ოთხშაბათი, 17.01.2018, 17:45
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 4 დან«1234
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
რომანტიზმი
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:19 | შეტყობინება # 46
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

გუსტავ მალერი (დ. 7 ივლისი, 1860 — გ. 18 მაისი, 1911) — ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. იგი სიცოცხლეშივე აღიარეს საუკეთესო დირიჟორად. ამასთანავე, მალერი გვიანდელი რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება, თუმცა მის მუსიკას, მალერის სიცოცხლეში, ვენის ისტებლიშმენტი ყოველთვის როდი წყალობდა. იგი სიმფონიების და სიმღერების ავტორია.

მიმაგრება: 6096806.jpg(8Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:20 | შეტყობინება # 47
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი (გერმ. Felix Mendelssohn, სრული სახელი Jakob Ludwig Felix Mendelssohn Bartholdy — იაოკობ ლუდვიგ ფელიქს მენდელსონ–ბართოლდი); (დ. 3 თებერვალი, 1809 – გ. 4 ნოემბერი, 1847) — ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკაში რომანტიული მიმართულების წარმომადგენელი, განთქმული "საქორწინო მარშის" ავტორი.

მიმაგრება: 1738244.jpg(18Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:21 | შეტყობინება # 48
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ფრანც პეტერ შუბერტი (* 31 იანვარი. 1797, ლიხტენთალი, ვენის მახლობლად ― გ. 19 ნოემბერი. 1828, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი.

მუსიკაში პირველი გაკვეთილები მიიღო მამის (ვიოლინო) და უფროსი ძმის იგნაცისაგან (ფორტეპიანო). 1808-იდან სამეფო კარის კაპელაში იყო მგალობლად. აქ მას 1816-მდე კონტრაპუნქტისა და კომპოზიციას ასწავლიდა ა.სალიერი. 1818 - 1824 შუბერტი მოღვაწეობდა უნგრეთში. პირველად მისი ნაწარმოები 1821 გამოიცა. მალე კი შუბერტის სიმღერები ფართოდ გავრცელდა. 1823 წელს შუბერტი აირჩიეს შტირიისა და ლინცის მუსიკალური კავშირთა საპატიო წევრად. 1828 ვენაში წარმატებით შესრულდა მისი ნაწარმოებები. იმავე წლის შემოდგომაზე შუბერტი მუცლის ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა.

მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია. მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში. მან შექმნა რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის (ძირითადად გერმანელების) ტექსტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოეთეს (70-მდე სიმღერა, მ. შ. "ტყის მეფე" და "გრეთხენი ჯარასთან"), შილერის (40-ზე მეტი, მ. შ. "ქალიშვილის ჩივილი"), ჰაინეს (6, მ. შ. "ორეული"), მიულერის (განთქმული ვოკალური ციკლები "მშვენიერი მეწისქვილე ქალი", 1822 და "ზამთრის გზა", 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. სიმღერების დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით; ამავე დროს შუბერტმა შექმნა ახალი რთული ტიპის სიმღერა გამჭოლი, უწყვეტი განვითარებით, რომელშიც ვოკალურ მელოდიას (ბოლო პერიოდის სიმღერებში იგი გამდიდრებულია რეჩიტატიული ელემენტებით) მხატვრულ-განზოგადებული მნიშვნელობა ენიჭება. საფორტეპიანო თანხლება უაღრესად გამომსახველია, ზოგჯერ ასახვით-ბგერწერითი ხასიათისა.

ნოვატორული მნიშვნელობა ჰქონდა შუბერტის სიმფონიურ შემოქმედებას. მისი 9 სიმფონიიდან გამოირჩევა მე-7, "დაუმთავრებელი" (1822) და მე-9, ე. წ. "დიდი" (1828), რომელთა სახით შექმნა რომანტიკული სიმფონიზმის 2 ნაირსახეობა ― ლირიკულ-დრამატული და გმირულ-ეპიკური. სიმღერებისაგან განსახვავებით შუბერტის სიმფონიური შემოქმედება მოგვიანებით გახდა ცნობილი (მე-9 სიმფონია პირველად შესრულდა 1839, მე-7 კი ― 1865). ჭეშმარიტი აღიარება კი მან მხოლოდ XX საუკუნეში პოვა.

მაღალი მხატვრული ღირებულებისაა შუბერტის კამერულ-საკრავიერი შემოქმედება, გამოირჩევა სიმებიანი კვინტეტი (1828) და 3 უკანასკნელი სიმებიანი კვარტეტი (1824-26). შუბერტის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი დარგია საფორტეპიანო მუსიკა (22 საფორტეპიანო სონატა, ფანტაზია "მოხეტიალე", რომელიც ამზადებს ფ.ლისტის სიმფონიური პოემების სტრუქტურას; 11 "ექსპრომტი", 1827-28; "მუსიკალური მომენტი", 1823-28; ვალსები; ლენდლერები ― რომანტიკული საფორტეპიანო მინიატურები, რომლებიც ამზადებენ შოპენისა და ლისტის საფორტეპიანო მუსიკის თავისებურებებს; საფორტეპიანო ნაწარმოებები 4 ხელისათვის, მ.შ. ფანტაზია, 1828; უნგრული დივერტისმენტი, 1824; ვარიაციები; მარშები და სხვ.). შუბერტს დაწერილი აქვს აგრეთვე 3 ოპერა, 6 ზინგშპილი, მუსიკა დრამატული პიესებისათვის (მ. შ. "როზამუნდი"), სასულიერო ნაწარმოებები, რომელთა შორის გამოირჩევა 2 მესა (1819, 1828), ვოკალური კვარტეტები, გუნდები, კანტატის და ორატორიის ტიპის ნაწარმოებები.

მიმაგრება: 7210770.jpg(11Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:22 | შეტყობინება # 49
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ალექსანდრე რობერტ შუმანი (დ. 8 ივლისი, 1810 – გ. 29 ივნისი, 1856) გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი, ესთეტი და მუსიკათმცოდნე. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორი. პატარობიდან რობერტს უნდოდა ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი.

მიმაგრება: 7365333.jpg(15Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:23 | შეტყობინება # 50
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი (რუს.: Пётр Ильич Чайкoвский; 7 მაისი, 1840 - 6 ნოემბერი, 1893) — რუსი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა "ხუთეულის" წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარის ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვინემ მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით.

პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში. (ახლანდელი უდმურტია) მამამისი - ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე - ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი. პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა "დონ ჟუანი". იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ.

ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, ”პათეტიკური” სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო. სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო. დღეისათვის ”პათეტიკური” ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.

ტრადიციულად ჩაიკოვსკის სიკვდილს მიაწერენ ქოლერის ეპიდემიას, რომელიც მაშინ ქალაქში მძვინვარებდა. თუმცა ალტერნატიული ვერსიით ითვლება რომ თავი მოიკლა.

ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13/25 ივნისიდან 6/18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა "მოცარტიანა"ს გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები "Бпажен, кто улыбается" და გააკეთა სექსტეტიSouvenir de Florence-ს ჩანაწერები.

ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერა: "ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში"

მიმაგრება: 7918892.jpg(13Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:24 | შეტყობინება # 51
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (გერმ. Wilhelm Richard Wagner, ხშირად პირველი სახელის გარეშე - უბრალოდ რიხარდ ვაგნერი; 1813 წლის 22 მაისი 1813, ლაიპციგი — 1883 წლის 13 თებერვალი, ვენეცია) — გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი დრამატურგი (საკუთარი ოპერების ლიბრეტოს ავტორი), ფილოსოფოსი, რევოლუციონერი. საუკუნეთა გასაყარზე ევროპულ კულტურაზე უდიდესი გავლენა, განსაკუთრებით კი მოდერნიზმზე. მეორეს მხრივ მისმა მისტიციზმმა და იდეოლოგიურმაა ანტისემიტიზმმა დადი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გერმანულ ნაციონალიზმზე და მათ შორის ნაციონალ-სოციალიზმზე.

რიხარდ ვაგნერი დაიბადა 1813 წლის 22 მაისს ქალაქ ლაიპციგში. ის იყო კარლ ფრიდერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი. ვაგნერის დაბადებიდან 6 თვეში გარდაიცვალა მამამისი, ამიტომაც დედამისმა ჯოანა ვაგნერმა დაიწყო მსახიობ-დრამატურგ ლუდვიგ გეიერთან ცხოვრება. 1814 წლის აგვისტოს იოანა გათხოვდა გეიერზე და საცხოვრებლად ოჯახთან ერთად დრეზდენში გადავიდნენ. პირველი 14 წლის განმავლობაში ვაგნერის იცნობდნენ, როგორც ვილჰელმ რიხარდ გეიერს.

გეიერი რიხარდს თავის თეატრისადმი სიყვარულს უზიარებდა. რიხარდი ხშირად გადიოდა თეატრის სცენაზე. ავტობიოგრაფიაში ის იხსენებს, თუ როგორ თამაშობდა ანგელოზის როლს. პატარა ვაგნერზე შთაბეჭდილება მოახდინა ვებერის ოპერა ”ჯადოსნური ისრის მსროლელის” გოტიკურმა ელემენტებმა.

15 წლის ასაკში ვებერისა და ბეთჰოვენის მუსიკის შთაბეჭდილებით დაწერა ტრაგედია “ლეიბალდი და ადელაიდა”. თებარვალში 1831 წელს მოხვდა ლაიპციგის უნივერსიტეტში, მუსიკალურის განხრით. ამ წელს მან შეასრულა უვერტიურა სი-ბემოლ მაჟორი. შემდეგ მან უნივერსიტეტი დატოვა. მეცადინეობდა გითეოდორ ვაინლიგთან. ვაგნერმა სიჭაბუკის წლებში ბევრი ისეთი რამ აითვისა, რაც შემდგომ ძალიან გამოადგა. პრაღაში მან დაამთავრა სიმფონია დო მაჟორი და კონსერვატორიაში ორკესტრთან ერთად გადიოდა რეპეტიციებს. 1833 წლის 10 იანვარს შედგა მისი პუბლიკური გამოსვლა ლაიპციგის კონსერვატორიის დიდ დარბაზ ჰევანჰაუზში. 1834 წელს რიხარდმა დაიკავა დირიჟორის ადგილი მაგდერბურგის თეატრში, მის ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, მან გაიცნო მსახიობი მინა პლანერი. ორი წლის შემდეგ ისინი შეუღლდნენ. ვაგნერმა მაგდერბურგის თეატრში წარმატებას ვერ მიაღწია და წამოვიდა თეატრიდან. 1835 წელს იგი მიიწვიეს გაზეთში “ელეგანტური შუქი”, სადაც მან დაწერა სტატია “გერმანული ოპერა”.

მიმაგრება: 8904618.jpg(17Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:25 | შეტყობინება # 52
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვაგნერს ჰქონდა შესანიშნავი იდეები. მას უნდოდა ჩამოეყალიბებინა ორკესტრი, რომელიც შეძლებდა ვაგნერის საყვარელი კომპოზიტორის, ბეთჰოვენის ნაწარმოებების შესრულებას. იგი წავიდა კონიგსბურგში და რიგაში, მაგრამ არ გაჩერებულა ამ ქალაქებში. ვაგნერმა 3 წელი პარიზში გაატარა (1937 წლის 20 აგვისტოდან 1942 წლის 7 აპრილამდე). კომპოზიტორი გამუდმებით მუშაობდა. პარიზში ცხოვრების წლებმა ბევრი კარგი მოუტანა მას, აქ დაიწერა სიმფონიური უვერტიურა “ფაუსტი”, შესრულდა პარტიტურა “რიენცი” და დაამთავრა ლიბრეტო “მფრინავი ჰოლანდიელი”. განიზრახა ახალი ოპერა “ტანჰეიზერი” და “ლოენგრინი”. ამ დროს მისი მდგომარეობა კატასტროფული იყო. ყველაფერი ფასეული ლომბარდში მიზიდა და გაყიდა. ხშირად ქალაქში, სიცივეში, ნისლში დადიოდა კრედიტორებთან, რათა ვალების გადავადებისათვის მიეღწია. ერთხელ ამგვარი “ლაშქრობიდან” დაბრუნებულმა რიხარდმა შინ მინას მტირალს მიუსწრო, მან 5 ფრანკიც კი ვერ იშოვა სადილისთვის, შინ კი ერთი ნაჭერი პურიც არ ჰქონდათ. ვაგნერი ცდილობდა სიმამაცეს არ დაეკარგა, მეგობრები გაოცებულნი იყვნენ მისი სიმხნევით და იუმორით. მაგრამ, როდესაც მინა ავად გახდა, მას წამლის ფულიც კი არ ჰქონდა. მაშინ კი ვაგნერი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო:«მიშველე ღმერთო, აღარ შემიძლია საკუთარ თავს ვუშველო, გამოვიყენე ყველა საშუალება... დავწყევლე საკუთარი სიცოცხლე, სხვა რაღა გავაკეთო?»

ვაგნერი ყელამდე ვალებში აღმოჩნდა. ივნისში, 1841 წელს ვაგნერი მიხვდა, რომ ”რიენციმ” მას დრეზდენში დიდი სახელი მოუტანა. ამ ოპერის მოსმენის შემდეგ უარი თქვეს მის დადგმაზე, რადგან მათი აზრით, ეს ოპერა იყო დიდი და მოითხოვდა დიდ ხარჯს. ვაგნერს ეს ფაქტი არ ესიამოვნა, მაგრამ თავისი ოპერის გადასარჩენად ბევრი იწვალა, არ დანებდა და მიაღწია მიზანს: ოპერა დაამტკიცეს. “რიენცის” პრემიერა გაიმართა 1842 წლის 20 ოქტომბერს, ბევრისდა გასაკვირად, ოპერა ძალიან წარმატებული იყო .

ამ წარმატების შემდეგ იგი მიიწვიეს ლაიპციგში და ბერლინში. უეცრად უცნობი მუსიკოსი, რომელიც პარიზში სიღარიბეში იძირებოდა, ყველასთვის მოულოდნელად მოდურ, სახელგანთქმულ კომპოზიტორად გადაიქცა. გაზეთმა მის პორტრეტთან ერთად ავტობიოგრაფიაც მოათავსა. “რიენცის” ხმაურიანი წარმატება თვით ვაგნერისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ადგილი მიიღო გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო თეატრში დრეზდენში და ძირითადი ყურადღება შემოქმედებაზე გადაიტანა. ოპერა ”რიენცის” დადგმის შემდეგ მან “მფრინავი ჰოლანდიელი” შექმნა, ხოლო შემდეგ კი “ტანჰოიზერი” და “ლოენგრინი”. 1845 წელს დრეზდენის ოპერაში დაიდგა მისი ოპერა “ტანჰოიზერი” 1848 წლის მარტში კი გერმანიაში რევოლუცია დაიწყო. იგი აჯანყებას მიესალმა, მაგრამ მეამბოხეები სულ მალე დამარცხდნენ. 1849 წლის მაისში რეპეტიციის დროს ვაგნერმა გაიგო, რომ მასზე უკვე ძებნა იყო გამოცხადებული, რადგან რიხარდი იმ დროინდელ რევულუციაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად იგი სახლში ვეღარ დაბრუნდა. მან დატოვა ცოლი, ყველაფერი და გადაიმალა. იგი 10 წლის განმავლობაში იყო ძებნაში. ამ პერიოდში იგი გაიქცა ციურიხში, სადაც გაიცნო მშვენიერი ინგლისელი ქალბატონი ჯესი ლოსოტი. ამ გათხოვილმა ქალბატონმა რიხარდი დაასახლა ციურიხის სანაპიროზე პატარა სახლში. ჯესიმ კომპიზიტორის გული თავისი სილამაზითა და აზროვნებით დაიპყრო და გადაწყვიტეს გაპარულიყვნენ ერთად საბერძნეთში. ამის შესახებ ჯესის ქმარმარმა შეიტყო და ვაგნერს მოკვლითაც კი დაემუქრა. მისტერ ლოსოტმა ცოლი წაიყვანა, ვაგნერი კი შეეცადა დადევნებოდა. ჯესის ქმარმა პოლიციას მიმართა. კომპოზიტორმა უკან დაიხია, მაგრამ ცხოვრებით ტკბობას მაინც განაგრძობდა. ამ ათწლიან დევნაში მან დაწერა რამდენიმე ნაწარმოები: “შემოქმედება და რევულუცია”, “მომავლის მხატვრული წარმოდგენა”, “ოპერა და დრამა” და სხვ. სამწუხაროდ ვაგნერი მისმა გასაოცარმა ნიჭმა გაწირა გულისწყვეტისთვის, რადგან თავისი ნაწარმოებების მოსმენისას ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მასავით ვერც ერთი დირიჟორი, მუსიოკოსი თუ მომღერალი ვერ გამოხატავდა მისი ქმნილებების შინაგან სამყაროს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:25 | შეტყობინება # 53
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რიხარდმა მშვენივრად იცოდა, რომ მას ფასდაუდებელი ტალანტი ჰქონდა და ძალიან თავმოყვარე იყო. ის რეგულარულად ატკბობდა მეგობრებს მისი ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვით. კომპიზიტორის გრძნობებით აღსავსე მეტყველება მისი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოფნის გარანტი იყო. ვაგნერი თვლიდა, რომ რამდენადაც გენია იყო იგი, იმდენად ვალდებულები იყვნენ მისი გარშემომყოფები კომპოზიტორის ექსტრავაგანტული ცხოვრების წესი მათ წარემართათ, რაც თავისთავად დიდ ხარჯებს მოითხოვდა. ფულს მას მეგობრები და მფრაველები აძლევდნენ, ხანდახან დირიჟორადაც მუშაობდა. ვაგნერის შემოქმედებითი ნატურა შესაბამისი თანაგრძნობით გარემოცვას ითხოვდა. მის სახლში არასდროს იყო უცხო სუნი და ხმაური, ასევე კუთხოვანი საგნები, მაგალითად წიგნი. მისთვის არავის უნდოდა გაეხსენებინა მკაცრი, მატერიალური ცხოვრების რეალობა იმ წუთებში, როდესაც მასში შთაგონება იღვიძებდა. მისი სახლის კედლები აბრეშუმითა და ატლასით იყო მორთული. იატაკზე სქელი ხალიჩები იყო გაფენილი. ყველგან ნელსაცხებლის სუნი ვრცელდებოდა. მისი სამოსი ბრწყინვალე და დახვეწილი იყო. უპირატესობას ანიჭებდა მაქმანიან პერანგებს, ატლასის შარვლებს და აბრეშუმის ან ატლასის ხალათებს. ასეთი ფინანსური უპასუხისმგებლობისა და ფუფუნების გადაჭარბებული სიყვარულის გამო მან ღამე ერთხელ ციხეში გაატარა. ამის გამო, იძულებული გახდა გაქცეულიყო ორი ქალაქიდან ერთდროულად . მაგალითად მას მოუწია მეუღლესთან და ძაღლთან ერთად რუსეთის საზღვრის გადაკვეთა. ეს მოგზაურობა დაკავშირებული იყო დიდ რისკთან, რადგან, თუ მათ შეამჩნევდნენ, დახვრეტდნენ. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ის მძაფრი ანტისემიტი გახდა. მართალია ის ბევრს საუბრობდა ამაზე, თუმცა პრაქტიკულად მისი შეხედულების დამამტკიცებელი არავითარი ქმედება არ ჩაუდენია. ვაგნერი ბავშობიდანვე ვერ იტანდა მარტოობას და ძალიან უყვარდა ქალთა საზოგადოებაში ყოფნა. მას ეგონა, რომ ქალები უფრო უგებდნენ და აფასებდნენ მის შემოქმედებას, ვიდრე მამაკაცები. მას ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ქორწინებამდეც და მას შემდეგაც. ვაგნერს ყოველთვის სურდა, რომ ქალი უპირობოდ ყოფილიყო მისი ერთგული, ყოველგვარი მსგავსი დაპირებების გარეშე ვაგნერის მხრიდან. მისი საყვარლები სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ.

მისი ყველაზე სკანდალური რომანი 18 წლის მეფე ლუდვიგ II-სთან იყო. მეფე თაყვანს სცემდა ვაგნერის მუსიკას და უზრუნველყოფდა მას საცხოვრებლითა და ფულით. ლუდვიგი უზომოდ იყო ვაგნერზე შეყვარებული და წერილებში მოიხსენიებდა მას “ჩემო სიყვარულო” და “ჩემო სულის სიყვარულოო”. თანაგრძნობის ნიშნად ვაგნერი საათობით ესაუბრებოდა მეფეს ხელოვნებაზე და მუსიკაზე, ან იჯდა მის გვერდით ნეტარ სიჩუმეში. ვაგნერი ამ პერიოდში კოზიმა ფონ ბიულოვთან ცხოვრობდა, რომელიც შემდეგ, 1870 წელს მისი მეუღლე გახდა. ამ დროს ვაგნერი 50 წლის იყო, ხოლო კოზიმა 25-ის. ის იყო ვაგნერის მეგობრის, ფრანც ლისტის შვილი და მისი საყვარელი მოსწავლის და ახლო მეგობრის ჰანს ფონ ბიულოვის ცოლი. 5 წლით ადრე ვაგნერს კოზიმას უფროს დასთან, ბლანდინთან ჰქონდა რომანი. ვაგნერს კოზიმასთან ორი შვილი შეეძინა. კოზიმა აღმოჩნდა ქალი, რომელმაც ბედნიერი გახადა გენიის ცხოვრება. ვაგნერი მის ხელში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ერთი დღე-ღამე კოზიმას ის ისევ ჩახუტებული ჰყავდა. მან თავისი გრძელი თმა შეიჭრა და მიცვალებულ ვაგნერს კუბოში, გულზე დააწყო.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:26 | შეტყობინება # 54
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვაგნერს სამი შვილი ჰყავდა. მან შვილებს თავისი საყვარელი საოპერო გმირების სახელები დაარქვა. ჯერ კიდევ მიუნხნში, “ტრისტანი და იზოლდას" რეპეტიციისას დაიბადა იზოლდა, შემდეგ ევა ბოლოს კი სასურველი ვაჟი - ზიგფრიდი. მისი დაბადება დაემთხვა ოპერა “ზიგფრიდის” დასრულებას. ვაჟის დაბადების შესახებ ვაგნერი მეგობარს წერდა: “იმ დღეს როცა უბედნიერეს ადამიანს შემეძინა მშვენიერი ვაჟი, დავასრულე “ზიგფრიდის” კომპოზიცია, რომელიც 11 წლის წინ შევწყვიტე. გაუგონარი შემთხვევაა! არავინ დაიჯერებდა, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი სიხარულში ვიცხოვრებ. იგი მშვენიერი, ჯანმრთელი ბავშვია. მაღალი შუბლითა და ნათელი მზერით. ზიგფრიდ-რიჰარდი მემკვიდრეობით მიიღებს მამის სახელს, რომ მსოფლიოს ჩემი სახელი შეუნახოს.”

რიხარდ ვაგნერმა დაწერა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სოლო არია. ის ჟღერს ბრიუნგილდის მსხვერპლშეწირვის სცენაში, ოპერაში "ღმერთების სიკვდილი". არია ჟღერს 15 წუთის განმავლობაში. ასევე ვაგნერს ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოპერა - "ნიურბერგის მეისტერზინგერები" რომელიც გრძელდება 5 საათის და 15 წუთის განმავლობაში.

რიხარდ ვაგნერის არამუსიკალური მემკვიდრეობა შედგება 16 ტომი ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებებისგან, ასევე - 17 ტომი წერილები.

რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკის მცირე შენიშვნა ვაგნერის შესახებ დაწერილია მის მიერ 1891 წელს ნიუ-იორკის გაზეთ “დილის ჟურნალისათვის”, სადაც მოცემულია შეფასება ვაგნერის მოღვაწეობაზე, გამოხატულია ურთიერთობა, მრავალრიცხოვანი გამონათქვამები, თვითონ ჩაიკოვსკისა და რუსული მოწინავე მუსიკალურ-კრიტიკული აზრები, უდიდეს გერმანელ მუსიკოსზე.
- “დილის ჟურნალის” მკითხველები მთხოვენ, გამოვთქვა ჩემი შეხედულება ვაგნერზე. მე ამას ვაკეთებ ღიად და პირდაპირ, მაგრამ ვალდებული ვარ გავაფრთხილო ისინი, რომ ამ საკითხში ვხედავ ორ მხარეს. პირველი ვაგნერი და მდგომარეობა, რომელიც მას უკავია მე-19 ათასწლეულის კომპოზიტორებს შორის და მეორე ვაგნერიზმი. შეიძლება უცბად დაინახოთ, რომ კომპოზიტორებით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მე განვიცდი ნაკლებ სიმპათიას მათ მიმართ, ვინც არის კულტი ვაგნერის თეორიისა. როგორც კომპიზიტორი, ვაგნერი არის ერთ-ერთი შესანიშნავი პიროვნება ამ ათაწლეულის მეორე ნახევრისა. მისი ზემოქმედება მუსიკაზე უდიდესია. ის იყო დაჯილდოებული მუსიკალური გამოხატვის დიდი ძალით. მან გახსნა თავისი ხელოვნების ახალი ფორმები და იდგა გერმანული მუსიკის რიგებში მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტისა და შუმანის გვერდით, მაგრამ ჩემი ღრმა და მყარი მტკიცებით, ის იყო გენია, მცდარი გზის მიმდევარი. დიდ და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მისი მუსიკა “სახელოვნო უვერტიურა”, რომელშიც იგი ხატავს დოქტორ ფაუსტს. “ლოენგრინის” შესავალი, რომლის შექმნაც საოცნებო ქვეყნებმა შთააგონეს და მრავალი სხვ. რაღა უნდა ვთქვათ ვაგნერიზმზე? ვაგნერისტი რომ ვიყოთ, უნდა უარვყოთ ყველაფერი, რაც ვაგნერის შექმნილი არ არის, ამისათვის აუცილებელია იგნორირება გავუკეთოთ მოცარტს, შუბერტს, შუმანს და შოპენს; არა!!! პატივს ვცემ დიდ გენიას, შემქმნელს “ლოენგრინის” და მრავალი სხვა ნაწარმოებებისა. ერთგულად ვიყრი მუხლს მის წინაშე, მაგრამ მე არ ვაღიარებ იმ რელიგიას, რომელიც მან შექმნა.”

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 23:27 | შეტყობინება # 55
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

კარლ მარია ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ვებერი ბარონი (დ. გერმანია, 18 ან 19 ნოემბერი, 1786 - გ. ლონდონი, 5 ივნისი, 1826) - გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, გერმანული რომანტიკული ოპერის ფუძემდებელი, საოპერო თატრის ხელმძღვანელი, მუსიკის კრიტიკოსი და პუბლიცისტი. მისი მამა ფრანც ანტონ ვებერი იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცოლის კონსტანცია ვებერის ბიძა.

დაიბადა 1786 წლის 18 ან 19 ნეომბერს გერმანიის ქალაქ ეიტინში. კარლ მარია ვებერი ბავშობიდან საოპერო თეატრის ატმოსფეროში იზრდებოდა და ვითარდებოდა. მისი მამა პროვინციული საოპერო კაპელმაისტერი და ანტრეპრენიორი იყო. თავისი ოჯახის წევრებისაგან შექმნილი პატარა დასით იგი განუწყვეტლივ მოგზაურობდა გერმანულ ქალაქებში. მისი დედა ფლობდა შესანიშნავ ხმას და იყო პროფესიონალი მომღერალი. ოჯახის განუწყვეტელი მოგზაურობა ხელს უშლიდა ვებერის დასრულებულ სისტემურ მუსიკალურ განათლებას. კარლის განსაკუთრებულმა მუსიკალურმა ნიჭმა ყველაზე ადრე იჩინა თავი ფორტეპიანოს დაკვირით, რითაც მან მალე დიდ წარმატებას მიაღწია. ვებერს ჰქონდა არაჩვეულებრივად გრძელი და მოქნილი თითები. იგი ადვილად იღებდა უნდეციმას თეთრ კლავიშებზე (non arpeggiato) და მრავალხმოვან აკორდებს. ათი წლიდან ვებერმა უფრო საფუძვლანად დაიწყო მუსიკაში მეცადინეობა. ქ. ზალცბურგში ყოფნი დროს იგი მეცადინეობდა მიხეილ ჰაიდნთან, რომელიც ცნობილი იყო მუსიკალურ–პედაგოგიურ წრეებში . ამ პერიოდს ეკუთვნის ვებერის პირველი კომპოზიციებიც – ჯერ საფორტეპიანო, ხოლო სულ მალე საოპერო დარგშიც ("სიყვარულისა და ღვინის ძალა"–1798 წ. და "ტყის ქალწული"–1799-1800 წ.) 1803 წელს ვენაში ვებერი გაეცნო გამოჩენილ საოპერო კომპოზიტორსა და მუსიკის მასწავლებელს აბატ ფოგლერს. ფოგლერი იყო მეცნიერი, თეორეტიკოსი და ხალხური სასიმღერო შემოქმედების დიდი მცოდნე და მოყვარული. მან შეაყვარა ვებერს ხალხური შემოქმედება. ფოგლერმა ახალგაზრდა მუსიკოსი პრაქტიკულ სამუშაოზე გაგზავნა ბრესლავლის საოპერო თეატრში, რამაც ვებერს როგორც დირიჟორსა და დამდგმელს უდიდესი სარგებლობა მოუტანა. ამის შემდეგ რამდენიმე წელი ვებერმა სხვადსხვა კარზე სამსახურში გაატარა მუსიკის მასწავლებლისა და საშინაო კომპოზიტორის თანამდებობაზე. 1804 წლიდან იგი იწყებს პრაქტიკულ მუშაობას. ენერგიულად შეუდგა მუშაობას ოპერის თეატრის გაუმჯობესებისათვის ბრესლავლში, სადაც კაპელმაისტერის თანამდებობა ჰქონდა. მაგრამ მისი ბრძოლა კრახით დამთავრდა. საოპერო რეპერტუარის შეცვლას წინ აღუდგნენ მომღერლები და ორკესტრანტები, ვებერი იძულებული იყო დაეტოვა თეატრი. მძიმე ცხოვრების გამო მას უხდებოდა ყველანაირ სამუშაოზე თანხმობის მიცემა. იგი მუშაობდა შტუტგარტში პირად მდივნად ჰერცოგ ვურტემბერგთან. 1810 წელს ვებერის შტუტგარტში ყოფნა ძალიან ცუდად დამთავრდა. ჰერცოგის სასახლის მაქინაციების გამო, რომელიც დაკავშირებეული იყო ფულთან, ვებერი დააპატიმრეს. იგი ციხდან გამოუშვეს ჰერცოგის ბრძანებითვე. 1811-1813 წლებში ვებერი ცხოვრობს დარმშტადტში, სადაც ინტენსიურად მეცადინეობს ფოგლერთან საოპერო კომპოზიციაში. 1813 წლიდან ვებერი ხელმძღვანელობდა საოპერო თეატრს პრაღაში, ხოლო 1816 წლებში გადადის დრეზდენში, სადაც სათავეში უდგება გერმანულ საოპერო თეატრს.1817 წლის დასაწყისში გადავიდა სამუშაოდ საქსონიის ქალაქ დრეზდენში. იგი დრეზდენის ოპერაში თავის შემოქმედებით ხაზს ატარებდა, სადაც ბევრ სირთულეს შეხვდა, როგორც სხვა თეატრებში. 1817 წელს დაქორწილდა პრაღის ოპერის ყოფილ მომღერლ ქალ კაროლინა ბრანდტზე. 1822 წელს შეეძინა ბიჭი – მაქსი. ვებერმა დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო ფილტვების დაავადება. ბოლო წლებში შეტევები გაუმძლავრდა. –ვებერი ოპერა "ობერონს" წერდა შეკვეთით ლონდონის ერთ–ერთი თეატრის –კოვენტგარდენისათვის. ვებერი გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას. იგი დარდობდა ოჯახის ბედზე, რომ ისინი დაჩებოდნენ უსახსროდ. ოჯახზე ზრუნვამ გადააწყვეტინა ლონდონში გამგზავრება, რათა ეხელმძღვანელა "ობერონის" დადგმისათვის. მის გამგზავრებას მეგობრები და ახლობლები ხელს უშლიდნენ, მაგრამ ერთ–ერთი მეგობრისათვის უთქვამს: "ჩემი გამგზავრებით ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს ლუკმა პური ექნება, თუ არადა მათ ელოდებათ შიმშილი". 1826 წლის ზამთარში ვებერი გაემგზავრა ლონდონში. დატვირთვამ და დაძაბულობამ მისი სიკვდილი დააჩქარა. 1826 წლის 5 ივნისს ვებერი დაიღუპა 40 წლის ასაკში ჭლექით ქ. ლონდონში.

მიმაგრება: 2678666.jpg(20Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რომანტიზმი
გვერდი 4 დან«1234
ძებნა:

ჰოსტერი uCoz