შაბათი, 20.04.2024, 00:32
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:31 | შეტყობინება # 1
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ბარაკ ჰუსეინ ობამა II (Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961) — აშშ-ის პრეზიდენტი 2009 წლის 20 იანვრიდან. ყოფილი უმცროსი სენატორი ილინოისიდან და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი დემოკრატთა ნომინაციით. პირველი შავკანიანი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში; ასევე აშშ-ის სენატის ისტორიის განყოფილების თანახმად ის მეხუთე აფრიკელი-ამერიკელი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, მესამე, რომელიც სახალხოდ აირჩა, და ერთადერთი აფრიკელი-ამერიკელი, რომელიც 2008 წლისთვის მსახურობდა სენატში.

2007 წლის თებერვალში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ობამა აქცენტს აკეთებს ერაყში ომის დასრულებაზე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდაზე და საყოველთაო ჯანდაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტებზე.


http://seaman.ge
 
SEAMANთარიღი: ხუთშაბათი, 19.08.2010, 17:32 | შეტყობინება # 2
ყველაზე მაგარი ფორუმელი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1423
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
ობამა ჰონოლულუში დაიბადა კენიელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. ადრეული ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ის შტატ ჰავაიზე გაატარა. ექვსიდან ათ წლამდე ჯაკარტაში, ინდონეზია, ცხოვრობდა დედასთან და ინდონეზიელ მამინაცვალთან ერთად. კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული ობამა მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზატორად, უნივერსიტეტის ლექტორად და სამოქალაქო უფლებების ადვოკატად, სანამ ილინოისის სენატში არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, სადაც 1997-2004 წლებში მსახურობდა. 2000 წელს წარმომადგენელთა პალატაში ადგილის მოსაპოვებლად წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, ის 2003 წელს აშშ-ის სენატის ადგილისთვის კამპანიას იწყებს.

მომდევნო წელს, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის კანონმდებელი, ობამა სიტყვით გამოდის ივლისის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე. 2004 წლის ნოემბერში ხმების 70%-ით არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში.

1992 წელს დაოჯახდა და ორი ქალიშვილი ჰყავს. დაწერილი აქვს ორი წიგნი-ბესტსელერი: მისი ახალგაზრდობის მემუარი "ოცნებები მამაჩემისგან" (Dreams from My Father), და "იმედის გამბედაობა" (The Audacity of Hope), პირადი კომენტარი აშშ-ის პოლიტიკაზე.


http://seaman.ge
 
ნინთარიღი: პარასკევი, 20.08.2010, 00:44 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 237
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
                

dry


___თუ გინდა გქონდეს საკმარისი ცოდნა, ისწავლე იმაზე მეტი, რაც საკმარისია___
 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ პოლიტიკა, მასმედია და ახალი ამბები ☜♡☞ » ბარაკ ობამა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz