შაბათი, 21.10.2017, 16:56
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ლიტერატურული ჟანრები
ლიტერატურული ჟანრები
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:37 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლიტერატურული ჟანრი – ლიტერატურული ნაწარმოების კატეგორია. ყველაზე გავრცელებული ჟანრებია ეპოსი, ტრაგედია, კომედია რომანი (პროზა), მოთხრობა, ესსე, სატირა, ალეგორია, სათავგადასავლო, ისტორიული რომანი. ჟანრები ასევე იყოფა ქვე–ჟანრებად smile
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:38 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეპოსი

ეპოსი (ბერძნ. epos — სიტყვა, თხრობა) — სინამდვილის ასახვა თხრობითი გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს. ადამიანისა და მისი ცხოვრების ასახვის ტიპის ეპოსი იყო პროზაულ და პოეტურ ფორმებად: დიდი, საშუალო და მცირე. დასავლეთის კულტურაშე ეპოსის უძველესი და უთვალსაჩინოესი ნიმუშებია ილიადა, ოდისეა და ნიბელუნგენიადა, ხოლო აღმოსავლეთში — მაჰაბჰარატა, რამაიანა და შაჰნამე.

ეპოსის ჟანრებია: ეპოპეა, სიმღერა (ხალხური ეპოსი), მოთხრობა, რომანი, პოემა, ბალადა, ნოველა, იგავ-არაკი, ეტიუდი, ესე.

მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრები: მემუარი, დღიური, ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, მოგზაურობა, ნარკვევი, საგმირო ეპოსი.

ზეპირი ეპოსი და მსოფლიო ხალხთა ეპოსი
პირველი ეპიკური ნაწარმოებები დაკავშირებულია წერა-კითხვამდელ საზოგადოებებთან და ზეპირ პოეტურ ტრადიციებთან. ამ ტრადიციებში პოეზია გადაეცემა მსმენელებსა და ერთი შემსრულებლიდან მეორეს წმინდა ზეპირი ფორმით. მსოფლიო ხალხურ ეპოსს განეკუთვნება ნაწარმოებები, რომელიც ლიტერატურულ შედევრებს არ წარმოადგენენ, თუმცა მსოფლიო ხალხთა კულტურის შემადგენელი ნაწილია. ისინი თავდაპირველად ზეპირ ლიტერატურას წარმოადგენდნენ, ხოლო მოგვიანებით კი ჩაწერილ იქნა ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ.

ეპოსი მწიგნობარ საზოგადოებებში
მწიგნობარ საზოგადოებაში ხშირად იყენებდნენ ეპოსის ფორმატს და ადრეული დღემდე მოღწეული ევროპული მაგალითია ვირგილიუსის „აენიდა“, რომელშიც ჰომეროსის თხრობის სტილია განმეორებული. აღმოსავლეთში დაწერილი ეპოსის კარგი მაგალითია ფირდოუსის „შაჰნამე“, სპარსეთში.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:39 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ტრაგედია

ტრაგედია (ბერძნ. tragodia < tragos - თხა და ode - სიმღერა; რელიგიური სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ დღესასსწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) დრამატული ჟანრი, გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით. კომედიის საპირისპირო. ტრაგედიაში ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია, ამაღლებული ტრაგიკული ხასიათები, შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის კატასტროფული მარცხი.

ტრაგედია აღმოცენდა ანტიკურ საბერძნეთში სარიტუალო სახიობიდან, რომელიც დაკავშირებული იყო მწუხარე ამბებსა და განცდებთან. გუნდი მღეროდა დითირამბებს და ინსცენირებული იყო დიონისეს სიკვდილი და გლოვა-დატირება. ანტიკურ ტრაგედიას ემჩნევა რელიგიურ-სატირული თქმულების ნიშანი: ის ეძღვნებოდა მითებს ღმერთებისა და გმირების საბედისწერო შერკინების შესახებ და ამავე დროს იწვევდა ერთიან განცდას, ელდას, ძლიერ ფიზიოლოგიურ სეგრძნებებსაც კი.

არისტოტელე მიუთითებდა, რომ ტრაგედია მაყურებელში იწვევდა უძლიერეს სინაგან კონფლიქტს, აფექტებს, რომლებისგანაც თავისუფლდებოდნენ კათარზისის გზით.

ტრაგედიაში მითოლოგიური პათოსი გვიან ანტიკურ ხანაში იკარგება ადამიანის ინდივიდუალურ ჩამოყალიბებას, ბიროვნებასა და საზოგადოებას შორის კონფლიქტების გაჩენის შედეგად. შუა საუკუნეებში ტრაგიკული შემოიფარგლა ადამიანის ცოდვებისა და რელიგიური ასკეზისის აუცილებლობით. რენესანსის ეპოქაში ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად აღორძინებულია ტრაგედიაც და იგი ისევ აიგება მიბაძვის, ტრაგიკულისა და კათარზისის პრინციპების საფუძველზე.

ტრაგედია მწვერვალს აღწევს უილიამ შექსპირის შემოქმედებაში.

კლასიციზმის ესთეტიკამ გამოყო დრამატული ხელოვნების ჟანრების - ტრაგედიისა და კომედიის ზუსტი საზღვრები და დააწესა ე.წ. სამი ერთიანობის კანონი. განმანათლებლობის ეპოქაში ტრაგედიის დანიშნულებად თვლიან განწმენდას თანაგრძნობისა და შიშის მეშვეობით.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ტრაგედიის ახალი დიალექტიკური გაგება-განმტკიცება მოცემულია გერმანულ ესთეტიკაში. ტრაგედია და ტრაგიკული პრობლემები საფუძვლიანად დაამუშავა ჰეგელმა, რომლის ერთ-ერთ უდიდეს მიგნებად ტრაგიკულის სუბსტანციურ სფეროსთან დაკავშირება ითვლება. შოპენჰაუერმა პესიმიზმის პოზიციებიდან ტრაგედია მიიჩნია, როგორც ბრმა და უაზრო ბედისწერის თამაში, რომელიც სიცოცხლის სურვილსაც კი სპობს.

რომანტიზმის ეპოქიდან მოყოლებული ტრაგედიის სუბსტანციურ შინაარსად წარმოჩენილია ინდივიდის სულიერი სამყარო.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:40 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კომედია

კომედია (ბერძ. komedia < komos - მხიარული ბრბო და ode - სიმღერა), დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.

კომედიის ჟანრული თავისებურებაა მძლავრი სოციალური ჯღერადობა, სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციურობა. იუმორისა და სატირის საშუალებით კომედიაში მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებანიდა სიმახინჯე (ოღონდ ისეთი, რომელსაც თან არ ახლავს ტანჯვა და უბედურება). მანკიერება აქ სიცილის დონეზეა. სიცილი კომედიაში გამარჯვებული გმირის როლში გამოდის, რომელიც ათავისუფლებს მკითხველს წარმოდგენილი მანკიერებისაგან და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.

განასხვავებენ კომედიის ორ სახეს: სიტუაციებისა და ხასიათების კომედიას. სიტუაციების კომედიაში კომიკურია შექმნილი მდგომარეობა, სასაცილოდ დაძაბულია ინტრიგა. ხასიათების კომედაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები, მათი უცვლელი ცალმხრივობა, ხასიათი ერთი რომელიმე თვსების ჰიპერტროფია. ხასიათების კომედია კომედიის უფრო მაღალი ფორმაა, რადგან აქ ყოველთვის დიდ ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიას და მოითხოვს უფრო განათლებულ მაყურებელსა და მკითხველს.

განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე კომედიის ჟანრული მოდიფიკაცია წარიმართა ორი გზით: უხეში იუმორიდან და უწმაწური ხუმრობიდან ნატიფი ფსიქოლოგიური იუმორისა და ინტელექტუალური ირონიისაკენ; წმინდა სახის კომიზმიდან კომიკურისა და დრამატულის აღრევისაკენ, ცრემლნარევი სიცილისაკენ.

კომედია, როგორც დრამატული ჟანრი ლიტერატურად გაფორმდა ძველ საბერძნეთში. მისი წარმოშობის სათავეები დაკავშირებულია ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად გამართულ დღესასწაულთან, კერძოდ კი დრესასწაულის იმ ნაწილთან, როდესაც წარმოდგენილი იყო დიონისეს აღდგომა და მას მოჰყვებოდა მხიარული სიმღერები, ცეკვები, კარნავალური სვლა, სრულდებოდა მცირე ჟანრის კომიკური სცენები და სასაცილო უწმაწურობაც ახლდა თან.

შუა საუკუნეების დასასრულს ევროპულ ლიტერატურაში ჩნდება კომიკური პიესები, რომლებსაც ფარსი ეწოდა. რენესანსის ეპოქის კომედია უფრო რომანტიკული დრამის ხასიათს ატარებს. კლასიციზმის ეპოქისთვის დამახასიათებელია ე.წ. "სერიოზული", "მაღალი" კომედია (მოლიერი).

XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის კომედია ისევ ხასიათდება სოციალურობით, მაგრამ კომედიის კოლიზია უკვე მთლიანად არ არის გამსჭვალული კომიზმით, კომიკური ზოგჯერ ძნელად ამოსაკითხია. ამავე ხანებში ჩნდება ტრაგიკომედია, სადაც სხვადასხა მანკიერებითა და ნაკლით გამოწვეულ სიცილს მოყვება მწარე ცრემლიც, რომელსაც იწვევს ადამიანისა და მისი ცხოვრების მოუწყობლობის შეგნების განცდა.

საქართველოში კომედია ჩნდება XIX საუკუნის შუა ხანებში. მისი ფუძემდებელია გ. ერისთავი.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:41 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომანი (პროზა)

რომანი (პროზა) (იტალ. novella, ესპ.novela, ფრანგ. nouvelle ნიშნავს „ახალს“, „ახალ ამბებს“ ან „მოკლე მოთხრობას რაიმე ახლის შესახებ“) — დღეს ამ ტერმინით მოიხსენიებენ გამონაგონის, პროზაულ ნარატივს. ასეთი ტიპის თხზულებაში მოთხრობილია მთავარი გმირის ცხოვრების და მისი პიროვნების განვითარების შესახებ მისი ცხოვრების კრიზისულ პერიოდში. თხრობის ვარიანტები, ძირითადად, შეიძლება შემდეგი სახის იყოს:
- პერსონაჟის დაბადებიდან სიკვდილამდე (პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“)
- პერსონაჟის დაბადებიდან ცხოვრების კრიზისული პერიოდის დაძლევამდე (ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდის ცხოვრება“)
- პერსონაჟის ცხოვრების კრიზისული მდგომარეობიდან ამ კრიზისის დასრულებამდე (ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“)

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:41 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოთხრობა

მოთხრობა -- საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოები; ხასიათდება თემატური მრავალფეროვნებით (ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სოციალური, სათავგადასავლო, დიდაქტიკური). შუალედური ადგილი უჭირავს ნოველასა და რომანს შორის; გამოიკვეთა XIX საუკუნეში. ფართოდ გავრცელებული ლიტერატურული ფორმაა რუსეთში (გოგოლი, ტურგენევი, ტოლსტოი, ჩეხოვი, კუპრინი. ქართულ ლიტერატუტაში: ილია, ვაჟა, ყაზბეგი, კლდიაშვილი, ნინოშვილი, ჯავახიშვილი და სხვა.)

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:42 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ესე

ესე (ფრანგ. essai, ინგ. essay - ცდა, ნარკვევი < ლათ.exigo - ვწონი, არასწორი ფორმები: "ესსე", "ესეი"), ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი; არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე: ბელეტრისტული, ფილოსოფიური, ისტორიული, სამეცნიერო და სხვ.

ჟანრული თავისებურებაა კომპოზიციური თავისუფლება, მკვეთრად გამოხატული ავტორისეული ინდივიდუალობა, სუბიექტივიზმი, საუბრის ფორმა, ზოგჯერ პოლემიკური ხასიათის თხრობა.

ესეს წარმოჩენა უკავშირდება მონტენს (ცდები), თუმცა მისი დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ ანტიკურ ავტორთა შემოქმედებაში შეინიშნებოდა.

XVIII საუკუნიდან ესე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ ეგზისტენციალისტებში.

რუსულ ლიტერატურაში ესეს მიმართავდნენ ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა, კ. პაუსტოვსკი და სხვ.

საქართველოში ესეს ფორმის ნაწარმოებები აქვთ ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, გ. ლეონიძეს, კ. გამსახურდიას და სხვ.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:42 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სატირა

სატირა, სინამდვილის მხატვრული ასახვის ისეთი ფორმა, როდესაც გამანადგურებელი სიცილით ამხილებენ ასახულის უარყოფით, მანკიერ ბუნებას. კომიკურის სახე. იუმორისაგან (რომელიც კეთილგანწყობილია ასახულის მიმართ და ცდილობს სიცილით "განკურნოს" იგი, გამოასწოროს მისი ნაკლი) განსხვავებით სატირა სიცილით ამხილებს, ბოლომდე "აშიშვლებს" თავის ობიექტს, ააშკარავებს შეუთავსებლობას გარეგან და შინაგან მხარეებს შორის, ფორმასა და შინაარსს შორის. ამით განსხვავდება სატირა პირდაპირი კრიტიკისგან, ინვექტივისაგან.

სატირისთვის დამახასიათებელია პუბლიცისტურობა, ავტორისეული ტენდენციურობა და გადაულახავი ზღვარი ავტორისეულ იდეურ სამყაროსა და მხილების ობიექტს შორის, ხოლო მისი ესთეტიკური ამოცანაა გამოიწვიოს და გამოაცოცხლოს გახსენება მშვენიერისა, რასაც შეურაცხყოფს მხილების ობიექტი თავისი მანკიერი არსით. სატირის აქტუალობა დამოკიდებულია ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ ფაქტორებზე. რამდენადაც უფრო ზოგადსაკაცობრიოა იდეალი, რომლის საშუალებით სატირიკოსი წარმოაჩენს თავის ანტიიდეალს და რამდენადაც უფრო ესთეტიკურად გამართულია მისი უარყოფითი სიცილი, მით უფრო ხანგრძლივდება სატირის ცხოველმყოფელი მნიშვნელობა.

სატირა აღმოცენდა ძველ რომაულ ლირიკაში. შემდეგ დაკარგა ჟანრულობა, თუმცა განსაზღვრავს სხვადასხვა ჟანრის არსს: იგავ-არაკის, ეპიგრამის, პამფლეტის, ფელეტონის. სატირის პრინციპზე აგებული რომანი გადაიქცევა სატირულ რომანად, დრამა კი - კომედიად. სატირისთვის დამახასიათებელი იერსახე იქმნება ჰიპერბოლიზაციით, გაზვიადებით, გროტესკით, სარკაზმით.

სატირა ჩაისახა და განვითარდა ძველ ნეთი|საბერძნეთში]]. სატირული ხასიათის ნაწარმოებებით ცნობილი არიან ძველი ბერძენი პოეტები: არქილოქე პაროსელი, ჰიპონაქტე ეფესელი, კომედიოგრაფი არისტოფანე, პროზაიკოსი ლუკიანე სამოსატელი. სატირამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძველ რომაულ პოეზიაში. მისი წარმომადგენლები არიან: ჰორაციუსი, იუვენალი და სხვ. სატირული ნაწარმოებებით ევროპულ ლიტერატურაში სახელი გაითქვეს ფრანსუა რაბლემ, სერვანტესმა, ჯონათან სვიფტმა, ვოლტერმა, ჰაინრიხ ჰაინემ და სხვ.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:43 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ალეგორია

ალეგორია: (ბერძნ. allegoria – გადაკრულად თქმა) – გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.) მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 22:43 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისტორიული რომანი

ისტორიული რომანი — ლიტერატურული ჟანრი, რომელიც აღწერს მოვლენებსა და ფაქტებს ისტორიულ თემაზე. როგორც წესი, ამ ჟანრის მწერლბი ცდილობენ აღწერონ ისტორიული პირების ზუსტი მანერები, ქცევები, ხასიათი, სოციალური პირობები და ამით მიიპყრონ მკითხველის ყურადღება.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ლიტერატურული ჟანრები
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz