ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:16
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:54 | შეტყობინება # 346
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აჭარის სათევზე მეურნეობების წარმომადგენლები დღეს ჰოლანდიელ იქთიოლოგს, პიტერ ვერკმანს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს აჭარის მეთევზეობის მეურნეობებში არსებული პრობლემების გაცნობა წარმოადგენდა.
პიტერ ვერკმანმა ადგილობრივ მეთევზე ფერმერებს გაუწია კონსულტაცია ლიფსიტების გამოზრდის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საკალმახე მეურნეობის განვითარების პროცესს.

დღეისთვის რეგიონში 91 საკალმახე მეურნეობაა, რომელთაგანაც მოქმედია 72. საშუალოდ წლიურად იწარმოება 300 ტონამდე კალმახი, მაქსიმალური დატვირთვის შემთხევაში შესაძლებელია წარმოება 700 ტონამდე გაიზარდოს. წარმოებული თევზის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება, 1 კგ თევზის საშუალო სარეალიზაციო ფასი 8-9 ლარს შეადგენს.

ფერმერთა განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ექსპერტის ვიზიტი აჭარაში რადგან, მათ საინტერესო საკითხზე მიიღეს კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები, რომელსაც გაითვალისწინებენ საწარმოთა შემდგომი განვითარებისთვის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:55 | შეტყობინება # 347
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
20 იანვარს, 12:00 საათზე, "საქართველოს ლეგიონის" ოფისში ვეტერანთა აქციის დარბევის სამართლიანი შეფასების საჯარო განხილვა გაიმართება.

მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამართლის ექსპერტები _ მინდია უგრეხელიძე და თეა წულუკიანი, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა მშვიდობიანი აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:55 | შეტყობინება # 348
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია განცხადებას ავრცელებს.

"მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა იმ აჟიოტაჟის გამო, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, თედო ჯაფარიძის სახელთანაა დაკავშირებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯაფარიძე მუშაობს ათენში, შავი ზღვის ქვეყნების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ჩემთვის უცნობი რეალური მიზეზის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გასული წლის ნოემბერში, მხარი აღარ დაუჭირა მის კანდიდატურას ამ თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც ეს პოსტი ერთ რომელიმე ქვეყანაზე არ არის გათვალისწინებული და არც ცალკეული ქვეყნისთვის რაიმე როტაციის პრინციპს ექვემდებარება", _ აღნიშნილია განცხადებაში.

ალასანია აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ, შავი ზღვის ქვეყნების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ახალი კანდიდატურის შერჩევამდე, თედო ჯაფარიძისთვის გაეგრძელებინა ვადა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კიდევ ექვსი თვით.

"ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თედო ჯაფარიძესა და მის მეუღლეს გაუუქმა დიპლომატიური პასპორტები და ამით დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ მისი პიროვნების, არამედ საქართველოს პრესტიჟსაც. ვფიქრობ, ქვეყნის ხელმძღვანელობის და საგარეო უწყების უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს საზღვარგარეთ თავისი მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვა და არა იმგვარი იმპულსური და გაუგებარი ქმედებები, რაც მოქალაქის შევიწროვებას ემსგავსება. მით უფრო, ისეთი დამსახურებული და პატივსაცემი პიროვნების მიმართ, როგორიც თედო ჯაფარიძეა. მინდა შევახსენო ჩემს ყოფილ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს, რომ ჯაფარიძეს საერთაშორისო არენაზე ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოს ინტერესების დასაცავად და კიდევ ბევრის გაკეთებას შეძლებს", _ აღნიშნულია განცხადებაში.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:55 | შეტყობინება # 349
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სოპრანო ლამარა ჭყონია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის განცხადებით, ლამარა ჭყონია არის არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, არამედ, საქართველოს დიდი პატრიოტი.

"ჩემთვის დიდი პატივია, გადმოგცეთ ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი _ ბრწყინვალების ორდენი. ქალბატონი ლამარა არის არა მხოლოდ ბრწყინვალე სოპრანო, ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, რომელიც ჰყოლია საქართველოს, არამედ, არის დიდი პატრიოტი. სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი კავშირი სამშობლოსთან წუთით არ გაწყვეტილა - სულიერი, კულტურული, ადამიანური და სახელმწიფოებრივი. ეს არის ნიმუში ჩვენთვის, რას ნიშნავს პატრიოტიზმი. მინდა საქართველოს ასეთი პატრიოტები გაუმრავლდეს", _ განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავარი რესურსი ისაა, რომ ყოველი მოქალაქე განსაკუთრებული და გამორჩეული იყოს.

"ჩვენ დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა არ შეგვიძლია არც ზომით, არც მოსახლეობის რაოდენობით, არც ბუნებრივი რესურსებით. ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გამორჩეული. ეს არის ერისა და სახელმწიფოს განსაკუთრებულობის გარანტია. ასეთი ერები თითზე ჩამოსათვლელი არისნ მსოფლიოში. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ საქართველო მათ რიცხვს მიეკუთვნება", _ განაცხადა სააკაშვილმა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:56 | შეტყობინება # 350
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებები დაამტკიცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროპულმა მხარემ დაასრულა ამ შეთანხმებების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურები.
თავის მხრივ, ქართულმა მხარემ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დაასრულა 2010 წლის დეკემბერში.
ორივე შეთანხმება ძალაში შევა 2011 წლის 1-ელ მარტს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან შეღავათებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის შემცირებას (60 ევროდან 35 ევრომდე), რიგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის (მაგ., პენსიონრები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, უნარშეზღუდული პირები, ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ახლო ნათესავები, სტუდენტები, მეცნიერები, ჟურნალისტები და ა.შ.) სავიზო მოსაკრებელის გაუქმებას, ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას 10 კალენდარული დღის განმავლობაში და ა.შ.
„უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ზემოხსენებული შეთანხმებების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებისა და ადამიანთა მობილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მიმაგრება: 1968329.jpeg (15.4 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:57 | შეტყობინება # 351
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრ ლინდა მურნიეცეს განახადებით, ლატვიის სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იცოდნენ მოსკოვის ექს-მერის განზრახვის შესახებ, რომელსაც ლატვიაში ცხოვრება პირადი მიზნებისთვის სჭირდებოდა.

"ლუჟკოვის "შავ სიაში" შყვანის მთავარი მიზეზი იყო მისი დამოკიდებულება ლატვიასთან, მისი მტრული გამონათქვამები ამ ქვეყნის შესახებ, მისი სურვილი, ლატვია პირადი მიზნებსთვის გამოეყენებინა. ცხადი იყო, რომ მისი სურვილი გახლდათ არა ლატვიის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება, არამედ ლატვიის გამოყენება შენგენის ზონაში მოგზაურობის მიზნით", _ განაცხადა მურნიეცემ.

მინისტრის თქმით, იური ლუჟკოვის განზრახვის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სპეცსამსახურები კარგა ხანია, ფლობდნენ. ამიტომაც ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ დაელოდა საბოლოო შედეგთა გადამოწმებას და ლუჟკოვი "შავ სიაში" შეიყვანა.

ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში იური ლუჟკოვის შეყვანა ნიშნავს, რომ მას ლატვიაში ცხოვრების უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის მიწურულს მოსკოვის ექს-მერმა ლატვიაში ცხოვრების ნებართვა ითხოვა.

მიმაგრება: 7456480.gif (31.8 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:57 | შეტყობინება # 352
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თურქეთში არსებული ქართული ტაძრებისა და საქართველოში არსებული მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. ამდენად, თურქეთის მხარისთვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია", - აღნიშნულიაა განცხადებაში.

მათი განცხადებით, ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი - იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო.

"მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა. რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით", _ აცხადებენ საპტრიარქოში და დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით, ოე პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას:

"1. თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია, ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლად გახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით? 2. როგორც თურქული მხარისთვისაა მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პროირიტეტად წარმოჩენა, ასევე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა".

აქედან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით.

"დაბოლოს, თავიდანვე უნდა განისაზღვროს ისიც, ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები. ვიმედოვნებთ, ჩვენ მიერ წამოყენებული წინადადებები მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რაც ჩვენ შორის ურთიერთობას კონსტრუქციულს გახდის", - აღნიშნულია განცხადებაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:57 | შეტყობინება # 353
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, 17 თებერვლიდან 15 პროცენტამდე გაზარდოს სარეზერვო მოთხოვნა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, კომიტეტის გადაწყვეტილებით არ შეცვლილა და 7.5 პროცენტს შეადგენს.

2010 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 11.2 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში სურსათის გაძვირების წილი 9.5 პროცენტული პუნქტია. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლა მცირეა. ამავე დროს, სურსათის გაძვირება ინფლაციის მოლოდინის ზრდას უწყობს ხელს. არსებული პროგნოზებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება და შემდეგ დაიწყებს შემცირებას.

ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი შემცირდა. წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ფულადი მასის ზრდის ტემპი 20-25 პროცენტის ფარგლებში იქნება, რაც ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე შემცირებას. 2010 წლის განმავლობაში ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება 20%-ით გაზარდეს. წლის განმავლობაში სესხების ზრდა ძირითადად ადგილობრივი ვალუტით ხდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში გააქტიურდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხებიც.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად 15%-მდე გაზრდის შესახებ. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან სარეზერვო ნორმა გაიზარდა 10%-მდე. ძირითადად ეგზოგენური ფაქტორების გავლენით მიმდინარე ეტაპზე ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის გაჩენის რისკი, მიზანშეწონილია გამკაცრების პოლიტიკის გაგრძელება. ამისათვის მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა გაიზრდება 15%-მდე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეროვნული ბანკი მზად არის ინფლაციური ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 16 თებერვალს გაიმართება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:58 | შეტყობინება # 354
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ლოცვას შეასრულებს.

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 530 ბავშვს მონათლავს. მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20 და 21 დეკემბერს მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 2008 წლიდან უკვე 6 000 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება. ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზედაც უფალმა მიუგო: "დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე".

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, "წყლის ბუნება" გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

მიმაგრება: 5587862.jpeg (29.6 Kb)


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:58 | შეტყობინება # 355
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 19 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს საქართველოს რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი რეჟისორის, შალვა გაწერელიას 80 წლის იუბილე აღინიშნება.

ამ თარიღს, შალვა გაწერელიას კოლეგები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები და მსახიობები მიულოცავენ. ნაჩვენები იქნება დაკუმენტური ფილმი "მუმუშა" და ამონარიდები რეჟისორის ყველაზე ცნობილი სპექტაკლებიდან.

გაწერელიამ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს დაამთავრა. დღეს იგი არის ემერიტუსი, რომელიც ხელშეკრულებით ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას მსახიობის ოსტატობასა და რეჟისურაში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:58 | შეტყობინება # 356
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 19 იანვარს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სპექტაკლის - "ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?!" - ჩვენება გაიმართება. იდეის ავტორი და რეჟისორი ალეკი ბლაითია, რომელმაც სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის 2008 წლის ომის დროს გორიდან დევნილი პირები შეარჩია.

სპექტაკლი "ვგავართ ჩვენ ახლ ლტოლვილებს?!" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დევნილი ადამიანების ცხოვრებასა და პრობლემებს ასახავს. ბლაითის სპექტაკლი ბრიტანეთის ნაციონალური თეატრისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელიც BP-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორიელდა.

სპექტაკლმა "ვგავართ ჩვენ ახლა ლტოლვილებს?!" ედინბურგის Fringe ფესტივალზე კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მიიღო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:58 | შეტყობინება # 357
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
19-20 იანვარს ლონდონში ჩრდილოატლანტიკური სამიტი გაიმართება, რომელზედაც ცხრა ქვეყნის - ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ და განიხილავენ ჩრდილოეთის "მინი-ნატოს" შექმნის იდეას.

ინტერნეტგვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად ნორვეგიაში აშშ-ის ელჩი ამგვარი ორგანიზაციის პროექტს სასარგებლოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ "პოლარულ დათვებსა და რუსებს მიეხედოთ".

ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებათა მიზანი მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კავშირების გამყარებაა. თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი თავის კოლეგებთან საუბრისას ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის იდეას აუცილებლად შეეხება. იგეგმება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მინი-ნატოს ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც აპრილში ჰელსინკში გაიმართება.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:59 | შეტყობინება # 358
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებმა გაეროს გენერალურ მდივანს სპეციალური გზავნილი გაუგზავნეს.

გრაგნილი, რომელზეც დევნილთა 12 ათასი ხელმოწერაა დაფიქსირებული, უკვე პან გი მუნის აპარატშია. გზავნილი თან დართული სპეციალური ნოტით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ქართული დიასპორის და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

"რუსული საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანა", - ეს არის აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა, რასთან დაკავშირებითაც ისინი დახმარებას სწორედ გაეროსგან ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ სამმეტრიანმა გრაგნილმა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, თურქეთი და შეერთებული შტატები მოიარა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:59 | შეტყობინება # 359
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
19-23 იანვარს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, ტურისტული გამოფენა FI TOUR 2011 გაიმართება, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.

FI TOUR 2011 ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც 166 ქვეყნიდან მასში 10 644 კომპანია მონაწილეობს. გამოფენას საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UN WTO), სადაც აღნიშნავენ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების სწრაფ ტემპებს, რაც 2010 წელს საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდით აისახება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის შემდეგ UN WTO -ს რეგიონალური კომისიის შეხვედრა და ფორუმი 2012 წელს საქართველოში გაიმართება, რომელიც ტურიზმის სფეროში ევროპის პოლიტიკის განსაზღვრას ემსახურება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს განიხილავს, როგორც " Green Tourism "-ისთვის საუკეთესო ადგილს, ასევე იგეგმება "აბრეშუმის გზის" პროექტის, როგორც ერთიანი ტურისტული პროდუქტის აღდგენა და პოპულარიზაცია.

21 იანვარს დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალიბ რიფაის შეხვედრა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელთან. შეხვედრის მიზანია 2011 წელს თანამშრომლობის საკითხების განსაზღვრა, ერთიანი ტურისტული პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 11:59 | შეტყობინება # 360
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში წყალში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ.

გვიან ღამით მრევლი ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბა, საიდანაც ზღვის სანაპიროსკენ მსვლელობა მოაწყვეს და ზღვაში შევიდნენ.

ტრადიცია უკვე მე-12 წელია სრულდება. ის მეუფე დიმიტრის ინიციატივით დამკვიდრდა.

"ნათლისღების დღესასწაულს მართლმადიდებლები სიმბოლურად წყალში შესვლით აღნიშნავენ, რათა გვწამს, რომ სულიწმინდის მადლი წყალზე გადმოვა და თითოეულ ჩვენგანს ცოდვებისგან განგვკურნავს", - განაცხადა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მარკოზმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო უფლის ნათლობას ზეიმობს.



http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz