The Game
რეალური სახელი: Jayceon Taylor
დაბადების თარიღი: 29 ნოემბერი 1979 წელი
დაბადების ადგილი: ლოს - ანჟელესი, კალიფორნია
ცნობილი რეპერი,დაიბადა 1979 წლის წვიმიან დილას, Jayceon Taylor, შემდეგში The Game - ეგ ფსევდონიმი პირველად ბებიამ შეარქვა. საქმე იმაშია რომ დაუჯერებელი ბავშვი ყოფილა მთელ დროს კალათბურთზე და ველოსიპედზე ხარჯავდა.
მე-3 კლასიდან 9-ე კლასამდე პერიოდი ცხოვრობდა ბავშვთა სახლში, რადგან მისი და გააუპატიურა საკუთარმა მამამ რაც გახდა ოჯახის არევის მიზეზი. ამის შესახებ The Game -ს უთქვამს: ”თქვენ ჩემს ბავშვობას ცუდად აღიქვამთ? ასეთი ბავშვობა ქონდა ყველას”.
დრო ყველაფრის მკურნალია, რეპერი როგორც იქნა დაბრუნდა სახლში და ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას აპირებდა როცა მოუკვდა უფროსი ძმა, დარჩა კიდევ ერთი ძმა ზედმეტსახელად - Big Fase 100. ამ უკანასკნელმა თითქოსდა რომ დაეცვა რეპერი ძმა,წაიყვანა თავის დაჯგუფებაში ”Cedar Block Piru Bloods”.
ამის შემდგომ ძმებმა გამდიდრების მიზნით ხელი მიყვეს ნარკოტიკების გასაღებას, რის შედეგადაც სულ ცოტაოდენ ხანში უკვე ჰქონდათ მდიდრული სახლი და მდიდრული მანქანები,რომლებიც არაერთხელ გაძარცვეს, თვით ძმები კი დაჭრეს.
საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს The Game უქმად არ ხარჯავდა,აქედან დაიწყო მისი შემოქმედებაც. გადიოდა დრო,გარდაეცვალა ბებია,შეეძინა შვილი.
2002 წელს რეპერმა ხელი მოაწერა კონტრაქტს და დაიწყო პირველ ალბომზე მუშაობა, თითქმის 3 წელი დახარჯა და 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი დისკი სახელწოდებით ”Documentary”, რომელმაც მას მოუტანა დიდი პოპულარობა
დამეთანხმება ყველა რეპერი, რომ The Game ერთ-ერთი უძლიერესია ჰიპ-ჰოპში და ის კიდევ ბევრს გააკეთებს