შაბათი, 25.11.2017, 10:23
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან12»
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ანეკდოტები :D
ანეკდოტები :D
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 18:57 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ერთი კაცი გაემგზავრა პარიზში. მიიარა, მოიარა, ბოლოს შევიდა საროსკიპოში. იქიდან გამოსულმა ზიზღით გადააფურთხა. იქვე გაჩნდა პოლიციელი და ჯარიმა გადაახდევინა. როცა სახლში დაბრუნდა ცოლი ეკითხება:

_ მოგეწონა პარიზი?
_ არა უშავს.
_ მე არ გახსენდებოდი?
_ ერთხელ გამახსენდი და მაშინაც დამაჯარიმეს biggrin

===========================================================

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, წვერი მოშვებული რომ აქვს და ფეხები გაპარსული.

ადამიანს სიცოცხლე ერთხელ ეძლევა და როგორც ყოველთვის ცუდ დროს.

თუ გინდათ რომ მეუღლემ გულდასმით გისმინოთ ძილში უნდა ილაპარაკოთ.

თუ მეგობარს დაეხმარებით, მას აუცილებლად გაახსენდებით როდესაც კიდევ გაუჭირდება.

ცხოვრობა ისე სწრაფად გადის, თითქოს მას ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს.

ძნელია კურსორით მონიტორიდან ბუზის გაგდება.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 18:59 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

იცოდით თუ არა რომ სკაიპი მეგრელების შექმნილია? თუ არ გჯერათ ჩართვისას ხმას დააკვირდით:
-ჰმმმმმმმმმმ

გემი ჩაიძირება. ერთადერთი გადარჩენილი კაცი ხის ნამტვრევს ეპოტინება. უცებ წყლიდან ოქროს ბაყაყი ამოხტება და კაციც დაიჭერს. ბაყაყი, რა თქმა უნდა, შესთავაზებს:
-გამიშვი და ერთ სურვილს შეგისრულებ.
სასოწარკვეთილი კაცი გაუშვებს და შეეხვეწება:
-ოღონდ ხიდი გამიკეთე და მეტი აღარ მინდა არაფერი.
ბაყაყიც ადგება, თავაზიანად ხიდზე გადავა და წყალში გადახტება biggrin

სტუმრობისას სიდედრი სიძეს წვნიანს მიართმევს. სიძეც დაეჭვდება და პირველი კერძს იქვე მყოფ კატას გაასინჯებს. კატა შეჭამს, ერთ-ორ ნაბიჯს გადადგავს და ფეხებს გაფშეკს. გამწარებული სიძე დაიჭერს სიდედრს, მაგრად სცემს და ფანჯრიდან გადააგდებს. უცებ კატა წამოხტება, ფანჯრიდან გადაიხედება და მიაძახებს:
-ჩაძაღლდი ხო მაინც შე ბებერო !!! biggrin

ლიფტში მოხუც ბებოსთან ერთად სიმფატიური ახალგაზრდა ბიჭი გაიჭედება. უცებ ბებო უხერხულ კითხვას სვამს:
-თქვენ ჩემი გაუპატიურება გინდათ?
-არა ქალბატონო როგორ გეკადრებათ !!!
ბებო უცებ ჯიბიდან იარაღს იღებს და ბიჭს ისევ მიმართავს:
-გინდა შვილო, გინდა !!!

შინაბერების საუბრიდან:
-გოგო ამ ჩვენს მეზობელს რა ბედი აქვს: ქმარი ხო ყავს, საყვარელი ხო ყავს. გუშინ კიდე დახვედრილან და გაუუპატიურებიათ biggrin

მიმაგრება: 8401986.jpg(64Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:00 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული კომისიის წევრები ხედავენ, რომ გიჟები ნივთებს ფანჯრებიდან ისვრიან.
– რას აკეთებთ? – კითხულობს კომისიის ერთ–ერთი წევრი.
– თვითმფრინავებს ვუშვებთ.
– ექიმი სად არის?
პირველი რეისით გავაფრინეთ

* * *

პოლიციაში სატელეფონო ზარია:

– ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო!

ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს:

– ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ

* * *

ცოლი ქმარს ტელეფონზე ურეკავს:

– ძვირფასო, იცი, მანქანა გამიფუჭდა.

– რა მოუვიდა? – კითხულობს ქმარი.

– კარბურატორში წყალი შევიდა.

– შენ რა იცი, რა არის კარბურატორი, სად არის მანქანა?

– ტბაში, ძვირფასო

* * *

ერთი მეგობარი დილით ადრე ურეკავს მეორეს:

– ბიჭო, გუშინ ლუდი დავლიეთ?

– დავლიეთ.

– არაყიც დავლიეთ?

– დავლიეთ.

– არაყის მერე რა დავლიეთ, გახსოვს?

– რაკეტის საწვავი.

– საპირფარეშოში იყავი?

– არა?!

– არც შეხვიდე, ტოკიოდან გირეკავ, ტოკიოდან!!!

* * *

ორი დაქალი საუბრობს.

– იცი, გუშინ მეუღლეს სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე – ეუბნება ერთი მეორეს.

– მერე, მოგცა?

– იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა.

* * *

სვანმა ბაღში ისეთი საფრთხობელა დადგა რო ჩიტებმა შარშანდელი მოსავალიც უკან მოიტანეს.

* * *

გენერალს შვილიშვილი შეეძინება. თვითონ დაკავებულია და სანახავად ადიუტანტს გააგზავნის:

_ ბატონო გენერალო, რომ ნახოთ როგორ გგავთ გაგიჟდებით: მელოტია, ღიპიანი, არაფრის აზრზე არაა და მაინც ბევრს ღრიალებს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:01 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პროგრამმისტმა თავის შვილს ვინდოუსი დაარქვა და ყოველ ღამე როცა ბავშვი ტირილს იწყებს თავის ცოლს ეძახის ვინდოუსი გადააყენეო.

* * *

სვანი ჰარი პოტერს უყურებს და მეორე დღეს ხრამში გადავარდნილს იპოვიან ცოცხით

* * *

სვანი მანქანით მიდის, საბურავი გაუსკდება ხეს შეეჯახება და მოკვდება. საფლავზე დააწერენ დაიბადა და გარდაიცვალა რეზენის გახვრეტის გამოოოოო

* * *

სვანი თავის მოკვლას გადაწყვეტს და ჯერ ერთ მანქანას შეუვარდება, მერე -მეორეს, მაგრამ არაფერი მოსდის. ბოლოს მიხვდება და მოძრავ მანქანას შეუვარდება ბორბლებში

* * *

მეზობლები ქურთის ბავშვს გააგზავნიან ოპერის შენობაში იმის გასაგებად თუ რა სპექტაკლებია. აფიშაზე წერია: 'რომეო და ჯულიეტა", "დაისი" და "აიდა". მოვა ქურთის ბიჭი და ეუბნება მეზობლებს: დღეს იქნება სპექტაკლი "რომეომ ჯულიეტა დაისვა და ჰაიდაოო"

* * *

სვანები რესტორანში შევლენ და დაინახავენ თეფშები ერთმანეთზე ორ-ორად ალაგია, მიიხედ მოიხედავენ და ერთმანეთს კალთაში ჩაუჯდებიან.

* * *

ნადირობს ორი მარკეტოლოგი. დაინახეს ირემი, რომელიც გარბის. პირველმა მიზანს ერთი მეტრით მარცხნივ ესროლა. მეორემ კი-ერთი მეტრით მარჯვნივ. პირველი, შედეგით გაოცებული, მეორეს ეკითხება:
- მისმინე, სტატისტიკის მიხედვით ჩვენ ხომ ის უკვე მოვკალით?...

* * *

– მამიი, – ეუბნება მოდებილო სეროჟა, – მარჯვენა და მარცხენა ფეხები ერთმანეთში მერევა.

– როგორ გერევა?

– აი, ვერ გამირჩევია, რომელია მარცხენა, რომელი – მარჯვენა.

– ეე, ტუტუც, კარგა მამისმინე. მარცხენა ფეხზე ცერა თითი მარჯვნივ გაბია, მარჯვენაზე ნააბაროტ, გაიგე?!

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:02 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ერთ თეთრიანი მონეტა სადღეგრძელოს ამბობს:
_ იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც არა ხურდავდება.

* * *

ჭიქა ცარიელია.
პესიმისტი: სულ დაულევიათ.
ოპტიმისტი: ჯერ არ დაუსხავთ.

* * *

კითხვა: რა გამოვა ზღარბის და გველის შეჯვარებით?
პასუხი: ერთი მეტრი მავთულხლართი.

* * *

ბავშვს ხელში ნეხვი უჭირავს და დედასთან მიდის:
_ დედა! ამაში კინაღამ ფეხი ჩავდგი.

* * *

_ მამა, მე ებრაელი ვარ თუ ბოშა?
_ შვილო, საიდან ეგეთი კითხვები?
_ ჩემი კლასელი ველოსიპედს ჰყიდის. ვერ გადამიწყვეტია ვევაჭრო თუ, უბრალოდ, მოვპარო.

* * *

მეთევზე მაღაზიაში შედის:
_ მეგობარო, აი ის დიდი თევზი მესროლე!
გამყიდველი:
_ ხელში მოგართმევთ ბატონო.
_ არა, არა, მესროლე! უნდა დამეფიცებოდეს, რომ დავიჭირე.

* * *

ქალი ეუბნება პროგრამისტ ქმარს:
_ ბავშვი მინდა...
_ კარგი, ახლავე ჩავაინსტალირებ..

* * *

ცოლი:
_ ძვირფასო, მოდი, ფარდები ვიყიდოთ. ხომ შეიძლება, მეზობელი კორპუსიდან დამინახონ შიშველ მდგომარეობაში.
ქმარი:
_ თუ დაგიმახავენ, ისინი თვითონ იყიდიან ფარდებს.

* * *

ცისკარა მივიდა წყაროსთან, რომლის გვერდითაც წევს ცხრათავიანი დევი და ძინავს. ცისკარა მივარდება ამოიღებს ხმალს და დაუწყებს თავების მოჭრას. მოაჭრა ერთი, მეორე, მესამე... მეშვიდე თავი რომ მოაჭრა დევმა კითხა:

_ რა გინდა, რას მერჩი?
_ წყალი მინდა._უპასუხა ცისკარამ.
_ მერე? გიშლის ვინმე?! მიდი და დალიე.

* * *

კუ მიდის ჯავშნის გარეშე. შემოხვდება ზღარბი:
_ ჯავშანი სადა გაქვს?
_ გამაბრაზეს და სახლიდან წამოვედი!

* * *

მიხო დგას სასაფლაოზე და ტირის:
_ რა გატირებს?
_ სიდედრი დავმარხე.
_ მერე ნიჩაბი რატოა სისხლიანი?
_ სამჯერ ამომიხტა საფლავიდან..

* * *

სპორტული ჰოროსკოპი: დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პოზიტიური დღე აქვს_ის არ თამაშობს

* * *

50 ლარი მასესხე.

_ მხოლოდ 30 ლარი მაქვს, 50 როგორ გასესხო?

_ კარგი, არა უშავრს, 30 მომეცი, 20 ვალი გექნება

* * *


სვანს ეტყვიან: თუ კლდიდან გადახტები, დათვს ხელს ჩამოართმევ და ქალს გააუპატიურებ, მილიონს მოგცემთო.

სვანი გადახტება კლდიდან, შევა დათვის ბუნაგში. ისმის იქიდან გრუხუნისა და ჯაჯგურის ხმა. ცოტა ხანში გამოვა და იკითხავს:

_ აბა, სადაა ის ქალი, ხელი რომ უნდა ჩამოვართვა?

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:03 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბავშვი ამოდის ეზოდან, თან რაღაცას ღეჭავს. დედა ეკითხება:
_ რას ჭამ, შვილო, ვინ მოგცა?
_ არავის არ მოუცია.
_ აბა სად აიღე?
_ არ ამიღია, თვითონ მოცოცდა.

* * *

მაგრად დასახიჩრებული კაცი ექიმთან მივა.
_ რა მოგივიდა? _ ეკითხება ექიმი.
_ ცხენიდან გადმოვვარდი.
_ კი მაგრამ, ასე ძალიან როგორ დაიმტვერი?
_ ცხენიდან რომ გადმოვვარდი, მერე ირემი დამეჯახა, მერე ლომი და ბოლოს რაკეტა...
_ მეკაიფები?
_ არა, კარუსელზე ვიჯექი?

* * *

ცოლი ეუბნება ქმარს, რომელიც ამთქნარებს:
_ პირი ღია გაქვს და ბარემ, ბავშვს დაუძახე, ამოვიდეს.

* * *

_ რამდენი იქნება, 5 გავამრავლოთ 7-ზე?
_ 30.
_ არ არის სწორი, ორიანი. მომიტანე დღიური.
_ მასწ, არ იფიქროთ რომ გემუქრებით, მაგრამ, ამ დილით მამაჩემმა ჩემი დღიური რომ ნახა თქვა: "აქ კიდე ერთ ორიანს ვნახავ და ვიღაცას მაგრად მოხვდებაო".

* * *

კატა თაგვების ოჯახს გამოეკიდა. უცებ, მამა თაგვი მობრუნდა და ყეფა დაუწყო, დამფრთხალი კატა უკან გაიქცა. მამა თაგვმა წრუწუნებს უთხრა:
_ ხომ გეუბნებით, უცხო ენის სწავლა აუცილებელია-მეთქი!

* * *

მიხომ ცოლი მაგრად სცემა:
— რაზე სცემე?
— ორი წლის წინათ მითხრა, ბეჰემოტი ხაარო.
— მერე ახლა სცემე?
— გუშინ ვნახე ბეჰემოტი, ზოოპარკში. რას გავდა ეგ შობელძაღლი.

* * *

_ მამიკო, მე და ჩემმა 7 თანაკლასელმა ძლივს გადავიყვანეთ მოხუცი ქალი ქუჩაზე.
_ ამდენი რა საჭირო იყო?
_ არ მოგვყვებოდა

* * *

პატიმარი ციხიდან დედას წერილს სწერს:
_ დედი, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, ისეთი კაცი გამოვსულიყავი, შენს კარებთან დაცვა მდგარიყოსო, ხო შეგისრულე ნატვრა!

biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:04 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ოჰ, აბრამ, აბრამ, შე უშნო, შენა! სულ ახალი სკამი გატეხე... გუშინ ვიყიდეთ,
დაჯდომაც ვერ მოვასწარით და უკვე გატეხე... ჭაღიც ნამსხვრევებად აქციე,
კრეტინო!!! არ შეგეძლო, სხვაგან ჩამოგეხრჩო თავი?!!!

**********

რაა საერთოა მამაკაცსა და დიპლომს შორის?
_ორივესთვის რამდენიმე წელიწადი იბრძვის ქალი,
მაგრამ როცა უკვე იცის რომ მისია, მერე აღარ იცის
რაში გამოიყენოს.

**********

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოიგონა გოგონამ,
რომელსაც მხოლოდ შუბლზე კოცნიდნენ.

**********

მიხომ მეზობელს შესჩივლა:
_ძალიან ზარმაცი ქათამი მყაამს
_რატომა?
_სხვები რო ყივიან, ესა თავ უქნევს ხოლმე.

**********

სჯობს გვიან, ვიდრე არავის...

**********

ინფორმაცია:
ზოოპარკშისპილოს თავს დაესხა ცოფიანი და ამჟამად უკვე ბრტყელი ძაღლი.

**********

კენტავრი გზის გასაყარზე დგას და კითხულობს:
"მარჯვნივ წახვალ ცხენს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ _ თავს".

**********

_მამი, მეგობარს რომ უჭირდეს ხომ უნდა დავეხმარო?
_შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები, შვილო

biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:05 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მიხოს სიდედრი დაეღუპა. გახარებულმა დაირბინა ნათესავ-მეზობლები, ნაცნობ-ახლობლები და ყველას შეატყობინა. ხოდა, ბედნიერი სახით ბრუნდება შინ და რას ხედავს, სიდედრი სამზარეულოშია და ჭურჭელს რეცხავს. გაგიჟდა კაცი:
_ კი მაგრამ... ზალაში ხო დაგტოვე ფეხებგაჭიმული?!
_ კი შვილო, კლინიკური სიკვდილი მქონდა.
_ არანაირი კლინიკური არ ვიცი მე, ხუთშაბათს, 3 საათზე გავდივართ.

* * *

ქეშები სხედან ოთახში და კაიფობენ. ისეთი კვამლი დგას, დედა შვილს ვერ იცნობს.
საათიდან გუგულმა გამოყო თავი.
_ ბიჭებო რომელი საათია?
_ სამი.
_ აუ, ბ...შვილი ვიყო! კინაღამ დავაგვიანე, ჩემი დედა... გუ-გუ! გუ-გუ! გუ-გუ!

* * *

ვერ გავიგე?! აქამდე ლაყე კვერცხებს ესროდი იმ მომღერალს და ახლა ტაშს უკრავ?
_ იქნებ სცენაზე გამოვიტყუო, ორი კვერცხი დამრჩა კიდევ.

* * *

ნარკომანი კაიფშია და უნდა დედას ასიამოვნოს:
_ დედიკო, მე როდის დავიბადე?
_ რა მოგივიდა შვილო, დაბადების დღეც აღარ გახსოვს?
_ არა, დე, ეგ კი არა, რომელი საათი იყო, დედიკუნა?
_ ღამის სამი საათი იყო.
_ აუ! გაგაღვიძე ხო, დედი?

* * *

ორი გველი წევს გვერდი-გვერდ. ერთი ეკითხება მეორეს:
_ ბიჭო, ჩვენ შხამიანები ვართ?
_ ხო, რავი, ალაბათ! _ პასუხობს მეორე.
_ აუ, დამერხა, ენაზე ვიკბინე!

* * *

_ რატომ მოხვდა სვანი გინესის რეკორდების წიგნში?
_ იმიტომ, რომ იქ მოხვედრის ყველაზე მცირე შანსი ჰქონდა!

* * *

მეგრელი სამსახურს იწყებს და ეკითხებიან:
_ კომპიუტერი და ინგლისური თუ იცი?
მეგრელი პასუხობს:
_ მეგრული და კალკულატორი არ გამოდგება, კაცო!?

* * *

ჩემი ცოლი ზოოპარკში აღარ მომყვება.
_ რატომ?
_ ბოლოს რომ ვიყავით მაიმუნებმა თხილი გადმოუყარეს...

* * *

ოთახში ორი ნარკომანი ზის. მეორე ოთახიდან კოღოს ბზუილის ხმა ისმის. ერთი გადაწყვეტს კოღო მოკლას და მეორე ოთახში გავა. ისმის იქიდან მტვრევის და ნგრევის ხმა, ცოტა ხანში უკან დაბრუნდა, შუბლზე ოფლის წმენდით.
_ რა ქენი, მოკალი?
_ ვერა, ვერ მოვკალი, მაგრამ მაგრად ვანერვიულე!

* * *

მიხო თავის, ახალდაბადებულ, ბანჯგვლიან შვილს ნახავს და თავის ცოლს, მაროს, ეტყვის:
_ მარო, ეს ბალღი გააჩინე თუ მოქსოვე?

* * *

სატვირთო მანქანა ქუჩაში ფეხით მოსიარულე მოხუც ქალს დაეჯახა.
პოლიციელმა შემთხვევის ადგილზე მიირბინა:
_ რატომ არ დაასიგნალე? _ ეკითხება მძღოლს პოლიციელი.
_ არ მინდოდა შეშინებოდა.

* * *

_ ყველაზე მაგარი კაიფი, იცი, რა არის ჭიჭიკია?_ ეკითხება ბიჭიკია.
_ რა, ძამია?
_ ორი ზომით პატარა ფეხსაცმლით რომ დეიარები მთელი დღე და მერე გეიხდი.

* * *

ჭიჭიკია და ბიჭიკია მკვდარს მიასვენებენ. გაიარეს დიდი მანძილი და არავინ შენაცვლებიათ. ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:
_ ამ შობელძაღლებმა, მგონია გვაჩუქეს აი მკვდარი!..

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:05 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს:
_ იცინეთ, იცინეთ... _ გაბრაზდა კაცი _ ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს, მე ამ ავტობუსის მძღოლი ვარ...

* * *

სიდედრი ესტუმრა სიძეს. სიძე ეკითხება:
— რამდენი ხნით ჩამოხვედი?
— როგორც კი მოგბეზრდება წავალ.
— ჰო... საჭმელი მაინც გეჭამა.

* * *

გურულები ჩინელებს ომს გამოუცხადებენ.
_ კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? _ ჰკითხეს ჩინელებმა.
_ რამდენი ხართ?
_ მილიარდნახევარი!
_ დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვდარს.

* * *

მარო ეუბნება მიხოს:
_ კაცო, დღეს კინოში მივდივართ და წინდები გამაიცვალე, ცუდი სუნი ასდის.
კინოში მისვლისას მაროს სუნი ეცა და მიხოს ჰკითხა:
_ კაცოო, წინდები არ გამაიცვალეე?
_ გამავიცვალე მა რა ვქენი, ვიცოდი არ დამიჯერებდი და აი თან წამოვიღე.

* * *

მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:
_ აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა.
_ დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! _ უპასუხა სვანმა.

* * *

მიხომ და მიტომ, უდაბნოში, გააკეთეს აქლემების სარემონტო. ცოტა ხანში პირველი კლიენტიც მოვიდა_ბედუინმა თავისი აქლემი მოიყვანა:
_ რა სჭირს? _ ჰკითხა მიტომ.
_ ძველებურად ვეღარ დარბის.
_ გასაგებია... შაიყვა "იამაზე ".
ბედუინმა შეიყვანა აქლემი

"იამაზე ". მიტომ აიღო ორი აგური შეუძვრა აქლემს ქვევიდან და შემოსცხო საკვერცხეებზე. გამწარებული აქლემი ისე გაიქცა, ცხოვრებაში რომ არ გაქცეულა. გაუხარდა ბედუინს, მაგრამ თან პრეტენზიაც გამოთქვა:
_ კარგია, რომ ჩემი აქლემი ისევ დარბის, მაგრამ მე როგორ დავეწიო?
მიტომ მალევე იპოვა გამოსავალი და ბედუინს უთხრა:
_ შადი "იამაზე ".
ბედუინსაც ჩაუტარა აგურების პროცედურა და დაადევნა თავის აქლემს. ამის შემყურე მიხო ეკითხება მიტოს:
_ მიტო, ის ბედუინი რო გააქციე, ფული გამაართვიი?
_ არა.
_ აბა მაშინ, შადი "იამაზე "

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:06 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სვანმა იმდენჯერ შეიყვანა არასწორი პაროლი, რომ კომპიუტერი დანებდა...

* * *

მიხო და მარო უყურებენ ფილმს საშინელ მონსტრებზე. მორიგი მონსტრის გამოჩენისას მარო იტვის:
_ ვაიმე, დედაა!
_ ჰა, ქალო იცანი დედაშენი?!

* * *

ბაყაყი გუბესთან იჯდა, წვიმა წამოვიდა და წყალში გადახტა არ დავსველდეო.

* * *

სვანი მამა და შვილი ქუჩაში მიდიან. უცებ შვილი გაჩერდება და პირჯვარს გადაიწერს. მამა თავში წამოარტყავს და ეტყვის:
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, აფთიაქებთან პირჯვარს ნუ იწერ მეთქი!

* * *

ექიმო, სარკეში რომ ვიყურები გული მერევა.
_ ხოოო... კარგი მხედველობა გქონიათ.

* * *

მიხო ხელში ჩაქუჩს ჩაირთყავს. გამწარებული, ჩაქუჩს დედის გინებას დაუწყებს. მარო გამოსძახებს:
_ მიხო, ჩაქუჩს დედა არა ჰყავს!
_ შენ ხო გყავს, შენი დედა...

* * *

მეტროს მატარებლის ვაგონი გადატენილია.
_ რატომ მეხუტები? _ ეკითხება გოგონა აწითლებულ ვაჟს.
_ მე?
_ ხო, შენ, რატომ მეხუტები, გინდა რამე? _ არ ეშვება გოგო.
_ მეე? არაფერი არ მინდა.
_ აბა, გადაიწიე იქით, იქნებ სხვას უნდა...

* * *

კახელი დაიწყებს შეშის ჩეხავს. დაიფურთხებს ხელისგულებზე აიღებს ნაჯახს და ურტყავს.
მივა მისი ნარკომანი შვილი:
_ მამი, დაგეხმარები, რა.
_ რითი უნდა დამეხმარო, შვილო, გადი იქით. _ ეუბნება მამა. იფურთხებს ხელებზე და იქნევს ნაჯახს. შვილი ისევ:
_ მამი, დაგეხმარები, რა.
_ რითი უნდა დამეხმარო, შვილო, გადი იქით.
_ აი, ხელებზე დაგიფურთხებ ხოლმე რა.

* * *

სვანს ეკითხებიან:
_ 100 კილომეტრს რამდენ ხანში გაირბენ?
_ 5 წუთში.
_ ეგ როგორ?
_ მოკლე გზა ვიცი.

* * *

კახელს ჰკითხეს:
— ყველაზე ძლიერი ცხოველი რომელია?
კახელი პასუხობს:
— სპილო.
— რატომ?
— იმიტომ, რო ვირივით ჯანი აქ!

* * *

შვილო, რამდენჯერ გითხარი, თავში ჩაქუჩს ნუ ირტყავ.
_ რატომ მამი, ძალიან ვხმაურობ.

* * *

ტიპი შედის ტუალეტში, ხედავს წინ წარწერაა:
_ გაიხედე მარჯვნივ!
გაიხედავს, იქ წარწერაა:
_ გაიხედე მარცხნივ!
გაიხედავს, იქაც წარწერაა:
_ გაიხედე უკან!
მიიხედავს, იქ კი აწერია:
_ თუ შვრები ქენი, თუ არა და... რას იყურები აქეთ-იქით.

* * *

სვანს თავისი ხვრინვა გააღვიძებს და სხვა ოთახში გავა.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:07 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
× × ×
- რაა ბიძია, ეს გაზიანი წყალი, თბილი რომაა, არც გაზი აქვს და არც ტკბილი არაა. -კაი ახლა ბიძიკო, 20 თეთრად რამდენი რამე მომინდომე … რაც მთავარია სველი ხომაა?!


× × ×

მიხო ომშია და ზის სანგარში, უცბად მაგარი სროლა ატყდება ამოიხედავს და იტყვის: -ეს დედა მო*ლები ისე ისრვრიან მოკლავენ ვიღაცას!!!!


× × ×
ერთი მოკრივე უბნება მეორეს: -ტაისონს ვხვდები, პირველი რაუნდია, ჯერ მარჯვნიდან მოვარტყი, მერე მარცხნიდან. მერე იმან მომიქნია და… შუქი ჩაქრა. რომ მოვიდა ექიმები დავინახე.


× × ×
ქალების ყველაზე დიდი სასჯელი: დაიბადოს მუნჯი.


× × ×
მიშიკო უყვება ძმაკაცებს: - გუშინ მამაჩემის კომპიუტერში შევძვერი და ერთი მაგარი თამაში ვნახე, რაღაც ბუღალტერია არის. იმდენი ვითამაშე, მესამე დონემდე მივედი. - მერე? - მერე გადასახადებმა ჩამძირა.


× × ×
გურული მუზიკანტ მეზობელს აგინებს და უყვირის: -ბოლოს და ბოლოს, როის მორჩები მაგ საყვირზე ჭყვიტინს. მალე გავაბდლდები! -უკვე გააბდლებულხარ გრამიტონ, ორი დღეა საყვირი გამიტყდა.


× × ×
ქალი და კაცი ემზადებიან სექსისთვის. ქალი ფეხზე დგას გადაკუზული და ფეხებს შორის ხელი გაყო რო გაესწორებინა “ის” და იმ სულელმა კაცმა ხელი ჩამოართვა და ივანი მქვიაო.


× × ×
სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს: - ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ისეთი საინტერესო იქნება როცა გაიზრდებით! დახედავთ რამოდენიმე წლის შემდეგ და გაიხსენებთ: „ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის დარჩა…“ - ეს ცხონებული თინა მასწავლებელია… - გააგრძელა ჩამოთვლა მიშიკომ.


× × ×

– ქალიშვილო, თქვენ სისხლი უნდა აიღოთ თითიდან …

– და ამისათვის აუცილებელია, რომ ყველაფერი გავიხადო?

– რატომ ქუდი გეხუროთ.


× × ×
გურული ორმოში ჩავარდება, ცოტახანში ვიღაც გამოივლის და ეუბნება:
გამვლელი: -დამელოდე თოკს მოვიტან და ამოგიყვან.
გურული: -ახლა ამას უცადე კიდო!

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:07 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
_ ვოცნებობ მილიონებს ვშოულობდე, როგორც მამაჩემი.
_ ვაა! მამაშენი მაგდენს შოულობს?
_ არა, ისიც ოცნებობს.

* * *

რით განვსხვავდებით ზანგებისაგან?
_ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზებრა თეთრია და აქვს შავი ზოლები. ზანგები ფიქრობენ პირიქით, რომ ზებრა შავია და აქვს თეთრი ზოლები.

* * *

_ ზღვა მოგხდენია. ლოყები დაგბერია. ალბათ კარგი კვება გქონდა.
_ არა, დღეში ორჯერ რეზინის ლეიბის გაბერვა მიწევდა.

* * *

სამი სვანი დამალობანას თამაშობდა... სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

* * *

მიხომ ლატარიაში მილიონი მოიგო და გახარებული სახლში ბრუნდება.
_ მარო! მარო! მილიონი მოვიგე და ბარგი ჩაალაგე! _ ეძახის მაროს ჭიშკარს მომდგარი.
მარო კეკლუცად გადმოდგა აივანზე და ეკითხება:
_ ზამთრისა თუ ზაფხულისა?
_ ორივე და დაახვიე აქედან!

* * *

სვანმა ყანაში ისეთი საფრთხობელა დადგა რომ ჩიტებმა, შარშანდელი წაღებულიც უკან მოიტანეს.

* * *

საკანში ერთად სხედან ძროხისა და საათის ქურდები. ძროხის ქურდმა საათის ქურდის გაშაყირება გადაწყვიტა:
_ ვერ მეთყვი, რომელი საათია?
_ გეტყვი, რატომაც არა, ძროხის მოწველის დროა.

* * *

ჭიჭიკია თავის ნაცნობს ესტუმრა სოფელში. შეაღო თუ არა ჭიშკარი, ფეხებში უზარმაძარი ძაღლი ეცა და უკბინა. ჭიჭიკიას თქრიალით წამუვიდა სისხლი.
სახლიდან მასპინძელი გამოვარდა:
_ უიმე, ბატონო! შარვალი ხომ არ გაგიხიათ?
_ არა! ამიკაპიწა და ისე მიკბინა! _ მიუგო ჭიჭიკიამ.

* * *

_ შვილო რატომ ხარ სულ სველი?
_ დედი, ეზოში ძაღლობანას ვთამაშობდით და ბუჩქი ვიყავი

* * *

_ რაა, შვილო ორი ორიანი რომ გიწერია დღიურში?
_ დანარჩენი გაგვიცდა...

* * *

_ ექიმო, როდის გამწერთ სავადმყოფოდან?
ექიმი პასუხობს დამაიმედებელი ტონით:
_ როდესაც კარდიოგრამის ხაზი გასწორდება.

* * *

დედა ეუბნება შვილს:
_ შვილო, ნუ ურტყავ მეზობლის ბავშვს თავში აგურს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:08 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე, ძმაო, ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი. ვამბობდი, ან პროფესორი გამოვალ, ან არაფერი–მეთქი.

– და მაინც, რატომ ვერ გახდი პროფესორი?

* * *

– მაშ, მე თქვენ ტარაკანა მიწოდეთ, არა?

– დიახ!

– მაშინ მე თქვენ დუელში გიწვევთ. აირჩიეთ იარაღი!

– დუსტი!

* * *

ექიმი ავადმყოფს ფილტვებს უსინჯავს:

– კარგია... კარგია... ძალიან კარგია!

– რაა კარგი, ექიმო?

– კარგია, რომ ეს შენი ფილტვებია და არა – ჩემი.

* * *

ორი ძველი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს, ერთი მეორეს ეკითხება:

– შენი სიდედრი რა განხრით მოღვაწეობს?

– მედიცინის.

– თერაპევტად?

– არა, წურბელად.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:08 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ექიმი:
— რას ვიზამთ, ძვირფასო, ერთი ფილტვი უნდა ამოგკვეთოთ.
პაციენტი:
— რას ამბობთ, ექიმო, ფოლტვები ყოველთვის წესრიგში მქონდა.
ექიმი:

— ფილტვები ახლაც წესრიგში გაქვთ, მაგრამ... ღვიძლი ვეღარ ეტევა...

***

მაღაზიაში მყიდველი ეუბნება გამყიდველს:
— მაპატიეთ, ჩემთვის ხურდა არ დაგიბრუნებიათ.

— რა პრობლემაა, მიპატიებია.

***

— აჰა, შოკოლადი!
— არ მინდა!
— რატო?
— ნოემბერშია გამოშვებული.
— ახლა რომელი თვეა?
— სექტემბერი.

— აზრზე ხარ. მომავლიდანაა...

***

კაცი თავის მეოთხე ცოლს ასაფლავებს, ეკითხებიან:
— პირველი ცოლი რით დაიღუპა?
— სოკოთი მოიწამლა.
— მეორე?
— სოკოთი მოიწამლა.
— მესამე?
— ისიც.
— ბოლო?

— ტვინის შერყევით… სოკოს ჭამა არ უნდოდა.

***

— საჭმელი რა გვაქვს?
— ლობიო.
— დესერტად?
— აქტივიზირებული ნახშირი.

***


გვიან საღამოთი მაგრად დაღლილი და დატანჯული ქმარი დაბრუნდა სახლში და ცოლს ეცა:

— მშობელთა კრებაზე, რომ გამიშვი არ უნდა გეთქვა ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს?!

***

მასწავლებელი ეჩხუბება მოსწავლეს:
— სიმართლე მითხარი, ვინ დაწერა შენი საშინაო დავალება?
— არ ვიცი, ადრე დავწექი დასაძინებლად.

***


ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:
— სიმონ, იცი, გილიოტინას გამომგონებელი მესამე იყო ვისაც გილოტინაზე თავი მოჰკვეთეს?
— რეიზა, სიმონ?
— არ ვიცი, ალბათ... ტესტ დრაივი იყო...

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:10 | შეტყობინება # 15
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სასამართლოზე, მოსამართლე ეუბნება მოწმეს:
_ მოქალაქევ, თქვენ უნდა ილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე რაც თქვენი თვალით დაინახეთ. გასაგებია?
_ დიახ, ბატონო, მოსამართლე!
_ ძალიან კარგი, მიპასუხეთ როდის დაიბადეთ?
_ არ ვიცი, ბატონო მოსამართლე, არ დამინახავს.

* * *

მიხო მოხუცდა. თავისი ცხოვრების მანძილზე საზღვარგარეთ არ იყო ნამყოფი. იფიქრა: ”ისე ხო არ მოვკვდები რომ ერთი უცხო ქვეყანა მაინც არ ვნახოო.” მოაგროვა ფული და წავიდა ერთ-ერთ ქვეყანაში.
დადის, ათვალიერებს. შემთხვევით სასაფლაოს ჩაუარა. დაინტერესდა: ”ნეტა აქ როგორი საფლავები იციანო” და სანახავად შევიდა. ხედავს საფლავის ქვებს შემდეგნაირად აწერია:

დაიბადა 1020 წელს
გარდაიცვალა 1990 წელს
იცხოვრა 10 წელი

დაიბადა 1040 წელს
გარდაიცვალა 2005 წელს
იცხოვრა 2 წელი.


გაუკვირდა ასე რატომ აწერიაო და სასაფლაოს დარაჯს კითხა მიზეზი. დარაჯმა უპასუხა:
_ აქ იმდენი წელი უწერიათ რამდენიც მართლა იცხოვრეს, ანუ როცა ჰქონდათ ბევრი ფული, მაგარი გრიალი, მაგარი მანქანები, მაგარი იახტები და რაღა ბევრი გავაგრძელო, ყველაფერი ის რაც თვითონ უნდოდათ.
მიხო სახლში რომ დაბრუნდა ცოლს უთხრა:
_ დედაკაცო, რო მოვკვდები საფლავის ქვაზე დააწერეთ:
“მკვდარი დაიბადა.”

* * *

პატარა ბავშვს აჩუქეს კუ. ბავშვს ძალიან გაუხარდა და მთელი დღე კუს ეთამაშობდა.მეორე დღეს, ატირებული ბავშვი, კუთი ხელში, დედასთან მივიდა და შესჩივლა.
_ დედა, ჩემი კუ მოკვდა.
_ მოკვდებოდა აბა რა მოუვიდოდა, რაც შენ ეგ აწვალე. მაგრამ არაუშავს, ახლა ჩვენ შენს კუს ჩავდებთ ლამაზ ყუთში და ეზოში დავმარხავთ. სასაფლაოს შეუმკობთ ლამაზი ყვავილებით, მერე ვიყიდით დიდ, ძალიან გემრიელ ტორტს, დავუძახებთ შენს მეგობრებს და ქელეხს გადაუხდით. _ ამ დროს კუმ თავისი ჯავშანიდან თავი გამოყო _ უი, შვილო, შენი კუ არ მომკვდარა.
ქელეხის პერსპეკტივით გახარებულმა ბავშვმა უპასუხა:
_ არა უშავს, ახლავე მივახჩობ.

* * *

მოკრივეს ეკითხებიან:
_ რა არის ყველაზე ძნელი კრივში?
_ საკუთარი კბილების აკრეფა, ხელთათმანების გაუხდელად.

* * *

მიხოს როგორც იქნა, ნანატრი ვაჟი შეეძინა. გადიოდა წლები, ბავშვმა კი ლაპარაკი ვერ ისწავლა. ლაპარაკს ვინ ჩივის, ერთი სიტყვაც არ იცოდა. ბოლოს, ოთხი წლის თავზე, ბავშვმა თავისი პირველი სიტყვა თქვა. ეს სიტყვა იყო “პაპა”. ყველამ მაგრად გაიხარა, მაგრამ მეორე დღეს პაპა მოკვდა. გავიდა რამოდენიმე კვირა ბავშვმა თავისი მეორე სიტყვა წარმოთქვა. ეს სიტყვა იყო “ბებო”. მეორე დღეს ბებია უკან გაჰყვა პაპას. გავიდა კიდე რამოდენიმე კვირა. ბავშვმა თქვა თავისი მესამე სიტყვა. ეს სიტყვა იყო “ძაღლი”. მეორე დღეს ძაღლი მგლებმა შეჭამეს. შეშინდა მიხო, ღმერთსა სთხოვდა “ღმერთო, მამა არ ათქმევინო, ამ მამაძაღლს, ამასაო.” მაგრამ ამაოდ, ბავშვის მეოთხე სიტყვა იყო “მამა”. გაემზადა მიხო: ანდერძი დაწერა, ახლობლებს დაემშიდობა, დაწვა და ელოდება... ამ ლოდინში ჩაეძინა და მომდევნო დღის დილამდე ეძინა. გაღვიძებულს, ჯერ გაუკვირდა, რომ არ მომკვდარა, შემდეგ გაუხარდა... ამ დროს მიხოს ცოლი შემოვიდა:
_ მიხო, კაცო, რას წამოწოლილხარ, ქა, ვერ გაიგეე?! ჩვენი მეზობელი მიტუა მამკვდარა!

* * *

მეგრელი და კახელი მიდან ფეხით, ტყის პირას.
ამ დროს მეგრელს თავზე კოდალა დააჯდება. მეგრელი კოდალას:
_ მე რას დამაჯექი, აგერ, ხისთავიანი კახელი აქ არის.
კახელმა:
_ მაგასა, ბიჭო, ფუტურო უყვარს, ფუტურო...

* * *

ღამეა. შერლოკ ჰოლმსი აღვიძებს ვატსონს:
_ ვატსონ, რას ხედავთ?
_ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
_ მერე, ეს რას ნიშნავს?
_ ხვალ კარგი ამინდი იქნება, სერ!
_ არა, ვატსონ, ჩვენ კარავი მოგვპარეს.

* * *

მაღაზიაში:
_ კილკის კონსერვი მომეცით.
_ სადაური? პორტუგალიური, ლიტვური თუ ფრანგული?
_ სულ ერთია, კი არ უნდა ველაპარაკო.

* * *

მიხო და მიტო საუბრობენ:

მიხო(ტრაბახით):

_ მე იმხელა ვენახი მაქვს, რომ სამი დღე მანქანით ვერ შემოუვლი.

მიტო(თანაგრძნობით):

_ ხო, ადრე მეც ცუდი მანქანა მქონდა.

* * *

მთვრალი კაცი სახლში დაბრუნდა გვიან ღამით, ჯინსის უკანა ჯიბეში არყის ბოთლით. კიბეზე ასვლისას წაიქცა, ბოთლი გაუტყდა და უკანალი გაიჭრა. აიღო ლეიკოპლასტირი, მივიდა სარკესთან და ჭრილობებზე დაიკრა. დილით ცოლი აღვიძებს:

_ არ გეკითხები სად ეგდე, არ გეკითხები ვისთან ეგდე, არ გეკითხები რა ჩაჩეცხლე, არც იმას გეკითხები საწოლი რატომ არის სისხლით მოსვრილი, მარტო ის მითხარი, სარკეს რატომ აკვრია ლეიკოპლასტირები?

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ანეკდოტები :D
გვერდი 1 დან12»
ძებნა:

ჰოსტერი uCoz