შაბათი, 21.10.2017, 16:55
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«12
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ანეკდოტები :D
ანეკდოტები :D
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:11 | შეტყობინება # 16
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ქალი:

— ძვირფასო, ხო არ დამივიწყებ?

კაცი:

— დაგიმახსოვრებ რო?!

* * *

ორი ინგლისელი მგზავრობს მატარებლის კუპეთი. ერთი ამოიღებს ფორთოხალს. გაფცქვნის, მარილს დააყრის და ფანჯრიდან გადააგდებს. მერე ამოიღებს მეორეს, მესამეს...
მეორე ინგლისელი ვეღარ მოითმენს და ჰკითხავს:
_ სერ, რატომ აგდებთ ფორთოხლებს ფანჯრიდან?
_ იცით რა, სერ, მე არ მიყვარს მარილიანი ფორთოხალი.

* * *

— ზარი არ მუშაობს, ამიტომ, სტუმრად რომ მოხვალ ფეხით დააკაკუნე.
— რატომ ფეხით?
— შენ რა ხელცარიელი აპირებ მოსვლას?
— არა.
— ჰოდა, ხელები დაკავებული გექნება...

* * *

პატარა ბავშვი ეკითხება მამას:
_ მამა ფილიალი რა არის?
_ შვილო, "გარშოკი " ხო გაქვს?
_ კი, მაქვს.
_ ხოდა, ეგ ჩვენი უნიტაზის ფილიალია.

* * *

_ მამა, მომე 5 ლარი.
_ რამდენი? 4 ლარი? რათ გინდა 3 ლარი? კარგი, ვნახავ მაქვს თუ არა 2 ლარიანი. აი, შენ 1 ლარიანი და ხურდის მოტანა არ დაგავიწყდეს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:11 | შეტყობინება # 17
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ზაფხულია. მაგრად ცხელა. მანქანა, რომლითაც პინგვინები გადაჰყავდათ, გადატრიალდება. იმისთვის, რომ ისინი სიცხის გამო არ დახოცილიყვნენ საჭირო გახდა მათი სასწრაფოდ ზოოპარკში გადაყვანა. საპატრულო პოლიციამ ზომები მიიღო, აჩერებდა გამვლელ მანქნებს და მძღოლებს სთხოვდა, პინგვინების ზოოპარკამდე გადაყვანას. ასე გაამგზავრეს თითქმის ყველა პინგვინი, დარჩათ მარტო ერთი. ამ ერთის გასამგზავრებლათაც გააჩერეს მორიგი მანქანა და მძღოლს სთხოვეს მისი ზოოპარკში მიყვანა. მძროლი და მისი თანამგზავრი დათანხმდნენ და ჩაისვეს მანქანაში პინგვინი. საპატრულო ეკიპაჟმა კი გააგრძელა პატრულირება. სამი საათის მერე ხედავენ: ამ ბოლო მანქანამ უკან ჩამოიარა და პინგვინი ისევ უკანა სავარძელზე ზის და ნაყინს მიირთმევს. გააჩერებენ და უსაყვედურებენ:
_ ხომ გითხარით ზოოპარკში წაიყვანეთო!
_ უფროსო, ზოოპარკშიც გვყავდა, ცირკშიც და ახლა კინოში მიგვყავს!

***

_ ჩემ ცოლს საზიზღარი მეხსიერება აქვს.
_ ყველაფერი ავიწყდება?
_ პირიქით, არაფერს ივიწყებს...

* * *

სამშობიაროში მედდა კითხულობს:
_ რა ტირილი ისმის... ეს, ალბათ, გუშინ ოთხი ტყუპი გოგო რომ დაიბადა ისინი ტირიან.
_ არა, მათი მამა...

* * *

ორი კაცი საუბრობს:
1: _ რა არის ლოგიკა?
2: _ აი, მაგალითად, მოდის ორი კაცი, ერთი სუფთა, მეორე ჭუჭყიანი. ამათგან რომელი მიდის აბანოში?
1: _ ჭუჭყიანი.
2: _ მართალია, ეგ არის ლოგიკა.
ცოტა ხნის შემდეგ პირველი ისევ კითხულობს:
1: _ ანალიტიკა რაღა არის?
2: _ აი, მაგალითად, მოდის ორი კაცი, ერთი სუფთა, მეორე ჭუჭყიანი. ამათგან რომელი მიდის აბანოში?
1: _ ჭუჭყიანი.
2: _ არა, ერთი შეხედვით ეგრე ჩანს, მაგრამ ანალიზს თუ გავაკეთებთ, მივხვდებით: ჭუჭყიანი კაცი იმიტომ არის ჭუჭყიანი, რომ არ დადის აბანოში. ხოლო, სუფთა ადამიანი იმიტომ არის სუფთა, რომ ხშირად დადის აბანოში, ამიტომაც გამოდის ისევ ის მიდის აბანოში. აი ეს არის ანალიტიკა.
ცოტა ხნის მერე პირველი ისევ კითხულობს:
1: _ ფილოსოფია რაღა არის?
2: _ აი, მაგალითად, მოდის ორი კაცი, ერთი სუფთა, მეორე ჭუჭყიანი. ამათგან რომელი მიდის აბანოში?
1: ეხლა უკვე აღარ ვიცი, შეიძლება_ერთი, შეიძლება_მეორე, შეიძლება_ორივე, შეიზლება_არცერთი...
2: ხო, ზუსტად ეგ არის ფილოსოფია.
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:12 | შეტყობინება # 18
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ვერ ვიძინებ სიბნელეში, იმიტომ რომ ვერ ვიგებ თვალები დახუჭული მაქვს თუ არა.

* * *

პატარა ბიჭს ძალიან უნდოდა მამას დამსგავსებოდა და გალოთდა.

* * *

ჩემი სიდედრი იდეალური ქალია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს.
_ რა ნაკლი?
_ სუნთქავს.

* * *

სიტუაცია ჯარში:
_ კაპრალო, ხერხეულიძე, გამოდით მწყობრიდან! _ გასცა ბრძანება უფროსმა.
კაპრალი უგონოდ ეცემა მიწაზე.
_ რა მოუვიდა? _ კითხულობს უფროსი.
_ მწყობრიდან გამოვიდა...

* * *

ჟურნალისტი ეკითხება მოხუც კაცს:
_ პაპი, რამდენი წლის ხარ?
_ 115 წლისა ვარ, შვილო.
_ ვაა! თან ღვინოსაც სვავ და სიგარეტსაც ეწევი, ხო?!
_ მა რა ვქნა, შვილო, ისე აღარა ვკვდები...

* * *

_ ხომ არ იცით რომელი საათია?
_ ვიცი.
_ გმადლობ.

* * *

კაცი მივა თვალის ექიმთან:
_ ექიმო, მე მგონი თვალში დამაკლდა და თუ შეიძლება გამსინჯეთ.
ექიმი ფანჯარასთან მიიყვანს:
_ კავკასიონის მთებს ხედავ?
_ კი, ვხედავ!
_ აბა, იმის იქით ვერც მე ვერა ვხედავ!

* * *

მოსწავლემ გაკვეთილზე დააგვიანა.
_ სად ბრძანდებოდი?!
_ მას შეიარაღებული ბანდიტი დამესხა თავს.
_ ღმერთო ჩემო, საწყალი ბავშვი, წაგართვა რამე?
_ საშინაო დავალება.

* * *

ჭიაყელა შეყვარებულ ჭიაყელას ეუბნება:
_ თუ ცოლად არ გამომყვები, ახლავე მამლის წინ დავეგდები.

* * *

უფროსი 7 წლის დაიკო ეწუწუნება თავის 5 წლის ძმას თავისივე მშებლებზე:
_ ჯერ გვასწავლიან სიარულს და ლაპარაკს, მერე კი გვეჩხუბებიან იჯექი და შენი ხმა არ გავიგონოო!

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:13 | შეტყობინება # 19
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
— მამიკო, მამიკო, რატომ არ შეიძლება ამ ფილმის ბავშვებისთვის ნახვა?
— ხელს ნუ მიშლი! უყურე და თვითონ მიხვდები.

* * *

ჭიჭიკია მელოტია და თან ერთ ფეხი ხისა აქვს. ერთხელაც გადაწყვიტა ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვას რომ მისი, ზემოთ აღნიშნული, ნაკლები აღარ გამოჩენდეს. რჩევისთვის ბიჭიკიას მიმართა. მან ცოტა ფიქრის შემდეგ ურჩია:
— მღვდლის სამოსი ჩაიცვი, აღარც შენი ტლოპნა თავი გამოჩნდება და აღარც შენი ხის ფეხი. — ჭიჭიკიამ იუარა.
— მაშინ... მეკობრის ტანსაცმელი ჩაიცვი, მელოტ თავზე ბენდენას წაიკრავ და ხის ფეხიც ”კაკრაზ” იქნება. — ჭიჭიკიას არც ეს იდეა მოეწონა.
— მაშინ, შე ჩემა, ეგ შენი ხის ფეხი ტრ...ში გაიკეთე, ტლოპინა თავი ქე გაქ და ”ჩუპაჩუპსი” იქნები.

* * *

ჭიჭიკია და ჯეიმს ბონდი ერთმანეთს ეცნობიან:
— ბონდი, ჯეიმს ბონდი.
— ბომჟი, ჭიჭიკია ბომჟი.

* * *

ექიმთან, მისაღებში თავში ნაჯახჩარჭობილი კაცი ზის. ექიმი ეკითხება:
— რას უჩივით?

* * *

— ხომ ვერ მეტყვით, ამ მოკრივეს რათ უნდა ამხელა კონტაქტური ლინზები?
— ეგენი, ორთაბრძოლის დაწყებამდე, სათვალეები იყო.

* * *

აწყობილი აქვს პილოტს საქმე — მივფრინდება აეროპორტში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მატარებლის მემანქანეს საქმე — მივა ვაგზალში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მეზღვაურს საქმე — მიცურდება პორტში, იქ მეგობრი გოგონა ელოდება.
მარტო გოგონას ვერ ააქვს საქმე აწყობილი, ის ხან პორტში უნდა იყოს, ხან აეროპორტში და ხანაც ვაგზალზე.

* * *

სვანი შევიდა მაღაზიაში და კითხულობს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — პასუხობს გამყიდველი.
სვანი წავა სხვანაირად ჩაიცვავს, შევა მაღაზიაში და ისევ იკითხავს:
— რა ღირს გარმონი?
— სვანებზე არ ვყიდით. — კვლავ პასუხობს გამყიდველი.
ასე გაგრძელდა რამოდენიმეჯერ.
ბოლოს სვანმა დაკარგა მოთმინება და გამყიდველს ჰკითხა.
— როგორ იგებ, რომ სვანი ვარ?!
— როგორ და ეგ გარმონი კი არა რადიატორია.

* * *

მიხო მივიდა სტომატოლოგთან და ეკითხება:
_ ექიმო, კბილის ამოღება ანესთეზიით იაფია თუ ანესთეზიის გარეშე?
_ რა თქმა უნდა, ანესთეზიის გარეშე.
_ მაშინ ამოიღეთ ანესთეზიის გარეშე.
_ ძალიან მტკივნეული იქნება. _ აფრთხილებს ექიმი.
_ არა უშავს, _ მიუგო მიხომ და თან კალიდორში მომლოდინე, თავის ცოლს გასძახა.
_ დედაკაცო, შამაიყვა დედაშენი!

* * *

დილით სიდედრმა სიძეს შესჩივლა:
_ წუხელ მთელი ღამე კოღო მკბენდა. დილით კი მთელი ბალიში სისხლით იყო მოსვრილი.
სიძემ ბოროტად ჩაიცინა:
_ ალბათ, შენი სისხლი ვერ მოინელა და გული აერია. biggrin

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:13 | შეტყობინება # 20
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

რა გვარი ხარ?
_ და-და-დარახველიძე.
_ ბლუ ხარ?
_ არა, მამაჩემი იყო ბლუ და დაბადების მოწმობა ვინც შეავსო ის კიდე დებილი.

* * *

გასვენებაა. მიცვალებული ჩაასვენეს კატაფალკში და პროცესია დაიძრა. ამ დროს 6 ან 7 წლის ბავშვი დაედევნა კატაფალკს:
_ მამა, მამა, ნუ დამტოვებ, მე შენთან მინდა, თან წამიყვანე.
გამვლელებს გული მოუკვდებათ ამ სურთის შემყურე.
ამ დროს კატაფალკი ჩერდება გადმოდის მძღოლი და ბავშვს ეჩხუბება:
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, თან ნუ დამდევ, წადი ახლავე სახლში და ჩემს დაბრუნებამდე გაკვეთილები ისწავლე! იცოდე შეგამოწმებ!

* * *

დაიბადა ბავშვი. ოჯახის წევრები ბჭობენ თუ ვინ გამოვა მისგან.
დედა ამბობს:
_ ისეთი ჭკვიანი თვალები აქვს, მეცნიერი გამოვა.
_ არა, ისეთი შემართულია სამხედრო გამოვა! _ არ დაეთანხმა მამა.
_ პოლიტიკოსი იქნება, _ დაასკვნა ბებიამ _ მძ...რშია მოსვრილი და ნახეთ, თავი როგორ უჭირავს...

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:14 | შეტყობინება # 21
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პატარა გოგონა მელოტ პაპას თავზე ხელს უტყაპუნებს და ეკითხება:
— პაპი, შენ დროს თმა არ იყო?


* * *

გურულმა ტყუპები დაინახა და მშობელს გაკვირვებული ეკითხება:
— აგია იგი თუ იგია აგი?

* * *

ექიმი პაციენტს ორ აბს აძლევს და ეუბნება:
— ერთს დალევთ საღამოს ძილის წინ, მეორეს კი დილით, თუ გაგეღვიძებათ

* * *

სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
— რა გაცინებს?
— ის ორი მე მაცილებდა!

* * *

ერთი დაქალი ეკითხება მეორეს:
— რა ქენი შეღებე სააღდგომოდ კვერცხები.
— არა, მე კივი გავპარსე.

* * *

ორი ლოთი საუბრობს:
— გაიგე, ლოთობა თურმე ორჯერ ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
— ეგ, როგორ?
— როგორ და ახლა ხომ ხარ 30-ს?
— კი ვარ.
— ხოდა, რომ არ გელოთავა 60-ს იქნებოდი.

* * *

სვანი მანქანის გარეცხვას დაიწყებს ნომრიდან.
მეორე დაინახავს და ეტყვის:
— რეცხვა სახურავიდან უნდა დაიწყო და თანდათან უნდა ჩამოხვიდე ქვევით.
— მოიცა რა, იმ დღეს მასე დავიწყე და ნომერთან რომ მივედი სხვისი აღმოჩნდა.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:15 | შეტყობინება # 22
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

სამგზავრო თვითმფრინავი განიცდის კატასტროფას და წყალში ვარდება. სტიუარდესა მგზავრებს სამაშველო ჟილეტებს და სტვირებს ურიგებს. ერთი მგზავრი კითხულობს:
— სტვირები რათ გვინდა?
— ზვიგენების დასაფრთხობად. — უპასუხა სტიუარდესამ.
— ეჰ... მე ისეთი ბედი მაქვს... ყრუ ზვიგენი შემხვდება.

* * *

მიხო ბოსტანშია. კალთა დაიკაპიწა, მოკრიფა კიტრი, პომიდორი, მწვანილი, იქ ქლიავსაც შეაწვდინა ხელი. ბოლოს გამოვიდა. უნდა, რომ სადმე დაალაგოს ეს ყველაფერი და მაროს გასძახა:
— დედაკაცო, თასი გამაიტა!
— რომელი თასი, კაცო?
— რომელი... რომელი და აი უიმბლდონზე , რომ მოგცეს, შენი...

* * *

მიტო ეუბნება მიხოს:
— გუშინ გეძახდი და ვერ გაგაგონე.
— ხო... ”სუხარსა” ვჭამდი.

* * *

ერთი მეზობელი ქალი მეორეს:
— ცომის საბრტყელებელი მათხოვე.
— ვერ გათხოვებ, მეც ქმარს ველოდები.

* * *

ზარმაცმა კამიკაძემ 94 წელი იცოცხლა.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:15 | შეტყობინება # 23
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ებრაელი საზღვარზე:

-შეიძლება, 114 კილოგრამი ბაჯაღლო ოქრო გადავიტანო?

_ცხადია არა!

_სარა, ძვირფასო, შენ არ გიშვებენ.

* * *

სვანი მოკვდება. დასაფლავების დღეს კლდიდან გადაუვარდებათ და კლდის ქიმზე ჩამოეკიდება. ვერ ამოათრევენ და დაანებებენ თავს. კლდის ქვემოთ მონადირე ნადირობს. დაინახავს რომ კლდეზე რაღაც კიდია, ესვრის თოფს და ჩამოაგდებს. მივა ნახავს რა მოვკალიო და მკვდარი სვანი შერჩება ხელში. რაღა ვქნა ალპინისტი შემომაკვდაო - იფიქრებს და მდინარეში გადააგდებს. გამოივლის ბრაკონიერი, ჩააგდებს მდინარეში დინამიტს და ამოაგდებს სვანს. რაღა მეშველება მყვინთავი შემომაკვდაო - იფიქრებს, წაიღებს და ღამე გზაზე დააგდებს. გამოივლის მანქანა და ზედ თავზე გადაუვლის. გადმოვა მძღოლი ვნახოო, რას გადავუარეო და ნახავს, კაცი გდია. წაიღებს და თავის ზვინში დამალავს. დილით მივა ზვინის პატრონი, შეუყრის ფიწალს და რომ გამოიღებს, ნახავს, რომ ზედ კაცია წამოკიდებული. იფიქრებს რა მეშველება თივაში ვიღაცას ჩასძინებია და შემომაკვდაო. გავა ტრასაზე, გააჩერებს მანქანას და წაიყვანს საავადმყოფოში. გაუკეტებენ ოპერაციას. გამოდის ქირურგი საოპერაციოდან და ამბობს:

-10 წუთი რომ დაგეგვიანა, ვეღარ გადარჩებოდა!

* * *

-რა მოხდა, ანზორია, შენი ძაღლი მთელი ღამე რომ ყეფდა!

-არა უშავს, შე კაცო, დღისით გამეიძინებს.

* * *

- ბებო, ბებო, გოზინაყი გირჩევნია თუ გათხოვება?

- სადა მაქვს, შვილო საგოზინაყე კბილები?

* * *

ორი კაციჭამია საუბრობს:

-კაცო, გუშინწინ გინეკოლოგი ჩამივარდა ხელში

- გემრიელი იყო?

-არა არ შემიჭამია, მაძღარი ვიყავი.

-მერე?

- მერე ის, რომ დღეიდან ჩემდა თავად, ბავშვის შემჭმელის დედაც ვატირე. biggrin

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:17 | შეტყობინება # 24
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა: — აქ რას აკეთებ? — შენ ვინ ხარ? — კითხვა შემოუბრუნა მთვრალმა. — პატრული! — საზღვაო თუ სახმელეთო? — სახმელეთო. — აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი.

* * *

სვანი მეგრელთან ჩავა სამეგრელოში და ის ადამიანის ტვინით გაუმასპინძლდება.
გავა დრო და ეხა მეგრელი ჩავა სვანეთში სვანთან და სვანი ეტყვის ეხლა მე გაჭმევ ტვინსო.
კაი ხნის შემდეგ სვანი დასისხლიანებული დაბრუნდება და გაკვირვებული მეგრელი ჰკითხავს რა ხდება რა მოგივიდაო და სვანი უპასუხებს :

– ვაახ მთელი სვანეთი გადავხოცე და ტვინი ვერავის ვუპოვეო ...

* * *

მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:

_ აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა.

_ დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! _ უპასუხა სვანმა.

* * *

მიდის წითელქუდა და ბუჩქებიდან მგელმა გამოყო თავი.

_ არ შემჭამო, რა, გეხვეწები. _ სთხოვა გოგონამ.

_ არა, არ შეგჭამ. ქაღალდი არა გაქვს?

* * *

სვანი ექიმთან მივა. ექიმი ეკითხება:

-რა გტკივა?

-ექიმი შენ ხარ და მე მეკითხები, რა მტკივა?!

* * *

სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი...

სვანი უყვირის.

_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ ფეხი ხო არ მოიტეხე?

_ არა!

_ აბა, რა მოიტეხე?

_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:17 | შეტყობინება # 25
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *
ნარკომანთან აკაკუნებს პოლიცია. ნარკომანი აღებს კარებს.

პოლცია:

– თქვენმა მეზობლებმა საჩივარი შეიტანეს. აქედან თურმე სულ დამწვარი ნაჭრების სუნი გამოდის, სიცილის ხმა ისმის. რა ხდება. რეებს აკეთებთ აქ??

ნარკომანი:

– რეებს ვაკეთებთ?! რეებს უნდა ვაკეთებდეთ?! ნაჭრებს ვწვავთ, ვიცინივართ..

* * *
კაცი დილით გაიღვიძებს და იგრძნობს რო პირში თმები აქ...
გაიფიქრებს :
-ფუ შენი, ისევ მოკრუნჩხულს მეძინა...

* * *
რეკლამა ბენზინგასამართ სადგურზე:
მთლიანი ავზის გავსების შემთხვევაში პრიზი უფასო სექსი.
ორმა სვანმა ავზი გაავსებინა და პრიზი მოითხოვა
-პრიზი რომ მიიღოთ, დამატებით უნდა გამოიცნოთ
თუ რა რიცხვი ჩავიფიქრე უხსნის მეპატრონე
-სამი
-არა მე ჩავიფიქრე ხუთი
სხვა დროს სცადეთ
წამოვიდნენ სვანები გულდაწყვეტილები
-აფერისტია ეგ მეპატრონე,
მოგვატყუა 100% ამბობს ერთი
- არა რას ამბობ, წინა კვირას ჩემმა ცოლმა
ორჯერ მოიგოო

* * *
ნარკომანი ოთახში კოღოს დასდევს. მეორე ოთახიდან ძმაკაცი ეკითხება:
ავთუშ, რა ქენი, მოკალი?
მოკვლით ვერა, მაგრამ იმენნა მაგრად ვანერვიულე რა.

* * *
ხელზე ოპერაციის მერე პაციენტი ეკითხება ექიმს:
— ექიმო, ოპერაციის შემდეგ შევძლებ როიალზე დაკვრას?
— კი, შეძლებ.
— საოცარია, — ჩაილაპარაკა პაციენტმა — მანამდე რომ ვერ ვუკრავდი.

* * *
ექიმი შედის პაციენტთან პალატაში.
ექიმი: ორი ამბავი მაქვს. კარგი და ცუდი. რომელიდან დავიწყო?
პაციენტი: კარგიდან დაიწყეთ ექიმო.
ექიმი: ამ დაავადებას, შენს სახელს ვარქმევთ.

* * *
კაცი სამსახურიდან მიდის ხალხში, კუჭი აქვს აშლილი ცუდადაა, შევიდა ეზოში თუ არა მიხვდა რომ ვეღარ მოითმენდა მეტს და ეგრევე ჭიშკართან მოისაქმა ყოჩაღად, ყველაფერი ხუთიანზე და, მეორე დღეა დილით გამოდის სახლიდან სამსახურში მიდის და უცებ ჩაადგამს ფეხს გუშინდელ ნავაჟკაცარში, გამწარებულ გულზე დაიყვირებს ამი გამკეთებლის დედას შე$#ციო, უცებ გაახსენდება თავისი გაკეთებული როა და ჩაიბურტყუნებს ჩემი შემგინებლის დედაც მოვ$#ნო.

* * *
გურული შვილი მიდის სახლში გვიან ღამით და ხვდება გურული მამა კარებში
და ეკიტხება:_ სად იყავიო?
გურული შვილი: სა ვიყავიო?
გურული მამა : ხოდა სად იყავიო?
გურული შვილი : ხოდა სად ვიყავიო?
გაბრაზებული გურული მამა : სადდდდდ იყავიოოოოოო?
უკვე გაბრაზებული გურული შვილი : სადდდ ვიყავიოოოო?
გურული მამა : ხო ხო სად იყავიო
გურული შვილი: იქინეო !
დაწყნარებული გურული მამა : ხოდა ეგრე გეთქვაო

* * *
ოსს დაიჭერენ და მაგრად ურტყამენ:
-რას მირტყამთ რო მირტყამთ, გინება არ იცითო

* * *
-მიყვარს ვილვეტის შარვალი -ამბობს ოსი - ყველა ტილს თავისი ტრასა აქცს

* * *
გზაზე მომავალ ჯიპს ძველი ჰონდა შეეჯახება.
ჯიპიდან 4 მუტრუკი გამოვა, ჰონდას მძღოლი გადმოათრიეს
და ცემა დაუწყეს. ურტყამენ გამეტებით
ის კი ყოველ დარტყმაზე მხოლოდ ამის თქმას ახერხებს
– ჰო... ჰო...ჰო...
ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო:
– ჰონდას საჭე მარჯვენა მხარეს აქვსო

* * *
მშობლებმა მეხუთეკლასელი შვილის ჩანთაში
ხელბორკილები, მათრახი, ეკლიანი საყელური
და სადომაზოხისტური ატრიბუტიკა აღმოაჩინეს.
სხედან და ფიქრობენ.
მამა ამბობს:
- მდააა, როგორც ვხედავ ცემას აზრი არა აქვს

* * *
კახელს ცოლი მოჰყავს.
ჩავა ქალის წამოსაყვანად, სიმამრს გვერდით გაიყვანს და ეკითხება:
-სიმამრო, კაცურად გეუბნები, ჩამოსული ვარ ქალის წასაყვანად და შენც კაცურად მითხარი, რამე ნაკლი ხომ არა აქვსო რო ვიცოდეო
- რას ამბობ, ბიჯო, არაფერი ნაკლი არა აქვს, ერთი ეგაა, რო კევს ვერ ვაგდებინებთ პირიდანო.
- ჰმ, სიმამრო შენ მაგაზე არ ინერვიულო, ჩემ ვირს ერთს რო შავცემ ლაგამს ვაგდებინებ პირიდან, შენ გოგოი კევს ვერ გავაგდებინებო?

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:18 | შეტყობინება # 26
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ოსი თოკზე ფეხით კიდია.
შეეკითხებიან:
- რას აკეთებო?
- თავს ვიხრჩობ?
- ეგრე ვის გაუგია თავის ჩამოხრჩობა? თოკში თავი უნდა გაყო, ფეხი კი არა.
- ეგრე სული მეხუთება შენი ჭირიმე.
————————————————————————————————————

რუსი ებრაელის ბავშვი მამამის სთხოვს:
- დაი მნე 100 დოლაროვ ხაჩუ კუპიც “პრაიგრივატელ”
- ვაზმი 200 დოლაროვ ი კუპი “ვიიგრივატელ” ზაჩემ ტებე პაკუპაც “პრაიგრივატელ”?
————————————————————————————————————

მეორე მსოფლიო ომია და ერთ-ერთ ფრონტზე აკოფში რუსი პიდარასტი ლეიტენანტი ფრჩხილებს იკეთებს მანიკიურის წასასმელად. უცბად შემორბის რიადავოი და ეუბნება:
- ტავარიშჩ ლეიტენანტ ნემცი იდუტ!
- ა ანი სიმპატიჩნიე. პასუხობს ლეიტენანტი.
- ნეტ ტავარიშჩ ლეიტენანტ!
- ტაგდა აგონ!
————————————————————————————————————

მასწავლებელი პატარა დიმას ეკითხება: – დიმა, პუშკინი თუ იცი? – არა მასწ. – ლერმონტოვი? – არა მასწ. – ნეკრასოვი? – არც ეგ მასწ. – დაეგდე, ორიანი! გაკვეთილის მერე მოსწავლე კიბეებზე აჩერებს მასწავლებელს და ეკითხება: – თქვენ რობერტა ცაციას იცნობთ მასწ? – არა. – ჯონია თავღიას? კოლა მხეცს? – არა. – აბა რას მაშინებდით თქვენი ბანდით?
————————————————————————————————————

იმდენი ლუდი დავლიე, უნიტაზს თითი დავადე ქაფი რომ არ გადმოსულიყო
————————————————————————————————————

ერთხელ ზაფხულში, ჭიჭიკია ისე დათვრა, ციცინათელებს დასდევდა… სიგარეტზე მომიკიდეთო…
————————————————————————————————————

სვანს დაგდებული ყავს შვილი და კიბეებზე მოათრევს, შეხვდება მეორე სვანი და ეკითხება, კი მაგრამ ასე როგორ შეიძლება ქუდი მოძვრებაო? სვანი პასუხობს: ნუ გეშინია დავაჭედეო
————————————————————————————————————

კახელს უთხრეს როგორ ხარო?? და ჩონგურივითო……მეც 3 ლარი მაქვს და ჩონგურსაცო…..
————————————————————————————————————

ზის გურული მუხის ქვეშ და ნატრულობს:
“ნენაა, რაც ამ მუხას ფოთოლი აქ იმდონეთი თუმანი მომცაო”
მეგრელმა
“ნახევარს მომცემდი ძმაო”

“შე დედადალოცვილო ეგერ მიორე მუხა და ინატრე შენც რაცხა გუუხარდება შენ გულსო”
————————————————————————————————————

ტყუპები საუბრობენ დაბადებამდე 1 წუთით ადრე: 1) ნეტავ სად მივდივართ და იმ ქვეყანაში რა გველოდება? მეორე ეუბნება აბა რა ვიცი იქედან ჯერ არავინ მობრუნებულაო.
————————————————————————————————————

11 სექტემბერს სვანი ნანგრევებიდან გამოვა და იტყვის : მოგიტ***თ აეროპორტი
————————————————————————————————————

მეგრელი მოხვდება უკაცრიელ კუნზულზე სამი წელი ადამიანი არ ენახა ერთ დგეს გაიხედა და ნახა ნავით ქალი მოცურავს დაუძახა ქალმა მოდი და რაც სამი წელი ყველა დღე გენატრებოდა იმას მოგცემო მიდის მეგრელი და ფიქრობს ნეტა აჯიკა თუ მოაქვს ამ შობელძაღლსოო
————————————————————————————————————

ქალი მიდის ექიმთან და ეუბნება ექიმო მინდა ჩემი ქმარი ხარივით იყოს.
ხოდა გაიხადე ქალბატონო და რქების დადგმით დავიწყოთ. პასუხობს ექიმი
————————————————————————————————————

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 19:18 | შეტყობინება # 27
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » ანეკდოტები :D
გვერდი 2 დან«12
ძებნა:

ჰოსტერი uCoz