პარასკევი, 19.04.2024, 04:01
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ახალი ამბები
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:43 | შეტყობინება # 91
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
"ბი-ბი-სის" არხზე ამინდის პროგნოზის წამყვანმა ტომაშ სავერნაკერმა პირდაპირ ეთერში არაეთიკური ჟესტი აჩვენა. ეს მოხდა შემთხვევით, მაგრამ "ბი-ბი-სი" და მეტეოროლოგიური სამსახური იძულებული გახდნენ, აღნიშნულის გამო ბოდიში მოეხადათ.

წამყვანი ეთერში გასასვლელად ემზადებოდა და ვიდრე ახალი ამბების გამოშვება მიდიოდა, რომლის შემდეგად ის ეთერში უნდა შესულიყო, წამყვანმა საიმონ მაგკოიმ შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: "ჩვენ გვექნება ამინდის პროგნოზი ერთი წუთის შემდეგ და ის, რა თქმა უნდა, იქნება 100 %-ით მართალი. ის წარმოადგენს ყველა წვრილმანს, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ. სწორედ ახლა დავინახე ტომ შაფერნაკერი, რომელიც ამისთვის ემზადება". ფრაზის შემდეგ კამერები ამინდის წამყვანზე გადაერთო, რომელმაც ამის შესახებ არ იცოდა. შაფერნაკერმა მაგკოის შუა თითი აჩვენა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ კამერა მასზე გადაერთო, ხელი პირზე აიფარა. აღნიშნულზე მაგკოიმ სიტუაციის განსამუხტად განაცხადა: "აი, ასე, რაღაცა შეცდომა აუცილებლად ხდება".
მიუხედავად ამისა, "ბი-ბი-სიმ საჭიროდ მიიჩნია, განმარტება გაეკეთებინა, რომ წამყვანმა არ იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო და ის ჟესტიც ეთერში მხოლოდ წამით გამოჩნდა.

"ბოდიშს ვიხდით შედომისთვის", _ განაცხადა ტელეკომპანიის წარმომადგენელმა. ბოდიში მოიხადა მეტეოროლოგიურმა სამსახურმაც.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:44 | შეტყობინება # 92
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
არგენტინაში ავიაშოუს დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნისას პილოტი სასწაულებრივად გადარჩა.

ინციდენტი არგეტინის სანტაფეში მოხდა. საჩვენებელ ფრენებს 3 ათასზე მეტი ადამიანი უყურებდა. 22 წლის პილოტი დინო მოლინი სპორტული ტიპის თვითმფრინავზე Rans s-9 Chaos რთულ ტრიუკს ასრულებდა, როდესაც თვითმფრინავს ერთი ფრთა მოსწყდა, ცეცხლი წაეკიდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. როდესაც ცაში გამოჩნდა გახსნილი პარაშუტი, ამან პუბლიკაში ოვაცია გამოიწვია. პილოტი მშვიდობიანად დაფრინდა. ექიმების განცხადებით, მან მხოლოდ მსუბუქი დამწვრობა მიიღო. რაც შეეხება ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავს, ის მაყურებლებისგან მოშორებით ჩამოვარდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:44 | შეტყობინება # 93
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 19 აგვისტო, ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ "სოჰო"-ში დაგეგმილია დათო ევგენიძის და კვარტეტის კონცერტი, რომელიც ცოცხალი შესრულებით შესრულდება; კონცერტის შემდეგ ელექტრონულ კომპოზიციებს შეასრულებენ ასევე dj Jamaica Jack და Dj Alex G;; კონცერტი 22 საათზე დაიწყება
"სოჰო"-ს მენეჯმენტი აცხადებს, რომ კლუბი სეზონის დასრულებამდე კიდევ ბევრ სურპრიზს შესთავაზებს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 16:44 | შეტყობინება # 94
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ახმეტის რაიონში ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ყველაზე მეტ მოსავალს ელოდებიან. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის სავარაუდო მოსავლიანობა კახეთში სულ 4 335 ტონას შეადგენს. აქედან 1581 ტონა ახმეტის რაიონზე მოდის.

გურჯაანში 475 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალს ელოდებიან, დედოფლისწყაროს რაიონში 155 ტონას, ყვარელში 600 ტონას, სიღნაღის რაიონში 90 ტონას, თელავის რაიონში 696 ტონას და საგარეჯოში 738 ტონას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ფასი 10 - 15 თეთრის ფარგლებში იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჰიბრიდული ჯიშის ყურძენზე სუბსიდიას არ გასცემს.


http://seaman.ge
 
ნინთარიღი: პარასკევი, 20.08.2010, 00:42 | შეტყობინება # 95
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
                

dry WARN მინდა


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
ნინთარიღი: შაბათი, 21.08.2010, 11:07 | შეტყობინება # 96
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, არ დაუშვას გეიაღლუმის ჩატარება

საქართველოს საპატრიარქომ ამ თხოვნით ხელისუფლებას 20 აგვისტოს მიმართა.

"ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა. ვრცელდება ხმები იმის შესახებ, თითქოს თბილისში ან ბათუმში განზრახულია ე.წ. გეი-აღლუმის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით ვაცხადებთ შემდეგს:

2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, 100 000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და სრულიად დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს.

გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენნიც ამისგან სინანულით, აღსარებითა და ზიარებით უნდა გათავისუფლდნენ, რათა "ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელ რისხვას" გადაურჩნენ (რუის-ურბნისის კრება). საერთოდ ცოდვა და მისი თითქმის ყველა გამოვლინება კაცობრიობის განვითარების მთელ მანძილზე არსებობდა, მაგრამ არც ერთ დროს იგი ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა. დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება.

ჩვენ, ასევე, ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობის და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, რომ იგი არ იქცეს საშინელი ცოდვის და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად.

დავდგეთ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, რათა ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", _ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

დამატებულია (21.08.2010, 11:07)
---------------------------------------------
მეცნიერები კვლევითი ინსტიტუტების უმაღლეს სასწავლებლებთან შეერთებას აპროტესტებენ

"მთავრობის ეს დადგენილება მეცნიერებისთვის არის საკონტროლო გასროლა და სხვა არაფერი," - ასე აფასებს მეცნიერთა ნაწილი სამეცნიერო ინსტიტუტების უმრავლესობის უმაღლეს სასწავლებლებთან მიერთებას. ეჭვობენ, რომ ასეთი შეერთებით აღნიშნული სამეცნიერო დაწესებულებების გაუქმება-ლიკვიდაცია გარდაუვალია.
მთავრობის დადგენილებით, თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი შეუერთდება.
ტექნიკური უნივერსიტეტი ინსტიტუტ "ტალღასა" და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს შეიერთებს.

სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შემადგენლობაში მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი შევა; ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვისა და მეფუტკრეობის ინსტიტუტებს კი სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს შეუერთებენ.

რეორგანიზაცია 2011 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

მთავრობის მიერ სამეცნიერო ინსტიტუტების მიერთება უნივერსიტეტებთან პროფესორ მერაბ ჯიბლაძის თვალსაზრისით გარდაუვალი პროცესი იყო, რასაც, მისივე თქმით, მეცნიერებათა აკადემიის გაუქმება და საბოლოოდ მეცნიერების გარდაცვალება მოჰყვება.

"ამ შეერთებით მეცნიერები თავისუფლებას მთლიანად კარგავენ და შედიან იმ უნივერსიტეტების განკარგულებაში, რომლებსაც, ფაქტობრივად, სამეცნიერო სექტორი არ აქვთ," - ამბობს ჯიბლაძე. " - ეს შეერთებები, რომლებიც ინსტიტუტების გაუქმება-ლიკვიდაციის ტოლფასია, ბოლო ნაბიჯია იმისათვის, რომ საქართველოში მეცნიერება მთლიანად მოკვდეს. ეს ყველაფერი ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან განვითარებად ქვეყნებში არსად არ არის სამეცნიერო ინსტიტუტები. ამას ძალიან მალე მეცნიერებათა აკადემიის გაუქმებაც მოჰყვება. რა საჭიროა მეცნიერებათა აკადემია მაშინ, როცა მას არავითარი ინსტიტუტი აღარ აქვს?! აქ საგულისხმოა ის, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები უნივერსიტეტის შემადგენლობაში გაურკვეველი სტატუსით შედიან. მეორეც - უნივერსიტეტი ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილს არ დააფინანსებს. ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილმა თავად უნდა მოიპოვოს გრანტები, მაგრამ გრანტებს როგორღა მიიღებენ მაშინ, როცა ისინი იურიდიულ პირებად აღარ ითვლებიან?! ამიტომაც ამ შემთხვევაში საზღვარგარეთის გრანტებზე საუბარი ზედმეტია, საქართველოს სამეცნიერო გრანტები კი, მოგეხსენებათ, გააუქმეს. აქედან გამომდინარე, ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან შეერთება მათ ლიკვიდაციას ნიშნავს."
ყოველივე ამას დაემატა ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაცია მოახდინა და რუსთაველის ფონდს შეუერთა. ესეც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ საქართველოში მეცნიერება უპერსპექტივოა, თაობები კი - დეგრადირებული.

ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სრული პროფესორი დიანა ძიძიგური: "მგონია, რომ ფონდების გაერთიანება იმიტომაც მოხდა, რომ შემცირდა მეცნიერების დაფინანსება. ჩვენს ქვეყანაში მეცნიერება პრიორიტეტული აღარ არის, ეს ცხადზე უცხადესია! პრიორიტეტი არის სრულიად სხვა, რასაც ყოველდღე ვუყურებთ ტელევიზიით: დღეს ხდება ბარში სიგარეტითა და სასმელით ხელში ახალგაზრდების დილამდე ჯაყჯაყის კულტივირება - ეს არის თაობის სრული დაღუპვა. ადამიანი 5 საათით კი არა, ერთი საათითაც რომ ხტუნავს, იმის თავში ხმაურის მეტი არაფერი შედის. ასეთ ადამიანს (ამას როგორც ბიოლოგი, ისე გეუბნებით) შეუძლებელია ნორმალური ფსიქიკა ჰქონდეს.

"საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია საბუნებისმეტყველო მეცნიერება. არადა ამ სამეცნიერო დარგებზე - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - შენდება მთელი განათლება. ამ დარგის ფაკულტეტის წარმომადგენელი ვარ და კარგად ვხედავ, რაც ხდება. ფაკულტეტზე დღეს პრაქტიკულად აღარავინ მოდის. მხოლოდ პროგრამირება, კომპიუტერი! - აი, ეს აინტერესებთ, რაც საბოლოოდ ზომბირებულ თაობებს მოგვცემს."

მიმაგრება: 8137048.jpg (16.3 Kb)


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 25.08.2010, 21:52 | შეტყობინება # 97
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
საქართველოსა და მექსიკის საგარეო უწყებებს შორის გამართულ პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მექსიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხები განიხილეს.

მხარეებს შორის შეხვედრა მექსიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა, სადაც ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან დავითულიანი ხელმძღვანელობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დეპარტამენტის დირექტორების დონეზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორს ოთარ ბერძენიშვილსა და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს ხოსე იგნასიო მადრაზოს შორის.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-მექსიკას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და განსაზღვრეს თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ასევე განხილულ იქნა ქალაქ მეხიკოში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხი.

მექსიკის მხარემ შეხვედრისას დააფიქსირა თავისი ურყევი ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისადმი, რომლებიც ითვალისწინებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესობას.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 25.08.2010, 21:53 | შეტყობინება # 98
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ლისის ტბის ტყის ფონდის ტერიტორიას საცხოვრებელი ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სამი კომისიის სხდომაზე ქალაქის არქიტექტურული სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ლისის ტბის ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიაზე თექვსმეტი კორპუსია აშენებული, რის გამოც მას საცხოვრებელი ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება.

ამასთან, ბოჭოიძემ დღეს საკრებულოს წევრებს განუმარტა, რომ ბაგები-წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე, სადაც ტყის უმეტესობა უკვე გაჩეხილია და იქ მშენებლობებია დაწყებული და დასრულებულიც, ტყის ფონდიდან წყნეთის ტყეების გასხვისება 1998 წლამდე მოხდა, ხოლო 2005 წლის შემდეგ მშენებლობის არანაირი ნებართვა გაცემული არ არის.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ქალაქის ტყეების 99%-თვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას გეგმავს, რომელსაც საკრებულოს სამმა კომისიამ - იურიდიულმა, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ასევე გარემოს დაცვის კომისიებმა მხარი დაუჭირეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ოთხშაბათი, 25.08.2010, 21:53 | შეტყობინება # 99
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
თბილისის საკრებულო ქალაქის ტყეების 99%-თვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ამის შესახებ საკრებულოს სამი კომისიის სხდომაზე დღეს იმსჯელეს.

კერძოდ კი, საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის ტყეების ტყის ფონდიდან ამორიცხვის და ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის გეგმა ქალაქის არქიტექტურული სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ წარუდგინა.

როგორც სხდომაზე განმარტეს, დედაქალაქის ტყეების დაახლებით 99%-ს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭება, რაც მათ უფრო მეტად დაიცავას უზრუნველყოფს, ვიდრე ეს მათი ტყის ფონდში არსებობისას ხდებოდა.

რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც მშენებლობები უკვე შესრულებულია, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭება, რათა მათი გაგრძელება შეუძლებელი გახდეს.

იურიდიულმა, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ასევე გარემოს დაცვის კომისიებმა ქალაქის ტყეების ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების გეგმას მხარი დაუჭირეს.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 09:31 | შეტყობინება # 100
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline

რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებიდან ორი წელი გავიდა. 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა, რეფერენდუმის შედეგებზე და საკუთარ რესპუბლიკათა პარლამენტების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. რუსეთის ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირეს ამ თხოვნასა და მიმართვებს", - განაცხადა მედვედევმა 2008 წლის 26 აგვისტოს გამართულ ბრძანებულების ხელმოწერის ცერემონიალზე.

მედვედევმა აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება და დასძინა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები გამაგრებულია საეთაშორისო აქტებით.

"აფხაზი და ოსი ხალხის თავისუფალი ნების გათვალისწინებით, გაეროს წესდების ხელმძღვანელობით, 1970 წლის დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოთა შორის მეგობრულ ურთიერთობებს ეხება, 1975 წელს მიღებული ჰელსინკის აქტის გათვალისწინებითა და სხვა საერთშორისო ფუნდამენტალური დოკუმენტების მიხედვით, მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს მხარი დაეჭირათ და მიებაძნათ მისი მაგალითისთვის.

"რუსეთი მოუწოდებს სხვა სახელმწიფოებს მიბაძონ მის მაგალითს. ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ერთადერთი საშუალებაა ადამინთა სიცოცხლის შენარჩუნებისათვის", _ განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებამდე და ბრძანებულებების ხელისმოწერამდე კი მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციას არ გაეთვალისწინებინა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის დუმის მიერ მიღებული რეკომენდაციები.

მედვედევის გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ ნიკარაგუამ აღიარა. სხვა სახელმწიფოები კი კვლავინდებურად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს სეპარატისტულ რეგიონებთან არ მხოლოდ თანამშრომლობას, არამედ ორივე სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო ბაზების მოწყობას. იგი სრულად აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ რეგიონებთან.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკასვილის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს შემადგენელი ორი რეგიონის მიმართ "ეს არის პირველი მცდელობა ევროპაში, ნაცისტური გერმანიისა და სტალინის საბჭოთა კავშირის შემდეგ, როცა დიდმა სახელმწიფომ ერთპიროვნულად, ძალის გამოყენებით, სცადა ჯერ მთლიანად დაჩოქება და განადგურება მეზობელი ქვეყანა და შემდეგ ცდილობს მისი რეგიონების ღიად ანექსიას ესე იგი შიდაევროპული საზღვრების შეცვლას".


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 09:31 | შეტყობინება # 101
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 26 აგვისტოს, ბათუმში კიდევ ერთი გასართობი ცენტრი გაიხსნება. "სუბლიმი" შავი ზღვის რეგიონში გამორჩეული გასართობი კომპლექსი იქნება ღამის კლუბით, რომელიც "გუდ ლაიფ ინვესტმენტის" მიერაა შექმნილი, დიზაინი კი იტალიელ დიზაინერ როსელა სტინას ეკუთვნის.

ცენტრის პროექტზე ლონდონელ მენეჯერთა ჯგუფი მუშაობს. მათი განცხადებით, "სუბლიმი" ქართულ საკლუბო სივრცეში ახალ ევროპული ნიშას დაიმკვიდრებს - ხმის, განათების სისტემებითა და გამორჩეული სერვისით.

"სუბლიმში", რომელიც ყოფილი სამხედრო კომისარიატის შენობაშია განთავსებული, ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

ღამის კლუბში მისულ სტუმრებს ლონდონის 2009 წლის "ქლაბ ევორდსის" საუკეთესო დიჯეის ტარიკ იბრაჰიმის მოსმენის საშუალება ექნებათ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 09:31 | შეტყობინება # 102
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 26 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ პორტოდან 50 კმ დაშორებაზე მდებარე ქალაქ გიმარაეშში გამართავს.

გუნდი პორტუგალიაში ჩარტერული რეისით თბილისი-პორტო გაემგზავრა. საქართველოს დელგაცია პორტოში კომპანია "ეარ მოლდოვას" კუთვნილი "ეარბას 320"-ით გაფრინდა.
ჩარტერული რეისის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი შეთანხმებით იქნა მიღებული.
საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი.
დღევანდელ მატჩამდე ქართველმა კალათბურთელებმა პირველ მატში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს. მეორში კი ქართველი კალათბურთელები ბელგიის ნაკრებთან დამარცხდნენ, მესამე მატჩში კი კოკოშკოვის გუნდმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა. მეოთხე მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარელები დაამარცხეს, ხოლო შემდეგ პოლონელებთან და ბელგიელებთან დამარცხდნენ.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:19 | შეტყობინება # 103
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 26 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N34, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 140 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.

სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.50%, მაქსიმალური 6.68%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.54%-ით განისაზღვრა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:19 | შეტყობინება # 104
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ავღანეთში კოალიციური ძალების სამხედროებმა ნარკოტიკების უდიდესი პარტია. 5,7 ტონა ჰეროინი 11,3 ტონა ოპიუმი და 841 კილო მარიხუანა ამოიღეს.

ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების საერთო ღირებულება "შავი ბაზარზე" 1,1 მილიარდი დოლარს შეადგენს.

კუალიციური ძალების სამხედროებმა ოპერაციისას 63 ბოევიკი გაანადგურეს, დაკავებულია 10 ნარკოდილერი, რომელთა შორის უცხოელებიც არიან.

ამოღებული ნარკოტიკები მთლიანდა გაანადგურებულია, ასევე დაანგრიეს ქარხანა, სადაც აღნიშნული ნარკოტიკები მზადდებოდა.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 26.08.2010, 21:20 | შეტყობინება # 105
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
დღეს, 26 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N34, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 5 100 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.10%-ით, მაქსიმალური 9.50%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.38%-ით განისაზღვრა.

http://seaman.ge
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ახალი ამბები
ძებნა:

ჰოსტერი uCoz