პარასკევი, 29.03.2024, 18:41
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ჰომოსექსუალობა
ჰომოსექსუალობა
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 23:54 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჰომოსექსუალობა მიუთითებს სექსუალურ და რომანტიულ ლტოლვაზე ერთი სქესის ორ ადამიანს შორის. გაცილებით ნაკლებ გავრცელებულია ვიდრე მსგავსი ლტოლვა საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის. ტერმინი პირველად გამოიყენა კარლ-მარია კერტბენიმ 1869 წელს და მას შემდეგ ის გავლენას ახდენს სექსუალური ორიენტაციის თანამედროვე კონცეფციის განვითარებაზე, ასოცირდება რა რომანტიულ სიყვარულსა და პირადობასთან, ექსკლუზიურად სექსუალურ მნიშვნელობასთან ერთად.

ჰომოსექსუალობას, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალობისა და ბისექსუალობის საპირისპიროდ აყენებენ. ზედსართავი "ჰომოსექსუალური" გამოიყენება ასევე ერთი სქესის ადამიანთა, მაგრამ არა გეი ან ლესბოსელთა სქესობრივ ურთიერთობაზე. ანთროპოლოგები ჰომოსექსულური ურთიერთობის სამ ძირითად ფორმას ანსხვავებენ: ეგალიტარიული, გენდერულ-სტრუქტურული და ასაკობრივ-სტრუქტურული. მათ შორის ერთ-ერთი როგორც წესი დომინანტურია მოცემულ საზოგადოებაში და მოცემულ დროში. სექსისა და გენდერის განსხვავებული ბიოლოგიური, ისტორიული და ფსიქოლოგიური კომპონენტების გამო არ არსებობს რაიმე ერთგვაროვანი განსაზღვრება, რომელიც ყველას ინდივიდუალურად მოუხდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 23:54 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიტყვა "ჰომოსექსუალი" ჰიბრიდია ბერძნული პრეფიქსის "ჰომო" (მსგავსი, რომელსაც ხშირად შეცდომით "მამაკაცი"-ს გვიანდელ ლათინურ მნიშვნელობას მიაწერენ, როგორც მაგ. homo sapiens-ში) და ლათინური ფუძის "sex-", რითაც მიუთითებს სექსუალურ კავშირზე და ლტოლვაზე ერთი სქესის წარმომადგენლეთა შორის.

ტერმინი "გეი" უმთავრესად გამოიყენება მამაკაცი ჰომოსექსუალისტებისთვის. ლესბოსელი გენდერულად სპეციფიური ტერმინია, რომელიც მხოლოდ ჰომოსექსუალ ქალთათვის გამოიყენება. ენის სტილის მრავალი თანამედროვე სახელმძღვანელო წინააღმდეგია "ჰომოსექსუალის" როგორც არსებითი სახელის გამოყენების, რომლის მაგივრად უპირატესობას ტერმინებს "გეი" და "ლესბოსელი" ანიჭებს. ასევე, ზოგიერთი ამ სიტყვის გამოყენებიდან სრულიად ამოღებას არჩევს, ვინაიდან მან დროთა განმავლობაში უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა და ვინაიდან ასევე ის მხოლოდ სექსუალურ ქცევაზე მიუთითებს და არა რომანტიული გრძნობებზე.

კონცეფციის გავრცელებას ხელი შეუწყო გერმანელი ფსიქიატრის რიხარდ ფრაჰერ ფონ კრაფტ-ებინგის 1886 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა "Psychopathia Sexualis". მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მწერლები ამ ტერმინს როგორც ზედსართავს ხშირად იყენებნენ ნებისმიერი ერთი სქესის კონტექსტისთვის (მაგ. ვაჟთა გიმნაზია, ქალთა სემინარია), ამჟამად ტერმინი მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციას გამოხატავს. თუმცა არსებობს ასევე სიტყვა რომელიც ერთი სქესის სიყვარულს აღნიშნავს - ჰომოფილია.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ჰომოსექსუალობა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz