შაბათი, 21.10.2017, 16:47
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«12
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რჩეული ფოტოები
რჩეული ფოტოები
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:48 | შეტყობინება # 16
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

კანკუნი (ესპ. Cancún) - ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძლზე, იუკატანის სრუტის ნაპირზე. შედის კინტანა-როოს შტატის შემადგენლობაში. არის ბენიტო-ხუარესის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 572 973 ადამიანი (2005). ქალაქში ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მეორეა ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის მიხედვით.

მიმაგრება: 8999185.jpg(24Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:48 | შეტყობინება # 17
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მთა რაშმორის ეროვნული მემორიალი (Mount Rushmore National Memorial), კისტოუნთან, სამხრეთი დაკოტა, არის აშშ-ის პრეზიდენტთა მემორიალი, რომელიც ამერიკის დაბადების, გაზრდის, თვითმყოფადობისა და განვითარების ხსოვნას ეძღვნება. მთელი მემორიალი 518 ჰექტარს მოიცავს და 1745 მ სიმაღლეზე მდებარეობს (ზღვის დონიდან). კლდეში ნაკვეთი აშშ-ის პრეზიდენტების ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაჰამ ლინკოლნის პროფილები მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზეა. მემორიალს წელიწადში დაახ. 2,7 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.

მიმაგრება: 6115637.jpg(25Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:49 | შეტყობინება # 18
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სერფინგი (ინგლ. surfing — ზვირთებზე სრიალი) - წყლის სპორტის სახეობა — შეჯიბრება სპეციალური ფიცრით (სერფბორდით) სრიალში ზღვის, ოკეანის ზვირთებზე; გავრცელებულია ავსტრალიაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგ სხვა ქვეყანაში.

მიმაგრება: 2930182.jpg(18Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:49 | შეტყობინება # 19
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ვენთვორზი — ჩანჩქერი სამხრეთ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში. მისი სიმაღლე შეადგენს 187 მეტრს. ეს ადგილი მდებარეობს ვენთვორზის ჩანჩქერის ეროვნული პარკში. ჩანჩქერის ახლოს მდებარეობს ლურჯი მთები. ვენთვორზის ჩანჩქერის სიახლოვეს მდებარეობს ტასმანიის ზღვა, ხოლო ჩანჩქერიდან 78 კილომეტრში მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი სიდნეი.

მიმაგრება: 6351722.jpg(32Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:49 | შეტყობინება # 20
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მზის დისკო სამეგრელოდან — არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც გამოიხატა მზის ყელსაბამი დისკოს პოვნაში სამეგრელოში, საქართველო. მზის დისკო, რომელიც არის აღმოჩენილი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე VIII-VIII საუკუნეებით თარიღდება. უძველესი დროიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობდა მზის, როგორც ღვთაების, კულტი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ყელსაბამიც რელიგიურ დატვირთვას ატარებდა და იყო ამულეტი.

მიმაგრება: 1802427.jpg(16Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:50 | შეტყობინება # 21
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მაჩუ-პიკჩუ (კეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი“) — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.

მიმაგრება: 2381633.jpg(20Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:50 | შეტყობინება # 22
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

რაიხსტაგის შენობა ბერლინში აგებულ იქნა გერმანიის იმპერიის პარლამენტის - რაიხსტაგის განსათავსებლად. შენობა გაიხსნა 1894 წელს და მასში რაიხსტაგი იმყოფებოდა 1933 წლამდე. 1999 წელს არქიტექტორი ნორმან ფოსტერის პროექტით აღდგენილი შენობა ისევ გახდა გერმანიის პარლამენტის ბინა. ამჟამად გერმანულად ტერმინი რაიხსტაგი შენობას მიუთითებს, რომელშიც ბუნდესტაგია განთავსებული.

მიმაგრება: 7099046.jpg(19Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:51 | შეტყობინება # 23
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ულის გრანტი — ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, იუნიონის ჯარების წამყვანი გენერალი აშშ-ის სამოქალაქო ომში, აშშ-ის ჯარების გენერალ-ანშეფი 1864-1869 წლებში და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტი 1869-1877 წლებში. მისი პრეზიდენტობა კორუფციით და ეკონომიკური დეპრესიით აღინიშნებოდა, ამიტომ ისტორიკოსების მიერ იგი წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული. თუმცა სამოქალაქო უფლებების და აფრიკელი-ამერიკელების მხარდაჭერის გამო, ბოლო წლებში მისი რეპუტაცია ზოგიერთი მეცნიერის თვალში ამაღლდა.

მიმაგრება: 6360670.jpg(11Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:51 | შეტყობინება # 24
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ხახულის კარედი გადაღებული XIX საუკუნის ბოლოს დიმიტრი ერმაკოვის მიერ, როდესაც ის გელათის მონასტერში იყო დაბრძანებული. სურათზე კარედის შუაში მოთავსებულია ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ორიგინალი მინანქრის ხატის რუსულ ასლს წარმოადგენს. თვით ორიგინალი 1859 წელს გელათის გაძარცვისას დაიკარგა. მოგვიანებით ხატის ფრაგმენტები მ. პ. ბოტკინის არქივებში აღმოაჩინეს და საქართველოში დააბრუნეს.

მიმაგრება: 3073419.jpg(19Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 14:52 | შეტყობინება # 25
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბუხრინწა (Tyto alba), ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია, გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (ჩრდილოაღმოსავლეთ ევროპის გამოკლებით). ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. დებს 6-8 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 34 დღემდე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.

მიმაგრება: 2609305.jpg(13Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » რჩეული ფოტოები
გვერდი 2 დან«12
ძებნა:

ჰოსტერი uCoz