პარასკევი, 19.04.2024, 12:10
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:51 | შეტყობინება # 331
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ჟურნალიტების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ლუკაშენკოს ინაუგურაცია 21 იანვარს რესპუბლიკის სასახლეში შედგება და მასზე ჟურნალისტების დასწრების საკითხი არც კი განიხილება, თუმცა ცერემონიალს პირდაპირ ეთერში ბელორუსული სატელევიზიო არხები გადასცემენ.

ბალორუსლის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალს ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები, ასევე საკონსტიტუციო, უზენაესი და უმაღლესი სამსამართლოების მოსამართლეები უნდა დაესწრნენ.

ინაუგურაციის ცერემონიალზე პრეზიდენტი კი დადებს ფიცს: "ვიღება რა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალებას, ვდებ საზეიმოდ ფიცს, რომ ვემსახურები ბელრუსის რესპუბლიკის ხალხს, პატივს ვცემ და დავიცავ სიმართლეს და ადამიანების და მოქალაქეების თავისუფლებას, პატივს ვცემ და დავიცავ ბელორუსის რესპუბლიკის კონსტიტუციას, კეთილსინდისერად შევასრულებ ჩემთვის მონიჭებულ უმაღლეს მოვალებებს".

შეგახსნებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 19 დეკემბერს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:51 | შეტყობინება # 332
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი გაიყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.8090 შეადგინა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:52 | შეტყობინება # 333
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2011 წელს, სურვილის შემთხვევაში, ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი, ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენციის გადალახვის შემთხვევაში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდას პედაგოგებისათვის სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფიგი გამართეს.
მასწავლებლებისათვის ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია - დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას აბარებს კომპიუტერის საშუალებით.
კანდიდატს მოეთხოვება ინგლისურ ენაზე კითხვის უნარს საშუალოზე დაბალ დონეზე ფლობდეს (პრე-ინტერმედიატე ლეველ). ინგლისური ენის ცოდნის ეს დონე ევროსაბჭოს მიერ დადგენილი უცხოური ენების ცოდნის A2 + დონესა და კემბრიჯის უნივერსიტეტის KET (Key English Test) გამოცდის დონეს შეესაბამება.
დავალებების შესრულება კანდიდატისაგან როგორც შინაარსობრივი, ისე გარკვეული ტექნიკური დავალებების შესრულებას მოითხოვს. ტექნიკური დავალებების შესასრულებლად კანდიდატს ესაჭიროება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა (გამომყენებლის დონეზე): Microsoft Office (Word, PwerPoint, Excel ...)Windows XP საოპერაციო სისტემაში; Outlook.
დავალებების შესრულებისას კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული რესურსები: ლექსიკონები, საძიებო სისტემები და ა.შ.
დატალური ინფორმაცია პროცედურებისა თუ გამოცდის შინაარსობრივი მხარის შესახებ 18 იანვარს განთავსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
გამოცდა 2011 წლის აპრილში ჩატარდება, რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 20 მარტამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:52 | შეტყობინება # 334
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბრიტანელი მომღერალი კეიტ ბუში 2011 წელს ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს.

კეიტ ბუშმა 1978 წელს სადებიუტო ალბომი " The Kick Inside " გამოუშვა. ხოლო 1979-1993 წლებში მომღერალმა კიდევ 6 ალბომი ჩაწერა. ბუშის სიმღერები ბრიტანეთის ჰიტპარადებში დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა.

90-იანი წლების დასასრულს ბუშმა მომღერლის კარიერას დროებით თავი დაანება და შვილის აღზრდით დაკავდა. მერვე ალბომი " Aerial " მან 2005 წელს გამოსცა.

2007 წელს ბუშის ახალი სიმღერა " Lyra " ფილმ "ოქროს კომპასის" საუნტრეკი გახდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:52 | შეტყობინება # 335
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ე. წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოები მაისისთვის დასრულდება. ამის შესახებ დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის მეთაურმა აღმშენებლობის საკითხებში სარმატ კოტაევმა ცხინვალში გამართულ სამთავრობო შეკრებაზე აღნიშნა.

კოტაევის თქმით, აღდგენითი სამუშაო ყველა ობიექტზე 3 იანვრიდან განახლდა. მათი საბოლოო დასრულება კი მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.

როგორც დე-ფაქტო რეჟიმის სახელმწიფო უნიტარული წარმოების პრიორიტეტული ეროვნული პროექტების რეალიზაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, 20 იანვრისთვის ახალ მშენებლობაზე 107 ობიექტი უნდა ჩააბარონ. მათ შორის, კერძო სახლები, რომლებიც, დე-ფაქტო რეჟიმის განცხადებით, ომის დროს განადგურდა.

სეპარატისტების თქმით, დღესდღეობით სახელმწიფო უნიტარული წარმოების ობიექტების დაფინანსების დეფიციტი 300 მილიონი რუბლია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:52 | შეტყობინება # 336
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ესპანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 25 კაცი და ნაპოვნია 300 კილოგრამი კოკაინი, 2 მილიონი ევრო ნაღდი ფულით, 470 მობილური ტელეფონი, ცეცხლსასროლი იარაღები და ძვირადღირებული მანქანები.

როგორც მადრიდის სამართალდმცველი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ აღმოაჩინეს ევროპაში ყველაზე დიდი ლაბორატორია, სადაც ნარკოტიკები მზადდებოდა.

ლაბორატორიაში აგრეთვე აღმოჩენილია 50 მილიონი ევროს ღირებულების ფასიანი ქაღალდები.

როგორც ჩNN იუწყება, აღნიშნული ლაბორატორია მადრიდის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს.

აღნიშნულ სპეცოპერაციაზე ესპანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:52 | შეტყობინება # 337
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 19 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს საქართველოს რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი რეჟისორის, შალვა გაწერელიას 80 წლის იუბილე აღინიშნება.

ამ თარიღს, შალვა გაწერელიას კოლეგები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები და მსახიობები მიულოცავენ. ნაჩვენები იქნება დაკუმენტური ფილმი "მუმუშა" და ამონარიდები რეჟისორის ყველაზე ცნობილი სპექტაკლებიდან.

გაწერელიამ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს დაამთავრა. დღეს იგი არის ემერიტუსი, რომელიც ხელშეკრულებით ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას მსახიობის ოსტატობასა და რეჟისურაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:53 | შეტყობინება # 338
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 19 იანვარს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სპექტაკლის - "ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?!" - ჩვენება გაიმართება. იდეის ავტორი და რეჟისორი ალეკი ბლაითია, რომელმაც სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის 2008 წლის ომის დროს გორიდან დევნილი პირები შეარჩია.

სპექტაკლი "ვგავართ ჩვენ ახლ ლტოლვილებს?!" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დევნილი ადამიანების ცხოვრებასა და პრობლემებს ასახავს. ბლაითის სპექტაკლი ბრიტანეთის ნაციონალური თეატრისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელიც BP-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორიელდა.

სპექტაკლმა "ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?!" ედინბურგის Fრინგე ფესტივალზე კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მიიღო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:53 | შეტყობინება # 339
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სოჭი თებერვლის დასაწყისში მუსიკალურ კონფერენცია "შჭMჩ 2011"-ს უმასპინძლებს. 3-იდან 6 თებერვლის ჩათვლით სოჭში ცნობილი დიჯეები და მუსიკოსები მრავალფეროვან მუსიკას ააჟღერებენ.

3 თებერვალს კონცერტს roling sTone bar & TaTo გახსნის. 5 თებერვალს კი მსმენელის წინაშე ჯგუფი "კრუტა მირა" წარდგება.

შეგახსენებთ, რომ "შჭMჩ" რიგით მეექვსე მუსიკალური კონფერენციაა და იგი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:53 | შეტყობინება # 340
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარული უნიკალური წიგნები საქართველოში ბრუნდება. უკრაინელმა სამართალდამცავებმა კიევში საქართველოს საელჩოს მე-18 საუკუნის შუა რიცხვებისა და მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოცემული 56 ისტორიული წიგნი უნდა გადასცეს.

წიგნები, რომლებიც უკრაინაში უკანონო გზით შეჰქონდათ, 2008 წლის მარტში ბორისპოლის სასაზღვრო-გამშვებ პუნქზე დააკავეს. ისტორიული წიგნები უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. სპეციალური კომისიის დასკვნის გადაწყვეტილებით კი, ის ქართულ მხარეს უბრუნდება.

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ქათამაძის თქმით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს საელჩოს გადასცა ეს უძველესი წიგნები.

"წიგნების მოძიების მიზნით, 4 თვის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დავალება მივიღეთ, საელჩომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან იმუშავა და 18 იანვარს ყველაფერი დასრუდა", _ აღნიშნა ქათამაძემ.

მისი ინფორმაციით, წიგნები 19 იანვარს, დღის ბოლოს, საქართველოში დაბრუნდება. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია. E



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:53 | შეტყობინება # 341
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ცხინვალის რეჟიმის ე. წ. საგანგებო სიტუაცოების სამინიტროს ხელმძღვანელ ანატოლი ბიბილოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ხელშეკრულების გაფრომება თებერვალში მოსკოვშია დაგეგმილი, რომელიც ურთიერთდახმარებას, გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სწავლებების გამართვას ითვალისწინებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:54 | შეტყობინება # 342
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ცნობილ მსახიობ ნიკოლ კიდმანსა და "ქანთრის" სტილის მომღერალ კეიტ ურბანს სუროგატი დედისგან შვილი შეეძინათ.

მარგარეტ კიდმან-ურბანი 28 დეკემბერს ნეშვილში დაიბადა, თუმცა წყვილმა ამის შესახებ ინფორმაცია "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

მათ მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც 9 თვის განმავლობაში ეხმარებოდა და გევრდში ედგა.
მარგარეტი კიდმანისა და ურბანის მეორე შვილია. მათი პირველი შვილი სანდეი როუსი 2 წლისაა.

"ძალიან მადლობლები ვართ სუროგატი დედის, რომელმაც მარგარეტი გაგვიჩინა", - აცხადებს კიდმანი.

ცნობილ მსახიობ ტომ კრუზისგან კიდმანს კიდევ ორი შვილი ჰყავს. ორივე მათგანი აყვანილია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:54 | შეტყობინება # 343
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახურის რეგიონული ოფისების მშენებლობა საქართველოს ექვს რაიონულ ცენტრში - ბორჯომში, ახალციხეში, ფოთში, გარდაბანში, მარნეულში და რუსთავში - პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2011 წლის დასაწყისში იგეგმება.

რეგიონული განყოფილებების ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერი მსურველი ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა სასურველი მომსახურების მიღებას ადგილზევე შეძლებს. ამასთან, რეგიონული განყოფილებების არსებობა სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურს მეტი კონტროლისა და მონიტორინგის საშუალებას მისცემს რეგიონებში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:54 | შეტყობინება # 344
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ლოცვას შეასრულებს.

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 530 ბავშვს მონათლავს. მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20 და 21 დეკემბერს მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 2008 წლიდან უკვე 6 000 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება. ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზედაც უფალმა მიუგო: "დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე".

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, "წყლის ბუნება" გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:54 | შეტყობინება # 345
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საგარეჯოში მტაცებლები გააქტიურდნენ. მგლები ერთ-ერთ ოჯახში საქონლის სადგომში შეიჭრნენ. მტაცებლებმა ბატკანი და სახედარი დაგლიჯეს. ხმაურზე საქონლის პატრონი გამოვიდა.

ადგილობრივი მკვიდრის, ნიკო სულიკაშვილის თქმით, ცოტა ხნით ადრე მგლის ხროვა ძაღლებმა დააფრთხეს. როგორც საგარეჯოელები აცხადებენ, აცივების შემდეგ მტაცებლები გააქტიურდნენ და ქალაქის ტერიტორიაზე საქონელზე თავდასხმას არ ერიდებიან.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz