შაბათი, 20.04.2024, 16:52
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » ვისწავლოთ HTML
ვისწავლოთ HTML
RAPERთარიღი: კვირა, 26.09.2010, 19:25 | შეტყობინება # 16
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ცხრილის ტეგები

 
RAPERთარიღი: კვირა, 26.09.2010, 19:27 | შეტყობინება # 17
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უწესრიგო სიები

უწესრიგო სიები არის ელემენტების სიები. ელემენტების სია მარკირებულია ნიშნულებით (ტიპიურად პატარა შავი წრეებით).
უწესრიგო სია იწყება <ul> ტეგით. თითოეული სიის ელემენტი იწყება <li> ტეგით.

Code
<ul>
<li>Coffee</li>
<li>Milk</li>
</ul>

სია ბრაუზერში გამოისახება ასე :

•Coffee
•Milk

სიის ელემენტებში შეგიძლიათ ჩადოთ პარამეტრები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.

წესრიგიანი სიები

წესრიგიანი სიები აგრეთვე არიან ელემენტების სიები. ელემენტების სიები მარკირებულია რიცხვებით.
წესრიგიანი სია იწყება <ol> ტეგით. სიის ყოველი ელემენტი იწყება <li> ტეგით.

Code
<ol>
<li>Coffee</li>
<li>Milk</li>
</ol>

სიას ბრაუზერში ექნება ასეთი სახე :

1.Coffee
2.Milk

წესრიგიან სიებში შეგიძლიათ ჩადოთ პარაგრაფები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.

განმარტებული სიები

განმარტებული სიები არ არიან ელემენტების სიები. ეს არის ელემენტების და ტერმინის ახსნის სია.
განმარტებული სიები იწყება <dl> ტეგით. სიის თითოეული ელემენტი იწყება <dt> ტეგით. სიის თითოეული ტერმინის ახსნა იწყება <dd> ტეგით.

Code
<dl>
<dt>Coffee</dt>
<dd>Black hot drink</dd>
<dt>Milk</dt>
<dd>White cold drink</dd>
</dl>

სიას ბრაუზერში ექნება ასეთი სახე :

Coffee
....Black hot drink
Milk
....White cold drink

განმარტებულ სიებში შეგიძლიათ ჩადოთ პარაგრაფები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.

 
RAPERთარიღი: კვირა, 26.09.2010, 20:11 | შეტყობინება # 18
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
 
RAPERთარიღი: კვირა, 26.09.2010, 20:25 | შეტყობინება # 19
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფორმები

ფორმა არის ვებგვერდის სახე, რომელიც შეიცავს მომხმარებლის სისტემასთან დიალოგის ელემენტებს.
ჩვეულებრივი დიალოგური ფანჯრების მსგავსად, ფორმაშიც არსებობს ელემენტების რამოდენიმე ტიპი, რომელიც მომხმარებელს ფორმაში სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შეტანის საშუალებას აძლევს.
ფორმა განისაზღვრება <form> ტეგით.

Code
<form>
   <input>
   <input>
</form>

მითითებები

ფორმაში ყველაზე ხშირად საჭიროა ტეგი <input>. ამ ტეგით მოყვანილი ელემენტის ტიპი განისაზღვრება სპეციალური ატრიბუტით type.

ტექსტური ველი

ტექსტური ველები გამოიყენება მაშინ, როცა მომხმარებელს სურს ფორმაში შეიყვანოს ასოები, რიცხვები და ა.შ. მისი ტიპიურე ფორმაა მართკუთხედი

Code
<form>
First name:  
<input type="text" name="firstname">
<br>
Last name:  
<input type="text" name="lastname">
</form>

ბრაუზერების უმეტესობა ფორმაში უშვებენ მხოლოდ ოცამდე ტექსტურ ველს.

რადიო ღილაკები

რადიო ღილაკის ფორმა არის წრე, რომელსაც მიწერილი აქვს ტექსტი, როგორც მისი შესაბამისი პარამეტრი
წესისამებრ, რადიო ღილაკი არის ერთზე მეტი, მათ შორის აქტიური კი გამოიყოფა რადიო ღილაკში ჩასმული წერტილით
რადიო ღილაკები გამოიყენება მაშინ, როდესაც მომხმარებელს სურს მონიშნოს ერთ-ერთი პარამეტრი.

Code
<form>
<input type="radio" name="sex" value="male"> Male
<br>
<input type="radio" name="sex" value="female"> Female
</form>

ჩამრთველი

ჩამრთველები გამოიყენებიან მაშინ, როდესაც მომხმარებელს სურს მონიშნოს ერთი, ან მეტი პარამეტრი.

Code
<form>
I have a bike:
<input type="checkbox" name="vehicle" value="Bike" />
<br />
I have a car:  
<input type="checkbox" name="vehicle" value="Car" />
<br />
I have an airplane:  
<input type="checkbox" name="vehicle" value="Airplane" />
</form>

ფორმის ქმედების ატრიბუტები და მითითების ღილაკი

მომხმარებლის მიერ ფორმაში შეტანილი ცვლილებები შევა ძალაში, როდესაც მომხმარებელი მოქმედებს "Submit" (მითითება) ღილაკზე, ფორმის შიგთავსი სხვადასხვა მეთოდით იგზავნება ქმედების ატრიბუტით მოცემულ ფაილში შემდგომი რეაგირებისათვის, უკვე ამ ფაილში გაწერილი წესების მიხედვით. მოქმედების ფაილად შეიძლება მითითებული იყოს თვითონ ფორმის შემცველი გვერდიც. ამ შემთხვევაში გვერდზე ფორმის გარდა იქნება ფორმის შიგთავსსე რეაგირების სკრიპტიც.

Code
<form name="input" action="html_form_action.asp"
method="get">
Username:  
<input type="text" name="user">
<input type="submit" value="Submit">
</form>
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 11:13 | შეტყობინება # 20
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სურათის ტეგი და Src ატრიბუტი

HTML-ში სურათები განისაზღვრებიან <img> ტეგით. <img> ტეგი არის ცარიელი, რაც იმას ნიშნავს რომ ის შეიცავს ატრიბუტებს და არ გააჩნია სასრული ტეგი. იმსათვის რომ გვერდზე გამოისახოს სურათი, უნდა გამოიყენოთ src ატრიბუტი. Src ნიშნავს "source"(წყარო)-ს. Src ატრიბუტის მნიშვნელობა არის გვერდზე გამოსასახავი სურათის URL. სურათის განსაზღვრის სინტაქსია:

Code
<img src="url">

URL ნიშნავს ადგილს, სადაც სურათია შენახული. სურათი სახელად “Hyper Text Markup Language” მდებარეობს seaman/ge/thumb/e/ee დირექტორიაში საიტზე http://seaman.ge/ და მისი მისამართია : http://upload.seaman.ge/ge....age.png
ბრაუზერი სურათს დებს იქ, სადაც ტეგია მითითებული. თუ თქვენ ჩადებთ სურათის ტეგს ორ პარამეტრეს შორის, მაშინ ბრაუზერი აჩვენებს ჯერ პირველ ტეგს, მერე სურათს და ბოლოს მეორე ტეგს.

Alt ატრიბუტი

Alt ატრიბუტი გამოიყენება სურათის "alternate text"(ალტერნატიული ტექსტი)-სათვის. Alt ატრიბუტის მნიშვნელობა არის ავტორისადმი დაწერილი ტექსტი :

Code
<img src="boat.gif" alt="Big Boat">

Alt ატრიბუტში შეყვანილი ტექსტი გამოჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ვერ გახსნის სურათს. Alt ატრიბუტის ჩასმა მოსახერხებელია, რადგან ზოგ მომხმარებელს აქვს text-only ბრაუზერი.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 11:16 | შეტყობინება # 21
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
HTML/HTML ფონები

<body> ტეგს აქვს ორი ატრიბუტი სადაც შეგიძლიათ ფონის მითითება. ფონი შესაძლოა იყოს სურათი, ან ფერი.
Bg ფერი
ეს ატრიბუტი განსაზღვრავს HTML გვერდზე ფონის ფერს. ამ ატრიბუტის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს რიცხვი, RGB მნიშვნელობა, ან ფერის სახელი:

Code
<body bgcolor="#000000">
<body bgcolor="rgb(0,0,0)">
<body bgcolor="black">

ფონი

ფონის ატრიბუტი განსაზღვრავს HTML გვერდის ფონის სურათს. ამ ატრიბუტის მნიშვნელობა არის სასურველი სურათის ბმული. თუ სურათი ბრაუზერის ფანჯარაზე პატარაა, მაშინ ის ავტომატურად გადამრავლდება :

Code
<body background="clouds.gif">
<body background="imeges/clouds.gif">

შენიშვნა!

თუ გსურთ ფონად გამოიყენოთ სურათი, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ძალიან გაზრდის ფონის სურათის გახსნა, გვერდის ჩატვირთვის დროს?
- სურათის ფონი ლამაზად იქნება გვერდის სხვა სურათებთან მიმართებაში?
- სურათის ფონი ლამაზად იქნება გვერდის სხვადასხვა ფერის ტექსტთან მიმართებაში?
- სურათის ფონი ლამაზად იქნება, როდესაც ის გადამრავლებულია გვერდზე?
- დამალავს ტექსტს სურათის ფონი?

ბაზური ჩანაწერები - სასარგებლო წვრილმანები

<body> ტეგში Bg ფერი, ფონი და ტექსტის ატრიბუტების ნაცვლად ახლა უკვე გამოიყენება სტილის ფურცლები (CSS).

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 11:18 | შეტყობინება # 22
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფერის მნიშვნელობები

ფერები განისაზღვრებიან ათობითი სისტემით red(წითელი), green(მწვანე) და blue(ლურჯი) კომბინაციისთვის(RBG). ფერის ყველაზე დაბალი მნიშვნელობა არის 0(hex #00), ყველაზე მაღალი 255(hex #FF).
ცხრილში ნაჩვენებია red(წითელი), green(მწვანე) და blue(ლურჯი) კომბინაციის რეზულტატები:

მიმაგრება: 7146047.png (5.4 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 11:19 | შეტყობინება # 23
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უვნებელი ვებ ფერები

რამოდენიმე წლის წინ, როდესაც უმეტესი კომპიუტერი უზრუნველყოფდა 256 განსხვავებულ ფერს, 216 უვნებელი ფერების სია აირჩიე ვებ გვერდების სტანდარტულ ფერებად.
216 გადაკვეთის პლატფორმის ფერები :

მიმაგრება: 8315386.png (35.3 Kb)
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 27.09.2010, 11:21 | შეტყობინება # 24
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ამ წიგნით სრულად შეისწავლეთ HTML-ის საწყისები. რის შემდეგადაც გადადით XHTML, CSS, XML, JavaScript, PHP და აშ. ენებზე.

გისურვებთ წარმატებას!

მიმაგრება: 7584043.jpg (20.5 Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » ვისწავლოთ HTML
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

ჰოსტერი uCoz