კვირა, 22.10.2017, 12:59
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«123»
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება
SEAMANთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:22 | შეტყობინება # 16
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ტორონტოს ტელეანძა, ასევე კანადის ეროვნული ტელეანძა (CN Tower) ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553,33 მეტრი სიმაღლით. მდებარეობს ტორონტოში, ონტარიო, კანადა და ქალაქის სიმბოლოდ ითვლება (გეოგრ. კოორდ. 43°38′33.24″N, 79°23′13.7″W). მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

ტორონტოს ტელეანძის მშენებლობა 1973 წლის 6 თებერვალს დაიწყო კანადის ნაციონალური რკინიგზის მიერ, რომელსაც მძლავრი ტელე-რადიო საკომუნიკაციო პლატფორმა სჭირდებოდა დიდ ტორონტოს რეგიონში, და ასევე ნაწილობრივ კანადის ინდუსტრიის სიმძლავრის დემონსტრირებისთვის. პროექტის ჯგუფის მთავარი წევრები იყვნენ კომპანიები NCK Engineering როგორც სტრუქტურის ინჟინრები; John Andrews Architects; Webb, Zerafa, Menkes, Housden Architects; Foundation Building Construction და Canron (აღმოსავლეთის სტრუქტურის განყოფილება).

პროექტზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა (შაბათ-კვირის გარდა) დაახ. 40 თვის განმავლობაში 1.537 მუშის მიერ და საბოლოოდ 1976 წლის 26 ივნისს გაიხსნა. სტრუქტურის მოკლეტალღოვანი მიმღებები შორეული სიგნალებისთვის 338 მეტრზეა დამონტაჟებული, ხოლო ტრანსმისიის ანტენა კი ანძის თავზეა მოთავსებული. მშენებლობა დაახ. $300 მილიონი კანადური დოლარი ($260 მილიონი აშშ-ის დოლარი 2005 წლის კურსით) დაჯდა და თვითღერებულება ამოღებულ იქნა 15 წელიწადში.

ლითონის კიბე 1.776 საფეხურით აღწევს სკაი-პოდის დონემდე (447 მ/147 სართული) და ყველაზე მაღალი ლითონის კიბეა დედამიწაზე. ეს კიბე მხოლოდ ავარიულ შემთხვევაში გამოყენების მიზნით არის დამონტაჟებული და საზოგადოებისთვის დახურულია, წელიწადში ორჯერ საქველმოქმედო მიზნებით ჩატარებული კიბეზე ასვლის ღონისძიებების გამონაკლისის გარდა. საშუალო ამსვლელი კიბის თავთან მიღწევას დაახ. 30 წუთს ანდომებს, ხოლო ყველაზე სწრაფი ამსვლელის რეკორდი დღემდე იყო 7 წუთი და 52 წამი.

ტელეანძის სათაურში აკრონიმი CN პროექტის წამომწყები კანადის ნაციონალური რკინიგზის (Canadian National Railway) აღმნიშვნელია. 1995 წლის პრივატიზაციის შემდეგ ანძა კანადის მიწათა კომპანიის (Canada Lands Company) საკუთრება გახდა. თუმცა ტორონტოს მოქალაქეების სურვილით ანძას ძველი სახელი დარჩა და ამჟამად აკრონიმი CN ოფიციალურად "კანადის ეროვნულს" ნიშნავს.

342 მეტრის ნიშნულზე შემინული სართული და პანორამის ღია სათვალთვალო ტერასა მდებარეობს. 346 მეტრის ნიშნულზე კი "ჰორაიზონს კაფეა" და დახურული სათვალთვალო დარბაზია. 360 მეტრის სიმაღლეზე მბრუნავი რესტორანი "360" მდებარეობს, რემელიც სრულ ბრუნს ყოველ 72 წუთში ასრულებს.

სკაი-პოდი (Sky Pod) მცირე დახურული პლატფორმაა 447 მ. სიმაღლეზე და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი პანორამული სათვალთვალო დეკია. აქედან მოწმენდილ ამინდში ხედვადობა 120 კმ-ს აღწევს და ონტარიოს ტბის გაღმა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ქ. როჩესტერის სილუეტის დანახვა შეიძლება.

მიმაგრება: 1691236.jpg(14Kb) · 0353818.jpg(19Kb) · 3593696.jpg(11Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:24 | შეტყობინება # 17
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1995 წელს ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებამ ტორონტოს ტელეანძა თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად დაასახელა. ის ეკუთვნის უდიდესი კოშკების მსოფლიო ფედერაციას. 1996 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოს უმაღლეს შენობად და ცალკე მდგომ სტრუქტურად" დაასახელა და ნაგებობა დღემდე ინარჩუნებს ამ ტიტულს.

არსებობს სხვა უფრო მაღალი სტრუქტურები, თუმცა მათ ცალკე მდოგომი ნაგებობის სტატუსი არა აქვთ. გამონაკლისია პეტრონიუსის ტაუერი (ნავთობ პლატფორმა), რომელიც 645 მეტრისაა და უმაღლესი ცალკე მდგომი სტრუქტურაა, თუმცა მისი თავის გარდა ის მთლიანად წყალქვეშაა. ბურჯ დუბაი, რომელიც 2008 წელს უნდა დასრულდეს, შენობის დეველოპერთა მტკიცებით, ტორონტოს ტელეანძას გაუსწრებს სიმაღლით.

- ტორონტოს ტელეანძა 20 მეტრით მაღალია მოსკოვის ოსტანკინოს ტელეანძაზე.
- ტორონტოს ტელეანძას წელიწადში მეხი 76-ჯერ ეცემა.
- ტორონტოს ტელეანძის ქარწინაღობა 420კმ/სთ-ია.
- მისი ლიფტები 22კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და 58 წამი სჭირდება "ლუქაუტ" სათვალთვალო პლატფორმაზე ასასვლელად.
- ტორონტოს ტელეანძა თითქმის ორჯერ მაღალია ეიფელის კოშკზე.
- 120 მილი/სთ-ში ქარის პირობებში ანძა 1.07 მეტრით იხრება ანტენის თავთან, 0,46 მ-ით სკაიპოდთან, და 22,9 სმ-ით მთავარ სათვალთვალო დეკთან.
- ტორონტოს ტელეანძას შეუძლია გაუძლოს 8,5 მაგნიტუდის მიწისძვრას (რიხტერის შკალით).
- 1979 წელს ორ მუშას როიალის კიბით ანძის ზემო პლატფორმაზე ატანაში 7,5 საათი დასჭირდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:26 | შეტყობინება # 18
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ემპაია სტეიტ ბილდინგი (ინგლ. Empire State Building), 102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს“ მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.

ემპაია სტეიტ ბილდინგის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა მსოფლიოში უდიდესი შენობის ტიტულის კრაისლერ ბილდინგისთვის წასართმევად. ის რჩებოდა მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენად რეკორდულად დიდი ხნის - 41 წლის განმავლობაში (ხოლო მსოფლიოში უმაღლეს ადამიანის შექმნილ ნაგებობად 23 წელი), მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და მცირე ხნის შემდეგ სირს ტაუერის მშენებლობის დასრულებამდე. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ემპაია სტეიტ ბილდინგი ისევ ნიუ-იორკში უმაღლესი ხოლო აშშ-ში სიმაღლით მე-2 შენობა ხდება.

შენობის გამორჩეული არტ-დეკო ქიმი თავდაპირველი დიზაინით დირიჟაბლთა დეპო უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ იდეა არაპრაქტიკული და საშიში გამოდგა შენობის სიდიდით გამოწვეული მქროლი ქარების გამო.

ემპაია სტეიტ ბილდინგი 381 მეტრი სიმაღლისაა 102-ე სართულის ბოლოს, ხოლო ნაგებობის სრული სიმაღლე 448 მეტრს აღწევს. შენობა ოფიციალურად გაიხსნა 1931 წლის 1 მაისს, თუმცა მასში ოფისების მნიშვნელოვანი წილი გაუქირავებელი დარჩა 1940-იანებამდე. შენობას სახელი სწორედ ამ დაუსახლებელი სტატუსის გამო დაერქვა. შენობის ქიმზე დამაგრებული დიდი სატელევიზიო ანტენა დამატებულ იქნა 1950-იანებში.

სახალხო ობსერვატორია შენობის თავზე ქალაქის შესანიშნავ ხედს შლის და ტურისტებისთვის ძალზედ პოპულარული ადგილია. შენობის თავი ღამით ილუმინირებულია სეზონისთვის შესაფერისი სხვადასხვა ფერის განათებით. მაგ. ფრენკ სინატრას გარდაცვალების შემდეგ შენობა ლურჯი სინათლის ”შეიმოსა” მომღერლის მეტსახელის "Ol' Blue Eyes" ნიშნად.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის განადგურების შემდეგ რამდენიმე თვე განათება წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში იყო, შემდეგ კი ისევ ჩვეულ სეზონურ ფერებს დაუბრუნდა.

შენობა დაახლოებით 330.000 მეტრულ ტონას იწონის. მას 6.500 ფანჯარა, 73 ლიფტი და 1.860 საფეხური აქვს შენობის თავამდე; მისი სრული ფართია 204.385 მ2; საფოსტო მისამართია #350 მეხუთე ავენიუ, ს/კ 10118; მდებარეობს 33-ე და 34-ე ქუჩებს შორის მეხუთე ავენიუზე, მიდთაუნ მანჰეტენზე.

შენობის ადგილზე ადრე განთქმული ვალდროფის სასტუმრო მდებარეობდა, სადაც პერიოდულად კლუბი „The Four Hundred“ (მე-19 საუკუნის ნიუ-იორკის სოციალური ელიტა) წევრები იკრიბებოდნენ.

მიმაგრება: 4383117.jpg(37Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:29 | შეტყობინება # 19
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ოქროს კარიბჭე (ინგლ. Golden Gate Bridge - ოქროს კარიბჭის ხიდი) – დაკიდული ხიდი გოლდენ-გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრზე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდული კაბელების დიამეტრი - 0,91 მ.

ოქროს კარიბჭე ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში მისი მშენებლობის დასრულების ჟამს 1937 წელს და მას შემდეგ სან-ფრანცისკოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. ამჟამად ხიდი სიდიდით მეორე დაკიდული ხიდია აშშ-ში ვერაძანო-ნეროუს ბრიჯის შემდეგ (ნიუ-იორკი).

ოქროს კარიბჭეზე დღეში 118 000 ადამიანი გადადის.

მიმაგრება: 8333871.jpg(28Kb) · 4703310.png(28Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:33 | შეტყობინება # 20
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

დელტაპროექტი (ჰოლ. Deltawerken) — მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემა განხორციელებული ნიდერლანდში 1953 წელს ჩრდილოეთის ზღვის დატბორვით გამოწვეული ტრაგედიის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

1953 წელს ჩრდილოეთის ზღვამ ნიდერლანდში ჯებირები და წყლის სამაგრი კედლები გაარღვია და ქვეყნის თითქმის მთელი სანაპირო ზოლი დატბორა. შედეგად დაიღუპა 1835 ადამიანი, ხოლო ევაკუირებულ იქნა 70.000. დაიხრჩო 10.000-მდე პირუტყვი და 4500 შენობა განადგურდა. საპასუხოდ ნიდერლანდის მთავრობამ შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობისგან დამცავი პროექტი, რომელიც მოიცავს 10.250 მილის სიგრძის ჯებირებს (1500 მილი პირველადი და 8750 მილი მეორეული ჯებირი) და 300 ნაგებობას. ეს ასევე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საინჟინრო პროექტი იყო. პროექტმა ოკეანისგან 13 ესტუარის იზოლაცია მოახდინა. ამასთან დაახლოებით 1650 კვ. კმ მიწა გამონთავისუფლდა ზღვისგან.

მიმაგრება: 3311740.jpg(19Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:34 | შეტყობინება # 21
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

პანამის არხი მნიშვნელოვანი სანაოსნო არხია რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აკავშირებს ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებს. არხის მშენებლობა იყო ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი საინჟინრო პროექტი, რომელიც კი ადამიანს დღემდე განუხორციელებია. არხის აშენება დიდად წაადგა საერთაშორისო ტვირთზიდვას, ვინაიდან სატვირთო გემებს უკვე აღარ სჭირდებოდათ კონტინენტის შემოვლა გრძელი და საშიში მარშრუტით დრეიკის სრუტესა და ჰორნის კონცხთან სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. ამჟამად გემს ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში 9.500 კმ-ის გავლა უწევს, რაც თითქმის 2.5-ჯერ ნაკლებია ადრინდელ 22.500 კმ-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეა პანამის არხისა ადრეულ მე-16 საუკუნეში ჩაისახა, პირველი მცდელობა არხის აშენებისა მხოლოდ 1880 წელს განხორციელდა ფრანგების მეთაურობით. თავდაპირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და პროექტის დასრულება შემდგომში აშშ-მ იკისრა. არხი 1914 წელს გაიხსნა. 77 კმ სიგრძის არხის მშენებლობას ბევრი სირთულე სდევდა თან, მათ შორის ტროპიკული ავადმოყოფობები (მალარია და ყვითელი ცხელება) და მასიური მეწყერი. არხის მშენებლობაზე დაახლ. 27.500 მუშა დაიღუპა.

გახსნის შემდეგ არხს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა და დღემდე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. ყოველწლიურად არხზე 14.000 სატვირთო გემი გადის ჯამური 203 მილიონი ტონა თვირთგამტარიანობით. 2002 წლისთვის არზე მისი გახსნის დღიდან 800.000 გემმა გაიარა.

აღსანიშნავია, რომ არხის წყნარი ოკეანის სანაპირო 20 სმ-ით მაღალია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ამ სხვაობის დასარეგულირებლად, არხის სხვადასხვა მონაკვეთში აგებულია ე.წ. რაბები და ჭიშკრები, რომელიც არეგულირებს წყლის დონეს.

იმის გათვალისწინებით, რომ პანამის არხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა, ის უკვე ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე გემების მოთხოვნებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ გატარებას. ამიტომ დღის წესრიგში დადგა მისი გაფართოების და გაუმჯობესების საკითხი, რაც ჯერ კიდევ 1939 წელს განიხილებოდა. 2006 წლის 22 ოქტომბრს რეფერენდუმით, პანამის მოსახლეობის 78%-მა მხარი დაუჭირა არხის გაფართოებას. სამუშაოები 2007 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არაერთხელ გაჩნდა იდეა პანამის არხის კონკურენტი არხების გაჭრისა. ვარიანტებად განიხილებოდა გაჭრა მექსიკის, ნიკარაგუის და კოლუმბიის ტერიტორიაზე. თუმცა, საბოლოოდ ეს ვარიანტები უგულებელყოფილ იქნა.

მოსახლეობისთვის პანამის არხის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ბოლო დრომდე, ამის ერთადერთი საშუალება იყო 1942 და 1962 წლებში აშენებული ხიდები, თუმცა 2005 წელს გაიხსნა სუპერთანამედროვე ხიდი, რომელსაც ავტომობილების 6 ზოლად გატარება შეუძლია.

პანამის არხის გახსნამ, ეკოსისტემა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, ვინაიდან აქ მილიონობით წლების შემდეგ ერთმანეთს შეუერთდა წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას.

არხს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან. პანამაში ზაფხული ძალიან ცხელი და ტენიანია, ამიტომ წელიწადის ამ დროს პანამის მონახულება მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ტურისტებს შორის ძალზედ პოპულარულია არხის გავლა და დათვალიერება საკრუიზო გემით.

მიმაგრება: 8653568.jpg(14Kb) · 0137511.png(65Kb)


http://seaman.ge
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:38 | შეტყობინება # 22
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ტურისტული მსოფლიო საოცრებები

შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირშესანიშნაობა-საოცრება

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთერთი, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.

ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიბტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2,300,000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეტესო ნიმუშად.

მიმაგრება: 5647781.jpg(11Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:39 | შეტყობინება # 23
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ჩინეთის დიდი კედელი (გამარტ. ჩინ.: 万里长城; ტრად. ჩინ.: 萬里長城; -- ვანლი ჩან’ჩენ; ნიშნავს: "10,000 ლის სიგრძის კედელი") -- ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ქინ ში ჰუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული.

ისმის კითხვა, რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად.

აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა. უზარმაზარი კედლის აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.

როცა კედელს აშენებდნენ, ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნაგებობა ოდესმე ტურისტულ ცენტრად იქცეოდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავ ადამიანს მიიზიდავდა იმის სანახავად, თუ როგორი უზარმაზარი რაღაც ააშენა ამ უდიდესმა ქვეყანამ.

ამ კედლის შემხედვარე, ნებისმიერი ადამიანი იმასაც მიხვდება, რომ უბრალო მუშახელი ამხელა კონსტრუქციას ვერ ააშენებდა. საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.

ჩინელები მაშინაც საკმაოდ ბევრნი იყვნენ და მიზნის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებიათ. ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით მე–3 საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით მე–17 საუკუნეში დასრულდა.

ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როცა მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.

მიმაგრება: 0300316.jpg(19Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:40 | შეტყობინება # 24
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რა თქმა უნდა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და სხვების დახმარებით განახორციელა კიდეც. ისმის კითხვა, ვინ იყო ის? სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.

საერთოდ, ჩინელებს ბევრი რამის გამოგონებას და შექმნას მიაწერენ, რომელთა ტექნოლოგიას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თან იმ დონეზე, რომ ამ საიდუმლოებების არგათქმას მათი სიცოცხლეც კი ეწირებოდა.

როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.

შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც.

თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.

გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.

თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი “დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.

როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.

არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.

ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. დალუქული სარდაფები დღემდე ბევრი მკვლევრისა თუ მეცნიერის საოცნებო ადგილად რჩება.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:41 | შეტყობინება # 25
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; ”სასახლე-გვირგვინი”) - ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორი შაჰ ჯაჰანით შეკვეთის თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

თაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრ გუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.

მიმაგრება: 9470677.jpg(17Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:42 | შეტყობინება # 26
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სერენგეტი (Serengeti, მაას ენაზე "უკიდეგანო ველები"), ეკოსისტემა, რომლის გეოგრაფიული რეგიონი მოიცავს ჩრდილოდასავლეთ ტანზანიასა და სამხრეთდასავლეთ კენიას; შეადგენს დაახლოებით 30 000 კმ2-ს.

სერენგეტი მასპინძლობს უმსხვილეს და ყველაზე ხანგრძლივ ნადირთა მიწისზედა მიგრაციას მსოფლიოში და ერთ-ერთია ათ ბუნებრივ საოცრებათაგან მსოფლიოში. რეგიონში რამდენიმე ეროვნული პარკი და ნადირთა ნაკრძალია.

აქ ბინადრობს 70-მდე მსხვილი ძუძუმწოვარი და 500-მდე ავიფაუნის სახეობა. ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება განპირობებულია კლიმატური პირობების დიდი ნაირსახეობით და მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, ჭაობებს, სავანებს, გაშლილ ველებსა და ოაზისებს. ყველაზე გავრცელებულ მსხვილფეხა ძუძუმწოვართა შორის არიან ცისფერი გნუ, გაზელი, ზებრა და გარეული კამეჩი.

ოქტომბრისთვის დაახლოებით 2 მილიონი ბალახოვანი ძუძუმწოვარი იწყებს მიგრაციას ჩრდილოეთის მაღლობებიდან სამხრეთის გავაკებისკენ, მდინარე მარას გადაკვეთით, წვიმის წყლის ძიებაში. აპრილში ისინი ისევ ჩრდილოეთში ბრუნდებიან დასავლეთის შემოვლით, ისევ მდინარე მარას გადაკვეთით. ამ ფენომენს ხშირად წრიულ მიგრაციას უწოდებენ. ამ მოგზაურობისას ტანზანიიდან ზემო კენიის მასაი-მარას ნაკრძალისკენ, რაც 800 კმ-ს შეადგენს, სულ მცირე 250 000 გნუ იღუპება ხოლმე. სიკვდილიანობის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის მტაცებელი ცხოველები. მიგრაციის ქრონიკა აღწერილია 1994 წლის დოკუმენტურ ფილმში "აფრიკა: სერენგეტი".

მიმაგრება: 6138626.jpg(16Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:44 | შეტყობინება # 27
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) - კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კმ-ის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან, კუნძულები ეკუთვნის ეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა.

1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ. კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის ატლასზე მონიშნა. მას შემდეგ არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი "სახეობათა წარმოშობა". სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი. 1956 წელს, ექსპედიციამ ტურ ჰეირდალის მეთაურობით, დაამტკიცა, რომ მათ ვიზიტამდე ბევრად ადრე, ინდიელები კარგად იცნობდნენ კუნძულებს.

გალაპაგოსის კუნძულები შედგება ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან კრისტობალი, სანტა კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან, ასევე 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8 000 კმ2

კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს. უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.

გალაპაგოსის კუნძულები მთელს მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან. მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ "გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია". აქ შეხვდებით სხვადასხვა სახის რეპტილიებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გალაპაგოსის გიგანტური კუ, რომელიც ყველასათვის გალაპაგოსის კუნძულებთან ასოცირდება. სწორედ აქედან მომდინარეობს თვითონ კუნძულების საერთო სახელიც (insulae de los galopegos – ესპანურად კუების მიწა). ფართოდაა გავრცელებულია ხვლიკი იგუანა, დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალი არსებას, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში.

ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.

კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.

ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ცხელი სეზონი არის იანვრიდან აპრილამდე, როდესაც იქ ზაფხულია, რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნონ გალაპაგოსის სილამაზე.

1978 წელს გალაპაგოსის კუნძულები გახდა პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. 2007–2010 წწ იგი სიიდან წაშლის საფრთხის ქვეშ იდგა, თუმცა იუნესკოს 2010 წლის სესიაზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღეს.

მიმაგრება: 6836142.png(60Kb) · 0321667.jpg(11Kb) · 6076653.jpg(14Kb) · 0832065.jpg(12Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:46 | შეტყობინება # 28
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი (ინგლ. Grand Canyon) — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი, რომელიც განლაგებულია კოლორადოს პლატოზე, შტატ არიზონაში, აშშ. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია; სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-დან 29 კილომეტრამდე (კილომეტრამდე სიმაღლის სივრცეში). კანიონის საშუალო სიღრმე შეადგენს 1600 მეტრს. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რასაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონის სივრცე მუდმივად ფართოვდება.

დიდ კანიონს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ათვალიერებს. ტარდება ექსკურსიები თვითმფრინავითა და ვერტმფრენებით. კანიონი დასერილია მრავალი ვიწრო და განიერი ბილიკით. განვითარებულია საწყლოსნო ტურები. გახსნილია მუზეუმები, რომლებიც კანიონის გეოოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.

მიმაგრება: 7835735.jpeg(10Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 14:50 | შეტყობინება # 29
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. ძველი მთა; ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი“) — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.

მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა პიგჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამოდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუქები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.

დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ პიკჩუ იყო პაჩაკუტეკის(პირველი იმპერატორის 1438-1470) ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამს მის წმინდა რელიგიურ ხასიათს.

მაჩუ პიკჩუ ითვლება ინკების იმპერიის ერთ–ერთ ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობად და ასევე არის ტურისტებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი სამხრეთ ამერიკაში. იგი მილიონიბით ტურისტს იზიდავს. მაჩუ პიკჩუ შედის "კაცობრიობის დაცული საგანძურების სიაში"– იუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, როგორც კულტურულ–ეკოლოგიური სიმდიდრე და ერთიანდება შემდეგი სახელწოდების ქვეშ: "მაჩუ პიკჩუს ისტორუილი სიწმინდე." 2007 წლის 7 ივლისს მაჩუ პიკჩუ შევიდა სამყაროს საოცრებათა სიაში, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე.

მაჩუ პიკჩუ მდებარეობს პერუში, ურუბამბას პროვინციაში, კუსკოს რეგიონის დედაქალაქ კუსკოდან ჩრდილო–დასავლეთით, 80 კილომეტრის მოშორებით. მაჩუ პიკჩუს თავზე დაჰყურებს 600 მეტრის სიმაღლის კლდე. ქალაქთან ახლოს, მდინარე ურუბამბაზე გადებულია ინკების ხიდი, რომელიც არმიის საიდუმლო შესასვლელს წარმოადგენდა. მაჩუ პიკჩუ მოქცეულია ორ მთას შორის – მაჩუ პიკჩუსა და ჰუაინა პიკჩუს. ეს მთები არიან ნაწილები ბატოლიტო ვილკაბამბას ფორმაციისა, პერუს ანდების ცენტრში. მდინარე ურუბამბას მარცხენა სანაპიროზე აღმოჩენილია ურუბამბას კანიონი, ძველად ცნობილი , როგორც პიკჩუს კებრადა. გარემო პირობებისა და მდებარეობის გამო, ქალაქი წყლით მუდმივად მარაგდებოდა წყაროების საშუალებით. ასევე, აქ იყო საკმარისი სასოფლო–სამეურნეო სავარგული, სადაც სხვადასხვა საკვებად ვარგისი მცენარე მოჰყავდათ.

მაჩუ პიკჩუ გამოირჩევა პეიზაჟური არქიტექტურით. მისი კედლები აგებულია კლასიკურ ინკურ არქიტექტურულ სტილში. ინკები ფლობდნენ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც კედლების აგებისას ბლოკებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებდნენ კირის გარეშე. ინკები კირ–ხსნარს იშვიათად იყენებდნენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მაჩუ–პიკჩუ მდებარეობს სეისმურად არამდგრად ტერიტორიაზე და მიწისძვრის შემთხვევაში ერთმანეთთან კირის გარეშე დაკავშირებული ბლოკებით აგებული კედელი უფრო გამძლე იქნებოდა. ინკები მუშაობის პროცესში არასოდეს იყენებდნენ ბორბალს, თუმცა, ეს მათთვის კარგად ნაცნობი იყო, რაც მათ მიერ შექმნილი სათამაშოებიდანაც კარგად ჩანს. ამის მიზეზი ალბათ ის გახლდათ, რომ გარშემო გაუვალი ტყეები იყო და ასევე, ინკებს არ ჰყავდათ ძლიერი გადამზიდი ცხოველები. ინჟინერიაში ბორბლის გამოყენების სანაცვლოდ ინკებს დიდი შრომა უხდებოდათ მძიმე ბლოკების გადასატანად. ამას ერთდროულად ასობით მამაკაცი აკეთებდა.

მიმაგრება: 0102385.jpg(23Kb)
 
RAPERთარიღი: შაბათი, 25.09.2010, 16:13 | შეტყობინება # 30
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბუნებრივი საოცრებები

სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს ხია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ

დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი (ინგლ. Grand Canyon) — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი, რომელიც განლაგებულია კოლორადოს პლატოზე, შტატ არიზონაში, აშშ. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია; სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-დან 29 კილომეტრამდე (კილომეტრამდე სიმაღლის სივრცეში). კანიონის საშუალო სიღრმე შეადგენს 1600 მეტრს. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რასაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონის სივრცე მუდმივად ფართოვდება.

მიმაგრება: 4473292.jpeg(10Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » მსოფლიოს შვიდი საოცრება
გვერდი 2 დან«123»
ძებნა:

ჰოსტერი uCoz