ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:43
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » GE დომენის რეგისტრაცია
GE დომენის რეგისტრაცია
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:30 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
GE დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები

გამოყენებული ტერმინოლოგია

ადმინისტრატორი – GE დომენის მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს GE ზონაში დომენური სახელების რეგისტრაციასა და მომსახურებას.

რეგისტრანტი – GE ზონაში რეგისტრირებული დომენური სახელის მქონე პირი.

გადაცემა – ადმინისტრატორის მიერ რეგისტრანტის სახელზე დომენური სახელის გამოყენებაზე უფლების გადაცემა.

1. დომენური სახელის რეგისტრაციის წესები

1.1. GE-ზონაში რეგისტრაციისათვის გამოყოფილი დომენების პრეფიქსები:

*.ge - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის და ფიზიკური პირისთვის;

*.com.ge (generic) - მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისათვის;

*.edu.ge (generic) - მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;

*.gov.ge (generic) - მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის;

*.org.ge (generic) - მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;

*.mil.ge (generic) - მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისათვის;

*.net.ge (generic) - მხოლოდ ორგანიზიციებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან ქსელურ პროექტებს;

*.pvt.ge (generic) - მხოლოდ კერძო პირებისათვის.

1.2. დომენური სახელის რეგისტრაციისას ან/და გადაცემისას რეგისტრანტმა უნდა მიუთითოს დომენური სახელების მინიმუმ ორი სერვერის მისამართი (primary and secondary DNS), რომლებიც უზრუნველყოფენ დომენური სახელის გარდაქმნას IP მისამართად. ამასთან, რეკომენდირებულია მათ შორის ორი მაინც განლაგებული იყოს სხვადასხვა IP ქსელში (C კლასის სხვადასხვა ქსელში ტრადიციულ ტერმინოლოგიით) და უნდა ჰქონდეს საიმედო ჩართვა ინტერნეტში. საიმედო ჩართვაში იგულისხმება ისეთი ჩართვა, რომლის დროსაც სერვერთან კავშირის არარსებობის ჯამური დრო არ აღემატება 20 წუთს დღე-ღამის განმავლობაში. დომენების სახელების სერვერები შიეძლება განლაგებული იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:30 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1.3. დომენური სახელის სერვერები (primary and secondary DNS) უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დოკუმენტებში RFC - 1032, 1033, 1034 და 1591 მითითებულ მოთხოვნებს.

1.4. GE ზონაში ნებისმიერი ტიპის დომენური სახელის გამოყენება (მისი კონკრეტულ IP მისამართზე მიმაგრება) დასაშვებია მხოლოდ:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მოქმედი ინტერნეტ-პროვაიდერის ან ჰოსტინგის მეშვეობით;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრანტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული არხის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს გლობალური ინტერნეტის ქსელთან.

1.5. დომენური სახელში გამოსაყენებლად დასაშვები სიმბოლოები არის:

ა) ლათინური ანბანის ასოები;

ბ) ციფრები;

დ) დეფისი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:30 | შეტყობინება # 3
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დეფისი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დომენური სახელის საწყის ან საბოლოო სიმბოლოდ. დომენური სახელი უნდა შეიცავდეს, ერთ სიმბოლოზე მეტს.

1.6. რეგისტრანტი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც დომენური სახელით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.

1.6.1. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს აღნიშნული მოქალაქეობრივი სტატუსი ეცვლება ან ჩამოერთმევა დომენური სახელით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე, რეგისტრატორი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ამ პირს დომენური სახელით ან სახელებით სარგებლობის უფლება.

1.6.2. იმ შემთხვევაში, თუ დომენური სახელით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე მოხდება იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რეგისტრატორი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ამ პირს დომენური სახელით ან სახელებით სარგებლობის უფლება.

1.7. იურიდიულ პირს, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმომადგენლობა, უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით დაარეგისტრიროს ერთი დომენური სახელი.

1.8. დომენური სახელის და მისი ადმინისტრირების უფლება არ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის საგანს. აკრძალულია დომენური სახელის გაჩუქება, გაქირავება და ა.შ.

1.9. დომენური სახელის რეგისტრაციაზე განაცხადი არ იქნება განხილული, თუ მოთხოვნილი დომენური სახელი უკვე რეგისტრირებულია სხვა პირზე.

1.10. განაცხადი დომენური სახელის რეგისტრაციაზე არ დაკმაყოფილდება:

ა) თუ იგი შეიცავს უცენზურო ან სხვაგვარად შეურაცხმყოფელ ლექსიკას;

ბ) თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს http://www.nic.net.ge მისამართზე განსაზღვრულ განაცხადის შევსების მოთხოვნებს


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:30 | შეტყობინება # 4
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1.11. წინამდებარე რეგლამენტის პუნქტების 1.2 და 1.3 შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადმინიტსრატორს უფლება აქვს შეაჩეროს დომენური სახელით სარგებლობის უფლება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. ამასთან რეგისტრანტს არ უბრუნდება დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების თანხა და არ იცვლება სააღრიცხვო პერიოდის დაწყების თარიღი.

1.12. რეგისტრანტი ვალდებულია განაცხადში შეიტანოს სწორი და უტყუარი ინფორმაცია. განაცხადში მითითებული სარეგისტრაციო ინფორმაციის ცვლილებისას რეგისტრანტი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს რეგისტრატორს აღნიშნულის თაობაზე. თუ სარეგისტრაციო ინოფრმაცია არ ასახავს რეალურ მდგომარეობას ადმინისტრატორს უფლება აქვს შეაჩეროს დომენური სახელით სარგებლობის უფლება. ამ შემთხვევაში რეგისტრანტს არ უბრუნდება დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების თანხა და არ იცვლება სააღრიცხვო პერიოდის დაწყების თარიღი.

1.13. დომენური სახელის სარეგისტრაციო ინფორმაციის დადასტურების საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრატორის მოთხოვნით, რეგისტრანტი ვალდებულია წარადგინოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი ინოფრმაციის სისწორის დამადასტურებელი საბუთი. საბუთის წარდგენა უნდა მოხდეს ადმინისტრატორის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან ერთი თვის განმავლობაში.

1.14. დომენური სახელის სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული ყველა საკონტაქტო პირი, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტით ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში ადმინისტრატორი არ არის პასუხისმგებელი მათ მიერ ინფორმაციის მიუღებლობაზე.

1.15. პუნქტების 1.4 და 1.8 დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეაჩეროს დომენური სახელით სარგებლობის უფლება და გააუქმოს მისი რეგისტრაცია.

1.16. ადმინისტრატორს უფლება აქვს შეაჩეროს დომენური სახელის გადაცემა:

ა) რეგისტრანტის ოფიციალური წერილის საფუძველზე

ბ) სასამართლოს დადგენილებით

გ) საერთაშორისო ქსელური კონსორციუმის ICANN/IANA-ს ან მის მიერ დასახელებული

ორგანიზაციის მოთხოვნით.

დ) 1.10 ,1.11, 1.12 და 1.13 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:31 | შეტყობინება # 5
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2. დომენური სახელის რეგისტრაციის გაგრძელების წესი

2.1. ყოველი სააღრიცხვო პერიოდის (12 თვე) ბოლოს აუცილებელია დომენური სახელის რეგისტრაციის გაგრძელება. რეგისტრაციის გაგრძელება ხორციელდება დომენური სახელის შესახებ მონაცემების დაზუსტების გზით და DNS სერვერების შემოწმებით. ეს პროცედურა უზრუნველყოფს დომენური სახელით სარგებლობის უფლების გაგრძელებას მორიგ სააღრიცხვო პერიოდზე.

2.2. რეგისტრაციის გაგრძელების ღირებულების გადახდა წარმოებს წინამდებარე რეგლამენტის დანართში მოცემული ნიხრით.

3. დომენური სახელის გადაცემა

3.1. დომენური სახელის გადაცემა დასაშვებია:

ა) რეგისტრანტის კანონიერ მემკვიდრეზე;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) საერთაშორისო ქსელური კონსორციუმის, ICANN/IANA-ს ან მის მიერ დასახელებული

ორგანიზაციის დასაბუთებული მოთხოვნით.

3.2. პუნქტ 3.1-ში ჩამოთვლილ შემთხვევებში დომენური სახელის გადაცემა ხორციელდება წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, რეგისტრაციის სრული ღირებულების გადახდით, ამ შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა რჩება უცვლელი.

4. არსებული დომენური სახელის რეგისტრაციის რიგი


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:31 | შეტყობინება # 6
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
4.1. უკვე გადაცემული დომენური სახელის რეგისტრაციის მსურველებს აქვთ საშუალება შეიტანონ განაცხადი რეგისტრაციის რიგში. რეგისტრაციის რიგში მყოფი პირი, ამ მომსახურების შესაბამისი ღირებულების გადახდის შემდეგ (იხ. დანართი), ელექტრონული ფოსტით დაუყოვნებლივ მიიღებს საინფორმაციო წერილს დომენური სახელის გათავისუფლების შესახებ.

4.2. თუ დომენური სახელი გათავისუფლდა, იგი გადაეცემა რეგისტრაციის რიგში პირველივე პირს, რომელიც დომენური სახელის გათავისუფლებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით დაადასტურებს ასეთ სურვილს.

4.3. დომენური სახელის გათავისუფლების შესახებ საინფორმაციო წერილის გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში რიგში ჩაწერილი პირის დასტურის დაგვიანება ან მიუღებლობა ჩაითვლება საინფორმაციო წერილის უგულებელყოფად, რაც იწვევს მისი რეგისტრაციის რიგიდან ამოღებას.

4.4. რეგისტრაციის რიგში ჩაწერილი პირი, მომსახურების გადახდისთანავე, ღებულობს რიგში მყოფ პირთა სრულ სიას.

5. განაცხადის დამუშავების წესი

5.1. დომენური სახელის რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის საფუძველზე. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-მისამართზე: http://www.nic.net.ge

5.2. შევსებული განაცხადი უნდა გაიგზავნოს ადმინისტრატორის მისამართზე. განაცხადის განსახილველად მიღების დამადასტურებელი შეტყობინება რეგისტრანტს ეძლევა განაცხადის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

5.3. გადაწვეტილება დომენური სახელის სარეგისტრაციო განაცხადის შესახებ გაიცემა სწორად შევსებული განაცხადის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.4. იმ შემთხვევაში თუ ერთი და იგივე დომენური სახელის გადაცემაზე ადმინისტრატორის მისამართით შემოსულია რამდენიმე განაცხადი, გადაწყვეტილება დომენური სახელის რეგისტრაციაზე მიიღება განაცხადების შემოსვლის თანმიმდევრობის მიხედვით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:31 | შეტყობინება # 7
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
6. მომსახურების ღირებულება და გადახდის წესი

6.1. დომენური სახელის რეგისტრაციის და მომსახურების ღირებულება გამოითვლება დანართში მოტანილი ცხრილით.

6.2. დომენური სახელის რეგისტრაციისა ან სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების ღირებულების გადახდა წარმოებს სააღრიცხვო პერიოდის დაწყებიდან 7 დღის ვადაში წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

6.3. წარდგენილი ანგარიშის მიხედვით გადახდის ვადაა 30 კალენდარული დღე.

6.4. 30 კალენდარული დღის განმავლობაში მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს შეაჩეროს დომენური სახელის რეგისტრაცია ან სარგებლობის უფლება, ხოლო შეჩერებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ ადმინისტრატორს უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია.

7. ადმინისტრატორისა და რეგისტრანტის პასუხისმგებლობა

7.1. GE დომენის ადმინისტრატორი აწარმოებს დომენური სახელების რეგისტრაციასა და

მომსახურებას წინამდებარე რეგლამენტის დაცვით.

7.2. წინამდებარე რეგლამენტი ხელმისაწვდომია http://www.nic.net.ge მისამართზე. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან 03 კალენდარულ დღეში.

7.3. დომენური სახელის რეგისტრირებისას, ადმინისტრატორი პასუხს არ აგებს რეგისტრანტის მიერ საავტორო, დასახელების და სხვა უფლებათა შესაძლო დარღვევის გამო.

7.4. ადმინისტრატორი არ აწარმოებს შემოწმებას და პასუხს არ აგებს, რეგისტრანტის მიერ:


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 25.06.2010, 23:31 | შეტყობინება # 8
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
- დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით წარდგენილი

ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე;

- დომენური სახელის რეგისტრაციით მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანსა და უფლებების დარღვევაზე;

- დომენური სახელის რეგისტრაციის კანონმდებლობის დარღევით ან არაკანონიერი მიზნით გამოყენებაზე.

7.5. ადმინისტრატორი არ გამოდის რეგისტრანტებს შორის ან რეგისტრანტსა და მესამე პირს შორის დომენური სახელის რეგისტრაციის ან გამოყენების საკითხებთან დაკავშირებულ დავათა არბიტრის როლში.

7.6. ადმინისტრატორი არ არის პასუხისმგებელი რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის რეგისტრაციის დაკარგვაზე და რეგისტრანტის დომენური სახელის გამოყენებაზე, საქმიანობის შეფერხებაზე, ზიანზე; რომელიც გამოწვეულია ირიბად, სპეციალურად ან შემთხვევით; ზარალზე, მოგების დაკარგვის ჩათვლით, მიუხედავად ფორმისა და გარემოებებისა.

7.7. ადმინისტრატორი იხსნის პასუხისმგებლობას და აფრთხილებს რეგისტრანტს, რომ მისთვის გადაცემული დომენური სახელი, ქვემოთ მითითებულ პირობებში (და არა მარტო), შეიძლება გახდეს დავის საგანი:

ა) დომენური სახელი იდენტურია ან მსგავსია მესამე პირის იმ სავაჭრო ნიშანის, რომლებზეც მას გააჩნია კანონიერი უფლება;

ბ) დომენური სახელი გამოიყენება არაკეთილსინდისიერად.

დანართი

ზოგადი ტიპის დომენური სახელების რეგისტრაციის მომსახურებათა ღირებულება:
ერთ რეგისტრანტზე დარეგისტრირებული დომენური სახელების რაოდენობა
ერთი დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების ფასი წელიწადში*

1
უფასოდ

2-5
10.00

6-10
30.00

11-15
60.00

16-20
100.00

21-25
150.00

2. მეორე დონის 3 და მეტი სიმბოლოსგან შემდგარი დომენური სახელების რეგისტრაციის მომსახურებათა ღირებულება:
ერთ რეგისტრანტზე დარეგისტრირებული დომენური სახელების რაოდენობა
ერთი დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების ფასი წელიწადში*

1-5
30.00

6-10
60.00

11-15
110.00

16-20
180.00

21-25
270.00

3. ზოგადი და მეორე დონის 3 და მეტი სიმბოლოსგან შემდგარი დომენური სახელების რეგისტრაციის მოცდის რიგის მომსახურების ღირებულება გამოითვლება ქვემოთ მოცემული ცხრილის საფუძველზე:
ერთი დომენური სახელი წელიწადში

2.00

4. მეორე დონის, 2 სიმბოლოსგან შემდგარი, დომენური სახელების რეგისტრაციის მომსახურებათა ღირებულება:
ერთ რეგისტრანტზე დარეგისტრირებული დომენური სახელების რაოდენობა
ერთი დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების ფასი წელიწადში*

1-5
900.00

6-10
1800.00

11-15
3300.00

16-20
5400.00

21-25
8100.00

5. 2 სიმბოლოსგან შემდგარი დომენის რეგისტრაციის მოცდის რიგის მომსახურების ღირებულება გამოითვლება ქვემოთ მოცემული ცხრილის საფუძველზე:
ერთი დომენური სახელი წელიწადში

60.00

* ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს შეცვალოს წინამდებარე ფასები

6. ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

შპს "კავკასუს ონლაინი"
სს “თი-ბი-სი ბანკი”, ანგარიშის #100467052, ბანკის კოდი 220101830

გადახდისას აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წარდგენილი ანგარიშის ნომერი და დომენური სახელი.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ კომპიუტერი, ინტერნეტი და პროგრამირება ☜♡☞ » GE დომენის რეგისტრაცია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz