ტატუს ისტორია დღეს-დღეობით ტატუირება მხატრობის ერთ-ერთი პუპულარული სტილია. განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. ნებისმიერ ტატუს სალონში შეგიძლიათ სასურველი ნახატი გამოისახოთ სხეულზე.
სიტყვა “ტატუ”, “tattоо” ან “tatu” შემოვიდა ევროპაში კაპიტან კუკის მოგზაურობის შემდეგ ტაიტში და ნიშნავს “ჭრილობას”, “ნიშანს”.
ტატუს ისტორია 6000 წელს ითვლის. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტეში გიზეს პირამიდის შესწავლის შემდეგ. 4000 წლის მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად უჩანდათ. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება შთამომავლობით მიიღეს და დიდი სავაჭრო ქსელის წყალობით ბერძნებს და სპარსელებსაც ასწავლეს სხეულის მოხატვა. ტატუირებული ტანი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი იქნება მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში.
ტატუმ ყველაზე დიდი პოპულარობა ნახა იაპონიაში, რომელშიც დღემდე დიდი ყურადღება ექცევა მას. სწორედ იაპონიაში შემოიღეს პირველად სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა.
მეცნიერების ვარაუდით ტატუირების ხელოვნება სამხრეთ ამერიკაში ჩუქჩებმა ჩაიტანეს, რომელბმაც შემდეგ ჩრდილოეთშიც გაავრცელეს იგი და ინდიელებშიც. ინდიელები სხეულებზე გამოისახავდნენ სალოცავ ტოტემებს და ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას აძლევდა.
ევროპელებმა ტატუს შესახებ ჯეიმს კუკის დახმარებით შეიტყვეს 1769 წელს მან მოგზაურობიდან მთლიანად მოხატული გვამი ჩამოიტანა. არის მეორე მოსაზრებაც, რომ ევროპაში ტატუირება ავსტრალიიდან შემოვიდა, უფრო სწორედ კუნძულ სამოადან. კუნძულ სამოაზე ტატუირება დღემდე წმინდა რიტუალად მიიჩნევა და მოხატვა ძველი მეთოდებით ხორციელდება.