ბალი
სერვისი #1. ბალი - საქართველო ამ სერვისის გააქტიურებით საშუალება გაქვს დარეკო საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ანუ მობილური ოპერატორების და ქალაქის ნომრებზე.
გააქტიურება:
მობილურზე აკრიფე # 901, დამცავი საფარის ქვეშ მოთავსებული ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
სერვისი #2. ბალი - ბალი/მაგთი/ბანი/მაგთი ფიქსი
ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია დარეკო ბალის, მაგთის, ბანისა და მაგთი ფიქსის აბონენტებთან.
სერვისს გააქტიურება::
მობილურზე აკრიფე # 902, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
სერვისი #3. "საყვარელი ნომერი"
მესამე სერვისის გააქტიურებით შეგიძლიათ დარეკოთ თქვენ მიერ არჩეულ "საყვარელ ნომრებზე".
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 903, ბალი-ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
შემდეგ ირჩევ და ააქტიურებ "საყვარელ ნომერს":
#9031# საყვარელი რვანიშნა ნომერი (98XXXXXX, 99XXXXXX, 95XXXXXX, 91XXXXXX ან 90XXXXXX) და OK.
(თითოეული საყვარელი ნომრის შერჩევა ხდება ამ პრინციპით)
საყვარელი ნომრის შეცვლა: #9031# ძველი საყვარელი რვანიშნა ნომერი, ახალი საყვარელი რვანიშნა ნომერი და OK.
- შეგიძლია აირჩიო 5 საყვარელი ნომერი და ელაპარაკო მათ წუთში 5 თეთრად!
- "საყვარელი ნომერი" აუცილებლად უნდა იყოს ბალის, მაგთის, ბანის ან მაგთი ფიქსის აბონენტი.
- "საყვარელი ნომრის" შეცვლა შეგიძლია უფასოდ, მისი არჩევიდან 10 დღის შემდეგ.
გჭირდება შეხსენება, რომელია შენი "საყვარელი ნომრები"?
აკრიფე # 9031, OK.
სერვისი #4. SMS
ამ სერვისის გააქტიურებით შეგიძლია აგზავნო SMS-ები!
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 904, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
სერვისი #5. MMS
ააქტიურებ ბალი-ბარათს და ანგარიშზე გიჯდება MMS-ები.
გააქტიურება:
აკრიფე # 905, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
სერვისი #6. ინტერნეტი
ააქტიურებ ბალი-ბარათს და შეგიძლია ისარგებლო WAP-სერვისით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით (3G).
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 906, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
სერვისი #7 ბალი-ბალი
ამ სერვისის გააქტიურებით ბალის ნებისმიერ აბონენტთან საუბრობ 5 თეთრად.
სერვისის გააქტიურება:
აკრიფე # 907, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის საჭიროა
მესამე თაობის ტელეფონი
ჩართული შესაბამისი სერვისი და
გააქტიურებული ინტერნეტ 06 ანგარიშით.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ჩართვა
აკრიფე 44300231, OK.
სერვისით სარგებლობისთვის საჭირო პარამეტრებს SMS-ის სახით მიიღებ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე წუთში, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახო ტელეფონის მეხსიერებაში!
/ თუ პარამეტრების მიღება დაგვიანდა, ან წაგეშალა, მათი განმეორებით მისაღებად დარეკე ნომერზე 4430003 /
სერვისის ჩართვის შემდეგ საჭიროა ტელეფონის გამორთვა, ჩართვა და მესამე თაობის ქსელის ხელით მოძებნა*.
! გაითვალისწინე, რომ MMS და ინტერნეტ სერვისებით სარგებლობისთვის შენს მობილურში უნდა დაინსტალირდეს შესაბამისი პარამეტრები: დარეკე ნომერზე 4430003, და SMS-შეტყობინების სახით მიღებული პარამეტრები ტელეფონის მეხსიერებაში შენახვით ავტომატურად დაინსტალირდება.
ლარის ანგარიში
ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გააქტიურებისას დაგერიცხება თანხა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო საზღვარგარეთ და მომსახურების სპეცნომრებზე* დასარეკად, ჯავა-თამაშების მისაღებად, ზუმერის ჩასართავდ, ასევე შეგიძლია ისარგებლო SMS-ზე და MMS-ზე დაფუძნებული სერვისებით ** და მობილური ტელევიზიით (3G).
* სხვა ორგანიზაციის მიერ ჩვენი აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების მისაღებად გამოყოფილი ნომერი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ტარიფი.
** SMS-ზე დაფუძნებული სერვისები: SMS-ინკოგნიტო, SMS-ჰოროსკოპი, მობილური ლექსიკონი, სატელეფონო ცნობარი, ინფორმაცია ფეხბურთის სამყაროდან, გრაფიკული ნახატი და ლოგო, ქართული ლოგო და ქართული SMS-ი, მონოფონიური მელოდიები.
MMS-ზე დაფუძნებული სერვისები: პოლიფონიური მელოდიები, ფერადი ნახატები, ანიმაციები და თამაშები.
ლარის ანგარიშზე ბალი-ბარათის გასააქტიურებლად აკრიფე #999, ბარათის ათნიშნა კოდი და OK.