სამშაბათი, 16.04.2024, 08:12
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ___სტენდალი___ (...ანრი მარი ბეილი...)
___სტენდალი___
ნინთარიღი: პარასკევი, 13.08.2010, 13:57 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თუ იცნობთ სტენდალის (ანრი მარი ბეილი_ს) შემოქმედებას და რამდენად მოგწონთ? happy

გამოთქვით საკუთარი აზრი, ვისაუბროთ მის რომანებზე, მოთხრობებზე...

ვისაუბროთ როგორც რეალიზმის და რომანტიზმის მიმდევარ ფრანგ მწერალზე.. happy

მის შემოქმედებაში ტრაგედია და ლირიკა მეტყველებს smile ჩემი აზრით საინტერესო მწერალია და განსაკუთრებით მისი ერთ-ერთი შედევრი ”წითელი და შავი” happy

ნამდვილად ღირს ამ მწერლის შესახებ თემის გაშლა, როგორც საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანის, შეგახსენებთ რომ სტენდალი (ანრი მარი ბეილი) ნაპოლეონის ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას smile happy ეს დიდი ფრანგი მწერალი გულმოდგინედ ნიღბავდა თავის პიროვნებას და დღემდე რაღაც იდუმალებით მოსილ პიროვნებად რჩება ლიტერატურის ისტორიაში. მე მიყვარს ეს მწერალი happy

დამატებულია (13.08.2010, 13:57)
---------------------------------------------
სტენდალის (ანრი მარი ბეილი) ციტატების მცირე კრებულს გაგაცნობთ... happy

სტენდალი – Stendhal (1783 – 1842)

1. გიყვარდეს - ნიშნავს განიცდიდე სიამოვნებას, როდესაც ხედავ, აღიქვამ და გრძნობ, რაც შეიძლება ახლო მანძილზე იმ არსებას, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ…

2. სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო, იგი უფსკრულის კიდეზეა…

3. დიახ, ცხოვრების ნახევარი და თანაც ულამაზესი ნახევარი ადამიანისთვის დაფარული რჩება, თუ მას ვნებიანი სიყვარულით არ ჰყვარებია.

4. სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელსაც იმავე მონეტით ანაზღაურებენ, რასაც თვითონვე სჭრის.

5. ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.

6. “ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს….”

7. განმარტოვებაში შეიძლება რაც გინდა ყველაფერი შეიძინო ხასიათის გარდა.

8. “ადამიანებს შორის კარგად რომ იცხოვრო,მარტო შენთვის არ უნდა ცხოვრობდე…”

9. „ისე უნდა წერო, როგორც გეწერება და არაფერი შეცვალო“.

10. მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს – გააბედნიერო საყვარელი ადამიანი.

11. ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა.

12. ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

13. ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.

14. კაცისა და ქალის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.

15. თუ გსურს მოიქცე ბრძნულად, მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო.

16. ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.

17. სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია.

18. როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.

19. იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა- შემთხვევითობამდე.

20. სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯია საკმარისი, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ, ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

21. უსაქმურობა – მოწყენილობის დედაა.

22. ”ჭეშმარიტად მაღალი ბუნების ქალია, აი გული, რომელშიც გამეფება სასახელოა”.

ესეც ციტატები happy თუ სხვაც იცით დაამატეთ smile ასევე დააფიქსირეთ აზრი რომელს ეთანხმებით და რომელს არა biggrin

მიმაგრება: 7308889.jpg (23.7 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა ☜♡☞ » ___სტენდალი___ (...ანრი მარი ბეილი...)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz