შაბათი, 20.04.2024, 06:43
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 17:33 | შეტყობინება # 46
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2010 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 9,6 მლრდ. ევროს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დეფიციტი 4,1 მლნრდი ევრო იყო. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის სტატისტიკის სამმართველომ "ევროსტატმა" გაავრცელა.

2010 წლის მაისში დეფიციტმა 14,8 მლრდ. ევრო შეადგინა. დაზუსტებული ინფორმაციით, 2010 წლის აპრილში ექსპორტი 5,8 % ით გაიზარდა ხოლო იმპოირტი 5,2 %-ით.
ევროზონის სავაჭრო ბალანსი ივნისში პოზიტიური იყო და დადებითმა სალდომ 2,4 მლრდ ევრო შეადგინა. ევროზონაში სავაჭრო ბალანსმა მაისში 3,3 მლრდ ევროს შეადგინა. გასული წლის მაისსში კი 1,9 მლრდ ევრო. ივნისში მაისთან შედარებით ექსპორტი 5,2 %-ით გაიზარდა ხოლო იმპორტი 4,3 %-ით.

2010 წლის 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირის სავაჭრო ბალანსი ენერგეტიკის სფეროში გაიზარდა და 115,6 მლრდ ევრო შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 93 მლრ ევრო იყო. თუმცა ძირითადი პოზიტიური სალდო სავაჭრტო პროდუქციაში გადამამუშავებელ მრეწველობაში 63,5 მლრ შეადგინა. გასულ წელს კი 45,6 მლრდ ევრო იყო.

ევროკავშირში ვაჭრობის ზრდა 2010 წლის 5 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღინიშნება ყველა პარამეტრის მიმართულებით. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იმპორტი აშშ-იდან რომელიც 8 %-ით შემცირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი ბრაზილიაში (41%), ჩინეთში (42%), და თურქეთში (37%). რაც შეეხება იმპორტს, ამ მიმართულებით ზრდა აქვს რუსეთს 45 % და ინდოეთს 22 %.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 17:33 | შეტყობინება # 47
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გაზის ექსპორტის საკითხებში ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, ასგარ სოხეილიპურის განცხადებით, თეირანი მზადაა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყოს.

ირანული წყაროების ცნობით, სოხეილიპურმა აღნიშნა, რომ თეირანი მსოფლიო ბაზარზე გასვლის ყველა შესაძლებლობას სწავლობს. მაგალითად, ირანი თურქმენეთთან ასრულებს მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც, თურქმენულ ბუნებრივ აირს ირანის გავლით პაკისტანი, ინდოეთი და ომანისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები მიიღებენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 17:34 | შეტყობინება # 48
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ებრაელმა ბიზნესმენმა შმუელ ფლატო-შარონმა საქართველოში ნავთობი აღმოაჩინა. ისრაელის პარამენტის - ქნესეთის ყოფილი წევრისა და ბიზნესმენის შმუელ ფლატო-შარონის განცხადებით, საქართველოში, მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ნავთობის მსხვილი საბადოა აღმოჩენილი.

ფლატო-შარონის თქმით, მან 2006 წელს თბილისიდან 100 კილომეტრის დაშორებით მიწის ნაკვეთი შეიძინა. გეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იქ სულ მცირე 83 მილიონი ბარელი ნავთობია. ბიზნესმენის ცნობით, მიწის საკუთრების დოკუმენტის მიღების მიზნით მისი ადვოკატები უკვე მუშაობენ საქართველოს მთავრობასთან. ფლატო-შარონის ცნობით, ნავთობმოპოვების პროექტის შექმნა მას 100 მილიონი დოლარი დაუჯდება.

ფლატო-შარონი თელ-ავივის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის "დიზენგოფფ-ცენტრის" მფლობელია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 17:34 | შეტყობინება # 49
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აბუ-დაბის სახელმწიფო კორპორაცია "აი პი აი სი" ნაბუკოს პროექტში ჩართვის შესაძლებლობებს სწავლობს. ამის შესახებ კორპორაცია საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებს.

ნაბუკოს გაზსადენის პროექტის ღირებულება, რომელიც ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში გაივლის, 7.9 მილიარდი ევროა. ინვესტორებს აბუ-დაბიდან შეუძლიათ ახალი ბიძგი მისცენ ნაბუკოს პროექტს. აბუ-დაბის საინვესტიციო კომპანია, რომლის აქტივები 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, ინვესტიციებს, ძირითადად, ნავთობისა და გაზის სფეროებში, ასევე ნავთობქიმიაში ახორციელებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 17:45 | შეტყობინება # 50
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლაგოდეხში დასრულდა საქართველოში პოლონელ ექიმთა კავშირის, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ლაგოდეხის ექიმთა ასოციაციისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ერთობლივი კონფერენცია.

კონფერენციას მედიცინის ქართველი და პოლონელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთმანეთს პრაქტიკულ მედიცინაში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციაზე მედიკოსებმა ექიმთა თვითმმართველობის განვითარების საკითხებზედაც იმსჯელეს.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, საქართველოსა და პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს, სამთავრობო სტრუქტურებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
K
კონფერენცია 14 აგვისტოს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდა


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ორშაბათი, 16.08.2010, 17:45 | შეტყობინება # 51
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 20:00 საათზე, საგარეჯოს ცენტრში ანსამბლ "ჩვენებურების" კონცერტი გაიმართება.

საღამოს ინიციატორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

"გადავწყვიტეთ ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქარი გავუკეთოთ და ზაფხულის ერთი საღამო ამ არაჩვეულებრივ ანსამბლთან ერთად გავატრებინოთ", - განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია ჩალათაშვილმა.
K
"ჩვენებურების" კონცერტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:20 | შეტყობინება # 52
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თსუ-ს რექტორის მოვალეობას ნუგზარ სურგულაძე შეასრულებს.

სურგულაძის კანდიდატურა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე აკადემიურმა საბჭომ დაასახელა.

კანონმდებლობის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობა აკადემიური ხარისხის მქონე პირს ან პრორექტორს უნდა დაეკისროს.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ყოფილმა ლექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა 13 აგვისტოს დატოვა. მან ამის შესახებ განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა. ხუბუას თანამდებობიდან წასვლას წინ უძღვოდა თსუ-ს ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გამოც სამართალდამცველებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი და რამდენიმე პირი დააკავეს


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:21 | შეტყობინება # 53
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვა-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: მაქსუთ თოფალაქი და მეჰმედ მუსტაფა შუქური, რომლებმაც 2200 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს თურქეთიდან საქართველოში მალულად შემოტანილი ყალბი კუპიურები 8200 აშშ დოლარის ოდენობით.სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები უშუალოდ ფაქტზე დააკავეს.
მიმდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:21 | შეტყობინება # 54
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი ბავშვთა საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს. საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული სხვადასხვა ასაკის 30 წარმატებული ბავშვი 30 აგვისტომდე ადგილობრივების ოჯახებში დაისვენებს. ბანაკის მოწყობის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია საქართველოს საზოგადოება", რომელიც პროექტს გრანტის სახით ახორციელებს.
დასვენების პრალელურად, ყველა მოსწავლე თემში არსებული მოთხოვნების შესაბამის პროექტზე იმუშავებს. საუკეთესო სამ ნამუშევარს ასოციაცია დააფინანსებს.
მოსწავლეებს დღეს დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლევან გამსახურდია შეხვდა. "დარწმუნებული ვარ, საზაფხულო ბანაკში დასვენება ბავშვებისათვის საინტერესო იქნება. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ორი კვირა მათთვის მრავალფეროვანი იყოს"- განაცხადა გამსახურდიამ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:21 | შეტყობინება # 55
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გორის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სამსახური შეიქმნა. სამსახური გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით შპს ,,ბზის" ბაზაზე დააფუძნა.

,,გორის კეთილმოწყობის სამსახური" წინამორბედისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ქალაქის გამწვანებაზე ზრუნავდა, გაცილებით მეტი ფუნქციის მატარებელი იქნება. იგი შეითავსებს დასუფთავების, დეკორატიული და გარე განათების მოვლა-პატრონობის, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების და ქალაქში არსებული ობიექტების სარემონტო და სამშენებლო ფუნქციებსაც.

გარდა სახელობითი ცვლილებისა, ახლადშექმნილ კეთილმოწყობის სამსახურში სტრუქტურაც ახალი ჩამოყალიბდა. თითოეულ ფუნქციას მენეჯერი ხელმძღვანელობს, რომელიც კურირებს კუთვნილ სფეროში მიმდინარე სამუშაოებს.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ახალი გაძლიერებული სამსახურის შექმნა სამომავლოდ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვის და განხორციელებული სამუშაოების ხარისხის ამაღლების მიზნით მოხდა.

,,მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ქალაქის კეთილმოწყობაზე უკვე 124 ადამიანი ზრუნავს. ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ ქალაქში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს. ამჟამად მიმდინარეობს წმიმდაწყლის დასახლებაში არსებული ხიდის რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში დაიწება კომბინატის ხიდის სარემონტო სამუშაოებიც" - აცხადებს შპს ,,გორის კეთილმოწყობის სამსახურის" ხელმძღვანელი ნუკრი აბალაკი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:21 | შეტყობინება # 56
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თბილისის მთავარი სამმართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ. თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატარებული ერთობლივი კომპლექსური ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი 1970 წ.დ. ზურაბ ეცადაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი 1948 წ.დ. რობერტ მნაცაკანოვი, რომლებიც დროის სხვადასხვა პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ეუფლებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებში არსებულ მე-18, მე19 საუკუნის, საქართველოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე სხვადასხვა დასახელების უნიკალურ წიგნებს, რომლებზეც შლიდნენ ბიბლიოთეკის შტამპს და შუამავალი პირების მეშვეობით რეალიზაციას უკეთებდნენ, როგორც საქარველში ასევე უცხოეთის ქვეყნებში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ასევე წინასწარი შეცნობით, დიდი ოდენობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენის ფაქტზე დაკავებული იქნა სს ქართული ფილმის დირექოტრი 1974 წ.დ. არჩილ გელოვანი, რომელიც მათგან სისტემატიურად ყიდულობდა საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებიდან გატცებულ წიგნებს.
ზურაბ ეცადაშვილის ბინების ჩხრეკისას ამოღებული იქნა ყუთებში დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული 2500მდე წიგნი. რობერტ მნაცაკანოვის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სარეალოზაციოდ გამზადებული 52 ცალი წიგნი. ასევე არჩილ გელოვანის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 41 ცალი, სხვადასხვა დასახელების, ეროვნული არქივის ბიბლიოთეკიდან გატაცებული, ამავე და სხვადასხვა ბიბლიოთეკების შტამპის მქონე და შტამპ-გადაშლილი მე-19 საუკუნის წიგნი.
წინასწარ გამოძიებას აწარნომებს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი და ქ.თბილისის მთავარი სამმართველო, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:21 | შეტყობინება # 57
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წელს 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითელის 40 თეთრი. აქედან, რქაწითელში 25 თეთრს საწარმო გადაიხდის, 15 თეთრი სუბსიდირების ფარგლებში ანაზღაურდება. საფერავში კი სუბსიდიიდან 20 თეთრი ანაზღაურდება, 40 თეთრს საწარმო გადაიხდის.

როგორც ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა აღნიშნეს, ყურძნის მიღების შემთხვევაში, ჩაიბარებენ სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც, რქაწითელს 15 თეთრად, ხოლო საფერავს 25 თეთრად. სუბსიდია დაზიანებულ ყურძენზეც გაიცემა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წელს კახეთში რთველი 24 აგვისტოს დედოფლისწყაროდან დაიწყება და ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 34 პუნქტი იმუშავებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ და სუბსიდიისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან რა თანხას გამოყოფს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:22 | შეტყობინება # 58
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მდებარე ღვინის ქარხანა წელს ყურძნის მიღებას არ აპირებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნის დირექტორმა ბითარ ბიწკინაშვილმა განუცხადა, საწარმოს გასულ წელს მიღებული ყურძნისგან დამზადებული ღვინოც არ გაუყიდია.

„სულ მაქვს 2 000 ტონა ღვინის ჭურჭელი. 1 700 ტონა სავსეა, როგორც ჩემი, ასევე გასულ წელს მთავრობის მიერ ჩაბარებული ყურძნისგან დამზადებული ღვინით. 300 ტონის ჭურჭელია მხოლოდ თავისუფალი და ფული არ გვაქვს, რომ ყურძენი მივიღოთ. რაც მაქვს, ისიც ვერ გაგვიყიდია", - აღნიშნა ბითარ ბიწკინაშვილმა.

წელს გლეხებისგან ყურძნის მიღებას არ აპირებს არც ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანა შპს „მეღვინეობა - ხარება". ქარხნის დირექტორის ემზარ ნოზაძის თქმით, საწარმოს 450 ჰა საკუთარი ვენახი აქვს და ქარხანაში იმდენი ღვინოა დარჩენილი, რომ საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაც გაუჭირდებათ. შპს „მეღვინეობა - ხარება" ღვინის ქარხანას ფლობს ყვარლის რაიონშიც. ყურძნის მიღებას არც „ყვარლის გვირაბი" აპირებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წელს კახეთში რთველი 24 აგვისტოს დედოფლისწყაროდან დაიწყება და ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 34 პუნქტი იმუშავებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:22 | შეტყობინება # 59
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 18 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, პრივატიზების დეპარტამენტის ლოგოს დიზაინის შექმნაზე გამოცხადებულ კონკურში, მონაწილეების განაცხადების მიღება იწურება.
საკონკურსო პირობების თანახმად, ლოგო უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, უნდა იყოს სადა, მარტივად დასამახსოვრებელი და გამოხატავდეს დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას. სიმბოლურ ესკიზთან ერთად ლოგო აუცილებლად უნდა შეიცავდეს წარწერას "პრივატიზება" ქართულ და ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ვერსიები 2010 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო გამარჯვებული ლოგოს დიზაინის ავტორთან გაფორმდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (1000 ლარი).


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:23 | შეტყობინება # 60
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ისრაელს ირანისთვის დარტყმის მისაყენებლად დღეები რჩება. თუ ისრაელს სურს ხელი შეუშალოს ირანის ბირთვული იარაღის შექმნაში მაშინ სამხედრო მოქმედება უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

როგორც ცნობილია 21 აგვისტოს თეირანი ბუშერას ატომური რეაქტორის ამუშავებას გეგმავს. ბოლტონმა განაცხადა, რომ ბუშერას ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მის მიმართ განხორციელებული საჰაერო დარტყმები ძალიან დაგვიანებული იქნება, რადგან ამ შემთხვევაში რადიაციის გავრცელების გამო საფრთხე შეექმნება მშვიდობიან მოსახლეობას.

"რეაქტორის ამუშავების შემდეგ რადიაციის გავრცელების საფრთხე გაიზრდება და ეს ეჭვგარეშეა"- განაცხადა ბოლტონმა.

ბოლტონმა გააკრიტიკა რუსეთი ატომური რეაქტორის ასამუშავებლად ირანისთვის საწვავის მიწოდების გამო და განაცხადა, რომ რუსეთი ხშირად ორმაგს თამაშობს.


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz