ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:23
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:02 | შეტყობინება # 376
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქართული დელეგაცია სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 22 იანვარს გაემგზავრება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტიო სესიაზე 26 იანვარს იგი მოხსენებთ გამოვა. მოხსენება ქართველი მიგრანტების უფლების დაცვას ეხება.

"მიგარცაიის კომიტეტმა დამავალა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე გავაკეთო მოხსენება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს 39 წესის გამოყენებას ეხება. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, რომ მიგრანტების დეპორტი უცხო ქვეყნებიდან შეიძლება სასამართლოს გადაწვეტილებით შეჩერდეს. ამ წესის დარღვევა ხშირად ხდება გარკვეული ქვეყნების მხრიდან", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს საკითხის განხილვას, პარლამენტარის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა საკითხის სესიის დღის წესრიგში შეტანა.

"სტრასბურგში საქართველოს-რუსეთის საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდება, თუმცა რა ფორმატი შეიჩევა ამისთვის, ჯერ უცნობია. შესაძლოა, მოხდეს მისი სესიის დღის წესრიგში შეტანა, ან კომიტეტების და პოლიტიკური წრების დონეზე განხილვა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ევროსაბჭოს ზამთრის სესია 24 იანვარს გაიხსნება და 28 იანვრამდე გაგრძელდება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:02 | შეტყობინება # 377
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მინსკში დააპატიმრეს პოლიტიკოსი რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ივან კულიკოვი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა მინსკში დააპატიმრეს", _ იუწყება კომიტეტი. მათივე ინფორმაციით, დაკავებულის ვაჟის ვლადიმერ კულიკოვის თქმით, მისი მამის დაკავების მიზეზი მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობა გახდა.
"მამაჩემი ემხრობა დასავლეთთან და რუსეთთან თანამშრომლობას, ასევე მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. სწორედ მის მიერ მხარდაჭერილი საკითხები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობასა და საკავშირო სახელმწიფოს შენარჩუნებას ეხებოდა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი", _ აცხადებს დაკავებულის ვაჟი.
შეგახსენებთ, რომ ივან კულიკოვს არაერთხელ განუცხადებია თავისი კრიტიკული დამოკიდებულების მიმართ არსებული ხელისუფლებისადმი.
"ბელორუსის ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკა რომელსაც იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ატარებს, ჩემი აზრით, სულ მცირე არაკონსტრუქციულია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ რუსეთის სრულფასოვანი პარტნიორები ვართ, ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ უნდა გვეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა", _ აცხადებდა ამჟამად დაკავებული პოლიტიკოსი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:03 | შეტყობინება # 378
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
პაკისტანში, ქალაქ პეშარავში მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი პრივილეგირებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დღეს, დილით ამოქმედდა, რომლის აფეთქების დროსაც მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად სკოლის 7 მოსწავლე დაიჭრა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერაქტი დაჯგუფება "ტეხრიკ-პაკისტანის თალიბების" მოწყობილია, რომელიც პრივილეგირებული სკოლების არსებობის წინააღმდეგ გამოდის.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფების წევრები ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით არსებული პრივილეგირებული სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ტერაქტებს ხშირად აწყობენ.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:03 | შეტყობინება # 379
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს მხოლოდ მშვიდობიანი განზრახვები აქვს და კონფლიქტის ძალის გამოყენებით მოგვრება არ სურს, რაც რუსეთმაც კარგად იცის. ამის შესახებ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტისის დროს რადიოსადგურ "ამერიკის ხმას" განუცხადა.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შოროს ქართული მხარის მიერ მოლაპარაკების დაწყების შეთავაზებას, პრეზიდენტ სააკაშვილს მიაჩნია, რომ "რუსეთის მიერ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ჩვენთან დიალოგზე დათანხმება მათი მხრიდან ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძრვნილ ღონისძიებაზე იყო მიწვეული. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:03 | შეტყობინება # 380
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქონლის მტაცებლებისგან დასაცავად ფერმერებს ტყვია-წამალი დაურიგა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განუცხადა, ზამთრის სეზონზე, საქონელზე მგლების თავდასხმის შემთხვევები გახშირდა.

2 დღის წინ ნიკო სულიკაშვილის ცხვრის ფარას მგლები დაესხნენ და რამდენიმე ცხვარი და ვირი დაგლიჯეს, 1 ბატკანი კი შეჭამეს.

„მგლების თავდასხმის შემთხვევები გახშირდა, რის გამოც პრევენციული ზომების გატარების მიზნით, ტყვია-წამალი შევიძინეთ და საქონლის პატრონებს დავურიგეთ", - აღნიშნა გამგებელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქონელზე თავდასხმის დროს, მგელი მოკლეს გურჯაანის რაიონის სოფელ ნანიანში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:03 | შეტყობინება # 381
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
„ქართული პარტია" რაიონულ ორგანიზაციებს ქმნის. ზუგდიდში სამეგრელოს რაიონებიდან ჩამოსულ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს „ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და თანათავმჯდომარემ ლევან გაჩეჩილაძემ და ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიაქაიამ პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.

სოზარ სუბარის თქმით, უახლოს თვეებში „ქართულ პარტიას" საკუთარი წარმომადგენლობა ეყოლება საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქსა და რეგიონში. მისივე თქმით, გაზაფხულისთვის „ქართულ პარტიას" 50 ათასი წევრი ეყოლება და ყველა დაინახავს, რომ სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი იქნება სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატიული ძალა.

ლევან გაჩეჩილაძემ, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონში შექმნილ სოციალურ-პოლიტიკურ კლიმატზე ისაუბრა და განაცხადა,რომ დღეს ხელისუფლებას ეშინია სამეგრელოსი და არა პირიქით.

„ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე სამეგრელოს რეგიონის მიმართ ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას შიშზე აწყობილ სიყვარულის იძულებას უწოდებს.

„ქართული პარტიის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაზაფხულზე იგეგმება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 19.01.2011, 12:03 | შეტყობინება # 382
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განცხადებით, "მინი-ნატო" ახალი თავდაცვის სისტემის შექმნას გულისხმობს, რომელიც უსაფრთხოებას არქტიკაში დაიცავს.
"ე.წ. ჩრდილოული თანამშროლობა, ანუ "მინი-ნატოს" შექმნა, სავარაუდოდ, მიზნად უნდა ისახავდეს ისეთი თავდაცვის სისტემის შექმნას, რომელიც არქტიკაში ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას და ტერიტორიების სხვა სახელმწიფოს, თუნდაც რუსეთის მიერ მითვისებას შეუშლის ხელს, მით უფრო, რომ იქ რუსეთს რამდენიმე ათას კილომეტრზე თავხედური ამბიციები აქვს და ამტკიცებს, რომ ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ფსკერზე გარკვეული ტერიტორია მას ეკუთვნის", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".

აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ლონდონში, დღეს დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური სამიტის მონაწილე სახელმწიფოებს (სკანდინავიის 5, ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი) "მინი-ნატოს" შექმნის იდეა სწორედ მოსკოვის "დასაშოშმინებლად" და მისი ამბიციების "შესაჩერებლად" გასჩენოდათ.
"საერთაშორისო სამართლით, ოკეანის ფსკერი არავის ეკუთვნის და იქ საქმიანობის წარმოების უფლება ყველას თანაბრად აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაჟღერდა, რომ ოკეანეში არსებული ე.წ. ლომონოსოვის ქედი რუსეთის საზღვაო სივრცის გაგრძელებაა და მას ეკუთვნის, რასაც საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალითაც დაიცავს. ჩრდილოური თანამშრომლობის, ანუ "მინი-ნატოს" იდეა რუსეთის თავხედურ ამბიციებს ცოტა დააშოშმინებს და შეაჩერებს. ახალი ორგანიზაციის მიზანი არ არის მაინდამაინც ის, რომ პოლარულ სახელმწიფოებში ომი გააჩაღონ და ტერიტორიები ძალის მიერი მეთოდებით დაიცვან, მაგრამ მოსკოვმა უნდა იცოდეს, თუ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევს, არსებობს შესაძლებლობა, რომ მას, შეიძლება ითქვას, მასზე ძლიერი სამხედრო ძალა დაურისპირდეს", - განმარტა კახა გოგოლაშვილმა.

ამასთან, ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ ნატო მსგავსი მიზნების განსახორციელებლად არ არის მოწოდებული და ის მხოლოდ იმ ქვეყნების ტერიტორიული ურღვევობის საკითხს იცავს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია.
"ასეთ შემთხვევებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არაეფექტურია, რადგან მისი მიზანი არ არის ქვეყნების ინტერესების დაცვა არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ნატოს მე-5 მუხლი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულად ორგანიზაციის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება შეჭრა და აგრესია, ხოლო როცა, ამ შემთხვევაში, არქტიკაში რუსეთი რომელიღაცა საბადოების მითვისებას აპირებს, ნატო, როგორც არქტორი, არ იმოქმედებს", - განუცხადა ექსპერმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება ე.წ. "მინი-ნატოს" შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებს, გოგოლაშვილის განმარტებით, ეს "ჩვენი ქვეყნისთვის ირიბად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია".
"ეს იდეა ასუსტებს რუსეთის ამბიციებს და აქედან გამომდინარე, ასეთი ორგანიზაციის შექმნა ჩვენი ქვეყნის ინტერებში ირიბად, მაგრამ მაინც შედის. დათვი არ არჩევს ხოლმე მხოლოდ მარჯვნივ წავიდეს, თუ მხოლოდ მარცხნივ. აქედან გამომდინარე, მისი დასუსტების ყველა მცდელობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ბუნებრივია, "მინი-ნატო" პირდაპირ საქართველოს ინტერესების დასაცავად არ იქმნება და ჩვენ არქტიკაში არანაირი საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ამ თანამშრომლობაში ჩვენ ვერანაირი სახით ვერ ჩავებმებით", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "მინი-ნატოს" შექმნის იდეას და იმას, რამდენადაა შესაბამისი პროექტის განხორციელება შესაძლებელი დღეს, ლონდონში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკურ სამიტზე იმსჯელებენ, რომელშიც დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.



http://seaman.ge
 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:56 | შეტყობინება # 383
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განთავსება ოკუპირებულ რეგიონში აშკარად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ღია, სამხედრო აგრესიას ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშო ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის განთავსების საკითხე ეხმაურება.

"ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "Точка-У"-ს და "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონების განლაგება, წარმოადგენს პირდაპირ და აშკარა მუქარას საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტერიტორიის მიმართ. ამ ქმედებებით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული და აგრეთვე მიზნად ისახავს ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას კავკასიის, და მთლიანად შავიზღვისპირეთის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. სამხედრო ბაზაზე დამატებით განთავსებული იქნა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "Точка-У" დივიზიონი, რომლის მოქმედების არეალიც 120 კმ-ია.

გარდა ამისა, 2010 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხინვალის სიახლოვეს განლაგებულ იქნა "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონი (მოქმედების არეალი - 70-დან 90 კმ-მდე დისტანცია).

აღსანიშნავია, რომ სწორედ "Точка-У" სისტემის გამოყენებით რუსეთის ფედერაციამ მთლიანად დაანგრია ბამუტი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) და გაანადგურა ამ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა.

აგრეთვე ამ სისტემის ბალისტიკურ რაკეტებზე შესაძლებელია კასეტური (50 ნაწილისაგან შედგენილი) და ბირთვული ქობინების დაყენება.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:56 | შეტყობინება # 384
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების დროს ავიარეისი მოსკოვი-თბილისი უკვე ჰაერში იყო, ხოლო მეორე ავიაკომპანიას, რომელიც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით დაფრინავს, განრიგის მიხედვით, დღეს რეისი არ ჰქონია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ავიაკომპანია "აირზენაში" განუცხადეს.

"CNN"-ის ინფორმაციით, "დომოდედოვის" აეროპორტში მოწყობილ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ესმხვერპლა, ხოლო 130 მძიმედაა დაშავებული.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:56 | შეტყობინება # 385
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ხვალ, 25 იანვარს, მსახიობ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნება. ეს მარჯანიშვილის თეატრის წინ მეექვსე ვარსკვლავი იქნება.

78 წლის მსახიობის სახელი სწორედ ამ თეატრს უკავშირდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციაში განმარტეს, 25 იანვარს, სპეციალურად ერთი დღისთვის, გაცოცხლდება რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლი "ასი წლის შემდეგ", სადაც თავის დროზე თენგიზ არჩვაძე მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი, რომელშიც თენგიზ არჩვაძემ ითამაშა, "ილია ჭავჭავაძეა".

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:57 | შეტყობინება # 386
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ობიექტების მაკდონალდსის რესტორნების ქსელმა 2010 წლის ბოლო მეოთხედში 1,24 მილიარდი დოლარის ოდენობით მოგება მიიღო, რაც 2,1 პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

მთელი წლის განმავლობაში კომპანიის სუფთა მოგებამ 4,55 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მონაცემის მიხედვით, კომპანია ყოველდღიურად 12,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.

მთელ მსოფლიოში მაკდონალდსის გაყიდვების მოცულობა წლის განმავლობაში 5 %-ით გაიზარდა, აშშ-ში კი _ 4,4 %-ით.

მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მაკდონალდსს, სხვა რესტორნებისგან განსხვავებით, დანაკარგი პრაქტიკულად არ განუცდია.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:57 | შეტყობინება # 387
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში თვითკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც CNN იუწყება, აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 31 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 139 მძიმედ დაშავდა.

აფეთქების სიძლიერე 5 კილოგრამი ტროტილის აფეთქებას უდრიდა.

აფეთქება მოსკოვის დროით 16:40 საათზე მოხდა. რუსეთის ყველა აეროპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო თათბირს გამართავს.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:57 | შეტყობინება # 388
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კრემლი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას შემოვლითი გზებით შეეცდება და არა ღია აგრესიით. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "Tочка-У" დივიზიონის განთავსების შეფასებისას განუცხადა.

"თეორიულად ყველაფრი შესაძლებელია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ რუსეთს სარაკეტო სისტემის განთავსება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში კუნთების სათამაშოდ და ძალის დემონსტრირებისთვის სჭირდება, რათაAდასავლეთი დააყენოს ფაქტის წინაშე, რომ რეალურად ცხინვალის რეგიონს რუსეთი აკონტროლებს და აქედან გამომდინარე მას ანგარიში უნდა გაუწიონ", - აღნიშნა ჩიტაძემ.

მისი შეფასებით, კრემლი ოკუპირებულ რეგიონში ტექნიკის შეტანას ფსიქოლოგიური ტერორისთვის იყენებს და მის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინაღმდეგ კიდევ ერთი ღია აგრესია მოსალოდნელი არ არის.

"რაც შეეხება საფრთხეებს, ეს უფრო დაკავშირებული იქნება რუსეთს მცდელობასთან, კვლავ განახორციელოს დივერსიული აქტები საქართველოს ტერიტორიაზე, შეტევა მიიტანოს საქართველოში განთავსებული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე", - აღნიშნა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.

ჩიტაძის შეფასებით, რუსეთი ასევე შეეცდება პრორუსული ძალების წაქეზებას, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განთავსება ოკუპირებულ რეგიონში აშკარად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიას ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის ე. წ. სამხედრო ბაზაზე, დამატებით განთავსებული იქნა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "Точка-У" დივიზიონი, რომლის მოქმედების არეც 120 კმ-ია.

გარდა ამისა, 2010 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხინვალის სიახლოვეს განლაგებულ იქნა "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონი (მოქმედების არე - 70-იდან 90 კმ-მდე დისტანცია).

აღსანიშნავია, რომ სწორედ "Точка-У" სისტემის გამოყენებით რუსეთის ფედერაციამ მთლიანად დაანგრია ბამუტი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) და გაანადგურა ამ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა.

აგრეთვე ამ სისტემის ბალისტიკურ რაკეტებზე შესაძლებელია კასეტური (50 ნაწილისგან შედგენილი) და ბირთვული ქობინების დაყენება.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:57 | შეტყობინება # 389
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
"ალ-ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი იმუქრება, რომ თუ საფრანგეთი ავღანეთიდან ჯარს არ გაიყვანს, 7 ფრანგ მძევალს მოკლავს. ამის შესახებ ბინ-ლადენმა ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ბინ ლადენის თქმით, თუ სარკოზიმ ავღანეთის მიმართ პოლიტიკური კურსი არ შეცვალა, ის აუცილებლად ზიანს მოუტანს საფრანგეთს.

თავის მხრივ, ოფიციალური პარიზი აცხადებს, რომ საფრანგეთი ამ ეტაპზე არ აპირებს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას და მასზე დაკისრებულ მისიას გააგრძელებს.

"ალ ქაიდასთან" დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა საფრანგეთის 7 მოქალაქე გასული წლის სექტემბერში აიყვანეს მძევლად. ორი მძევალი საფრანგეთში იქნა აყვანილი, ხოლო ხუთი - ნიგერში.

 
RAPERთარიღი: ორშაბათი, 24.01.2011, 19:58 | შეტყობინება # 390
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ხვალ, 25 იანვარს, ქართველ პოლიტიკოსს, ედუარდ შევარდნაძეს დაბადებიდან 83 წელი უსრულდება. შევარდნაძე იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990), საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003).

ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი, შემდეგ სწავლობდა თბილისის პარტიულ სკოლაში, ხოლო 1959 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1946 წელს შევიდა კომკავშირში, 1948 წელს, 20 წლის ასაკში - კომპარტიაში. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი. 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო კამპანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. კამპანია კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მუშაობდა 1985 წლამდე. მან შეცვალა კორუფციაში მხილებული ვასილ მჟავანაძე. პარტიაში მუშაობისას დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით.

1976 წლიდან შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1985 წელს საბჭოთა "გარდაქმნის" წამომწყების, მ. გორბაჩოვის ინიციატივით, შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში და მოულოდნელად დანიშნეს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად, აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. ის მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-ისთვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას, ე. წ. შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.

1990 წელს გადადგა, "მოსალოდნელი დიქტატურისადმი" პროტესტის ნიშნად, იმავე წელს დატოვა პარტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა ბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.

1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პუტჩის შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდო ეროვნულმა გვარდიამ. შევარდნაძე მოიწვიეს ორგანოს, სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელად. 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.

შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა: 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში; 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში; 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" ხმათა 18.84 %-ით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

შევარდნაძეს ჰყავს ვაჟიშვილი, პაატა, იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი და ქალიშვილი, მანანა, სატელევიზიო ფილმების სტუდიის დირექტორი.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz