ხუთშაბათი, 16.08.2018, 07:08
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:24 | შეტყობინება # 286
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბორჯომ-ბაკურიანის პარკთან გაჩენილ ხანძარს ცირკ "შაპიტოს" ცხოველები ემსხვერპლნენ. ცირკ "შაპიტოს" ყველა ცხოველი დაიწვა,_ექვსი ძაღლი, ორი მაიმუნი, ერთი იგუანა (ხვლიკის სახეობა). ხანძარი ტყე-პარკს არ გადასდებია.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბორჯომ-ბაკურიანის გამგებელმა არჩილ მიქელაძემ აღნიშნა, ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, თუმცა სამაშველო სამსახურს ცირკის მსახიობები მოგვიანებით დაუკავშირდნენ.

"ჯი-ეიჩ-ენი" დაბა ბაკურიანის მაჟორიტარ დეპუტატს, ბორჯომის საკრებულოს წევრ ლევან შავკანსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ხანძარი ღამის ორ საათზე გაჩნდა, თუმცა სამაშველო სამსახურში შეტყობინება 04.40 საათზე შევიდა. მეხანძრეებს ცხოველები უკვე დამწვარი დახვდათ.

ხანძარი მანქანის მისაბმელს გაუჩნდა, შემდეგ ე.წ. "პალატკას" გადაედო. არსებული ინფორმაციით, ცირკის მსახიობებს დენის გამათბობელი ჰქონდათ ჩართული, ცხოველების სიახლოვეს. ამდენად, არაა გამორიცხული, ხანძარი ამასაც გამოეწვია.

ხანძრის შედეგად ცირკის მსახიობები არ დაშავებულან.

შეგახსენებთ, ცირკი "შაპიტო" ქართველებისგან შემდგარი დასია, სადაც ერთი მსახიობი იაპონელი გოგონაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:25 | შეტყობინება # 287
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსელი კოლეგის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრება.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი მოწვევა ადმინისტრაციაში არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში ჩატარდა.

ახალი ვადით არჩეული ძველი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 21 იანვარს გაიმართება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:25 | შეტყობინება # 288
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ აშშ-ის ეკონომიკური კრიზისი და მოსალოდნელი დეფოლტი მსოფლიო ეკონომიკაზე და უშუალოდ საქართველოზე გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს.

"ვფიქრობ აშშ-ში დეფოლტი უახლოეს პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია. მართალია დამაფიქრებელია ამ ქვეყნის მთლიანი ვალის მოცულობა და მისი ზრდის ტენდენცია, მაგრამ ამ ეტაპზე დეფოლტის საშიშროება ნამდვილად არ დგას. თუ ეს მოხდა, ეს არ იქნება მხოლოდ ამერიკული მასშტაბის კრიზისი, ის მთელს მსოფლიოს გადაედება, რადგან მსოფლიო ვაჭრობაში და ეკონომიკაში აშშ-ის წილი მოცულობითია. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და აშშ-ის მთავრობას ჯერ კიდევ აქვს რესურსები, რომ ვალის ზრდის ტენდენცია და მისი უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე არ გაგრძელდეს,"- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი ლექვინაძე.

ექსპერტის განმარტებით, ამ ეტაპზე აშშ დოლარის გაუფასურების ტენდენციაც სწორედ აშშ-ის ვალის ზრდასთან არის დაკავშირებული, რადგან მისი ზრდა აშშ-ის ეკონომიკის მიმართ ნდობასა და მის პოზიციებს ასუსტებს.

"რაც შეეხება გავლენას საქარეთველოს ეკონომიკაზე, გავლენა რა თქმა უნდა ნეგატიური იქნება, რადგან ქართული ვალუტა გამყარებულია აშშ-ის დოლარით, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და მსხვილი გარიგებებიც ამ ვალუტაში ხორციელდება, ასევე საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია",- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო ვალმა 2011 წლის დასაწყისში რეკორდულ მაჩვენებელს _ 14 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
მარტის ბოლოსთვის ვალის გაზრდა კიდევ 300 მლრდ. დოლარითაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში ქვეყნის სახელმწიფო ვალი დადგენილ ზღვრულ ოდენობას მიაღწევს.
თუკი დავალიანება დადგენილ ზღვარს გადააჭარბებს, ქვეყანას ისტორიაში პირველად დეფოლტი ელოდება.
როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის სახელმწიფო ვალი 2-ჯერ გაიზარდა, 2005 წლის იანვარში კი აშშ-ის სახელმწიფო ვალი 7 ტრილიონი დოლარი იყო.
უახლოეს დღეებში აშშ-ის კონგრესი სპეციალურ სხდომას მიუძღვნის სახელმწიფო ვალის საკითხს. კონგრესმენებმა უნდა გადაწყვიტონ, გაზარდონ თუ არა ზღვარის ლიმიტი, თუ შეამცირონ სახელმწიფო ხარჯები.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ტიმოტი გაიტნერმა კონგრესს სახელმწიფო ვალის ზღვარის გაზრდისკენ მოუწდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრი აცხადებს რომ აღნიშნული პროცესი შეეხება მილიონობით ამერიკელის სამუშაო ადგილს, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველი დეფოლტის შედეგი იქნება.
საგულისხმოა, რომ 2010 წლის თებერვალში ბარაკ ობამამ პირობა დადო, ბიუჯეტში დეფიციტი შემცირდებოდა


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:25 | შეტყობინება # 289
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებით რუსულ-აფხაზური კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "ცინიკურად" აფასებს.

"ეს არის ცინიკური გადაწყვეტილება, რაც 21-ე საუკუნისთვის სრულიად მიუღებელია. ძნელია ის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებად ჩაითვალოს, რადგან, სინამდვილეში მას მოსკოვი იღებს", - ქვეყნის პირველი პირის ეს პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.

ამასთან, მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების ქონებრივი დავების განხილვაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, თუ როგორი სამართლებრივი ნორმები მოქმედებს რუსეთში და როგორ იცავს მოსკოვი ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, ამ შემთხვევაში კი, ქართველების უფლებებს.

"ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, თუ როგორ ხდება რუსეთში ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დისკრედიტაცია და რამდენად ეწინააღმდეგება ეს პოლიტიკა საერთაშორისო სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ოკუპანტი მხარე იღებს, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია", - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსულ-აფხაზურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ეთნიკური ქართველების ქონებრივი პრეტენზიები არ განიხილოს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:26 | შეტყობინება # 290
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების გაფართოებული შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში გადაწყდება სად და როდის გაიმართება სააკაშვილი-ობამას გაფართოებული შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ გაფართოებული შეხვედრის გამართვის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ის პირველი პირები, 15 იანვარს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მიმაგრება: 0619154.jpeg(10.8 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:27 | შეტყობინება # 291
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის ოჯახი მიიჩნევს, რომ ტრაგედია, რომელიც სმოლენსკთან მოხდა მოსკოვის მიერ იყო მოწყობილი. საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის მიერ გაკეთებულმა დასკვნამ არა თუ დაარწმუნა კაჩინსკის ნათესავები, რომ ტრაგედიაში დამნაშავე პოლონელი პილოტები იყვნენ არამდე კიდევ უფრო გაამყარა მათი ანტირუსული პოზიცია.
"დღეს ჰიპოთეზა შეთქმულებისა პოლონეთის პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით კიდევ უფრო ნამდვილია ვიდრე ოდესმე", _ განაცხადა გარდაცვლილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ქალიშვილის მარტა კაჩინკი-დუბენეცკის მეუღლემ და წარმომადგენელმა მარცინ დუბენეცკიმ.
"არის მრავალი ნიშანი იმისა, რომლებიც ცხადჰყოფენ, რომ რუსებს ლეხ კაჩინკის მოკვლა უნდოდათ. ამას მე როგორც მარტა კაჩინკის წარმომადგენელი ისე ვაცხადებ", _ განაცხადა დუბენეცკიმ პოლონურ ტელეარხთან "TVN24 " საუბრისას.

მისივე თქმით, მიზეზთა შორის, რომელთა გამოც, მოსკოვს კაჩინსკის სიკვდილი უნდოდა არის მისი შესაძლო გამარჯვება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მისი რეაქცია 2008 წლის 8 აგვისტოში საქართველოში მომხდარ ომზე და ასევე პოლონეთის პოზიცია ევროკავშირში.

დუბენეცკიმ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი, რომელიც ავიაკატასტროფას იკვლევდა მნიშვნელოვანი ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა. მაგალითად - დაღუპვამდე 22 წამით ადრე პილოტებს ჰქონდათ მცდელობა უარი ეთქვათ დაშვებაზე და კვლავ სიმაღლე აეღოთ. ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ეკიპაჟს არ ჰქონდა ინფორმაცია თვითმფრინავის სიმაღლისა და მისი მდგომარეობის შესახებ ასაფრენ ბილიკთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ პოლონური მხარე საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის საბოლოო ანგარიშით უკმაყოფილო დარჩა. საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენას ეხებოდა - ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება იყო.

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტში პოლონური მხარის სპეციალური წარმომადგენელი ედმუნდ კლიხი აცხადებს, რომ ანგარიშში შეცდომებია, დაღუპულთა ოჯახების ადვოკატმა ანგარიშს სკანდალური უწოდა, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაშინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ კი ანგარიშს "პოლონეთის დაცინვის" კვალიფიკაცია მისცა. იაროსლავ კაჩინკი აცხადებს, რომ ეს არის "შედეგი ტუსკის გადაწყვეტილებისა იმის შესახებ რომ გამოძიება რუსულ მხარეს ეწარმოებინა".

"მოსკოვმა ავიაკატასტროფაში პოლონელი მფრინავები დაადანაშაულა და ამის არავითარი საფუძველი მას არ ჰქონდა", _აცხადებს კაჩინსკი.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტში პოლონეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში არასრულია და შეცდომებს შეიცავს. კერძოდ, მისი თქმით, ეკიპაჟს არ ჰქონდა საშუალება ბრძანება "ჰორიზონტი" შეესრულებინა და უსაფრთხოდ წასულიყო სათადარიგო აეროდრომზე, ვინაიდან ბრძანება ძალიან გვიან იყო გაცემული.

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტებმა ავიაკატასტროფის მიზეზებს ასევე განაკუთვნეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც მაღალჩინოსანი მგზავრები ეკიპაჟის წევრებზე ახორციელებდნენ. პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლის სისხლში, რომელიც პილოტის კაბინაში იმყოფებოდა აღმოჩენილია 0,6 პრომილი ალკოჰოლი. ეკიპაჟის მეთაური საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტების აზრით, გაუმართლებელ რისკზე წავიდა. მას სურდა დაშვება განეხორციელებინა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს.

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკურმა კომისიამ კატასტროფამდე მიმყვან ფაქტებად არ მიიჩნია აეროდრომის მდგომარეობა და სახმელეთო სამსახურების თანამშრომელთა მომზადება.

საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 12 იანვარს პოლონელ დიპლომატებს გაუგზავნა გამოძიების შედეგად მომზადებული დასკვნების საბოლოო ვერსია. ეს ანგარიში ვარშავამ ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და მას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მიუღებელი უწოდა. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა რუსეთს შესწორებები გაუგზავნა, რომლებიც 150 გვერდზე იყო განთავსებული.

ავიაკატასტროფა სმოლენსკთან რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები დაიღუპნენ 2010 წლის 10 აპრილს მოხდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:27 | შეტყობინება # 292
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე კომენტარს აკეთებენ.

"სამთავრობო ცვლილებების შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. თუ რაიმე ინფორმაცია გვექნება, მედია საქმის კურსში იქნება ჩაყენებული", - განუცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები მზადდება, რის ფარგლებშიც პოსტების დატოვება გარემოს დაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრებსმ გოგა ხაჩიძესა და კობა სუბელიანს მოუწევთ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:27 | შეტყობინება # 293
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე "ყველა საკითხის კეთილმეზობლური ურთიერთობის კონტექსტში განხილვას" აპირებს.

ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ "ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, დასვამს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სერჟ სარქსიანთან დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული ბრენდების დაცვის საკითხს.

"სომხეთი არის ჩვენი მეზობელი, რომელთანაც კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვაწარმოებთ. შესაბამისად, ყველა საკითხი ამ კონტექსტში იქნება განხილული", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთში წლის პირველი ოფიციალური ვიზიტით 22-23 იანვარს გაემგზავრება. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველი პირები ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, მაღაზიებში ქართული პროდუქცია სომხური წარწერებით აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, საფრანგეთში ქართული ხაჭაპური "ხაჩატურიანის" სახელით, ჩურჩხელა "არმიანსკოე ჩუდოს" სახელწოდებით, ხოლო ქართული "საფერავის" ნაცვლად, სომხური "საფერავი" იყიდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:27 | შეტყობინება # 294
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კონტროლის პალატის თანამშრომლებს ფინანსური აუდიტის ხარისხის კონტროლის თემაზე სემინარი უტარდებათ.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, სემინარი შვედ კოლეგებთან ერთად მიმდინარეობ, რომლის ფარგლებშიც იმართება პრაქტიკული ხასიათის სამუშაო შეხვედრები სამ სამინისტროში: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:27 | შეტყობინება # 295
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მეკობრეების მხრიდან გემებზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევები 10 %-ით გაიზარდა და შარშანდელთან შედარებით, 445 თავდასხმა შეადგინა.

უკანასკნელ წლებში ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ბიუროსთან არსებულ მეკობრეთა თავდასხმის შესახებ მონიტორინგის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, ერთი წლის მანძილზე მეკობრეებმა 53 გემი ჩაიგდეს ხელში. ხოლო ტყვედ 1 ათას 181 მეზღვაური აიყვანეს. მათგან რვა მეზღვაური დახოცეს.
რაც შეეხება 2009 წელს, ამავე ბიუროს მონაცემთა მიხედვით, მეზღვაურებს 1 ათას 50 ადამიანი ჰყავდათ გატაცებული.
მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გემებისა და გატაცებულების აყვანის მხრივ ეს რეკორდული ციფრია.
ამასთან, ზღვაზე ცურვის უსაფრთხოების გაუარესება სომალელი მეკობრეების გააქტიურებით აიხსნება. სომალი, როგორც ერთიანი სახელმწიფო, 1991 წლიდან არ ფუნქციონირებს, ამდენად, 2010 წელს მის სანაპიროზე მეკობრეთა 92% დანაშაული მოხდა და 49 გემთან ერთად 1, 016 ადამიანი გაიტაცეს.
გარდა ამისა, 2010 წელს მეკობრეები აქტიურად მოქმედებდნენ ნიგერიის სანაპიროებთანაც. ამ ადგილებში გემებზე 13 თავდასხმის შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთაშორისო მონაცემთა მიხედვით, 2010 წელს მეკობრეები სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც გააქტიურდნენ, სადაც 31 თავდასხმა განახორციელეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:28 | შეტყობინება # 296
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის" გასხვისებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უკვე მეორედ ცდილობს. მეორე აუქციონზე, ობიექტის საწყისი ღირებულება 19 %-ითაა გაიაფებული და 900 ათას ლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იყიდება თერაპიის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 1103372 ცალი აქცია (სახელმწიფო წილი კაპიტალში 100%).
ობიექტის საწესდებო კაპიტალი 1103372.00 ლარია. "აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრს" 198724.00 ლარის დებიტორული დავალიანება და 408868.00 ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აუქციონი 24 იანვრის 17:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს გამართულ აუქციონზე თერაპიის ეროვნული ცენტრი არ გაიყიდა, რადგანაც ობიექტის შეძენის სურვილი ოფიციალურად არავის დაუფიქსირებია. პირველ აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ. 105 ათას ლარს შეადგენდა.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:28 | შეტყობინება # 297
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი , აცხადებს ახალი აქციის შესახებ, რომელშიც ჩართვა, ნებისმიერ მსურველს 17 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით შეეძლება.

აქციის ფარგლებში, აბონენტი , რომელიც შეიძენს ბილაინის ტელეფონს, 29 ლარად და 95 თეთრად, საჩუქრად მიიღებს, სიმ ბარათს სატარიფო გეგმით "ფრეში" და 9000 SMS -ს ბილაინის ქსელში გამოსაყენებლად.

აბონენტს, 3000 უფასო SMS ნომრის აქტივაციისას , ხოლო დანარჩენი 6000 SMS შემდეგი პრინციპით , 15 თებერვლიდან 15 აპრილამდე ბალანსის ყოველი 5 ლარით შევსებისას 2000 SMS დაერიცხებათ ანგარიშზე.

აქციაში ჩართვა, ბილაინის არსებულ აბონენტებსაც შეეძლებათ, ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან სატარიფო გეგმაში " ფრეში" და მიიღებენ 9000 უფასო SMS.

"ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას.

"ვიმპელკომის" ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები
მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება "ბილაინის" ბრენდით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:29 | შეტყობინება # 298
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქართულმა მხარემ გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება გააცნო.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ გაეროს გენმდივანს დეტალური ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.
გარდა ამისა, როგორც პრემიერის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, შეხვედრაზე გილაურმა პან გი მუნს იმ საქმისთვის, რასაც ორგანიზაცია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აკეთებს, მადლობაც გადაუხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო. ამასთან, მან პან გი მუნს მადლობაც გადაუხადა იმ საქმისთვის, რასაც ეს ორგანიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს", - განაცხადა მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გილაურის არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქში ვიზიტი 17 დაიწყო და 21 იანვრამდე გასტანს. გილაური აბუ დაბიში ვიზიტის ფარგლებში უკვე დაესწრო მე-4 საერთშორისო სამიტს, სახელწოდებით "მომავლის ენერგია", რომელზეც სიტყვითაც გამოვიდა.
აღნიშნულის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბეთის გაერთიანებულ საემიროების პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ ალ მაკტუმს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ სულთან ალ ნაიანს და უმაღლესი განათლების მინისტრს, შეიხ ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანს შეხვდება.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:29 | შეტყობინება # 299
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყველას მოუწოდა, ნუ შერცხვებათ და ყველას შეახსენონ, რომ რუსები - ყველაზე დიდი ხალხია სახელმწიფოსი, ხოლო რუსული კულტურა ხერხემალია "მთელი ჩვენი მრავალეროვანი კულტურის განვითარებისა".
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ ამ ტიპის განცხადება სახელმწიფოს მეთაურის დონეზე პირველად გაკეთდა. ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, მედვედევმა ნაციონალური პოლიტიკის საფუძვლების საბაზისო კანონზე მუშაობის დაჩქარება მოითხოვა.
მედვედევთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი, ასევე ყველა პარტიისა და ფრაქციების ხელმძღვანელები და მოადგილეები. შეხვედრის მთავარი თემა იყო ქსენოფობიასთან ბრძოლა და ამავდროულად მაქსიმალური და ფართო გავრცელება რუსი ხალხის კულტურისა.
"ყოველ მიზეზ გარეშე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რუსულ კულტურას. ეს საფუძველი და ხერხემალია მთელი ჩვენი მრავალეროვანი კულტურის განვითარებისა. ეს ნორმალურია და ამის თქმა არ უნდა შეგვრცხვეს. რუსები ყველაზე დიდი ხალხია ჩვენი ქვეყნისა, რუსული ენა კი სახელმწიფო ენაა, რუსული მართლმადიდებლული ეკლესია კი უმსხვილესი კონფესიაა ჩვენი ქვეყნისა", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ უნდა განვითარდეს "რუსული ხასიათის ყველაზე საუკეთესო შტრიხები, ვინაიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში სწორედ ამ შტრიხებმა აქციეს ჩვენი ქვეყანა ძლიერ ქვეყნად".
რუსული ხასიათის დამახასიათებელ შტრიხებს შორის მედვედევმა დაასახელა: მოთბინება, გულისხმიერება, მეზობლებთან თანაცხოვრების უნარი, ერთად სახელმწიფოს მშენებლობა, თავდაჯერებულობა, დიდსულოვნება, საკითხებზე ფართოდ შეხედვის უნარი - თავის ისტორიაზე და სხვა ხალხების ისტორიაზე. "აი ალბათ სწორედ ამაში ვლინდება რუსული ტრადიცია და რუსული ხასიათი", _ განაცხადა მედვედევმა.
მიმაგრება: 3006535.jpeg(16.5 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:30 | შეტყობინება # 300
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ისრაელის მოქალაქეებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება სასამართლო განხილვის დამთავრებამდე არ აქვს.

"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იქამდე, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მას ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს და აღნიშნულ კონტექსტში, არ დააკონკრეტა, შედგა თუ არა ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლება პერესმა სააკაშვილს სატელეფონო საუბრისას პირადად მოსთხოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ოფიციალური იერუსალიმი, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური წერილი უკვე გამოუგზავნა. გრიგოლ ვაშაძის სახელზე დაწერილ წერილში ნათქვამია, რომ ებრაელი ბიზნესმენების დაკავება "უსაფუძვლოდ" მოხდა.

როგორც ცნობილია, ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz