პირველი სალათით მე გავხსნი თემას იმედია მოგეწონებათ...
ბოსტნეულის სალათა მაწვნით
500 გრ. მოხარშული, დაჭრილი კარტოფილი, 3-4 მოხარშული დაჭრილი კვერცხი, 200 გრ. ბოლოკი, 100 გრ. კამა, 100 გრ. ქინძი, 1 ცალი კიტრი ( შეგიძლიათ 2 ცალიც უყოთ, თუ არაა დიდი ზომის....... ზამთარში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კიტრის მწნილით.. ), 100 გრ. დაკეპილი ოხრახუში მოვათავსოთ თასში, დავასხათ ზედ 1 ქილა მაწონი და ავურიოთ. მარილი გემოვნებით.
გასინჯეთ და არ ინანებთ
დამატებულია (14.08.2010, 17:34)
---------------------------------------------
SEAMAN,
მერე დადე რეცეპტი და გავსინჯოთ
დამატებულია (14.08.2010, 17:43)
---------------------------------------------
ქამა სოკოს სალათა
250 გრ. ქამა სოკო დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10-15 წუთი, მერე გადმოვყაროთ ცხრილზე. როცა დაიწურება და გაცივდება, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, დავუმატოთ 2 გათლილი, წვრილად დაჭრილი ვაშლი, 2 ცალი წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 15 ლებანი წვრილად დაჭრილი ნიგოზი და 3/4 ჭიქა მაიონეზი. მარილი და შავი პილპილი ვუყოთ გემოვნებით.
ამმმმმმმ.... გემრიელია