პარასკევი, 19.04.2024, 23:16
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
სამედიცინო ენციკლოპედია
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:03 | შეტყობინება # 31
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალკოჰოლიზმი (ქრონიკული ალკოჰოლიზმი) პროგრესულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის საფუძველსაც ეთილის სპირტისადმი ლტო¬ლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება (ლოთობა) იწვევს ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას. ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას. ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ალკოჰოლური მოწამვლაა. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა (მაგალითად, მოციმციმე არითმია). ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იზრდება საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სატრანსპორტო ტრავმების ალბათობა. ალკოჰოლიზმით დაავადებულებს შორის თვითმკვლელობა უფრო ხშირია.
ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოგვიანებით - ღვიძლის ციროზი, პიელონეფრიტი, ტვინისმხრივი დარღვევები.
მიზეზები. ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნება-განწყობის ამაღლებას) და რელაქსაციას (დაძაბულობის მოხსნას) იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები.
ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური მიკროკლიმატი, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.

ალკოჰოლური თრობა
სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი. თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს არამოტივირებული იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება.
თრობის შემდეგ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის სიმძიმე და ტკივილი, წყურვილი, სისუსტე, სხეულში ტეხის შეგრძნება, აპათია ან გაღიზიანებადობა. მახსოვრობა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.
არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერთს ეუფლება ამაღლებული განწყობა, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და გიჟმაჟური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებულნი არიან ოლიგოფრენიით, ასევე - ფსიქოპათებს.
სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც ადამიანს მეორე დღეს აღარ ახსოვს.
დიაგნოსტიკა. ალკოჰოლური თრობის დიაგნოსტირება კლინიკური ნიშნებისა და სპეციალური სინჯების საფუძველზე ხდება.
მკურნალობა. საშუალო ხარისხის სიმთვრალის დროს აუცილებელია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის 1,5-2 ლ სუსტი ხსნარით. მძიმე სიმთვრალის შემთხვევაში ადამიანს დახმარება სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაეწიოს. ღებინების გამოწვევა რეკომენდებული არ არის - შესაძლოა პირნაღები მასის ასპირაცია (უნებლიე ჩასუნთქვა).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:03 | შეტყობინება # 32
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პათოლოგიური თრობა
პათოლოგიური სიმთვრალე ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკის მწვავე დარღვევაა. ის, ჩვეულებრივ, არასრულფასოვანი ნერვული სისტემის მქონე პირებს - ეპილეფსიით, ენცეფალოპათიით, ფსიქოპათიით დაავადებულებს - უვითარდებათ. პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება განუვითარდეთ მათაც, ვისაც ალკოჰოლის აუტანლობა აღენიშნება. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დათრობამდე არასასურველი ფაქტორების (სტრესის, იძულებითი უძილობის, შიმშილის, გადახურების) გავლენას, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების შესუსტებას.
პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო რაოდენობით (50-100 გ) სპირტიანი სასმლის მიღებამაც და გამოვლინდეს გონების თავისებური დაბინდვით. ამ დროს ავადმყოფის ქცევა ვითარების არაადეკვატურია. ყურადღებას იქცევს შიშის, სიბრაზის ან მრისხანების აფექტები. ავადმყოფი აღგზნებულია, ჩხუბობს, ირგვლივ მყოფებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ან თავს იცავს, გაქცევას ცდილობს. შესაძლოა, თავის მოკვლაც სცადოს. პათოლოგიური თრობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. აგზნება საერთო სისუსტესა და ღრმა ძილში გადადის. ადამიანს მომხდარი აღარ ახსოვს.

ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი დაავადებაა, რომელსაც ალკოჰოლის სისტემატური მიღება იწვევს და განსაზღვრული ფსიქიკური და სომატური გამოვლინებები ახასიათებს.
ალკოჰოლიზმის პირველივე სტადიაზე ვლინდება ალკოჰოლისადმი დაუძლეველი ლტოლვა. ადამიანი უზომოდ სვამს, რადგან დაკარგული აქვს ზომიერების გრძნობა. სიმთვრალის დროს მომხდარი მოვლენები გონებიდან ამოვარდება.
მეორე სტადიაში ალკოჰოლისადმი მიჩვევა აღწევს მაქსიმუმს (დღეში 1-2 ლ არაყი). ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი (ალკოჰოლური შიმშილის მდგომარეობა), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მძიმე ალკოჰოლური ექსცესების დროს ან რამდენიმედღიანი გადაბმული სმის შემდეგ აღმოცენდება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თრობის მეორე დღეს სპირტიანი სასმლის მცირე ულუფა ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებს და მდგომარეობას ამსუბუქებს. ჯანმრთელ ადამიანებს თრობის მეორე დღეს რჩებათ ინტოქსიკაციის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ალკოჰოლის მიღებისას გამძაფრდეს და სპირტიანი სასმელების ზიზღი გამოიწვიოს.
აბსტინენციის სინდრომი ვლინდება სახის ჰიპერემიით, სკლერების სიწითლით, გულისცემის შეგრძნებით, არტერიული წნევის მომატებით, ოფლიანობით, გულის არეში ტკივილით, კიდურების ტრემორით, სისუსტით. ზოგიერთს უვითარდება დისპეფსიური მოვლენები: მუცლის გვრემა, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. დროთა განმავლობაში სომატურს ერთვის ფსიქიკური გამოვლინებებიც. იცვლება გუნება-განწყობა: ადამიანი დათრგუნულია, ეუფლება მოუსვენრობა, შიში, დანაშაულის განცდა. ძილი ზედაპირულია, სიზმრები - კოშმარული. ამ დროს ფსიქიკურ აშლილობათა ადრეული გამოვლენა ან სომატურთან შედარებით მათი სიმკვეთრე შემდგომში ფსიქოზის განვითარების შესაძლებლობაზე მეტყველებს. აბსტინენცია პიკს აღწევს სპირტიანი სასმლის მიღების შეწყვეტის მე-3 დღეს.
ალკოჰოლიზმის II სტადიაში ავადმყოფები მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე სვამენ. შესვენებები გამოწვეულია მხოლოდ გარე ფაქტორებით: ფულის უქონლობით, კონფლიქტით სამსახურში, ოჯახში.
ალკოჰოლიზმის III სტადიაში ქვეითდება ალკოჰოლისადმი გამძლეობა. თრობას ადრინდელთან შედარებით ნაკლები ოდენობის სასმელი იწვევს, ვინაიდან დარღვეულია ეთილის სპირტის ცვლის პროცესი. უარესდება ავადმყოფის სომატური და ფსიქიკური მდგომარეობა, აღინიშნება უმადობა, სიგამხდრე, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, მეტყველების, სიარულის მანერის დარღვევა, კიდურების ტრემორი, დროდადრო - გულყრა. ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო გადაბმული სმის ხანგრძლივობა მოკლდება (2-3 დღე), შესვენებები კი იზრდება.
ალკოჰოლიზმის დროს პიროვნების შეცვლა II სტადიაშივე ხდება, ხოლო III-ში ალკოჰოლური დეგრადაციის ხარისხს აღწევს. ადამიანს უყალიბდება ე.წ. ალკოჰოლური ხასიათი: ერთი მხრივ, ზოგადი აგზნების გამო თითქოს მძაფრდება ემოციური რეაქციები (დარდი, სიხარული, უკმაყოფილება, აღფრთოვანება და სხვა), გულჩვილობა, განსაკუთრებით - თრობისას. მეორე მხრივ, ხდება ემოციური გაუხეშება. ავადმყოფი ხდება ეგოისტი, ოჯახისადმი გულგრილი, უქრება მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობა. მთელი ყურადღება სასმლისკენ აქვს მიმართული, აღარ მალავს სასმლისადმი ლტოლვას და სვამს ყველგან და ყოველთვის, ანუ კარგავს სიტუაციის კონტროლის უნარს.
მოზარდთა ალკოჰოლიზმი შეიმჩნევა უმთავრესად ისეთ ოჯახებში, სადაც მოზარდების მიმართ კონტროლი სუსტია, მეტადრე - როცა მშობლებიც ალკოჰოლიზმით არიან დაავადებულნი. ალკოჰოლს უმთავრესად 13-15 წლის მოზარდები ეტანებიან, თუმცა აღრიცხულია ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები უფრო ადრეულ ასაკშიც. მოზარდებში, განსაკუთრებით - სისტემატური სმის დროს, სწრაფად ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი და ვითარდება ფსიქიკური მოშლილობა. მოზარდს ხასიათი ეცვლება - იღებს ფსიქოპათიურ ელფერს, რაც ან აგზნებადობის მატებით, აგრესიულობით, ან აქტიურობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით გამოიხატება. ამ ასაკში ხშირად ერთდროულად მოიხმარენ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:03 | შეტყობინება # 33
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქალებს შორის ალკოჰოლიზმი უფრო ნაკლებად არის გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებს შორის. უმთავრესად ალკოჰოლიზმით დაავადებულნი არიან საშუალო ასაკის ქალები. სმა თავდაპირველად ან ეპიზოდური, ან ციკლური ხასიათისაა - ქალი ალკოჰოლს გუნება-განწყობის ასამაღლებლად ან დაძაბულობის, შფოთვის მოსახსნელად იღებს. მოგვიანებით სპირტიანი სასმლის მიღება ჩვევად იქცევა. ყალიბდება მისდამი სწრაფვა.
ალკოჰოლიზმი მამაკაცებში უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს. ქალებში უფრო მეტად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი) გვხვდება.
ალკოჰოლიზმის მკურნალობა: ალკოჰოლიზმის მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ავადმყოფს სურს განკურნება, მაგრამ არც ერთი ალკოჰოლიკი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევს, ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადება ექიმ ნარკოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგის დახმარებით. მკურნალობა შეიძლება ამბულატორიულ პირობებშიც და სტაციონარშიც. პირობების არჩევა, ერთი მხრივ, პაციენტის ნება-სურვილზე, მეორე მხრივ კი მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როდესაც აბსტინენციური სინდრომი მძიმეა, გამოხატულია ძლიერი სომატური და ფსიქიკური დარღვევები ან მანამდე აღნუსხული იყო ფსიქიკური აშლილობების ეპიზოდები სიმთვრალის დროს, აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა.
პირველ ყოვლისა, წყდება ალკოჰოლის მიღება და გადასხმების მეშვეობით თუ სხვა სახის მედიკამენტური თერაპიით ავადმყოფი მდგომარეობიდან გამოჰყავთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტარდება დეზინტოქსიკაცია. საჭირო პრეპარატი უმთავრესად ვენიდან ან კუნთებიდან შეჰყავთ. აშკარა ფსიქიკური აშლილობისას გამოიყენება ტრანკვილიზატორები (სედუქსენი, რელანიუმი და სხვა), ძილის დარღვევისა და კოშმარული სიზმრების დროს - ბარბიტურატები (ლუმინალი, ბარბამილი). ავადმყოფს აძლევენ რეკომენდაციას, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე (მინერალური წყლები, წვენები) და იმავდროულად უნიშნავენ შარდმდენებს. მძიმე სომატური დარღვევების დროს საჭიროდ მიიჩნევა თერაპევტის კონსულტაცია და მკურნალობა, კალორიული, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ იწყება სიფხიზლის შენარჩუნებისთვის ზრუნვა. ამ მიზნით მოწოდებულია რამდენიმე მეთოდი, რომელთაგან ოპტიმალურს ექიმი ავადმყოფსა და მის ახლობლებთან ერთად შეარჩევს.

ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდებია:
პირობითრეფლექსური თერაპია - ალკოჰოლის სუნსა და გემოზე ღებინების რეფლექსის გამომუშავება, რაც ალკოჰოლისა და სასაქმებელი საშუალებების ერთდროული მიღებით მიიღწევა;
მასენსიბილიზებელი თერაპია - ალკოჰოლისადმი ლტოლვის დათრგუნვა. ავადმყოფს ამ მიზნით აძლევენ პრეპარატს, რომელიც თავისთავად უვნებელია, მაგრამ ორგანიზმში სპირტიანი სასმლის მოხვედრისას იწვევს ურთიერთქმედების რეაქციას მძიმე შედეგებით. საქართველოში ეს მეთოდი დანერგილი არ არის.
ალკოჰოლიზმის მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, წარმატების საფუძველს წარმოადგენს ფსიქოთერაპია და ჯგუფური რაციონალური ფსიქოთერაპია. არსებობს თვითდახმარების, ე.წ. ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმური ჯგუფები, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები ერთმანეთს სპირტიანი სასმელებისგან თავის შეკავებაში ეხმარებიან.

ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ოჯახისა და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია, ფსიქოთერაპია. ბევრი ამ მიზნით ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმურ ჯგუფებში ერთიანდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:03 | შეტყობინება # 34
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალკოჰოლიზმის საფუძველზე, განსაკუთრებით - მის II და III სტადიებში, შესაძლოა განვითარდეს ფსიქოზი.
თეთრი ცხელება (დელირიუმი) ალკოჰოლური ფსიქოზის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა. ის, წესისამებრ, მოულოდნელად, მწვავედ ვითარდება, თანაც არა თრობისას, არამედ ნაბახუსევზე, აბსტინენციური სინდრომის ფონზე, სმის შეწყვეტიდან 1-3 დღეში. ამას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის რამდენიმედღიანი გადაბმული სმა. ხშირია თეთრი ცხელების შემთხვევები ალკოჰოლიზმით დაავადებულის ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ თუ სხვა სტაციონარში მოხვედრისას ანუ მაშინ, როცა ის იძულებულია, სმა შეწყვიტოს. მის აღმოცენებას ხელს უწყობს დამატებითი ფაქტორები: ოპერაცია, მაღალი ტემპერატურა, ტრავმა, სომატური დაავადებების გამწვავება, სისხლის დაკარგვა. თეთრი ცხელება მწვავედაც შეიძლება განვითარდეს (განსაკუთრებით - მაპროვოცირებელი ფაქტორის არსებობისას) და წინა პერიოდიც ჰქო¬ნდეს. მაგალითად, თეთრი ცხელების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ირღვევა ძილი, იწყება კოშმარები, ავადმყოფი ოფლად გაღვრილი და შეშფოთებული იღვიძებს. შესაძლოა, აღმოცენდეს აღქმის ხანმოკლე ილუზიები: ნახატები "გაცოცხლდნენ" და ა.შ.
საკუთრივ ფსიქოზი, ჩვეულებრივ, საღამოს ვითარდება. ძლიერდება შფოთის შეგრძნება, აგზნება. ჩნდება მხედველობითი და სმენითი ილუზიები. ავადმყოფი ხედავს სინამდვილეში არარსებულ საგნებსა და მოვლენებს. მეტწილად - მწერებს და პატარა ცხოველებს, იშვიათად - დიდებსაც, ზოგჯერ - არარეალურ არსებებს, ეშმაკებს. მხედველობითი ჰალუცინაცია ზოგჯერ ერთეულია, ზოგჯერ მრავლობითი, ზოგჯერ კი ავადმყოფი მთელ სცენებს ხედავს. შესაძლოა, ამას სმენითი ჰალუცინაციაც დაერთოს. მაგალითად, ავადმყოფს ჩაესმას ადამიანების ან ეშმაკების "ხმა". ავადმყოფს გონება დაბინდული აქვს, ამიტომ ილუზიურ გამოსახულებებს უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე რეალურად მომხდარს. მისი ქმედებაც ამ მოჩვენებებით არის განპირობებული და არა რეალური ვითარებით. ავადმყოფი ამ მოჩვენებითი აღქმების არა პასიური, არამედ აქტიური მაყურებელია, ამიტომ საკუთარი თავისთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. თეთრი ცხელების დროს ადამიანი კარგავს გარემოსა და დროში ორიენტირების უნარს, მაგრამ არ ავიწყდება თავისი სახელი, გვარი, ასაკი და ა.შ.
აგზნება კულმინაციას ღამით აღწევს. დილით მდგომარეობა უმჯობესდება, ავადმყოფი აცნობიერებს, რაც გადაიტანა, ხვდება, რომ ავადაა, თუმცა არ არის გამორიცხული, ღამით გამწვავებამ კვლავ იჩინოს თავი.
თეთრი ცხელების დროს ავადმყოფს უკანკალებს ხელები, სიარული არამყარი აქვს, მეტყველება - გაურკვეველი. ფსიქიკურის პარალელურად თავს იჩენს სომატური დარღვევებიც: სახის სიწითლე, ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის ცვალებადობა, მწვავე ტოქსიკური ჰეპატიტი ან ციროზი. მოსალოდნელია ეპილეფსიური გულყრებიც. თეთრი ცხელება 3-5 დღეს გრძელდება. მძიმე სომატური დარღვევის დროს 10 დღესაც შეიძლება გასტანოს. ხანმოკლე დელირიუმის დროს გამწვავება ხანგრძლივი გამოძინების შემდეგ ჩაცხრება. ხანგრძლივი ცხელების შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ჩარევა. მართალია, ლეტალური შედეგი იშვიათია, მაგრამ მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაზიანება, ღვიძლისმიერი უკმარისობა, ტვინის შეშუპებაც კი.

მკურნალობა. თეთრი ცხელების დაწყებისთანავე ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნეს სტაციონარში, სადაც ჩაუტარდება აგზნების მოსახსნელი მკურნალობა ტრანკვილიზატორებით, ნეიროლეპტიკებითა და ბარბიტურატებით, ასევე - დეზინტოქსიკაცია ანუ ორგანიზმის გაწმენდა ალკოჰოლის ცვლის პროდუქტებისგან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:03 | შეტყობინება # 35
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალკოჰოლური ჰალუცინაცია ალკოჰოლური ფსიქოზის ყველაზე ხშირი ფორმაა თეთრი ცხელების შემდეგ. ჩვეულებრივ, მწვავედ ვითარდება ნაბახუსევზე ან ხანგრძლივი, უწყვეტი სმის პერიოდში. დაავადების წამყვანი სიმპტომი სმენითი ჰალუცინაციაა, რომლის დროსაც ავადმყოფს გონება არ ებინდება და კარგად ერკვევა დროსა და გარემოში. თავდაპირველად მას ხმაური, კაკუნი ესმის, შემდეგ კი "ხმები", რომლებიც საყვედურობენ, ემუქრებიან, კიცხავენ, ითხოვენ მის დასჯას და მოკვლასაც კი. იშვიათად საყოველთაო გაკიცხვის ფონზე ავადმყოფს ჩაესმის ერთი "ხმა", რომელიც მას იცავს და ესარჩლება. ავადმყოფი ფრთხება, ცდილობს, გაექცეს ამ ხმებს, ზოგჯერ სახლიდან გარბის, ზოგჯერ პოლიციას მიმართავს დახმარებისთვის. არცთუ იშვიათია თვითმკვლელობის მცდელობა. დაავადება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება.
თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გაგრძელდა, თავს იჩენს მწვავე ალკოჰოლური ჰალუცინაციის რეციდივი. შემთხვევათა მეოთხედში დაავადება ქრონიკულდება, გრძელდება თვეობით, წლობით. ავადმყოფი ერთგვარად ეჩვევა ხმებს და მათ ორ ჯგუფად ყოფს: თავდამსხმელებად და დამცველებად.
ზოგჯერ ქრონიკული ალკოჰოლური ჰალუცინაცია თანდათანობით, მწვავე ეპიზოდების გარეშე ვითარდება. ეს ხდება ალკოჰოლის ხანგრძლივი, ყოველდღიური მიღების და ამით გამოწვეული მუდმივი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გავლენით.

მკურნალობა. ჰალუცინაციების მოსახსნელად უნიშნავენ ნეიროლეპტიკებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. უნდა ჩატარდეს ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო მკურნალობაც, რაც ალკოჰოლური ჰალუცინაციების პროფილაქტიკას წარმოადგენს. ალკოჰოლური ბოდვითი იდეები. ისინი ორგვარია: ალკოჰოლური პარანოია და ალკოჰოლური ბოდვითი ეჭვიანობა. ალკოჰოლური პარანოია ვითარდება აბსტინენციური სინდრომის ფონზე ან ხანგრძლივი, გადაბმული სმის პერიოდში. ავადმყოფს ეჩვენება, რომ უთვალთვალებენ, მოკვლას უპირებენ, ირგვლივ მყოფთა ყოველ ფრაზას, ჟესტს, მიმიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, შფოთავს, ყოველ შემხვედრში მტერს ეძებს. ამის გამო შესაძლოა მოულოდნელი რამ ჩაიდინოს (მაგალითად, გაიქცეს, ტრანსპორტიდან ან ფანჯრიდან გადახტეს, თავის მოკვლა სცადოს). ასეთი ფსიქოზი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება, თუმცა გონების დაბინდვა თან არ სდევს.
ბოდვითი ეჭვიანობა უმთავრესად 40 წელს გადაცილებულ იმ მამაკაცებს უვითარდებათ, რომლებიც დიდხანს და ბევრს სვამენ და აქვთ სქესობრივი პრობლემები (პოტენციის დაქვეითება გაძლიერებული სქესობრივი ლტოლვის ფონზე). ფსიქოზის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, იგი თანდათან, საფეხურებრივად ვითარდება. თავდაპირველად ეჭვიანობა თავს იჩენს მხოლოდ თრობის დროს ან ნაბახუსევს. შემდეგ ის მუდმივი ხდება. ეჭვიანობენ უმთავრესად ახლობლებზე (მეზობელზე, თანამშრომელზე). ქმარი უთვალთვალებს ცოლს, გამუდმებით ეძებს სამხილს, რომელიც მის ღალატს დაადასტურებს, მეუღლის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და ეჭვის თვალით უყურებს. ასეთ ადამიანთან ცხოვრება არა მარტო აუტანელი, არამედ საშიშიცაა: მან შეიძლება მოკლას ცოლი, მისი "საყვარელი" და მოიკლას თავი.
ასეთი ავადმყოფის მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულ პირობებშია შესაძლებელი, რადგან პაციენტს საკუთარი საქციელის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არამცთუ სიმთვრალეში, სიფხიზლეშიც კი არ აქვს.
კორსაკოვის სინდრომი პირველად კორსაკოვმა აღწერა და პოლინევრიტული ფსიქოზი უწოდა, ვინაიდან ამ დროს მძიმე ფსიქიკური დარღვევის გვერდით პოლინევრიტიც (პერიფერიული ნერვების დაზიანება) აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ამ დაავადებას წინ უძღვის თეთრი ცხელება, რომლის დამახასიათებელ ნიშნებსაც მეხსიერების დარღვევები ერთვის. ავადმყოფი ვერ ახერხებს, სწორად დაასახელოს თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, უჭირს გარემოში ორიენტირება, ყველაფერს პირველად ნანახივით და მოსმენილივით აღიქვამს. არ ახსოვს, რა ჭამა სადილად, მკურნალ ექიმს ყოველ შეხვედრაზე უცხო ადამიანივით ხვდება და ა.შ. აღარც ავადმყოფობამდე მომხდარი ამბები ახსოვს. მეხსიერების ასეთი ამოვარდნები შეიძლება თვეობით, წლობითაც კი გაგრძელდეს. ლოგიკური აზროვნება ავადმყოფს დარღვეული არ აქვს, ამიტომ მეხსიერების ჩავარდნებს მიხვედრილობით აკომპენსირებს. ნაწილობრივ ხვდება, რომ ავად არის და ცდილობს, ეს ირგვლივ მყოფებს დაუმალოს. პოლინევრიტი სხვადასხვაგვარად ვლინდება: რეფლექსების შესუსტებით, კანის მგრძნობელობის დაქვეითებით, კუნთების ატროფიით, სიარულის მანერის მოშლით.
მკურნალობის შედეგად მეხსიერება აღდგება და პოლინევრიტის სიმპტომები ალაგდება, მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივია, თანაც განკურნების აუცილებელი პირობაა სმის აღკვეთა. მკურნალობა მოიცავს დეზინტოქსიკაციურ და მეტაბოლურ თერაპიას. პარალელურად ინიშნება მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპიული პროცედურები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:04 | შეტყობინება # 36
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სცვივა თმა და ახალი ამოსდის. ეს თმის ზრდის ნორმალური ციკლია. დღე-ღამეში ადამიანი თმის 50-დან 150-მდე ღერს კარგავს. სტატუს ქუო-ს შესანარჩუნებლად აუცილებელია, დაცვენილი და ახალამოსული ღერების რაოდენობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. როდესაც უფრო მეტი ცვივა, ვიდრე ამოდის, ვითარდება გამელოტება - ალოპეცია. ის შეიძლება დაემართოთ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც. ალოპეცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ფსიქიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ - აშლილობასა და ადამიანის სოციალურ იზოლაციას იწვევს (გარეგნობაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და მისდამი დამოკიდებულება სოციუმში).
განასხვავებენ ორი ტიპის ალოპეციას: ნაწიბუროვანს, რომელიც გამოწვეულია ანთებითი პროცესების, კანის ატროფიის ან დანაწიბურების შედეგად თმის ფოლიკულების განადგურებით და არანაწიბუროვანს. ამ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნება ბუდობრივი, ანდროგენული და დიფუზური ალოპეცია.

ბუდობრივი ანუ კეროვანი ალოპეცია შეძენილი პათოლოგიაა. განასხვავებენ მის სამ ძირითად კლინიკურ ფორმას: ლოკალურს (კეროვანს), ტოტალურსა და უნივერსალურს. ბუდობრივ ალოპეციას ახასიათებს თმის ცვენა უპირატესად თავსა და სახეზე, თანაც - ერთობ სპეციფიკურად: ლოკალურად, ცალკეულ უბნებში (კერებში). დაავადების სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. გამელოტებული უბნები წრიული ან ოვალურია. მათ პერიფერიებზე თმის ძირები სუსტდება და ღერი სუსტი მოქაჩვითაც ძვრება. ამის გამო მელოტი უბნები თანდათან იზრდება და ბოლოს ერთდება. ამგვარად ყალიბდება კეროვანი ალოპეციის სუბტოტალური ფორმა.
სუბტოტალური ალოპეცია ნელა პროგრესირებს. ავადმყოფს მსხვილი თმა სცვივა და მხოლოდ ბუსუსები და მოკლე ღერები რჩება. არცთუ იშვიათად უთხელდება წარბებიც. ზოგჯერ წამწამების ცვენაც შეიმჩნევა.
ტოტალურ გამელოტებაზე მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც ავადმყოფს თავსა და სახეზე თმა მთლიანად აქვს გაცვენილი, ხოლო როცა პათოლოგიური პროცესი მთელ სხეულს მოიცავს, ალოპეციას უნივერსალურს უწოდებენ. ამას შეიძლება დაერთოს ფრჩხილების დაზიანება - მსხვრევადობა და დეფორმაცია.
დაზიანებული უბნის ფართობის მიხედვით, გამოყოფენ კეროვანი ალოპეციის რამდენიმე სტადიას: მსუბუქს (დაზიანებულია 25%), საშუალოს (25-50%) და მძიმეს (50%-ზე მეტი).

ალოპეციის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. უმთავრეს ფაქტორებად მიჩნეულია სტრესი, ფიზიკური ტრავმა და მწვავე დაავადებები. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი წინაგანწყობაც.
ამჟამად თმის ბუდობრივ ცვენას რამდენიმე თეორიით ხსნიან. განსაკუთრებით პოპულარულია გენეტიკური (მემკვიდრეობითი მიდრეკილება ბუდობრივი ალოპეციისადმი), იმუნური (ბოლო მონაცემებით, იგი აუტოიმუნურ დაავადებად ითვლება), დისცირკულარული (ყალიბდება კეროვანი იშემია - თმის ბოლქვის სისხლძარღვთა სპაზმი) თეორიები.
არსებობს დაავადებები, რომლებსაც კეროვანი ალოპეციის მსგავსი კლინიკური სურათი აქვს, მაგრამ განსხვავებული მკურნალობა სჭირდება. მცდარი დიაგნოზის შემთხვევაში თერაპია, ცხადია, შეუსაბამო და უშედეგო იქნება, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე ეს დაავადებები უთუოდ უნდა გამოირიცხოს. დიფერენცირება საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, დერმატომიკოზთან (მას ახასიათებს კანის აქერცვლა და არა თმის ცვენა, არამედ ღერების მტვრევადობა). უნდა გამოირიცხოს სიფილისი (ამ დროს ალოპეცია წვრილკეროვანია - წვერი და თავის თმიანი ნაწილი თითქოს დაჩრჩილულია), დისკოიდური წითელი მგლურა, ტრავმული ალოპეცია, ტრიქოტილომანია (ამ უკანასკნელის დროს ადამიანი ფსიქიკური გადაძაბვის გამო თვითონვე იზიანებს თმოვან საფარველს).
ბუდობრივი ალოპეციის მკურნალობისას ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. დაავადების მიზეზის დადგენა აუცილებელია - მკურნალობის მეთოდი ამის მიხედვით შეირჩევა.
არის შემთხვევები, როდესაც ალოპეციის კერა სპონტანურად იხურება, მაგრამ რჩება რეციდივის საშიშროება. პაციენტთა ნახევარს პერიოდულად გამელოტების ახალ-ახალი კერები უჩნდება. 5-10%-ში დაავადება ტოტალური ან უნივერსალური გამელოტებით სრულდება. თუ გამელოტება სქესობრივ მომწიფებამდე დაიწყო, მკურნალობა უფრო რთულია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:04 | შეტყობინება # 37
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ანდროგენული ალოპეცია (იგივე თმის ანდროგენეტიკური ცვენა, ნაადრევი ალოპეცია, ჩვეულებრივი ალოპეცია, მამაკაცური ტიპის გამელოტება, ქალების ქრონიკული დიფუზური გამელოტება) პროგრესირებადი გამელოტებაა, რომელსაც თმის ფოლიკულებზე ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) ზემოქმედება იწვევს. ის გენეტიკურად განწყობილ პირებს ემართებათ. დაავადება შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თუმცა უმეტესად 40-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. ქალებში ეს დაავადება 60 წლის შემდეგ იჩენს თავს.
ქალებში ანდროგენული ალოპეცია ანდროგენების დონის მატებაზე მიუთითებს, რაც ენდოკრინულ დარღვევებს უკავშირდება.
ალოპეციის მთავარი მიზეზი თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება და ფოლიკულთა მემკვიდრეობითი თავისებურებებია, რომლებიც მამაკაცების 70-72%-ს დედის ხაზით გადაეცემა. კერძოდ, ეს არის დიჰიდროტესტოსტერონის (ერთ-ერთი ანდროგენის) სიჭარბე, თმის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ, ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდამქმნელი ფერმენტის (5-ალფა-რედუქტაზას) აქტივობის მომატება.
ანდროგენების გავლენით ტერმინალური (თავის თმიანი ნაწილის) თმის ფოლიკულები გადაგვარდება და უფრო მოკლე და თხელი, ბუსუსისებრი თმების წარმოქმნას იწყებს. შემდგომ ეს ფოლიკულები საერთოდ ატროფირდება. ბუსუსისებრი თმის ფოლიკულებში კი მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი - მათგან ტერმინალური ღერები იზრდება. შედეგად სახის, ბოქვენის, იღლიის გათმიანება ძლიერდება.
გამელოტებას ანდროგენებით მკურნალობაც იწვევს, თუმცა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ პროცესი უკუვითარდება.
ქალებში ანდროგენული ალოპეცია დიფუზური და ნაკლებად გამოხატულია.
დაავადების კლინიკა ასეთია: გამელოტების უბანში თმის ღერები ჯერ მოკლდება და თხელდება, მერე მათ ადგილს თანდათანობით ღინღლი იკავებს, ბოლოს კი ისიც ცვივა. გამელოტებულ არეში კანი გლუვი და პრიალაა. ხშირად გამელოტებას თან ახლავს თავის თმიანი ნაწილის ცხიმოვანი სებორეა და სებორეული დერმატიტი. მამაკაცებს გამელოტება შუბლისა და თხემის ნაწილიდან ეწყებათ. საფეთქლებისა და კეფის არეში თმის შეთხელება ანდროგენული ალოპეციის მძიმე მიმდინარეობის დროსაც არ შეიმჩნევა.

განასხვავებენ ანდროგენული ალოპეციის 5 სტადიას:
I სტადია - თმის ცვენა შეიმჩნევა თავის თმიანი ნაწილის წინა ზღვარზე;
II სტადია - აღინიშნება ორმხრივი გამელოტება შუბლზე, ხოლო თხემის არეში - თმის შეთხელება.
III, IV, V სტადიები - შუბლსა და თხემის არეში თმის ცვენა პროგრესირებს და გამელოტებული უბნები ერთდება, რაც შუბლ-თხემის არეში სრული სიმეტრიული გამელოტებით სრულდება.
სქესობრივი მომწიფების შემდეგ ქალების 80%-ს ანდროგენების დონის მატებისა და გენეტიკური განწყობის გამო თმის ოდნავი დიფუზური შეთხელება აღენიშნება. ასიდან 20 შემთხვევაში მენოპაუზის შემდეგ ეს პროცესი ვრცელდება თხემის მიდამოზე, მაგრამ მაინც უფრო სუსტად არის გამოხატული, ვიდრე მამაკაცებთან.
ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სურათს, კვლევის სხვადასხვა მეთოდის (ტრიქოგრამის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის, ჰორმონული გამოკვლევის და ა.შ.) მონაცემებს, კანის პათომორფოლოგიას, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის კონსულტაციას.
რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა პრობლემად ითვლება, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთდროულად იმოქმედებდა ამ ტიპის ალოპეციის ყველა პათოგენურ ფაქტორზე, მაგრამ არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს.
არსებობს ალოპეციის მკურნალობის ქირურგიული მეთოდიც. ხელოვნური თმის გადანერგვამ, რომელიც წლების განმავლობაში უალტერნატივო მეთოდად მიიჩნეოდა, არ გაამართლა. ამჟამად ახდენენ საკუთარი თმის ტრანსპლანტაციას - თმის ცვენისგან გენეტიკურად დაზღვეული უბნებიდან ფოლიკულების გადანერგვას გამელოტებულ უბნებში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:04 | შეტყობინება # 38
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიფუზური ალოპეცია უმეტესად ფიზიოლოგიურია - ასაკობრივად ან ანდროგენეტიკურად განპირობებული, უფრო იშვიათად - ტოქსიკური ანუ მეტაბოლური.
ფიზიოლოგიურია თმის ცვენა:
ახალშობილებში;
მშობიარობის შემდეგ (იწყება დაახლოებით მე-8 კვირას). ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა, თუმცა არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს. პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი - თმის ცვენა, წესისამებრ, რამდენიმე თვეში წყდება. ასეთივე ხასიათის თმის ცვენა ვითარდება ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ;
პოსტპუბერტატულ პერიოდში (ე.წ. თმის პოსტპუბერტატული ცვენა). ის 16-20 წლის გოგონებს აღენიშნებათ და ზოგჯერ ანდროგენეტიკური ალოპეციის საწყის სტადიადაც მიიჩნევენ, რადგან ანდროგენების გამომუშავების სიჭარბეს უკავშირებენ. თმა მაქსიმალურ სიხშირესა და მოცულობას სქესობრივი სიმწიფის პერიოდში აღწევს. ამის შემდეგ იწყება დაბერების ფიზიოლოგიური პროცესი, რასაც თმის შეთხელება სდევს თან. ეს პროცესი არაერთგვაროვნად და საფეხურებრივად მიმდინარეობს. თმის პოსტპუბერტატული ცვენა პირველი საფეხურია. ის შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, ინფექციურმა დაავადებებმა, ანდროგენების სიჭარბემ.

ტოქსიკური ანუ მეტაბოლურია ალოპეცია, რომელსაც იწვევს:
ინფექციური დაავადებები;
ქიმიური ტოქსინები, სახელდობრ, მედიკამენტები (ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, ანტიკოაგულანტები, ანტითირეოიდები, ხელს უწყობს თმის ცვენას. ციტოსტატიკები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის დროს იყენებენ, სწრაფ და სრულ გამელოტებას იწვევს, მაგრამ ეს პროცესი სავსებით შექცევადია. ასეთივე შედეგი აქვს სხივურ თერაპიას);
რკინის, თუთიის, ცილების, ვიტამინების დეფიციტი, რაც არაადეკვატური კვებით (მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივი დიეტით) არის გამოწვეული;
ენდოკრინული დარღვევები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი);
ძლიერი ემოციური დატვირთვა, სტრესი.

თმის ცვენის მიზეზად შეიძლება იქცეს თმის არასწორი მოვლა. მავნე გავლენას ახდენს ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება, ფენისა და საღებავების ხშირი გამოყენება, ქიმიური დახვევა.

მკურნალობა. თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა ალოპეციის პრობლემას ხშირად ხსნის, ამიტომ თმის ცვენის ფარმაკოლოგიური მკურნალობა მეორეხარისხოვანი ხასიათისაა.
ნაწიბუროვანი ალოპეცია გამელოტების ის ფორმაა, რომელსაც თმის ფოლიკულის დესტრუქცია და კანის დანაწიბურება იწვევს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს განვითარების დეფექტი და მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა (დამწვრობა, სხივური დერმატიტი), ფოლიკულების დაზიანება სპეციფიკური ინფექციით ან სიმსივნური წარმონაქმნით, თავის თმიანი არის სკლეროდერმია, ფურუნკული, ფავუსი, წითელი მგლურა, სარკოდიოზი და სხვა სახის დერმატოზი.
კლინიკური სურათი ასეთია: თავის თმიანი ნაწილის კანზე წარმოიქმნება უხეში ნაწიბური (ისეთი, როგორიც კარბუნკულის შემდეგ) ან ვითარდება კანის ნაწიბუროვანი ატროფია. შედეგად თმის ფოლიკულები იღუპება. გასინჯვისას თავის კანი დაჭიმულია, აღინიშნება გამელოტების კერები.

სებორეული ალოპეცია გარდატეხის ასაკში იწყება. უმეტესად მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. თავდაპირველად თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. ამ დროს იმატებს კანის ცხიმოვნებაც - ყალიბდება ე.წ. (ფიზიოლოგიური სებორეა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 2-5 წლის შემდეგ გაივლის და ცხიმის გამოყოფაც ნორმას უბრუნდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროცესი არ უკუვითარდება და ყალიბდება მყარი სებორეა, რომელიც სებორეულ ალოპეციაში გადაიზრდება. სებორეულ ალოპეციას ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის მიერ გამოყოფილი ცხიმის ხარისხის შეცვლა. ამ დროს აუცილებელია სებორეის მკურნალობა, რის შემდეგაც თმის ცვენის პრობლემა თავისთავად მოგვარდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:04 | შეტყობინება # 39
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალცჰაიმერის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს თავის ტვინის ქერქული ფუნქციების - ინტელექტის, მეხსიერების - პროგრესირებადი დაქვეითება და ქცევის ცვლილება. მოხუცებულთა დემენციის (მეხსიერების დაქვეითების) მიზეზი ხშირად სწორედ ალცჰაიმერის დაავადებაა. 65 წელს გადაცილებულებს შორის 10-15%-ში გვხვდება, ხოლო 80 წლის შემდეგ - 20%-ში. თანამედროვე თეორიათა თანახმად, ალცჰაიმერის დაავადებას სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი აქვს: ზოგჯერ ის მემკვიდრეობითია, ზოჯგერ - სპორადული.
ალცჰაიმერის დაავადების დროს ატროფირდება თავის ტვინი (მცირდება მისი მოცულობა და წონა), ქერქის ხვეულები, ფართოვდება ქერქის ღარები და პარკუჭები. ყველაზე მეტად ატროფიას განიცდის თხემის, საფეთ-ქლისა და შუბლის წილები. მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს თავის ტვინის ნეირონების, ჰიპოკამპის, ბაზალური ბირთვების ნეირონთა მასიურ დეგენერაციას. ალცჰაიმერის დაავადების დროს ნევროლოგიური სიმპტომები მრავალფეროვანია, ვინაიდან თავის ტვინის სხვადასხვა უბანში ნეირონული დეგენერაცია დისპროპორციულად ხდება.
ავადდებიან საშუალო ასაკის პირები და მოხუცები. დაავადების დასაწყისი შეუმჩნეველია. განსაზღვრულ დრომდე ვერც ავადმყოფი და ვერც ახლობლები ამას ვერ ამჩნევენ. შემდეგ თანდათანობით ვლინდება მნესტიური (მეხსიერების) ფუნქციის მოშლა, ყურადღების, შრომის უნარის დაქვეითება, ინტერესთა წრის შევიწროება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ეჭვიანობა, განგაშის განცდა. თანდათანობით მეხსიერება ისე სუსტდება, რომ ავადმყოფს ავიწყდება ახლობლების, ნათესავების, საგნების სახელები. მერე და მერე იწყება მეტყველების მოშლა. ავადმყოფს უჭირს საჭირო სიტყვების პოვნა, კითხვა (კარგავს ტექსტის გაგების უნარს), წერა. კარგავს გარემოში ორიენტაციის უნარს (ვეღარ აგნებს სახლს, იკარგება), უჭირს მარტივი ყოფითი ამოცანების გადაჭრა, ჩაცმა, საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა. მოგვიანებით სტადიაში აფექტური მოშლილობანი ხშირდება: ვლინდება გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები, ავადმყოფს იპყრობს განგაშის შეგრძნება, შიში, აღმოცენდება ფსიქომოტორული აგზნება, რომელსაც აპათია ენაცვლება. შესაძლოა, განვითარდეს ჰალუცინაციები, ბოდვა (ეჭვიანობის და სხვა). ავადმყოფთა 40%-ს უვითარდება დეპრესია. დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნერვული სისტემის დაზიანების სხვა ნიშნებიც.

დიაგნოსტიკა. დიაგნოზს კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ. დასაზუსტებლად ტარდება კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრაფია და თავ-ზურგტვინის ლიქვორის ბიოქიმიური კვლევები.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ალცჰაიმერის დაავადების სამკუ-რნალოდ გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს აცეტილქოლინერგულ სისტემაზე (ამირიდინი, ტაკრინი, ექსელონი და სხვა), ასევე - ნოოტროპული საშუალებები და ვაზოდილატატორები, ნეიროტროპული (ცერებლოლიზინი) და სხვა პრეპარატები. მკურნალობის შედეგად პროცესი ფერხდება, მაგრამ არ უკუვითარდება.
ალცჰაიმერის დაავადების პროფი-ლაქტიკის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს. პროცესს ტვინის ვერავითარი ვარჯიში ვერ შეაფერხებს. პროფილაქტიკური ღონისძიებები ისეთივეა, როგორიც ათეროსკლეროზის დროს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:05 | შეტყობინება # 40
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამბლიოპია მხედველობითი ანალიზატორის ფუნქციის მოშლით გამოწვეული მხედველობის დაქვეითებაა. ის უმეტესად ბავშვობის ასაკში ვითარდება. მიზეზი შეიძლება იყოს: განსხვავება თვალის ზომებს შორის; ანიზომეტროპია (თვალების განსხვავებული შუქგარდატეხა), რომლის შედეგად ახლომხედველობის (ან შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის) ხარისხი ცალ თვალში უფრო მეტია; ბადურამდე შუქის მიუღწევლობა (მაგალითად, კატარაქტის, რქოვანას დაბინდვის, მინისებრ სხეულში უხეში ცვლილებების დროს). ახლომხედველობა (შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) შესაძლოა მხოლოდ ცალ თვალში ჩამოყალიბდეს, მეორეში კი მხედველობა ნორმალური იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რეფრაქციულ (შუქგარდატეხის) განსხვავებას მივყავართ იქამდე, რომ მარჯვენა და მარცხენა ბადურებზე მიღებულ გამოსახულებას ტვინი მთლიანობაში ვერ აღიქვამს, ანუ მხედველობა ბინოკულარული აღარ არის. ცალი თვალი ხდება წამყვანი, მეორე კი, იმის გამო, რომ მხედველობაში აღარ მონაწილეობს ანდა მონაწილეობს ნაწილობრივ, დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიხაროს გვერდზე - განვითარდეს სიელმე, რაც ამბლიოპიას ხშირად სდევს თან. ამბლიოპია მაშინ შეიძლება განვითარდეს, თუ რეფრაქციული პათოლოგიის კორექცია დიდხანს არ მოხდება, ადამიანი არ ატარებს სათვალეს, კონტაქტურ ლინზებს.

ამბლიოპიის ნიშნებია: ცუდი მხედველობა ცალ ან ორივე თვალში; კითხვის ან ტელევიზორის ყურების დროს ცალი თვალის მოხუჭვა ან თავის გვერდზე გადახრა; სიელმე.

მკურნალობა. ამბლიოპიის ბუნების კვალობაზე, მკურნალობა სხვადასხვაგვარია. რაც უფრო მცირე ასაკისაა პაციენტი, მით უფრო უკეთესია შედეგი. ამბლიოპიის მკურნალობა კონსერვატიულია. თავდაპირველად უნდა დადგინდეს და აღმოიფხვრას მისი მიზეზი, შემდეგ - ჩატარდეს სტიმულაციის რამდენიმე სეანსი, რათა თვალის ბადურა ვაიძულოთ, მთელი დატვირთვით იმუშაოს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ჯანმრთელი თვალის ახვევა, რათა ავადმყოფ თვალს მუშაობა აიძულოს. ამავე მიზნით პაციენტს ჯანმრთელ თვალში ხანგრძლივად აწვეთებენ ატროპინს. გარდა ამისა, მიმართავენ ფოტოსტიმულაციას და ა.შ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:05 | შეტყობინება # 41
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამებიაზი ნაწლავთა დაავადებაა, რომელსაც ამებათა ოჯახის ერთუჯრედიანი პარაზიტი იწვევს. მას ახასიათებს მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება, სხვადასხვა ორგანოში აბსცესის განვითარება და ხანგრძლივი მიმდინარეობა.
ინფექციის მთავარი წყაროა ცისტების გამომყოფი ადამიანი (მატარებელი). მწვავე პერიოდში ცისტები არ გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის. საშიშროება თან სდევს გამოჯანმრთელების დასაწყისს, თუ მკურნალობა ჯეროვნად არ ჩატარდა. წლების განმავლობაში მატარებელი განავალთან ერთად გამოყოფს ცისტებს, რომლებიც დიდხანს ძლებენ გარემოში. ისინი უპირატესად ადამიანის ფეკალური მასით დაბინძურებული სასმელი და სამეურნეო წყლის, დაბინძურებული მწვანილისა და ხილ-ბოსტნეულის, სურსათის, ჭუჭყიანი ხელების, საოჯახო ნივთების, ცისტის მატარებელთან კონტაქტის მეშვეობით გადაეცემა.

არსებობს ამებიაზის რამდენიმე კლინიკური ფორმა:
ნაწლავური ამებიაზი. პათოლოგიური ცვლილებები ხდება მხოლოდ მსხვილ ნაწლავში. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 1-3 კვირას, იშვიათად - 4 თვეს. ზოგჯერ ამებიაზის დადგენა შეუძლებელია, რადგან გამოვლინების გარეშე გადაიზრდება მატარებლობაში. ინკუბაციის ბოლო დღეებში თავს იჩენს უმადობა, საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, მუცლის ტკივილი. დაავადება იწყება ფაღარათით და მუცლის მოვლითი ტკივილით. ენაზე ჩნდება თეთრი ნადები. პირველ დღეებში დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 3-5-ს აღწევს, განავალი თხელია, ლორწოიანი, ტკივილი ლოკალიზებულია ბრმა ნაწლავის არეში ან დიფუზურია. მდგომარეობა თანდათან მძიმდება. დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 8-10-მდე იმატებს. ფეკალურ მასასთან ერთად გამოიყოფა ჟელესებრი ლორწოიან-სისხლიანი მასა. მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება ახალ-ახალი წყლულები, იწყება დამღლელი და შემაწუხებელი ჭინთვები. ამებიაზს, თუ გართულება არ დაერთო ან კომბინირებული ფორმა არ ჩამოყალიბდა, ტემპერატურის მატება არ ახასიათებს. 2-3 კვირაში (მსუბუქ შემთხვევაში - უფრო ადრე) ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს.
ცუდად ნამკურნალევ ავადმყოფს, თუ იგი ცისტის მატარებელი დარჩა, გარეგანი (გაციება, ცუდი კვება) და შინაგანი (ავიტამინოზი) ფაქტორების გავლენით პერიოდულად უვითარდება ამებიაზის რეციდივი, რაც წლობით გრძელდება და ხშირად სდევს თან ნაწლავური თუ ნაწლავგარე გართულებები, მაგალითად, პერიკოლიტი (ღრმა წყლულების გამო ანთებით პროცესში პერიტონიუმის ჩართვა), აპენდიციტი, ამებომა და პოლიპი, პერფორაცია (ღრმა წყლულით ნაწლავის კედლის გახვრეტა), პერიტონიტი. ეს გართულებები ამძიმებს ნაწლავთა ამებიაზის მიმდინარეობას.
ნაწლავგარე ამებიაზი. იგი ნაწლავთა ამებიაზის გართულების შედეგია. ამ დროს პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება ღვიძლში, ფილტვში, თავის ტვინში, კანსა და სხვა ორგანოებში. ამის მიხედვით, განასხვავებენ ამებურ ჰეპატიტს, ღვიძლის, ფილტვის, თავის ტვინის, თირკმლისა და კანის ამებურ აბსცესს. ყველაზე ხშირია ღვიძლის ამებური აბსცესი, რომელსაც წინ უძღვის ამებური ჰეპატიტი და მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. იწყება მაღალი (39-400ჩ) ტემპერატურით, შემცივნებითა და ოფლიანობით. ღვიძლი საგრძნობლად არის გადიდებული. მარჯვენა ფერდქვეშა არე გამობერილი და შეხებისას მტკივნეულია. ტკივილი გადაეცემა მარჯვენა მხრის სახსარში. სისხლში აღინიშნება ცვლილებები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
ნაწლავური ამებიაზი შეიძლება გართულდეს კანის ამებიაზით. ეს იშვიათი, მაგრამ არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე გართულებაა. ამ დროს ვითარდება კანის ანთება ანუსის გარშემო და მის მიმდებარე არეში და უხვი სისხლიან-ჩირქოვანი გამონადენი.
სხვა ორგანოთა (ფილტვის, ტვინის, თირკმლის და სხვა) ამებიაზი კიდევ უფრო იშვიათია, მაგრამ ძალზე საშიში, მძიმედ მიმდინარეობს და არასასურველი პროგნოზი აქვს.

არ არის გამორიცხული ამებიაზის შერწყმა სხვა დაავადებებთან (უმეტესად - დიზენტერიასთან, ბალანტიდიაზთან, წყლულოვან კოლიტთან). ნაწლავთა ამებიაზისა და ბაქტერიული დიზენტერიის ერთდროული მიმდინარეობა მძიმეა, ხანგრძლივი, ძნელად ამოსაცნობი და განსაკურნებელი. დიზენტერიასთან ამებიაზის კომბინაციას ახასიათებს უეცარი დასაწყისი, ტემპერატურის მატება, ინტოქსიკაციის ნიშნები, ფაღარათის გახშირება, განავალში ჩირქის სიჭარბე, ჭინთვების სიმპტომის ადრეული აღმოცენება, მუცლის ჩავარდნა. მდგომარეობა დიდხანს არ უმჯობესდება.
ცისტების მატარებლობისას კლინიკური სიმპტომი თავს არ იჩენს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურად. მატარებლებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ლაბორატორიული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში - სანაცია.

დიაგნოსტიკა. ამებიაზის დიაგნოზი ძირითადად ლაბორატორიულ კვლევებს (განავლის ანალიზს) ემყარება. მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია რენტგენომანოსკოპია, რომლის მეშვეობითაც ათვალიერებენ სწორ და სიგმოიდურ ნაწლავს და იღებენ გამოსაკვლევ მასალას უშუალოდ ნაწლავის კედლიდან და წყლულიდან. დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ჩივილებს.

მკურნალობა. ამებიაზის სამკურნალო მრავალი ეფექტური საშუალება დაავადების კლინიკური ფორმისა და სტადიის შესატყვისად შეირჩევა. თუ დაავადება დროულად გამოვლინდა, მაშინ მისი მკურნალობა წარმატებით დასრულდება. ზოგჯერ, გართულების შემთხვევაში, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:05 | შეტყობინება # 42
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამენორეა არის მენსტრუაციის შეწყვეტა 6 თვეზე მეტი ხნით. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ამენორეას. ჭეშმარიტ ფიზიოლოგიურ ამენორეას ადგილი აქვს სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის, ლაქტაციისა და კლიმაქსის პერიოდში. ცრუ ამენორეის დროს არსებობს ნორმალური მენსტრუალური ციკლი, მაგრამ არ ხდება მისი გარეგნული გამოვლენა, რადგან სასქესო ორგანოთა განვითარების მანკი (მაგალითად, საშოს, საშვილოსნოს ყელის, საქალწულე აპკის ნაპრალის უქონლობა) ან საშოსა და საშვილოსნოს ყელში წარმოქმნილი შეხორცებები მენსტრუალური სისხლის ორგანიზმიდან გამოსვლას შეუძლებელს ხდის.

ჭეშმარიტი პათოლოგიური ამენორეის დროს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხე-საშვილოსნოს სისტემაში, ისევე როგორც დანარჩენ ორგანიზმში, ციკლური ცვლილებები არ აღინიშნება.
განასხვავებენ ორი ტიპის ჭეშმარიტ პათოლოგიურ ამენორეას:
პირველადს - ქალს არასდროს ჰქონია მენსტრუაცია. განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით ან სქესობრივი განვითარების შეფერხებით;
მეორეულს - მენსტრუაცია იყო და შეწყდა. შესაძლოა, განვითარდეს ზოგადი ინფექციური და სომატური დაავადებების (ტუბერკულოზის, რევმატიზმის, გულის მანკის, ღვიძლის დაავადებების და სხვათა) ფონზე, ასევე - მძიმე მოწამვლის (ალკოჰოლიზმი, ვერცხლისწყლით ან ტყვიით მოწამვლა), ნერვულ-ფსიქიკური აშლილობის, ჰორმონული დარღვევების (ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების) შედეგად.

ჭეშმარიტ ამენორეას თან სდევს უშვილობა, ფსიქოემოციური სფეროს მოშლა, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება. აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა, რათა ჩატარდეს მიზანმიმართული მკურნალობა და რეაბილიტაცია.

მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, მიზეზის აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული. სრულფასოვანი კვება, მუშაობისა და დასვენების ჯანსაღი რეჟიმი, სტრესული მომენტების თავიდან აცილება, ფიზიკური ვარჯიში, ზოგადი ინფექციური და სომატური დაავადებების ეფექტური მკურნალობა, ტოქსიკური ნივთიერებებისგან ორგანიზმის გაწმენდა, ჩვეულებრივ, ჰორმონული თერაპიის გარეშეც საკმარისია მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად. თუ ამენორეის მიზეზი ჰიპოფიზის ან საკვერცხეების ჰიპოფუნქციაა, მიმართავენ ჰორმონულ თერაპიას, რომელიც ფიზიოთერაპიასთან კომბინირებულად ტარდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:06 | შეტყობინება # 43
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამილოიდოზი ცილების ცვლის დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ქსოვილებში სპეციფიკური ცილოვან-პოლისაქარიდული კომპლექსის - ამილოიდის წარმოქმნა. ამა თუ იმ ორგანოს ქსოვილებში ჩალაგებული ამილოიდი ავიწროებს ამ ორგანოს ფუნქციური მნიშვნელობის ელემენტებს და მის სიკვდილს იწვევს. განასხვავებენ ორგვარ ამილოიდოზს: სისტემურს, როდესაც ამილოიდი მრავალ ქსოვილსა და ორგანოში ლაგდება და ლოკალურს, როდესაც ზიანდება მხოლოდ ერთი ორგანო, მაგალითად, გული (გულის ამილოიდოზი), კანი (კანის ამილოიდოზი), ენა (ენის ამილოიდოზი), ბრონქები (ბრონქების ამილოიდოზი). ამილოიდოზის ეტიოლოგია და განვითარების მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია. არსებობს მხოლოდ ვარაუდი.
წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ პირველად, მეორეულ, ოჯახურ, ხანდაზმულობასთან ასოცირებულ, ლოკალურ და სხვა სახის ამილოიდოზებს. პირველადი ამილოიდოზი წინამორბედი და თანმხლები დაავადებების გარეშე მიმდინარეობს. მეორეული ამილოიდოზი ქრონიკული ჩირქოვანი პროცესის (ოსტეომიელიტის), რევმატოიდული ართრიტის, ტუბერკულოზის, მიელომური დაავადების, სხვადასხვა ორგანოში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნის, ლიმფოგრანულომატოზისა და სხვა დაავადებების გართულებაა. განსაკუთრებული ადგილი უკავია მოხუცებულთა ამილოიდოზს, რომლის დროსაც შეიმჩნევა გულის, თავის ტვინის, წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება. ოჯახურ ამილოიდოზს (ხმელთაშუა ზღვის დაავადება, პერიოდული დაავადება, სომხური დაავადება, რეიმანის დაავადება) სისტემური გამოვლინებები ახასიათებს.
ამილოიდოზის ლოკალურ ფორმათა უმრავლესობის მიზეზი დაუდგენელია. ასეთი ფორმები იდიოპათიურ ამილოიდოზად მოიხსენიება.
ამილოიდოზის კლინიკური სურათი ლოკალიზაციასა და დაზიანებული ორგანოს ფუნქციის დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. პირველადი ამილოიდოზი ზოგჯერ მხოლოდ გაკვეთისას დგინდება. მოხუცებულთა ამილოიდოზი უნდა ვიეჭვოთ, თუ მოხუცებულს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც პროგრესირებადი ათეროსკლეროზის (ამ დროს ათეროსკლეროზულ ფოლაქებში ამილოიდებია ჩალაგებული) და ჭკუასუსტობის თანხლებით მიმდინარეობს. ორგანოთა მეორეული ამილოიდოზის ამოცნობა იოლია, რადგან ამ დროს არცთუ იშვიათად ზიანდება რამდენიმე ორგანო ან სისტემა და ცნობილია ძირითადი დაავადება, რომლის გართულებაც შეიძლება იყოს ამილოიდოზი. მეორეული ამილოიდოზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება თირკმელები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, საჭმლის მომნელებელი და საშარდე სისტემების პირველადი ამილოიდოზიც.
ამილოიდოზს სპეციფიკური ლაბორატორიული ნიშნები არ გააჩნია, თუმცა შეიმჩნევა ედს-ის მნიშვნელოვანი მატება (50-70 მმ/ს) და ანემია, რამაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა ამილოიდის არსებობა გვაეჭვებინოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითადი დაავადება სისხლის ანალიზის ასეთი ცვლილების ახსნის საშუალებას არ იძლევა.

გულის ამილოიდოზი ხშირად პირველადია. ის გულის პროგრესული უკმარისობის ნიშნებით ვლინდება. პარალელურად აღინიშნება გულის გამტარობისა და რიტმის დარღვევაც. გულის პირველადი ამილოიდოზის დიაგნოზის დასმა ძნელია. მასზე ეჭვის მიტანა შეიძლება მიოკარდიტის, გულის იშემიური დაავადების, ენდოკარდიტის, მიოკარდიოდისტროფიის, კარდიომიოპათიის გამორიცხვის შემდეგ. დიაგნოზი დაისმის სტაციონარში, ეკგ-ის, ექოკარდიოგრაფიისა და ბიოფსიური მონაცემების შეჯამების საფუძველზე.

კუჭ-ნაწლავის ამილოიდოზი ვლინდება ფაღარათით, იშვიათად - შეწოვის ფუნქციის დარღვევით (მალაბსორბციის სინდრომი). შესაძლოა, განვითარდეს დისფაგია (საყლაპავის დაზიანებისას), კახექსია, ვიტამინების დეფიციტი. აუცილებელია ონკოლოგიურ დაავადებათა გამორიცხვა. მოსალოდნელია მაკროგლოსია (ენის გადიდება), ღვიძლისა და ელენთის გადიდება (ჩვეულებრივ, მათი ფუნქციის დარღვევის გარეშე). საბოლოო დიაგნოზი დაისმის სტაციონარში სწორი ნაწლავის კედლიდან ან სხვა დაზიანებული ორგანოდან აღებული ბიოფსიური მასალის ანალიზის საფუძველზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:06 | შეტყობინება # 44
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თირკმლის ამოლოიდოზი უმეტესად მეორეულია და მეტად რთული დაავადებაა. გამოყოფენ მის 3 სტადიას:
პროტეინურიას, როდესაც თირკმლის დაზიანების ერთადერთი სიმპტომია შარდში ცილის არსებობა, არა უმეტეს 3 გრამისა დღეში;
ნეფროზულ სინდრომს, რომელსაც ახასიათებს შეშუპება, ოლიგურია (შარდის ოდენობის შემცირება), მაღალი პროტეინურია (შარდში ცილა 20 გ-ზე მეტია), ჰიპოპროტეინემია, მდგომარეობის პროგრესული გაუარესება (იმატებს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ქოშინი და სხვა);
თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, რომელიც სხვა ეტიოლოგიის უკმარისობისგან თითქმის არ განსხვავდება, თუმცა ამილოიდოზის დროს უფრო იშვიათია ჰიპერტენზია (ჰიპოტენზიაც კია მოსალოდნელი), ნეფროზული სინდრომი კი უფრო მყარია.

დიაგნოზი დაისმის სტაციონარში, თირკმლის ბიოფსიის საფუძველზე (გავრცობილი ამილოიდოზის დროს აუცილებელია სწორი ნაწლავისა და ღვიძლის ბიოფსიური კვლევაც).

შარდსასქესო ორგანოების ამილოიდოზი შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ისე მეორეული. პირველადი ფორმა უფრო ხშირად ვლინდება სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლით - ერექციული დისფუნქციით ან მენსტრუალური ციკლის დარღვევით. სიმპტომები თავს იჩენს დაავადებიდან 2-5 წლის შემდეგ, 20-45 წლის ასაკში. სასქესო ჰორმონების პროდუქცია და სპერმის წარმოქმნის პროცესი არ ირღვევა. შედარებით იშვიათია შარდის ბუშტის, პროსტატის, სათესლე პარკებისა და საშვილოსნოს დაზიანება. ამ ორგანოების ამილოიდური დაზიანებისას ვითარდება სისხლდენა (სისხლი შარდში, საშვილოსნოდან სისხლდენა), ძნელდება შარდის გამოყოფა, მცირდება სპერმის წარმოქმნა. არსებობს შარდის ბუშტისა და საშვილოსნოს ლოკალური ამილოიდოზიც. იგი მიმდინარეობით ამ ორგანოების სიმსივნეს ჰგავს: ჩნდება მოცულობითი წარმონაქმნი, ვითარდება პროფუზული სისხლდენა, რომელიც ხშირად ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. შარდსასქესო ორგანოების ამილოიდოზს ადასტურებს შარდსასქესო ორგანოების (საკვერცხის, პროსტატის) ბიოპტატში ან ოპერაციის დროს ამოკვეთილ ორგანოში ამილოიდის აღმოჩენა.

კანის ამილოიდოზი შესაძლოა სისტემური ამილოიდოზის გამოვლინება იყოს. ამ შემთხვევაში ფაიფურივით ფერმკრთალ კანზე ჩნდება მოყვითალო პურპურები (უმეტესად - სახეზე) ან ბალთები (უმეტესად - კიდურებზე). კანი გასქელებულია. იშვიათად ჩნდება კვანძები და მეჭეჭისებრი წანაზარდები (კანის ნაკეცებში). შესაძლოა, განვითარდეს პეტექია (წინწკლოვანი სისხლჩაქცევები) და ეკქიმოზი (კანქვეშა სისხლჩაქცევები). კანის პირველად ამილოიდოზს ავლენს კიდურების გამშლელ ზედაპირზე მრავალი წვრილი მქავანა კვანძის წარმოქმნა. ქავილის ადგილას ხდება კანის ლიქენიზაცია (ამილოიდური ლიქენი) ან ჩნდება მომრგვალო მოვარდისფრო-მოყავისფრო ლაქები, ქავილი პერიოდულია (კანის ლაქოვანი ამილოიდოზი). იშვიათად კანზე (სახეზე, მკერდზე, გენიტალიების არეში) ჩნდება სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნი, რომლის ზემოთაც კანი გალეულია. კანის მეორეული ამილოიდოზი ვითარდება დერმატოზების ფონზე.
სახსრების ამილოიდოზი. ამილოიდური ართრიტი გამოვლინებით თითქმის არ განსხვავდება სახსრების რევმატული ართრიტისგან. ორივე შემთხვევაში სიმეტრიულად ზიანდება სახსრები. აღსანიშნავია, რომ ამილოიდური ართროპათიის მქონე ავადმყოფებს უმეტესად მიელომურ დაავადებას უდგენენ.

ენდოკრინული სისტემის ამილოიდოზი. ამილოიდით ინფილტრაცია აღინიშნება ფარისებრ ჯირკვალსა და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებში (თირკმელზედა ჯირკვალი, ჰიპოფიზი, პანკრეასი), თუმცა ამ დროს მათი დისფუნქცია იშვიათია.

ამილოიდოზის მკურნალობა ძნელია. ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ამილოიდოზის ცალკეულ ფორმათა მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი. მეორეული ამილოიდოზის დროს მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების (მაგალითად, ოსტეომიელიტის, სიმსივნის) წინააღმდეგ. ინიშნება დამზოგველი დიეტა, ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღოს 100 გრამი უმი ღვიძლი. ინიშნება მედიკამენტებიც, მაგალითად, მელფალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და კოლხიცინის კომბინაცია.
თირკმლის ამილოიდოზის შედეგად განვითარებული უკმარისობის დროს ნაჩვენებია დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, რაც პროგნოზს საგრძნობლად აუმჯობესებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 28.06.2010, 15:06 | შეტყობინება # 45
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამიოტროფია არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუნთოვანი მასის პროგრესული შემცირება და კუნთების მოდუნება (ატროფია), რაც დაზიანებული კუნთის აღმგზნები ნერვების დაავადებით არის განპირობებული. მიოტროფია ქრონიკული ნეიროპათიის სიმპტომი, შაქრიანი დიაბეტისა და მენინგოვასკულური სიფილისის ნევროლოგიური გამოვლინებაა. მამოძრავებელი ნერვების დაავადებისას მოსალოდნელია მისი შერწყმა კუნთების სპაზმთან.

ამიოტროფიის მკურნალობა და პროფილაქტიკა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას. პარალელურად ინიშნება B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, ბიოსტიმულატორები, ანტიქოლინერგული საშუალებები, ანაბოლური ჰორმონები, მასაჟი და ფიზიოთერაპია.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სამედიცინო ენციკლოპედია
ძებნა:

ჰოსტერი uCoz