შაბათი, 25.11.2017, 10:25
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან123»
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 19:15 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.

ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. მე-2 საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ჰელენისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 19:16 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთერთი, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.

ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიბტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2,300,000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეტესო ნიმუშად.

მიმაგრება: 0811365.jpg(11Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 19:17 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბაბილონის დაკიდებული ბაღები არის ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული შენობა, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქე მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა. დაკიდულმა ბაღებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. მე-9 საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა მე-6 საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.

მიმაგრება: 5239481.jpg(31Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 19:21 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

არტემიდას ტაძარი (ბერძნ. 'Artemision, ლათ. Artemisium), ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარი — მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერის შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ვინმე ჰეროსტრატოსმა, მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ, ჰეროსტრატეს სახელი ამოიშალა ყველა ”დოკუმენტიდან”, ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.

მიმაგრება: 2494065.jpg(18Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 19:23 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში შვიდი საოცრებიდან ერთერთი. ფიდიოსის ნამუშევარი, დამზადებულია ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.

ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ქანდაკება.

ზევსი ოლიმპიასთან პირდაპირ კავშირში იყო. ამ ადგილების ყველა მცხოვრებს შესანიშნავად ახსოვდა, რომ სწორედ აქ დაამარცხა ზევსმა სასტიკი კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაიწყო თავისი შვილების შეჭმა. ზევსი გადარჩა ისევე, როგორც გარადჩებოდა ნებისმიერი ხალხის ზღაპრული გმირი: ყოველთვის გამოჩნდება კეთილი გულის პატრონი, რომელსაც შეეცოდება ბავშვი. კრონოსის ცოლმა, რეამ, მიართვა მას ზევსის მაგივრად ლოდი, რომელიც კრონოსმა გადაყლაპა. ეტყობა, კრონოსი მთლიანად ყლაპავდა თავის შვილებს. როდესაც ზევსი წამოიზარდა და დაამარცხა მამა, მან გაათავისუფლა ყველა თავისი და-ძმა: ჰადესი, პოსეიდონი, დემეტრა...

ოლიმპიური თამაშები დამტკიცებული იყო ამ მოვლენის საპატივცემულოდ და იწყებოდა ზევსისთვის მსხვერპლშეწირვით.

ოლიმპიის მთავარი სათაყვანო იყო ზევსის ტაძარი დიდი ფიდიასის მიერ გაკეთებულ ქანდაკებასთან ერთად. ფიდიასი ცნობილი იყო არა მარტო ზევსის ქანდაკებით ოლიმპოში, არამედ აგრეთვე ათენას ქანდაკებით პართენონში და რელიეფებით მის კედლებზე. პერიკლესთან ერთად ფიდიასმა შეიმუშავა ათენის გარდაქმნისა და გალამაზების გეგმა, რაც მას ძვირად დაუჯდა: მისი ძლევამოსილი მეგობრისა და მფარველის მტრები მისი მტრები გახდნენ. მათი შურისძიება ბანალური და ბინძური იყო, მაგრამ მოსახლეობას სკანდალი სწყუროდა: ფიდიასს ბრალი დასდეს პართენონში ათენას ქანდაკების შენებისას ოქროსა და სპილოს ძვლის დამალვაში.

მოქანდაკეს სახელი შურის მაძიებლებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ელადას მაცხოვრებლებმა შეიტანეს მასთვის გირაო, ათენელებმა კი ეს საბაბი საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ ფიდიასი ოლიმპიაში სამუშაოდ გამოეშვათ. რამდენიმე წელი ფიდიასი ოლიმპიაში ცხოვრობდა. იგი აშენებდა ქანდაკებას _ მასალით სინკრეტულს, ჩვენთვის კი აღწერებისა და მონეტებზე გამოსახულებების მიხედვით ცნობილს.

მიმაგრება: 1937732.jpg(19Kb)


შეტყობინება შეასწორა RAPER - პარასკევი, 24.09.2010, 19:24
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 19:24 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს _ ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მას ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო, რომ როცა¦ფიდიასმა სამუშაო დაასრულა, ის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიც თითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და იკითხა: “კმაყოფილი ხარ, ზევს?” პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა ქანდაკების ფეხებთან. ზევსი კმაყოფილი იყო.

შემორჩა აღწერა ზევსის სავარძლისა, რომელიც სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროს ქანდაკებებით იყო დამშვენებული. ტახტის გვერდითა კედლები მოხატული იყო მხატვარ პანენასის (ფიდიასის ნათესავისა და თანაშემწეს) მიერ. შედეგად, ბიზანტიელმა იმპერატორებმა გადაიტანეს ქანდაკება კონსტანტინეპოლში ყველა სიფრთხილის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ზევსზე ხელი ვერავინ აღმართა. ქრისტიანმა ფანატიკოსებმაც კი, კერპთაყვანისმცემლობის მტრებნა, ვერ გაბედეს ქანდაკების დანგრევა. ბიზანტიელი იმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს,¦მაღალი ხელოვნებისთვის ეცათ პატივი. მაგრამ, ქრისტიანობის მქადაგებლების სასიხარულოდ, ღმერთმა დასაჯა თავისი წარმართული მეტოქე და განურისხდა ჭეშმარიტების გზას აცდენილ იმპერატორებს. ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა. ხის ქანდაკება გახდა ცეცხლის მსხვერპლი: ფიდიასის ქმნილებისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა და გამდნარი ოქროს ბზინები.

ასე განადგურდა მსოფლიოს მეშვიდე საოცრება...

როდესაც ძეგლისგან აღარაფერი რჩება, ყოველთვის ჩნდება ცდუნება, მისი არსებობა ადამიანის წარმოსახვას მიეწეროს. მსგავსი ხვედრი არ ასცდა ზევსის ქაანდაკებასაც, მით უმეტერ როდესაც მისი ასლები არ შენარჩუნდა.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქანდაკება მართლაც არსებობდა და იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც მას თანამედროვენი აღწერდნენ, საჭიროა მოვიძიოთ მისი შექმნის არაპირდაპირი დამამტკიცებელი ფაქტები მაინც.

უკვე ჩვენს დროში ცდილობდნენ ფიდიასის სახელოსნო ეპოვათ. ასეთი ქანდაკების აშენება ითხოვდა მუშაობის არაერთ წელიწადს, ამიტომ ფიდიასს და მის თანაშემწეებს სჭირდებოდათ სოლიდური შენობა. ზევსის ქანდაკება არ იყო მარმარილოს ბელტი, რომლის დატოვება ზამთარში ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა.

ოლიმპიაში გათხრების მწარმოებელი გერმანელი არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო ბიზანტიურ ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებული ანტიკური ტაძრის ნარჩებნებმა. შენობის გამოკვლევის შედეგად, ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ სწორედ აქ იყო განლაგებული სახელოსნო – ქვის ნაგებობა, რომელიც ოდნავ თუ ჩამორჩებოდა თვითონ ტაძარს. მასში იპოვეს მოქანდაკეთა და იუველირთა სამუშაო იარაღები და სამსხმელო “საამქროს” ნარჩენები. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები გაკეთებულია სახელოსნოს მეზობლად – ორმოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ოსტატები აგდებდნენ ნარჩენებსა და ქანდაკებების დაბრაკულ ნაწილებს. იქ ნაპოვნია ზევსის ტოგის ჩამოსხმული ფორმები, სპილოს ძვლის უამრავი ფირფიტა, ნახევრად რძვირფასი თვლების ნატეხები, ბრინჯაოსა და რკინის ლურსმნები – მოკლედ, სრული და უდავო დამტკიცება იმისა, რომ სწორედ ამ სახელოსნოში შექმნა ფიდიასმა ზევსის ქანდაკება, თანაც ზუსტად ისეთი, როგორის აღწერასაც ვფლობდით. და ბოლოს, ნარჩენების გროვაში არქეოლოგებმა იპოვეს დოქის ძირი, რომელზეც იყო წარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:10 | შეტყობინება # 7
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჰალიკარნასის მავზოლეუმი — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს (ბერძნ. Μαύσωλος) საფლავი.

მიმაგრება: 2642503.jpg(20Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:12 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.

ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.

ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელი ვაჭრები აურაცხელ სიმდიდრეს იძენდნენ.

მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით აღტკინებულმა დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც უარი შეუთვალეს დემეტრეს.

მიმაგრება: 0950362.jpg(13Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:12 | შეტყობინება # 9
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატეპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები).

ჰელეპოლიდა წარმოადგენდა ბორბლებზე შემდგარ მაღალ კოშკს. მანქანას კედელთან მიაგორებდნენ, თოკებით ამწე ხიდს დაუშვებდნენ და მოალყეები კოშკიდან ციხე-სიმაგრის კედელზე გადარბოდნენ. გიგანტური მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული იყო ტარანი, რომელიც ამსხვრევდა და არღვევდა ქალაქის გალავანს. მანქანას, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წყლის მარაგიც გააჩნდა. ზედა სართულზე, სადაც ასვლა შიგა კიბეებით ხდებოდა, განლაგებული იყვნენ სატყორცნი მანქანები, მშვილდოსნები და მეშურდულეები.

სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის.

ჰელეპოლიდა ყოველ დღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. გმირულ გამოხდომებს აწყობდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ.

როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას.

ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა.

გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ.
სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.

როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“.

როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს ხომ როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:12 | შეტყობინება # 10
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რამდენიმე წელიწადში, როგორც კი როდოსელებმა ომის ჭრილობები მოიშუშეს შეუდგნენ თავისი გადაწყვეტილების ხორცშესხმას. ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ. ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერკულესი.

ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა.

ლისი პის ბევრი მოწავე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც.

მოქანდაკე მთელი მონდომებით შეუდგა საქმეს. პირველ რიგში მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის.

ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა, თითქოს სხივთა სიუხვეს ერიდებაო და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ)

სამოცდაათი წყრთა — ეს უზარმაზარი ზომაა. ასეთი არსად ყოფილა ჯერ საბერძნეთში.

მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. დიდად მოიწონეს და მოდელი მათ ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს ქარესს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობანი ისე დაემშვენებინა ქალაქი.

როდოსელები, როგორც ერთი, ისე ყველა უაღრესად დიდი პატრიოტები იყვნენ თავისი ქალაქის, ამიტომაც დიდის ყურადღებით ექცეოდნენ კოლოსის შექმნის საქმეს.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:13 | შეტყობინება # 11
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები, ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და ხუროები. შავი სამუშაოებისათვის კიდევ ასობით მონა იქნა გამოყვანილი.

ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსხმა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ ქარესმა ამ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწია, როდესაც ლისი პს ეხმარებოდა. არაერთხელ აკვირდებოდა ლისი პი თავისი მოწაფის ზუსტსა და უნარიან მოძრაობას და ნახევრად ხუმრობით იტყოდა: მალე ქარესი სახელგანთქმული ოსტატი გახდება და მე მიწოდებენ „დიდოსტატის მასწავლებელსო“.

მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი. მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ცნობისმოყვარეთა გუნდები ყოველდღე თვალს ადევნებდნენ მოქანდაკის ყოველ ნაბიჯს. ბევრს აინტერესებდა, როგორღა იმუშავებს ან რანაირად აიტანს ქარესი მასალას სამოცდაათი წყრთის სიმაღლეზე.

ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა. მალე კვარცხლბეკი თვალს მოეფარა, სამაგიეროდ მის ადგილზე წამოიზარდა დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე ადიოდნენ მწვერვალისკენ, ზედ დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას.

ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი და ზოგჯერ ქარესი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა. ეს ხდებოდა მეტადრე მაშინ, როცა საღამოს მწუხრი წვებოდა და როდოსზე სამუშაოები დილამდე წყდებოდა.

როდოსი დასრულდება? აი, რამდენი წელიწადია, წელზე ფეხს იდგამენ. რამდენი ფული დაიხარჯა, რამდენი ხალხი დაიღუპა! ქანდაკების ძირას მთელი ქალაქი წამოიზარდა. პატარა სახელდახელოდ აგებულ სახლებში თავისუფალი მუშები ცხოვრობდნენ. მუშაობდნენ არანაკლეთ თვრამეტი საათი დღეში, ძინავთ კი კარვებში, იატაკზე. ქარესი ცდილობდა მათ გამოსარჩლებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მონები ავადდებოდნენ, იღუპებოდნენ. მათ ადგილზე ახლებს გზავნიდნენ. იაფი იყო მონათა შრომა.

მოქანდაკის სამუშაო ადგილი იყო უზარმაზარი ბორცვი-მიწატრილი. მის მწვერვალზე, რომ მოხვდეს, ადამიანმა მას გარშემო რამდენჯერმე უნდა შემოუაროს ვიწრო ბილიკით, ხვეულივით რომ ევლება ბორცვს ძირიდან მწვერვალამდე.

ქარესი იდგა ხის ფიცარნაგზე, რომელიც ფარავდა ბორცვს. ფიცარნაგის შუა ადგილას ოვალური ორმია, რომლის ნაპირები მოპირკეთებული იყო ბრინჯაოთი. თუ კაცი გულმოდგინედ დააკვირდება ამ ბრინჯაოს გარსში შეამჩნევს ადამიანის გიგანტურ სხეულის გამოსახულებას. ბრინჯაოს რგოლის სიღრმე ძალიან დიდია. უფსკნულის ძირას აღმართული იყო ორი ქვის სვეტი. მათაც ზრდიდნენ ქანდაკებასთან ერთად.

ბუმბერაზი ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი დეტალი.

გასაოცარი ის იყო, რომ ამ გიგანტური ფიგურას აწყობა მოხდა ყოველგვარი შეცდომის გარეშე.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ქარესი, როცა ეს შრომატევადი და რთული სამუშაო დაიწყო, ხოლო როცა თორმეტი წლის შემდეგ ქმნილება დაასრულა, უკვე მომწიფებული იყო. დიახ, მთელი თორმეტი წელი გრძელდებოდა კოლოსის მშენებლობა. მაგრამ როცა უკანასკნელი ფურცელი თავის ადგილზე მიამაგრეს, როცა კოლოსი განთავისუფლდა მიწის ტყვეობისაგან, როდოსელთა მზერას წინ დაუდგა ბრინჯაოს დიდებული ქანდაკება, რომლის ყველა პროპორცია მნახველს აოცებდა სიზუსტითა და მომხიბლაობით, ადამიანებს ყველაზე მეტად აკვირვებდა კოლოსის სიმაღლე.

ღმერთი ჰელიოსის ქანდაკება თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. მისი აღმართვა შეეძლო მხოლოდ ნიჭით დიდად დაჯილდოებულ და დიდი ცოდნით აღჭურვილ მოქანდაკეს.

ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:13 | შეტყობინება # 12
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ. წ. 224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა.

კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას.

წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო 977 წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.

ასე წაიშალა კოლოსის ყველა კვალი, მაგრამ ხსოვნა ბრინჯაოს გიგანტზე სამუდამო დარჩა.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:14 | შეტყობინება # 13
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.

თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა,ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკებამოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.

მიმაგრება: 3001333.jpg(17Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 24.09.2010, 20:15 | შეტყობინება # 14
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:17 | შეტყობინება # 15
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თანამედროვე საოცრებები

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია

ევროგვირაბი, ლა-მანშის გვირაბი (ფრანგ. tunnel sous la Manche, ინგლ. Channel Tunnel ან Euro Tunnel) — რკინიგზის გვირაბი, რომელიც ლა-მანშის ქვეშ გადის და აკავშირებს კონტინეტალურ ევროპას დ. ბრიტანეთის კუნძულთან. გვირაბის პუნქტებია კალე, საფრანგეთი — დუვრი, ინგლისი. გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ 1994 წლის 6 მაისს.

გვირაბის სიგრძე შეადგენს 51 კმ, მათ შორის 39 კმ არხის ქვეშ მდებარეობს.

ამერიკის ინჟინერ-მშენებართა საზოგადოებამ (American Society of Civil Engineers) ევროგვირაბი თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიაში შეიტანა.

მიმაგრება: 7760162.png(41Kb)


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მსოფლიოს შვიდი საოცრება
გვერდი 1 დან123»
ძებნა:

ჰოსტერი uCoz