პარასკევი, 15.12.2017, 22:32
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სასარგებლო რჩევები
სასარგებლო რჩევები
ნინთარიღი: შაბათი, 21.08.2010, 16:18 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სახის ფერის გასაუმჯობესებლად

1) აიღეთ ხორბლის მარცვლები, გააღვივეთ, 4 სადილის კოვზს დაასხით 200 გრამი მზესუმზირას ზეთი. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და 30 დღე ასე გააჩერეთ. ეს ხანი რომ გავა, სითხე გადაასხით, მიღებული ფაფისებრი მასით კი სისტემატურად გაიწმინდეთ სახე.
2) აიღეთ 2 სადილის კოვზი ატმის წვენი და ამდენივე შვრიის ფქვილი, დაუმატეთ 3-4 წვეთი ყურძნის ზეთი, აურიეთ, წაისვით სახეზე და 15-20 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გახსოვდეთ: კანი, მით უფრო - სახისა, ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა სარკეა, ამიტომ თუ მას არაჯანსაღი ფერი აქვს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, ეძებეთ მიზეზი. რაც მთავარია, მოუარეთ სახის კანს, იკვებეთ სწორად და რაციონალურად, იკეთეთ გამაჯანსაღებელი და მკვებავი ნიღბები. მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

დამატებულია (21.08.2010, 15:32)
---------------------------------------------
დამატენიანებელი კრემ-ნიღაბი აქერცლილი კანისთვის

2 სუფრის კოვზ მანგოს დაჭყლეტილ რბილობს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაიდეთ სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს სახე ტონიკით გაიწმინდეთ.

დამატებულია (21.08.2010, 16:18)
---------------------------------------------
ხელების კანს ელასტიურობას და ხავერდოვნებას მატებს ასეთი აბაზანები:

1. 2 ლიტრ თბილ წყალს + 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი ან 1 ჩაის კოვზ ნიშადურის სპირტს + 1 სადილის კოვზი გლიცერინი. პროცედურა გრძელდება 15-30 წუთს. სასურველია, ჩაიტაროთ 10-15-დღიანი კურსი.

2. 1 ლიტრ ცხელ წყალს + 2 სადილის კოვზი გვირილის, ჭინჭრის, მრავალძარღვას, სალბის ნარევი. პროცედურა გრძელდება 20-30 წუთს.


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___

შეტყობინება შეასწორა ნინ - შაბათი, 21.08.2010, 16:19
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ მედიცინა, კულინარია და დიეტა ☜♡☞ » სასარგებლო რჩევები
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz