პარასკევი, 26.04.2024, 01:10
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » კომპიუტერი
კომპიუტერი
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:17 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუტბუკ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.

მიმაგრება: 5588578.jpg (11.3 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:19 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კომპიუტერული პროგრამა არის მანქანისთვის „გასაგებ“ ენაზე ჩაწერილ მოქმედებათა მიმდევრობა, რომელსაც კომპიუტერი ასრულებს ინფორმაციის დამუშავების მიზნით.

ინფორმაციის პირველადი მნიშვნელობა არის რაიმე ცნობა, შეტყობინება (informatio ლათინურად ნიშნავს "განმარტებას, გადმოცემას"), რომელიც ადამიანის მიერ გადაიცემა სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა საშუალებით (პირობითი სიგნალები, ტექნიკური საშუალებები და სხვა).

ინფორმაცია ფართო მნიშვნელობის მქონე ცნებაა, რომელიც კონტექსტის შესაბამისად შეიძლება ნიშნავდეს:
- მიღებულ ცოდნას რაიმე განსაზღვრული ფაქტის ან მოვლენის შესახებ (ახალი ამბავი: პოლიტიკური, კრიმინალური, საყოფაცხოვრებო);
- საუბრით, სწავლით ან კვლევით შეძენილ ცოდნას;
- ცნობის გადაცემის მოქმედებას ან ფაქტს;
- სპეციალური (მაგ. საიდუმლო) ცნობების შეგროვება-გადაცემას;
- მონაცემის მნიშვნელობას ანუ გადაცემული ცნობის შინაარსს.

მე–20 საუკუნის შუაწლებიდან ის სამეცნიერო ტერმინი გახდა, რომელიც გულისხმობს ცნობების გაცვლას ადამიანებს შორის, ადამიანსა და ავტომატს შორის, ავტომატებს შორის, ასევე სიგნალების გაცვლას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში, თვისებების გადაცემას უჯრედიდან უჯრედისათვის, ორგანიზმიდან ორგანიზმისათვის. ინფორმაცია კიბერნეტიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა.

სუპერკომპიუტერი ეწოდება დიდი შესაძლებლობების გამომთვლელ მანქანას, რომელიც თანამედროვე ტექნიკურ პროგრესის შესაბამისადაა აღჭურვილი. უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია პროცესორების რაოდენობა და მყარი დისკების სიდიდე. შესაბამისია ფასიც, რომელიც ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

უმთავრესად, სუპერკომპიუტერები გამოიყენებაიან რეალისტური სიმულაციების შესადგენად მეცნიერების შემდეგ დარგებში: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მეტეოროლოგია, ასტრონავტიკა, სეისმოლოგია და ა.შ.

ყოველ ნახევარწლედში ხდება სუპერკომპიუტერების ტოპ-500 სიის შედგენა, რომელშიც დღესდღეისობით IBM BlueGene/L (დანიშნულება: ფიზიკური მოვლენების სიმულაცია) ლიდერობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:22 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით "პერსონალური კომპიუტერით" შეცვალა.

თანამედროვე სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობა:
1) მონიტორი
2) დედაპლატა
3) მიკროპროცესორი (CPU)
4) ოპერატიული მეხსიერება (RAM)
5) გაფართოების დაფა
6) დენის წყარო
7) ოპტიკური დისკის ძრავი
8) მყარი დისკი (HDD)
9) კომპიუტერის კლავიატურა
10) თაგუნა

მიმაგრება: 7873684.png (63.6 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:23 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშავონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.

ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე.

არსებობს ორი ტიპის მონიტორი : თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.

უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია.

თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში.

მიმაგრება: 2988467.jpg (15.2 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:24 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

დედაპლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალური მიკროპროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერი მიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამდენიმე გამთიშველი.

მიმაგრება: 5399615.jpg (27.5 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:26 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

მიკროპროცესორი (ბერძ. mikros და ნიშნავს „პატარას“) მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.

მიმაგრება: 8744351.jpg (13.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:26 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტიკური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამერი ტაქტიკური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტიკური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 106 ჰერცს). თანრიგიანობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას, ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. აღსანიშნია, რომ ტაქტიკური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია იმიტომ, რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რომლის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასმასის ფირფიტაა — 5x5x05 სანტიმეტრის ზომის, 940-მდე „ფეხებით“. მიკროპროცესორებს გასაციებლად უყუნებენ პატარა ვენტილიატორებს, რათა მიკროპროცესორი არ გადახურდეს.

მიმაგრება: 4945667.jpg (15.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:27 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა, (ინგლ. Random-access memory; RAM), რეალუზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის, ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10-9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე, ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0, ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული, ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეზსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან. მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან.

არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე.

მიმაგრება: 9119101.jpg (10.6 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:29 | შეტყობინება # 9
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

კვების ბლოკი ცვლად დენს გარდაქმნის დაბალი ძაბვის (12,5ვ) მუდმივ დენად. კვების ბლოკის ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ბლოკის გამოსავალზე ძაბვის სტაბილურობას, ელექტრო ქსელში ძაბვის ცვლილების 180-220ვ ფარგლებში.

მიმაგრება: 7235540.jpg (3.2 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:30 | შეტყობინება # 10
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

1996 წლიდან ფართო გავრცელება პოვეს კომპაქტ-დისკებმა. დისკის ტევადობა 700 მეგაბაიტია. მასზე ჩაწერილი ინფორმაცია იკითხება დიდი სიჩქარით. ისინი მოხერხებულნი არიან დიდი ინფორმაციის გასავრცელებლად.

ბაზარზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის კომპაქტ დისკები და მისი წამკითხველები : CD-R, CD-RW, DVD-R, DVD-RW.
- CD-R მოწყობილება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი მრავალჯერ წაკითხვა, ასევე ეს მოწყობილობა კითხულობს, RW დისკებსაც. R დისკზე შესაძლებელია ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ ჩაწერა.
- CR-RW მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ჩავწერით და წავიკითხოთ R და RW დისკები. RW დისკზე ინფორმაციის მრავალჯერ ჩაწერა/წაშლაა შესაძლებელი.
- DVD-R — CD-R-ის ანალოგიურია მხოლოდ ერთი განსვავებით რომ DVD დისკებზე ეტევა გაცილებით მეტი ინფორმაცია ვიდრე R დისკებზე, მასზე R დისკის ანალოგიურად მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი ინფორმაციის ჩაწერა.
- DVD-RW — CD-RW-ს ანალოგიურია.

მიმაგრება: 6289243.jpg (10.2 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:32 | შეტყობინება # 11
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა ერთი მთლიანი მოწყობილობაა მისი კონსტრუქციული სქემა დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობის სქემის მსგავსია. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობის ტევადობა და ინფორმაციის გაცვლა რამდენიმე ასეულჯერ მეტია დრეკად დისკთან შედარებით. ინფორმაცია რამდენიმე მყარად დაკავშირებულ დისკებზე იწერება. დისკები ფერომაგნიტური ფენით დაფარული ფირფიტებია.ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ხორციელდება ორივე მხარეს (განაპირა ფირფიტების გარდა) (იხილეთ სურათი).

ცხადია ჩაწერა და წაკითხვა ხორციელდება მაგნიტური თავაკების ერთობლიობით. დისკების პაკეტი ბრუნავს 7500-10000 ბრუნი/წმ-ში სიჩქარით. წამკითხველი თავაკები "ცურაობენ" დისკის ზედაპირიდან 0.5-0.13 მიკრომეტრის მანძილზე. დამახსოვრების მოწყობილობებს რამდენიმე ათეული ფირმა უშვებს თავსებადობის მიზნით შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები,როგორიცაა : SATA, IDE, EIDE, SCSI.

მიმაგრება: 4178604.jpg (100.3 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:34 | შეტყობინება # 12
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

კლავიატურა ან ქიბორდი (ქართ. Keyboard) გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ნოუთბუქში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.

კლავიატურა სტანდარტიზებულია : იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით.ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.

მიმაგრება: 5563903.jpg (8.1 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:34 | შეტყობინება # 13
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

თაგუნა — კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“(Mouse) და „ტრეკბოლი“. ტრეკბოლი ნაკლებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნიშნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოთ თაგვი სიბრტყეზე.

თაგვს ორი ღილაკი აქვს(ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები.თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით ან COM2 შეტანა — გამოტანის ადაპტერით(COM თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე ხმარებაშია ლაზერული და ოპტიკური თაგვები).

მიმაგრება: 9306694.jpg (2.0 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:36 | შეტყობინება # 14
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ვიდეოადაპტერი ეკრანზე გამოსასახ ინფორმაციას გარდაქმნის ვიდეოსიგნალად. ვიდეოადაპტერი თავსდება სისტემურ ბლოკში. რაში მდგომარეობს გარდაქმნის არსი? ცნობილია, რომ მონიტორზე გამოსახულება წარმოადგენს წერტილების ერთობლიობას. წერტილების ფორმირება ელექტრული სხივით იქმნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაშლის წყალობით. სხივის ტრაექტორია რამდენიმე ასეულ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის. ელექტრონული სხივის ინტენსივობის მართვით მიიღწევა წერტილის სიკაშკაშე. ამრიგად, ეკრანზე გამოსახულების მისაღებად საჭიროა შესაბამისი წესით განხორციელდეს ელექტრონული სხივის მოდელირება. ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში დასამახსოვრებელ სიმბოლოთა შესაბამისი კოდების გარდაქმნა ვიდეო სიგნალებად.

აღსანისნავია, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახულების აღდგენა უნდა განხორციელდეს წამში 25-30 კადრის სიჩქარით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესმა რომ ხელი არ შეუშალოს ცენტრალური პროცესორის მუშაობას, ეკრანზე გამოსატანი ინფორმაცია ინახება სპეციალურ მეხსიერებაში — ვიდეომეხსიერებაში.

კონსტრუქციულად, ეს რეალიზებულია ძირითად მეხსიერებაში გარკვეული უბნის გამოყოფით ან მეხსიერებაში სპეციალური მიკროსქემის ჩართვით. ეკრანზე გამოსასახავი ფერების რაოდენობის და გარჩევადობის გაზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები ვიდეომეხსიერების მიმართ.

ამჟამად ვიდეომეხსიერების რამდენიმე სტანდარტია. თანამედროვე პლატები თავსდება ადრე გამოშვებულ პლატებთან, ე.ი. ადაპტერს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს 1280x1024 რაოდენობის პიქსელებთან, შეუძლია აღადგინოს უფრო დაბალი გარჩევადობით ჩაწერილი ინფორმაციაც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 23:37 | შეტყობინება # 15
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოდემი უზრუნველყოფს კომპიუტერის თავსებადობას სატელეფონო ხაზთან. კომპიუტერი გამოიმუშავებს დისკრეტულ სიგნალებს. სატელეფონო ხაზით ინფორმაცია გადაეცემა ანალოგიური ფორმით. მოდემები ანხორციელებენ ციფროანალოგურ გარდაქმნებს. კომპიუტერიდან ინფორმაციის გადაცემისას მოდემი დისკრეტულ სიგნალებს გარდაქმნის სატელეფონო ხაზის სიხშირის მქონე ანალოგურ სიგნალად, ხოლო მიღების დროს კი პირიქით ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება დისკრეტულ სიგნალად. მოდემებით კომუტირებული სატელეფონო ხაზებით ინფორმაციას გადასცემენ 300-დან 64 000 ბოდის სიჩქარით (1 ბოდი = 1 ბიტი წამში), ხოლო გამოყოფილი სატელეფონო ხაზებით გადაცემისას მიიღწევა 64 კილობოდზე მეტი სიხშირე.

მოდემების სიგნალების მიღება-გადაცემის გარდა დამატებით ახორციელებენ ტელეფონის ნომრის ავტომატური აკრეფას, განმეორებითი აკრეფას და სხვა ფუნქციებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდემის მიერ გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად აპარატული შესაძლებლობების გარდა შესაბამისი საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო.

კონსტრუქტორული შესრულებით მოდემები ჩამონტაჟებულნი არიან ან კომპიუტერის სისტემურ ბლოკში, ან წარმოადგენენ დამოუკიდებელ ბლოკს და კომპიუტერს უერთდებიან სპეციალური კაბელით.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » კომპიუტერი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz