შაბათი, 20.04.2024, 10:44
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მე პატარა ქართველი ვარ...
მე პატარა ქართველი ვარ...
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:58 | შეტყობინება # 16
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მინდა

ხომ ვერ მეტყვით, როდის მოვა

ახალი წლის დილა?

თოვლის თეთრი ფანტელები

უკვე ცვივა ციდან.

რა ხანია, ბებო მიქსოვს

უზარმაზარ წინდას,

თოვლის ბაბუმ საჩუქრები

რომ ჩამიდოს, მინდა.

მინდა ბარბი თავის სახლით,

დათუნია დრუნჩაც,

ნაირ-ნაირ თოჯინებზეც

არ ვიტყოდი უარს.

ამიტომაც მიქსოვს ბებო

საახალწლო წინდას,

საჩუქრებით რომ გაივსოს,

მინდა, მინდა, მინდა!

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:58 | შეტყობინება # 17
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს ახალი წელია

ჩამოვკიდეთ ბუხართან

საჩუქრისთვის წინდა,

მალე თოვლის ბაბუ

შემოაღებს ჭიშკარს.

რა ხმებია, ნეტავ?

თითქოს ვიღაც ხვრინავს,

ჩვენს წინდაში თაგუნიას

მოუწყვია ბინა!

შეუსანსლავს ტკბილეული,

დაუდვია ღიპი,

მთელი სახლი აიკლო

ფშვინვითა და ხვრინვით,

ალბათ მოსწონს ძალიან,

ჭრელ წინდაში ძილი!

თაგუნიას სიმსუქნისგან

არ გაირღვეს წინდა,

ძილისგუდა თაგუნა

გავაღვიძოთ ფრთხილად.

ჩუმად, ჩუმად, ჩუმად!

თაგუნიას სძინავს,

ეს ამბავი გვიამბო

ჭორიკანა ფიფქმა.

დღეს ახალი წელია,

კეთილები ვიყოთ,

თაგუნასაც ვაჩუქოთ

სათამაშო ფისო.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 17:59 | შეტყობინება # 18
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შობა დგება

ოცდახუთსა დეკემბერსა,

მადლიანი შობა დგება,

ღვთისმშობელი მარიამი

ყრმა იესოს ეფერება.

ქრისტე იშვა, ცა გაიხსნა,

სასწაული აცხადდება,

წკრიალებენ ვარსკვლავები,

შობა დგება, შობა დგება!

მოზღვავებულ სიხარულით

სული ხარობს, გული ფეთქავს,

ქრისტე იშვა, ქრისტე იშვა,

ოცდახუთსა დეკემბერსა!

მივეგებოთ, ქრისტე მოდის

სიკეთედ და მოწყალებად,

ოცდახუთსა დეკემბერსა

შობა დგება, შობა დგება!

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:04 | შეტყობინება # 19
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...

ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!

მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

მიმაგრება: 8221205.gif (32.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:15 | შეტყობინება # 20
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.

მიმაგრება: 1116362.gif (32.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:16 | შეტყობინება # 21
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჯეჯილში ჩაიშრიალა
თვალგახელილმა ყანამა,
მთით მობერილმა ნიავმა,
ნარგიზის იავნანამა...
ერთი პაწია ჩიორა
მუხიდან მომესალამა...
ია განგებამ დახატა,
თუ ფიროსმანის ყალამმა?
ყაყაჩოს "ღვინო სალხინო"
როგორ არ შესვას ანამა?!
"ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა".

მიმაგრება: 9113968.gif (8.9 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:17 | შეტყობინება # 22
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

გამარჯობა, დათუნია,
რა კარგი ხარ, ლამაზი,
ვერ მიცანი? შემომხედე,
მე ვარ შენი თამაზი.
ყურადღებას არც კი მაქცევ,
მოდიხარ და მიდიხარ. . .
მეც მყავს სახლში დათუნია,
მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ!
არ გრცხვენია დამიკარგე
შენი ნახვის ხალისი,
რამოდენა გაზრდილხარ და
გამარჯობა არ იცი.

მიმაგრება: 8909670.gif (1.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:17 | შეტყობინება # 23
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო.

მიმაგრება: 3368903.jpg (17.8 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:18 | შეტყობინება # 24
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბაღი
მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,
აქ კი რა დამხვდა?- მაგიდა,
წიგნი და მასწავლებელი,
ვაშლის ფაფა და სტაფილო,
კატლეტები და სუპები,
არა, ბატონო, ამ ბაღში
უთუოდ დავიღუპები.
არ მინდა თქვენი საწოლი,
არც ეს ფაფუკი ბალიში,
ან ნამდვილ ბაღში წავიდეთ,
ან არა - სახლში გამიშვით.
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:20 | შეტყობინება # 25
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

15 სექტემბერი,
1872 წ.

მიმაგრება: 8267131.jpg (82.1 Kb)


შეტყობინება შეასწორა RAPER - ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:20
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:25 | შეტყობინება # 26
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?


28 იანვარი, 1861 წ.
პეტერბურგი.

მიმაგრება: 1753359.gif (26.5 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:26 | შეტყობინება # 27
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი
დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ -
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!

14 ივლისი,
1883 წ.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:27 | შეტყობინება # 28
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
“მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად “ტია, ტიას!”

1881 წ.

მიმაგრება: 2155750.jpg (58.7 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:27 | შეტყობინება # 29
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სულიკო
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო;
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო;
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო;
მას შევეკითხე შეფრქვევით:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:
“ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!
სამად გაშლილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,
და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..

1895 წ.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 16.09.2010, 18:28 | შეტყობინება # 30
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ღამურა

ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
“იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!
“ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთს წამსა
გადავივლიდი მთებსაო!”
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესხმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყოვნებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!
“ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!...”
დაჰჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და მისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით
და მუდამ ამას წრიპინობს
კვნესით და გულის ტკივილით:
“კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
“გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
“ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”...

1880 წ.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მე პატარა ქართველი ვარ...
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz