნიშნები. II ტიპის შაქრიან დიაბეტს ხშირად არავითარი სიმპტომი არ ავლენს. შესაძლოა, დაავადება წლობით ისე მიმდინარეობდეს, რომ ავადმყოფმა ვერაფერი იგრძნოს. ამ ტიპის დიაბეტის ფონზე, გლუკოზის მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში, მოსალოდნელია:
ძლიერი წყურვილი - პოლიდიფსია;
შარდის ოდენობის მატება - პოლიურია;
ადვილად დაღლა;
ქავილი და კანის მორეციდივე დაავადებები;
ჭრილობის შეხორცების გაძნელება;
საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები;
მადის მომატება - პოლიფაგია;
7 წონის უმიზეზო კლება.

I ტიპის შაქრიანი დიაბეტი იწყება მწვავედ. ახასიათებს გაძლიერებული წყურვილი, მადის მომატება, შარდვის გახშირება, წონის კლება, მხედველობის დაბინდვა და სოკოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილება. ბავშვებს ამ სიმპტომების პარალელურად უვითარდებათ სისუსტე და აპათია.
მცირეწლოვან ბავშვებში დიაგნოზის დასმა რთულია. ამ დროს ზრდასა და წონაში ჩამორჩენა შაქრიანი დიაბეტის ეჭვს ბადებს. დიაბეტს ეჭვობენ მაშინაც, როდესაც ბავშვს, რომელსაც მანამდე ასეთი რამ არ აწუხებდა, ღამით უნებლიე შარდვა დასჩემდება.
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ავადმყოფს აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი.
გართულებები. გართულებები შაქრიანი დიაბეტის მთავარი პრობლემაა. სისხლძარღვთა დაზიანება იწვევს თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, სიბრმავეს, მსხვილი არტერიების ათეროსკლეროზს. შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებებია ნეიროპათია და დიაბეტური ტერფიც. არსებობს შაქრიანი დიაბეტის მწვავე გართულებებიც: ჰიპოგლიკემიური და კეტოაციდოზური კომები. ინსულინოთერაპიის ფონზე შესაძლოა განვითარდეს გარდამავალი კეტოზი და ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა. ჰიპეროსმოლარული კომა II ტიპის შაქრიან დიაბეტს ახასიათებს, თუმცა შედარებით იშვიათია.
შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების თავიდან აცილება ერთადერთი გზით შეიძლება: სისხლში შაქრის დონე ნორმასთან უნდა იყოს მიახლოებული. ამას მედიცინაში ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციას უწოდებენ.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:
სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა;
სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა;
შარდში შაქრის დონის განსაზღვრა;
შარდში აცეტონის განსაზღვრა.

მკურნალობა მოიცავს:
დიეტოთერაპიას;
ფიზიკურ დატვირთვას;
ტაბლეტირებული შაქრის დამწევი საშუალებების გამოყენებას;
ინსულინოთერაპიას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:32 | შეტყობინება # 155
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტაბლეტირებული შაქრის დამწევი საშუალებები გამოიყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. ისინი ორ ძირითად ჯგუფს აერთიანებს: სულფანილშარდოვანას წარმოებულებს და ბიგუანიდებს. ამჟამად ძალზე გავრცელებულია სულფანილშარდოვანას წარმოებულები: მანინილი, დიაბეტონი, დიამიკრონი, გლურენორმი, ამარილი. ბიგუანიდების ჯგუფს ეკუთვნის მეტფორმინი (გლუკოფაზი, სიოფორი). ცნობილია ასევე ალფა-გლუკოზიდაზის ინჰიბიტორები (აკარბოზა), თიაზოლიდინდიონები - როზიგლიტაზონი (ავანდია) და პიოგლიტაზონი (აქტოსი). საუკეთესო შედეგისთვის მიღებულია ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობა. როგორი კომბინაცია უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში, ამას ენდოკრინოლოგი ინდივიდუალურად წყვეტს. მიღების წესიც ინდივიდუალურია. ზოგჯერ მხოლოდ სულფანილშარდოვანას პრეპარატს უნიშნავენ, ზოგჯერ - სულფანილშარდოვანასა და ბიგუანიდის, სულფანილშარდოვანასა და აკარაბოზას, როზიგლიტიზონის ან პიოგლიტაზონის კომბინაციას.
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია. II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს დიეტის მთავარი მიზანი წონის ნორმალიზებაა. დიეტა I ტიპის დროსაც საჭიროა, ვინაიდან შეუძლებელია ინსულინის ფიზიოლოგიური სეკრეციის ზუსტი იმიტაცია. საზოგადოდ, I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტა ცხოვრების წესია, რომელიც დაავადების ოპტიმალურ კომპენსაციას უზრუნველყოფს. დიაბეტიანს ეზღუდება ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარი საკვები, ზოგჯერ - ცილებიც.
გასათვალისწინებელია, რომ ყოველგვარი ნახშირწყლის მოხმარება არ იკრძალება. ნახშირწყლები სხვადასხვა სახისაა: მარტივი (გლუკოზა, გალაქტოზა, ფრუქტოზა); შედარებით რთული (საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა); რთული (სახამებელი, გლიკოგენი და ცელულოზა).
მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი სწრაფად იწოვს, ამიტომ მათ სწრაფ შაქრებს უწოდებენ. ასეთ ნახშირწყლებს შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები, ზოგიერთი ხილი (ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, თუთა, ბალი). დიაბეტიანებს სწორედ სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ.
რთულ ნახშირწყლებს ორგანიზმი შედარებით ნელა იწოვს, ამიტომ მათ ნელ შაქრებს უწოდებენ. ამ სახის ნახშირწყლებს შეიცავს ყოველგვარი მარცვლეული და მისი ნაწარმი (პური, მაკარონი, სიმინდი), კარტოფილი, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტების მიღება შეიძლება შეზღუდული ოდენობით.
არსებობს ნახშირწყლები, რომლებსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ასეთია უჯრედისი - მცენარეული ბოჭკო. გარდა ამისა, ხსნადი უჯრედისი არეგულირებს ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს. ასეთ სასარგებლო ნახშირწყლებს შეიცავს ხილი (ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა), ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), დაღერღილი ხორბალი, ბურღულეული, მკვრივი ჯიშის ხორბლის მაკარონი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:33 | შეტყობინება # 156
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სასმელები და დიაბეტი
სპირტიანი სასმელები: არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი და სხვა - დიაბეტიანებისთვის აკრძალულია. მცირე რაოდენობით (1-2 ჭიქა) ნებადართულია სუფრის მშრალი ნატურალური ღვინო, რომელიც შეიცავს მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. მშრალი სუფრის ღვინო, განსაკუთრებით - წითელი, მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. მავნე ქოლესტერინის) გამოდევნას.
შაქრიანი დიაბეტის დროს ალკოჰოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ერთ-ერთი კომპონენტი – ტრიგლიცერიდები არ არის მომატებული. თუ ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი მომატებულია, ალკოჰოლის მოხმარება მის მოწესრიგებამდე უნდა აიკრძალოს.
დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უწინარეს ყოვლისა, მკურნალობის რეჟიმზეა დამოკიდებული. ინსულინდამოკიდებულთათვის ის უფრო მკაცრია, ვინაიდან აუცილებელია საკვების მიღება ინსულინის ინექციიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ. თუ კვება დაგვიანდა, შესაძლოა, სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაეცეს და ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს (მხედველობაში გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის დონე 60 მგ/დლ-ზე დაბალია). რეჟიმის დაცვა ტაბლეტოთერაპიის დროსაც საჭიროა, მაგრამ ტაბლეტის მიღებიდან მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას არ გამოიწვევს.
სასურველია, დიაბეტიანი დღეში სამჯერ იკვებებოდეს, შუალედში კი წაიხემსოს ხილით ან ბოსტნეულით (უპუროდ).

ინსულინოთერაპია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ინიშნება. II ტიპის შემთხვევაში აბებს უნიშნავენ, თუმცა გამორიცხული არ არის, დიაბეტიანის ინსულინზე გადაყვანა ამ დროსაც გახდეს საჭირო. ეს მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებლების ნორმალიზება დიეტით და ტაბლეტოთერაპიით ვერ ხერხდება, პაციენტს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ემართება ფილტვების ანთება ან რომელიმე მწვავე პათოლოგია.
ამჟამად გამოიყენება ადამიანის სინთეზური ინსულინი, რომლის პრეპარატები ორ ძირითად ჯგუფად: გახანგრძლივებული და ხანმოკლე მოქმედების ინსულინებად იყოფა. არსებობს ასევე ინსულინის ანალოგები, რომლებსაც ულტრახანმოკლე მოქმედება ახასიათებს. პრაქტიკულად გამოიყენება მხოლოდ გახანგრძლივებული (ბაზალური) ინსულინი ან (უფრო ხშირად) გახანგრძლივებული და ხანმოკლე მოქმედების ინსულინების კომბინაცია. ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინი - ლისპრო, ნოვორაპიდი ასევე კომბინაციაში ინიშნება.
ინსულინოთერაპიის მიზანია სისხლში შაქრის მაჩვენებლის ნორმასთან მიახლოება, შაქრიანი დიაბეტის I ტიპის შემთხვევაში ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველყოფა და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაცემის) თავიდან აცილება. ინსულინის დოზებს, ინსულინოთერაპიის სქემას ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს.
ორსულთა ანუ გესტაციური დიაბეტი ორსულობისას ვლინდება. მშობიარობის შემდეგ შესაძლოა გაქრეს, შესაძლოა, II ტიპის შაქრიან დიაბეტად ჩამოყალიბდეს (ასეთი რამ ხდება ასიდან 50 შემთხვევაში). გესტაციური დიაბეტის დროს პერორალური თერაპია უკუნაჩვენებია. რეკომენდებულია მხოლოდ დიეტოთერაპია და ინსულინოთერაპია. ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია, სისხლში შაქრის დონე მაქსიმალურად უახლოვდებოდეს ნორმას. ორსულობის მე-9-12 კვირას ნაყოფი ჯერ კიდევ ვერ გამოიმუშავებს საკუთარ ინსულინს. ამ დროს მიმდინარეობს ორგანოგენეზი - ნაყოფის ორგანოთა (გულის, ხერხემლის, ზურგის ტვინის და საჭმლის მომნელებელი სისტემის) განვითარება. თუ დედის სისხლში შაქრის დონე მაღალია, შესაძლოა, განვითარდეს ანომალიები. ორსულობის მე-12 კვირას ნაყოფის პანკრეასი იწყებს ინსულინის გამომუშავებას, რაც შემდგომში ჰიპერინსულინემიას და ნაყოფის განუვითარებლობას იწვევს.

ორსულის დიეტა ნახშირწყლებით მდიდარი უნდა იყოს, ცხიმებით - ღარიბი. ცილების ოდენობა კილოგრამზე საშუალოდ 1,5 გრამს უნდა შეადგენდეს. თუ დიეტოთერაპიით სისხლში შაქრის დონის მოწესრიგება ვერ მოხერხდა, ინიშნება ინსულინოთერაპია.
ორსულობისას ინსულინის მოთხოვნილება იცვლება - I ტრიმესტრში შედარებით მცირეა, II ტრიმესტრში კი იმატებს. მშობიარობის შემდეგ ინსულინის მოთხოვნილება მკვეთრად იკლებს და ნულამდე ეცემა. ქალმა, რომელსაც ორსულობისას დიაბეტი განუვითარდა, ხშირად უნდა გაიზომოს სისხლში შაქარი. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სიმსუქნით დაავადებულ ქალებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:33 | შეტყობინება # 157
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიტყვა "დიათეზი" ბერძნულიდან მომდინარეობს და რამის მიმართ მიდრეკილებას, წინასწარგანწყობას ნიშნავს. დიათეზი არც დაავადებაა და არც დიაგნოზი. ამ ტერმინს მხოლოდ ბავშვის ზოგიერთი დაავადებისადმი მიდრეკილების აღსანიშნავად იყენებენ. დიათეზისგან განკურნება არ შეიძლება, ვინაიდან მიდრეკილება არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი კონტროლირება და კონკრეტული დაავადების (რომლისკენაც მიდრეკილია ორგანიზმი) მკურნალობა. დიათეზი უპირატესად საბჭოთა სკოლის მეცნიერთა მიერ ხმარებული ტერმინია. ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს სიტყვა არ გვხვდება.

მიდრეკილებისა და წინასწარგანწყობის კვალობაზე, დიათეზი სხვადასხვაგვარია. აღწერილია მისი ათამდე ნაირსახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია:

ექსუდაციურ-კატარული ანუ ალერგიული დიათეზი - ალერგიული და ანთებითი დაავადებებისადმი მიდრეკილება;

ლიმფო-ჰიპოპლასტიკური დიათეზი - ინფექციური და ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება, მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ლიმფური კვანძების პათოლოგია;

ნერვულ-ართრიტული დიათეზი - მიდრეკილება სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, არტერიოსკლეროზის, ჰიპერტონიის, სახსრების ანთებისა და მომატებული ნერვული აგზნებადობისკენ;

შარდმჟავა დიათეზი - მიდრეკილება ჭარბი შარდმჟავას წარმოქმნისკენ;

ჰემორაგიული დიათეზი - მიდრეკილება სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისკენ, რაც უმთავრესად განპირობებულია სისხლის ფაქტორების (თრომბოციტების) რიცხვის შემცირებით, კაპილარების კედლის დაზიანებით, განვლადობის მომატებით და სისხლის შედედების ამა თუ იმ ფაქტორის დაქვეითებით ან არარსებობით. ასეთი ცვლილებები უმთავრესად თრომბოციტოპენიური დაავადების, ჰემორაგიული ვასკულიტისა და ჰემოფილიის დროს ხდება.

ექსუდაციური დიათეზი. ექსუდაციური დიათეზი კონსტიტუციური ანომალიაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ორგანიზმის შეცვლილი რეაქციულობა ფიზიოლოგიური გამაღიზიანებლის მიმართ. ახასიათებთ მეტწილად 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს. როგორც წესი, დაბადებიდანვე ვლინდება, პიკს აღწევს 3-6 თვის ასაკში, 1 წლიდან კი თანდათანობით იკლებს, თუმცა სავსებით არ ქრება - ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ალერგიისადმი მიდრეკილი რჩება.
ექსუდაციური დიათეზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკა. მემკვიდრეობით მიღებული ალერგიული განწყობის რეალიზაციას ხელს უწყობს ორსულის მიერ ნახშირწყლების ჭარბი მიღება, ცილების დეფიციტი და ზოგიერთი მედიკამენტით მკურნალობა.
მემკვიდრეობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ორგანიზმის სენსიბილიზაციას, რაც ერთფეროვანი ხელოვნური კვების, გამაღიზიანებელი საკვებით გადატვირთვის, ბაქტერიული, მედიკამენტური და სხვა სახის ალერგიის შედეგია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:33 | შეტყობინება # 158
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გამოვლინება და სიმპტომები. ხშირად ექსუდაციური დიათეზის მქონე ბავშვები დიდი წონისანი იბადებიან და ჭარბი წონისკენ მიდრეკილება შემდგომაც ახასიათებთ. აქვთ მოდუნებული კუნთები და ფერმკრთალი კანი. ანთებითი რეაქციები უმთავრესად კანსა და ლორწოვანზე უვითარდებათ. პატარებს თავის თმიან ნაწილსა და წარბებზე სიცოცხლის პირველსავე დღეებში უჩნდებათ მორუხო-მოყვითალო ქერქი, ლოყებზე - შემოფარგლული სიწითლე, კანი მშრალი აქვთ და ადვილად უსკდებათ, შესაძლოა, მცირე ზომის ბუშტუკებიც გაუჩნდეთ. კისერზე, ყურების უკან, იღლიისა და საზარდულის კანის ნაკეცებში აღენიშნებათ სიწითლე და სისველე, ტანსა და კიდურებზე პერიოდულად უჩნდებათ წითელი ლაქოვანი და კვანძოვანი მქავანა გამონაყარი. ქავილი ბავშვს არ ასვენებს, ურღვევს სიმშვიდეს და ძილს. ქავილისას გაჩენილ ნაკაწრებში შეიძლება შეიჭრეს ინფექცია.
შედარებით მოზრდილ ბავშვებს დიათეზის დროს კანზე უჩნდებათ ჭინჭრის ნასუსხისებრი გამონაყარი და აწუხებთ ქავილის შეგრძნება, ენა გეოგრაფიულ რუკასავით აქვთ დაღარული (ე.წ. გეოგრაფიული ენა), ხშირად ემართებათ კონიუნქტივიტი, რინიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი, ასევე - ადენოიდების გადიდება, რის გამოც უჭირთ ცხვირით სუნთქვა და პირღია სძინავთ. პატარებს მადა უქვეითდებათ და საგრძნობლად იკლებენ წონას, მიდრეკილნი არიან შეკრულობისკენ.
ექსუდაციური დიათეზის დროს ბავშვებს უქვეითდებათ იმუნიტეტი, რის გამოც ხშირად ავადდებიან ზემო სასუნთქი გზების ანთებითი და ნაწლავთა პათოლოგიებით.
ასაკთან ერთად კანისმიერი გამოვლინებები ქრება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ისეთი ნიშნები, როგორიც არის აგზნებადობა, შეკრულობა, ხშირი სურდო და ბრონქიტი, ალერგია საკვებზე (კვერცხზე, შოკოლადზე, თაფლზე, ციტრუსებზე, რძეზე და სხვა), მედიკამენტებზე, მცენარეებზე და ა.შ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ექსუდაციური დიათეზის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის გარემოს სისუფთავეს, კვების რეჟიმს, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას, ორგანიზმის გაკაჟებას.
ალერგიული დიათეზის დროს ბავშვმა რაც შეიძლება მეტხანს უნდა წოვოს ძუძუ. ჯერ ერთი, დედის რძის ცილებს არ გააჩნია ალერგიული თვისებები და ბავშვის ფერმენტები მათ ადვილად გადაამუშავებს, მეორე - ქალის რძე დიდი ოდენობით შეიცავს იმუნოგლობულინ A-ს, რომელიც ბავშვის ნაწლავის ლორწოვან გარსს ალერგენების მოლეკულებისგან იცავს, დაბოლოს, ქალის რძე დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ამ პერიოდში დედამ რაციონიდან უნდა ამოიღოს ციტრუსი, ტროპიკული ხილი, მარწყვი, შოკოლადი, ხიზილალა, თევზი, კვერცხი, ჩაი, ყავა, სუნელები, შებოლილი პროდუქტი და სხვა. ასევე არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით ძროხის რძის მიღება. გაცილებით სასარგებლოა მაწონი.
ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე მყოფ ბავშვებს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ ძროხის რძის ცილების შემცველი პროდუქტები. არსებობს სპეციალური საკვები, რომელიც განკუთვნილია ალერგიული ბავშვებისთვის და რომელიც აუცილებლად პედიატრის რეკომენდაციით უნდა შეირჩეს. დიათეზიანმა პატარამ დამატებითი საკვები 5-6 თვეზე ადრე არ უნდა მიიღოს. ამასთანავე, ყოველი ახალი პროდუქტი უნდა მიეცეს მინიმალური ოდენობით, ულუფა თანდათანობით გაიზარდოს და რამდენიმე კვირაში მიაღწიოს ასაკის შესატყვის ნორმას. ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე ბავშვს უნდა შეუწყდეს ამ პროდუქტით კვება (მისი ხელახლა მიცემა მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ არის დასაშვები).
დამატებითი საკვების მიცემა უნდა დაიწყოს თეთრი ან მწვანე ბოსტნეულით ანდა ბავშვთა საკვების ფხვნილის ხსნარზე (და არა რძეზე) მომზადებული წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის ფაფით. ბოსტნეულისა და ფაფის შემდეგ ბავშვს ეძლევა ხილი, შემდეგ - ხორცი. დამტკიცებულია, რომ ალერგიულ დიათეზს ამძიმებს ნახშირწყლების ჭარბი მოხმარება, ამიტომ რეკომენდებულია შაქრის ფრუქტოზათი შეცვლა.
ბავშვს შესაძლოა რეაქცია ჰქონდეს არა უშუალოდ პროდუქტზე, არამედ იმ სასუქზე, რომლით გამდიდრებულ ნიადაგზეც მოიწიეს ეს ნაყოფი. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდი ზომის ხილს ბევრი სასუქი და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება სჭირდება.
ალერგიული რეაქციების ყველაზე ხშირად გამომწვევი პროდუქტები (ასაკის მიხედვით):
ერთ წლამდე - ძროხის რძე (მისი ცილა და ლაქტოზა), ნარინჯისფერი და წითელი ნაყოფი (მისი წვენი და პიურე). დიათეზის ნიშნებია ხშირი და თხელი განავალი ქაფით ან მომწვანო ელფერით, მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ლოყების სიწითლე.
1-დან 3 წლამდე - ციტრუსები, მოწითალო ფერის ხილი და კენკრა (მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, ატამი და სხვა), მარცვლოვანი კულტურები. დიათეზის ნიშნებია კუჭის მოქმედების დარღვევა, ყელში ქავილის შეგრძნება, მგუდავი ხველა, კანის ქავილი, გამონაყარი.
3 წლის შემდეგ - შოკოლადი, კაკაო, არაქისი, თევზი, მარინადი და სუნელები. დიათეზის ნიშნებია კანზე გამონაყარი და ქავილი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:33 | შეტყობინება # 159
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიარეა (ფაღარათი) გულისხმობს ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას - დღე-ღამეში 2-3-ზე მეტ დეფეკაციას თხიერი ან ფაფისმაგვარი განავლით. ფაღარათის დროს განავლოვანი მასის მოცულობა დღე-ღამეში აღემატება 200 მლ-ს და მასში წყლის შემცველობა 85-95%-მდე იზრდება. თუFფაღარათი 2-3 კვირას გაგრძელდა, ლაპარაკობენ მწვავე ფაღარათის სინდრომზე, ხოლო თუ კიდევ უფრო გახანგრძლივდა - ქრონიკულ ფაღარათზე.
დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს, მიკროორგანიზმთაგან ყველაზე ხშირად - ბაქტერია Eსცჰერიცჰია ცოლი და სალმონელა, რომლებიც დაბინძურებულ საკვებსა და წყალში ბინადრობენ. ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დიარეა უფრო ხშირად ემართებათ ტურისტებს, რომლებიც ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობენ, ამიტომ მას მოგზაურთა ფაღარათსაც უწოდებენ.
გარდა ამისა, დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს რომელიმე წამლის (მაგალითად, ანტიბიოტიკის), საფაღარათო საშუალების, ალკოჰოლის, ცხარე საკვებისა და დიდი ოდენობით ხილის მიღება.
ზოგჯერ ფაღარათი სტრესით გამოწვეული ორგანიზმის რეაქციაა. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს სისხლში გადადის დიდი ოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის - საჭმლის მონელებას.
ადამიანს ბაქტერიული ან ვირუსული ბუნების დიარეა შესაძლოა ჰიგიენის დაუცველობის გამო დაემართოს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხელების სისუფთავეს.

სიმპტომები. დიარეის მთავარი ნიშნები ხშირი დეფეკაცია და თხელი განავალია. არცთუ იშვიათად თან სდევს მადის დაქვეითება, მუცელში ჭრის შეგრძნება, მუცლის შებერვა, გულისრევა და ღებინება. ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა (მუდმივი წყურვილის შეგრძნება, კანის სიმშრალე, მუქი შარდი, თავბრუხვევა და დაღლილობა), რაც მეტად საშიშია, განსაკუთრებით - ბავშვებისა და მოხუცებისთვის.
თუ ფაღარათი 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ის შესაძლოა ქრონიკული დაავადების (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, ენტეროპათიების, ქრონიკული პანკტრატიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, დისბაქტერიოზის, კოლორექტალური სიმსივნის ზოგიერთი სახეობის) ბრალი იყოს.

მკურნალობა. დიარეის მკურნალობა მისი მიზეზის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. სხვაგვარად შედეგის მიღება შეუძლებელია. ამის კვალობაზე, აუცილებელია მიზეზის ზუსტად დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა, რასაც ექიმი საჭირო გამოკვლევების საფუძველზე გააკეთებს. არცთუ იშვიათად მწვავე დიარეის დროს საკმარისია ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა ცოტაოდენი მარილიანი და შაქრიანი სითხის ხშირი მიღება. ამავე მიზნით ავადმყოფს ეძლევა რეჰიდრონი. ბაქტერიული დიარეის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, დისბაქტერიოზით გამოწვეული ფაღარათის შემთხვევაში - კოლიბაქტერინი, ლაქტობაქტერინი, ბიფიკოლი, ბიფიდუმბაქტერინი, პარაზიტული ხასიათის დიარეა მოითხოვს ისეთი პრეპარატებით მკურნალობას, რომლებიც პარაზიტულ ინფექციას თრგუნავენ (მაგალითად, მეტრონიდაზოლით).
ანტიბიოტიკებისა და მეტრონიდაზოლის უკონტროლო მიღება დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, ფაღარათი თვითონვე გამოიწვიონ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:34 | შეტყობინება # 160
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიზენტერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მსხვილი ნაწლავის დაზიანება და ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია ახასიათებს. მისი გამომწვევია შიგელას ჯგუფის ბაქტერია, რის გამოც დაავადებას ხშირად შიგელოზსაც უწოდებენ. ინფექციის წყაროა დიზენტერიით დაავადებული და ბაქტერიამატარებელი. ინფექცია ფეკალურ-ორალური (დაბინძურებული საკვების, წყლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობი) ვრცელდება. დიზენტერიას ჭუჭყიანი ხელების დაავადებასაც უწოდებენ, რადგან დასნებოვნების ალბათობა დიდია პირადი და კვების ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში.

მიმდინარეობა და სიმპტომები. დიზენტერიის საინკუბაციო პერიოდი 1-7 დღეა. მას კლინიკურ გამოვლინებათა მრავალფეროვნება ახასიათებს. მკაფიოდ გამოხატულ ფორმებთან ერთად გვხვდება წაშლილი და უსიმპტომო ფორმებიც. არსებობს ასევე დაავადების სუბკლინიკური ფორმა - ბაქტერიამატარებლობა.
მწვავე დიზენტერია ხშირად იწყება შემცივნებით, ძვლებში ტეხის შეგრძნებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, ტემპერატურის მატებით, მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილით, ზოგჯერ - გულისრევითა და ღებინებით. თავდაპირველად განავალი თხიერია, რამდენიმე საათის შემდეგ მასში ჩნდება ლორწო, შემდეგ - სისხლი, მოგვიანებით კი - ჩირქი. დეფეკაცია ხშირია - დღე-ღამეში 10-50-მდე აღწევს. ზოგჯერ ავადმყოფს ყოველ 5 წუთში აქვს დეფეკაცია. მუცლის ტკივილის პარალელურად აღინიშნება ნაწლავთა არასრული დაცლის შეგრძნება და სწორი ნაწლავის კუნთების სპაზმური შეკუმშვა ჭინთვებისა და ტენეზმების სახით. ძლიერმა ჭინთვამ შესაძლოა სწორი ნაწლავის გამოვარდნა გამოიწვიოს.
ავადმყოფს აქვს შეწუხებული იერი, კანი შრება. ვითარდება გულის კუნთის დისტროფიული ცვლილებები. არტერიული წნევა ქვეითდება. ენა შელესილი ან მშრალია და მოყავისფრო ნადებით არის დაფარული. ნერწყვის გამოყოფა დაქვეითებულია, რის გამოც ხშირია პირის სიმშრალე. ავადმყოფს მუცელი ჩავარდნილი აქვს, შეხებისას - მტკივნეული, ცხელება 2-5 დღეს გრძელდება და 37-40 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, თუმცა შესაძლოა, დაავადება ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობდეს.
ქრონიკული დიზენტერია რეციდიულიც შეიძლება იყოს და გახანგრძლივებულიც. ქრონიკული რეციდიული დიზენტერია დიდხანს, წლობით მიმდინარეობს. დაავადების რეციდივი ჰგავს მწვავე დიზენტერიას, მაგრამ ინტოქსიკაციის მოვლენები ან სრულებით არ აღინიშნება, ან სუსტია.
ჩვეულებრივ, რეციდივს თან სდევს მუცლის მოვლითი ტკივილი, ჭინთვა, ტემპერატურა ხშირად ნორმაშია, დეფეკაციის სიხშირე დღეში 2-10-ს აღწევს. განავალი ფაფისებურია, სისხლიან-ლორწოვანი, ზოგჯერ - ჩირქოვანიც. ავადმყოფს ენა შელესილი აქვს, მუცელი - შებერილი, შეხებისას - მტკივნეული.
რეციდივებს შორის არსებულ ნათელ პერიოდში მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მუცლის ყრუ ტკივილი, შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა მაინც აღინიშნება.
ქრონიკული გახანგრძლივებული დიზენტერია თანდათან ყალიბდება. ავადმყოფს მუდმივად აწუხებს მუცლის ტკივილი და ფაღარათი (5-8-ჯერ დღეში). განავალი ლორწოვან-ჩირქოვანია. პროცესში ჩართულია როგორც წვრილი, ისე მსხვილი ნაწლავები, ავადმყოფი პროგრესულად კარგავს წონას, ნივთიერებათა ცვლა, კუჭის, ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქცია მოშლილია, ვითარდება ანემია, ვიტამინებისა და ცილების დეფიციტი, დისბაქტერიოზი. ასეთი ფორმები იშვიათია და მეტწილად გვხვდება მოხუცებში, რომელთაც მძიმე თანდართული დაავადებები აქვთ.
ბაქტერიამატარებლები (ე.წ. ჯანმრთელი მატარებლები), რომელთაც დიზენტერიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, სინამდვილეში ავადმყოფები არიან. მათ სწორი ნაწლავის ლორწოვანზე უვლინდებათ დიზენტერიისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:34 | შეტყობინება # 161
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გართულებანი. დიზენტერიის გართულებებიდან ყველაზე ხშირია ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, ინფექციურ-ტოქსიკური ენცეფალოპათია, ნაწლავის პერფორაცია, პერიტონიტი, პნევმონია.
ინფექციურ-ტოქსიკური შოკის პირველი კლინიკური ნიშანია ჰიპერთერმიისა და ჰიპოთერმიის მონაცვლეობა. ავადმყოფი გაფითრებულია, კანი მარმარილოსებრი უხდება. შოკის გაღრმავებასთან ერთად ძლიერდება საერთო სისუსტე. დამახასიათებელია ტაქიკარდია, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, შარდის შემცირება.
ინფექციურ-ტოქსიკური ენცეფალოპათია, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი ინტოქსიკაციის კლინიკური სურათით მიმდინარეობს. ამასთანავე, გამოხატულია თავის ძლიერი ტკივილი, ძილის დარღვევა. ავადმყოფი აგზნებულია, გონება ებინდება, უვლინდება მენინგიალური ნიშნები.

დიაგნოსტიკა. დიზენტერიის დიაგნოზი ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევის მონაცემებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განავლის ბაქტერიოლოგიურ კვლევას.

მკურნალობა. გართულებათა თავიდან აცილების მიზნით დიზენტერიით დაავადებულთა მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, ამიტომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების არსებობისას (განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოხუცებში) დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დიზენტერის მკურნალობა კომპლექსური და ინდივიდუალური უნდა იყოს. კომპლექსურ მკურნალობაში შედის დიეტა, ეტიოტროპული და პათოგენეზური მკურნალობა, იმუნოთერაპია.
ავადმყოფს დიეტას უნიშნავენ დაავადების პერიოდისა და ნაწლავის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით. თავდაპირველად საჭიროა დიეტა, რომელიც კუჭ-ნაწლავს მექანიკური და ქიმიური გაღიზიანებისგან იცავს, კლინიკური განკურნების შემდეგ კი ავადმყოფს ეკრძალება ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს (ცხარე, მჟავე, შებოლილი სურსათი, კონსერვები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა).
ეტიოტროპული საშუალებებიდან ინიშნება ისეთი პრეპარატები, რომლებიც ანადგურებს დიზენტერიის გამომწვევ ბაქტერიებს (ანტიბიოტიკები, ნიტროფურანის ჯგუფის პრეპარატები, სულფანილამიდები და ა.შ.).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის აღსადგენად ინიშნება ფერმენტული პრეპარატები, B ჯგუფის, C ვიტამინები. ზოგჯერ საჭიროა სპაზმოლიზური და გაძლიერებული პერისტალტიკის შემანელებელი საშუალებების დანიშვნა.
პათოგენეზური მკურნალობიდან წამყვანია დეზინტოქსიკაციური თერაპია. ამ მიზნით ხდება იზოტონური მარილოვანი ხსნარების გადასხმა.
ქრონიკული დიზენტერიის მკურნალობა უფრო რთულია. იგი მკაცრად ინდივიდუალური უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პათოგენეზურ მკურნალობას და იმუნიტეტის ამაღლებას. ყოველ კერძო შემთხვევაში მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს ავადმყოფის ძირითად ჩივილს, გამოკვლევის შედეგებს და ითვალისწინებდეს ადრე მიღებულ პრეპარატებს. იმავდროულად აუცილებელია თანმხვედრი დაავადებების მკურნალობა.
დიზენტერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ზედმიწევნით დაცვაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:34 | შეტყობინება # 162
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადამიანის ორგანიზმში 500-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს. მათ რამდენიმე ჯგუფად: ობლიგატურ (აუცილებელ), ფაკულტატურ (პირობითად პათოლოგიურ) და ტრანზიტორულ (შემთხვევით) მიკროორგანიზმებად - ყოფენ. ნაწლავთა ფლორის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და ადამიანის ორგანიზმს იცავენ. პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფენ ნაწლავის სტაბილურ მიკრობულ შემადგენლობას. სასარგებლო ბაქტერიები გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, ხელს უწყობენ ზოგიერთი აუცილებელი ნივთიერების (D ვიტამინის, რკინის, კალციუმის) შეწოვას, B ჯგუფის, C, K ვიტამინების, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავას სინთეზს, ანტიბიოტიკური ნივთიერებების გამომუშავებით თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას და ასტიმულირებენ იმუნიტეტს. როგორც კი სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა შემცირდება, პათოლოგიური ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ, ტოქსინებს გამოიმუშავებენ და ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ. ერთი სიტყვით, ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ორგანიზმის მიკრობული წონასწორობის რღვევა.

მიზეზები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (პირის ღრუდან დაწყებული, მსხვილი ნაწლავის ჩათვლით) მიკროფლორაზე გავლენას ახდენს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები. შინაგანი ფაქტორებია ლორწოვანი გარსიდან გამოყოფილი წვენი და კუჭ-ნაწლავის სანათურში არსებულ მიკრობთა ურთიერთობა, გარეგანი - კვება, ანტიბაქტერიული პრეპარატების ჭარბად მიღება, გარემოს ზემოქმედება და სხვა.
დიზბაქტერიოზი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კუჭში, მხოლოდ წვრილ ნაწლავში ან მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, თუმცა უფრო ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთდროული დისბიოზი.
დისბაქტერიოზი შეიძლება გამოიწვიოს წვრილი ნაწლავის ფისტულამ, სეკრეტორულმა უკმარისობამ, კუჭისა და წვრილი ნაწლავების ოპერაციამ, სხვადასხვა ინფექციამ, სიმსივნურმა პროცესებმა, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისა და საფაღარათო პრეპარატების ხანგრძლივმა მიღებამ და სხვა. მსხვილი ნაწლავის დისბაქტერიოზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუასილი, ანალური ნაპრალი, დივერტიკული, პოლიპი, სიმსივნე, ეროზიები, კრონის დაავადება.

სიმპტომები. ავადმყოფის ჩივილები იმაზეა დამოკიდებული, რომელი დაავადების ფონზე განვითარდა დისბაქტერიოზი. ზოგადად, დამახასიათებელია ტკივილები, უმეტესად - მუცლის მარცხენა ქვედა და გვერდით მიდამოში (მსხვილი ნაწლავის საპროექციო არეში), იშვიათად - ჭიპის ირგვლივ, ასევე - მუცლის შებერვა, დისკომფორტი და ტკივილის გაძლიერება საკვების, განსაკუთრებით - ცხიმიანი კერძის, რძის, ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ. ბევრს აწუხებს ტენეზმი (ცრუ ჭინთვა), მუცლის ყურყური, ძლიერი შებერილობა. პერიოდულად აღინიშნება ფაღარათი ფაფისებრი განავლით. ზოგჯერ დეფეკაციის მოთხოვნილება საკვების მიღებისთანავე წარმოიშობა. ხშირია ნაწლავთა არასრული დაცლის შეგრძნება თხელი და გაფორმებული განავლის მონაცვლეობით ანდა დღეში რამდენიმეჯერ ლორწოს გამოყოფით. ხშირად ვითარდება დისპეფსიური სინდრომიც: გულისრევის შეგრძნება, უმადობა, მეტალის გემო პირში. ამ ყველაფერს თან ახლავს სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, ცუდი ძილი, სისუსტე.

დიაგნოსტიკა. აუცილებელია განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, სწორი ნაწლავის ინსტრუმენტული გამოკვლევა.

მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ნაწლავური ფლორის ნორმალიზებას, ნაწლავთა მოშლილი მოტორიკის აღდგენას და თანმხლები და გამომწვევი დაავადებების მკურნალობას, ასევე - ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას.
მეტად მნიშვნელოვანია დიეტა, განსაკუთრებით - დიარეისას. ამ დროს რაციონიდან გამოირიცხება შავი პური, რძე, ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, ცხიმი, სანელებლები. მუცლის შებერვისას დროებით იზღუდება პარკოსანი მცენარეები, კომბოსტო, შაქრიანი საკვები და ყველა სხვა პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური აირების წარმოქმნას. რეკომენდებულია დიეტა #4, #4ბ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:34 | შეტყობინება # 163
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დისპლაზია ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევაა. ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია. ის ჩვენში სამხარეო პათოლოგიად მიიჩნევა - საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში იყო აღრიცხული.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ემბრიონის განვითარების მე-4-5 კვირას იწყება, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევა შეიძლება მოხდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი გენეტიკური დეფექტია. თუ ბავშვის დედას ან მის რომელიმე ნათესავს ჩვილ ასაკში ან ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ასეთი გადახრის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა დიდია. განსაზღვრულ როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები და ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული დარღვევები.
ორთოპედიაში დისპლაზიური სინდრომის ცნება გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან შერწყმული სახსრების ჰიპერმობილურობის (ჭარბი მოძრაობის) სახით. დისპლაზია დამოუკიდებელი დიაგნოზი არ არის. ის მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.

დისპლაზიის ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ბარძაყის თავის ამოვარდნილობა. განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილების ურთიერთდამოკიდებულების დარღვევის სამ ძირითად ფორმას: ბარძაყის წინარეამოვარდნილობას, ბარძაყის ქვეამოვარდნილობას და ბარძაყის ამოვარდნილობას. განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს დისპლაზიური, მოუმწიფებელი მენჯ-ბარძაყის სახსარი (ხშირად ბარძაყის თავი ცდომის გარეშეა და საგანგებო მკურნალობას არ მოითხოვს).
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობაა. ის უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და გოგონებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ვაჟებში. ხშირია ჯდომით წინმდებარეობით დაბადებულ და მცირეწონიან (2500 გ-ზე ნაკლები წონის) ახალშობილებში. ჯდომით წინმდებარეობისას სახსრებში, განსაკუთრებით - მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოძრაობის მოცულობა მცირდება, რაც სახსრის განუვითარებლობის წინაპირობას წარმოადგენს, მცირე მასა კი, როგორც წესი, შერწყმულია კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან, რაც სახსრის არასწორი განვითარების ალბათობას ზრდის. გარდა ამისა, ბარძაყის ამოვარდნილობის რისკფაქტორია საშვილოსნოს გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოში შეხორცებითი პროცესები და სხვა, რამაც მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის მოძრაობის შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს).

დაავადების ნიშნები. ბარძაყის თავის ამოვარდნილობა შეიძლება დაკვირვებულმა დედამაც შეამჩნიოს. მისი ნიშნები ასეთია:
ბავშვს ცალი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს;
ბარძაყზე დამატებითი ნაოჭი ჩნდება;
დუნდულა კუნთისა და საზარდულის ნაოჭები ასიმეტრიულია
მენჯ-ბარძაყის განზიდვისას ბარძაყების მდებარეობა ასიმეტრიულია
განზიდვისას ისმის ტკაცუნი ხან მენჯ-ბარძაყის, ხან მუხლის სახსრებში.

ეს არის თანდაყოლილი ამოვარდნილობის უტყუარი ნიშნები, რომელთა აღმოჩენისთანავე დედამ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მიუყვანოს ორთოპედს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების გამო ბავშვი შესაძლოა დაკოჭლდეს.

დიაგნოსტიკა. ბავშვი ორთოპედმა უნდა გასინჯოს და საეჭვო შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექსკოპიურ კვლევაზე გაგზავნოს. ეს კვლევის უვნებელი მეთოდია, რომელიც 6 თვემდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ამის შემდეგ რენტგენული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:35 | შეტყობინება # 164
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პროფილაქტიკა. პროფილაქტიკისთვის ნაჩვენებია ფართო შეხვევა: ბავშვს ფეხებს შორის უნდა ამოვუფინოთ დიდი ზომის საფენი, რაც უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის სახსრის განზიდვას და ბარძაყის თავის სწორ მდებარეობას ტაბუხის ფოსოში. სახსრების სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური მოცულობა (რაც ჩვილის მჭიდროდ შეხვევისას გამორიცხულია), მოსვენებისას კი ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნება.

მკურნალობა. თუ ორთოპედი ამოვარდნილობის დიაგნოზს დაადასტურებს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. იყენებენ ფართო შეხვევას, გამბჯენებს (სპეციალური არტაშნით), პავლიკის თასმას, თაბაშირის ნახვევს, რაც ქმნის პირობებს სახსრის ყველა ელემენტის (ბარძაყის თავის, ტაბუხის ფოსოს) განვითარებისთვის. გამბჯენების ტარების ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე თვიდან 1 წლამდე მერყეობს. მთავარია, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყდეს. ასევე ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, თუმცა ისინი მკურნალობის მხოლოდ დამხმარე მეთოდებია.
რაც უფრო ადრე დაიწყება კონსერვატიული მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციას, რომლის მიზანიც ბარძაყის ძვლის თავის გასწორება და მენჯ-ბარძაყის სახსრის ელემენტების ანატომიური ურთიერთმდებარეობის აღდგენაა. ქირურგიული ჩარევის მოცულობა ინდივიდუალურია (ზოგჯერ რამდენიმე ოპერაცია ხდება საჭირო). ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ხანგრძლივი ფიქსაცია, შემდეგ - აღდგენითი მკურნალობა სახსრის ადეკვატური ფიზიკური დატვირთვით, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ფიზიოთერაპია.
თუ ბარძაყის თავის ამოვარდნილობას არ ვუმკურნალეთ ან მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, 20 წლისთვის ან მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელია სახსრის ტკივილი და კოჭლობა, მოგვიანებით კი შესაძლოა კოქსართროზი განვითარდეს. ეს მეტად მძიმე დაავადებაა, თან სდევს ძლიერი ტკივილი, კოჭლობა, სახსრის მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა, რაც საბოლოო ჯამში ინვალიდობას იწვევს. მისი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური სახსრის ჩადგმით, თანაც რაც უფრო გვიან გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული განკურნების შანსი.

ვარჯიშები. მასაჟიც და ვარჯიშიც მაგარ, ბრტყელ ზედაპირზე უნდა შესრულდეს. ყველაზე მოხერხებული ზეწარგადაფარებული მაგიდაა. მასაჟი კეთდება დღეში ერთხელ, მაშინ, როცა ბავშვი კარგ გუნებაზეა. კურსი 10-15 სეანსს მოიცავს, შემდეგ კეთდება 3-თვიანი შესვენება და კურსი მეორდება. მასაჟი ბავშვისთვის დატვირთვაა, ამიტომ შესვენება აუცილებელია. სამკურნალო კომპლექსი ტარდება დღეში 2-3-ჯერ, თითოეული ვარჯიში მეორდება 10-15-ჯერ.
ველოსიპედი: ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და მოახდინეთ პედლების ტრიალის იმიტაცია.
ფეხების გაშლა-მოხრა: ერთი ფეხი მოხრილია მუხლში, მეორე - გაშლილი და ასე რიგრიგობით.
მოახრევინეთ ბავშვს ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში, გააკეთეთ ბრუნვითი მოძრაობები - ცალი ხელით მენჯ-ბარძაყის სახსარი შეაკავეთ, მეორე ხელი მუხლში მოჰკიდეთ და მსუბუქი მიწოლით აბრუნეთ ბარძაყი გარედან შიგნით.
ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და ფრთხილად განუზიდეთ. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, რათა პატარას ტკივილი არ მიაყენოთ.

საუკეთესო ვარჯიშია იატაკზე ხოხვა 8 თვის ასაკიდან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:35 | შეტყობინება # 165
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიფთერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც დიფთერიის ტოქსინი იწვევს. ტოქსინებს Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები გამოიმუშავებს. დიფთერიის გამოწვევა არატოქსიგენურ გამომწვევებსაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადების კლინიკური მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომელიც გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან ავადმყოფობის დასასრულამდე, ზოგჯერ - მის შემდეგაც. დიფტერიის ბაქტერიები ცხვირ-ხახის ლორწოვანზე ბინადრობენ და ხველის, ცემინების, კოცნის დროს ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდებიან. ბაქტერია გარემოში დიდხანს ძლებს, ამიტომ ავადმყოფის სათამაშოებმა, ჭურჭელმა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვი დაასნებოვნოს.

დაავადება ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში. დიფთერიით უმეტესად ის ბავშვები და მოზარდები ხდებიან ავად, რომელთაც სწორად არ ჩაუტარდათ ან საერთოდ არ ჩასტარებიათ დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა. აუცრელი ადამიანის ორგანიზმში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია, ყელისა და სასუნთქი გზების ანთება და ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ხორხის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, გულის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. წინათ დიფთერია ხშირად იწვევდა სიკვდილს. რამდენიმე ათეული წელია, გეგმური აცრების შედეგად ავადობა და სიკვდილიანობა, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა, თუმცა გვხვდება ერთეული, ზოგჯერ - დაგვიანებით ნამკურნალევი და მძიმედ მიმდინარე შემთხვევები.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დიფთერიის ფარული პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება. განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:
ხახის დიფთერიას;
სასუნთქი გზების დიფთერიას;
ცხვირის დიფთერიას;
იშვიათი ლოკალიზაციის (კანის, გარეთა სასქესო ორგანოების) დიფთერიას.

ყველაზე ხშირია დიფთერიის ხახის ფორმა. თავდაპირველად ის ზოგადი სიმპტომებით: საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მუცლის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, უმადობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით ვლინდება. ინფიცირებული ბავშვი ფითრდება, ხახა, ნუშურა ჯირკვლები და სასა შეწითლებული აქვს, დიდი ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები - გადიდებული, გულისცემა - გახშირებული. გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება დამახასიათებელი აპკოვანი ნადები, რომელსაც აქვს ჭუჭყიანი რუხი ფერი, მკვრივი კონსისტენცია და იმდენად მჭიდროდ არის შეზრდილი ქვეშ მდებარე ქსოვილთან, რომ მოცილებისას სისხლდენაც კი იწყება. დაავადების ხანგრძლივობის კვალობაზე, აპკოვანი ნადები სხვადასხვა ფართობს იკავებს, ხოლო ფერი მოყვითალო-მორუხოდან კრემისფრამდე იცვლება. ავადმყოფი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, შესაძლოა, აღებინოს კიდეც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ასაკის ბავშვებს ეს სიმპტომები დაავადების სრულ განვითარებამდე არც კი უვლინდებათ.
თუ ხახის დიფტერია დროულად არ იქნა ამოცნობილი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები 6-7 დღე გრძელდება, მეორე კვირიდან კი თითქოსდა გამოჯანმრთელება იწყება: ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, ნადები შორდება ლორწოვანს (ავადმყოფი ამ ნადებს ან გადმოაფურთხებს, ან ყლაპავს), მაგრამ სიფითრე და აჩქარებული პულსი რჩება. თითქოსდა განკურნებულ ავადმყოფს შესაძლოა აღმოაჩნდეს უმძიმესი გართულებები მიოკარდიტისა და დამბლის სახით.
ცხვირის დიფთერია გაცილებით იშვიათია და მცირე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება. ამ დროს ცხვირიდან მოედინება ლორწოვან-ჩირქოვანი, სისხლიანი სითხე, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია.
ხორხის დიფთერია (კრუპი) იწყება ტემპერატურის მატებით, ხმის ჩახლეჩით, უხეში მყეფავი ხველით. ბავშვი ხმას მალე კარგავს. ვითარდება დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ინტოქსიკაცია. ხორხისა და საყლაპავის შეშუპება იწვევს სუნთქვის გაძნელებას. აპკმა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გადაფაროს სასუნთქი გზა. კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. მძიმე შემთხვევაში ეგზოტოქსინი აღწევს კისრის ქსოვილებში და იწვევს მათ შეშუპებას (ე.წ ხარის კისერს). თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, ნადებისა და ძლიერი შეშუპების გამო სუნთქვის უკმარისობა გაძლიერდება, ბავშვი თანდათან დასუსტდება, გალურჯდება და შესაძლოა, დაიხრჩოს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz