ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:55
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:02 | შეტყობინება # 286
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მეტასტაზირება. მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზები ლიმფური გზით ვრცელდება. ზიანდება ჯერ ჯორჯლის, შემდეგ მუცლის აორტის ლიმფური კვანძები. ჰემატოგენურად მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლში ჩნდება. ნაწლავის სეროზულ გარსში ჩაზრდის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მუცლის ღრუს დისემინაცია, რასაც ასციტის განვითარება მოჰყვება.

დიაგნოსტიკა. ავადმყოფის გასინჯვისას თვალში საცემი ცვლილებები არ შეიმჩნევა, მუცლის პალპაციით სიმსივნური წარმონაქმნის დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე დიდი ზომისაა ან ავადმყოფია გამხდარი. კოლინჯის კიბოს დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რენტგენოლოგს შეუძლია, ნაწლავის კიბოთი დაზიანება მაშინაც კი გამოავლინოს, როდესაც დაავადება კლინიკურად მკვეთრად ჯერ კიდევ არ არის გამოხატული. სიგმოიდური ნაწლავის კიბოს დროს აუცილებელია კოლინოსკოპიის ჩატარება და ბიოფსიური მასალის აღება ციტოლოგიური კვლევისთვის.
ზემოხსენებული კვლევების ჩატარებამდე ავადმყოფს გაკეთებული უნდა ჰქონდეს განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და განსაზღვრული ჰქონდეს სისხლში კარცინოემბრიონული ანტიგენების არსებობა.
ღვიძლში მეტასტაზების გამოსარიცხად ტარდება ულტრაბგერითი ტომოგრაფია. გენერალიზებული ავთვისებიანი პროცესის გამოსარიცხად ლაპაროსკოპიას მიმართავენ.

მკურნალობა. მსხვილი ნაწლავის რადიკალური მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული მეთოდით. ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე:
ბრმა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილის კიბოს დროს ამოიკვეთება ნაწლავის მთელი მარჯვენა ნახევარი და მყარდება კავშირი თეძოსა და განივ კოლინჯს შორის (მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია).
განივი კოლინჯის კიბოს დროს ხორციელდება მისი რეზექცია და ხდება დარჩენილი ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება.
დაღმავალი კოლინჯის კიბოს დროს კვეთენ მსხვილი ნაწლავის მთელ მარჯვენა ნახევარს და ერთმანეთთან აკავშირებენ განივ და სიგმოიდურ კოლინჯს (მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია).
სიგმოიდური კოლინჯის კიბოს შემთხვევაში ხორციელდება მისი რეზექცია.

ავადმყოფი ოპერაციისთვის წინასწარ უნდა მომზადდეს: ჩაუტარდეს ნაწლავების საგულდაგულო გამორეცხვა, ოპერაციამდე 3-4 დღით ადრე გადაყვანილ იქნეს დიეტაზე (რაციონიდან ირიცხება პური და ბოსტნეული), 2 დღით ადრე დაენიშნოს აბუსალათინის ზეთი და განმეორებითი ოყნა. პროფილაქტიკის მიზნით ტარდება ორ-სამდღიანი თერაპია ანტიბიოტიკებითა და სულფამიდებით.
ოპერაციის შემდეგ შოკისა და ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო ზოგადი ღონისძიებების პარალელურად ინიშნება ვაზელინის ზეთი - 30 გ დღეში 2-ჯერ. ეს მსუბუქი საფაღარათო საშუალება ხელს უშლის მკვრივი განავლის ფორმირებას და თავიდან გვაცილებს გაკერილი ნაწლავის ტრავმირებას.
ოპერაციის მეორე დღიდან ავადმყოფს შეუძლია მიიღოს სითხე, შემდეგ ეძლევა თხევადი, მსუბუქი საკვების მიღების უფლება, რაციონი თანდათან ფართოვდება, ხოლო პირველი ნორმალური განავლის შემდეგ პაციენტი კვების საერთო რეჟიმზე გადაჰყავთ.
მსხვილი ნაწლავის შორს წასული, არაოპერირებადი კიბოს შემთხვევაში ტარდება პალიატიური ოპერაცია. კერძოდ, ნაწლავის სიმსივნური წარმონაქმნით დახშობისას მწვავე გაუვალობის თავიდან ასაცილებლად კეთდება შემოვლითი ანასთომოზი. პალიატიულ ოპერაციებთან ერთად ინიშნება ქიმიოთერაპია.
მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივი იშვიათია.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:03 | შეტყობინება # 287
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პროფილაქტიკა. მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ნაწლავის პოლიპოზის დროული და რადიკალური მკურნალობა, კოლიტის მართებული თერაპია. ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს სწორი კვება, რაციონში ხორცისა და თევზის პროდუქტების წილის შემცირება და შეკრულობასთან ბრძოლა.

სწორი ნაწლავის კარცინომა
სწორი ნაწლავის კიბოს წილად მოდის ონკოდაავადებათა 4-5%, ნაწლავში ლოკალიზაციის მიხედვით კი მას პირველი ადგილი უკავია - ნაწლავის კიბოს შემთხვევათა საერთო რიცხვის 70-80%-ს შეადგენს.
სწორი ნაწლავის კარცინომა მეტწილად 40-60 წლის ასაკში დიაგნოსტირდება, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე - 20-30 წლის ასაკშიც კი იჩინოს თავი. ქალები და მამაკაცები თანაბარი სიხშირით ავადდებიან.
სწორი ნაწლავის კიბოსწინარე დაავადებებია სწორ ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები (პროქტიტი, წყლული), ნახეთქებითა და ნაწიბურებით ხანგრძლივად გართულებული ბუასილი, სწორი ნაწლავის პოლიპი და პოლიპოზი.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სწორი ნაწლავის კიბოს შემდეგ ფორმებს:
მაღალი სუპრაამპულარული კიბო - ის რგოლისებურად უჭერს ნაწლავის სანათურს და სწრაფად იწვევს სტენოზს;
ამპულარული კიბო - მას, ჩვეულებრივ, ადენოკარცინომის სტრუქტურა აქვს და უმეტესად გვხვდება ეგზოფიტურად მზარდი სიმსივნის ან კრატერისმაგვარი სისხლმდინარი წყლულის სახით;
ანალური კიბო, რომელიც უშუალოდ უკანა გასასვლელის სანათურში წარმოიშობა მკვრივი სიმსივნის ან წყლულის სახით და არცთუ იშვიათად ბრტყელუჯრედოვანი შენება აქვს.

სწორ ნაწლავში შესაძლოა წარმოიშვას სიმსივნის სხვა ფორმებიც, მაგალითად, ავთვისებიანი მელანომა ან სარკომა, მაგრამ მათი კლინიკური მიმდინარეობა და მკურნალობა თითქმის ისეთივეა, როგორიც კარცინომისა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. სწორი ნაწლავის კიბოს, სხვა ღრუ ორგანოების კარცინომის მსგავსად, ადრეულ სტადიაში მკვეთრი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. მხოლოდ სიმსივნის ზრდის ან დაწყლულების შემთხვევაში იჩენს თავს არასასიამოვნო შეგრძნება და ყრუ ტკივილი კუჭის მოქმედების დროს, განავალს ერევა სისხლი და ლორწო, (ბუასილისგან განსხვავებით, სწორი ნაწლავის კიბოს დროს განავალში სისხლი დეფეკაციის დასაწყისში ჩნდება და არა ბოლოს), ხდება განავლოვანი მასების დეფორმაცია, ხშირდება დეფეკაცია (განავლოვანი მასები ჭარბი და სისხლიან-ჩირქიანია), რასაც შეკრულობა ცვლის.
დაავადების სიმპტომები თანდათან მძაფრდება. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ნაწლავთა გაუვალობა, ვითარდება სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი). შესაძლოა, სიმსივნე ჩაიზარდოს შარდის ბუშტში, საშოში, გამოიწვიოს შარსადენ გზებზე ზეწოლა და სხვა.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:03 | შეტყობინება # 288
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მეტასტაზები. სწორი ნაწლავის კიბო ლიმფური გზით მეტასტაზირდება ჯორჯლის ლიმფურ კვანძში, შემდეგ კი აორტის გასწვრივ არსებულ ლიმფურ კვანძებს აზიანებს. ჰემატოგენურად მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლში აღმოცენდება, ზოგჯერ შეიმჩნევა ძვლის დაზიანებაც.
კიბოს სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ლოკალიზაციისას შესაძლოა განვითარდეს მეტასტაზები საზარდულის ლიმფურ კვანძებში. ამ შემთხვევაში საჭირო გახდება კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება და ამ ჯგუფის ლიმფური კვანძების ამოკვეთა.

დიაგნოსტიკა. სწორი ნაწლავის კიბოს ამოსაცნობ ყველაზე მარტივი და ინფორმაციული მეთოდია თითით გასინჯვა. სწორი ნაწლავის ნებისმიერი ცვლილების, თუნდაც ხილული ჰემორაგიული კვანძის არსებობის შემთხვევაში თითით გასინჯვა აუცილებელია. ათიდან 8-9 შემთხვევაში ეს საკმარისია კიბოს დიაგნოზის დასასმელად.
სწორი ნაწლავის კიბოს კვლევის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მეთოდია რექტომანოსკოპია ანუ კოლინოსკოპია, რომელიც ციტოლოგიური კვლევისთვის საჭირო ბიოფსიური მასალის აღების საშუალებასაც იძლევა. ამ გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია - სწორი ნაწლავის კიბოს ქირურგიული მკურნალობის შედეგად ყალიბდება მძიმე ვიზუალური დეფექტი, ამიტომ დიაგნოზის მორფოლოგიური დადასტურების გარეშე ოპერაცია არ უნდა დაინიშნოს.
სწორი ნაწლავის კიბოს მაღლა მდებარეობის შემთხვევაში მესამე სადიაგნოზო მეთოდია რენტგენოლოგიური კვლევა. კვლევის მეთოდი შეირჩევა კლინიკური სიმპტომების გაანალიზების, ფარულ სისხლდენაზე განავლის გამოკვლევის, სისხლში კარცინოემბრიონული ანტიგენების განსაზღვრის შემდეგ. ღვიძლში მეტასტაზების გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი ტომოგრაფია.

მკურნალობა. სწორი ნაწლავის კიბოს რადიკალური მკურნალობა ქირურგიული მეთოდით ხორციელდება. მიმდინარეობს კვლევები ოპერაციის წინა პერიოდში სხივური თერაპიის გამოყენების მიზანშეწონილობის დასადგენად.
სწორი ნაწლავის კიბოს დროს უმთავრესად ორი ტიპის ოპერაცია ხორციელდება: 1. სწორი ნაწლავის ექსტირპაცია მუცლის კედელზე არაბუნებრივი უკანა გასავლის გაკეთებით; 2. სწორი ნაწლავის რეზექცია, სიგმოიდური ნაწლავის დაბლა დაწევა და მისი ფიზიოლოგიური უკანა გასავლის ანუსთან მიკერება. მეორე ტიპის ოპერაცია ტარდება მხოლოდ ზედა ნაწილში ლოკალიზებული საწყისი სტადიის კარცინომის დროს, მაგრამ სიგმოიდური კოლინჯი იმდენად გრძელი უნდა იყოს, რომ მისი ანალურ ხვრელამდე ჩამოწევა დაუჭიმავად შეიძლებოდეს.
ოპერაციისთვის ავადმყოფი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მძიმეა. საჭიროა, განხორციელდეს შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები, აღდგეს დაკარგული სითხე და სისხლი. ნაწლავის ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში მას, ჩვეულებრივ, ღიას ტოვებენ და ნახვევით ფარავენ, ხოლო არაბუნებრივი უკანა ხვრელის დადებისას ნაწლავს ხსნიან მხოლოდ ორი დღის შემდეგ. აირების დაგროვების თავიდან ასაცილებლად ამ დღეებში პაციენტს არ კვებავენ, მხოლოდ ჩაისა და მინერალური წყლის დალევის ნებას რთავენ. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ანუსი დაიწყებს ფუნქციონირებას აირებისა და განავლის ნორმალური გამოყოფით, პაციენტი გადაჰყავთ საერთო კვებაზე. ნაოპერაციევი ადამიანი საჭიროებს ნახვევის ხშირ ცვლას და მუცლის კედელზე გამოტანილი ნაწლავის ირგვლივ არსებული არის ტუალეტს, ასევე - ნაწლავის ამოკვეთის შემდეგ შორისის მიდამოში გაჩენილი დიდი ჭრილობის სათანადო დამუშავებას.
სწორი ნაწლავის კიბოს შორს წასული ფორმის დროს ხორციელდება პალიატიური მკურნალობა არაბუნებრივი უკანა ხვრელის შექმნით, რათა ავადმყოფი დეფეკაციის თანამდევი ძლიერი ტკივილისგან იხსნან. გარდა ამისა, ამ გზით თავიდან იცილებენ დაავდებული უბნის განავლოვანი მასებით მუდმივ ტრავმირებას და რამდენადმე აფერხებენ სიმსივნის ზრდას.
სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში მდებარე არაოპერირებადი კიბოს დროს შეიძლება ავადმყოფის მდგომარეობის შემსუბუქება და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება სიმსივნის ელექტროკოაგულაციის გზით და არაბუნებრივი ანუსის დადებით. კიბოს შორს წასული ფორმების დროს პალიატიურ ოპერაციასთან ერთად ტარდება სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.
სწორი ნაწლავის კიბო არცთუ იშვიათად იძლევა რეციდივს შორისის ნაწიბურების არესა და რბილ ქსოვილებში. რეციდივის მკურნალობა ხდება განმეორებითი ოპერაციით, ზოგჯერ ინიშნება სხივური თერაპია.

პროფილაქტიკა. რისკჯგუფში შემავალი (სწორი ნაწლავის პოლიპითა და პოლიპოზით დაავადებული, ქრონიკული ანთებითი პროცესებისა და გართულებული ბუასილის მქონე) ადამიანები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეწვიონ პროქტოლოგს. მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ნორმალური კვება, რაციონში ხორცის პროდუქტების წილის შემცირება და მარცვლეულის ოდენობის გაზრდა.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:03 | შეტყობინება # 289
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პანკრეასის კიბო ონკოდაავადებების იშვიათი (2-3%) ფორმაა. იგი გაცილებით ხშირად ემართებათ მამაკაცებს, უმთავრესად - 50 წლის შემდეგ. დაავადების განვითარების რისკი 30 წლიდანვე არსებობს, ხოლო პიკს 70 წლის ასაკში აღწევს. სიმსივნე უმეტესად (ასიდან 75 შემთხვევაში) პანკრეასის თავში მდებარეობს. უფრო იშვიათად ზიანდება მისი სხეული და კუდი. პანკრეასის სიმსივნეს მეტწილად (ასიდან 95 შემთხვევაში) აქვს ადენოკარცინომური შენება. კიბოსწინარე მდგომარეობებია ქრონიკული პანკრეატიტი, კისტა და კუჭქვეშა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
პანკრეასის კიბო შესაძლოა უკავშირდებოდეს თამბაქოს მოხმარებას, შაქრიან დიაბეტს, აზბესტის ზემოქმედებას. კარცინომის განვითარების რისკი საგრძნობლად მეტი აქვთ პანკრეატიტის მემკვიდრეობითი ფორმებით დაავადებულ ადამიანებს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. პანკრეასის თავის კიბო სიმპტომატიკის გამოვლენის თვალსაზრისით შეიძლება ორ პერიოდად გაიყოს. ადრეულ სტადიაში ავადმყოფებს ჩივილები იშვიათად აქვთ. უმეტესად დაავადების პირველი სიმპტომია ეპიგასტრიუმსა და ნეკნების ქვეშ აღმოცენებული ტკივილი, რომელიც გადაეცემა ზურგში და ძლიერდება საღამოობით. შესაძლოა მიგრირებადი ხასიათის თრომბოფლებიტის ჩამოყალიბებაც. შემდგომ იწყება სხეულის მასის უმიზეზო, პროგრესული კლება, ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნების გაჩენა, შრომის უნარის დაქვეითება. მეორე პერიოდში, სიმსივნის ზრდის კვალდაკვალ, თავს იჩენს პანკრეასის თავის კიბოს წამყვანი სიმპტომი - სიყვითლე. ის ნელ-ნელა იწყება და სწრაფად ძლიერდება. კანის საფარველი მკვეთრ მომწვანო-მოწაბლისფრო ფერს იღებს. ამას ერთვის ძლიერი ქავილი და განავლის გაუფერულება. ვინაიდან პანკრეასის თავის სიმსივნე გამუდმებით აწვება ნაღვლის საერთო სადინარს, სიყვითლის პარალელურად აღმოცენდება საჭმლის მონელების დარღვევები: უმადობა, ხორცისა და ცხიმისადმი ზიზღი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ორგანიზმის გაუცხიმოვნება, კახექსია.
დაავადების ადრეულ სტადიაში სიმსივნე ხელით არ ისინჯება. ხელით გასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ დიდი სიმსივნის ან მისი მეტასტაზირების შემთხვევაში. ხშირად ღვიძლი გადიდებულია. თუ სიმსივნური წარმონაქმნი თორმეტგოჯა ნაწლავში ან კუჭში ჩაიზარდა, შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ან სტენოზი.
პანკრეასის სხეულის ან კუდის კიბო მხოლოდ უკანასკნელ სტადიებში ვლინდება, ვინაიდან ასეთი ლოკალიზაციის სიმსივნე მექანიკურ სიყვითლეს ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში იწვევს.
პანკრეასის სხეულის კიბო სწრაფად ჩაიზრდება ჯორჯლის ვენებსა და არტერიებში და კარის ვენაში. ზოგჯერ (ათიდან 1-2 შემთხვევაში) ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების დესტრუქციის გამო ვითარდება შაქრიანი დიაბეტი.
პანკრეასის კუდის კარცინომა ხშირად ჩაიზრდება კარის ვენასა და ელენთის სისხლძარღვებში, რაც იწვევს პორტული ჰიპერტენზიის განვითარებას, ელენთის გადიდებას და სხვა.
პანკრეასის სხეულსა და კუდში ლოკალიზებული სიმსივნის დროს ტკივილი მკვეთრად არის გამოხატული, რადგან სიმსივნე ჯირკვლის ირგვლივ არსებულ ნერვულ ბადეში ჩაიზრდება.
მეტასტაზირება. პანკრეასის კარცინომის მეტასტაზირება ძალიან სწრაფად ხდება, უმეტესად - რეგიონულ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლში. ასევე შესაძლებელია მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებში, მუცლის ფარში, პლევრაში, თირკმელზედა ჯირკვალში და სხვა.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:03 | შეტყობინება # 290
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. პანკრეასის კარცინომა ყოველთვის ტიპურად არ მიმდინარეობს, რის გამოც ზოგჯერ (განსაკუთრებით - პანკრეასის კუდისა და სხეულის კიბოს შემთხვევაში) დიაგნოზის დასმა ძნელდება. კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომას ეჭვობენ, როდესაც ავადმყოფი ასაკოვანია და ნაღველკენჭოვანი დაავადების არარსებობის მიუხედავად აღენიშნება სიყვითლე ცხელების გარეშე. პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ენდოსკოპიას, რეტროგრადულ პანკრეოგრაფიას, ანგიოგრაფიას და რელაქსაციურ დუოდენოგრაფიას.
მიუხედავად ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური პროცედურებისა, რიგ შემთხვევაში მაინც ჭირს პანკრეასის კიბოს დიფერენცირება პანკრეასის ქრონიკული ანთების ზოგიერთი ფორმისგან. ასეთ დროს საბოლოო დიაგნოზი ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დაისმის.
თუ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე იმდენად დიდია, რომ ადგილს უცვლის თორმეტგოჯა ნაწლავს, მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია რენტგენოგრაფიის მეშვეობით. თორმეტგოჯა ნაწლავის ცდომის შემთხვევაში სავარაუდოა პანკრეასის თავის კიბოს არსებობა.

მკურნალობა. პანკრეასის კარცინომის მკურნალობა ქირურგიულია. წინათ ოპერაციებს ჰქონდა წმინდა პალიატიური ხასიათი და ხორციელდებოდა ნაღვლის სადინარებზე ნაწლავებში ნაღვლის წვენის შეუფერხებლად გადასვლის მიზნით. ახლა ქირურგიული მეთოდით მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. კიბოს ადრეულ, გაუვრცობელ სტადიაზე ტარდება რთული ოპერაცია - პანკრეას-დუოდენალური რეზექცია: კუჭქვეშა ჯირკვლის ნაწილს სადინარებსა და თორმეტგოჯა ნაწლავთან ერთად მოკვეთენ, შემდეგ კი ნაღვლის წვენისა და ნაწლავის შიგთავსის გასასვლელი გზის აღსადგენად ატარებენ რთულ რეკონსტრუქციულ სამუშაოებს. მაგრამ ასეთი რადიკალური ოპერაციის ჩატარება ასიდან მხოლოდ 10-25 შემთხვევაშია შესაძლებელი.
როდესაც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუს ახლომდებარე და შორეულ ლიმფურ კვანძებში, ხორციელდება ზემოხსენებული პალიატიური ოპერაცია.
პანკრეასის კარცინომის დროს სხივური თერაპია ნაკლებეფექტურია, ქიმიოთერაპიის დროს კი შედარებით შედეგიანია.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნის დროს: კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენისა და სწორი მკურნალობის დროული დაწყებისთვის აუცილებელია კიბოსწინარე მდგომარეობის დროული მკურნალობა და რეგულარული გამოკვლევა. ასევე მნიშვნელოვანია მოწევისთვის თავის დანებება და მავნე ფაქტორების (მაგალითად, აზბესტის მტვრის) ზემოქმედების თავიდან აცილება.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:03 | შეტყობინება # 291
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მის წილად მოდის ავთვისებიან სიმსივნეთა 19%. კარცინომის განვითარების ალბათობა ასაკის პროპორციულად იზრდება - დაავადებულთა მხოლოდ 4%-ია 30 წელზე ახალგაზრდა. სიკვდილიანობა ყველაზე ხშირია 40-50 წლის ასაკში.
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების კარცინომა ძალიან იშვიათად გვხვდება.
სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი გააჩინეს 30 წლის შემდეგ, ასევე - ქალებს, რომლებსაც აქვთ კიბოს ოჯახური ანამნეზი ან ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია.
ძუძუს კიბოს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. უმთავრესად ეს არის განმეორებადი დისჰორმონური ჰიპერტენზია, რომელსაც სდევს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის კერების გაჩენა (ფიბროადენომატოზი). ასეთი ცვლილებები შესაძლოა გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებსაც არცთუ იშვიათად განაპირობებს საკვერცხეების დაავადება, ხშირი აბორტი, ბავშვის არასწორი კვება ძუძუთი და სხვა.
ძუძუს კიბოს განვითარების თვალსაზრისით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ანატომიურ-ემბრიოლოგიურ გადახრებს - ჯირკვლოვანი ქსოვილის დამატებითი წილებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის (სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის) არსებობას. ყოველგვარი წარმონაქმნი, ავთვისებიანი გადაგვარებისკენ მიდრეკილების მიუხედავად, უნდა ამოიკვეთოს, რადგან ახალდაწყებული კიბოსგან მათი გარჩევა ზოგჯერ შეუძლებელია.
ჰისტოლოგიური შენებით სარძევე ჯირკვლის კიბო უმეტესად ან ადენოკარცინომას წარმოადგენს, ან მრავალი გარდამავალი ფორმის მქონე სოლიდურ კიბოს.

განასხვავებენ კარცინომის ინფილტრირებულ და არაინფილტრირებულ ფორმებს.
იშვიათად (ასიდან ერთ შემთხვევაში) სარძევე ჯირკვალში ჩნდება არაეპითელური ავთვისებიანი სიმსივნე - სარკომა, რომლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები კიბოსგან არაფრით განსხვავდება.
ძუძუს კიბოს კლასიფიცირება ხდება ესტროგენული რეცეპტორების (ერც) არსებობა-არარსებობის საფუძველზე. ერც-ის მდგომარეობამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა. ერც-დადებითი სიმსივნე ხშირად აღმოცენდება კლიმაქსის შემდეგ. სარძევე ჯირკვლების პირველად კიბოს ათიდან 6-7 შემთხვევაში ერც-ის არსებობა ახასიათებს. ერც-ნეგატიური სიმსივნე ხშირია მენოპაუზამდელი ასაკის პაციენტებს შორის. ესტროგენული რეცეპტორების მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა.
სარძევე ჯირკვალში კარცინომას სხვადასხვა მდებარეობა აქვს. მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლები ერთნაირი სიხშირით ზიანდება. შემთხვევათა დაახლოებით 2,5%-ში კიბო ორივე სარძევე ჯირკვალს აზიანებს. მეორე ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნი შესაძლოა განვითარდეს როგორც მეტასტაზის, ისე დამოუკიდებელი სიმსივნის სახით.
პაციენტთა დაახლოებით ნახევარს ძუძუს კიბო ჯირკვლის ზედა გარეთა კვადრატში, იღლიის საზღვრის მიდამოში უჩნდება.
გარეგნულად სარძევე ჯირკვლის კიბო წარმოადგენს ან პატარა, მკვრივ, ხრტილისმაგვარ სიმსივნეს მკვეთრი საზღვრების გარეშე, ან რბილ, ცომისებური კონსისტენციის, მკვეთრად შემოსაზღვრულ მრგვალ კვანძს, რომელსაც აქვს გლუვი ან ხორკლიანი ზედაპირი და ზოგჯერ მნიშვნელოვან ზომას (5-10 სმ) აღწევს, ან გაურკვეველი სიმკვრივის წარმონაქმნს, რომელსაც გამოკვეთილი საზღვრები არ გააჩნია.
კიბოს ერთ-ერთ ტიპურ სიმპტომს წარმოადგენს კანის ფიქსაცია, დანაოჭება და ჩაღრმავება სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ. შედარებით გვიანდელ სტადიაში ვითარდება ლიმფოსტაზი (ფორთოხლის ქერქის სიმპტომი) - კანი ფორთოხლის ქერქს ემსგავსება და წყლულდება. ღრმად მდებარე სიმსივნე სწრაფად იზრდება მიმდებარე ფასციასა და კუნთებში.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:03 | შეტყობინება # 292
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიმდინარეობა და სიმპტომები. სარძევე ჯირკვლების კარცინომის მიმდინარეობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, პირველ ყოვლისა - ქალის ჰორმონურ სტატუსსა და ასაკზე. ახალგაზრდებში, განსაკუთრებით - ორსულებსა და მეძუძურ დედებში, იგი სწრაფად მიმდინარეობს და მალევე იძლევა შორეულ მეტასტაზებს, მოხუცებს კი სარძევე ჯირკვლის კიბო შესაძლოა 8-10 წელიც კი მეტასტაზირების გარეშე ჰქონდეთ.
ძუძუს კიბოს, უწინარეს ყოვლისა, ახასიათებს სარძევე ჯირკვალში ისეთი სიმსივნური კვანძების ან სიმაგრეების წარმოქმნა, რომლებსაც მკვეთრი საზღვრები არ გააჩნია. ამასთან ერთად, ხშირია ჯირკვლის მდებარეობის შეცვლა - იგი დვრილთან ერთად აჭიმულია მაღლა ან შესივებულია და ქვემოთ არის დაშვებული. სიმსივნური წარმონაქმნის ადგილას კანზე შეიმჩნევა გამკვრივება ან ფოსოსებრი ჩაღრმავება. ზოგჯერ აღინიშნება ფორთოხლის ქერქის სიმპტომი და დაწყლულება.
სარძევე ჯირკვლის კიბოს ტიპური სიმპტომებია:
ნებისმიერი გამაგრება მკერდზე;
ცალი ძუძუს უჩვეულო გადიდება;
ცალი ძუძუს უჩვეულო ჩამოშვება;
კანის დანაოჭება მკერდის არეში;
ძუძუსთავის ჩაბრუნება;
მკლავის უჩვეულო შესივება;
ძუძუსთავის ნებისმიერი ცვლილება;
ლიმფური კვანძების გადიდება;
ნებისმიერი უჩვეულო გამონადენი დვრილებიდან.

გამოყოფენ სარძევე ჯირკვლის კიბოს თავისებურ ფორმებს: მასტიტის მსგავსს, წითელი ქარის მსგავსს, ჯავშნისებურსა და პეჯეტის კიბოს.
მასტიტის მსგავსი კიბო გამოირჩევა ბობოქარი მიმდინარეობით, სარძევე ჯირკვლის მკვეთრი ზრდით, შესივებითა და მტკივნეულობით. კანი დაჭიმული, ცხელი და წითელია. კიბოს ამ ფორმის სიპტომები მასტიტისას ჰგავს, რაც არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცევა.
წითელი ქარის მსგავს კიბოს ახასიათებს სარძევე ჯირკვალზე მკვეთრი სიწითლის გაჩენა, რომელიც ზოგჯერ სცდება მის საზღვრებს, აქვს დაკბილული კიდეები და ხანდახან ტემპერატურის მატებით მიმდინარეობს. სარძევე ჯირკვლის კიბოს ეს ფორმა შესაძლოა წითელ ქარად იქნეს მიჩნეული.
ჯავშნისებური კიბო ვითარდება ლიმფური ძარღვებითა და კანის ფორებით კიბოს ინფილტრაციის შედეგად, რაც იწვევს კანის ხორკლოვან გამკვრივებას.
პეჯეტის კიბოს ძუძუს დვრილის დაზიანება ახასიათებს. საწყის სტადიებში დვრილი სველია და იქერცლება, რასაც ხშირად ეგზემად მიიჩნევენ. შემდგომში სიმსივნე ჯირკვლის სადინარებით ღრმად ვრცელდება, ქსოვილში კიბოს კვანძებს წარმოქმნის და მეტასტაზურად აზიანებს ლიმფურ კვანძებს. პეჯეტის კიბო შედარებით ნელა მიმდინარეობს და მხოლოდ დვრილის დაზიანებით შემოიფარგლება.

მეტასტაზირება. სიმსივნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში ლიმფის ნაკადით ვრცელდება და მეტასტაზებს იწვევს. ყველაზე ადრე ზიანდება იღლიისა და ლავიწქვეშა ლიმფური კვანძები. შემდეგ ხდება ლავიწზედა, კისრის, მედიასტინური ლიმფური და საპირისპირო იღლიისქვეშა კვანძების მეტასტაზირება. ზოგჯერ ჯირკვალში სიმსივნის აღმოჩენაზე ადრე იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებს აღმოაჩენენ.
მეტასტაზები ჰემატოგენური გზით ვრცელდება ფილტვებში, პლევრაში, ღვიძლში, ძვლებსა და თავის ტვინში. მეტასტაზებმა შესაძლოა დააზიანოს ხერხემალი, მენჯის, ნეკნების, ქალას, თეძოსა და ბეჭის ძვლები. ამ დაზიანებას თავდაპირველად ყრუ ტკივილი ახასიათებს, რომელიც მოგვიანებით აუტანელ, მუდმივ ტკივილში გადაიზრდება.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:04 | შეტყობინება # 293
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის პირველი საფეხურია ავადმყოფის დათვალიერება, ხელით გასინჯვა და ჩივილების გაანალიზება. აუცილებლად უნდა გაისინჯოს ორივე სარძევე ჯირკვალი. ვინაიდან საკმაოდ ხშირია კიბოს ღვიძლში მეტასტაზირება, ისინჯება ღვიძლიც. გამოკვლევის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ფილტვების რენტგენოსკოპია.
როდესაც კარცინომის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ საწყის სტადიებში, როცა სიმსივნური წარმონაქმნი პატარაა, ღრმად მდებარეობს ან მეტასტაზები ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, დამატებითი კვლევა გარდაუვალია. ამ მიზნით ტარდება სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრაფია (უკონტრასტო მამოგრაფია), სიმსივნური წარმონაქმნის პუნქცია და ციტოლოგიური კვლევა. აუცილებელია ბიოფსიის შედეგად აღებულ მასალაში ესტროგენებისა და რეცეპტორების პროგრესირების განსაზღვრა. რეცეპტორპოზიტიური სიმსივნე ხშირად ჰორმონურ თერაპიას ექვემდებარება და უკეთესი პროგნოზი აქვს. ულტრაბგერით კვლევას სოლიდური ან კისტოზური ხასიათის წარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ.
დაავადების გავრცელების ხარისხის დასადგენად ტარდება ჩონჩხის სცინტიგრაფია (საჭიროების შემთხვევაში - ჩონჩხის რენტგენოგრაფია), ღვიძლის ექოსკოპიური კვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია და სხვა.

მკურნალობა. საწყის სტადიაში, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მცირე ზომისაა და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ აღინიშნება, ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ, რადიკალური მასტექტომია. როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ზომა 5 სმ-ზე მეტია, კანის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, აღინიშნება სარძევე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფილტრაცია, ხოლო იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები შეიმჩნევა, ინიშნება კომბინირებული მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია სარძევე ჯირკვლის არეზე და რეგიონული მეტასტაზების მიდამოში, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. საოპერაციოდ სპეციალური მომზადება და ოპერაციის შემდგომი მოვლა საჭირო არ არის, აუცილებელია მხოლოდ ჭრილობის დამუშავება და ხელის ვარჯიშების ჩატარება ნაოპერაციევ მხარეს.
თუ ახალგაზრდა ქალს ძუძუს გავრცელებული კიბო აქვს, ინიშნება სხივური თერაპიის, ოპერაციისა და ჰორმონული თერაპიის კომბინაცია. ზოგჯერ ამას ჰორმონო-ქიმიოთერაპიაც ემატება.
სარძევე ჯირკვლის ჰორმონული ბუნების კარცინომის დროს იკვეთება ორივე საკვერცხე (ან დასხივებით ითიშება მათი ფუნქცია), ტარდება ანდროგენოთერაპია და კორტიკოიდული თერაპია თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დასათრგუნავად. ჰორმონული თერაპიის შეწყვეტა არ შეიძლება. მისი კურსი რამდენიმე თვეს, ზოგჯერ წელიწადსაც კი გრძელდება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დასაშვებია დოზის შემცირება ან მისი მიღებიდან მიღებამდე ინტერვალის გაზრდა.
ქიმიო და ჰორმონულ თერაპიას ფართოდ იყენებენ შორეული მეტასტაზების არსებობისას. მეტასტაზები ძვლებშია ლოკალიზებული, ძირითად მკურნალობას ემატება მეტასტაზების დასხივებაც, რაც დროებითი რემისიის მიღწევისა და ავადმყოფის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.
თუ სარძევე ჯირკვლის კიბო შორს არის წასული: განვითარებულია მრავალი მეტასტაზი, სიმსივნე დაწყლულებულია, - ტარდება პალიატიური ოპერაცია, რაც ჯირკვლის ამპუტაციას ითვალისწინებს. ასეთი ოპერაცია გამიზნულია არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ ავადმყოფის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
სარძევე ჯირკვლის გავრცობილი კიბოს დროს ანუ შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში ხანშიშესულ ქალებს, რომელთაც 6 წელზე მეტია, აქვთ მენოპაუზა, ქიმიოთერაპიის პარალელურად ენიშნებათ მკურნალობა ქალის სასქესო ჰორმონით - ესტროგენით.
გულმკერდზე არსებული ნაწიბურის არხში სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივი იშვიათია. ამ შემთხვევაში ტარდება როგორც ადგილობრივი სხივური თერაპია, ისე ზოგადი ჰორმონო-ქიმიოთერაპია.
რეციდივის დროულად აღმოსაჩენად საჭიროა ავადმყოფის დინამიკაში დაკვირვება. ამისათვის 3-4 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება, ყოველწლიურად ჩატარდეს მამოგრაფია, ძვლების სკანირება, გულმკერდის ყაფაზის რენტგნოგრაფია და ღვიძლის გამოკვლევა. თავად ავადმყოფებმა უნდა აწარმოონ ყოველთვიური თვითგასინჯვა.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:04 | შეტყობინება # 294
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პროფილაქტიკა. 20-25 წელს გადაცილებულმა ყოველმა ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის რეგულარულად უნდა იაროს ექიმთან. 35 წლამდე გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია მამოლოგის მიერ პალპატორული (ხელით) გასინჯვა. ამის საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს, აუცილებელია თუ არა შემდგომი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიულ (ექოსკოპიულ) კვლევას დანიშნავს. 35 წლის შემდეგ აღნიშნულ მეთოდებს ემატება მამოგრაფია - ძუძუს რენტგენოლოგიური კვლევა.
მამოლოგთან ვიზიტისთვის საუკეთესოა მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი, რომელიც მენსტრუაციის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ იწყება და მომდევნო ციკლის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე სრულდება. ამ დროს სარძევე ჯირკვალი ყველაზე მეტად არის მოსვენებული და პათოლოგიური პროცესი უფრო იოლი აღმოსაჩენია. ინსტრუმენტული გამოკვლევებიც მხოლოდ ამ პერიოდში ტარდება.
ექიმთან ვიზიტის სიხშირე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. თუ სისხლით ნათესავებს ეს დაავადება ჰქონდათ, ალბათობა გაცილებით მეტია. ამ შემთხვევაში ქალმა 6 თვეში ერთხელ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ოჯახური ანამნეზი ამ დაავადებით არ არის დატვირთული, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა 35 წლამდე ორ წელიწადში ერთხელაც საკმარისია, 35 წლის შემდეგ კი წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.
დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს თვითგასინჯვა.
ძუძუს თვითგასინჯვა ტარდება ყოველთვიურად, სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან სიბერემდე. სარძევე ჯირკვლის შესამოწმებლად საუკეთესო დროა მერვე-მეათე დღე მენსტრუაციის შემდეგ. ამ დროს მკერდი არც ზედმეტად მაგარია და არც ზედმეტად რბილი. მენოპაუზის შემდეგ ძუძუს თვითგასინჯვა სასურველია ჩატარდეს ყოველი თვის პირველ რიცხვში.
სარძევე ჯირკვლების გასინჯვა ხდება აბაზანაში, ოდნავ გასაპნული ხელით, რათა ხელისგულმა კანზე ისრიალოს. მაღლა ასწიეთ მარცხენა მკლავი და მარჯვენა ხელით შეიმოწმეთ მარცხენა ძუძუ, შემდეგ - პირიქით. ძუძუ უნდა გაისინჯოს გაშლილი ხელისგულით ან შუა სამი თითის ბალიშებით. ძუძუს კიბოს 50% ძუძუს ზედა გარეთა კვადრატში ვითარდება, 15% - ზედა შიგნითა კვადრატში, 6% - ქვედა შიგნითა კვადრატში, 11% - ქვედა გარეთაში, ხოლო 18% - ძუძუსთავზე.
ზედაპირული გასინჯვა: თითის ბალიშებით მსუბუქი ზეწოლისას გამოვლინდება ნებისმიერი მცირე ზომის კანქვეშა მოძრავი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც უფრო ძლიერი ზეწოლისას ქრება და აღარ ისინჯება.
ღრმა გასინჯვა: ღრმა ზეწოლით გასინჯვისას ვლინდება შედარებით ღრმად მდებარე ქსოვილები და ნეკნების მიმდებარე არე.
ლიმფური კვანძები გაივლის იღლიების ქვეშ და ლავიწის არეში. ვინაიდან ძუძუს კიბო შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდებით გამოვლინდეს, ზედმიწევნით გამოიკვლიეთ იღლიებისქვეშა და ლავიწის ძვლის გარშემო არსებული არე.
არსებობს ძუძუს ხელით გამოკვლევის ორი ძირითადი მეთოდი: სპირალური და ბადისა.
სპირალური მეთოდი : გასინჯვა დაიწყეთ მკერდის ზედა არიდან და ხელის მოძრაობით შემოხაზეთ დიდი სპირალი ძუძუსთავამდე. პროცედურა გაიმეორეთ ორ-ორჯერ ჯერ მსუბუქი, შემდეგ - ღრმა ზეწოლით.
ბადის მეთოდი : მკერდი წარმოსახვით დაყავით კვადრატებად და გამოიკვლიეთ ყოველი კვადრატი ცალ-ცალკე თითების წრიული მოძრაობით. თითოეული კვადრატი გაისინჯეთ ჯერ მსუბუქი, შემდეგ კი ღრმა ზეწოლით.
თუ დაშვებული ან მძიმე ძუძუ გაქვთ, გასინჯვისას შესაბამისი ხელით ქვემოდან დაიჭირეთ, საპირისპიროთი კი გაისინჯეთ.
შხაპის შემდეგ დადექით სარკესთან და კარგად დააკვირდით მკერდს ხილული ცვლილებების აღმოსაჩენად (ზომა, ფორმა, ფერი, ძუძუსთავის ჩაბრუნება). შემდეგ ხელები ასწიეთ თავს ზემოთ და მკერდი ახლა ამ მდგომარეობაში დაითვალიერეთ. ხელები ნიკაპქვეშ ერთმანეთს გადააჭდეთ, მოადუნეთ მკერდის კუნთი, ასწიეთ მხრები და წინ გადაიხარეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივე ძუძუ თანაბრად არის დაკიდებული. ბოლოს ნაზად მოუჭირეთ ხელი ძუძუსთავებს - დააკვირდით, ხომ არა გაქვთ უჩვეულო, განსაკუთრებით - მოვარდისფრო ამ მოწითალო გამონადენი.
სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვის უკანასკნელი საფეხურია მწოლიარე მდგომარეობაში გასინჯვა. ბეჭების ქვეშ ოთხად გაკეცილი პირსახოცი ამოიდეთ, მკერდზე ცოტაოდენი ლოსიონი წაისვით და დაიწყეთ მკერდის გასინჯვა სპირალურად ან უჯრედულად. არ დაგავიწყდეთ იღლიებისა და ლავიწის არეების შემოწმება.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:04 | შეტყობინება # 295
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საშვილოსნოს კიბოს გავრცელებული დაავადებაა. ამჟამად მას მეოთხე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის, კანისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს შემდეგ. საშვილოსნოს კარცინომა უმთავრესად 40-დან 60 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი განვითარების რისკფაქტორებია დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, მოწევა, ადამიანის პაპილომავირუსი, აივ-ვირუსი, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, გვიანი მენოპაუზა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, ადრეულ ასაკში მშობიარობა, ვენერული დაავადებები, პერორალური კონტრაცეპტივების მიღება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს სიმსუქნე: ნორმასთან შედარებით 10-25 კილოგრამით ჭარბი წონის მქონე ქალებში საშვილოსნოს კარცინომის განვითარების ალბათობა 3-ჯერ იმატებს, ხოლო 25 კილოგრამზე მეტი ჭარბი წონის შემთხვევაში - 9-ჯერ.
საშვილოსნოს კიბოს განვითარებას ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადებები: ეროზია, წყლული, მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები, წანაზარდები ეპითელიუმზე (კონდილომა, პოლიპი), ასევე - ქრონიკული ანთებითი პროცესები: ენდოცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანთება) და ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება).
საშვილოსნოს უბნის ეპითელიუმის ბუნების მიხედვით განასხვავებენ კიბოს რამდენიმე ნაირსახეობას: საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვან კიბოს, საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლოვან კიბოს და საშვილოსნოს ღრუს ჯირკვლოვან კიბოს (ადრენოკარცინომას). ყველაზე ხშირად (70%) საშვილოსნოს ადენოკარცინომა აღირიცხება, ყველაზე იშვიათად კი სარკომა (შემაერთებელქსოვილოვანი ავთვისებიანი სიმსივნე).
საშვილოსნოს კიბო დიფერენცირების მიხედვით სამი ხარისხისაა: მაღალდიფერენცირებული, ზომიერად დიფერენცირებული და დაბალდიფერენცირებული.
გამოყოფენ განვითარების ოთხ სტადიას:
I სტადია - სიმსივნური წარმონაქმნი მდებარეობს საშვილოსნოს სხეულში;
II სტადია - დაზიანებულია საშვილოსნოს სხეულიცა და ყელიც;
III სტადია - სიმსივნე გავრცელებულია პარამეტრულ უჯრედებზე ან მეტასტაზები მოდებულია საშოს;
IV სტადია - სიმსივნე გავრცელებულია მენჯის ღრუს გარეთ, ჩაზრდილია შარდის ბუშტში ან სწორ ნაწლავში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. საშვილოსნოს კიბო დიდხანს შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მისი სიმპტომები - თეთრად შლა, სისხლდენა და ტკივილი - სიმსივნის დაშლის პერიოდში აღმოცენდება. მათი გამოვლინების დრო იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყო სიმსივნის დაწყლულება.
საშვილოსნოს კარცინომის შემთხვევაში თეთრად შლა სხვადასხვა ხასიათისაა: თხიერი (წყალნარევისებრი), ლორწოვანი, სისხლნარევი, უსუნო ან მყრალი. სისხლის მინარევი გამონადენს ხორცის ნარეცხს ამსგავსებს, საშოში შეკავებისა და დანამატების ანთების შემთხვევაში კი იგი ჩირქოვანი და სუნიანი ხდება. III და IV სტადიაში სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ჩირქოვანია.
საშვილოსნოს კიბოს დროს სისხლდენას უმეტესად მცირე სისხლიანი გამონადენის სახე აქვს, თუმცა არც ერთჯერადი ან მრავალჯერადი ჭარბი სისხლდენაა გამორიცხული. საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის ტიპობრივია კონტაქტური სისხლდენა - სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის, გამორეცხვის, საშვილოსნოს გამოკვლევის ან სიმძიმის აწევის შემდეგ. თუ ქალს მენსტრუაცია უკვე შეუწყდა, საშვილოსნოდან სისხლიანი გამონადენი უმეტესად ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს.
ტკივილი საშვილოსნოს კიბოს გვიანდელი სიმპტომია და სიმსივნურ პროცესში ლიმფური კვანძებისა და მენჯის ჩართვაზე, ნერვულ დაბოლოებებსა და წნულებზე ზემწოლი ინფილტრატების გაჩენაზე მეტყველებს.
საშვილოსნოს კიბოს დროს ზოგადი სიმპტომატიკა, მაგალითად, კახექსია, ძალიან იშვიათად, შორს წასულ შემთხვევებში აღმოცენდება. საშვილოსნოს კარცინომით დაავადებული ქალები, წესისამებრ, ინარჩუნებენ კარგ გარეგნობასა და ჯანმრთელ იერს.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:04 | შეტყობინება # 296
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მეტასტაზირება. საშვილოსნოს კარცინომა მეტასტაზებს ყველაზე ხშირად მენჯის ლიმფურ კვანძებში იწვევს, ყველაზე იშვიათად კი - საზარდულის ლიმფურ კვანძებში. შორეული მეტასტაზები ვითარდება თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში. პროგნოზი ცუდია.

დიაგნოსტიკა. საშვილოსნოს კარცინომის ამოცნობა იწყება ავადმყოფის ჩივილებისა და დაავადების მიმდინარეობის შესწავლით. საეჭვო შემთხვევაში ავადმყოფი გინეკოლოგმა უნდა გამოიკვლიოს. დეტალურ გამოკვლევამდე და ზუსტი დიაგნოზის დასმამდე მკურნალობის დანიშვნა დაუშვებელია.
გამოკვლევა იწყება გინეკოლოგიური გასინჯვით (ხელით, სარკეებით). გამოხატული სიმსივნური პროცესის შემთხვევაში საშოს გამოკვლევის გზით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელზე არსებული ამა თუ იმ ცვლილების დადგენა. ეს ცვლილებები დამოკიდებულია სიმსივნის ზრდის ხასიათზე (ეგზოფიტური, ენდოფიტური, შერეული). ხელით გასინჯვას, წესისამებრ, თან სდევს სისხლდენა, რომელსაც თითებით სიმსივნის ტრავმირება იწვევს. საშვილოსნოს გავრცობილი კიბოს შემთხვევაში სიმსივნის ადგილმდებარეობის დასადგენად დამატებით ტარდება ხელით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან.
საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყისი სტადიის გამოსავლენად ხელით გასინჯვის შემდეგ პაციენტი აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული სარკეებითაც. ადრეული ფორმების გამოსავლენად საშვილოსნოს ყელის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში ტარდება ნაცხის ციტოლოგიური კვლევა ან ბიოფსია. საშვილოსნოს ყელის არხის ან საშვილოსნოს ღრუს კიბოზე ეჭვის შემთხვევაში ხდება საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს ღრუს ცალ-ცალკე გამოფხეკა და აღებული მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.
საშოს მხოლოდ ხელით გამოკვლევისას საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება ათიდან ხუთ შემთხვევაში ვერ ხერხდება. სარკეებით დათვალიერებისას დიაგნოსტიკური შეცდომის ალბათობა 5-ჯერ ნაკლებია, ხოლო ბიოფსიის დროს შეცდომა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია მოსალოდნელი.
ბოლო ხანს დიდი მნიშვნელობა შეიძინა ტომოგრაფიამ, რომელიც საშვილოსნოში სხვა მეთოდებისთვის მიუწვდომელი ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. იგი საშვილოსნოს კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში გამოკვლევის ერთ-ერთი აუცილებელი მეთოდია.
ლიმფური კვანძების დაზიანების გამოსავლენად და მეტასტაზების აღმოსაჩენად იყენებენ კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს - ლიმფოგრაფიასა და ილეოკავაგრაფიას. ამავე მიზნით ტარდება გულმკერდის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია, შინაგანი პიელოგრაფია, ირიგოგრაფია, ცისტოსკოპია და რექტორომანოსკოპია. კვლევის ეს მეთოდები მნიშვნელოვანია საშვილოსნოს კიბოს სხივური თუ კომბინირებული მკურნალობის მეთოდის დაგეგმვის თვალსაზრისით.

მკურნალობა. საშვილოსნოს კარცინომის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, მის საერთო მდგომარეობასა და კიბოს კლინიკურ სტადიაზე. მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულია (საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებთან ერთად, ზოგჯერ - მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთაც). შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული მკურნალობაც: ჯერ ოპერაცია, შემდეგ - საშოს არის დისტანციური დასხივება, ღრუს შიდა გამა-თერაპია. ზოგჯერ სხივური თერაპია ოპერაციამდეც ტარდება. ჩარევის ფორმა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:04 | შეტყობინება # 297
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
Iა სტადიაში (მიკროინვაზიური კიბო) წარმოებს საშვილოსნოსა და დანამატების ექსტირპაცია.
Iბ სტადიაში (კიბო გავრცელებულია მხოლოდ საშვილოსნოს ყელზე) ნაჩვენებია დასხივება, შემდეგ კი საშვილოსნოსა და დანამატების გაფართოებული ექსტირპაცია ან პირიქით: თავდაპირველად - ოპერაცია, ხოლო შემდეგ - დისტანციური გამა-თერაპია.
II სტადიაში (პროცესში ჩართულია საშოს ზედა ნაწილი, შესაძლოა კიბოს გადასვლა საშვილოსნოს სხეულზე და პარამეტრიუმის ინფილტრაცია მენჯის კედელზე გადაუსვლელად) მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს სხივური თერაპია, ქირურგიულ ჩარევას იშვიათად მიმართავენ.
III სტადიაში (სიმსივნური პროცესი გავრცელებულია საშოს ქვედა ნაწილზე, ხდება პარამეტრიუმის ინფილტრაცია და მისი გავრცელება მენჯის ძვლებზე) ნაჩვენებია სხივური თერაპია.
IV სტადიაში (სიმსივნური პროცესი გადადის შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე ან განვითარებულია შორეული მეტასტაზები) მიმართავენ მხოლოდ პალიატიურ დასხივებას.
კარცინომის გვიან სტადიებში ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპიაც.
სხივურ თერაპიას როგორც მკურნალობის დამოუკიდებელ მეთოდს მიმართავენ სიმსივნური პროცესის ადგილობრივი გავრცელებისა და ოპერაციის უკუჩვენების არსებობის შემთხვევაში. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები ეფექტურია მაღალდიფერენცირებული, II და IV სტადიების კიბოს დროს.
საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ექიმთან პერიოდული ვიზიტი მცირე მენჯის ორგანოებისა და ნაცხის გამოსაკვლევად. ამასთანავე, უნდა ჩატარდეს გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ექოსკოპია. პირველ წელს ექიმთან ვიზიტი საჭიროა სამ თვეში ერთხელ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში - 6 თვეში ერთხელ. 5 წლის შემდეგ კი წელიწადში ერთხელ.
რეციდივების შემთხვევაში, თუ პროცესი ლოკალიზებულია, ტარდება მენჯის ნაწილობრივი ან ტოტალური ეკგენტერაცია (საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საშოს, პარამეტრიუმის, შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ერთდროული ამოკვეთა), ხოლო შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში - ქიმიოთერაპია. სხივური თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ მტკივნეული მეტასტაზების პალიატიური მკურნალობისთვის.

პროფილაქტიკა. საშვილოსნოს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა შესაძლებელია მხოლოდ რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვით, რომელიც 30 წელს გადაცილებულმა ყოველმა ქალმა წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ სასურველია რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან. რეგულარული გასინჯვა, ულტრაბგერითი ტომოგრაფია და ციტოლოგიური გამოკვლევა (2 წელიწადში ერთხელ) ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადებების დროულ გამოვლენას, რომელთა მკურნალობაც კიბოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია.
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს სპეციფიკური სიმპტომები არ გააჩნია. მათი საერთო ნიშნებია ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობა, სიმპტომების მუდმივობა და ანთების საწინააღმდეგო კონსერვატიული თერაპიის უეფექტობა. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა ითვალისწინებს ელექტროკოაგულაციას, დაზიანებული უბნის ან საშვილოსნოს ყელის ამპუტაციას. მიმართავენ სხივურ თერაპიასაც. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებათა მკურნალობის რადიკალური მეთოდები საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობას 6-ჯერ ამცირებს.
საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს მოწევისთვის თავის დანებებას და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკას.

http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:04 | შეტყობინება # 298

SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:05 | შეტყობინება # 299

SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:05 | შეტყობინება # 300

ძებნა:

ჰოსტერი uCoz