პარასკევი, 29.03.2024, 16:31
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:41 | შეტყობინება # 241
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს სხდომაში პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური მიიღებს მონაწილეობას.

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის და ამ მიმართულებით 2009-2010 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხს განხილავენ.

ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტებმა დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მონიტორინგი განახორციელეს და პრემიერ-მინისტრს მონიტორინგის შესახებ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გააცნობენ.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:41 | შეტყობინება # 242
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, "მოსკოვის მერის უფლებამისილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ".

"რუსეთის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის გამო იური მიხეილს ძე ლუჟკოვი გადაყენებული იქნეს მოსკოვის მერის თანამდებობიდან", _ აღნიშნულია ბრძანებულებაში.

როგორც კრემლის პრეს-სამსახური იუწყება, მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტმა ქალაქის საამშენებლო კომპლექსის ხელმძღვანელი ვლადიმერ რესინი დანიშნა.

რესინი 74 წლისაა და ის მოსკოვის მერის ყველაზე ხანდაზმული მოადგილე იყო. ლუჟკოვის არყოფნის დროს სწორედ რესინი ასრულებდა მოსკოვის მერის მოვალეობას.

უნდა აღინიშნოს, რომ აჟამად დიმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ ერთკვირიანი შვებულებიდან დაბრუნებული იური ლუჟკოვი აცხადებდა, რომ იგი გადადგომას არ აპირებდა. აღნიშნული განცხადების შემდეგ ანალიტიკოსები აცხადებენენ, რომ ლუჟკოვმა კრემლთან მოლაპარაკებები ვერ შეძლო.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:42 | შეტყობინება # 243
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, საპროტესტო მდუმარე აქციას გამართავს. აქცია პარლამენტის შენობასთან 12 საათზე დაიწყება და ახალ პროექტზე საჯარო დისკუსიის დაწყებას ისახავს მიზნად.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პარლამენტი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე აპირებს მიიღოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.
აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", „თავისუფალი აზრის სახლი", „გადაარჩინე სიცოცხლე", „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის", „კავკასიის ქალთა ქსელი" და „დამოუკიდებელ ადვოკატთა პროფკავშირი" მიიღებენ მონაწილეობას.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:42 | შეტყობინება # 244
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ნაგვის ურნაში ახალშობილის გვამი იპოვეს.

ცხედარი გადატანილია ექსპერტიზაზე,, სადაც მისი გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

აღნიშნულზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ჩვილი ბავშვის განსაცდელში მიტოვებისთვის მშობლის პასუხისგებას ითვალისწინებს.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:42 | შეტყობინება # 245
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩარ მოთაქს შეხვდა. გაიმართა, აგრეთვე, შეხვედრები სერბეთის, იორდანიის, იაპონიისა და ბულგარეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან. როგორც ვაშაძემ განაცხადა, რამდენიმე ქვეყანამ, კერძოდ, სენეგელმა და ნიგერიამ საქართველოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში დახმარებისათვის მიმართეს.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, სენეგალსა და ნიგერიაში, საჭიროა ექსპერტული დახმარება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. მათ საქართველოს მომართეს ამ საკითხებში დახმარებისათვის. ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებზე. ეს ყველაფერი ქმნის ნიადაგას იმისათვის, რომ საქართველოს ურთიერთობა აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან არ იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ დაფუძნებული ძალიან მყარ ეკონომიკურ ბაზაზე", - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:42 | შეტყობინება # 246
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
51 წლის მამაკაცი ჯილეხის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ავადმყოფი თბილისში მარნეულიდან ჩამოიყვანეს. პაციენტს ციმბრის წყლულისთვის დამახასიათებელი ნიშნები ხელის მტევანზე აღენიშნებოდა.

ექიმების განაცხადებით, მამაკაცი სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებს. მას დაავადების მსუბუქი ფორმები აღენიშნება. ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მამაკაცის დაინფიცირება

ცნობისათვის: მიმდინარე წელს საქართველოში ჯილეხის 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:43 | შეტყობინება # 247
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მაშველები 60 წლის წყალში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ. მდინარე მტკვარში შესაბამისი სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 60 წლის ბიჭიკო კაკალაშვილის ცხედარს მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ეძებდა.

შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონის სოფელ ქვემო ქანდაკის მკვიდრი 60 წლის ბიჭიკო კაკალაშვილი გუშინ სათევზაოდ წავიდა გაუჩინარდა. მისი მდინარე მტკვარში დახრჩობის ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მტკვარში კაკალაშვილის კუთვნილი ბადე ნახეს.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:43 | შეტყობინება # 248
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა. ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა უმცროს შვილს კიმ ჩენ უნს არმიის გენერლის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება.
ეს ფაქტი გახდა კორეის ლიდერის 27 წლის მემკვიდრის სახელის პირველი ოფიციალური გაჟღერება.
კორეის ლიდერმა სამხედრო წოდებით სულ 39 პირი დააწინაურა, მათ შორის საკუთარი და 64 წლის კიმ კენ ხი.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ კიმ კენ ხი ქვეყნაში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და სწორედ მას დაეყრდნობა მმმართველობის პირველ ხანებში ახალი ლიდერი. ამავე დროს არსებობს მოსაზრება, რომ ძალაუფლების ერთბაშად გადაცემა არ მოხდება, რადაგან კიმ ჩენ უნი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელია.
დღეს ჩრდილოეთ კორეაში შრომის პარტიის ყველაზე მაშტაბური კონფერენცია გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, კიმ ჩენ უნი მემკვიდრედ დასახელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ჯარმა კონფერენციის დელეგატებად მომქმედი ლიდერი და მისი მემკვიდრე დაასახელეს, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად არის მიჩნეული, რადგან ჯარის მხარდაჭერა ახალი ლიდერისთვის სასიციცხლოდ აუცილებელი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით კიმ ჩენ ირმა 2008 წელს ინსულტი გადაიტანა და უეცარი გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ მისი უმცროსი შვილი დაიკავებს ქვეყნის მეთაურის პოსტს, ხოლო გარკვეული დროით მისი რეგენტის როლს კიმ ჩენ ირის სიძე ჩჯან სონ ტხეკა შეასრულებს.
ახალი მემკვიდრის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს. მისი დაბადების თარიღად 1983 ან 1984 წელი სახელდება. იგი სხვისი სახელით შვეიცარიის ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.
რაც შეეხება კიმ ჩენ ირის უფროს შვილს, მის მიმართ მამის ნდობა ძალიან დაბალია. მიიჩნევა, რომ მასზე დიდია დასავლური კულტურის გავლენა.
შუათანა შვილს კი სპეციფიური დაავდება აქვს. მისი ორგანიზმი განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობის ქალურ ფერმენტებს გამომუშავებს და მამა მას ზედმეტად "ქალურად" მიჩნევს.
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:43 | შეტყობინება # 249
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს, 28 სექტემბერს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის "თსუ - გორდელას" სოლო-კონცერტი გაიმართება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონცერტი თსუ-ს მე-8 კორპუსში გაიმართება, რომელსაც სტუდენტებისა და ხელოვანების გარდა, თბილისის მერიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ანსამბლი მიმდინარე წელს "არტ-გენი 2010"-ის ფავორიტი ანსამბლი გახდა და ფესტივალთან ერთად მთელი საქართველო მოიარა. "არტ-გენის" გარდა, ანსამბლი ყველა ტრადიციული ფესტივალისა და ღონისძიების მონაწილეა.

"თსუ - გორდელა" 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ანსამბლ "ურმულის" სოლისტმა თამაზ მამალაძემ დააარსა. იგი ცხრა სტუდენტი გოგოებისგან შედგება.

 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 10:43 | შეტყობინება # 250
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
75 წლის კასპის რაიონში მცხოვრები, ცოფით დაავადებული, ქალბატონი კვირას ღამით გარდაიცვალა.

მას 4 თვის წინ მეზობლის ძაღლმა უკბინა, თუმცა ინფექციის საწინააღმდეგო აცრა არ გაუკეთებია.

საბოლოოდ მას ცოფის დაავადება დაუდგინეს და მისი სიცოცხლე ლეტალური შედეგით დამთავრდა.

ნ.მ. კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში ცხოვრობდა.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:29 | შეტყობინება # 251
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რუსეთის დუმამ ოს სეპარატისტებთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც კაპიტალდაბანდებების ურთიერთ დაცვასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის დუმის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი ავრცელებს.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი რუსებმა და ოსმა სეპარატისტებმა 2009 წლის 1 დეკემბერს მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმების მიზანი იყო "საერთაშორისო სამართლებრივი პირობებისა და გარანტიების შექმნა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის სამეწარმეო საქმიანობისთვის და საინვესტიციო საქმიანობისთვის".
"აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა ინვესტორებისათვის სამართლიანი და თანასწორუფლებიანი კაპიტალდაბანდების რეჟიმის შექმნას, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს დისკრიმინაციული ზომების მიუღებლობას და ნაციონალური ინვესტორებისათვის ან მესამე ქვეყნების ინვესტორთათვის თანაბარი პირობების შექმნას. შეთანხმება ეხება ინვესტიციებს, რომლებიც 1994 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა", _ იუწყება ოსური მხარე.
 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:30 | შეტყობინება # 252
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეთნიკურად ოსი პროფესორი დააჯილდოვა.

ისმაილ ხუზმიევს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადაეცა.
ხუზმიევმა 2007 წელს ჩრდილოეთ ოსეთში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. პროფესორი 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორიცაა.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:30 | შეტყობინება # 253
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ხვალ, 28 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ერთდროულად ოთხი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტების იური ცანავას (მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი), მანუჩარ შერვაშიძის (იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი), ნინო საკანდელიძის (იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი), თამარ სულხანიშვილის (ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი) სახელობის ვარსკვლავები გაიხსნება.

ეს მსახიობები 30-40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ ბათუმის დრამატულ თეატრში და ამ სცენაზე თითოეულ მათგანს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მანუჩარ შერვაშიძე და იური ცანავა გადაღებულია არა ერთ კინოფილმში, ხოლო თამარ სულხანიშვილს და ნინო საკანდელიძეს მომზადებული აქვთ არა ერთი რადიო სპექტაკლი და არიან მხატვრული კითხვის ოსტატებიც. მათ მიერ წაკითხული ქართველ პოეტთა ლექსები, აჭარის რადიოს ოქროს ფონდშია დაცული. სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ სახელმწიფო და სახელობითი პრემიები, საქართველოს დამსახურებული არტისტის და სახალხო არტისტის საპატიო წოდებები.

ვარსკვლავის გახსნამდე, ერთი დღით ადრე, 27 ნოემბერს, ბათუმის თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა `კალიფორნიული სუიტა~, რომლის რეჟისორიცაა იური ცანავა (მონაწილეობენ მსახიობები ცირა აბზიანიძე, ავთანდილ ქარჩავა და თეონა შამილაძე). ვარსკვლავის გახსნის დღეს, კი 17 საათზე გაიმართება სპექტაკლი `მეფე ლირი თავშესაფარში~, რომელშიც ბათუმის თეატრის ყველა თაობის მსახიობებთან ერთად ვარსკვლავებიც მონაწილეობენ. სწორედ სპექტაკლის დასრულების შემდეგ იგეგემება ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

ვარსკვლავების გახსნის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:31 | შეტყობინება # 254
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის აზრით, ხელისუფლების დამარცება ცალ-ცალკე არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია.

როგორც ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობითა და ერთიანი გეგმით იქნება შესაძლებელი.

"ხალხის ნდობა გვექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპოზიციის რომელიმე ლიდერს პირველობის ამბიცია არ ექნება და ამ ამბიციებს დაივიწყებს. მარტო არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა და ეს კარგად ჩანს. ეს კარგად დავინახეთ 25 ნოემბერსაც, როცა პარლამენტის წინ სახალხო კრება გაიმართა", - განმარტა ნოღაიდელმა,
აღნიშნულ კონტექსტში, "სამართლიანი საქართველოსთვის" კოლეგებს გაერთიანებას - კონსოლიდირებულ ქმედებებს და ერთიანი გეგმის შემუშავებას სთავაზობს.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:32 | შეტყობინება # 255
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს ენერგეტიკის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები, საფრანგეთში ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ალექსანდრე ხეთაგურმა და ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღეს პარიზში ბიზნესემენთა გაერთიამენბა "მედეფის" შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის მეწარმეთა უმსხვილესი ალიანსია.

ბიზნესგაერთიანების რამოდენიმე წარმომადგენელი კომპანია საქართველოში უკვე ოპერირებს, ან მომავლში აპირებს ინვესტირებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, ქართული სამთავრობო დელეგაციის განმეორებითი ვიზიტი საფრანგეთში 2011 წლის იანვარშია დაგეგმილი.

"საფრანგეთის მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. გვქონდა რაოდენმე შეხვედრა საფრანგეთის ფრინანსთა სამინისტროში და პრეზიდენტ სარკოზის მრჩევეებთან. იანვარში ისევ ჩამოვალთ და ახალ მინისტრებს შევხვდებით, რადგანაც ყველამ კარგად იცით რომ საფრანგეთის მთავრობაში სულ ახლახანს დიდი რეორგანიზაცია დასრულდა", _ განაცხადა ვერა ქობალიამ.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz