კვირა, 25.02.2018, 07:05
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 22 დან«1220212223242627»
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:34 | შეტყობინება # 316
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთოების დარეგულირებაში გაეროს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება გააცნო.

"მნიშვნელოვანია გაეროს მხარდაჭერა საქართველოსა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების პროცესისითვის. ასვე მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მათი მხადაჭერა, რომელიც ყველა შეხვედრაზე და ყველა სამიტზე არის გამოთქმული. ის დადგენილებას, რომელიც შემოდგომაზე გაერომ დევნილების შესახებ მიიღო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მას მხარი თავად პან გი მუნმაც დაჭირა", - აღნიშნა გილაურმა და აქვე დასძინა, რომ გერთიანებული ერბის მიერ საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გილაურის არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქში ვიზიტი 17 დაიწყო და 21 იანვრამდე გასტანს. გილაური აბუ დაბიში ვიზიტის ფარგლებში უკვე დაესწრო მე-4 საერთშორისო სამიტს, სახელწოდებით "მომავლის ენერგია", რომელზეც სიტყვითაც გამოვიდა.
აღნიშნულის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბეთის გაერთიანებულ საემიროების პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ ალ მაკტუმს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ სულთან ალ ნაიანს და უმაღლესი განათლების მინისტრს, შეიხ ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანს შეხვდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:34 | შეტყობინება # 317
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სამართალდამცველებმა "მკითხავის სახელით" თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 53 წლის ნინო ტუღუშმა მკითხავის სახელით რამდენიმე ოჯახში შეაღწია და მათგან თაღლითური გზით ჯამში 4 000 ლარის ღირებულების სამკაულები მიისაკუთრა.

"დაკავებულმა შეაღწია ნანა ხურცილავას, მანანა ზირაქაძის, მზია სიხარულიძის, ნუნუ და ასმათ ვაშაკიძეების ოჯახებში. მოტყუებით მოახერხა მათი ნდობის მოპოვება და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 4000 ლარის ღირებულების სამკაულს. აღნიშნულ პირებს დაკავებულმა განუცხადა რომ მათ ოჯახს ქონდა ეგრედ წოდებული „თვალი" და ამის გამოსალოცად საჭირო რიტუალისთვის აუცილებელი იყო მათი ძვირფასეულობა, რომლებსაც ის ათავსედბა სპეციალურ ქისაში და იწყებდა ლოცვას. რის შემდგომაც ის ახერხებდა ფარულად ქისიდან სამკაულების ამოღებას, ხოლო ცარიელ ქისას ტოვებდა დაზარალებულებთან იმ პირობით, რომ მათ ქისა არ უნდა გაეხსნათ ორი დღის განმავლობაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შელოცვა სასურველ შედეგს არ გამოიღებდა", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინრაეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თითოეულ დანაშაულზე თავისუფლების 2 დან 6 წლამდე აღკვეთას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:34 | შეტყობინება # 318
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2010 წელს "თბისი ბანკი" რამოდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ბანკის ინფორმაციით, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა "თიბისი ბანკი" დაასახელა 2009 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაში.

2010 წლის 3 დეკემბერს ლონდონში ფაინენშალ თაიმს გრუპმა (Fინანციალ თიმეს Gროუპ) ყოველწლიური საბანკო რეიტინგის შედეგები გამოაცხადა და თიბისი ბანკი მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს შორის, კიდევ ერთხელ დაასახელა ,,წლის საუკეთესო ბანკად'' საქართველოში.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Mოოდყ'ს თიბისი ბანკის დეპოზიტების გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში 2 საფეხურით, B3-დან B1-მდე აამაღლა და ბანკს ფინანსური მდგრადობის პროგნოზი - ,,სტაბილური'' მიანიჭა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:34 | შეტყობინება # 319
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს.

ამის შესახებ დაინტერესება არაბული ავიაკომპანიის " Fly Dubai "-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვეს.

აღნიშნულის გარდა, შესაძლოა ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმიც გამარტივდეს.

"შეხვედრაზე ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე", - განუცხადა არაბული მხარის წარმომადგენელმა მუჰამედ ბინ ზაიედ ნაჰაიანმა ქართველ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქში გილაურის ვიზიტი გუშინ დაიწყო. საქართველოს პრემიერმა აბუ-დაბიში რიგი შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნთან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:34 | შეტყობინება # 320
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობისთვის უხერხულიც კი იქნებოდა, არ შეხვედროდა ისეთი ტიპის ქვეყნის ლიდერს, რომელიც სამშვიდობო ოპერაციაში ძალიან აქტიურად არის ჩართული.

ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა.

"შეხვედრის თემა გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველო უაღრესად აქტიურია სამშვიდობო ოპერაციებში. ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, საქართველოს სიდიდით მესამე კონტიგენტი ჰყავს და აშშ-ის ხელმძღვანელობისთვის უხერხულიც კი იქნებოდა ასეთი ტიპის ქვეყნის ლიდერს რომ არ შეხვედროდა", - აღნიშნა არეშიძემ.

ამის გათვალისწინებით, არეშიძეს მიაჩნია, რომ რუსეთში ობამა-სააკაშვილის შეხვედრას გაღიზიანება არ უნდა გამოეწვია.

"ძალიან კარგია, რომ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა გაიმართა, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რაზე ისაუბრეს კონკრეტულად პრეზიდენტებმა და ეს დიალოგი რა ტონალობაში მიმდინარეობდა", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას 15 იანვარს ვაშინგტონში შეხვდა, სადაც პრეზიდენტებმა საქართველო-აშშ-ის შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს, ამ დრომდე არ ვრცელდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:34 | შეტყობინება # 321
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არ დასწრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.

ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ბელორუსის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიწვევის შეფასებისას აღნიშნა.

"ის რომ საქართველოს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული, ამაში რუსეთის გავლენა შეინიშნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობა გართულდა. ამის პარალელურად კი 2010 წლის ბოლოს რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს შორის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესახებ მოლაპარკებები აქტიურად დაიწყო. რაც იმას მიანიშნებს, რომ მოსკოვის მხრიდან მინსკზე ზეწოლა კვლავ გრძლდება", - აღნიშნა ჩიტაძემ.

მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც დემოკრატიულმა სამყარომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები ცნობილი მოვლენების გამო დაგმო, ერთის მხრივ კარგიც არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ინაუგურაციას არ დაესწრება.

"ბელორუსს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და ამის შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა რუსული პათოსის გათვალისწინებული მაინც იქნება. ამიტომ, მაშინ, როდესაც დემოკრატიულმა სამყარომ ბელრუსის საპარეზიდენტო არჩევნები დაგმო, პრეზიდენტ სააკაშვილის ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე არ დასწრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამაება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსელი კოლეგის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრება.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი მოწვევა ადმინისტრაციაში არ შესულა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში ჩატარდა. ახალი ვადით არჩეული ძველი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 21 იანვარს გაიმართება.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:35 | შეტყობინება # 322
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"თიბისი ბანკმა" 2010 წელს არსებული პროდუქტების პირობები გააუმჯობესა და მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა:

თიბისი პლატინუმი - სამი საბანკო პროდუქტი ერთ ბარათში თიბისი ბანკის ვიპ მომსახურების კლიენტებისთვის.

ანაბარი ,,ჩემი მიზანი"- სურვილების ასრულების კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება გამიზნულად შეაგროვოს თანხა ყოველთვიური დანაზოგების სახით და გაზარდოს ის ბანკის მიერ დარიცხული სარგებლით.

2010 წელს ბანკმა განაგრძო წინა წლებში დაწყებული პროგრამები სოციალურ, კულტურულ და საზოგადოებრივ სფეროებში და საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე გრძელვადიან პროექტს, მათ შორის: სოფ. მუხრანში დაიწყო მუხრანელი ბაგრატიონების ისტორიული საჯინიბოს აღდგენის პროექტის დაფინანსება;

თიბისი ბანკის დაფინანსებით ხორციელდება მდინარე ივრის ჭალების ბუნებრივი საფარის აღდგენა-კონსერვაცია და სპეციალური ინკუბატორის მშენებლობა, რომლის მეშვეობით მოხდება ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლება და მოშენება.

ჯამურად, 2010 წლის განმავლობაში თიბისი ბანკის მიერ ქველმოქმედებაზე გაწეულმა ხარჯმა 800 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: ამასთან, 2010 წელს, თიბისი ბანკის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის ,,თიბისი ფონდის" მიერ განხორციელდა შემდეგი პროექტები: მუსიკალური განათლება წეროვანში; დევნილი ახალგაზრდობის პროფესიული სწავლება წეროვანში; ჯანმრთელი თაობა წეროვანში; ინტეგრირებული გაკვეთილები წეროვანის საშუალო სკოლაში; საომარი მოქმედებების შედეგად ფიზიკურად დაზარალებულ ორ ბავშვზე მეურვეობის პროექტი; ახალგორის კულტურის სახლის მხარდაჭერა; დევნილი ახალგაზრდობის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა წეროვანში


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:35 | შეტყობინება # 323
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ჩოხატაურის საკრებულომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიების განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცა, რომელიც კურორტზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობას ითვალისწინებს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ვალერი ჩიტაიშვილის განმარტებით, გეგმა უკვე დამტკიცებულია და ის მალე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარედგინება, რომელიც თავის მხრივ პროექტს ინვესტორებს წარუდგენს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ATC/Design Workshop-ის სამუშაო ჯგუფმა ბახმაროს საკურორტო პოტენციალი უკვე გამოიკვლია. პროექტი სარეკრეაციო ტერიტორიების სწორ დაგეგმარებას და ფუნქციების ზუსტად განაწილებას ითვალისწინებს. კვლევამ აჩვენა, რომ ბახმაროში სამთო ტურიზმის განვითარების დიდი შესალებლობაა, რისთვისაც კურორტზე სათხილამურო ტრასები უნდა მოეწყოს. ზაფხულში კომპანიებმა ტურისტებს სათავგადასავლო ტურები უნდა შესთვაზონ, თუმცა მანამდე კურორტზე ინფრასტრუქტურის მოწყობა და სასტუმროების გახსნაა საჭირო. ხოლო ტურისტებისთვის კურორტამდე მიღწევის საკითხი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი.

ბახმარო კლიმატური მთის კურორტია, რომელიც სასარგებლოა სუნთქვის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებებისა დაჰიპოტონიურ მდგომარეობების, სისხლნაკლებობის, ნევრასთენიისა და ლიმფადენტის შემთხვევებში. ბახმაროში ყოველწელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება, რაც ტურისტების მიზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:35 | შეტყობინება # 324
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა თინა ხიდაშელმა საერთო საცხოვრებლიდან დევნილთა გასახლება გააპროტესტა.

მისი თქმით, 2011 წლის 17 იანვარს მოქალაქეთა ჯგუფმა დასახმარებლად მიმართა და უზნაძის #18-დან მათი გასახლების შეჩერება ითხოვა.

დევნილების დოკუმენტაციის საფუძველზე, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ 1980 წლიდან ცხრა ოჯახი სრულიად კანონიერად ცხოვრობს ამ მისამართზე მდებარე საერთო საცხოვრებელში. აღნიშნულ ფართში ისინი უკვე 31 წელია ბინადრობენ და კანონით დადგენილ გადასახადებს იხდიდნენ.

ხიდაშელის განმარტებით, პროგრამა "რაც შენია, შენიას" მიუხედავად, უზნაძის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აღნიშნული ფართი ვერ დაიკანონეს. ხოლო 2008 წელს ამ შენობის გასხვისება მოხდა, რაზეც დევნილები ინფორმირებულნი არ იყვნენ. ამასთან, არც ახალ მესაკუთრეს აუღია რაიმე სახის ვალდებულება მათ წინაშე.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასა და ქალაქის მერს გიგი უგულავას შუამდგომლობით მიმართა. ხიდაშელი მოითხოვს, რომ გაითვალისწინონ ამ ოჯახების უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მათი კანონიერი უფლებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხიდაშელის სურვილია, დევნილებს გასახლება რამდენიმე თვით მაინც გადაუვადონ, რადგან ეს ადამიანები ზამთარში ქუჩაში ვერ იცხოვრებენ.

ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ამ ხნის მანძილზე შესაძლოა მოლაპარაკებების წარმოება მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ თავშესაფრით დაკმაყოფილების შესახებ.

ხიდაშელის ინფორმაციით, უზნაძის #18-ში მდებარე ფართის მესაკუთრეა ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც პარლამენტარ დევი ოვაშვილის დეიდაშვილია.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამავე მისამართზე მცხოვრები დევნილი ქალბატონი_ინგა გლურჯიძეც წარუდგინა ჟურნალისტებს. გლურჯიძის თქმით, 21 იანვარს დევნილებს გასახლებას უპირებენ, თუმცა ისინი მოხუცებსა და ინვალიდებთან ერთად არსად წასვლას არ აპირებენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:50 | შეტყობინება # 325
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს შეხვდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტის - პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, მინისტრებმა სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის დეტალები განიხილეს.

ამასთან, ხათუნა კალმახელიძემ, ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე, გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჯანდაცვის უწყების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა, რათა პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვა სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემას ეტაპობრივად გაუთანაბრდეს.

სამინისტროებს შორის ანალოგიური შეხვედრები სისტემატურად გაიმართება.
სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემასთან პენიტენციალური ჯანდაცვის სისტემის ინტეგრირება 2013 წლისთვის იგეგმება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:50 | შეტყობინება # 326
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას თბილისის საკრებულოს ნაციონალი წარმომადგენელი გამოეხმაურა.

როგორც საკრებულოს წევრმა ზურაბ გაჩეჩილაძემ ("შონზომ") აღნიშნა, საკრებულოს შესაბამისი კომისია ამ წინადადებას განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი ქალაქის იერსახეს არ დაარღვევს, საკითხი დადებითად გადაწყდება.

შეგახსენებთ, საკრებულოს ფრაქცია "ქრიასტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის დადგმა მისივე სახელობის გამზირზე მოითხოვა. მისი თქმით, გიორგი თექთურმანიძის მიერ შესრულებულმა ალექსანდრე ყაზბეგის ესკიზმა ჯერ კიდევ 2002 წელს გაიმარჯვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:50 | შეტყობინება # 327
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახა გურული საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ხიდაშელის ბრალდებას პასუხობს.

გურულის თქმით, დიმიტრი უზნაძის #18_ში მცხოვრებმა დევნილებმა საკრებულოს უკვე მიმართეს განცხადებით. შესაბამისად, მათ შეისწავლეს ეს საკითხი და დაადგინეს, რომ იგი თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება.

"ეს კერძო სასამართლო დავაა, რომელზეც გადაწყვეტილება სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს. ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით, რადგან იგი საკრებულოს ფუნქციას სცილდება. შესაბამისად, თბილისის მერია და საკრებულო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა,"_აღნიშნა კახა გურულმა.

შეგახსენებთ, დღეს თინა ხიდაშელმა უზნაძის # 18-ში მდებარე საერთო საცხოვრებლიდან დევნილთა ცხრა ოჯახის გასახლების გადავადება სთხოვა ქალაქის მერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:51 | შეტყობინება # 328
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
19-23 იანვარს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ტურისტული გამოფენა FI TOUR 2011 გაიმართება, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.

FI TOUR 2011 ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც 166 ქვეყნიდან მასში 10 644 კომპანია მონაწილეობს. გამოფენას საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

გამოფენის Fფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UN WTO), სადაც აღნიშნავენ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების სწრაფ ტემპებს, რაც 2010 წელს საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდით აისახება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის შემდეგ UN WTO-ს რეგიონალური კომისიის შეხვედრა და ფორუმი 2012 წელს საქართველოში გაიმართება, რომელიც ტურიზმის სფეროში ევროპის პოლიტიკის განსაზღვრას ემსახურება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს განიხილავს, როგორც "Green Tourism"-სთვის საუკეთესო ადგილს, ასევე იგეგმება "აბრეშუმის გზის" პროექტის, როგორც ერთიანი ტურისტული პროდუქტის აღდგენა და პოპულარიზაცია.

21 იანვარს დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალიბ რიფაის შეხვედრა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელთან. შეხვედრის მიზანია 2011 წელს თანამშრომლობის საკითხების განსაზღვრა, ერთიანი ტურისტული პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:51 | შეტყობინება # 329
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ერაყის ქალაქ ტიკრიტში, პოლიციის ცენტრალურ შენობაში, სადაც ახალწვეულების მიღების ცერემონია მიმდინარეობდა, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაღუპულია 60 ადამიანი, ხოლო 11ო დაჭრილია.

როგორც "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, დაღუპულთაგან უმეტესობა პოლიციელია.

ეს ერაყში 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი აფეთქებაა. გასული წლის ოქტომბერში, ერაყის დედაქალაქ ბაღდათის კათოლიკურ ეკლესიაში ტერორისტებმა ტერაქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც 50 ადგილობრივი ქრისტიანი დაიღუპა.

ერაყის სამხედრო და პოლიციის ცენტრები ხშირად ხდებიან ტერორისტთა სამიზნეები. 2007 წელს ბაღდათის პოლიციის აკადემიის შენობაზე თავდასხმის შედეგად 40 სამართალდამცველი დაიღუპა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:51 | შეტყობინება # 330
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარა სურმანიძე რეგიონის წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში ხორბლისა და ფქვილის არსებული მარაგების ზრდის ტენდენციები.

შეხვედრაზე იმსჯელეს რომ მსოფლიოში საკმაოდ გაიზარდა ხორბლის ფასი, რაც უკავშირდება ხორბლის დეფიციტსა და მოსავლიანობის შემცირებას.

სავარუდოდ, რეგიონში მოიაზრება ყაზახური, სერბური და უზბეკური ხორბლის იმპორტი.

დღეისათვის რეგიონში ხორბლისა და ფქვილის საკმაო მარაგია


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
გვერდი 22 დან«1220212223242627»
ძებნა:

ჰოსტერი uCoz