პარასკევი, 29.03.2024, 13:03
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » შავი ზღვა
შავი ზღვა
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:24 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
შ ა ვ ი ზ ღ ვ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ფ ა რ გ ლ ე ბ შ ი. დასავლეთიდან საქართველოს აკრავს შავი ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 330 კმ-ია. მდინარე ფსოუს შესართავიდან ქ. ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულია ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე - სამხრეთით, ქობულეთიდან სახელმწიფო საზღვრამდე - სამხრეთ-დასავლეთით. სანაპირო ხაზი არ არის დანაწევრებული, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრებიან რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნიან ზღვისაკენ ფართოდ გაშლილ უბეებს.

სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანი, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია. არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დანაოჭებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი. შავი ზღვის ძირი წარმოადგენს ღრმა ქვაბულს ციცაბო კალთებით, თითქმის ბრტყელი ფსკერით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200 მეტრიანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად 2-4 მილი), ალაგ-ალაგ (ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან განივრდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:24 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მეტრზე. ქვემოთ შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში ერთვის მდინარეები რიონი, ბზიფი, კოდორი, ენგური, ჭოროხი და სხვა მრავალი პატარა მდინარე. საქართველოს ტერიტორიიდან წელიწადში ზღვაში ჩაედინება 50 კმ3-მდე წყალი (მთელი კონტინენტური ჩამონადენის 16%).
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზამთარი რბილი და თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-7OC, ივლისისა - 22-23OC. ნალექები უხვადაა წლის ყველა დროს. განსაკუთრებით წვიმიანია კოლხეთის სამხრეთი ნაწილი, სადაც წელიწადში 2500 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის. ჩრდილოეთით ნალექები კლებულობს 1650 მმ-დან (ცენტრალურ ნაწილში) 1400 მმ-მდე (ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში).

ატმოსფეროს ზოგადი ციკლონური ცირკულაცია და კონტინენტური ჩამონადენი განსაზღვრავს ზღვის ზედაპირზე წყლის ციკლონურ წრებრუნვას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაპირის გასწვრივ. ნაპირიდან 2-5 მილზე წრის დიამეტრი 25-35 მილია. საქართველოს ნაპირებთან არის დინებათა სანაპირო წრებრუნვის ზონა. დინებები აქ ძლიერ განიცდიან ადგილობრივი ქარების ზეგავლენას. ტალღების დიდი გაქანებისა და საქართველოს ნაპირების თავისებურებების გამო ტალღების ელემენტები აქ უდიდეს მნიშვნელობას აღწევენ. ყველაზე ხშირია 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები, მაგრამ ტალღების მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. ფლატიან ნაპირებთან ან სანაპიროს დამცველ კედლებთან ტალღათა სიმაღლე განსაკუთრებული შტორმების დროს 10 მეტრს აღწევს, ხოლო ნაშხეფების სიმაღლე - 20-30 მეტრს. საქართველოს სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც განლაგებულია მრავალი კურორტი, ზღვა რეცხავს ნაპირს და აფუჭებს პლაჟს. დიდი გამოკვლევები ტარდება გადარეცხვის მიზეზის გამოსავლინებლად და აღსაკვეთად. წლის განმავლობაში საქართველოს ნაპირებთან ზღვის დონე სეზონურ რყევას განიცდის. მაქსიმალური დონე ივლისშია, მინიმალური - ოქტომბერში. დონეთა რყევის ამპლიტუდა (20 სმ) გაპირობებულია ჩამონადენის, ნალექებისა და აორთქლების ცვლილებით. დონეთა რყევა მოქცევა-მიქცევის დროს არ აღემატება 10 სმ-ს, ხოლო სეიშების დროს - 15 სმ. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყველაზე უფრო თბილია. ზამთრობით წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა იცვლება 8-10OC-ის ფარგლებში, გაზაფხულის ბოლოსათვის იგი შეადგენს 15-16OC-ს, ივლის-სექტემბერში - 23-26OC-ს, მაქსიმალური ტემპერატურა 27-28OC-ს აღწევს.

წყლის ზედაპირული ფენის მარილიანობის საშუალო სიდიდე ღია ზღვაში ირყევა 17.80/00 -დან (გაზაფხულზე) 18.30/00-მდე (ზამთრობით). ზედაპირიდან 200 მ სიღრმემდე მარილიანობა იზრდება 210/00-მდე. საქართველოს მდინარეები მნიშვნელოვნად ამტკნარებენ წყლის ზედაპირულ ფენას ნაპირთან, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, მაგრამ გამტკნარება, ჩვეულებრივ, არ ვრცელდება ნაპირიდან 2-4 მილს იქით. მხოლოდ მდინარეებში დიდი წყალმოვარდნების დროს მოიცავს შედარებით დიდ სივრცეს, მარილიანობა კი ხანმოკლე დროის განმავლობაში მცირდება, ისიც 12-80/00-მდე. საქართველოს სანაპიროზე დიდი ნავსადგურებია ბათუმი, ფოთი, სოხუმი; ნაკლებად მნიშვნელოვანია ოჩამჩირე და გაგრა. ბათუმიდან გააქვთ ნავთობი, ფოთიდან - მანგანუმი. შემოაქვთ ქვანახშირი, რკინის მადანი, სასუქები, ხორბალი. კურორტები განლაგებულია საქართველოს თითქმის მთელ სანაპიროზე (გაგრა, ბიჭვინთა, ქობულეთი და სხვ.).
საქართველოს სანაპიროსთან იქთიოფაუნა შედგება თითქმის მხოლოდ შავი ზღვის თევზებისაგან, რომლებიც აქ მუდმივად ბინადრობენ და გამოსაზამთრებლად მოდიან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:24 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კლიმატი

საქართველოს შავიზღვისპირეთი კავკასიონის ქედით დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან. ზამთარში ძირითადად აღმოსავლეთის ქარებია, ზაფხულში უმეტესად დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის. დამახასიათებელია მოკლეპერიოდიანი ბრიზები. ქარების საშუალო უმცირესი სიჩქარეები ბათუმში გვხვდება, ზამთარში ქარები ძლიერდება და ზაფხულისთვის სუსტდება.

შავი ზღვის წყალი კომფორტულად ითვლება, თუ მისი ტემპერატურა 200-ზე მეტია, ჰაერის ტემპერატურა 150-ზე მეტი, ხოლო ტალღების სიძლიერე 3 ბალზე ნაკლებია. ეს მაჩვენებლები საქართველოს სანაპიროს წელიწადში 6-7 თვის განმავლობაში ახასიათებს.

ტალღები

ოკეანეებთან შედარებით შავ ზღვაზე აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის ღელვა. შტორმული მოვლენები შავ ზღვაზე ციკლონური ზემოქმედების შემთხვევაში წარმოიქმნება. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებების ქარების მოქმედება დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის ციკლონების გავლასთან. ატლანტიკის ციკლონები იწვევენ დასავლეთის მიმართულების ქარების და ტალღების გაჩენას, რომლებიც ძლიერი ზვირთების სახით საქართველოს სანაპიროს აღწევენ.

მარილიანობა

ზღვის წყლის მარილიანობა საქართველოს ნაპირებთან ყველგან ნაკლებია 17 პრომილეზე (ანატოლიის ზღვისპირეთში 18 პრომილეს აჭარბებს, საშუალოდ 22 პრომილე), რაც ორჯერ ნაკლებია მსოფლიო ოკეანის მარილიანობასთან შედარებით.


http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 01:29 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ესეც ჩემი პოსტები biggrin biggrin არაუშავს ... კიდევ დავამატებ tongue tongue tongue

დამატებულია (30.06.2010, 01:25)
---------------------------------------------
ეხლა ჯერ ზოგადად ზღვის შესახებ მოგიყვებით..ეს ეხება როგორც შავ ზღვას, ისე სხვებსაც.. biggrin

ზღვა - პლანეტის უდიდესი ბიოსისტემა

დედამიწის ორი მესამედი წყლით არის დაფარული. ჩვენი პლანეტის 70% მთელი სამყაროა, რომელსაც თითქმის არ ვიცნობთ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ის არის, რომ ზღვის წყალს ძალზე რთული შემადგენლობა აქვს. იგი მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა სისტემის პრაქტიკულად ყველა წევრს შეიცავს. ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოს წყლებში დაახლოებით 3 მილიარდი ტონა ოქრო `ტივტივებს~, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენი თევზიც ზღვებსა და ოკეანეებშია.

ზღვის წყლის შემადგენლობა

ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (ძირითადად - ჟანგბადი, აზოტი, ინერტული აირები, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რეგიონში - გოგირდწყალბადი), ქიმიური ელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ბარიუმი, ქრომი, იოდი, ქლორი, მანგანუმი, დარიშხანი, ვერცხლი, ოქრო, ურანი, რადიუმი) და ორგანული ნივთიერებანი.

ზღვის წყლის მარილები

ზღვის წყლის მარილიანობა საშუალოდ 3,5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ლიტრში 35 გრამი მარილია გახსნილი. სხვადასხვა ზღვის წყალი სხვადასხვა ოდენობის მარილს შეიცავს. მაგალითად, შავი ზღვის ზედაპირზე მარილიანობა 17-18%-ია, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - 8-13, ხოლო ფსკერზე - 22-22,5. ხმელთაშუა ზღვის მარილიანობა 37-ს აღწევს, წითელი ზღვისა - 60-ს, კასპიის ზღვისა - 11-ს, აზოვისა - 8-10-ს, მკვდარ ზღვაში კი ეს მაჩვენებელი 300-ია. იგი ყველაზე მლაშე წყალია, რომელშიც არასდიდებით არ ჩაიძირებით. მასზე ჩამოჯდომაც კი შეიძლება. მკვდარი ზღვა სავსებით ამართლებს სახელს - ძლიერი მარილიანობის გამო მასში ცოცხალი ორგანიზმები თითქმის არ ბინადრობენ.

ზღვის წყალი მარილებს ასეთი თანაფარდობით შეიცავს:

1. ნატრიუმის ქლორიდი - 77,8%
2. მაგნიუმის ქლორიდი - 10,9%
3. მაგნიუმის სულფატი - 4,7%
4. კალციუმის ქლორიდი - 3,6%
5. კარბონატები - 0,3%
6. აზოტის ნაერთები - 0,2%
7. ფოსფორის ნაერთები - 0,2%

ზღვის წყალს სიმლაშეს ნატრიუმის ქლორიდი სძენს, სიმწარე კი ნატრიუმის სულფატის, მაგნიუმის ქლორიდისა და მაგნიუმის სულფატის დამსახურებაა. ზღვის წყლის ერთ-ერთი თვისებაა, მუდმივად შეინარჩუნოს რაოდენობრივი ურთიერთშეფარდება იმ მარილთა იონებს შორის, რომლებიც მასში არსებულ მინერალურ ნივთიერებათა 99,9%-ს შეადგენს. ზღვის წყლის სიმკვრივე 1020-დან 1030კგ/მ3-მდე მერყეობს, მჟავიანობა კი 7,6-დან 8,4-მდე. ზღვის წყალში ბგერა საათში დაახლოებით 1500 მ სიჩქარით ვრცელდება.

ზღვის წყლის აირები

ეს გახლავთ ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, აზოტი, ინერტული აირები და გოგირდწყალბადი. 1 ლიტრ წყალში დაახლოებით 5-10სმ3 ჟანგბადია გახსნილი. 1:2 - ასეთია მისი შეფარდება აზოტთან.
ნახშირორჟანგი წყალში ზღვის ცხოველთა სუნთქვისა და ცხოველქმედების შედეგად ხვდება. გო-გირდწყალბადი მარილებისა და სხვა ქიმიური ნაერთების ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება, თუმცა მისი მთავარი წყარო ანაერობული ბაქტერიების მიერ ცხოველთა და მცენარეთა ნარჩენების დაშლა-მონელების პროცესია, რომლის უკანასკნელი რგოლიც გოგირდწყალბადის გამოყოფა გახლავთ. შავ ზღვაში, 200 მეტრ სიღრმეზე, უკვე შეხვდებით გოგირდწყალბადს, ფსკერზე კი ამ აირის ოდენობა ლიტრ წყალში 7,0 სმ3-ს აღწევს.

happy biggrin

დამატებულია (30.06.2010, 01:29)
---------------------------------------------
ზღვის ფლორა

ზღვის ფლორა შეიცავს:
270 სახეობის მწვანე, ყავისფერ და წითელი ფერის წყალმცენარეებს;
350 სახეობის მიკროსკოპულ პლანქტონურ ორგანიზმებს;
უამრავი სახეობის ბაქტერიას.

სამივე ჯგუფი ერთად ზღვის ფიტოპლანქტონს ქმნის. პლანქტონურ წყალმცენარეთა უმრავლესობა მზის ენერგიის საშუალებით იკვებება, ცოცხლობს და ვითარდება, თუმცა ფიტოპლანქტონი ისეთ წყალმცენარეებსაც შეიცავს, რომლებსაც, ცხოველების მსგავსად, მხოლოდ მზა ორგანული ნაერთებით შეუძლიათ არსებობა. ფიტოპლანქტონის უდიდეს ნაწილს მეტად სასარგებლო წყალმცენარეები შეადგენს, რომელთაც ადამიანი სამკურნალოდ და საკვებად იყენებს. სამკურნალო თვისებები აქვს თითქმის ყველა წყალმცენარეს. მათი პრეპარატები 300-მდე დაავადებას კურნავს, ხოლო მათგან დამზადებული საკვები ნებადართულია პათოლოგიური პროცესის თითქმის ყველა სტადიაზე. მათ მხოლოდ დაავადების პროფილაქტიკა კი არა, მისი პირველი კლინიკური ნიშნების აღმოფხვრაც ძალუძთ. ფიტოპლანქტონის მაღალ კვებით ღირებულებას მის შემადგენლობაში შემავალი ცილა განსაზღვრავს. წყალმცენარეები ცილით ყველა სხვა პროდუქტზე მდიდარია, თანაც ცხოველურზე გაცილებით სასარგებლო, ვინაიდან ქოლესტერინი მათში საერთოდ არ არის. ფიტოპლანქტონი უხვად შეიცავს ვიტამინებსა და სხვა აუცილებელ ნივთიერებებს, რომელთა გარეშე ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობა წარმოუდგენელია. ისინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებზე, თანაც ისეთი ფორმით არის წარმოდგენილი, რომ ორგანიზმი მათ ადვილად იწოვს და ითვისებს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის სასარგებლოა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი ზღვაში მოიპოვება, თვით ზღვის მარილის ჩათვლით, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებათა სრულ კომპლექსს შეიცავს.

ზღვის ფაუნა

ზღვაში უმთავრესად სამი სახის მიკროორგანიზმები ბინადრობენ:
1. სახეობები, რომლებიც კარგად იტანენ წყლის მარილიანობის ფართო დიაპაზონს;
2. სახეობები, რომლებიც ეგუებიან ზომიერად ცივ წყალს;
3. სახეობები, რომლებსაც განვითარების არც ერთ სტადიაზე არ სჭირდებათ განსაკუთრებით დიდი სიღრმე.
ყველა ეს სახეობა შეიძლება ორ ჯგუფადაც დაიყოს: ზღვის მუდმივ და დროებით ბინადრებად.
რაც შეეხება ცხოველებს, ზღვებში მათი 2,5 ათასამდე სახეობა ბინადრობს, მათ შორის:
1. 500 სახეობის ერთუჯრედიანი ორგანიზმი;
2. 160 სახეობის ხერხემლიანი - თევზები და ძუძუმწოვრები;
3. 500 სახეობის კიბოსნაირი;
4. 200 სახეობის მოლუსკი;
5. სხვადასხვა ჯგუფის უხერხემლონი.

ზღვის სანაპიროს კლიმატი

ზღვის კლიმატს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: გეოგრაფიული მდებარეობა, წყლის ზევით ჰაერის მასების მოძრაობა, ნაპირის ხასიათი და ხმელეთის რელიეფი. ამ ფაქტორების კვალობაზე, განასხვავებენ სამი ტიპის სანაპირო კლიმატს:
1. თბილსა და ტენიანს;
2. გრილსა და ტენიანს;
3. თბილსა და მშრალს.

ზღვის სანაპირო კლიმატისთვის დამახასიათებელია:

1. მცირე განსხვავება ჰაერის დღეღამურ და სეზონურ ტემპერატურას შორის;
2. ჰაერის მაღალი ტენიანობა;
3. მაღალი ატმოსფერული წნევა და მზის რადიაცია;
4. არეკლილი ულტრაიისფერი სხივების უხვი შემცველობა;
5. ბრიზი - ქარი, რომელიც ხმელეთისა და ზღვის ტემპერატურათა სხვაობის გამო წარმოიქმნება და დღისით, როდესაც ხმელეთის ტემპერატურა უფრო მაღალია, ზღვიდან ხმელეთისკენ ქრის, ხოლო ღამით, როცა ხმელეთის ტემპერატურა ზღვისაზე დაბალია, ხმელეთიდან ზღვისკენ;
6. იოდის, ბრომის, ქლორ-ნატრიუმის, ოზონისა და სხვა მიკროელემენტების სიუხვე.

თბილი და ტენიანი კლიმატია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.
შავ ზღვაში წყალი არასოდეს იყინება, რადგან იგი ზღვებს შორის ყველაზე თბილია. მისი წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6 თვის განმავლობაში 16 გრადუსზე მაღალია, ზამთარში 6-8 გრადუსს უტოლდება, ზაფხულში კი 25-ს აჭარბებს.


biggrin biggrin biggrin


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 09:15 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნინ, ბოდიში პოსტების მოპარვისთვის shy

http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 10:24 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
არაუშავს... მაინც ხომ აქ უნდა დამედო hands hands icecream

___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 10:48 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რაღაც ტალღებმა იმატა შავ ზღვაზე biggrin

http://seaman.ge
 
ნინთარიღი: ოთხშაბათი, 30.06.2010, 10:51 | შეტყობინება # 8
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რამდენ ბალიან შტორმს ველოდებით BOSS???? biggrin biggrin biggrin cool biggrin

___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ თავისუფალი საუბრები, გართობა და იუმორი ☜♡☞ » შავი ზღვა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz