სამშაბათი, 23.04.2024, 18:30
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
RAPERთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 15:49 | შეტყობინება # 226
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
„ვხატავთ რომპეტროლს" 2010 წლის სეზონი მთაწმინდის პარკში მასშტაბური აქციით დასრულდა. პარკის შესასვლელში გამოიფინა პროექტის განმავლობაში შეგროვებული ნახატები, ბავშვებს ართობდნენ პროფესიონალი ანიმატორები და ასევე, რომპეტროლისაგან საჩუქრად, მთელი დღის განმავლობაში ყველა საბავშვო ატრაქციონზე პატარები უფასოდ ერთობოდნენ.
გამოფენა-გაყიდვა რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა გახსნა, რომელმაც 1000 ლარად წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ნახატი შეიძინა.
„აქციამ „ვხატავთ რომპეტროლს" წელს ხუთჯერ სხვადასხვა ქალაქში ბავშვებს ლამაზი დღეები აჩუქა და ყველა ასაკის ათასობით ადამიანი გააერთიანა. შეიქმნა ძალიან ბევრი საინტერესო ნახატი და მოხარული ვარ, რომ გამოფენამაც ასეთი ინტერესი გამოიწვია. დრეს პარკში წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც მოვიყვანეთ. უფასო ატრაქციონების გარდა, ბავშვებისთვის ასევე სახალისო შოუ პროგრამებიც მოეწყო. ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება," - განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა.
მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად აქცია დევიზით - „შეითავსე მხატვრის როლი, და დახატე რომპეტროლი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პირველად გასულ წელს ჩატარდა. წელს აქციამ „ვხატავთ რომპეტროლს" განახლებული ფორმატით მოიარა ბათუმი, გაართო ბავშვები გორში, ბორჯომში, ჩატარდა თბილისის ზოოპარკში, 29 აგვისტოს კი წყნეთის ბავშვთა სახლს სტუმრობდა.
აღნიშნული პროექტი „რომპეტროლის" სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა "ჩვენი მომავლის ენერგია".

"რომპეტროლ ჯგუფი" ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 16 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. "რომპეტროლ საქართველო" ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:00 | შეტყობინება # 227
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საჩხერის რაიონის სოფელ სავანის მოსახლეობა დღეს აქციის გამართვას გეგმავს. სოფელი სასმელი წყლის უქონლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სავანე ამ რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მილები, რომლითაც სხვა სოფლებს წყალი უნდა მიაწოდონ, სავანეზე გადის, ამ სოფლის მაცხოვრებლების პრობლემის მიგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება არ აპირებს.

ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე დღეს დილით სოფელ სავანეში გაემგზავრნენ, რათა ადგილზე გაეცნონ პრობლემას და მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დაეხმარონ. არ არის გამორიცხული, „ფორუმის" ლიდერებმა პრობლემის გასარკვევად ადგილობრივ ხელისუფლებას მიაკითხონ, რათა მისგან მიიღონ პასუხები, თუ როგორ მოგვარდება სავანის მაცხოვრებელთა პრობლემა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:00 | შეტყობინება # 228
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმში საქველმოქმედო ფონდ "ცის ხიდისა" და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "ოქროს ხიდის" პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოში ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოქროს ხიდი" დაარსდა. ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ევგენიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფესტივალის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათთვის გრანტების გამოყოფის უზრუნველოყოფა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევგენიძემ საქველმოქმედო ფონდი "ცის ხიდი" დააარსა, რომელსაც თავისი წარმომადგენლები საზღვარგარეთის ქვეყნებშიც ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და ესპანეთში.
"ფონდისა და ფესტივალის პრეზენტაცია 23 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. ბრაზილიიდან ჩამოსულ დელეგაციას და "MTV"-ის წარმომადგნლებსაც ველოდებით. ჩვენი ფესტივალით 25 ქვეყანა უკვე დაინტერესდა. ფესტივალის ტურები ანაკლიასა და განმუხურში გაიმართება", - აღნიშნა მუსიკოსმა.
მისი თქმით, ფესტივალისთვის ჰიმნი დაიწერა და მისი პრეზენტაციაც 23 სექტემბერს მოეწყობა. ფესტივალში გამარჯვებულისთვის კი 20 000 ევრო დაწესდება.
მუსიკოსმა სამომავლო გეგმებზედაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას. ოქტომბერში კი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების, ევგენიძისა და ტიმატის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:00 | შეტყობინება # 229
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლაგოდეხის რაიონში 49 წლის ზურაბ ნ-ძე ჯილეხით დაავადა. პაციენტი ამჟამად თბილისში ინფექციური პათოლოგიის ცენტრშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ეს ჯილეხის მე-19 შემთხვევაა.

სპეციალისტების თქმით, ჯილეხი საკმაოდ საშიში დაავადებაა და ადამიანი ძირითადად საქონლის დაკვლის, გატყავების, ხორცის დაფასოების ან ნიადაგთან კავშირის დროს ავადდება.

დააბადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის შოთა ცანავას განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში 49 წლის მამაკაცი საქონლის დაკვლისა და გატყავების დროს დაავადდა. „ჯილეხი სრულად განკურნებადია თუ დროულად იქნა ჩატარებული მკურნალობა", - აღნიშნა ცანავამ.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:01 | შეტყობინება # 230
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნების განცხადებით, ევროკავშირი კონფლიქტური რეგიონების არაღიარების პოლიტიკას განაგრძობს.

"მნიშვნელოვანია, რომ მტკიცედ ვიდგეთ ამ პოზიციაზე. ცხადია სერიოზული დაბრკოლება არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში და მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ამ პრობლემების შესახებ", - განაცხადა სემნებიმ.

მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ აქტუალურმა საკითხებმა წინ წაიწიოს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

"თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საკითხები უნდა დავივიწყოთ, რომ რომლიც დაპირისპირების საგნად რჩება", - აღნიშნა მან.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:01 | შეტყობინება # 231
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ავსტრიულ-ქართული კომპანია "ქარაფი" აჭარაში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. ინვესტორი ციხისძირში 2 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, საიდანაც ერთი სტუმრების მიღებას 2012 წლისთვის შეძლებს, ხოლო მეორე კონპლექსის საპროეტქო სამუშაო 2011 წლისთვის დასრულდება.

ბუტიკოტელი "კასტელო მარე" კლდეზე შენდება და მისი მშენებლობისთვის კომპანია 5 მილიონ დოლარამდე ინვესტიცის განხორციელებას გეგმავს. "კასტელო მარე" 7-სართულიანი იქნება და მასში მხოლოდ 20 სასტუმრო ნომერი განთავსდება. პროექტის ფარგლებში სასტუმროს გარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა, საუბარია ვერთმფრენის დასაჯდომ მოედანზე და ახალი და კომფორტული ნავმისადგომების მშენებლობაზე.

რაც შეეხება "ქარაფის" მეორე მაშტაბურ პროექტის - სუპერთანამედროვე სასტუმრო კომპლექს "ცისარტყელას" მშენებლობას, როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიაში განუცხადეს, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, მასზე მუშაობა 2011 წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ დაინდება მშენებლობის დასრულების ვადები და განისაზღვრება ინვესტიციის მოცულობაც. წინასწარი გათვლებით სასტუმრო "ცისარტყელაში" 100-ზე ნაკლები ნომერი არ იქნება. სასტუმრო კომპლექსი სანატორიუმ "ცისარტყელას" ადგილზე განთავსდება, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელდა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:01 | შეტყობინება # 232
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
27 სექტემბერს, ბათუმის პორტში ბრიტანული საკრუიზო ხომალდი "spirit of Adventure" შემოვა, რომელიც 350-მდე ტურისტს შემოიყვანს, რომლებიც ძირითადად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მოქალაქეები არიან.

ბათუმში უცხოელ ტურისტებს ადგილობრივი ტურისტული კომპანია "Ab Visit Adjara" ემსახურება. ტურისტები მოინახულებენ აჭარის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხესა და ქალქის მუზეუმებს. სპეციალურად მათთვის გაიმართება ფოლკლორული შოუ.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:01 | შეტყობინება # 233
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყახაზეთი ოქტომბრიდან სარკინიგზო გადაზიდვებზე ტარიფს ზრდის, რაც ყახაზეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის გაძვირებასაც გამოიწვევს.

შესაბამისი გადაწყვეტილება შვეიცარიული ფრანკისა და დოლარის კურისის ზრდას უკავშირდება.

როგორც ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ზრდამ ტონაზე საშუალოდ 1 დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიან ვაგონზე - 70 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ტარიფი ოქტომბრიდან განსაკუთრებით მათთვის გაძვირდება ვინც ტვირთებს უზბეკეთის, ტაჯიკეთის და თურქმენეთის მიმართულებით აგზავნის.

იმ გადამზიდავებმა, რომლებთაც სექტემბერში გაზადიდვის კვოტირების მოპოვება შეძლეს, ოქტომბრის ბოლომდე ძველი ტარიფი დარჩებათ.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:02 | შეტყობინება # 234
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთი თანდათან მიხვდება, რომ არსებობს სხვა, უფრო პატივსაცემი გზა, ვიდრე ვინმესთვის კისრის მოტეხაა. ამის შესახებ სააკაშვილმა ჰარვარდის კლუბში გამოსვლისას განაცხადა.

კითხვაზე - ის რაც მოხდა ძალიან გავს, დავითის და გოლიათის ბრძოლას. როგორ შესძელით ამ ყველაფრის შემდეგ პოზიციების შენარჩუნება და ის, რომ განვითარებას კვლავ განაგრძობთ?

"რაც მოხდა ძალიან დამახასიათებელია იმ სივრცისთვის, სადაც ჩვენ ვმოქმედებთ. ვფიქრობ, ჩვენ კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავით და ჩვენს მოწინააღმდეგეს ნერვები ეშლებოდა, როცა ხედავდა როგორ პატივისცემას იმსახურებდა ეს საუკეთესო მოსწვალე. ის, მის დამცირებას ცდილობდა. ერთხელაც ჩვენ მიუტრიალდით და შევეცადეთ ჩვენ წინააღმდეგობა გაგვეწია, ამას დიდი შეტაკება მოჰყვა. შემდეგ კი სამეზობლოში პოლიციამ შემოიხედა და ჩვენ განვცალკევდით. ბიჭი ირწმუნდებოდა, რომ კისერს მოგვტეხდა, მაგრამ არაფერი არ მოხდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად საქართველომ განვითარება გააგრძელა, ხოლო მეზობელი კი იყურებოდა და ფიქრობდა - თუ პატარა ბიჭი ასე ვითარდება ჩვენ რატომ არ შეგვიძლია.

"თანდათან ამ გოლიათმა შეიძლება იფიქროს, რომ არსებობს სხვა უფრო პატივსაცემი გზა ვიდრე ვინმესთვის კისრის მოტეხა. მე, როგორც ვხედავ და მესმის რუსეთს ესმის, რომ მათ სჭირდებოდათ მოდერნიზება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სინგაპურის ხშირი შემთხვევა მისი მხრიდან შემთხვევითი არ არის, რადგან მათ ჩინეთთან მსგავსი ისტორია ჰქონდა.

"ჩინეთს სძულდა, მაგრამ სინგაპური მაინც აკეთებდა ამას და მათ შემდეგ ერთმანეთის მიღება დაიწყეს. მართალია განვსხვავდებით მათგან, მაგრამ არსებობს პარალელები, როგორ მოქმედებდა პატარა ქვეყანა. თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ და მანევრირების უნარი გაქვს ეს ხანდახან ნიშნავს, რომ დაიტანჯები, როგორც ჩვენ დავიტანჯეთ, მაგრამ ჩვენ კვლავ დავდივართ სკოლაში და ვიღებთ მაღალ ნიშნებს", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:02 | შეტყობინება # 235
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამო "სახელმწიფო ან საზოგადო პირის სიცოცხლის ხელყოფის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სეპარატისტები არ გამორიცხავენ, რომ ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების საქმეში დახმარებისათვის რუსეთს მიმართონ.

გამოძიებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აწარმოებს.

"ამჟამად შემთხვევის ადგილზე პროკურატურისა და ოპერატიული სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე დახმარებისათვის ჩვენს რუს კოლეგებს მივმართოთ. წინა შემთხვევის დროს ისინი ჩვენ დაგვეხმარნენ ექსპერტიზის მასალებთან დაკავშირებით", _ განაცხადა დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის პრესსმდივანმა ჰენრიხ გამისონიამ.

შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა წუხელ 03.00 საათზე მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ნათესავის სახლს, სადაც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ალექსანდრე ანქვაბი ფეხშია დაჭრილი. თავად
ანქვაბის განცხადებით, უცნობმა პირებმა მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჭურვი ოთახში შევარდა, სადაც მას ეძინა.

"დაჭრილი ვარ ფეხში და ხელში", _ განაცხადა ანქვაბმა. ინციდენტის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან. ანქვაბმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა და მას მკურნალობა სახლში უტარდება. სეპარატისტების ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ანქვაბზე თავდასხმა ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა.

"ამჟამად ალექსანდრე ანქვაბი უსაფრთხოდაა. მიჭირს იმის ახსნა, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან. ერთ რამეში კი ეჭვი არ მეპარება, ეს დანაშაული არის რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა", _ განაცხადა ბაღაფშმა.

უნდა აღინიშნოს, რომ წუხანდელი ინციდენტი მეოთხეა ანქვაბთან მიმართებაში. სამი წინა თავდასხმის დროს, მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. ორი თავდასხმა 2005, ერთი კი 2007 წელს მოხდა.

 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:02 | შეტყობინება # 236
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰონდორასის პრეზიდენტს პორფირიო ლობოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლათინურ ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მიერ მიღებულ საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც დევნილთა საკითხებს ეხებოდა მხარ ჰონდორასმაც დაუჭირა.

მიმაგრება: 4671999.jpeg (10.6 Kb)
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:03 | შეტყობინება # 237
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს, 23 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N38, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.00%-ით, მაქსიმალური 10.00%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.00%-ით განისაზღვრა
 
RAPERთარიღი: ხუთშაბათი, 23.09.2010, 12:03 | შეტყობინება # 238
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანია "ჯორჯიან ჰაუზი" ქართულ ბაზარზე უპრეცენდეტო შეთავაზებას იწყებს, რომლის პრეზენტაციასაც ხვალ 24 სექტემბერს გამართავს.

პროექტი ‘'შევავსოთ სახლი" წარმოადგენს მომხმარებლებისთვის გარიგების უსაფრთხო სქემას, რომელიც გულისხმობს, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კომპლექსში, საჭირო რაოდენობის საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის გაყიდვას, რის შემდეგაც მშენებლობა 20 თვეში დასრულდება. პოტენციურ კლიენტებს, საშუალება ექნებათ მშენებლობის დაწყებამდე, ‘'საქართველოს ბანკში", გამსახურდიას გამზირი #16-ში მდებარე #31 სერვის ცენტრში, .საკუთარ საანაბრე ანგარიშზე, შეიტანონ მინიმუმ 5000 აშშ დოლარი და დაელოდონ ‘'სახლის შევსებას'', რომლის შემდეგაც მოხდება მშენებლობის დაზღვევა. "ჯორჯიან ჰაუზის" მენეჯმენტი 2010 წლის 30 ნოემბრამდე ელოდება ‘'სახლის შევსებას". იმ შემთხვევაში, თუ ‘'სახლი არ შეივსო'' დამკვეთი ანაბარზე შეტანილ თანხას, დარიცხულ პროცენტთან ერთად, უკან გაიტანს. ცნობისათვის, პროექტის დასრულებისთვის 3 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.

"გამომდინარე უძარვი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობისა, მშენებარე სახლში, ბინის მყიდველი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას სახლის დასრულების გარანტიას აქცევს. შესაბამისად, "ჯორჯიან ჰაუზმა" მშენებარე ბინის გაყიდვის უსაფრთხო მექანიზმი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას მისცემს ბინის მყიდველს, შეღავათიან ფასად, თავისივე ავტოპარკინგით, შეიძინოს თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანილი ბინა. ამასთანავე, გახდეს სამშენებლო კომპანიის უშუალო დამკვეთი და მშენებლობის დასრულებამდე, წინასწარ შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვითა და მშენებლობის გრაფიკით, სადაზღვევო კომპანიის მონაწილეობით აწარმოოს პროექტის ფინანსური მონიტორინგი და დათქმულ დროში, გარანტირებულად ჩაიბაროს ნაყიდი ბინა. პროექტი წარმოადგენს სიახლეს სამშენებლო ბაზარზე იმდენად რამდენადაც მსგავსი სქემით მშენებარე ბინა ჯერ არც ერთ კომპანიას არ გაუყიდია"- აცხადებს ‘'ჯორჯიან ჰაუზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძე.

პროექტ "შევავსოთ სახლის" პრეზენტაციას ასევე დაესწრება ‘'საქართველოს ბანკის" წარმომადგენელი, გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სალომე გიორგბერიძე. ღონისძიებას დაესწრება ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის მესვეურები, გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე და კომპანიის პოტენციური მომხმარებლები.

შეგახსენებთ რომ, არქიტექტურული-სამშენებლო კომპანია ‘'ჯორჯიან ჰაუზი" 2007 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად კერძო შეკვეთებს ასრულებდა. 2008 წლიდან
კომპანიამ დაიწყო გურამიშვილის გამზირზე, ‘'კინო საქართველოს'' მახლობლად, #12 ა-ში, ცამეტ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშნებლობა, რომელიც 2012 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:41 | შეტყობინება # 239
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო მილების შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის წინადადებები გაიხსნება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ნავთლუღის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მილების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი 8 სექტემბერს გამოაცხადა.

ორ ლოტად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კორპორაციას 700 მმ-იანი მილები ორ ეტაპად 2010 წლის 15 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებმაც შესაბამისი წინადადება კორპორაციის სატენდერო კომისიას 28 სექტემბერს უნდა წარუდგინონ.

საგურამო-ნავთლუღის 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი "საგურამო - წითელი ხიდის" პროექტის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უკვე აშენდა გარდაბანი-ნავთლუღის 30-კმ-იანი მონაკვეთი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით საგურამო-ნავთლუღის პროექტი უკრაინულმა კომპანია "ვნიპიტრანსგაზმა" მოამზადა.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:41 | შეტყობინება # 240
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ანკარაში შეხვდება თურქეთის სახელმწიფო მინისტრ ჰაიათ იაზიჯის (იგი კურირებს საბაჟო საკითხებს) და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს ბინალი ილდირიმის.

შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები, მათ შორის, საბაჟო-გამშვები პუნქტების („ვალე," „სარფი," „კარწახი") სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, ასევე თურქეთთან ერთად საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად მართვის საკითხები.

29 სექტემბერს კახა ბაინდურაშვილი სტამბოლში შეუერთდება პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ჩასულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციას. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები შეხვდებიან თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯიფ თაიფ ერდოღანს. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკული და ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში. იმავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა თურქ ბიზესმენებთან, რომელზედაც განიხილება საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის საკითხები.

კახა ბაინდურაშვილი თურქეთში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით 27 სექტეკბერს გაემგზავრა და 30 სექტემბერს დაბრუნდება

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz