პარასკევი, 29.03.2024, 15:16
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 31.08.2010, 15:54 | შეტყობინება # 151
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი მინისტრის პოსტზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, სანდრო ურუშაძის, სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიასა და რესპუბლიკური საავამდყოფის დირექტორის, ნიკა ყიფშიძის კანდიდატურები განხილება.

ცნიბისთვის, სანდრო კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის გახდა ცნობილი, იგი მოღვაწეობას სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს და სავარაუდუ, რექტორის პოსტს დაიკავებს.

ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მადგილე ირაკლი გიორგობიანი შეასრულებს.

სანდრო კვიტაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად 2008 წლის 31 იანვარს დაინიშნა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 31.08.2010, 15:54 | შეტყობინება # 152
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამართალდამაცავებმა გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ განხორციელებული დევნის ხელშეშლაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება: ოთარ ჯავახიძე, სოსო აიწურაძე და ლევან ტაბატაძე დააკავეს.

საქმე ეხება 2010 წლის 27 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს - გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მიერ შემჩნეულ იქნა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ,,რაფი", რომლის ძარაზეც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-ტყის მასალა. აღნიშნულმა ავტომობილმა მოახერხა მიმალვა, ამავე გზაზე მოძრავი ავტომანქანა ,,გოლფის" დახმარებით, რომელმაც შეაფერხა გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ განხორციელებული დევნა აღნიშნულ ავტომანქანაზე. ავტომანქანა ,,გოლფში" ისხდნენ უკანონო ხე-ტყის მფლობელი 1983 წ.რ. სოსო აიწურაძე და წარსულში აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევი 1981 წ.დ. ლევან ტაბატაძე.

2010 წლის 30 აგვისტოს საქმე გადმოიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე -ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, შემგდომი გამოიძების მიზნით, რის შედეგადაც ეჭვმიტანილის სახით დაკავებულები არიან: ოთარ ჯავახიძე, სოსო აიწურაძე და ლევან ტაბატაძე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), 353-ე ( წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) და 177-ე მუხლით (ქურდობა).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:50 | შეტყობინება # 153
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
1-ლი სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღეა. ეს თარიღი ერთიანობის დღედ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 1-ელ სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოაცხადა.

2008 წლის 1-ელ სექტემბერს, ქართული საზოგადოების ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის დროით 15:00 საათზე საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მასშტაბით საქართველოს მხარდამჭერი აქცია "ცოცხალი ჯაჭვი" ჩატარდა ლოზუნგით - "საქართველო ჩვენია". ეს აქცია ბრიუსელში ევროპის ქვეყნების ლიდერთა სამიტის მსვლელობის პარალელურად მიმდინარეობდა.

ცოცხალი ჯაჭვის აქციას მხარი დაუჭირეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:

1-ელ სექტემბერს ბელგიაში, ევროპის ქვეყნების ლიდერთა სამიტის მსვლელობისას, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრიუსელში, სადაც ეროვნებით რუსმა ირინა ივანოვამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთში მასმედია სახელმწიფოს კონტროლს ქვეშაა და საზოგადოება მოკლებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სწორი ინფორმაციების მიღების შესაძლებლობას. ჰოლანდიელმა ნასტასია დენ ჰოედტმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა დააჩქარონ საქართველოს ნატოსა და ევოკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამგვარად დაიცვან ქვეყანა რუსული აგრესიისგან. საპროტესტო აქციაში ქართველებთან ერთად ინგუშებიც მონაწილეობდნენ.

შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოს და ქართული სათვისტომოს ინიციატივით მოეწყო საქართველოს ერთიანობის მხარდამჭერი აქცია. ცოცხალ ჯაჭვში" მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრები ქართველების დიდმა ნაწილმა და ასევე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია და მოუწოდეს ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მხარადაჭერისკენ.

საბერძნეთში, ქ. ათენში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე აქცია "ცოცხალი ჯაჭვი" გაიმართა. საბერძნეთში მცხოვრები ქართველები რუსეთის აგრესიის მომართ პროტესტს ხელიხელჩაკიდებულნი გამოხატავდნენ. "საქართველო ჩვენია" - ამ ლოზუნგმა ასეულობით ადამიანი გააერთიანა. ქალაქ სალონიკში აქციას უმრავი ადამიანი გამოეხმაურა. საქართველოსადმი სიყვარული, ერთსულოვნება და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდამხარ და მთელი მსოფლიოს ქართველთა ცოცხალ ჯაჭვს შეურთდნენ.

კვიპროსში, ქ. ნიქოზიაში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე 1000-ზე მეტი ადამიანი აქცია ცოცხალ ჯაჭვში ჩაება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:50 | შეტყობინება # 154
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ესტონეთში, ტალინში, ტიმსაარეს პარკში, საქართველოს მხარდამჭერი მორიგი აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ჩატარდა. ცოცხალ ჯაჭვში ქართველებთან ერთად ესტონელი მოქალაქეებიც ჩაებნენ. აქციის ორგანიზატორისა და ესტონეთის ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვენ და მოუწოდებენ რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

უკრაინაში, კიევში მცხოვრები ქართველები დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბნენ და საყოველთაო აქცია "ცოცხალ ჯაჭვში" გაერთიანდნენ. ქართველებთან ერთად, აქციაში უკრაინელებიც მონაწილეობდნენ.

ავსტრიაში, ვენის ცენტრში, სტეფანპლატცის მოედანზე, შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საქართველოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ავსტრიის ქართული დიასპორის წევრების გარდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელებმა, უკრაინელებმა, პოლონელებმა და თვით რუსებმაც. საპროტესტო აქციის მონაწილებბმა დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობები. ლია გულუამ წაიკითხა აქციის მონაწილეთა მიმართვა, სადაც მოუწოდეს ევროპულ საზოგადოებას, ევროკავშირის ლიდერებს მტკიცედ დაუჭირონ მხარი თავისუფლებისა და ერთიანობისათვის მებრძოლ საქართველოს და ალაგმონ რუსული აგრესია. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა არქიმანდრიტი ლაზარე.

ინგლისში, ლონდონში გამართულ აქციაზე, ინგლისის ქართული სათვისტომოს წევრმა რომეო ხერხეულიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის ხელისფლების მხარდაჭერა საქართველოსადმი და მიუთითა იმ საფრთხეზე, რასაც აგრესიული რუსეთის ქმედებები გამოიწვევს მთელი ევროპისთვის.

გერმანიაში მიუნხენის ქართველობა ჩაება საყოველთაო აქცია ცოცხალ ჯაჭვში და ამით კიდევ ერთხელ ამოუდგა საქართველოს მხარში. ცოცხალ ჯაჭვს კარდიოლოგთა კონგრესისათვის ჩამოსული ქართველ ექიმთა დიდი ჯგუფიც შეუერთდა. გარდა ამისა, მიუნხენში 29 აგვისტოდან მოყოლებული ტარდება საინფორმაციო სახის აქცია და მოქალაქეთა სრულ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

კანადაში, ტორონტოში, თბილისის დროით 3 საათზე, ტორონტოს დროით დილის 7 საათზე, "შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი".

აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაეროს შენობასთან, 47-ე ქუჩისა და 1-ლი ავენიუს გადაკვეთაზე, შეიკრიბა ქართული საზოგადოება, 1300-1500 კაც. დროის სიმცირის გამო, შესაბამისი ნებართვის აღება ვერ მოხერხდა, ამიტომ აქცია ფაქტობრივად არასანქცირებული იყო. აქციის ორგანიზატორები საკოორდინაციო საბჭო მონაწილეებს მოუწოდებდნენ მაქსიმალური კორექტულობისა და სიმშვიდისკენ. აქციამ ორგანიზებულად ჩაიარა.

ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა თბილისს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპროტესტო ფართომასშტაბიან აქცია "ცოცხალ ჯაჭვს" შეუერთდნენ. "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ისრაელს და მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ რუსეთის დიქტატორული და აგრესიული პოლიტიკა ვერ გაიმარჯვებს!" - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ირაკლი იაკობაშვილმა. აქციის მონაწილეებმა შექმნეს "ცოცხალი ჯაჭვი". ძირითადი ლოზუნგი იყო: "პუტინი - ტერორისტი და მკვლელი", რითაც ისინი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებდნენ.

2008 წლის 1-ელ სექტემბერს აქცია "ცოცხალ ჯაჭვში" მონაწილეობა სხვა ქვეყნების ქართულმა სათვისტომოებმაც მიიღეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:52 | შეტყობინება # 155
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

"დღეს ვაცხადებ იმის შესახებ, რომ ერაყში აშშ-ს სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. ოპერაცია "ერაყის თავისუფლება" დასრულებულია და ახლა ერაყელი ხალხი პასუხისმგებლობას საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად საკუთარ თავზე იღებს ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი, რომელიც ერაყიდან აშშ_ის სამხედრო ძალების ყველა შენაერთის გაყვანის გამო გააკეთა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ზღვარი ამერიკელებისთვის უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ისინი თავად არიან საკუთარი მომავლის შემოქმედნი, იმ შემთხვევაში თუ "წინ მივიწევთ დარწმუნებითა და მიზანმიმართულად".
ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ეს ასევე უნდა გახდეს იმის მანიშნებელი მთელი მსოფლიოსთვის, რომ აშშ-ს მიმდინარე ასწლეულში კვლავინდებურად განზრახულია აქვს განამტკიცოს საკუთარი ლიდერობა.
"ომის დასრულება პასუხობს არა მხოლოდ ერაყელების, არამედ თავად აშშ-ის ინტერესებს. აშშ-მ გადაიხადა დიდი საფასური იმისათვის, რომ ერაყელი ხალხისთვის დაებრუნებინა საკუთარი მომავალი. ჩავწერეთ რა ეს ბრწყინვალე თავი შეერთებული შტატებისა და ერაყის ისტორიაში, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება", _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბარაკ ომამამ აღნიშნა, რომ მან ამერიკელ ხალხს არჩევნებისას მისცა პირობაა, რომ ერაყში ომს დაასრულებდა და 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ერაყიდან კიდეც გაიყვანა.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ერაყში დარჩება თითქმის 50 ათასი ამერიკელი, რომელთაც ექნებათ განსხვავებული მისია _ პირველ ყოვლისა კი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ეს კონტინგენტიც ერაყს 2012 წელს დატოვებს.
ბარაკ ობამამ მოუწიოდა ერაყის პოლიტიკურ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ახალი მთავრობის ფორმირება.
"დღეს მე მოვუწოდებ ერაყის ლიდერებს გადაუდებლად მოახდინონ მთავრობის ფორმირება, რომელიც იქნება სამართლიანი, წარმომადგენლობითი და ერაყელ ხალხს დაქვემდებარებული", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ შეწყვეტს დემოკრატიული ერაყის მხარდაჭერას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:53 | შეტყობინება # 156
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოში მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება შემცირდა, ასეთ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

"საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 10,1 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც 2009 წლის მეორე კვარტალში ამ მონაცემებმა 13,7 ათასი ტონა შეადგინა.

ქვეყანაში შემცირებულია ასევე რძის წარმოებაც, რადგანაც სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2010 წლის მეორე კვარტალში 178,7 ათასი ტონა რძის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც ამ მონაცემებმა 2009 წლის მეორე კვარტალში 192,8 ათასი ტონა შეადგინა.

შემცირებულია ასევე კვერცხის წარმოება. 2009 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 120,8 მლნ. ცალი კვერცხი იწარმოა. 2010 წლის მეორე კვარტალში კი 96,7 მლნ. ცალი კვერცხის წარმოება მოხდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:58 | შეტყობინება # 157
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ახალგორის ოკუპირებული რაიონის სოფელ მოსაბრუნთან მდებარე ოსი სეპარატისტების უკანონო საგუშაგოზე ახალგორელი ე.წ. ძალოვანები ცხინვალიდან ჩამოყვანილი ოსი სამხედროებით ჩაანცვლეს.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორში მოსახლებამ განუცხადა, დაახლებით ორი კვირის წინ რაიონში ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საზღვრის დაცვის დეპარტმანტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც საგუშაგოზე ადგილობრივები ჩაანცვლეს.

მათი განმარტებით, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ახალგორის ე.წ. ადგილობრივ ხელისუფლებას და ე.წ. ძალოვანებს არ ენდობა, რომელთა უმეტესობაც რაიონში მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლებისგან არის დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ ახალგორის რაიონში ყველა ქვედანაყოფს ცხინვალელი ე.წ. სამართალდამცველები ხელმძღვანელობენ.

ცხინვალიდან ჩამოსული სამხედროები და რუსი ოკუპანტები, რომელთაც უკანონო საგუშაგოები სოფელ მოსაბრუნთან ერთმანეთისგან დაახლებით 500 მეტრის დაშორებით აქვთ მოწყობილი ყველა სამარშუტო ტაქსს და ავტომობილს ჩხრეკენ, რომელიც რაიონში შედის ან გამოდის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:58 | შეტყობინება # 158
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე გუშინ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი საათით ადრე, "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია გენუური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

ამ დროისთვის უცნობია განხორციელებული ტრანსფერის ღირებულება. კალაძე გენუაში 2 წლის განმავლობაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე მილანში 9,5 წელი თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა მცველმა თითქმის ყველა ევროპული და იტალიური საკლუბო ჯილდო მოიგო. კალაძის ანგარიშზე მილანის მაისურით გატანილი 12 გოლია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი "მილანში" კიევის "დინამოდან" გადავიდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:59 | შეტყობინება # 159
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ზაფხულის ბოლო დღეს ჩეხეთში და პოლონეთში პირველი თოვლი მოვიდა. ჩეხეთის დასავლეთსა და ჩრდილოეთში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცა, დანარჩენ ტერიტორიაზ კი დღეს +4, +14 გგრადუსი იქნება.

გასული ზაფხული მეტეოროლოგების განცხადებით ადგილობრივი კლიმატისთვის საკმაოდ არასტანდარტული იყო. რიგ დღეებში ტემპერატურა + 35 გრადუსზე მეტი იყო, რომელიც კოკისპირული წვიმებითა და წყალდიდობებით იცვლებოდა.

ზაფხულის ბოლო დღე კი თოვლის მოსვლით აღინიშნა.

ბუნებრივი კატაკლიზმები პოლონეთის მოსახლეობის გაკვირვებასაც იწვევს, რადგან ქვეყნის რიგ რეგიონებში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცა და თოვლიც მოვიდა.

ქვეყნის სხვა რეგიონებში კი გადაურებელი წვიმებია, რომელიც წყალდიდობის საშიშროებას ქმნის.

მეტეოროლოგიის ინსტიტუტმა საგანგებო პრესკონფერენციაზე მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის შესაძლებლობაზე განაცხადა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 12:00 | შეტყობინება # 160
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოსკოვში, ოპოზიციის მიერ ტრიუმფალურ მოედანზე (ყოფილი წითელი მოედანი) გამართულ საპროტესტო აქციაზე მილიცაიამ 103 ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ საღამოს, გარდა მოსკოვში გამართული აქციისა, საპროტესტო აქცია სანკტ-პეტრბურგშიც გაიმართა, სადაც მილიციამ ასევე ოპოზიციის 90 მომხრე დააკავა.

რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე გუშინ საღამოს, დახლებით 17:50 საათზე 400 მოქალაქემ არასანქცირებული აქცია გამართა, ასევე ოპოზიციის 200-მდე მომხრე შეიკრიბა სანკტ-პეტერბურგშიც, რომელბიც ყოფილ წითელ მოედანზე ჯებირის მშენებლობას აპროტესტებდნენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 12:01 | შეტყობინება # 161
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთში "ოლმა მედია გრუპის" მიერ გამოცემული ატლასში ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს საზღვრებშია მოქცეული.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რეგნუმი" ავარცელებს.

მისი ინფომაციით, "ოლმა მედია გრუპის" მიერ გამოცემული "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასი" ახალი სასწავლო წლისთვის გამოიცა.

"რეგნუმი" აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ფედერაციამ ორი წლის წინ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, ატლასში ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ არის აღნიშნული და ამის ნაცვლად საქართველოს საზღვრებშია მოქცეული.

ატლასში საქართველოს შესახებ კი წერია, რომ "ქართველებთან ერთად საქართველოში სომხები, ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანაელები და რუსები ცხოვრობენ".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 12:01 | შეტყობინება # 162
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ონის რაიონის სოფელ გლოლის მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ონის რაიონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა განუცხადა, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლებაც ეხმარება.

გობეჯიშვილის თქმით, ხანძარი ტყეში გუშინ გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია ქარის გამო ვერ ხერხდება.

ცეცხლი 5-6 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 20:05 | შეტყობინება # 163
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აფხაზეთის სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს სოხუმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

"საზოგადოებაში ბევრი ჭორი დადის ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. საუბრობენ იმაზე რომ მაქვს ინსულტი, წინასაინფარქტო მდგომარეობა, რომ თანამდებობიდან უნდა გადავდგე 16 ან 17 რიცხვში. მინდა ყველას განვუცხადო, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგშია" , - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში შეიძლება სხვადასხვა ჭორი გავრცელდეს.

"მინდა ვურჩიო ყველას, რომ ჭორებს არ აყვნენ და მხოლოდ ფაქტებს ენდონ" - განაცხადა ბაღაფშმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 20:07 | შეტყობინება # 164
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

აფხაზეთის სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში შვებულებაში წასვლას არ აპირებს. ეს განცხადება მან სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"სიამოვნებით წავიდოდი შვებულებაში. უკვე 6 წელიწადია არც გავსულვარ და თუკი ამას დავაპირებ ამის შესახებ ყველას ეცოდინება. ყველას ეცოდინება სად ვიქნები და რამდენი ხანი ვაპირებ შვებულებაში ყოფნას" - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.

მიმაგრება: 3897020.jpeg (17.4 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 07.09.2010, 20:08 | შეტყობინება # 165
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. ვიზიტის მიზანი დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესით (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებაა.პირველი შეხვედრა შეფასების ჯგუფის წარმომადგენლებთან თავდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. ნატო-ს დელეგაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს და სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს ხვდება.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან გამართავს. დელეგაციის წევრები ნატო-ს სამხედრო ატაშეებსა და ალიანსის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

ექსპერტთა ჯგუფის და ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარებისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფრენკ ბოლანდი კი საქართველოში ხვალ ჩამოდის. ის შეხვედრებს გამართავს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ცნობისათვის, ფრენკ ბოლანდი ნატო-ს საორიენტაციო კურსის ფარგლებში სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებისათვის ნატო-ს საკითხებზე ლექციებსაც ჩაატარებს. ვიზიტის ბოლოს ექსპერტები თავდაცვის ეროვნულ აკადემიას დაათვალიერებენ. ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს 10 სექტემბერს დატოვებს.

მიმაგრება: 0634542.jpeg (9.0 Kb)


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz