პარასკევი, 19.04.2024, 03:56
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:29 | შეტყობინება # 406
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:
სახსარშიდა მოტეხილობას;
სახსართან ახლოს მდებარე მოტეხილობას;
სახსრიდან მოშორებულ მოტეხილობას.
მოტეხილობის ხაზის მიხედვით კი:
განივ მოტეხილობას - მოტეხილობის ხაზი ძვლის გასწვრივ ღერძს მიუყვება;
ირიბ მოტეხილობას - მოტეხილობის ხაზი ძვლის გასწვრივ ღერძთან კუთხეს ქმნის;
სპირალურ მოტეხილობას - მოტეხილობის ხაზი სპირალურად მიემართება;
მსხვრეულ მოტეხილობას - მოტეხილობის ადგილას მრავლობითი ფრაგმენტია.
გარდა ამისა, განასხვავებენ მოტეხილობას ძვლის ფრაგმენტების შეცილების გარეშე და ძვლის ფრაგმენტების შეცილებით. ძვლის მოტეხილობის დროს მასზე მიმაგრებული კუნთების შეკუმშვის გამო ძვლის ნატეხები ხშირად შეცილებას განიცდის. შეცილება სხვადასხვანაირია: კუთხითი (მოტეხილი ძვლების ბოლოები ერთმანეთთან კუთხეს ქმნის), გვერდითი (მოტეხილი ძვლების ბოლოები განივი ღერძის გასწვრივ საპირისპირო მიმართულებით გადაინაცვლებს), სიგრძივი (მოტეხილი ძვლის ბოლოები გასწვრივ ღერძზე გადაინაცვლებს და ამ გადანაცვლების მიხედვით შეიძლება დამოკლდეს ან დაგრძელდეს ძვალი), როტაციული (ძვლის ერთი ბოლო ღერძის ირგვლივ შემოტრიალდება). როცა მოტეხილობა შეცილების გარეშეა, ძვლების შეხორცებისთვის უკეთესი პირობებია, შეცილებული მოტეხილობა კი უფრო რთულად ითვლება.

სიმპტომები. მოტეხილობის დროს ტრავმირებულ არეში აღინიშნება ტკივილი, შეშუპება, დეფორმაცია და არაბუნებრივ ადგილას მოძრაობა.
ტკივილი ძვლის მოტეხვისთანავე იწყება. იგი ძლიერია, თუ მოტეხილობას თან სდევს ნერვის დაზიანება, მასზე ზეწოლა ან მოტეხილი ძვალი ბასრი ბოლოთი აწვება რბილ ქსოვილებს. ტკივილი ძლიერდება ნებისმიერი მოძრაობის დროს, მოსვენებისას კი მცირდება. მაგრამ ტკივილი მოტეხილობის სპეციფიკური ნიშანი არ არის - ის დაჟეჟილობასა და დაჭიმულობასაც ახასიათებს.
კუნთების შეკუმშვის, სისხლჩაქცევებისა და მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების შეცილების გამო მოტეხილობის არე დეფორმირდება.
ნებისმიერი მოტეხილობის დროს მეტ-ნაკლებად არის გამოხატული დაზიანებული კიდურის ფუნქციის მოშლა.
არაბუნებრივ ადგილას (სახსრის გარეშე) ძვლის მოძრაობა მოტეხილობის უტყუარი, მაგრამ არა სავალდებულო ნიშანია. მაგალითად, ჩაჭედილი მოტეხილობის დროს ასეთი რამ არ გვხვდება.
მოტეხილობის ასევე უტყუარი, თუმცა არა სავალდებულო ნიშანია კიდურის დამოკლება, რაც ძვლების შეცილების შედეგია.
მოტეხილობის უტყუარი ნიშანია კრეპიტაციაც - მოძრაობისას ძვლის ნატეხების ხმიანობა. კრეპიტაცია არ აღინიშნება, თუ ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს ძლიერ არის დაშორებული ან მათ შორის რბილი ქსოვილია მოქცეული.
გართულებები. მოტეხილობის ადრეული გართულებაა თრომბოემბოლია, თუ მოტეხილობა ღიაა - ჭრილობის ინფიცირება და დაჩირქება. გვიანი გართულებაა მოტეხილობის შეუხორცებლობა ანუ ყალბი სახსრის ჩამოყალიბება ან არასწორი შეხორცება, რაც გამოიწვევს კიდურის დამოკლებას, დეფორმაციას და ა. შ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:29 | შეტყობინება # 407
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. მოტეხილობის ხასიათსა და სახეობას რენტგენოგრაფიული კვლევით ადგენენ. სახსარშიგა მოტეხილობის დროს ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და ოპერაციის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

პირველი დახმარება. მოტეხილობის დროს პირველი დახმარება გულისხმობს ტრავმირებული კიდურის უძრავად დაფიქსირებას, რადგან მოტეხილი არის მოძრაობა ტკივილს აძლიერებს, ძვლის ფრაგმენტებს ერთმანეთს აცილებს და რბილ ქსოვილებს აზიანებს. ფიქსაციისთვის გამოიყენება არტაშანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამედიცინო არტაშნები აქვთ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არტაშნებად შეუძლიათ ფიცრის ან მყარი მუყაოს ნაჭრები გამოიყენონ. თუ ხელთ არც ეს აღმოაჩნდათ, მაშინ ზედა კიდური ტანს უნდა მიეკრას, ხოლო ქვედა კიდური - ჯანმრთელ კიდურს. გარდა ამისა, დაშავებულს უნდა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ამის შემდეგ კი მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.
როცა მოტეხილობა ღიაა, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ჭრილობა სუფთა ნაჭრით უნდა დაიფაროს.
დაუშვებელია მოტეხილობის დროს არაპროფესიონალის მიერ დეფორმაციის ძალით ჩასწორება, მაგალითად, კიდურის დაჭიმვით ან მასზე ზეწოლით. ჯერ ერთი, ეს გააძლიერებს ტკივილს და შესაძლოა, შოკიც კი გამოიწვიოს, მეორე - გამოიწვევს მოტეხილი ძვლების ცდომას, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

მკურნალობა. მოტეხილობის მკურნალობის პრინციპი ასეთია: თუ ძვლები შეცილებულია, უნდა ჩასწორდეს, ამის შემდეგ კი კიდური სრულ შეხორცებამდე უძრავად დაფიქსირდეს. ამის მოხერხება შეიძლება როგორც კონსერვატიული მეთოდებით, ისე ოპერაციით. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ტრავმატოლოგი ადგენს.
კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს დაჭიმვას (ხალხში გირების დაკიდებას რომ უწოდებენ) ან ჩასწირებას და შემდგომ თაბაშირის დადებას. თაბაშირის დადებისას აუცილებელია, თაბაშირში სამი სეგმენტი მაინც იყოს მოქცეული - მხოლოდ ასე მოხერხდება ტრავმირებული კიდურის უძრაობის შენარჩუნება. მაგალითად, თუ სახსარია დაზიანებული, თაბაშირი უნდა დაედოს ამ სახსარსა და მეზობელ ორ ძვალს, თუ ძვალი - ამ ძვალსა და მის მიმდებარე ორ სახსარს. თუ ეს პრინციპი არ იქნა დაცული, საიმობილიზაციო საშუალების გამოყენებას აზრი ეკარგება, რადგან უძრაობას ვერ შეინარჩუნებს, მხოლოდ ზედმეტ ტვირთად დააწვება ავადმყოფს.
ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა მოტეხილი ძვლის კონსერვატიულად ჩასწორება ვერ ხერხდება ან ფიქსაციის დროს მოსალოდნელია ძვლის ფრაგმენტების მეორეული შეცილება - ხელახალი ცდომა თაბაშირის ნახვევში.
ოპერაციული მკურნალობის დროს მოტეხილ ძვლებს ამაგრებენ სპეციალური მეტალის ფიქსატორებით, რომლებიც იმდენად სრულყოფილია, რომ გარეგანი საიმობილიზაციო საშუალებების დამატება აღარ სჭირდება. ასეთი ფიქსაცია იძლევა საშუალებას, პაციენტმა მალევე დაიწყოს მოძრაობა და თავიდან აიცილოს სახსრის ჩაკეტვა, კუნთების ატროფია და სხვა.
სასურველია, შეხორცების შემდეგ ფიქსატორი ამოღებულ იქნეს, რათა უკვე გამოჯანმრთელებული ძვალი სრულყოფილად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ატროფირდება.
კუნთების ატროფიის თავიდან ასაცილებლად პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე ურჩევენ, კუნთები ავარჯიშოს - პერიოდულად (საათში 1-2 წუთის განმავლობაში) დაჭიმოს და მოადუნოს. მოგვიანებით, როცა ჭრილობა ბოლომდე მოშუშდება, შეიძლება მასაჟის დაწყებაც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:29 | შეტყობინება # 408
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოყინვა
მოყინვა ეწოდება დაბალი ტემპერატურის გავლენით სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებას ქსოვილის კვდომამდეც კი. მოყინვა უმთავრესად ზამთრის ცივ დღეებში ხდება, როცა ჰაერის ტემპერატურა -100C - -200C-ზე დაბალია, თუმცა არც შემოდგომის ცივ დღეებში, 00C-ზე მაღალი ტემპერატურის დროს არის გამორიცხული, თუ ადამიანი დიდხანს დარჩა ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალია ტენიანობა და ქრის ქარი. ამრიგად, მოყინვისთვის მეტისმეტად დაბალი ტემპერატურა აუცილებელი არ არის; საკმარისია დროის განსაზღვრულ ერთეულში დიდი ოდენობით სითბოს დაკარგვა.
ყინვაში მოყინვის განვითარებას ხელს უწყობს მოჭერილი და ნამიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ფიზიკური გადაღლა, შიმშილი, ხანგრძლივი იძულებითი უმოძრაო ან მოუხერხებელი პოზა, ავადმყოფობისგან ორგანიზმის დაუძლურება, ფეხების ოფლიანობა, ქვედა კიდურების სისხლძარღვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები, მძიმე მექანიკური დაზიანება, რასაც სისხლის დაკარგვა მოჰყვება, მოწევა და სხვა.
სტატისტიკის თანახმად, მძიმე მოყინვა, რომლის გამოც საჭირო ხდება კიდურის ამპუტაცია, უმეტესად ალკოჰოლური თრობის პერიოდში ვითარდება.
სიცივის გავლენით ქსოვილებში ხდება მძიმე ცვლილებები, რომელთა ხასიათიც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაბალია ტემპერატურა და რამდენ ხანს გრძელდება მისი ზემოქმედება. -300C-ზე დაბალი ტემპერატურა ქსოვილზე უშუალოდ მოქმედებს და იწყება მოყინული უჯრედების კვდომა. -100C - -200C ტემპერატურაზე (მოყინვა უმთავრესად ამ ტემპერატურულ შუალედში ხდება) იწყება სისხლძარღვოვანი ცვლილებები, კერძოდ, წვრილი სისხლძარღვების სპაზმი. შედეგად ნელდება სისხლის მიმოქცევა და წყდება ქსოვილოვანი ფერმენტების მოქმედება.
აღსანიშნავია, რომ გადაცივებულ ქსოვილებში ნელდება ნივთიერებათა ცვლა და მცირდება ჟანგბადის მოთხოვნილება. ნივთიერებათა მინიმალური ცვლა თავდაპირველად საკმარისია უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. დაზიანებული ქსოვილების პასიური გათბობის შედეგად ნივთიერებათა ცვლა სწრაფად ძლიერდება და ჟანგბადის მოხმარება იზრდება, მაგრამ სპაზმურად შევიწროებული არტერიები უჯრედთა მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ. ამის შედეგად ვითარდება ჰიპოქსია ქსოვილთა ნეკროზით.
მხოლოდ გაყინულ ქსოვილებში სისხლმიმოქცევის აღდგენის შემდეგ არის შესაძლებელი ნეკროზული ცვლილებების სიღრმისა და ხარისხის განსაზღვრა.
მომენტალური მოყინვა ვითარდება ძლიერ გაყინულ საგნებთან უშუალო კონტაქტის დროს. გათბობის შემდეგ ქსოვილები მალევე აღიდგენენ ფუნქციას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:29 | შეტყობინება # 409
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გამოყოფენ მოყინულობის 4 ხარისხს:
I ხარისხი (მსუბუქი) - წესისამებრ, ვითარდება ცივი ტემპერატურის ხანმოკლე ზემოქმედების შედეგად. ზიანდება მხოლოდ კანი. თავდაპირველად იგი ფერმკრთალია, გათბობის შემდეგ წითლდება, ზოგჯერ იღებს მუქ წითელ ფერს. ვითარდება შეშუპება. კანის უჯრედები არ კვდება. სრულ გამოჯანმრთელებას 5-7 დღე სჭირდება. I ხარისხის მოყინვის პირველი ნიშნებია წვის შეგრძნება, დაზიანებული უბნის სიწითლე და შემდგომ - დაბუჟება. ამის შემდეგ იწყება ქავილი და ტკივილი, ზოგჯერ - უმნიშვნელო, ზოგჯერ - მკვეთრად გამოხატული.
II ხარისხის მოყინულობა სიცივის უფრო ხანგრძლივი ზემოქმედებისას ვითარდება. ამ დროს სისხლძარღვთა სპაზმი უფრო გამოხატული და გავრცობილია. თავდაპირველად კიდური ფითრდება, ცივდება, მგრძნობელობას კარგავს, მაგრამ ეს მოვლენები მოყინვის ნებისმიერი ხარისხის დროს შეიმჩნევა, ამიტომ უფრო სპეციფიკურ ნიშნად მიჩნეულია მოყინვის შემდეგ პირველსავე დღეებში დაზიანებულ უბანზე გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა, რაც ქსოვილოვანი ჰიპოქსიის შედეგად სისხლძარღვებიდან პლაზმის გამოსვლით არის განპირობებული. კანის სრულფასოვან აღდგენას 1-2 კვირა სჭირდება. ნაწიბურები და გრანულაცია არ ვითარდება. II ხარისხის მოყინულობის დროს გათბობის შემდეგ ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, ვიდრე I ხარისხის დამწვრობისას. თავს იჩენს წვა და ქავილი.
III ხარისხის მოყინულობა სიცივის კიდევ უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. თავდაპირველად ჩნდება სისხლის შემცველი ბუშტუკები, რომლებსაც მოლურჯო-მოწითალო ძირი აქვს. აღინიშნება მგრძნობელობის დაკარგვა. მოყინული კანის ყველა ელემენტი კვდება და ბოლოს ვითარდება გრანულაცია და ნაწიბური. თუ ფრჩხილი დაიკარგა, ხელახლა ან აღარ იზრდება, ან იზრდება, მაგრამ დეფორმირებული. მკვდარი ქსოვილის მოშორების პროცესი 2-3 კვირაში სრულდება, შემდეგ კი 1 თვე დანაწიბურება მიმდინარეობს. III ხარისხის მოყინულობის დროს ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე II ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში.
IV ხარისხის მოყინულობა სიცივის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. ამ დროს ქსოვილებში ტემპერატურის დაქვეითება კიდევ უფრო მკვეთრია. ის არცთუ იშვიათად ერწყმის II და III ხარისხის მოყინულობას. რბილი ქსოვილის ყველა შრე კვდება, არცთუ იშვიათად ზიანდება ძვლები და სახსრები.
კიდურების დაზიანებული უბნები მკვეთრად ლურჯდება, ზოგჯერ მარმარილოსებრ შეფერილობას იღებს. გათბობისთანავე ვითარდება შეშუპება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. კანის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე მოყინულობის ირგვლივ მდებარე უბნებზე. ბუშტუკები იშვიათად ჩნდება. თუ გაჩნდა - II და III ხარისხის მოყინულობის უბნებზე. ბუშტუკების არარსებობა, ძლიერი შეშუპება და მგრძნობელობის სრული დაკარგვა IV ხარისხის მოყინულობას მოწმობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:30 | შეტყობინება # 410
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დაბალ ტემპერატურაზე დიდხანს ყოფნისას შესაძლოა განვითარდეს არა მარტო ადგილობრივი, არამედ ზოგადი გადაცივებაც. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც იწვევს სხეულის ტემპერატურის 300-ზე ქვემოთ დაცემა.
ზოგადი გადაცივების გამომწვევი ფაქტორები იგივეა, რაც ადგილობრივისა: ჰაერის მაღალი ტენიანობა, ნესტიანი ტანსაცმელი, ძლიერი ქარი, ფიზიკური გადატვირთვა, ფსიქიკური ტრავმა, გადატანილი დაავადებები და ტრავმები.
განასხვავებენ ზოგადი გადაცივების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს:
მსუბუქი: სხეულის ტემპერატურა - 32-34 0C; კანი - ფერმკრთალი ან ზომიერად მოლურჯო, ბატის კანივით დახორკლილი; ციება; მეტყველების გაძნელება; პულსი - 60-66 დარტყმა წუთში; არტერიული წნევა - ნორმალური ან ოდნავ მომატებული; სუნთქვა დარღვეული არ არის; შესაძლოა, განვითარდეს I-II ხარისხის მოყინულობა.
საშუალო: სხეულის ტემპერატურა - 29-32 0C; მკვეთრი ძილიანობა, გონების დაბინდვა, უაზრო გამოხედვა; კანი - ფერმკრთალი ან მოლურჯო, ზოგჯერ - მარმარილოსებრი, შეხებისას - ცივი; პულსი - 50-60 დარტყმა წუთში, სუსტი ავსებისა; არტერიული წნევა - უმნიშვნელოდ დაცემული; სუნთქვა - იშვიათი (წუთში 8-12) და ზედაპირული; შესაძლოა განვითარდეს სახისა და კიდურების I-IV ხარისხის მოყინულობა;
მძიმე: სხეულის ტემპერატურა - 31 0C-ზე დაბალი; ავადმყოფი გონებას კარგავს, ეწყება კრუნჩხვა, აღებინებს; კანი ფერმკრთალი და მოლურჯოა, შეხებისას - ცივი; პულსი 36 დარტყმამდე ეცემა და სუსტი ავსებისაა; არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა, სუნთქვა იშვიათი (წუთში 3-4) და ზედაპირულია; აღინიშნება მძიმე და გავრცობილი მოყინულობა.

პირველი დახმარება მოყინვის დროს
პირველი დახმარება დამოკიდებულია მოყინულობის ხარისხზე, ორგანიზმის ზოგადი გადაცივების თანაობაზე, ასაკსა და თანმხლებ დაავადებებზე. გულისხმობს ცივი ტემპერატურის ზემოქმედების შეწყვეტას, კიდურების გათბობას, დაზიანებულ ქსოვილში სისხლის მიმოქცევის აღდგენას და ინფექციის თავიდან აცილებას.
მოყინვის ნიშნების შემჩნევისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაზარალებულის შეყვანა უახლოეს თბილ შენობაში, გაციებულ-გაყინული ფეხსაცმელების, წინდების, ხელთათმანების გახდა. პარალელურად საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
I ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოყინული უბნის გათბობა (გაწითლებამდე) თბილი ხელებით მსუბუქი მასაჟით, შალის ქსოვილით დაზელით, დაორთქლვით, ამის შემდეგ კი საჭიროა ბამბა-დოლბანდის ნახვევის დადება.
II-IV ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში სწრაფად გათბობა, მასაჟი და დაზელა არ შეიძლება. დაზიანებულ ზედაპირზე უნდა დაედოს სითბოს შემანარჩუნებელი ნახვევი (ერთი ფენა დოლბანდი, ბამბის სქელი ფენა, ისევ ერთი ფენა დოლბანდი, ზემოდან კი ცელოფანი ან ნახევრად რეზინის ქსოვილი). უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურის ფიქსაცია სახელდახელო საშუალებაზე (ფიცარი, სქელი მუყაო და სხვა). სითბოს შემანარჩუნებელ ქსოვილად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შალი, ფლანელი და სხვა.
დაზარალებულს უნდა მივცეთ ცხელი სასმელი ან საჭმელი, ცოტაოდენი ალკოჰოლი, ერთი აბი ასპირინი, ანალგინი, ორი აბი ნო-შპა და პაპავერინი.
არ არის რეკომენდებული დაზარალებულის თოვლით დაზელა, რადგან მტევნებისა და ტერფების სისხლძარღვები სათუთია და შესაძლოა დაზიანდეს, მიკროტრავმებიდან კი კანში ინფექცია შეიჭრას. მოყინული კიდურების სწრაფად გასათბობად არ შეიძლება ცეცხლზე მიფიცხება, სათბურის გამოყენება - ეს მოყინულობას დაამძიმებს. ღრმა მოყინულობის დროს უეფექტოა ცხიმის, ზეთის, სპირტის შეზელა.
მსუბუქი გადაცივების დროს საკმაოდ ეფექტურია გათბობა თბილ აბაზანაში, მაგრამ გაითვალისწინეთ: თავდაპირველად წყლის ტემპერატურა 24 0C უნდა იყოს და შემდეგ თანდათან გათბეს სხეულის ნორმალურ ტემპერატურამდე.
საშუალო და მძიმე ზოგადი გადაცივების დროს, როდესაც დარღვეულია სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა, აუცილებელია დაზარალებულის საავადმყოფოში რაც შეიძლება მალე მიყვანა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:30 | შეტყობინება # 411
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლითონით მოყინვა
გვხვდება სიცივით გამოწვეული ისეთი ტრავმები, რომლებიც ვითარდება ლითონის ცივ საგანთან თბილი კანის შეხებისას. მაგალითად, თუ ბავშვმა შიშველი ხელი შეახო ან ალოკა ძალიან გაცივებული (გაყინული) ლითონის საგანი, მიწებება მას, მოცილებისას კი კანი აეგლიჯება. დაშავებული ადგილი ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ჭრილობა იშვიათად არის ღრმა. მიუხედავად ამისა, მისი სასწრაფო დეზინფიცირება მაინც საჭიროა. თავდაპირველად უნდა მოხდეს თბილი წყლით ჩამობანა და წყალბადის ზეჟანგით დამუშავება, მერე კი სისხლდენის შეჩერება უნდა ვცადოთ. კარგია სტერილური ბინტით დამწოლი ნახვევის დადება. თუ ჭრილობა დიდია, აუცილებელია ექიმის ჩარევა.
თუ ბავშვმა, რომელიც ლითონს მიეწება, დასახმარებლად დაგიძახათ, მიასხით ლითონს თბილი (და არა ცხელი!) წყალი - იგი გათბება და ბავშვიც კანის დაუზიანებლად გათავისუფლდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყინვაში ლითონის საგნები შეხებისას ბევრ სითბოს გვართმევენ, ამიტომ ყინვიან ზამთარში არ უნდა მივცეთ ბავშვს ლითონის სათამაშო ნიჩაბი და დიდი ხნით არ დავსვათ ლითონის საქანელაზე.

პროფილაქტიკა
ძლიერი ყინვის დროს მოყინვისა და გადაცივებისგან თავის დასაცავად რამდენიმე წესი არსებობს:
არ დალიოთ სპირტიანი სასმელი - ალკოჰოლური სიმთვრალის დროს, თუმცაღა იქმნება სითბოს ილუზია, ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითბოს კარგავს;
არ მოსწიოთ - მოწევა ამცირებს პერიფერიებში სისხლის ცირკულაციას, ამიტომ კიდურები უფრო ადვილად ზიანდება;
ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი - ეს ხელს შეუწყობს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას;
კომბოსტოსავით ჩაიფუთნეთ. ტანსაცმლის ფენებს შორის ყოველთვის არის ჰაერის ფენა, რომელიც საუკეთესოდ აკავებს სითბოს. ზედა ტანსაცმელი აუცილებლად წყალგაუმტარი უნდა იყოს.
ვიწრო ფეხსაცმელი, ფეხსაცმელი თბილი ჩასაფენის გარეშე, ნესტიანი და ჭუჭყიანი წინდები მოყინვას უწყობს ხელს. ფეხსაცმელებს გასაკუთრებული ყურადღება მან უნდა მიაქციოს, ვისაც ხშირად უოფლიანდება ფეხები. ჩექმებში უნდა ჩაიფინოთ თბილი საფენები, ხოლო ბამბის წინდების ნაცვლად ჩაიცვათ შალისა, რადგან შალი ისრუტავს ნესტს, ფეხები კი მშრალი რჩება.
არ გახვიდეთ შინიდან ხელთათმანების, ქუდისა და შარფის გარეშე. აჯობებს, ხელთათმანები წყალგაუმტარი და ნატურალური ქსოვილისა იყოს. ქარიან ამინდში შინიდან გასვლამდე სხეულის ღია ნაწილებზე წაისვით სპეციალური კრემი.
ნუ გაიკეთებთ ლითონის სამკაულებს (ბეჭდებს, საყურეებს). ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ლითონი სხეულზე სწრაფად ცივდება და შესაძლოა, კანზე მოგეკროთ, რასაც ტკივილი და ტრავმა მოჰყვება, მეორეც, ბეჭედი ხელს უშლის თითში სისხლის ნორმალურ ცირკულაციას.
ერიდეთ ადრე მოყინული უბნების ხელახლა მოყინვას - ეს კანის გაცილებით მძიმე დაზიანებას გამოიწვევს.
თუ თოვლში ფეხები მოგეყინათ, ფეხსაცმელები გარეთ არ გაიხადოთ - ფეხები შეგიშუპდებათ და ფეხსაცმელების ჩაცმას ვეღარ მოახერხებთ. თუ ხელები გაგეყინათ, იღლიებში ამოიდეთ და ისე გაითბეთ.
ყინვაში დიდხანს სიარულის შემდეგ შინ დაბრუნებისას შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ მოყინული კიდურები, სახე, ზურგი, რადგან ნებაზე მიშვებულმა მოყინულობამ შესაძლოა განგრენა გამოიწვიოს და კიდურიც კი დაგაკარგვინოთ.
სეირნობისას, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ძალიან შეგცივდათ ან კიდურები გაგეყინათ, გასათბობად თავი უახლოეს შენობას (მაღაზიას, კაფეს) შეაფარეთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:30 | შეტყობინება # 412
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თუ ქარი ამოვარდა, ერიდეთ ქუჩაში სიარულს - მოყინვის ალბათობა ქარიან ამინდში გაცილებით დიდია.
სააბაზანოდან ახალგამოსული, მით უმეტეს, სველი თმით, არ გახვიდეთ შინიდან. გახსოვდეთ, სველი კანი სითბოს უფრო ადვილად კარგავს. თუ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი დაგისველდათ (მაგალითად, წაიქეცით), აუცილებელია მათი სასწრაფოდ გახდა, კარგად გამშრალება და, თუ შესაძლებელია, მშრალი ტანსაცმლის ჩაცმა. თუ ამ დროს ტყეში იმყოფებით, ეცადეთ, დაანთოთ ცეცხლი და ტანსაცმელი გააშროთ. ამ ხნის განმავლობაში ენერგიულად ივარჯიშეთ და ცეცხლთან გათბით.
კარგი იქნება, თუ ყინვიან ამინდში სასეირნოდ მიმავალი თან ერთ-ორ წყვილ წინდას, ხელთათმანს და თერმოსით ცხელ ჩაის წაიღებთ.
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს თერმორეგულაცია არასრულყოფილი აქვთ, ხოლო მოხუცებსა და ზოგიერთ ავადმყოფს - მოშლილი. ამ კატეგორიის ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მოყინვისკენ. თუ ბავშვს ყინვიან ამინდში სასეირნოდ უშვებთ, გაითვალისწინეთ, რომ ყოველ 15-20 წუთში ერთხელ იგი თბილ შენობაში უნდა შევიდეს გასათბობად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:30 | შეტყობინება # 413
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოციმციმე არიტმია
მოციმციმე არიტმია არის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხანშიშესულებს შორის. მოციმციმე არიტმიის დროს წინაგულები ქაოსურად და არარეგულარულად იკუმშება, მათი შეკუმშვა არ არის კოორდინირებული გულის პარკუჭების შეკუმშვასთან, რის შედეგადაც გულისცემა არარეგულარული ანუ არიტმული გამოდის. ხშირად გულის შეკუმშვათა სიხშირეც მომატებულია. ყოველივე ამის გამო ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება უარესდება და ადამიანი გულის ფრიალს, ქოშინს ან სისუსტეს უჩივის.
განასხვავებენ მოციმციმე არიტმიის პაროქსიზმულ და ქრონიკულ ფორმებს. პირველი მცირე ხანს გრძელდება და გაივლის, ხოლო მეორე მუდმივია.
მოციმციმე არიტმიის ყველაზე ხშირი მიზეზი გულში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებია, თვით ეს ცვლილებები კი შესაძლოა გამოიწვიოს გულის სარქვლების დაზიანებამ, გულის შეძენილმა ან თანდაყოლილმა მანკმა, მაღალმა არტერიულმა წნევამ, რომელიც წლობით გრძელდება. მოციმციმე არიტმიის მიზეზად ასევე შესაძლოა იქცეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, ალკოჰოლის ზემოქმედება, ვირუსული ინფექცია და სხვა. აღსანიშნავია, რომ მოციმციმე არიტმია განსაკუთრებით ხშირად ემართებათ მოხუცებს, რაც იმის ბრალია, რომ ასაკთან ერთად იცვლება წინაგულის ელექტრული და სტრუქტურული თავისებურებები, რაც წინაგულების ნორმალური რიტმის დარღვევას იწვევს.
ჯანმრთელი გულის მარჯვენა წინაგულში რეგულარულად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები, რის შედეგადაც წინაგულები იკუმშება და სისხლს პარკუჭებში გადაისვრის, პარკუჭების შეკუმშვის შედეგად კი სისხლი მთელ ორგანიზმს მიეწოდება. მოციმციმე არიტმიის დროს წინაგულებზე მოქმედებს არა რეგულარული, არამედ ქაოსური ელექტრული იმპულსები და წინაგულებიც თითქოს ციმციმებენ - მათი ცალკეული ბოჭკოები არაკოორდინირებულად იკუმშება; წინაგულებისა და პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირე განსხვავებულია - პარკუჭები უფრო ნაკლები სიხშირით იკუმშება, ვიდრე წინაგულები, თუმცა მაინც საკმაოდ ხშირად.
აღსანიშნავია, რომ მოციმციმე არიტმია გულის სტრუქტურული დაზიანების გარეშეც შეიძლება აღმოცენდეს. ამ შემთხვევაში არიტმიის მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ, მძიმე გათულებებიც იშვიათია.
მოციმციმე არიტმია შესაძლოა ინსულტის ან გულის უკმარისობის მიზეზად იქცეს. წინაგულების ქაოსურმა, არარეგულარულმა შეკუმშვამ შესაძლოა წინაგულში თრომბის ფორმირება გამოიწვიოს, თრომბი მოწყდეს და სისხლის ნაკადთან ერთად თავის ტვინის, ფილტვის ან ქვემო კიდურების არტერიათა სისტემაში მოხვდეს. თუ თრომბის ნაწილაკმა თავის ტვინის არტერია დაახშო, ინსულტი განვითარდება, ფილტვის არტერიის დახშობა კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას იწვევს.
მოციმციმე არიტმიის დროს ინსულტის განვითარების უფრო მეტი ალბათობა აქვთ ასაკოვან, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც გადაიტანა გულის უკმარისობა ან ინსულტი ან ახლა აქვს გულის უკმარისობა. საზოგადოდ, ინსულტის განვითარების რისკი მოციმციმე არიტმიის დროს საგრძნობლად იზრდება. მოციმციმე არიტმია, განსაკუთრებით - ნებაზე მიშვებული, უარყოფითად მოქმედებს გულის ფუნქციაზე და საბოლოოდ იწვევს გულის უკმარისობას - მდგომარეობას, რომლის დროსაც გულს აღარ შესწევს უნარი, ორგანიზმს საკმარისი ოდენობის სისხლი მიაწოდოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:30 | შეტყობინება # 414
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიმპტომები და დიაგნოსტიკა. მოციმციმე არიტმიას ადამიანი შეიგრძნობს გულის ფრიალით, გულის არეში დისკომფორტით. ზოგჯერ თავს იჩენს ქოშინი, სისუსტე, თავბრუხვევაც.
მოციმციმე არიტმიაზე ეჭვს ბადებს ავადმყოფის ჩივილები, მისი პულსისა და გულისცემის თავისებურება. დიაგნოზის დასაზუსტებლად ინიშნება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა. ტარდება ექოკარდიოსკოპიაც, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოციმციმე არიტმიის გამომწვევი გულის პათოლოგიის გამოვლენა. რიგ შემთხვევაში საჭიროა სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა არსებობა-არარსებობის დასადგენად.

მკურნალობა. მოციმციმე არიტმიის მკურნალობა ითვალისწინებს გულის ნორმალური რიტმის აღდგენას, როცა ეს შეუძლებელია - გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლს. გარდა ამისა, მოციმციმე არიტმიის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია თრომბოზის თავიდან აცილება, რისთვისაც სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები გამოიყენება.
გულის ნორმალური, სინუსური რიტმის აღდგენა (ანუ კარდიოვერსია) ორი გზით - მედიკამენტური და ელექტრული კარდიოვერსიით არის შესაძლებელი.
მედიკამენტური კარდიოვერსიის შემთხვევაში სინუსური რიტმის აღდგენა ანტიარიტმიული (არიტმიის საწინააღმდეგო) პრეპარატების გამოყენებით ხდება. ეს პრეპარატები, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა დაინიშნოს ინტრავენური ინექციის სახით ან დასალევად, ტაბლეტირებული ფორმით. ასეთი მკურნალობა უმეტესად სტაციონარში ტარდება. ნორმალური რიტმის აღდგენის შემდეგ მოციმციმე არიტმიის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანტიარიტმიული პრეპარატი.
ელექტრული კარდიოვერსია ტარდება ინტრავენური ნარკოზის ფონზე. ის ხანმოკლე პროცედურაა, რომლის დროსაც გულზე მოქმედებს მაღალი სიმძლავრის ელექტროდენი. ის თრგუნავს ანომალიურ ელექტრულ აქტივობას და აღადგენს გულის ნორმალურ რიტმს. კარდიოვერსიამდე ტარდება ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტების) კურსი, რათა თავიდან იქნეს აცილებული თრომბოზისა და ინსულტის აღმოცენება.
იმ შემთხვევაში, როცა ნორმალური რიტმის აღდგენა შეუძლებელია, მკურნალობის მიზანია გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი, გულის აჩქარების თავიდან აცილება. ესეც მედიკამენტების საშუალებით მიიღწევა, მაგრამ ამ პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სიცოცხლისთვის საშიში გართულება განვითარდეს.

პროფილაქტიკა. მოციმციმე არიტმიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია შევამციროთ არიტმიის განმეორებითი ეპიზოდების აღმოცენების რისკი. კერძოდ, დაავადებულმა აუცილებლად უნდა უკლოს ან თავი დაანებოს კოფეინიანი სასმელებისა და ალკოჰოლის მიღებას, ვინაიდან მათ გულის ჭარბი სტიმულაცია და მოციმციმე არიტმიის ინდუცირება ძალუძთ. გარდა ამისა, ავადმყოფმა თავი უნდა არიდოს გრიპისა და გაციების დროს რეკომენდებული საშუალებების მიღებას, რადგან მათი უმრავლესობა შეიცავს ნივთიერებას, რომელმაც შესაძლოა მოციმციმე არიტმიის პროვოცირება მოახდინოს. არ არის გამორიცხული მათი ურთიერთქმედება არიტმიის საწინააღმდეგო საშუალებებთან.
მოციმციმე არიტმიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალი არტერიული წნევის მკურნალობას, მისი ციფრების ნორმალიზაციას, ამისთვის კი მედიკამენტების რეგულარულ მიღებასთან ერთად აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ჯანსაღი კვება, სუფრის მარილის შეზღუდვა, ფიზიკური აქტივობის ზრდა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:30 | შეტყობინება # 415
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მუკოვისციდოზი
მუკოვისციდოზი, იგივე კისტოზური ფიბროზი (ლათ. მუცუს - ლორწო, ვისციდუს - წებოვანი), მემკვიდრეობითი სისტემური დაავადებაა, რომელიც განპირობებულია მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული მარეგულირებელი გენის მუტაციით და ახასიათებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაზიანება, სასუნთქი სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ფუნქციის მძიმე დარღვევები.
დაავადებას საფუძვლად უდევს გენური მუტაცია. პათოლოგიური გენი ლოკალიზდება მე-7 ქრომოსომაში. დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. თუ ორივე მშობელი ამ მუტაციური გენის მატარებელია, მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვის დაბადების ალბათობა 25%-ს უტოლდება.
ამჟამად იდენტიფიცირებულია მუკოვისციდოზის 1000-მდე მუტაციური გენი.
გენის მუტაციის შედეგად ირღვევა მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული მარეგულირებელი გენის (IADO) სახელწოდებით ცნობილი ცილის სტრუქტურა და ფუნქცია. შედეგად გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების სეკრეტი სქელდება, ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებს იცვლის და ძნელად გამოიდევნება ორგანიზმიდან. სწორედ ეს განაპირობებს დაავადების კლინიკურ სურათს.
კუჭქვეშა ჯირკვალში, სასუნთქ ორგანოებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცვლილებები მუცლადყოფნის პერიოდშივე აღინიშნება, ხოლო დაბადების შემდეგ, ასაკთან ერთად, პროგრესირებს.
სეკრეტის შეგუბებას მოჰყვება ჯირკვლების გამომტანი სადინარების გაფართოება, ჯირკვლოვანი ქსოვილის ატროფია და პროგრესირებადი ფიბროზის განვითარება. ნაწლავებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციობა საგრძნობლად უარესდება. ორგანოებში სკლეროზის ფორმირებასთან ერთად ფიბრობლასტების ფუნქციის დაქვეითებაც მიმდინარეობს.
დადგენილია, რომ მუკოვისციდოზით დაავადებულთა ფიბრობლასტები გამოიმუშავებენ ცილიარულ ფაქტორს (იმავე I-ფაქტორს), რომელსაც აქვს ანტიცილიარული თვისება - ეპითელიუმის წამწამების ფუნქციობას არღვევს.
ფილტვებში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ჰგავს იმ ქრონიკული ბრონქიტის ნიშნებს, რომელსაც თან სდევს ბრონქოექტაზიებისა და დიფუზური პნევმოსკლეროზის განვითარება. ბრონქების სანათურში გროვდება ლორწოვან-ჩირქოვანი წებოვანი შიგთავსი. არცთუ იშვიათად ემფიზემის უბანში ატელექტაზები ვითარდება. ხშირად ფილტვებში პათოლოგიური პროცესი ბაქტერიული ინფექციით (პათოგენური ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჰემოფილური და ლურჯ-მწვანე ჩხირები) რთულდება.
კუჭქვეშა ჯირკვალში ყალიბდება დიფუზური ფიბროზი, წილთაშორისი შემაერთებელქსოვილოვანი ფენების გასქელება, წვრილი და საშუალო სისქის სადინარების კისტოზური ცვლილებები.
ღვიძლში აღინიშნება ღვიძლის უჯრედების კეროვანი ან დიფუზური ხასიათის ცხიმოვანი და ცილოვანი დესტრუქცია, წილთაშორის სადინარებში - ნაღველის სტაზი, წილთაშუა ფენებში - ლიმფოჰისტოციტური ინფილტრატი, ფიბროზული ტრანსფორმაცია და ციროზი.
მეკონიური გაუვალობის შემთხვევაში გამოხატულია ნაწლავების ლორწოვანი გარსის ატროფია, ჯირკვლების სანათური გაფართოებულია და სავსეა ეოზინოფილებით მდიდარი სეკრეტით, ალაგ-ალაგ შეინიშნება ლორწქვეშა გარსის შეშუპება.
არცთუ იშვიათად მუკოვისციდოზი შერწყმულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამა თუ იმ მანკთან.
განასხვავებენ მუკოვისციდოზის შემდეგ კლინიკურ ფორმებს:
1. უპირატესად ფილტვისმიერს (რესპირატორული, ბრონქ-ფილტვისა);
2. უპირატესად ნაწლავურს;
3. შერეულ ფორმას ერთდროულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი ორგანოების დაზიანებით;
4. ნაწლავის მეკონიურ გაუვალობას;
5. ატიპურ და წაშლილ ფორმებს (შეშუპებით-ანემიური, ციროზული და სხვა).
სიმპტომები და მიმდინარეობა. შემთხვევათა 70%-ში მუკოვისციდოზი სიცოცხლის პირველ ორ წელიწადში ვლინდება. ნეონატალური სკრინინგის წყალობით მისი გამოვლენის ასაკი საგრძნობლად შემცირდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:31 | შეტყობინება # 416
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მეკონიური გაუვალობა. დაავადებულთა 30-40%-ს მუკოვისციდოზი სიცოცხლის პირველსავე დღეებში უვლინდება მეკონიური გაუვალობის სახით. დაავადების ეს ფორმა განპირობებულია ტრიფსინის სრული დეფიციტით, რაც იწვევს წვრილი ნაწლავის მარყუჟებში (უმთავრესად - ილიოცელალურ არეში) მკვრივი, წებოვანი კონსისტენციის მეკონიუმის დაგროვებას.
ჯანმრთელი ახალშობილი პირველ განავალს გამოყოფს დაბადების პირველსავე, იშვიათად მეორე დღეს, დაავადებული კი მეკონიუმს ვერ გამოყოფს.
დაბადების მეორე დღეს ბავშვი იწყებს წრიალს, მუცელი შებერილი აქვს, აღებინებს (პირნაღებ მასაში არის ნაღვლის მინარევები). 1-2 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება: კანი შრება და ფერს კარგავს, ტურგორი დაქვეითებულია, მუცლის კანზე კარგად არის გამოხატული სისხლძარღვოვანი სურათი, მოუსვენრობას ცვლის მოთენთილობა და ადინამია, ძლიერდება ინტოქსიკაციისა და ექსიკოზის სიმპტომები, ბავშვს აღენიშნება ქოშინი, ტაქიკარდია, მუცლის ღრუს მიმოხილვით რენტგენოგრამაზე ჩანს დამახასიათებელი სურათი.
მეკონიური გაუვალობა შესაძლოა გართულდეს ნაწლავის პერფორაციით და, ამის კვალობაზე, მეკონიური პერიტონიტის განვითარებით.
მუკოვისციდოზით დაავადებულებს მეკონიური გაუვალობის ფონზე სიცოცხლის მე-3-4 დღეს არცთუ იშვიათად უვითარდებათ პნევმონია, რომელიც ძალიან მძიმე ფორმას იღებს.
აღსანიშნავია, რომ ნაწლავური გაუვალობა შესაძლოა განვითარდეს გაცილებით გვიან ასაკშიც.

ფილტვის (რესპირატორული) ფორმა
მუკოვისციდოზის ბრონქ-ფილტვის ფორმის პირველი სიმპტომებია მოთენთილობა, სიფითრე, ნორმალური მადის ფონზე წონის ცუდი მატება. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობისას, ბავშვს პირველსავე დღეებში ეწყება ხველა, რომელიც თანდათან ძლიერდება და ყივანახველას მსგავს ხასიათს იღებს. ხველას თან სდევს სქელი ნახველის გამოყოფა, რომელიც ბაქტერიული ფლორის მიერთების შემთხვევაში ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება.
ბრონქული სეკრეტის წებოვნების მატება იწვევს მუკოსტაზს. წვრილი ბრონქები და ბრონქიოლები იხშობა, რაც ხელს უწყობს ემფიზემის, სრული დახშობის შემთხვევაში კი ატელექტაზის განვითარებას. ადრეული ასაკის ბავშვებში პათოლოგიურ პროცესში სწრაფად ერთვება ფილტვების პარენქიმა და ვითარდება მძიმე, აბსცესების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილი პნევმონია. ფილტვების დაზიანება ყოველთვის ორმხრივია. ავადმყოფს აღენიშნება სველი წვრილბუშტუკოვანი ან მსხვილბუშტუკოვანი ხიხინი. მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადების ფონზე ან წელიწადის ცხელ დროს ოფლთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის დიდი ოდენობით დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ტოქსიკოზი და შოკის კლინიკური სურათიც კი. შემდგომ პნევმონია იღებს ქრონიკულ ხასიათს, ყალიბდება პნევმოსკლეროზი და ბრონქოექტაზია, ჩნდება ფილტვისმიერი გულის სიმპტომები, ფილტვისა და გულის უკმარისობის ნიშნები.
ამავე დროს ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის გარეგნობა: ფერმკრთალი კანი მომწვანო ელფერით, აკროციანოზი, ზოგადი ციანოზი, მოსვენებისას - ქოშინი, გულმკერდის ყაფაზის კასრისებური ფორმა, სოლისებური ფორმის მკერდის ძვალი, თითის ბოლო ფალანგების დეფორმაცია (დოლის ჯოხების მსგავსი თითები), მოძრაობის შეზღუდვა, უმადობა და სხეულის მასის შემცირება.
მუკოვისციდოზის იშვიათი გართულებაა პნევმო- და პიოპნევმოთორაქსი, ფილტვისმიერი სისხლდენა.
შედარებით კეთილსაიმედო მიმდინარეობისას (როდესაც დაავადება გაცილებით გვიან ასაკში იჩენს თავს) ბრონქ-ფილტვის პათოლოგია ვლინდება ნელა პროგრესირებადი ბრონქიტით, რომელსაც თან სდევს ზომიერად გამოხატული პნევმოსკლეროზი. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში პათოლოგიურ პროცესში ერთვება ცხვირ-ხახა, ვითარდება სინუსიტი, ადენოიდური ვეგეტაციები, ცხვირის პოლიპი, ქრონიკული ტონზილიტი.
მუკოვისციდოზის ფილტვის ფორმის დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ფილტვების რენტგენული კვლევა, ასევე - ბრონქოგრაფია, ნახველის მიკრობიოლოგიური კვლევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:31 | შეტყობინება # 417
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნაწლავური ფორმა
მუკოვისციდოზის ნაწლავური ფორმის სიმპტომატიკა განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული უკმარისობით. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტული აქტიურობის დარღვევა განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება ბავშვის ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე გადაყვანის შემდეგ, უმთავრესად - ცილებისა და ცხიმების, შედარებით ნაკლებად - ნახშირწყლების დაშლისა და შეწოვის უკმარისობით. ნაწლავებში ჭარბობს ლპობითი პროცესები, რასაც თან სდევს აირების დაგროვება და მუცლის შებერილობა. დეფეკაცია ხშირია, პოლიფეკალიაც კი ვითარდება (განავლოვანი მასების დღიური მოცულობა 2-8-ჯერ აღემატება ასაკობრივ ნორმას). ბავშვის ღამის ქოთანზე დასმის შემდეგ ხშირია (ათიდან 1-2 შემთხვევაში) სწორი ნაწლავის გამოვარდნა. ავადმყოფს აწუხებს პირის სიმშრალე, რაც ნერწყვის წებოვნებით არის განპირობებული, უჭირს მშრალი საკვების ღეჭვა, ჭამის დროს ბევრ წყალს სვამს. პირველ თვეებში მადა აქვს, შესაძლოა, მოემატოს კიდეც, მაგრამ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის შედეგად მალე ვითარდება ჰიპოტროფია, პოლიჰიპოვიტამინოზი. კუნთების ტონუსი და ქსოვილის ტურგორი დაქვეითებულია. ავადმყოფი უჩივის მუცლის სხვადასხვა ხასიათის ტკივილს: მოჭერითს - მეტეორიზმის დროს; კუნთოვანს - ხველის შეტევის შემდეგ; მარჯვენა ფერდქვეშ და ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი განპირობებულია კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ბიკარბონატების სეკრეციის დაქვეითების გამო თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭის წვენის არასათანადო ნეირტალიზაციით.
კუჭის წვენის ნეიტრალიზაციის დარღვევა შესაძლოა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან ნაწლავებში წყლულოვანი პროცესის ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს.
მუკოვისციდოზის ნაწლავური ფორმა შესაძლოა გართულდეს მეორეული დისაქარიდაზული უკმარისობით, ნაწლავის გაუვალობით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე მეორეულად განვითარებული პიელონეფრიტით და შარდკენჭოვანი დაავადებით, ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტით (კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინური აპარატის დაზიანების შემთხვევაში). ცილოვანი ცვლის დაზიანება იწვევს ჰიპოპროტეინემიას, რაც ჩვილ ბავშვებში შეშუპების სინდრომის მიზეზად იქცევა. ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება) განპირობებულია ქოლესტაზით. ბილიარული ციროზის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს სიყვითლე, კანის ქავილი, პორტული ჰიპერტენზიის ნიშნები, ასციტი. ზოგიერთ ავადმყოფს ღვიძლის ციროზი შესაძლოა ქოლესტაზის გარეშეც განუვითარდეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:31 | შეტყობინება # 418
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შერეული ფორმა
მუკოვისციდოზის შერეული ფორმა ძალზე მძიმეა და ახასიათებს როგორც ფილტვის, ისე ნაწლავის ფორმის კლინიკური სიმპტომები. წესისამებრ, სიცოცხლის პირველსავე დღეებში აღენიშნება მძიმე, განმეორებადი ბრონქიტი და პნევმონია, მუდმივი ხველა, ნაწლავური სინდრომი და კვების მკვეთრი დარღვევა. მუკოვისციდოზის კლინიკური სურათი პოლიმორფულობით გამოირჩევა. დაავადების სირთულე დამოკიდებულია პირველი სიმპტომების გამოვლენის დროზე - რაც უფრო პატარაა ბავშვი დაავადების მანიფესტაციისას, მით უფრო რთულია მიმდინარეობა და არაკეთილსაიმედო - პროგნოზი.
მუკოვისციდოზის კლინიკური პოლიმორფოზის გათვალისწინებით, მიმდინარეობის სიმძიმეს უმეტესად ბრონქ-ფილტვის სისტემის დაზიანების ხასიათისა და ხარისხის მიხედვით აფასებენ.
განასხვავებენ ბრონქ-ფილტვის სისტემის ცვლილების 4 სტადის:
I სტადია - არამუდმივი ფუნქციური უკამრისობის სტადია, რომელსაც ახასიათებს მშრალი ხველა და უმნიშვნელო ან ზომიერი ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს. ეს სტადია შესაძლოა გაგრძელდეს 10 წელი.
II სტადია - ქრონიკული ბრონქიტის განვითარების სტადია, რომელსაც ახასიათებს ნახველიანი ხველა, ზომიერი ქოშინი (ძლიერდება დაძაბვისას), თითების ბოლო ფალანგების დეფორმირება. აუსკულტაციურად ისმის სველი ხიხინი მძიმე სუნთქვის ფონზე. ეს სტადია შესაძლოა გაგრძელდეს 2-15 წელი.
III სტადია - ბრონქ-ფილტვის პათოლოგიური პროცესი პროგრესირებს და ყალიბდება გართულებები; ფორმირდება დიფუზური პნევმოფიბროზისა და შემოფარგლული პნევმოსკლეროზის კერები, ბრონქოექტაზიები, კისტები, გამოხატულია სუნთქვითი უკმარისობა, რომელსაც ერთვის გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა (ფილტვისმიერი გული). ეს სტადია შესაძლოა 3-5 წელი გაგრძელდეს.
IV სტადია - ახასიათებს მძიმე კარდიორესპირატორული უკმარისობა, რომელიც რამდენიმე თვეში იწვევს სიკვდილს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:31 | შეტყობინება # 419
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიაგნოსტიკა. მუკოვისციდოზის დიაგნოსტიკა ხდება კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ახალშობილთა მემკვიდრეობითი და თანდაყოლილი დაავადებების კვლევის პროგრამის მიზანი მუკოვისციდოზის ადრეული დიაგნოსტიკაც არის. იკვლევენ სისხლში იმუნორეაქტიული ტრიფსინის დონეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტს იმეორებენ ბავშვის სიცოცხლის 21-28-ე დღეს. განმეორებითი ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი კიდევ ერთხელ მეორდება.
მუკოვისციდოზის დიაგნოზი ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს: ბრონქ-ფილტვის ქრონიკულ პროცესს, ნაწლავურ სინდრომს და განმეორებითი ტესტის დადებით პასუხს.
პოლიკაპრინით ელექტროფორეზის შემდეგ ხდება გამოსაკვლევად ოფლის შეგროვება. სწორი პასუხისთვის აუცილებელია სულ ცოტა 110 მგ ოფლი. გამოსაკვლევ მასალაში ნატრიუმისა და ქლორის მაჩვენებლებს შორის სხვაობა 20 მმოლ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოკვლევას იმეორებენ. ჯანმრთელი ბავშვის ოფლში ნატრიუმისა და ქლორის იონების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 მმოლ/ლ-ს. მუკოვისციდოზის უტყუარ სადიაგნოზო კრიტერიუმს წარმოადგენს ქლორის იონების 60 მმოლ/ლ-ზე და ნატრიუმის იონების 70 მმოლ/ლ-ზე მაღალი შემცველობა. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ოფლში ქლორის იონების 60 მმოლ/ლ-ზე მაღალი შემცველობის სამჯერადი ტესტირებით დაფიქსირება.
მუკოვისციდოზის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოპროლოგიურ კვლევას. მუკოვისციდოზით დაავადებულის კოპროგრამის ყველაზე დამახასიათებელი მონაცემია ნეიტრალური ცხიმის შემცველობის მატება, მაგრამ შესაძლოა კუნთოვანი ბოჭკოების, უჯრედისისა და სახამებლის მარცვლების არსებობაც, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფერმენტული აქტიურობის დაღვევის ხარისხის დადგენის საშუალებას იძლევა.
მუკოვისციდოზის დროს საორიენტაციო დიაგნოსტიკის მეთოდია რენტგენოლოგიური ტესტებით განავლის პროტეოლიზური აქტიურობის, დუოდენალურ შიგთავსში კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების აქტიურობის, ფრჩხილებსა და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტში ნატრიუმის კონცენტრაციის დადგენა. ახალშობილობის პერიოდში სკრინინგტესტისთვის გამოიყენება მეკონიუმში ალბუმინების შემცველობის მატების განმსაზღვრელი მეთოდი (1 გ მშრალ მასაში ალბუმინის ნორმული შემცველობა 20 მგ-ს არ აღემატება).
დიაგნოსტიკაში განსაკუთებული ადგილი უჭირავს მოლეკულურ-გენეტიკურ ტესტირებას.

დიფერენციული დიაგნოზი. მუკოვისციდოზი დიფერენცირებას მოითხოვს ყივანახველისგან, ობსტრუქციული ბრონქიტისგან, ბრონქული ასთმისგან, თანდაყოლილი და შეძენილი ბრონქოექტაზიისგან, ფილტვების ფიბროზისგან. ოფლში ელექტროლიტების მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში უნდა მოხდეს დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის უშაქრო თირკმლისმიერი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, მემკვიდრეობითი ექტოდერმული დისპლაზია, გლიკოგენური დაავადება, გლუკოზა-H-ფოსფატაზა, ჰიპოპარათირეოზი, ჰიპოტროფია, დეჰიდრატაცია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 17:32 | შეტყობინება # 420
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მკურნალობა. მუკოვისციდოზის მკურნალობა სიმპტომურია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის კვებას. დღიური კალორაჟი ასაკობრივ ნორმაზე 10-30%-ით მეტი უნდა იყოს, რაც უნდა მოხერხდეს რაციონში ცილოვანი კომპონენტის გაზრდის ხარჯზე. ცილებზე მოთხოვნილება შეიძლება დაკმაყოფილდეს საკვებში ხორცის, თევზის, კვერცხისა და ხაჭოს შეტანით.
წვრილ ნაწლავში დისაქაროზის დეფიციტის შემთხვევაში რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შესაბამისი შაქარი (ყველაზე ხშირად - ლაქტაზა).
ავადმყოფის საჭმელს ყოველთვის აყრიან მარილს, განსაკუთრებით - წელიწადის ცხელ დროს, რადგან ოფლთან ერთად უხვად იკარგება მარილები. ავადმყოფმა უხვად უნდა მიიღოს სითხეც. რაციონი უნდა გამდიდრდეს ვიტამინების შემცველი პროდუქტებით - ხილით, ბოსტნეულითა და ნაღების კარაქით.
აუცილებლად უნდა მოხდეს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის კორექცია. ამისთვის ინიშნება პანკრეატინი ან კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც პანკრეატინთან ერთად სხვა ნაწლავურ ფერმენტსაც შეიცავს (პოლიზიმი, პანზინორმი, მექსაზა და სხვა). დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, კოპროლოგიური გამოკვლევის შედეგზე დაყრდნობით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტის გასათხელებლად და დინების გასაადვილებლად ინიშნება აცეტილცისტეინი (ტაბლეტები, გრანულები), რომელსაც იყენებენ ქოლესტაზისა და წებოვანი დუოდენალური შიგთავსის შემთხვევაში.
ფილტვისმიერი სინდრომის მკურნალობა გულისხმობს ნახველის გათხიერებისა და ბრონქებიდან მისი გამოდევნისკენ მიმართულ ღონისძიებათა კომპლექსს. ამ მიზნით გამოიყენება ფიზიკური, ქიმიური და ინსტრუმენტული მეთოდები. პაციენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველდღიურად უტარდება მუკოლიზური თერაპია. მკურნალობის ეფექტს ზრდის აეროზოლური ინჰალაცია, სამკურნალო ფიზკულტურა, ვიბრაციული მასაჟი, პოსტურალური დრენირება. ინჰალაციების რაოდენობა და ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.
მუკოლიზური პრეპარატების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტუტემარილოვანი ნარევი (1-2%-იანი მარილხსნარი - ქლორიდი და ნატრიუმის კარბონატი), ბრონქოლიზური პრეპარატები, აცეტილცისტეინი, პულმოზიმი.
პოსტურალური დრენირება ტარდება ყოველ დილით, ვიბრატორული მასაჟი - დღეში მინიმუმ 3-ჯერ.
ზემოაღწერილი თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ექსტრემალური პროცედურის სახით ნაჩვენებია სამკურნალო ბრონქოსკოპია, რომლის დროსაც ხდება ბრონქების აცეტილცისტეინისა და ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით გამორეცხვა.
დაავადების გამწვავების პერიოდში, როდესაც ვითარდება მწვავე პნევმონია ან მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბაქტერიული საშუალებები შეჰყავთ პარენტერალურად (ნახევრად სინტეთიკური პენიცილინი, მეორე და მესამე თაობის ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, ქინოლონები) და აეროზოლის (ამინოგლიკოზიდები - გენტამიცინი, ტობრამიცინი) სახით. იქიდან გამომდინარე, რომ მუკოვისციდოზით დაავადებულს პნევმონიისკენ აქვს მიდრეკილება, ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი 1 თვეზე მეტხანს გრძელდება.
მძიმე პნევმონიის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდები 1,5-2 თვით. პარალელურად ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბაქტერიულ და მუკოლიზურ თერაპიასთან ერთად ხორციელდება ჰიპოქსიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ სამკურნალო ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.
აუცილებელია ავადმყოფის სხეულის მასის კონტროლი.
სამ თვეში ერთხელ პრეპარატების დოზის კორექციისთვის ტარდება კოპროლოგიური კვლევა. შემოდგომაზე და გამწვავების დროს ინიშნება ვიტამინოთერაპია (ნაჩვენებია ცხიმში ხსნადი A, E, D ვიტამინების ორმაგი დოზა წყალხსნარის სახით).
ავადმყოფის ნათესავებმა უნდა ისწავლონ პოსტურალური დრენაჟის, ვიბრატორული მასაჟის კეთება და ავადმყოფის მოვლა. სამკურნალო ფიზკულტურის პარალელურად რეკომენდებულია დოზირებული ფიზიკური აქტიურობა და სპორტი. ექვსთვიანი რემისიის შემთხვევაში შესაძლებელია პროფილაქტიკური აცრების ჩატარება.
მუკოვისციდოზის პროგნოზი ძალზე სერიოზულია. ლეტალობა 50-60%-ს შეადგენს, მცირე ასაკის ბავშვებში - უფრო მეტს. დაავადების გვიანი დიაგნოსტიკა და არაადეკვატური თერაპია საგრძნობლად ამძიმებს პროგნოზს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz