ორშაბათი, 10.12.2018, 07:17
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » ___ქართული სამზარეულო___
___ქართული სამზარეულო___
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 14:38 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
biggrin :D biggrin

ყველაზე გემრიელი თემა ფორუმზეეეეეე happy ^_^

გაშალეთ ქართული ტრადიციული სუფრა რეცეპტების დამატებით biggrin

ვის რომელი ქართული კერძი გიყვართ??? biggrin


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___

შეტყობინება შეასწორა ნინ - სამშაბათი, 13.07.2010, 14:39
 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 20:56 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აბა დავიწყეეეეეეთ biggrin biggrin

ხინკალი

შემადგენლობა:

ღორის ხორცი - 1 კგ (ან ცხვრისხორცი)
ხახვი - 5 თავი
კვერცხი - 1 ცალი
მწვანილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით

მომზადება:

ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი, მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა)
ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, დავაბრტყელოთ.
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ.
თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით.
ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას. მოვაყაროთ პილპილი.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin

მიმაგრება: 5124194.jpg(47.6 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 21:00 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჩაქაფული

შემადგენლობა:

ბატკანი - 2 კგ
ხახვი - 1 თავი
ღვინო თეთრი - 500 მლ
კინძი - 4 კონა
ოხრახუში - 4 კონა
ტარხუნა - 6 კონა
წიწმატი - 2 კონა
შავი წიწაკა - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
ტყემალი - 1 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
მწვანე ხახვი - 4 კონა

მომზადება:

ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.
მწვანილი კარგად გავრეცხოთ, გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin biggrin

მიმაგრება: 4342764.jpg(143.6 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 21:11 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აჩმა

შემადგენლობა:

კვერცხი - 5 ცალი
მაწონი - 300 მლ
მარილი - მწიკვი
ფქვილი - 1 კგ (დაახლოებით)
ყველი - 1.5 კგ
კარაქი - 450 გრ ( ფენების წასასმელად)

მომზადება:

ჯერ მოვზილოთ ცომი. ავთქვიფოთ 5 კვერცხი. დავამატოთ მაწონი, მარილი, ფქვილი და კარგად ავზილოთ. ცომი უნდა იყოს წელვადი. ცომი გავყოთ 7-9 ნაწილად, 2 ნაწილი უნდა იყოს დანარჩენზე დიდი. ეს არის პირველი და ბოლო ფენა.
დანარჩენი ნაწილები შიდა ფენებია. დიდი ნაწილები არ იხარშება. ყველი გავხეხოთ და დავამატოთ მარილი.
კარაქი გავადნოთ და გავაჩეროთ გამდნარი. დიდ ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი.
აჩმის პირველი ფენა, რომელიც დიდია, გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ ფორმაზე ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1- 2 სანტიმეტრით. ცომს კარგად წავუსვათ კარაქი.
აჩმის მეორე ფენა გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ფრთხილად ჩავდოთ ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, ისე რომ არ მიიკროს. ვხარშოთ 10-15 წამი.
ფრთხილად ამოვიღოთ ცომი დრუშლაკში. ცომი გავავლოთ კრანის წყალში, დავაცადოთ სანამ გაიწურება და დავადოთ პირველ ფენას , რომელიც დევს ფორმაზე და კარგად წავუსვათ კარაქი.
ამის შემდეგ კარაქით წასმულ ფენაზე დავადოთ ყველის ნაწილი. ყველა ფენა გავიმეოროთ ისე როგორ მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა. თუ ცომი ცოტათი გაიხევა არაუშავს, მთავარია არ გაიხეს პირველი და ბოლო ფენა. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვდებთ.
ბოლო ფენა ისე მოვამზადოთ როგორ პირველი- გავაბრტყელოთ. ამ ფენით დავაფაროთ აჩმა და ბოლოები ამოვუდოთ პირველ ფენას, რომ ყველი არ გადმოვიდეს. ხელებით ფრთხილად დავტკეპნოთ აჩმა, წავუსვათ კარაქი და შევინახოთ მაცივარში.
მეორე დღეს გამოცხობის წინ, აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში. აჩმა უნდა შეწითლდეს.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin biggrin

მიმაგრება: 1936031.jpeg(22.2 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 21:18 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საცივი

შემადგენლობა:

ინდაური - 1 ცალი (დედალი ინდაური )
ნიგოზი - 1 კგ
ხახვი - 0.5 კგ
წიწაკა - გემოვნებით
სუნელები - გემოვნებით
ნიორი - გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ დედალი ინდაური. შემდეგ შევწვათ და დავჭრათ. ნახარში გავაციოთ და გავატაროთ 1კგ. თეთრი ნიგოზი. ცალკე ჯამში მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი, სუნელები, აუცილებლად ყვითელი ყვავილი, წიწაკა, დაფნა და ინდაურის ნახარშის მოხდილ ცხიმში მოვადუღოთ. შემდეგ ავიღოთ საცერი და დავყაროთ ზედ ნიგოზი, დავასხათ თბილი ინდაურის ნახარში და ასე ვხეხოთ სანამ ნიგოზი არ გათავდება. საცერის ზევიდან დარჩენილი მასა გადავყაროთ. ასევე გავხეხოთ ჯამში მოდუღებული მასა და შეურიოთ. სისქე თავად შეარჩიეთ. შემდეგ შევდგათ გაზზე და მხოლოდ წამოვადუღოთ. მარილი და წიწაკა შეურიოთ. ეს მასა დავასხათ დაჭრილ ინდაურს. გაცივდება და მზად არის.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin biggrin

მიმაგრება: 1036530.jpg(27.2 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 21:24 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ელარჯი

შემადგენლობა:

სიმინდი - 1 ჭიქა (მსხვილად დაფქვილი)
სიმინდის ფქვილი - 4 ს/კ
სულგუნი - 600-700 გრ
წყალი - 4 ჭიქა

მომზადება:

თუნუქის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მსხვილად დაფქვილი სიმინდი და როგორც კი ადუღდება დაუკლოთ ცეცხლს. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ დავამატოთ სიმინდის ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ავურიოთ, რომ არ მიიწვას.
გავაგრძელოთ ხარშვა და ვურიოთ სანამ კარგად არ გასქელდება, უმი ფქვილის გემო არ უნდა იგღძნობოდეს.
შემდეგ დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ, რომ განაწილდეს. ელარჯი ვხარშოთ სანამ ყველი კარგად არ გადნება.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin biggrin

მიმაგრება: 5986681.jpeg(36.5 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 15.07.2010, 11:49 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აუ ჩემი მომშივდა crazy

http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ხუთშაბათი, 15.07.2010, 23:57 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აჭარული ხაჭაპური

შემადგენლობა:

ფქვილი - 100 გრამი
რძე - 50 გრამი (შეიძლება წყალი)
საფუარი - 2 გრამი
ყველი - 35 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 20 გრამი
ხაჭო - 40 გრამი

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის ჭიქა რძე ან წყალი, გავათბოთ , გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ყველი, დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი, (შეიძლება ხაჭოც). როცა ცომი კარგად ამოვა, მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის შიგთავსი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის შიგთავსს და დავდოთ თუნუქის ფურცელზე. ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში.
როდესაც შეწითლდება, შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი. კერძი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin biggrin

მიმაგრება: 0459076.jpg(78.8 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: პარასკევი, 16.07.2010, 00:05 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლობიანი

შემადგენლობა:

რძე - 0.5 ლ
წყალი - 0.5 ლ
საფუარი - 15 გრ
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
ზეთი - 3 ს/კ
ფქვილი - 2 კგ
ლობიო - 1 კგ
შავი წიწაკა - გემოვნებით
ქონდარი - 2 ჩ/კ

მომზადება:

ცომის მომზადება:

საერთოდ ლობიანის ცომს აკეთებენ წყალზე, მაგრამ მე დაგიწერთ რეცეპტს რძის დამატებით. გამოდის უფრო გემრიელი.
შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი და თბილი რძე 1:1 (უნდა გამოვიდეს 1 ლიტრი) დავამატოთ 1 ჩ/კ საფუარი,შაქარი და მარილი, კარგად ავურიოთ.
დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით, რომ ამოვიდეს. საკმაოდ ჩქარა ამოდის. როცა ცომი ამოვა დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, ჩავასხათ 2 ს/კ ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური. კიდევ ერთხელ დავტოვოთ ცომი, რომ ამოვიდეს.
სანამ ცომი ამოდის მოვამზადოთ გულსართი.
მოვხარშოთ ლობიო. როცა მოიხარშება ჩავყაროთ საცერში და გავავლოთ ცივი წყლის ქვეშ.
მოხარშული ლობიო გავატაროთ ხორცის მანქანაში, ან დავჭყლიტოთ. დავამატოთ მარილი, ქონდარი წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღორის ქონი ან ბეკონი და შევბრაწოთ.
გამდნარი ქონი ჩავასხათ ლობიოში და კარგად ავურიოთ.
ცომი ამოვიღოთ და გავყოთ 12 ნაწილად. დავამრგვალოდ და დავტოვოთ ცოტა ხნით რომ ამოვიდეს. ამის შემდეგ გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და შევკრათ როგორც ხინკალი. ლობიანის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს. შევწვათ ლობიანი ორივე მხრიდან გაცხელებულ ტაფაზე, სასურველია არანაირი ცხიმი არ ვიხმაროთ. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი.

როცა შეიბრაწება ამოვიღოთ თეფშზე და ცავუსვათ კარაქი.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin biggrin

მიმაგრება: 4340477.jpg(29.3 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: შაბათი, 31.07.2010, 23:00 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კუბდარი

შემადგენლობა:

ცომი - 1-2 გუნდა,
ღორის ხორცი- 500გრ.
საქონლის ხორცი - 500გრ.
ხახვი - 1 თავი,
ნიორი - 4-5 კბილი,
წითელი წიწაკა,
ძირა,
უცხო სუნელი,
ქინძი,
კამა,
მარილი.

მომზადება:

მოამზადეთ 1-2 გუნდა ცომი. ნახევარი კგ ღორის ხორცი და ამდენივე საქონლის ხორცი წვრილ კუბიკებად დაჭერით (ხორცს ასევე კეპავენ-ბეგვავენ). დაჭერით 1 თავი ხახვი, დაჭყლიტეთ 4-5 მოზრდილი კბილი ნიორი (უხდება!), წითელი წიწაკა, ძირა, უცხოსუნელი, ქინძი, კამა, მარილი და კაარგად შეურიეთ ერთმანეთში (ზოგჯერ ბროწეულსაც ამატებენ). კუბდარი წვნიანი რომ იყოს აუცილებელია ცხიმიანი ნაჭრებიც.

ეს შიგთავსი ცომში ისე მოათავსეთ, როგორც ხაჭაპური. გააბრტყელეთ და ორივე მხრიდან ჯერ გამოაცხვეთ უცხიმო ტაფაზე, და მერე 5-6 წუთი ჰაერღუმელში. ეცადეთ რომ ცომი არ "გაიხეს" და ცხიმი/წვენი არ გადმოვიდეს. ხორცი კარგად შეკრულ ცომში იხარშება წუთებში.

გემრიელად მიირთვით!!! biggrin biggrin

მიმაგრება: 5409406.jpg(81.3 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: ხუთშაბათი, 12.08.2010, 17:22 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მჭადი

შემადგენლობა:

სიმინდის ფქვილი - 3 ჭიქა;
წყალი - 350 მლ.

მომზადება:

გაცრილ სამ ჭიქა სიმინდის ფქვილს დაასხით ჭიქანახევარი თბილი წყალი და მოზილეთ. ცხელ ტაფაზე დადგით ცომი და სველი ხელებით გააბრტყელეთ სასურველი ფორმისა და სისქის მიღებამდე. ტაფას დაახურეთ თავსახური, ერთ მხარეს რომ გამოცხვება გადააბრუნეთ და თავსახურს ნუ დაახურავთ.

(შეგიძლიათ მჭადები დააცხოთ ზეთითაც >> ანუ ტაფაში ვამატებთ ზეთს და ისე ვაცხობთ... ჩემი აზრით ესე უფრო გემრიელია... biggrin biggrin )

გემრიელად მიირთვით!!! biggrin

მიმაგრება: 5746387.jpeg(38.9 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 13:37 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შქმერული

შემადგენლობა:

წიწილი - 1ცალი;
რძე - 100გრ.;
ნიორი გატარებული - 50 გრ.;
ზეთი - 20 გრ.
მარილი - 20 გრ.
ცხიმი - 50 გრ.
წყალი - 80 გრ.

მომზადება:

გასუფთავებული წიწილი მოვათავსოთ თუნუქის ტაფაზე (შეგიძლიათ თუნუქის ფირფიტა გამოიყენოთ, შედარებით ღრმა რომ იყოს) happy ... მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან, მოვასხათ და წავუსვათ მცერარეული ზეთი ორივე მხრიდან, შემდეგ შევდოთ ღუმელში და შევწვათ (დაახლოებით 220 გრადუსზე).
შემწავრი წიწილი დავჭრათ და მოვათავსოთ ცხელ კეცზე, ტაფაზე დავასხათ წყალი, დავამატოთ რძე, დავამატოთ გატარებული ნიორი, დაუმატოთ თუნუქის ტაფაზე დარჩენილი წიწილის ცხიმი (დაახლოებით 50 გრ.), კოვზით კარგად ავურიოთ, მიღებული ცხელი მასა წამოდუღებისთანავე დავასხათ კეცზე მოთავსებულ წიწილს. კერძი მიირთმევა ცხლად, მომზადებისთანავე biggrin

გემრიელად მიირთვით!!! biggrin

მიმაგრება: 0605421.jpg(71.7 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: შაბათი, 14.08.2010, 14:12 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მწვადი

მასალა მომზადებისთვის:

ღორის ხორცი - 1 კგ.
ხახვი - 200 გრ. (2 თავი)
მარილი - გემოვნებით.

(ეს მასალა გათვლილია 3 შამფურზე) biggrin

მომზადება:

ხორცი დავჭრათ 60 გრ. მოგრძო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და აურიოთ, ხორცის ნაჭრები სიგრძით წამოვაცვათ შამფურზე, დავჭრათ წინასწარ 1 თავი ხახვი მრგვლად (ან ალყა-ალყა), შამფურები დავდოთ მაყალზე (ნაკვერჩხალზე), შევწავთ ოთხივე მხრიდან (დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში), ცეცხლზე შამფური ხშირად ვატრიალოთ, რომ ხორციდან გამოსული სითხე ჩაბრუნდეს ისევ ხორცში, ეს ხელს უშლის ხორცის გამოშრობას და მწვადი გამოდის რბილი და ცვრიანი.
სუფრაზე შეიძლება მივიტანოთ ორგვარად: გამოვიღოთ თეფშზე და მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები, ან შამფურები დავაწყოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი. happy

გემრიელად მიირთვით!!! biggrin

მიმაგრება: 8561114.jpg(76.7 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: პარასკევი, 20.08.2010, 00:48 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჩახოხბილი

შემადგენლობა:

ქათამი - 1 ცალი (დაახლოებით 1კგ.)
თავი ხახვი - 400 გრ.
პომიდორი - 400 გრ.
მწვანილი (ქინძი, ოხრახუში) - 400 გრ.
ზეთი - 50 გრ.
ბულგარული წიწაკა - 30 გრ.
გატარებული ნიორი - 30 გრ.
მარილი, წიწაკა - გემოვნებით;
წყალი - 200 გრ.
ტომატი - 50 გრ.

მომზადება:

დავჭრათ გასუფთავებული ქათამი ნაჭრებად, მოვათავსოთ ქვაბში, დაუმატოთ ტომატი.
დავჭრათ თავი ხახვი, პომიდორი, ქინძი და ოხრახუში, ბულგარული წიწაკა და ეს ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში. შემდეგ ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ნიორწყალი, 200 გრ. წყალი. მარილი მოვაყაროთ გემოვნებით. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ ქათმის ხორცის მოხარშვამდე. მაგიდასთან მიირთმევა ცხლად happy

გემრიელად მიირთვით!!! biggrin

დამატებულია (20.08.2010, 00:48)
---------------------------------------------
                

dry

მიმაგრება: 7480462.jpg(38.9 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » ___ქართული სამზარეულო___
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz