ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:54
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 09.08.2010, 10:20 | შეტყობინება # 31
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გამოცდების ეროვნული ცენტრი, როგორც აბიტურიენტების, ისე მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სააპელეციო განაცხადების მიღება 9 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 14 აგვისტომდე გასტანს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება: თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77); რაიონებში - საგანმანათლებლო რერსურსცენტრებში.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 8 აგვისტოს დაასრულა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 09.08.2010, 10:20 | შეტყობინება # 32
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ტურიზმის დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ინვესტორებთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს.

"საქართველო ძალიან მდიდარია ღისშესანიშნაობებით და, შესაბამისად, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. შეიქმნება სპეციალური პროექტები, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს წარედგინება და დაინტერესების შემთხვევაში ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრებისათვის დამატებითი კაპიტალი ჩაიდება", _ განაცხადა მაია სიდამონიძემ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 11:27 | შეტყობინება # 33
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
რუსეთის ტელეარხმა NTV-მ მორიგი, მესამე ფილმი აჩვენა ბელორუსის პრეზიდენტზე ალექსანდრ ლუკაშენკოზე.

ფილმში უკიდურესაც მკაცრადაა გაკრიტიკებული ლუკაშენკო და მისი გარემოცვა.

სურათში ასახულია ბელორუსის პრეზიდენტის ბიზნესინტერესები. წარმოდგენილია ინტერვიუები ბელორუსიდან გაცქეულ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შს მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსთან ვიჩესლავ დუდკინტან.

დეპორტირებულ რუს ბიზნესმენთან ალან პლიევთან, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის მოადგილესთან, ეროვნული სტრატეგიის საბჭოს წევრთან ვლადიმერ ჟარიხინთან, ადამიანის უფლებათა დანცველთან ოლეგ ვოლჩეკთან და სხვებთან.

ფილმში მოყვანილია ამონარიდები ფსიქიატრის, დიმიტრი შიგელსკის დასკვნიდან, რომელმაც ლუკაშენკოს დიაგნოზი ათი წლის წინ დაუსვა.

თანდართული კომენტარებით ფილში ვითარდება მოსაზრება, რომ ბელორუსის პრეზიდენტი დაავადებულია მოზაიკური ფსიქოპათიით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 11:27 | შეტყობინება # 34
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ქარიშხლის შედეგად, სანკტ-პეტერბურგში, ნოვგოროდის, არხანგელსკის და ვოლგოგრადიის მზარეებში მთლიანობაში ათას 490 პუნქტი დაზარალდა, სადაც 93 ათას 841 ადამიანი ცხოვრობდა.

სოცილური დამნიშნულების ობიექტებს ეექტროენერგია სარეზერვო ხაზებით მიეწოდება. დაზარალებულ რეგიონებში სამშენებლო ბრიგადები უკვე მუშაობენ, რათა დროულად მოახდინონ დაზარალებულთა სახლების აღდგენა-შეკეთება.

რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ზარალის დამდგენი სახელმწიფო კომისიის სხდომა უკვე შედგა, სადაც ზარალის ლიკვიდაციის გზები განიხილეს.
კომისის სხდომაზე გადაწყდა, რომ საგანგებო შტაბები შეიქმნება.

ასეთი შტაბები უნდა შეიქმნას რეგიონებში, სადაც პროგნოზის მიხედვით ცივი ფრონტი გაივლის ეს არის მოსკოვის ვლადიმირის, ირანოვსკისა და ნიშნინოვგოროდის მხარეები. შტაბებს მიმდინარე ამოცანების გარდა დაეკისრებათ აცივების შედეგების მინიმალიზირება.

იმავდროულად ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტროს დაევალა დაზარალებულების მიღება მთალი დღე-ღამის განმავლობაში მოადგინოს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მათ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 11:28 | შეტყობინება # 35
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კახეთის საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გასამართად საჭირო ნებართვის მისაღებად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას 200-მდე პედაგოგი აპირებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, გამგეობაში პედაგოგების მოთხოვნა ჯერ-ჯერობით არ შესულა. "როცა მოთხოვნას გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას რა რეაგირება მოვახდინოთ. რა აქვს ამ ხალხს გასაპროტესტებელი? სახელმწიფო ამდენ რამეს აკეთებს მათთვის", - აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 16 მასწავლებელი გაათავისუფლეს, გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლიდან - 12, ახაშნის საჯარო სკოლიდან 13, ანაგის საჯარო სკოლიდან 16, ბოდბის საჯარო სკოლიდან 19, კარდენახის საჯარო სკოლიდან 20 და ა.შ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:40 | შეტყობინება # 36
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურეობის რეგულირების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ერევანის თბოელექტროსადგურისათვის საქართველოდან ელექტროენერგიის 2010 წლის 31 დეკებრამდე მიწოდების შესახებ.

ერევნის თბოელექტროსაგურის დირექტორის ოვაკიმ ოვანესიანის განცხადებით, საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდება არის საპილოტე პროგრამა, რომელიც რეალიზაციაც გასულ წელს დაიწყო.

"მიწოდების მოცულობა უმნიშვნელოა და დღეისათვის ის 40 მგვტ-ს შეადგენს და ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ექსპერიმენტალურ რეჟიმში ჩავატაროთ ქსელებს გამოცდა", _ განაცხადა ავანესიანმა.

მან არ დააკონკრეტა თუ რა ფასად იღებს სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არმენ მოფსისიანი მუდმივად აცხადებს, რომ სომხეთს გააჩნია ჭარბი ელექტროენერგია, რომელიც შესაძლოა მიწოდებული იქნეს მეზობელი ქვეყნებისათვის და მათ შორის საქართველოსთვის.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:40 | შეტყობინება # 37
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მოსკოვში ტემპერატურამ მნიშვნელოვნად დაიკლო და სინოპტიკოსები მოსკოვის მხარესა და ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერ წვიმასა და ქარს ელოდებიან.

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია სეტყვაც.

"ამინდის გაუარესების გამო შესაძლებელია საგანგებო ვითარებების წარმოქმნა", _ აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.

კვირის ბოლოს ტემპერატურა სავარაუდოდ +20 გრადუსამდე დაეცემა. რიგ რაიონებში კი შესაძლებელია ტემპერატურის ვარდა +14 გრადუსამდე.

მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაეცემა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:40 | შეტყობინება # 38
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ავღანეთში კოალიციურმა ჯარებმა 2000-ზე მეტი სამხედრო-მოსამსახურე დაკარგა. ასეთია არაოფიციალური მონაცემები რომელსაც საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

დაღუპულთა შორის 60 % აშშ-ს სამხედრო-მოსამსახურეა.

2001 წლდან დღემდე დაღუპულთა რაოდენობა 2002 ადამიანით განისაზღვრება, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ციფრი მნიშვნელოვნად დაბალია ერაყში დაღუპულ სამხედრო-მოსამსახურეებთან შედარებით.

რაც შეეხება მშვიდობიან მოქალაქეებს მხოლოდ 2010 წლის 6 თვეში დაიღუპა 31 %-ით მეტი ვიდრე 2009 წლის განმავლობაში და აღნიშნუილმა 1271 ადამიანი შეადგინა.

მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაღუპულთა 71 % თალიბებისა და სხვა ტერორისტული ორგაინიზაციბის ქმედებებს ემსხვერპლნენ - ნათქვამია გაეროს მოხსენებში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:41 | შეტყობინება # 39
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ავღანეთში აშშ-ს ჯარების მთავარ მიზნად კვლავ რჩება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელის უსამა ბენ ლადენის დაკაება ან მისი ფიზიკური ლიკვიდაცია. აღნიშნულის შესახებ ავღანეთში აშშ-სა და ნატოს გაერთიანებული ჯარების სარდალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

მისი ტქმით, ბენ ლადენი საერთაშორისო ტერორისტული ტერორისტების იეარქიაში მნიშვნელოვან ფიგურად რჩება და მისი დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა "ყველასთვის ვინც მსოფლიო მასშტაბით კონტრტერორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობს".

გენერალმა ასევე აღნშნა, რომ ამერიკული სამხედროების მონაცემებით ნომერ პირველი ტერორისტი სავარაუდოდ პაკისტანის ძნელად მისადგომ მთლიან რეგიონში იმალება.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:42 | შეტყობინება # 40
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ამჟამად აშშ-ს ეკონომიკაში დეფლაციისა და რეცესიის შესაძლებლობა დაახლოებით 30 %-ია, მიიჩნევენ კომპანია Goldman Sachs -ის ანალიტიკოსები.

მათი მონაცემებით, ინვესტორები დამფრთხალნი არიან, რისი მიზეზიც კრიზისის შესაძლო მერე ტალღის განმეორებაა, რაც თავისი შედეგებით უფრო მძიმე იქნება ვიდრე იქნება საბერძნეთში განვითარებული მოვლენები.

აშშ-ს ეკონომიკასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც აღნიშნა ვალის წილისა და არაწონადი სოციალური ხარჯების ზრდის შესახებ.

"აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. ბაზრის მოთამაშეებს რეცესიის მეორე ტალღის ეშინიათ", - აცხადებს კომპანია Goldman Sachs -ის ანალიტიკოსი ედ მაკკელვიმ.

საინვესტიციო ფონდის Pacific Investment Management Co. ხელმძღვანელმა მუჰამედ ელ ერიამმა აღნიშნა, რომ დეფლაციისა და რეცესიის სავარაუდო მაჩვენებელი ამერიკის ეკონომიკისათვის ამჟამად 30 %-ს მიაუხლოვდა.

გასულ თვეს აშშ-ს შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა აგვისტოს 7 დღის მაჩვენებელი უმუშევრობის გამო შემწეობის მთხოვნელთა რაოდენობის შესახებ, რამაც ერთ კვირაში 2484 ერთეული შეადგინა.

უწყების გამოქვეყნებული მონაცემებით, ივლისში აშშ-ში უმუშევრობა ივნისის დონეზე დარჩა და 9,5 % შეადგინა. ამერიკელი ეკონომისტები აცხადებენ, რომ 2010 წლის ბოლოსთვის შტატების ბიუჯეტის დეფიციტი 120 მლრდ. დოლარი იქნება. ხოლო ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 1,47 ტრილიონი დოლარი.

აღნიშნულის გათვალისწინებით ქვეყნის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გამოაცხადა, ფინანსური სისტემის აღდგენის ტემპების შენელების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებების დასარეგულირებლად აშშ 26 მლრდ დოლარს დახარჯავს, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი ღონისძიებები მას კრიზისის ახალ "ორმოს" უქმნის.

გასულ თვეს საერთაშორისო საავალუტო ფონდმა საგანგაშო პროგნოზი გააკეთა, რომლის მიხედვითაც აშშ-მ ბოლო პერიოდში იმ მოცულობის ვალები და ფინანსური ვადებულებები დააგროვა, რომ სხვაობა მომავალ ხარჯებთან და შემოსავლებთან 2010 წლის შედეგების მიხედვით, მშპ-ს 14 %-ი იქნება.

სავალუტო ფონდის მონაცემებით მთავარ პრობლემას ჯანდაცვაზე გაწეული მზარდი ხარჯები წარმოადგენს. შესაბამისად ანალკიტიკოსები აკეთებენ დასკვნებს, რომ ეკონომიკური რეალობის უგუვებელყოფა გამოიწვევს ფინანსურ რყევებს, რომელიც უფრო კატასტროფული იქნება ვიდრე საბერძნეთში განვითარებული მოვლენები.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:43 | შეტყობინება # 41
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აშშ-ში კომპანია Apple-ს შუა რგოლის მენეჯერი დააკავეს, რომელიც საერთაშორისო მიწოდებებზე მუშაობდა.

დაკავებული პოლ შინ დევინის თანამზრახველად სინგაპურელი ენდრიუ ანგი სახელდება, რომელთაც 23 პუნქტიანია ბრალი წაუყენეს, მათ შორის თაღლითობისთვის, ფული გათეთრებისთვის და აშშ.

კომპანია Apple -მ დევინის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიაში მუშაობის განმავლობაში მან ფულის გათეთრებით რამოდენიმე მილიონი მიიღო.

გამოძიებას ერთობლივად ატარებენ, გამოძიების ფედერალური ბიურო და აშშ-ს შიდა საგადასახადო სამსახური. გამოძიება ეჭვობს, რომ კომპანიის თანამშრომელი იღებდა კონფედენციალურ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომ მიმწოდებლებს გადასცემდა, მიმწოდებლები კი მას აღნიშნულისათვის გასამრჯელოს უხდიდნენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:43 | შეტყობინება # 42
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
19 აგვისტოს, 14:00 საათზე, კურორტ ბახმაროში საქართველოს სხვადასხვა რაიონების ცხენოსანთა მონაწილეობით ტრადიციული დოღი გაიმართება.

როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, 19 აგვისტოს ფერიცვალება დღეს, ბახმაროში მდებარე ფერცვალობის ეკლესიაში წირვა ჩატარდება, ხოლო წირვის შემდეგ ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც 10-მდე რაიონის ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს სიახლეა და ტრადიციულ დოღთან ერთად შეჯიბრი სპორტის სხავადასხვა სახებებეშიც გაიმართება.

მოეწობა ასევე ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

დოღის შემდეგ დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლების გარდა, პროექტ "ნიჭიერის" წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

დოღს, სავარაუდოდ, რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პარლამეტის წევრები, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:43 | შეტყობინება # 43
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეიდან ბრიუსელში ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო, სადაც მინისტრი ხვდება ევროკომისიის საგარეო ფინანსური დახმარებების განყოფილების ხელმძღვანელობას. შეხვედრაზე განიხილება ევროგაერთიანებასთან მომავალი თანამშრომლობის, მათ შორის საქართველოსთვის, ევროკომისიის დახმარების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში, ბრუსელის დონორთა კომფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ევროკომისიამ ჩვენს ქვეყანას უსასყიდლოდ გამოუყო, დაახლოებით, 500 მლნ ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება. აღნიშნული დახმარების ფარგლებში, სახელმწიფო ღონისძიებების დაფინანსებისათვის უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები 202 მლნ ევროს ოდენობის თანხაზე, საიდანაც საქართველოს მიღებული აქვს 128 მლნ ევრო.

დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდამჭერ ღონისძიებებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფო სექტორისთვის დამატებით 75 მლნ ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის პირობებზე. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ასევე, მიმართულია სხვადასხვა ჰუმანიტარული, რეგიონალური, ტექნიკური დახმარების და არასახელმწიფო ინსტუტიტების მხარდაჭერაზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 14:45 | შეტყობინება # 44
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

გონიოში ღამით უეცრად მოვარდნილმა ქარბორბალამ ერთ-ერთი ბუნგალო მთლიანად გაანადგურა. დაზიანებულია ბუნგალოს ინვენტარი, მაგიდები, სკამები, აგრეთვე ათამდე მაცივარი.

გონიოში ზღვის სანაპიროზე ქარბორბალა ბუნგალოს ადმინისტრაციის წვერებმა შენიშნეს და უსაფრთხოების მიზნით ობიექტი რამდენიმე წუთში დატოვეს. იმ დროს ბუნგალოს თანამშრომლების გარდა იქ დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ.

ბუნგალო მამუკა ცინცაძეს ეკუთნოდა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის. გუშინდელმა ქარბორბალამ ამავე ობიექტის გვერდით მდებარე კიდევ ერთ ბუნგალოს სახურავი გადახადა და გზაზე გაჩერებული ავტომობილიც დააზიანა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 17:33 | შეტყობინება # 45
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
მესტიაში ახალი აეროდრომი აშენდება. მესტიის აეროდრომის საპროექტო სამუშაოს ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკულ-ბულგარული კომპანია ATM Project and Solutions განახორციელებს, რომელსაც რთულ რელიეფურ ადგილებში აეროდრომების დაპროექტების დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი დავითაძემ აღნიშნა, მესტიის აეროდრომი, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შეძლებს ფრენების მომსახურებას. მისი განცხადებით, დაგეგმილია საფრენი ტრასის გადიდებაც, რათა მოხერხდეს მცირე ავიაციის ლაინერების მომსახურება.

მესტიის აეროდრომის მოსანახულებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია, მესტიაში უკვე იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მინისტრი გაეცნო მესტიის აეროდრომის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის განხორციელების შემდეგ აღნიშნული ობიექტი ყოველდღიურად შეძლებს საფრენი ობიექტების მომსახურებას.

მესტიის აეროდრომის პროექტის განხილვას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი დავითაძე და მესტიის რაიონის გამგებელი გოჩა ჭელიძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, აეროდრომის რეაბილიტაციის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. ობიექტის ამოქმედების შემდეგ კი მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიაში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა, რაც სვანეთში მომსახურების სფეროს განვითარების დამატებითი სტიმული იქნება. გარდა ამისა, ახალი აეროდრომი ადგილობრივ მოსახლეებს გაუმარტივებს კავშირს საქართველოს სხვა რეგიონებთან.

"ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს მცირე ბიზნესის განვითარება წარმოადგენს. სვანეთში ტურისტების რაოდენობის ზრდა, პირველ ყოვლისა, სწორედ მცირე მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ დაგვჭირდება მეტი ახალი სასტუმრო, კაფე და მაღაზია. რეგიონში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმდებიან ადგილობრივი მოსახლეები, ასევე სამუშაოდ ჩამოვლენ ახალგაზრდები საქართველოს სხვა რეგიონებიდან", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურა მომავალი სეზონისთვის იქნება მზად და შეძლებს ტურისტების მომსახურებას.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz