პარასკევი, 26.04.2024, 01:05
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:24 | შეტყობინება # 61
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

ხვალ, 18 აგვისტოს, 13.00 საათზე, თავისუფლების მოედანი #2-ში მდებარე `ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში,~ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრი, ვერა ქობალია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის და შესაბამისად, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა დაასახელა 5 აგვისტოს დაასახელა.

მაია სიდამონიძის კანდიდატურა სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ კონკურსის 109 მონაწილეს შორის შეარჩია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ თემაზე მედიისთვის კომენტარი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გააკეთა. ვერა ქობალიამ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მონაწილეს და აღნიშნა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული პროექტი წაიკითხეს და მათ შორის 10 საუკეთესო ქულების მინიჭების სისტემით გამოავლინეს.

გამარჯვებული პროექტი მეორე ტურში გამოვლინდა და ამ ათეულიდან შეირჩა - კომისიის წევრები 4 აგვისტოს პირადად შეხვდნენ საუკეთესო პროექტების ავტორებს, რამდენიმე მათგანს კი ინტერნეტის საშუალებით გაესაუბრნენ, მათ შორის იყო მაია სიდამონიძეც, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება. მინისტრის ინფორმაციით, მაია სიდამონიძის პროექტმა კონკურსის პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, გასაუბრების შემდეგ კი კომისია დარწმუნდა, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო. საბოლოოდ არჩევანი 2 კანდიდატს შორის გაკეთდა - კომისიამ მაია სიდამონიძის პროექტი 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ აირჩია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მაია სიდამონიძეს ტურიზმის სფეროში აქვს განათლება მიღებული - ბაკალავრიატი შვეიცარიაში დაამთავრა, მაგისტრატურა კი - დიდ ბრიტანეთში. მას ტურიზმის სფეროში აქვს მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე ინგლისში. ვერა ქობალიას ინფორმაციით, მაია სიდამონიძემ კონკურსზე დეტალურად გაწერილი პროექტი გამოაგზავნა და გასაუბრებისას ის ასევე საინტერესოდ წარმოადგინა.

"მაია სიდამონიძეს საინტერესო იდეები ჰქონდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით. ეს იყო მცირებიუჯეტიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური პროექტები" - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, ვერა ქობალიას ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე რამდენიმე პროექტის ავტორს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გარკვეულ პოზიციებზე მუშაობას შესთავაზებენ. მათ შორის იქნება კონკურსის ის მონაწილეც, რომლის პროექტიც გამარჯვებულის მთავარი კონკურენტი იყო.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე თბილისში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვა და ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი თემაზე "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება" 12 ივლისს გამოაცხადა. კონკურსის გამოცხადების მიზანი იყო საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელშეწყობა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების ხელშეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს - ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლებით ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად გახდა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იყო, მისი წევრები კი პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები: ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, ჟურნალისტი ეკა ხოფერია, "აჭარა გრუფ"-ის გენერალური დირექტორი ივა დავითაია, ჟურნალ "ტაბულა"-ს მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი ზურაბ ლილუაშვილი, "24 საათი"-ს თანადამფუძნებელი პაატა ვეშაპიძე, გაეროს ასოციაციის მიმართულების ხელმძღვანელი რამაზ აფციაური და არასამთავრობო ორგანიზაციის "ალპე"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაპროგრამების დირექტორი მერაბ ბასილაია


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:24 | შეტყობინება # 62
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 18 აგვისტოს, USAID--ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში მექანიზაციის სერვისცენტრების წარმომადგენლებისთვის პირველი ბიზნესტრენინგი ჩატარდება.

"მექანიზაციის პროექტსა" და საქართველოს ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციას - "ABCO -საქართველოს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ტრენინგებს "ABCO -საქართველო" ჩაატარებს.

ტრენინგში, რომელიც ახალციხის სასოფლო-სამეურნეო სერვისცენტრში გაიხსნება, USAID--ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მექანიზაციის სერვისცენტრების წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ზოგადი მართვა, ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნესგეგმების შედგენა, გადასახადები, სამართლებრივი საკითხები, ბაზრის ანალიზი და დაგეგმარება. სამდღიანი სემინარის დასრულების შემდეგ, ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და შემდგომ ისინი ადგილზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესახებ.

"მექანიზაციის პროექტის" ბიუჯეტი 5.1 მლნ ამერიკული დოლარია. ეს აშშ-ის მთავრობის იმ მილიარდიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოეყო. "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 25-მდე მექანიზაციის ცენტრი შეიქმნება, რაც გაზრდის მცირე ფერმერებისთვის სამანქანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. საერთო ჯამში, ამ სერვისცენტრებში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, დახმარებას მიიღებს 14 ათასი მცირე ფერმერი, ხოლო მცირე ფერმერული მეურნეობების შემოსავალი დაახლოებით 10 მლნ დოლარით გაიზრდება.



http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 18:24 | შეტყობინება # 63
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 18 აგვისტოს, 12:00 საათზე, 78-ე სკოლასთან, გარდაბნის # 6-ში, (31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს) გაიმართება აქცია-პრესკონფერენცია.

ღონისძიებას დაესწრებიან 78-ე სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები. ისინი სამი სკოლის გაერთიანებას აპროტესტებენ. პრესკონფერენციას გამართავს საქართველოს "განათლდების ლიგის" პრეზიდენტი და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" განათლების კომისიის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:47 | შეტყობინება # 64
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2009 წელს ქვეყანაში დადებითი მიგრაციული ტენდენცია შეინიშნება, _ ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება. მათივე ინფორმაციით, 2008 წელს მიგრაციულმა სალდომ -10,2 ათასი, ხოლო 2009 წელს 34,2 ათასი კაცი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე გავიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ნაკადების შესაფასებლად გამოიყენეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთა შესახებ, სადაც ასახულია ქვეყანაში წლის განმავლობაში შემოსულთა და გასულთა რიცხოვნობა მოქალაქეობის მიხედვით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:47 | შეტყობინება # 65
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2010 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4436,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2009 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51,0 ათასი კაცით, ანუ 1,2 პროცენტით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდამ შესაბამისი ასახვა პოვა ქვეყნის რეგიონებში.

მოსახლეობის ყველაზე დიდი მატება 2009 წლის 1 იანვართან შედარებით აღინიშნება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 3,4 პროცენტი, ქვემო ქართლში - 2,3 პროცენტი, სამცხე-ჯავახეთში - 1,5 პროცენტი, მოსახლეობის უმნიშვნელო შემცირება აღინიშნება შიდა ქართლისა (-0,8%) და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის (-0,2%) რეგიონებში რომელიც ძირითადად გამოწვეულია აღნიშნული რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციით ქვეყნის სხვა რეგიონებში.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:48 | შეტყობინება # 66
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 53 პროცენტი (2350,5 ათასი კაცი) - ქალაქად, ხოლო 47 პროცენტი (2085,9 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს.

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4436,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2009 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51,0 ათასი კაცით, ანუ 1,2 პროცენტით მეტია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:48 | შეტყობინება # 67
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
2-3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ლიტვას ეწვევა. იგი ლიტველ კოლეგასთან, ანდრიუს კუბილუსთან, გამართავს შეხვედრას.

დაგეგმილია გილაურის შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.

მხარეები იმსჯელებენ ასევე საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირსა და ნატოში. განხილული იქნება საქართველოში ლიტვური კაპირტალის ინვესტირების საკითხებიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოს ლიტვის ექს-პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი სტუმრობდა. ალამკუსი ანალკიაში თავისი სახელობის ბულვარის გახსნას დაესწრო.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:48 | შეტყობინება # 68
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 18 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბათუმის თიბისი გალერეაში გაიხსნება ფოტოგამოფენა "ბავშვის თვალით დანახული ბათუმი".

გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, ფოტოგამოფენაზე "ბავშვის თვალით დანახული ბათუმი" წარმოდგენილი იქნება 14 წლის აივი მურვანიძის ნამუშევრები. მათი ინფორმაციით, ეს აივი მურვანიძის პირველი პრესონალური გამოფენაა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: სამშაბათი, 17.08.2010, 23:48 | შეტყობინება # 69
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ხვალ, 18 აგვისტოს, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე, რამდენიმეკილომეტრიანი დენის ძალოვანი კაბელის დემონტაჟი დასრულდება.

როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, სამუშაოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ რაფავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაათვალიერებენ.

დაზიანებული ძალოვანი კაბელის გამო ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 10 წლის განმავლობაში ხარვეზებით მიეწოდებოდათ. წვიმისა და ქარის დროს ხშირად კაბელი წყდებოდა, რაც დენის მთლიანად გათიშვას იწვევდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობა დენს შეუფერხებლად მიიღებს.

მერიის 120-დღიანი პროგრამის ფარგლებში, რაფავა მოსახლეობას მიმდინარე და სამომავლო პროექტებსაც გააცნობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:12 | შეტყობინება # 70
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

დღეს, 18 აგვისტოს, ფერისცვალების წინა დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვას აღავლენს.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6 (19) აგვისტოს) 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: "და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი". ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაუგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: "მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა". ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ". შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: "აღდეგით და ნუ გეშინინ". როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღვთაებრივი ნათლით.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:12 | შეტყობინება # 71
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, 13:00 საათზე, თავისუფლების მოედანი # 2-ში მდებარე "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრი, ვერა ქობალია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის და შესაბამისად, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა დაასახელა 5 აგვისტოს დაასახელა.

მაია სიდამონიძის კანდიდატურა სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ კონკურსის 109 მონაწილეს შორის შეარჩია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ თემაზე მედიისთვის კომენტარი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გააკეთა. ვერა ქობალიამ მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მონაწილეს და აღნიშნა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული პროექტი წაიკითხეს და მათ შორის 10 საუკეთესო ქულების მინიჭების სისტემით გამოავლინეს.

გამარჯვებული პროექტი მეორე ტურში გამოვლინდა და ამ ათეულიდან შეირჩა - კომისიის წევრები 4 აგვისტოს პირადად შეხვდნენ საუკეთესო პროექტების ავტორებს, რამდენიმე მათგანს კი ინტერნეტის საშუალებით გაესაუბრნენ, მათ შორის იყო მაია სიდამონიძე, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება. მინისტრის ინფორმაციით, მაია სიდამონიძის პროექტმა კონკურსის პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, გასაუბრების შემდეგ კი კომისია დარწმუნდა, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო. საბოლოოდ არჩევანი 2 კანდიდატს შორის გაკეთდა - კომისიამ მაია სიდამონიძის პროექტი 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ აირჩია.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, სიდამონიძეს ტურიზმის სფეროში აქვს განათლება მიღებული - ბაკალავრიატი შვეიცარიაში დაამთავრა, მაგისტრატურა კი - დიდ ბრიტანეთში. მას ტურიზმის სფეროში აქვს მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე ინგლისში. ქობალიას ინფორმაციით, სიდამონიძემ კონკურსზე დეტალურად გაწერილი პროექტი გამოგზავნა და გასაუბრებისას საინტერესოდ წარმოადგინა.

"სიდამონიძეს საინტერესო იდეები ჰქონდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით. ეს იყო მცირებიუჯეტიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური პროექტები", - აღნიშნა მინისტრმა.

ქობალიას ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე რამდენიმე პროექტის ავტორს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გარკვეულ პოზიციებზე მუშაობას შესთავაზებენ. მათ შორის იქნება კონკურსის ის მონაწილეც, რომლის პროექტიც გამარჯვებულის მთავარი კონკურენტი იყო.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე თბილისში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვა და ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი თემაზე "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება" 12 ივლისს გამოაცხადა. კონკურსის გამოცხადების მიზანი იყო საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელშეწყობა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების ხელშეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს - ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლებით ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად გახდა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იყო, მისი წევრები კი პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები: ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, ჟურნალისტი ეკა ხოფერია, "აჭარა გრუპის" გენერალური დირექტორი ივა დავითაია, ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩორგოლეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი ზურაბ ლილუაშვილი, "24 საათის" თანადამფუძნებელი პაატა ვეშაპიძე, გაეროს ასოციაციის მიმართულების ხელმძღვანელი რამაზ აფციაური და არასამთავრობო ორგანიზაციის "ალპეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაპროგრამების დირექტორი მერაბ ბასილაია.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:12 | შეტყობინება # 72
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე, რამდენიმეკილომეტრიანი დენის ძალოვანი კაბელის დემონტაჟი დასრულდება.

როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, სამუშაოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ რაფავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაათვალიერებენ.

დაზიანებული ძალოვანი კაბელის გამო ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 10 წლის განმავლობაში ხარვეზებით მიეწოდებოდათ. წვიმისა და ქარის დროს ხშირად კაბელი წყდებოდა, რაც დენის მთლიანად გათიშვას იწვევდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობა დენს შეუფერხებლად მიიღებს.

მერიის 120-დღიანი პროგრამის ფარგლებში, რაფავა მოსახლეობას მიმდინარე და სამომავლო პროექტებსაც გააცნობს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:13 | შეტყობინება # 73
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით თელავის უნივერსიტეტში სხდომას გამართავს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თელავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საჯარო შეხვედრა მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, დაინტერესებული პირების და მოსახლეობის აზრის ასახვას საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში.

შეხვედრაში მონაწილეებს აზრის გამოთქმის და კითხვების დასმის საშუალებაც ექნებათ.
ანალოგიური შეხვედრები მოსახლეობასთან საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
საჯარო შეხვედრის ორგანიზაციულ მხარდაჭერას საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:14 | შეტყობინება # 74
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

დღეს, 18 აგვისტოს, სებ-ში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.

წინა სხდომა სებ-ში 21 ივლისს გაიმართა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გამოჯანსაღების არსებული ტემპების გათვალისწინებით 2010 წელს მშპ-ის ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6%-ს შეადგენს. ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წელს ძირითადად ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორები განაპირობებს. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 6 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა ინფლაციის ზრდის მცირე რისკები მაინც არსებობს.

მიუხედავად მცირე კლებისა, კვლავ მაღალია ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი. ფულის მასის ზრდას, ერთი მხრივ, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეკონომიკის დაკრედიტების მზარდი ტემპი განაპირობებს.

ივნისში გაიზარდა სწრაფი ფულადი გზავნილებით შემოდინებები. აღსანიშნავია, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან შემოდინებების შემცირების ტენდენცია, რაც ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემებით აიხსნება.

დღეისათვის არსებული ინფორმაციით, რისკები ეკონომიკის მომავალ დინამიკასთან დაკავშირებით ორივე მხარეს არსებობს. ერთი მხრივ, ფულადი აგრეგატებისა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპები ეკონომიკის სწრაფ გამოცოცხლებაზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ გაურკვეველია უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით კაპიტალის შემოდინების ტემპი.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 18.08.2010, 13:14 | შეტყობინება # 75
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 18 აგვისტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პრივატიზების დეპარტამენტის ლოგოს დიზაინის შექმნაზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეების განაცხადების მიღება იწურება.

საკონკურსო პირობების თანახმად, ლოგო უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, უნდა იყოს სადა, მარტივად დასამახსოვრებელი და გამოხატავდეს დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას. სიმბოლურ ესკიზთან ერთად ლოგო აუცილებლად უნდა შეიცავდეს წარწერას "პრივატიზება" ქართულ და ინგლისურ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ვერსიები 2010 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაუგზავნონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. გამარჯვებული ლოგოს დიზაინის ავტორთან გაფორმდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (1000 ლარი).


http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz