ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:57
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:33 | შეტყობინება # 256
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ავღანეთში ორი ტერორისტ-თვითმკვლელის მიერ მოწყობილ ტერაქტს 12 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. დღეს ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია პაქტიკას ქალაქ შარანში ორმა ტერორისტმა-თვითმკვლელმა პოლიციის უსაფრთხოების ძალების შტაბის შენობა ააფეთქა აფეთქების შედეგად დაღუპულია, როგორც ორივე ტერორისტი ასევე 12 პოლიციელი, დაჭრილია 16 სამართალდამცავი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის სარდლობის წარმომადგენელი გენერალი დაუდ ანდარაბი ავრცელებს.

ყველა დაჭრილი ნატოს სამხედრო ბაზის სამედიცინო ნაწილშია გადაყვანილი.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:33 | შეტყობინება # 257
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
82 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი გივი თოხაძე გარდაიცვალა. მსახიობს ხვალ, 28 ნოემბერს დაკრძალავენ.

თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გივი თოხაძე კინოსტუდია ქართულ ფილმში მუშაობდა.

"საბუდარელი ჭაბუკი", "დღეს პირელი დღე უკანასკნელი", "ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი" და სხვა - არტისტმა სულ 60-მდე კინოსახე შექმნა.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:34 | შეტყობინება # 258
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
"თეთრების" თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ დუელში იწვევს.

შაშიაშვილი ალასანიას იმ განცხადების გამო უპირისპირდება, რომელშიც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, რომ სახალხო კრება მხოლოდ ქუჩის აქციაა, მისი ლიდერები კი ქუჩის პოლიტიკოსები არიან.

"ეს დუელი აუცილებლად უნდა გაიმართოს. შესაძლოა, მასში ორივე დავმარცხდეთ, მაგრამ, დადგა ჩემი და ალასანიას პოლიტიკური დუელის დრო", - განაცხადა შაშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე.

ამასთან, შაშიაშვილმა ალასანიას "ხურდაც" დაუბრუნა და მის აღნიშნულ მოსაზრებაზე საპასუხოდ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი "კრემლის წარმომადგენლების" თანამოაზრეობაში დაადანაშაულა.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:34 | შეტყობინება # 259
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა.

ფარულ კენჭისყრაში, 49 დელეგატიდან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო.

ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

"თბილისი 2015" - შესაბამისი ბანერები ბელგრადის სასტუმრო "ჰაიატის" ფოიეში უკვე განთავსებულია. ბელგრადში იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია. მათ შორის არიან ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები და ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ასამბლეაზე 10-წუთიანი შოუ პროგრამა წარმოადგინეს. სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისთვის სიმღერაც ჩაიწერა, რომელსაც დუეტი "ჯორჯია" ასრულებს.

ბელგრადში იმყოფება თბილისის მერი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა. გარდა ამისა, ასამბლეის მონაწილეებს კენჭისყრის დაწყებამდე ვიდეო მიმართვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:35 | შეტყობინება # 260
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
ირაკლი ჩიქოვანმა, მამუკა კაციტაძემ და კახა კუკავამ ზბიგნევ რიბაცკის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში მიმდინარე პროცესები და ჯგუფის ფარგლებში რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთობლივი წინადადებები გააცნეს.
რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის რათა ისინი ჩართულყვნენ დამკვილებლის სტატუსით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში. აღნიშნული თხოვნა გათვალისწინებულ იქნა, შესაბამისად მომავალი ოთხშაბათიდან ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრებიან ჯგუფის მუშაობას.
ნატოს ლისაბონის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის პროცესს და უშაუალოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით ჩასაატერბულ სამუშაობებს. ამავე დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ პროცესებში თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობას.
 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:36 | შეტყობინება # 261
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 39-ე ასამბლეისს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა მოისმინეს. ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ოლიმპურ ჩემპიონებსა და ხელისუფლების მხრიდან სპორტისა და სპორტსმენების ყურადღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს 43 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარებაა.

"ჩვენ ვამაყობთ ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენებით. გვყავს 1000-ზე მეტი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, 1000-ზე მეტი სპორტული ობიექტი ავაშენეთ და გავზარდეთ ამ სფეროს დაფინანსება. შემოქმედებითი მიდგომა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა. ფარულ კენჭისყრაში, 49 დელეგატიდან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო. ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

 
RAPERთარიღი: შაბათი, 27.11.2010, 21:36 | შეტყობინება # 262
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს, 28 ნოემბერს, შობის მარხვა იწყება. საეკლესიო კალენრის მიხედვით, შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით".

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ".

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნეშივე მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში - ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (IX ს.), საბა განწმენდილისა (V ს.) და ლეონ რომის პაპის (V ს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმად უდევს ფესვები მარხვის საეკლესიო ტრადიციას.

შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება. საზოგადოდ კი, ისევ უნდა შევნიშნოთ: მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.

 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:45 | შეტყობინება # 263
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს შეფასებით, ქოლერის ეპიდემია, რომელიც ჰაიტზე კვალვ მძვინვარებს, მალე შესაძლოა გლობალურ ეპიდემიაში გადაიზარდოს.

"ყველა გათვლებით, ჩვენ მალე გავხდებით მოწმეები 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ქოლერის ახალი ეპიდემიის დაწყების", - აღნიშნა "ინტერფაქსთან" საუბრისას ონიშენკომ და აქვე დასძიანა, რომ ჰაიტიზე გავრცელებული ქოლერა, თავის წინამორბედისგან განსხვადება და პრინციპულად სხვა, ახალი თვისებები აქვს.

ამასთან, რუსეთის მთავარი სანიტარი მიიჩნევს, რომ გაეროს მიერ შექმნილმა კომისიამ კუნძულ ჰაიტზე აუცულებელია ქოლერის ვირუსის მახასიათებელი შეისწავლოს, რადგან არსებული მონაცემებით ის პალანეტაზე დარგეისტრირებული ყველა ტიპის ვირუსისგან განსხვადება.

ოფიციალური ინფომაციით, ჰაიტიზე ქოლერით დავადებული 114 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული. დაიღუპა 2 535 ადამიანი. ქოლერის 38 შეთხვევა უკვე დომენკის რესპუბლიკაშიც გამოვლინდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:45 | შეტყობინება # 264
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ხელისოფლების სასაზღრვო პოლიტიკას აკრიტიკებს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით მოლაპარაკებების თაობაზე კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა ის არათანიმდევრული და დაუგეგმავი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში და მეზობელ მეგობრულ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას ახორციელებს.

როგორც "დემოკრატიული მოძრაობა" აღნიშნავს, 13 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის სანაცვლოდ საქართველოს სხვა ტერიტორიას სთავაზობს, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია მეორე დღესვე უარყო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დღეისათვის ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"ხელისუფლების არასწორი ქმედებებისა და ხშირად უმოქმედობის შედეგს კი საქართველოს საზღვრისპირა მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავს. ჯერ კიდევ 21 აპრილს სოფელ ერისიმედში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სოფლის მაცხოვრებლის მკვლელობასთან დაკავშირებულ განცხადებაში „დემოკრატიულმა მოძრაობამ" ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ "მსგავსი ინციდენტების გამორიცხვის მიზნით აუცილებელია შესაბამისი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სრულად უგულებელყოფილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ქართველ სამართალდამცავებსა და მესაზღვრეებს აკრძალული აქვთ მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან კონტაქტიც კი. მსგავსი არაპროფესიონალური და არაედეკვატური პოლიტიკის შედეგებს, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმკის", - აცხადებენ ბურჯანაძის პარტიაში.

მათი განმარტებით, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციამდე, მოსახლეობის არსებული ყოფითი პრობლემების მოგვარება მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებათა მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი. "სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას არამარტო პოლიტიკურ დონეზე არ შეუძლია შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანთან საზღვრის საბოლოო დადგენის მიზნით, არამედ უწყებათა შორის დონეზეც ვერ ახერხებს სამუშაო ურთიერთობების დამყარებას", - დასძენს "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო".



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:45 | შეტყობინება # 265
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბელორუსიის და რუსეთის ურთიერთობა იქნება საუკეთესო. ამის შესახებ პირობა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ დადო.

"რუსეთთან ურთიერთობა საუკეთესო გვქონდა და ისევ საუკეთესო იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კი მინიმუმ - კარგი", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

როგორც ცნობიალია, ბოლო თვეების განმავლობაში ოფიციალურ მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბელორუსის პრეზიდენტმა პირველად კრემილის წინააღმდეგ მაშინ "გაილაშქრა", როდესაც მის ქვეყნას "გზაპრომმა" ბუნებრივი აირის დავალინების დაფარვა მოსთხოვა, ლუკაშენკო კი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა.

აღსანიშნვია ის ფაქტიც, რომ ბელორუსის პრერზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს მიმართ შეურაცმხოფელ გამონათქვამებსაც არ იშურებდნენ.

რამდენიმე დღის წინ კი ლუკაშენკომ საჯაროდ აღნიშნა, რომ ის და მედვედევი "შერიგდნენ", თუმცა მათ შორის ურთიერთოების "დათბობის" კონკრეტული მიზეზიები არ დაუსახელებია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:46 | შეტყობინება # 266
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საფრანგეთში, დიდთოვლის გამო, ტრანსპოეტის მოძრაობა პარალიზებულია. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, პარიზში სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა დიდითოვლობის გამო პარალიზებულია და 400-მდე ოჯახი, რომელიც საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან მანქანებით გადმოვიდა იძულებულები გახდნენ პარიზის მიმდებარედ, სავტომობილო გზაზე დღე მანქანებში გაეთარებინათ.

ამ დროისთვის პარიზში პრაქტიკულად შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსების მოძრაობა, ხოლო შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში ფრენები დღეს დილიდან დროებით შეწყდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:46 | შეტყობინება # 267
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", ქუთაისში, 2009 წლის "დიდების მემორიალის" აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბესელიას მოძრაობა, აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება აკისრებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შედეგად დედა-შვილ ჯინჭარაძეების დაღუპვაში ბრალი ხელისუფლებას მიუძღვის.

"ერთი წელი გავიდა ქუთაისში ,,დიდების მემორიალის" აფეთქებიდან, რომელმაც აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, დედა-შვილი ჯინჭარაძეების ტრაგიკული გარდაცვალება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტრაგედიას საზოგადოების საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დაიდო ფაქტის შესწავლისა და ობიეტური გამოძიების პირობა, მთავარმა დამნაშავემ - ხელისუფლებამ შეძლო პასუხისმგებლობის არიდება. დღეს ისევე, როგორც ერთი წლის წინ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მწუხარებას მომხდარის გამო და კვლავ ავღნიშნავთ, რომ 2009 წლის 19 სექტებმრის ტრაგიკულ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და სააკაშვილის რეჟიმს ეკისრება", - განმარტებულია განცხადებაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:47 | შეტყობინება # 268
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკელებს პირობა მისცა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სიტემებს პოლონეთში და რუმინეთში განათავსებს.

Aსსოციატედ Pრესს-ს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც სენატში რესპუბლიკელების ლიდერის მიტჩუ მაკონელის სახლეზეა გაზავნილი.

აღსანიშნვია, რომ ვრცელდებოდა ინფომაციია, იმის შესახებ, რომ ამერიკის მიერ ირანისთვის ნაქციების დადებას რუსეთმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ თეთრმა სახლა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების პოლონეთში და ჩეხეთში განთავსებაზე უარი თქვა.

მიმაგრება: 7928236.jpeg (18.7 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:47 | შეტყობინება # 269
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2008 წლის აგვისტოს ომში მის მიერ რუსეთის დადანაშაულება უარყო.

ამის შესახებ ლუკაშენკომ დღეს, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან ჭიკილეაკს-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების კომენტირებისას განაცხადა.

"არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ჩემი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში მე უკვე დავაფიქსირე", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსნებთ, რომ ჭიკილეაკს-სის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალების მიხედვით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტისა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოს შორის 2009 წლის ოქტომბერში, მინსკში გამართულ შეხვედრის დროს ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მოსკოვმა საქართველოსთან ომის პროვოცირება მოახდინა, რისთვისაც ის რამდენიმე წელი ემზადებოდა, ხოლო ბელორუსი, შესაძლოა, აიძულონ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იაფი გაზის საფასურად".

გამოცემის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა, ის შეიძლება აიძულონ აღიაროს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი მისცენ იაფი გაზი.

შეგახსნებთ, რომ ბელორუსის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების დაპირისპირების დროს დიმიტრი მედვედევი ბელორუსის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ დადებულ პირობა არაერთხელ შეახსენა, რაზეც ლუკაშენკომ კრემლს სიძუნწეში ღიად დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის საჭირო თანხა არ გადაუხადეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: კვირა, 19.12.2010, 17:48 | შეტყობინება # 270
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მთავრობა ამ ეტაპზე არ აპირებს "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" კანონპროექტის "მცირე ბიზნესის შესახებ" მიღებას.
როგორ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციაში განუცხადეს, კანონპროექტზე აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი უწყებიდან გადაგზავნილი დასკვნა საკმაოდ ზედაპირულია, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები "მცირე ბიზნესის შესახებ" კანონპროექტს დეტალურად და საფუძვლიანად არ გაცნობიან.
"კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას გადავუგზავნეთ. ჩვენი სტრატეგია იყო, რომ კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები ჯერ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გაგვევლო და ამის შემდეგ პარლამენტში მის ლობირება დაგვეწყო. აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კანონპროექტზე დადებული დასკვნა არის საკმაოდ ზედაპირული, რადგანაც რეალურად ისინი კანონპროექტს სიღმისეულად არ გაცნობიან",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან კალანდაძემ.
ლევან კალანდაძის განმარტებით, კანონპროექტის სახით ახალი რეგულაციების შემოტანა, მათ შორის მცირე ბიზნესის სტიმულირებასთან მიმრთებაში, რიგ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს პრიორიტეტულად არ მიაჩნიათ.

"ფინანსთა სამინისტრომ თავის დასკვნაში მოიწერა, რომ მცირე ბიზნესს განეკუთვნებიან საწარმოები, როლებიც 2 მლნ. ლარის ბრუნვის მქონენი არიან და შესაბამისად მათვის მასტიმულირებელი რეგულაციების მიღება მიზანშეწონილად არ მიჩნიათ და ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ", - აცხადებს "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე.

შეგახსეებთ, რომ რამდენიმე თვის უკან "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ" მცირე ბიზნესის დასაცავად საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. "მცირე ბიზნესის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია შეიქმნება, რომლის მისიაც მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა იქნება.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაცია შეიმუშავებს ყოველწლიურ პროგრამას, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს: საგარანტიო წერილების გაცემა ან ფინანსური საშუალებების გამოყოფას მცირე ბიზნესის დაკრედიტების მიზნით შუამავალი ორგანიზაციების მეშვეობით, დამწყები და ასევე არსებული საწარმოების გასავითარებლად.
ასევე ტრენინგებისა და სწავლებების ორგანიზებას მცირე ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეებისათვის მათი მენეჯერული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით, მარკეტინგული სტრატეგიების დამუშავებაზე, ბიზნეს გეგმების შედგენაზე, კომერციულ ბანკებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობების საკითხებზე. სასწავლო პროგრამების მიზანია ბაზრის მოთხოვნებთან საწარმოთა ადაპტაციის ხელშეწყობა;


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz