ოთხშაბათი, 24.04.2024, 12:04
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 26
  • 27
  • »
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:23 | შეტყობინება # 16
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყებაში პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები. სავარაუდოდ აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა განპირობებულია არამართლზომიერი გარემოებებით. საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროში გენპროკურატურა გუშინ შევიდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:24 | შეტყობინება # 17
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოსკოვში ხანძრის შედეგად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. უმნიშვნელო წვიმამ არსებული მდგომარეობა ვერ შეცვალა.

მოსეკომინიტიორინგის მონაცემებით, რუსეთის დედაქალაქში ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დადგენილ ნორმებს 4-10 ჯერ აჭარბებს.

წუხელ სამხრეთ აღმოსავლეთის ქარის გამო ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა. მოსახლეობას შესავბამისი სამსახურები აფრთხილებენ რომ ქუჩებში აერწინაღების გარეშე არ გამოვიდნენ. Aრსებული ვითარებიდან გამომდინარე 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს სამსახურებში რეკომენდაცია მიეცათ რომ სამსახურებში არ გამოცხადდენ.

იმ ადამიანებს, რომლებთაც მუშაობა ღია პირობებში უწევთ რეკომენდაცია მიეცათ, რომ ერთიანმა ხანგრძლივობამ არ გადააჭარბოს 20 წუთს და აღნიშნულის შემდეგ 10-12 წუთი დაისვენოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:25 | შეტყობინება # 18
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რიკოთის უღელტეხილზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია სავარაუდოდ დღეს მოხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის უფროსმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა.

"რიკოთის უღელტეხილზე ხანძარი გუშინ გჩანდა. ცეცხლი ტყეში 4 ჰექტარ ტერიტორიაზე მოდებული, თუმცა ვფიქრობთ ადგილობრივი ძალებით ვფიქრობთ, რომ დღეს ხანძრის ლიკვიდაციას უკვე შევძლებთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ხაჩიძემ.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია ხაშურის, ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია.

ხაჩიძის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

ამასთან, სატყეო დეპარატამენტის უფროსის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის 9 კერა დაფიქსირდა, თუმცა მათი მასშტაბურობის სიმცირის გამო ადგილობრივი ძალებით ცეცხლის ლიკვიდირება მოხერხდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:25 | შეტყობინება # 19
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს მოსკოვში 40 გრადუსამდე სიცხეს ელოდებიან - აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობაზეა გადაყვანილი მოსკოვის სახანძრო სამსახური. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახური საქალაქო მეურნეობის ობიექტები განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.

მთავრობის წარმომადგენლები განსაკუთრებით აკონტროლებენ გამაჯანსაღებელი ბაანკების მდგომარეობას სადაც ბავშვები ისვენებენ.

ქალაქის სკვერები და პარკები სადაც ხანძრის წარმოქმნის რისკები მაღალია საგანგებოდ ირწყვება, რათა გაიზარდოს ტენიანობა.

საექსპლუატაცია სამსახურებს დაევალათ კონტროლზე აიყვანონ ელეტრომეურნეობების ასევე სალიფტო მომსახურეობების გამართული საქმიანობა. ოფისებს სახლებსა და სხვადასხვა ობიექტებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ გაზონებზე განახორციელონ ტენიანობის რეგულარული შენარჩუნება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 11:26 | შეტყობინება # 20
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება კვლავ ვერ ხერხდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაპაუნა ხაჩიძემ განუცხადა, ხანძრის ჩაქრობას ისიც ართულებს, რომ ცეცხლი ნაძვნარს უკიდია, რომელიც უკვე გადაბერებულია.

მისვე თქმით, ადგილზე რეკორდული რაოდენობის სამაშველო ძალები და ტექნიკა მობილიზებული, ასევე ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ავიაციაც.

"აწყურში 1000 მაშველი ცდილობს ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ამ დრომდე მისი ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ხანძრის კერების მოსახლეობისგან 5-7 კილომეტრის მოშორებით არის გაჩენილი, მაგრამ ადგილობრივებს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრებათ", - განაცხადა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ჰექტარზეა ხანძარი გაჩენილი, რადგან მაშველები შესვლას ტყეში ჯერ ვერ ახერხებენ.

ამ დროისთვის აწყურში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე იმყოფება, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი აწყურის ტყეში 4 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 15:08 | შეტყობინება # 21
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლიდან 16 მასწავლებელი გაათავისუფლეს. როგორც უსამსახუროდ დარჩენილმა მასწავლებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, სკოლის დირექტორმა პედაგოგები სამსახურში ნათესაური ნიშნით დატოვა.

„სკოლაში დირექტორის ბევრი ნათესავი და ახლობელი მუშაობს. ყველა მათგანი სამსახურში დატოვა. ჩვენი არც სამუშაო სტაჟი გაითვალისწინა, არც მიღწევები და სამსახურიდან დაგვითხოვა. სადაც გინდა მიჩივლეთ, ვერაფერს ვერ გახდებითო, გვითხრა დირექტორმა. არ ვაპირებთ მისი ქმედებები რეაგირების გარეშე დავტოვოთ. დირექტორი თავის თანამდებობას ბოროტად იყენებს და ამაზე პასუხს ვაგებინებთ", - აღნიშნეს სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა.

ანაგის საჯარო სკოლის დირექტორის თამარ ჯოხარიძის განცხადებით, პედაგოგებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა და ახალი ხელშეკრულება მხოლოდ იმდენ პედაგოგთან გააფორმა, რამდენიც სკოლას სჭირდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 15:08 | შეტყობინება # 22
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თურქეთ-სოხეთის საზღვარზე დღეს ადგილობრივი დროით 03:56 საათზე 2,6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქთის ქალაქ ყარსიდან, აღმოსალეთ-ჩრდილოეთით 48 კილომეტრში მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრემ 3-4 ბალი შეადგინა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 15:08 | შეტყობინება # 23
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 2011 წელს რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის დაახლოებით 10 მილიარდ რუსულ რუბლს გამოუყოფს. პუტინის თქმით, აღნიშნული თანხა ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად გამოიყოფა. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან შეხვედრისას გააკეთა.

"ჩვენ მომდევნო წლისათვის რეზერვში გვაქვს 6,8 მილიარდი რუსული რუბლი სამხრეთ ოსეთისათვის და 3 მილიარდ აფხაზეთისათვის. ამ თანხას ბიუჯეტში ჩავრთავთ, გთხოვთ, კოლეგებთან ერთად წარმოადგინოთ წინადადებები კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით", _ განაცხადა პუტინმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 15:09 | შეტყობინება # 24
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სექტემბრიდან სავარაუდოდ, ფქვილის ფასი მოიმატებას, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ცვლილება საქართველოზეც აისახება, რადგანაც ქვეყანა ხორბლის იმპორტიორი ქვეყანაა.

მინისტრის განცხადებით, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საქართველო უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს აშშ-სთან, გერმანიასთან და ყახაზეთტან, რათა ადგილობრივ ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე დეფიციტი არ შეიქმნას.

"აგვისტოში ფასები სტაბილური იქნება, ხოლო სექტმებრიდან მსოფლიო ბაზრაზე მარცვლეულის გაძვირების გამო ფასების კორექტირება მოხდება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კვეზერელმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ევროპული ხორბალი გამოჩნაზე განცხადება სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან: საუბნრისას სატრეიდინგო კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელმა კოკი ოსიპოვა რამოდენიმე დღის უკან გააკეტა.

მისივე ინფორმაციით, ტრეიდერები ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

"ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში ვართ და თუ აღმოჩნდა რომ ფრანგული და გერმანული ხორბალი ძვირი გვიჯდება, მაშინ ისევ ამერიკიდან შემოტანაზე ვიფიქრებთ"- განაცხადა კოკი ოსიპოვმა.

მისი განმარტებით, კრიზისის გამო რუსეთიდან ხორბლის შემოტანა კომპანიებისთვის მომგებიანი აღარ არის, მით უმეტეს რომ მწირი მოსავლის გამო რუსეთმა ხორბლის ფასის მომატება უკვე დაიწყო და ფოთში შემოტანილი განუბაჟებელი რუსული ხორბლის ღირებულება უკვე 260 დოლარია და მოუსავლიანობის გამო რუსეთი ფასს კიდევ გაზრდის. სტატისტუკური მონაცემების თანახმად, ქვეყანა წლის განმავლობაში 800 ათას ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის 15 %-იც ადგილზე იწარმოება. იმპორტირებული ხორბლის 95 %-ი რუსეთზე, ხოლო დანარჩენი 5 %-იც ყაზახეთზე და უკრაინაზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ ხორბლის მსოფლიო ფასები ბოლო 23 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა, რისი მიზეზიც რუსეთში არსებული გვალვებია. ამ ციფრებმა კი, შესაძლოა, სასურსათო ინფლაცია გამოიწვიოს. ავსტრალიის ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მაიკლ პიტსის განცხადებით, ბაზარზე მცირე პანიკაც კი დაიწყო. წლის დასაწყისიდან ხორბალზე მსოფლიო ფასებმა უკვე 80%-ით მოიმატა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 15:09 | შეტყობინება # 25
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მიხეილ სააკაშვილი ბაქოში დაგეგმილ ენერგეტიკულ სამიტს დაესწრება.

14 სექტემბერს ბაქოში ენერგეტიკული სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. სამიტი აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეხება და პრეზიდენტები შესაბამის დეკლარაციასაც გააფორმებენ.

აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საჭირო დოკუმენტის შესათანხმებლად ბაქოში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 13 სექტემბერს შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრების დონეზე შედგება.

წინასწარი ინფორმაციით, ბაქოს სამიტრს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტტინგერი დაესწრებიან.
13 აპრილს ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ~, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას.
პროექტის მიხედვით გაზის გამათხევადებელი ტერმინალი საქართველოში სავარაუდოდ ყულევში აშენდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.

პროექტის თანახმად, საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრასპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: პარასკევი, 06.08.2010, 15:09 | შეტყობინება # 26
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კომპანია "თელასის" ქვესადგურ "საბურთალო-1" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 9 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ბახტრიონის, იყალთოს, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ფანასკერტელ-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს

სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 09.08.2010, 10:13 | შეტყობინება # 27
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 9 აგვისტოს, აშშ-ის მიერ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 65 წელი შესრულდება.

1945 წლის 9 აგვისტოს აშშ-მ 5-ტონიანი ბომბი, სახელად "მსუქანი კაცი" ("Fat Man ") ჩამოაგდო ნაგასაკიზე, რის შედეგადადაც 73 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 ათასი სხვადასხვა დავადებამ იმსხვერპლა. მანამდე, 6 აგვისტოს, ბირთვული ბომბი, სახელად "პატარა ბიჭი" ("Little Boy "), ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიისწრაფის, რომ მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე იყოს, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ხიროსიმას ატომური დამომბვის 65 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს პირველად იაპონიაში აშშ-ის ელჩი მონაწილეობას მიიღებს ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო იაპონიის წინააღმდეგ აშშ-ის ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს.

ჰიროსიმაში ჩამოგდებულმა ბომბმა რამაც 12 კვადრატულ კილომეტრზე დაანგრია და ფერფლად აქცია შენობებისა და ნაგებობების 60 %-ზე მეტი. ატომური დაბომბვის შედეგად დაიღუპა 240 ათასი ადამიანი, დაშავდა 163 ათასი. გადარჩენილი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაავადდა ლეიკემიით, პლასტიკური ანემიითა და სხვადასხვა სახის დავაადებით. დღეისთვისც ქალაქში კიბოთი დავადებულთა რაოდენობა 10-ჯერ აღემატება მთლიანად იაპონიაში დავადებულთა რაოდენობას.

ნაგასაკიში 5-ტონიანი ბომბის ჩამოგდების შედეგად კი 73 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 ათასი სხვადასხვა დავადებამ იმსხვერპლა.

თუმცა მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება, რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები, რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ, ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია, რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნაგასაკიში _ 74 000. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე, ვინც დაიღუპებოდა, ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ, აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ, რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობა იყო.

1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა კაცობიობის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 09.08.2010, 10:13 | შეტყობინება # 28
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

დღეს, 9 აგვისტოს, ქართველი მწერალის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის, გიორგი ლეონიძის გარდაცვალებიდან 46 წელი სრულდება. იგი 1966 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა.

გიორგი ლეონიძე 1899 წლის 27 დეკემბერს საგარეჯოს რაიონში, სოფელი პატარძეულში დაიბადა. 1907 წელს ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1918 წელს დაასრულა. სემინარიაში იგი ვასილ ბარნოვთან, ნიკო სულხანიშვილთან და კორნელი კეკელიძესთან ერთად სწავლობდა.

ლეონიძის პირველი ლექსები და წერილები პრესაში 1911 წლიდან გამოჩნდა. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი".

პირველი ლექსი "მცხეთა" ახალგაზრდობაშივე გამოაქვეყნა (1911, გაზეთ "სინათლე"). 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლექსებში, წერილში "ოსკარ უალდი" (ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება", № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი.

1918 წელს ლეონიძე დაუახლოვდა "ცისფერყანწელებს". 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული "რევოლჲიუციის პოეტები". 1922-1923 წლებში ლეონიძე "ცისფერყანწელთა" ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ "ბახტრიონს" რედაქტორობდა.

ლეონიძე თვითმყოფადი და ღრმად ეროვნული პოეტია. მისმა ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა ("ნინოწმინდის ღამე", "სიმღერა პირველი თოვლისა", 1926; "მყვირალობა", "ყივჩაღის პაემანი", "ყივჩაღის რამე", 1928; "ოლე", 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

ლეონიძის მოთხრობების წიგნმა "ნატვრის ხემ" (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები გააზრებული დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგება. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადითაა გაჯერებული.

ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების განმავლობაში ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ალმანახი "ლიტერატურული მემკვიდრეობა", რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში "ლიტერატურული მატიანის" რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს, 1957-1966 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.

ლეონიძე დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენითა და მედლით. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 09.08.2010, 10:15 | შეტყობინება # 29
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

დღეს, 9 აგვისტოს, 14:00 საათზე ვისოლი ბათუმში მომსახურების ახალ ცენტრს ხსნის. მომსახურების ცენტრი, რომელიც ქალაქის ცენტრში - რუსთაველის 41-ში განთავსდა, როგორც კორპორაციულ, ასევე კერძო პირებს მოემსახურება.

სერვის ცენტრი მომხმარებლებს პლასტიკური ბარათებითა და ტალონებით მომსახურებას სთავაზობს და საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღებაც ადგილზევეა შესაძლებელი. ადგილობრივი მომხმარებელი ავტომატურად სარგებლობს ყველა იმ შეღავათითა და ფასდაკლებებით, რასაც კომპანია მომხმარებელს ზოგადად სთავაზობს.

სერვის ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ვისოლი აჭარაში 1000-მდე ორგანიზაციას ემსახურება და ყოველდღიურად 7000-მდე კერძო პირს ამარაგებს საწვავით.

დღესდღეობით აჭარაში ვისოლის 8 ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კომპანიის ქსელს კიდევ 4 ავტოგასამართი სადგური შეემატება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 09.08.2010, 10:19 | შეტყობინება # 30
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და იქ მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს .

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დღესვე იმპორტიორებს შეხვდება.

ბაინდურაშვილი ფოთის პორტშიც მივა და საბაჟო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 26
  • 27
  • »
ძებნა:

ჰოსტერი uCoz