კვირა, 17.12.2017, 03:20
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 3 დან«123
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:30 | შეტყობინება # 31
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ნიკოლ კიდმანი თეატრს უბრუნდება

ცნობილმა მსახიობმა გადაწყვიტა თეატრს დაუბრუნდეს. თავისი გადაწყვეტილება მან არ ახსნა. თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, თუ როგორი პოპულარული იყო სპექტაკლები მისი მონაწილეობით 10 წლის წინ, ახსნა აღარაა საჭირო. ამ ხნის მანძილზე ნიკოლი დაკავებული იყო ოჯახური საქმეებით - გაშორდა ქმარს, კვლავ გათხოვდა, გააჩინა შვილი, ახლა კი დროა თავის კარიერას მიხედოს. შემდეგ წელს მსახიობის მონაწილეობით გავა თენეს უილიამსის სპექტაკლი 'ტკბილხმიანი ახალგაზრდობის ჩიტი', სადაც ნიკოლი კინოვარსკვლავ ალექსანდრა დელ ლაგოს როლს შეასრულებს.

მიმაგრება: 7802006.jpg(42Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:32 | შეტყობინება # 32
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ენტონი ჰოპკინსი მეუღლის გამო ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევს

ბრიტანელმა მსახიობმა 2 წლის მანძილზე 34კგ დაიკლო. დიეტის მიზეზი მისი მეუღლეა, რომელიც 18 წლით პატარაა მსახიობზე. ახლა ჰოპკინსი 72 წლისაა და იგი სპორტულ დარბაზს კვირაში 6-ჯერ სტუმრობს. ენტონმა აღიარა, რომ დღეში მხოლოდ 800 კალორიას იღებს. იმის და მიუხედავად, რომ მას ძალიან უყვარს ტკბილეული და პეჩენიები, მსახიობი უარს აცხადებს მათზე.

მიმაგრება: 5880831.jpg(32Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:32 | შეტყობინება # 33
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ხოაკინ ფენიქსი შესვენების შემდეგ კვლავ გადასაღებ მოედანს დაუბრუნდება

პაუზის შემდეგ კინოში დაბრუნებულმა ხოაკინ ფენიქსმა, შესაძლოა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ითამაშოს კლინტ ისთვუდის ფილმში 'Hoover'. მთავარ როლს ფილმში ლეონარდო შეასრულებს, ფენიქსი კი მეორეხარისხოვან როლზეა წარდგენილი. ისთვუდი ოფიციალურად შესთავაზებს ხოაკინს როლს, მას შემდეგ, რაც ლეონარდო მოაწერს ხელს კონტრაქტს - ჯერ მას მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა აქვს მიცემული. ქასთინგი სხვა როლებზე ოქტომბერში დაიწყება.

მიმაგრება: 5432095.jpg(52Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:33 | შეტყობინება # 34
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

”ყაზბეგელი მფრინავი”

ჰოლანდიელმა რეჟისორმა ინეკე სმიტსმა მიუზიკლი ”ყაზბეგელი მფრინავი”, რომლის პრემიერაც როტერდამის კინოფესტივალზე შედგა, საქართველოში ჩამოიტანა. ფილმი კუნძულ ტექსელზე ქართველების აჯანყებაზე მოგვითხრობს, ასევე ჰოლანდიელ გოგონაზე, რომელსაც ქართველი ჯარისკაცი უყვარდება. საათნახევრიან მიუზიკლში ქართული სიმღერები ჭარბობს. რეჟისორი თბილისში ქრთული პრემიერისთვისაა ჩამოსული, რომელიც 6 ოქტომბერს კინოთეატრში გაიმართება.

მიმაგრება: 2407936.jpg(65Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:34 | შეტყობინება # 35
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

სტივენ სპილბერგს ბრალს პლაგიატობაში სდებენ

2007 წელს სტივენ სპილბერგის ფილმი ”პარანოია” კინოეკრანებზე გამოვიდა, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა. შელდონ აბენდის მემკვიდრეებმა, რომელთაც აქვთ საავტორო უფლებები კორნელი ვულრიჩის მოთხრობაზე ”ეს მკვლელობა უნდა ყოფილიყო”, მრავალი მსგავსება ნახეს ფილმსა და მოთხრობას შორის. მათ რეჟისორს პლაგიატობა დასწამეს და სასამართლოში უჩივლეს. საქმე ნიუ-იორკის მოსამართლემ ლაურა ტეილორ სუონმა განიხილა. მან აღნიშნა, რომ მსგავსება არის მათ შორის, მაგრამ ბევრი განსხვავებაცაა. მოსამართლე მივიდა დასკვნამდე, რომ ფილმი და მოთხრობა ორი განსხვავებული ნაწარმოებია.

მიმაგრება: 3180686.jpg(41Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:34 | შეტყობინება # 36
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

აშშ-ს გასული კვირის Top ათეული

ამ კვირაში სამი ახალი ფილმი გამოვიდა. მათ შორის ორმა უკვე პირველი-მეორე ადგილები დაიკავეს რეიტინგში: 'უოლ სთრიტ 2' - პირველი ადგილი, რომელმაც 19 მილიონი დოლარი მოაგროვა, მეორე ადგილზე კი ზეკ სნაიდერის ანიმაციური ფილმი 'ღამის დარაჯების ლეგენდები' - 16.3 მილიონი დოლარი. მესამე ადგილზეა წინა კვირის რეიტინგის ლიდერი 'ქურდების ქალაქი'. მეოთხეზე - კომედია 'თავქარიანი'. მეხუთე ადგილზეა ფილმი 'ისევ შენ', რომელმაც 8.3 მილიონი დოლარი მოაგროვა. მეექვსეზე გადაინაცვლა ფილმმა 'ეშმაკი'. მეშვიდე ადგილი რეიტინგში ფილმმა 'ბოროტების სავანე 4'-მა დაიკავა. ანიმაციური ფილმი 'ალფა და ომეგა: ეშვიანი საძმო' მერვე ადგილზეა. მეცხრეზე გადაინაცვლა 'მძარცველებმა'. რეიტინგის მეათე ადგილზე კი ფილმი 'დასაწყისია'.

მიმაგრება: 2877091.jpg(57Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:35 | შეტყობინება # 37
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ოქტომბერში გელა ბაბლუანის ფილმის '13' ამერიკული ვერსია გამოვა

გელა ბაბლუანის ფილმი '13'-ის ჰოლივუდური ვარიანტი ოქტომბერში გამოჩნდება კინოეკრანებზე. ბაბლუანი ამერიკული ვარიანტის რეჟისორი და სცენარისტია. '13'-ის ფრანგული ვარიანტი ბაბლუანმა 2005 წელს გადაიღო. ფილმმა ფრანგი კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ინტერნეტში '13'-ის ამერიკული ვერსიის ახალი Trailer-ი დაიდო.

მიმაგრება: 6774873.jpg(69Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:35 | შეტყობინება # 38
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ლინდსი ლოჰანს ორ როლზე უთხრეს უარი

ლინდსი ლოჰანის სკანდალური ქცევა და კანონთან პრობლემები გახდა იმის მიზეზი, რომ მსახიობს უარი ორ როლზე უთხრეს: კომედიაში 'ერთი ღამე შენთან ერთად', რომელიც 2011 წელს გამოჩნდება კინოეკრანებზე და ფილმში 'მეორე მხარე'. ლინდსის ორჯერ დაპატიმრების გამო ორივე როლი სხვა მსახიობებს შესთავაზეს: პირველ ფილმში - ტეილორ სვიფტს და მეორეში - ოლივია თირლბის.

მიმაგრება: 7432431.jpg(61Kb)
 
RAPERთარიღი: სამშაბათი, 28.09.2010, 17:36 | შეტყობინება # 39
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ქრისთოფერ ნოლანმა 'სუპერმენის' რეჟისორების კანდიდატების სია გამოაქვეყნა

პროდიუსერმა ქრისთოფერ ნოლანმა რეჟისორების სია შეადგინა, რომლებმაც შესაძლოა იმუშაონ 'სუპერმენის' ახალ ვერსიაზე. პროდიუსერმა თავისი ყურადღება ხუთ რეჟისორზე შეაჩერა, ესენია: ზეკ სნაიდერი, მეთ რივზი, თონი სქოთი, ჯონათან ლიბესმანი და დანკან ჯონსი. ხუთივე რეჟისორი ამჟამად დაკავებულია, მაგრამ ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ლიბესმანის გარდა, თავიანთ გეგმებს შეცვლიან. რამოდენიმე კვირაში ქრისთოფერ ნოლანი და მისი მეუღლე ემა თომასი გამოაცხადებენ იმ ადამიანის გვარს, რომელიც 'სუპერმენის' რეჟისორი იქნება.

მიმაგრება: 7440905.jpg(45Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:51 | შეტყობინება # 40
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

გარდაიცვალა 'ტიტანიკის' ყველაზე ხანში შესული მსახიობი

გლორია სტიუარტი 'ტიტანიკში' ყველაზე მოხუცი მსახიობი იყო. მას ფილმის გადაღებების დროს 86 წელი შეუსრულდა. ეს როლი მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გლორია სტიუარტი 26 სექტემბრის ღამეს გარდაიცვალა, 100 წლის ასაკში. ბოლო 5 წელი მსახიობი ავადმყოფობდა, მას ჰქონდა ფილტვის კიბო. ამის მიუხედავად გლორია ცდილობდა ჩვეულებრივი რეჟიმით ეცხოვრა. გლორია სტიუარტმა თავისივე გმირის მსგავსად ('ტიტანიკი') საუკუნეზე მეტი იცოცხლა.

მიმაგრება: 5428134.jpg(58Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:52 | შეტყობინება # 41
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მელ გიბსონს ოქსანა გრიგორიევა ვერაფერს მოსთხოვს

ამერიკელმა პრესის წარმომადგენლებმა ჩაატარეს გამოძიება, რომელიც მელ გიბსონისა და ოქსანა გრიგორიევას ურთიერთობებს ეხება. აღმოჩნდა, რომ მსახიობს თავის ყოფილ საყვარელთან გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება, რის საფუძველზეც, განშორების შემთხვევაში არცერთს არ აქვს უფლება პრეტენზია განაცხადონ ერთმანეთის ქონებაზე. წყვილის შეთანხმების თანახმად, მელ გიბსონი არ არის ვალდებული თავისი ქონება ოქსანას გაუყოს. ერთადერთი, შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის მანძილზე ოქსანას შეუძლია იცხოვროს 'Sherman Oaks'-ის მამულში, მაგრამ მელ გიბსონს მისი გამოსახლება ნებისმიერ დროს შეუძლია.

მიმაგრება: 9584130.jpg(63Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:53 | შეტყობინება # 42
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

პროფესორ მორიარტის როლს, ფილმში 'შერლოკ ჰოლმსი 2', ჯარედ ჰარისი შეასრულებს

ცნობილი გახდა იმ მსახიობის სახელი, ვინც მთავარი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს ფილმში 'შერლოკ ჰოლმსი 2'. ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ ხმაურდებოდა. დადიოდა ხმები, რომ ეს როლი თავდაპირველად ბრედ პიტს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა მასზე. ახალი ინფორმაციის მიხედვით, შერლოკ ჰოლმსის მოწინააღმდეგის როლს შეასრულებს მსახიობი ჯარედ ჰარისი.

მიმაგრება: 4575337.jpg(41Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:55 | შეტყობინება # 43
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ემინემი შესაძლოა ახალ ფილმში გადაიღონ

ფერნანდუ მეირელიშმა გადაწყვიტა გადაიღოს ფილმი სექსზე. ფილმის სახელია '360'. რეჟისორი მსახიობების ძებნაშია. პროექტს უკვე დასთანხმდნენ რეიჩელ უეისი და ენტონი ჰოპკინსი. დადის ხმები, რომ მათ შეიძლება შეუერთდნენ რეპერი ემინემი და მსახიობი ფრენსის მაკდორმანდი. ემინემი პირველად დიდ ეკრანზე ქერტის ჰენსონის დრამაში '8 მილი' გამოჩნდა და თავისი თამაშით საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე და კრიტიკოსებზე. თუ მეირელიში მუსიკოსს როლზე წარადგენს, ემინემს მოუწევს თავიდან დაამტკიცოს, რომ მას სამსახიობო ნიჭიც აქვს.

მიმაგრება: 2064980.jpg(57Kb)
 
RAPERთარიღი: პარასკევი, 01.10.2010, 11:56 | შეტყობინება # 44
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ტონი კერტისი

გარდაიცვალა ტონი კერტისი - მსახიობი, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ცნობილ და ბევრისთვის საყვარელ კომედიაში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია". ტონი კერტისმა მრავალი როლი ითამაშა. ფილმისთვის "The Defiant Ones" იგი 1959 წელს "ოსკარზეც" იყო წარდგენილი. მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2010 წლის 29 სექტემბერს, აშშ-ში.

მიმაგრება: 0396699.jpg(59Kb)
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » სიახლეები შოუბიზნესიდან :):):)
გვერდი 3 დან«123
ძებნა:

ჰოსტერი uCoz