ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:30
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:12 | შეტყობინება # 196
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
18 სექტემბერს თელავში, ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი გაიხსნება. ტურნირში 20 ქვეყნის ასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ამერიკული დოლარია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და ჩოგბურთის ფედერაციამ დააწესეს.

საპრიზო ფონდი პირველი და მეორე ადგილის მფლობელ სპორტსმენებს,ასევე პირველი და მეორე ადგილის მფლობელ წყვილ ჩოგბურთელებს გაუნაწილდებათ. ჩოგბურთის მატჩები თელავის კორტებზე გაიმართება. ტურნირი 25 სექტემბერს დაიხურება. პირველი საერთაშორისო ტურნირი თელავში 2007წლის სექტემბერში გაიმართა,.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:12 | შეტყობინება # 197
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში თეიმურაზ ჯერაპანოვს გასამართლებენ, მას სეპარატისტებმა ბრალად წაუყენეს 2006 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ალტერნატიულ არჩევნებში მონაწილეობა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, თეიმურაზ ჯერაპანოვის დღეისათვის დაგეგმილი ღია სასამართლო პროცესი გადაიდო.

ოსური მედია ამის მიზეზად ერთ-ერთი მოწმის გამოუცხადებლობას ასახელებს. მათივე ინფორმაციით, თეიმურაზ ჯერაპანოვზე ძებნა სეპარატისტებმა ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაცხადეს, ხოლო 2010 წელს დააპატიმრეს, როდესაც იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:13 | შეტყობინება # 198
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული 15 ქართველი მეზღვაური კვლავ ტყვეობაში რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების შესახებ ბოლო ინფორმაცია 11 სექტემბერს მიიღეს და ისინი თავს კარგად გრძნობს.

"ჩვენი ინფორმაციით, მოკობრეები გამოსასყიდთან დაკავშირებით ჯერ არავის არ დაკავშირებიან და არც მათი განთავისუფლებისთვის თანხა არ დაუსახელებით. ბოლო ინფორმაციით, მეკობრეები დაკავებულ მესაზღვრებთან ერთად სომალის სანაპიროზე მოძრაობენ", - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირს მეთაურობით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის (EUNAVFOR Somalia - Operation Atalanta) საიტის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე. გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემი დადგენილი ნორმების მიხედვით სამოქალაქო ხომალდებისთვის განკუთვნილ დერეფანში მიცურავდა. სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე მყოფი საქართველოს 15 მოქალაქის გათავისუფლების საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართო. მისივე თქმით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის მხარესთანაც. როგორც ცნობილია, 2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. 26 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:14 | შეტყობინება # 199
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 14 სექტემბერს, საქართველოს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჟენევის მოლაპარკების ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ანტე ტურენინი ეწვევა. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიცულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორიო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტმანტის დირექტორმა სერგო კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანტე ტურენინი საქართველოში ვიტის ფარგლებში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილებას, რომელიც ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა დახლებით ერთი თვის წინ გაიმართა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:14 | შეტყობინება # 200
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 14 სექტემბერს, საქართველოს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჟენევის მოლაპარკების ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ანტე ტურენინი ეწვევა. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიცულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორიო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტმანტის დირექტორმა სერგო კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანტე ტურენინი საქართველოში ვიტის ფარგლებში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილებას, რომელიც ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა დახლებით ერთი თვის წინ გაიმართა.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:14 | შეტყობინება # 201
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზად არის რუსეთს ესაუბროს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე, თუმცა სააკაშვილის თქმით, ამის სურვილი რუსეთის ხელისუფლებაში არ აქვთ. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ნეწსწეეკ" - ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტმა რუსეთიდან დღეისათვის მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ესკალაციის უფრო ნაკლები საშიშროება არსებობს, ვიდრე წინა წლებში. მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა რუსეთი ამის პასუხად საელჩოებს ხსნის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აფხაზეთში ს-300-ის მოდელის ხმელითი-ჰაერის ტიპის რაკეტებს ანთავსებს.

"რუსეთმა მოხდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ისინი საელჩოებს ხსნიან არა თბილისში, არამედ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და ფხაზეთში. ისინი უარს ამბობენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან საუბარზე, თუმცა ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე", - განაცხადა პრეზიდენტმა


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:15 | შეტყობინება # 202
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

სოხეთი ინტერნეტის გარეშე დარჩა. სომხური მედიის ინფორმაციით, მეორე დღე რაც სომხეთს მოსახლოების მნიშვნელოვან ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება, ხოლო მერე ნაწილს ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო ინტერნეტში შეღწევა უჭირს.

სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელია, რომელიც სომხეთს გარესამყაროსთან აკავშირებს. სომხური წყაროების ინფორმაციით, ქართული მხარე ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების განმარტებას არ აკეთებს, თუმცა სომხეთში ირწმუნებიან, რომ კაბელი დაზიანებული არ არის.

ქართული პროვაიდერების განმარტებით, ამ დროისათვის სომხეთის მიმართულებით შეფერხება არ არსებობს. კომპანია ფოპტნეტში სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, რომ მათი მხრიდან შეფერხება არ არსებობს და სომხეთი ინტერნეტს შეუფერხებლად იღებს. ხოლო რაც შეეხება "რკინიგზის ტელეკომს" კომპანიაში განმარტავენ, რომ გუშინ მარაბდა-კარწახის რინიგზის მშენებლობისას კაბელი შემთხვევით გადაიჭრა, რომლის აღდგენაც დაუყოვნებლივ მოხდა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება გუშინვე აღუდგა.

მიმაგრება: 9805242.jpeg (4.9 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 13.09.2010, 13:15 | შეტყობინება # 203
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
13-16 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ესპანეთს ეწვევა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, პრემიერი ესპანეთში ქვეყნის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვიც იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ესპანელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.

ქართული დელეგაცია თბილისში 16 სექტემბერს დაბრუნდება.


http://seaman.ge
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:52 | შეტყობინება # 204
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

პოლონეთის პროკურატურამ დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი დააპატიმრა. ზაკაევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი პროკურატურაში მიდიოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ახმედ ზაკაევის პოლონეთში ყოფნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონურმა ტელეარხმა "ტვნ24"-მა გრიფით "არაოფიციალურად" გაავრცელა.

ტელეარხის ინფორმაციით, ზაკაევმა განაცხადა, რომ მან პოლონეთში ჩასასვლელად ვიზა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესში 200 მდე ჩეჩენი ეროვნების ადამიანი მონაწილეობს. სტუმართა შორის ასევე არიან ევროპარლამენტისა და გაეროს წარმომადგენლები. აღნიშნული კონგრესის მოწვევისა და გამართვის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო კრემლის გაღიზიანება გამოიწვია. სავარაუდოდ, კრემლი პოლონეთის მთავრობისაგან მის მიერ "ტერორიზმში" ბრალდებული ახმედ ზაკაევის დაპატიმრებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მხარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იგი საერთაშორისო ძებნაში მყოფ ახმედ ზაკაევს დააპატიმრებს იმ შემთხვევაში თუკი ის პოლონეთის საზღვარს გადმოლახავს.

მიმაგრება: 0759102.jpeg (16.1 Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:52 | შეტყობინება # 205
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შემოსავლების სამსახური ექსპორტიორებისათვის საბაჟო პროცედურებს ამარტივებს.

გამარტივებული წესის თანახმად, დეკლარაციის შევსება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ და საექსპორტო საშუალებას აღარ უწევს საბაჟო ტერმინალში გაჩერება. ასევე 15 000 ლარის ოდენობის პროდუქტის ესპორტი შესაძლებელია მოხდეს ზედნადების საფუძველზე.

აქამდე ექსპორტის განხორციელების დროს ექსპორტიორი საბროკერო კომპანიის დახმარებით ავსებდა დეკლარაციას და სატრანსპორტო საშუალება თავსდებოდა ტერმინალში, აღნიშნული პროცედურა გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული.

შემოსავლების სამსახურმა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაიწყო წარმოშობის სერთიფიკატების გაცემა, ამ დრომდე აღნიშნულ დოკუმენტს გასცემდნენ სხვადასხვა უფლებამოსილი ორგანოები.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:52 | შეტყობინება # 206
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კომუნალური გადასახადების გადახდა, საკომისიოს გარეშე, თბილისის მასშტაბით "ლიბერთი ბანკის" 25 ფილიალში გახდება შესაძლებელი, _ ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

"ბანკებთან ორდღიანი მუშაობის შედეგად ჩამოვყალიბდით, რომ ოთხივე (დასუფთავება, ბუნებრივი აირი, წყალი, შუქი) კომუნალური გადასახადის გადახდა, საკომისიოს გარეშე, თბილისელებისათვის "ლიბერთი ბანკის" 25 სერვისცენტრში გახდება შესაძლებელი", _ განაცხადა ქადაგიძემ.

სებ-სა და "ლიბერთი ბანკს" შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ცნობილი ხდება, რომ კომუნალური გადასახადი გადახდა ბანკის ნებისმერი ფილიალში კვლავინდებულარად იქნება შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული 25 სერვის-ცენტრის გარდა, ამ ფილიალებში კომუნალური გადასახადების გადახდა ისევ საკომისიოებით მოხდება.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია განმარტავს, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ნებისმერ ბანკში კვლავინდებულარად იქნება შესაძებელი, თუმცა 50-თეთრიან დანამატს მოსახლეობა მხოლოდ "ლიბერთი ბანკის" 25 ფილიალში არ გადაიხდის.

"ბანკებთან ინტენსიურად ვიმუშავეთ და პრობლემა მართლაც აქტუალური იყო, მაგრამ "ლიბერთი ბანკის" შემოთავაზების შემდეგ პრობლემა მოიხსნა და სხვა ბანკებსაც თუ სურვილი გაუჩნდებათ, რომ თავადაც საკომისიოს გარეშე მოემსახურონს საკუთარ კლიენტურას, მათი ამის საშუალება აქვთ", _ განაცხადა გვასალიამ.

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხათაგურმა განაცხადა, რეგიონებში კომუნალური გადასახადების გადახდა დღემდე ყოველგვარი საკომისიოს გარეშე წარმოებდა.

"რეგიონებში მოსახლეობას კომუნალური გადასახადების გადახდისას საკომისიოს გადახდა არ უწევდა, რადგანაც რეგიონებში სხვა კომპანიები ოპერირებენ და მათ საკუთარი სერვის-ცენტრები აქვთ, სადაც გადასახადის გადახდა უფასოდ ხდება", _ განაცხადა ხეთაგურმა.

თავად ინიციატივის ავტორი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"ძალიან კარგია, რომ მოსახლოებას კომუნალური გადასახადის გადახდისას საკომისიოს გადახდა აღარ მოუწევს და მათ თავისუფლად შეეძებათ თბილისის მასშტაბით "ლიბერთი ბანკის" 25 ფილიალს მიაკითხონ და გადასახადები საკომისიო დანამატის გარეშე გადაიხადონ", _ აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

"ლიბერთი ბანკის" იმ 25 ფილიალის ადგილმდობარეობა, სადაც მოსახლეობა გადასახადს საკომისიოს გარეშე გადაიხდის უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება და მოსახლეობასთან მისულ ქვითარზე დატანილი იქნება ისიც თუ სად შეიძლება გადასახადის საკომისიოს გარეშე გადახდა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობა კომუნალური გადასახადების ანგარიშწორებისას ბანკების მიერ საკომისიო თანხის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.

პირველად ეს ინიციატივა უმრავლესობის წარმომადგენელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა სესიაზე გააჟღერა და საკითხის დარეგულირება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს სთხოვა.

მელიქიშვილის შეფასებით, მოსახლეობის მიერ კომუნალური გადასახადების გადასახადისას ბანკებში თითო ქვითარში 50 თეთრს გადახდა უსამართლოა და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მელიქიშვილმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა დაავალა.
ამასთან, მელიქიშვილი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა და პარასკევის სესიაზე ეროვნული ბაკის ხელმძღვანელი შეძლებს პარლამენტს სრულყოფილი ინფორმაცია და პრობლემის მოგვარების გზების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს.

შეგახსენებთ, რომ ბანკები კომუნალური გადასახადების გადახდისას მომსახურებაში 50 თეთრს იღებენ, რაც მოსახლეობას თვეში დაახლოებით 2.50 ლარი უჯდება.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:53 | შეტყობინება # 207
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მსოფლიოს უმსხვილესმა ბრენდ-კონსალტინგურმა კომპანიამ Interbrand-მა მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ლიდერთა სამეულში პირველი ადგილი კომპანია Coca-Cola -მ დაიკავა. მისი სავაჭრო მარკა Iნტერბრანდ-ის სპეციალისტებმა 70,452 მლრდ დოლარად შეაფასეს. ერთი წლის განმავლობაში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელის პროდუქცია 2 პროცენტით გაძვირდა.

მეორე ადგილი წილად ხვდა კომპანია IBM-ს, რომელიც 64,727 მლრდ დოლარად შეაფასეს. მესამე ადგილი Microsoft ტ-მა დაიკავა. აღნიშნული ბრენდის ღირებულება ექსპერტების მიერ 60,895 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ლიდერთა ხუთეულში მოხვდნენ Google (47,8 მლრდ დოლარი) და General Electric -ი (42,808 მლრდ დოლარი.

რეიტინგის პირევლ ათეულს შორისაა McDonald's -ი (33,578 მლრდ დოლარი), Intel -ი (32,015 მლრდ დოლარი), Disney (28,731 მლრდ დოლარი) და HP (26,867 მლრდ დლარი).

ექსპერტები მსოფლიო ბრენდებს რიგი კრიტერიუმებით აფასებენ. კერძოდ, კომპანიის ფინანსური ანგარიშგება ღია უნდა იყოს. ამის გარდა, ბრენდის მოგების მესამედი იმ ქვეყნიდან არ უნდა მოდიოდეს, სადაც კომპანიაა ბაზირებული. სპეციალიტების აზრით, ბრენდმა მომხმარებლის მყიდველიანობის არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს, კომპანიის შემოსავალმა კი ფინანსირებისა და ოპერაციულ საწარმოო ხარჯებს არ უნდა გადააჭარბოს.

მიმაგრება: 5911590.jpeg (24.3 Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:53 | შეტყობინება # 208
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია "დავასუფთავოთ მსოფლიო! დავასუფთავოთ საქართველო!" გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე მონაწილეობდა.

წელს საქართველო პირველად უერთდება ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას - „დავასუფთავოთ მსოფლიო", რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით 1992 წელს დაიწყო და ყოველწლიურად მსოფლიოს 120 ქვეყანაში (35 მილიონი ადამიანი) იმართება.

ღონისძიება "დავასუფთავოთ საქართველო" „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების," კავშირი „ეკოხედვის" ორგანიზებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ტარდება. კამპანია მიზნად ისახავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების შემცირებას და გარემოსდცავითი ცნობიერების ამაღლებას.

ლისის ტბის გარდა, დასუფთავების აქციები 17-18-19 სექტემბერს თბილისის ზღვის, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, ჩაერთოს ღონისძიებაში და „დავასუფთავოთ ჩვენი ეზო, ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა და გადავარჩინოთ პლანეტა."

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:53 | შეტყობინება # 209
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
21 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით დაგეგმილ აუქციონზე 14 ობიექტის გასხვისებას შეეცდება.

იყიდება, დმანისში, სოფელ განახლებაში, "ფშანის ტორფის საბადო", რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 წელია და მისი საწყისი ღირებულება 6 388,40 ლარს შეადგენს.
ჩხოროწყუში, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალზე „ოჩხომურის" ქვიშა-ხრეშის საბადო, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია, ობიექტის საწყისი ფასით 1 951,40 ლარადაა შეფასებული.

იყდება ასევე მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ მესტიაჭალაზე ქვიშა, ხრეშის საბადო ლიიცენზიის მოქმედების ვადა 1 წელი, საწყისი ფასით 1 723,40 ლარი.

გასასხვისდება ასევე ნინოწმინდაში, სოფელ ხანჩალში, "კატნატუს" ღორღის გამოვლინება, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელია და ობიექტის საწყისი ფასით 1 715,40 ლარს შეადგენს.

ზესტაფონში, სოფელ პირველ სვირში, მდ. ყვირილაზე „სვირის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინების, ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია და მისი საწყისი ფასით 1 424,40 ლარია;

სხვისდება ასევე ხონში, სოფელ კონტუათში, მდ. ცხენისწყალზე „ხონის" ქვიშა, ხრეშის საბადო, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია და საწყისი ღირებულება 1 381,40 ლარია.

14 სექტემბრისათვის დაგეგმილ აუქციონზე იყიდება ასევე სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში, მდ. რიონზე „ეწერის" ქვიშა, ხრეშის საბადო, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელია და მისი ღირებულება 1 381,40 ლარის შეადგენს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2010 წლის 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსული
თანხა 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.

 
RAPERთარიღი: პარასკევი, 17.09.2010, 12:53 | შეტყობინება # 210
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებას მომავალ კვირაზე საგანგებო სესიაზე გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

როგორც ბიუროს სხომის თავმჯდომარემ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, მომავალ კვირას გაიმართგება საგანგებო სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

შაგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საბოლოო რეკომენდაციებს 15 ოქტომბრისთვის მოამზადებენ და პარალმენტს წინადადებით მიმართეს, რომ ამ ცვლილებების მომზადებამდე არ დაეწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. აღსანიშნავია რომ ვენეციის კომისიის საგანგებო ბრიფინგი დღეს პარამენტში 5 საათისთვის იგეგმება, სადაც საქართველოში ბოლო ვიზიტი შეჯამდება.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz