პარასკევი, 15.12.2017, 22:37
http://roma.ge
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » სამართალი
სამართალი
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:08 | შეტყობინება # 1
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სამართალი არის წესების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ადამიანების ქცევას. სამართალი, სხვადასხვა გზებით, ახდენს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების ფორმირებას და წარმოადგენს უპირველეს მედიატორს ადამიანების ურთიერთობაში.

სამოქალაქო სამართალი, სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს კერძო სამართლებრივი ხასიათის ქონებრივ და არაქონებრივ ურთიერთობებს.

სისხლის სამართალი არის სამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება ითვლება დანაშაულად. ასევე თითოეული დანაშაულისათვის აწესებს შესაბამის სასჯელს.

როგორც პრაქტიკაში, ასევე დოქტრინაში განასხვავებენ მატერიალურ და პროცესუალურ სისხლის სამართალს.

ძველი ცივილიზაციები ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. პირველი დაწერილი სამართლის კოდექსები შუმერებმა შექმნეს. დღემდე არსებული აღმოჩენების თანახმად, პირველი დაწერილი კოდექსი მიიღო ურის ნეო-შუმერმა მეფემ ურ-ნამუმ დაახლოებით 2100-2050 წლებში ქრისტეს შობამდე. თუმცა, ცნობილია, რომ მანამდე არსებობდა ლაგაშელი ურუკაგინას კოდექსიც. სხვა უძველეს კოდექსთაგან მნიშვნელოვანია ასევე ხამურაბის კოდექსი, რომელიც ბაბილონის სამართლის ბირთვს შეადგენდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი გაიუსის კომენტარები თორმეტი ტაბულის კანონებზე ერთმანეთში ურევდა სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. სისხლისა და სამოქალაქო სამართლის ერთმანეთისგან გარჩევის პირველი მცდელობა შეიმჩნეოდა ინგლისის ნორმანების მიერ დაპყრობის პერიოდში.

ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, თანამედროვე სისხლის სამართალი მე-18 საუკუნეში ჩაისახა, როდესაც ძირითადმა ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს შესაბამისი საერო კანონმდებლობა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნეს საპოლიციო სისტემები.

სასჯელის საშუალებით სისხლის სამართალი გარკვეულ მიზნებს ისახავს. სისხლის სამართლის მიზნები განსხვავებულია იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის სახელმწიფოა ან/და რა ტიპის საზოგადოებაა მოცემულ სახელმწიფოში. თუმცა, თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოების სისხლის სამართალში შემდეგი ხუთი მიზანი დომინირებს: სამაგიეროს გადახდა, პრევენცია, ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა, რეაბილიტაცია და რესტიტუცია.

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:09 | შეტყობინება # 2
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
- სამაგიეროს გადახდა - სისხლის სამართლის ყველაზე ძველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. აღნიშნული დოქტრინის მიხედვით, რადგანაც დამნაშავემ დანაშაულის ჩადენით დაუმსახურებელი უპირატესობა მოიპოვა ან/და ზიანი მიაყენა სხვებს მას ამისთვის სათანადო უნდა მიეზღოს.

- პრევენცია - მიმართულია დანაშაულის თავიდან აცილებისაკენ. თუ ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ დაისაჯა მეორე ადამიანი სისხლის სამართლის დარღვევისთვის (მაგალითად მკვლელობისთვის) იგი შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ზოგადი პრევენცია) ან თავად დამნაშავე, რომელმაც თავად გამოსცადა სასჯელი სხვა სასჯელის შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ინდივიდუალური პრევენცია).

- ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა- თუ სასჯელის საშუალებით დამნაშავის ძირითადი საზოგადოებიდან იზოლირება მოხდება, საზოგადოება დაცული იქნება მის მიერ დანაშაულის მომავალი ჩადენისგან.

- რეაბილიტაცია - მიზნად ისახავს დამნაშავის გამოსწორებას და ძირიტად საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნებას. აღნიშნული მიზანი მეტნაკლებად დაკავშირევულია ინდივიდუალურ პრევენციასთან, რადგან საზოგადოების გაჯანსაღებული წევრისგან ნაკლებად მოსალოდნელია დანაშაულის ჩადება.

- რესტიტუცია - არის დანაშაულის მსხვერპლზე ორიენტირებული სასჯელის თეორია, რომლის მიხედვით დანაშაულის მსხვერპლს უნაზღაურდება მიყენებული ზიანი. თუმცა, აღნიშნული მიზნის რეალიზების მექანიზმებს ცალკეულ სახელმწიფოებში ახდენს სამოქალაქო სამართალი.

თითოეული სამართლის დარგის სიცოცხლისუნარიანობა აღსრულების მექანიზმების ეფექტურობაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აღსრულები მექანიზმები გააჩნია.

სისხლის სამართალს გააჩნია ნორმატიული და ინსტიტუციური აღსრულების მექანიზმები. ნორმატიულ მექანიზმებს შეადგენს პროცესუალური სამართლის კანონმდებლობა, რომელიც მატერიალური სამართლის აღსრულებისთვის აუცილებელ პროცედურებს ადგენს. ხოლო, ინსტიტუციებს შეადგენს: პოლიცია, პროკურატურა სასამართლო და პენიტენციური სისტემა.

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:09 | შეტყობინება # 3
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საერთაშორისო სამართალი წარმოადგენს ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობას, რომლის თანახმად ხდება სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების რეგლამენტირება. იგი მიიღება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთნხმებების საფუძველზე. საერთაშორისო სამართლის მიზანს წარმოადგენს ნაციონალურ კანონმდებლობათა შეხამება ერთიანი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესამუშავებლად. საერთაშორისო სამართლის ქვესახეობას წარმოადგენს [[საერთაშორისო საზღვაო სამართალი], საერთაშორისო საჰაერო სამართალი, საერთაშორისო სამართალი კოსმოსური სივრცის გამოყენების თაობაზე, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ეკნომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოს დაცვის სამართალი.

საერთაშორისო სამართლის ცნება პირველად ჯერემი ბენტჰემმა 1780 წელს წიგნში "შესავალი მორალისა და წარმომადგენლობის პრინციპებში" გამოიყენა. დაახლოებით 1840 წლიდან ამ ცნებამ ინგლისურ და რომანულ ნებეში ძველი ტერმინი "ხალხთა სამართალი" ჩაანაცვლა (ფრანგულად: droit de gens ) ცნება "ხალხთა სამართალი" ძალიან ძველია და რომაულ ეპოქას უკავშირდება. რომაელები საერთაშორისო ურთიერთობებში ius gentium-ის პრინციპით ხელმძღვანელობდნენ (შემონახულია ციცერონის ნაწერებში). გერმანულ, დანიურ, სკანდინავიურ და ზოგიერთ სლავურ ენებში ისევ ძველი ცნება "ხალხთა სამართალი" გამოიყენება (მაგალითად: Völkerrecht, Volkenrecht...)

პირველსა და მეორე მსოფლიო ომს შუა მოღვაწე მკვლევარებს საერთაშორისო სამართლის დეფინიციასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმიათ. აზრთა სხვადასხაობის მიუხედავად ისინი თანხმდებობნენ, რომ საერთაშორისო სამართალი სახელწიფოთა შორის ურთიერთობის დარეგულირების საშუალებაა. პოზიტივისტთა დომინანტური დოქტრინის თანახმად საერთაშორისო სამართლის ერთადერთი სუბიექტი სახელმწიფო იყო.

თუმცა ეს მოსაზრება მაშინაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. უკვე მაშინაც არსებობდა მცირე რაოდენობის საერთაშორისო სამართლებრივი წარმონაქმნები, რომელთაც სახელმწიფოს სტატუსი არ ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა უმარავი სახელმწიფოთაშორისო ორგანიძაცია, კერძო პირების მიერ დაარსებული რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი მრავალეროვნული კონცერნი, ეთნიკური უნცირესობები, რომელთაც საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი მიიღეს.

საერთაშორისო სამართლის ცნების მუდმივ განვითარებაზე ამერიკის სამართლის ინსტიტუტის "საერთაშორისო სამართლის" დეფინიციაც (მესამე შესწორება) მიუთითებს, რომელშიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად განიხილება, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და (შეზღუდული უფლებებით) კერძო და იურიდიული პირები.

საერთაშორისო სამართის საფუძვლებზე საუბრისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მნიშვნელოვან თეორიულ ასპექტებს:

საყოველთაო და რეგიონალური საერთაშორისო სამართალი

საერთაშორისო სამართლის თავისებურებები

საერთაშორისო სამართალი, როგორც "სამართალი"

საერთაშორისო სამართლის საზღვრები

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:12 | შეტყობინება # 4
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს უზენაესი სასამართლო

ოფილი სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით აიგო 1894 წელს.

ოთხსართულიანი შენობა მასშტაბითა და იერით მკვეთრად გამოირჩევა მთაწმინდის კალთის მიმდებარე განაშენიანებაში. ფასადი შუა ფართო და განაპირა ვიწრო რიზალიტებით არის დანაწევრებული. მისი მორთულობა იტალიურ რენესანსსა და ბაროკოს სტილს ემყარება: კედლის რუსტირებული სიბრტყე, ღიობთა დამასრულებელი სამკუთხა და რკალური ფრონტონების მონაცვლეობა, რუსტირებული კოლონები, შუა რიზალიტის გიგანტური ორდერი და სხვ. ფასადის სიმეტრიულობას ხაზს უსვამს სოლისებური რუსტიკით მონიშნული, ეზოში გამავალი ორი გვირაბი და ქვის რიკულებიანი ორი აივანი.

მიუხედავად მრავალი გადაკეთებისა, თავდაპირველი სახე ინტერიერშიც არის შენარჩუნებული. მნიშვნელოვანია ეზოს სიღრმეში ჯვრისებრი კორპუსის გამანაწილებელი ჰოლის - თავისებური როტონდის, ვესტიბულისა და დარბაზთა არქიტექტურული მორთულობა.

მიმაგრება: 5212442.jpg(16Kb)
 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:13 | შეტყობინება # 5
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო, რომელიც ამოწმებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და სხვა ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამოსობას საქართველოს კონსტიტუციასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა 1996 წელს. მისი შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ", საქართველოს კანონი "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ", საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი. 2002 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. დაიხვეწა, გამარტივდა და დაჩქარდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისაგან შედგება. სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავისი მოვალეობების განხორციელებისას დამოუკიდებელია. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელშეუხებლობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით. თავმჯდომარედ ერთი და იგივე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ირჩევს თავმჯდომარის ორ მოადგილესა და მდივანს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი.

 
RAPERთარიღი: ოთხშაბათი, 29.09.2010, 20:14 | შეტყობინება # 6
ფორუმელი
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 757
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დაარსების დღიდან შეტანილია 183 კონსტიტუციური სარჩელი და 13 კონსტიტუციური წარდგინება. განსახილველად არ იქნა მიღებული 66 კონსტიტუციური სარჩელი და 11 კონსტიტუციური წარდგინება. 12 კონსტიტუციური სარჩელი გატანილია მოსარჩელის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა 17 კონსტიტუციური სარჩელი და 1 კონსტიტუციური წარდგინება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12 კონსტიტუციური სარჩელი. არ დაკმაყოფილდა 21 კონსტიტუციური სარჩელი. საკონსტიტუციო სამართალწარმოება სხვადასხვა საფუძვლების გამო შეწყდა 29 საქმეზე. განსახილველია 39 კონსტიტუციური სარჩელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტიური ურთიერთობა აქვს სხვა სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის სრულუფლებიანი წევრია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ე.წ. ვენეციის კომისიასთან "დემოკრატია სამართლის მეშვეობით". ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი: "საკონსტიტუციო კონტროლის აქტუალური პრობლემები".

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ეუთო, გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კონსტიტუციური და სამართლებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი და სხვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი იურიდიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის ყოველწლიურად ეწყობა სახელმწიფო-სამართლებრივი ოლიმპიადა "ადამიანი და კონსტიტუცია", რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პოპულარიზაციასა და მის შესახებ ახალგაზრდობის ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს აქტიური სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. კვარტალში ერთხელ გამოდის ჟურნალი "ადამიანი და კონსტიტუცია". მზადდება საქართველოს კონსტიტუციის პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები იყვნენ ავთანდილ დემეტრაშვილი (1996-2001) და ჯონი ხეცურიანი (2001-2006). დღეისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა გიორგი პაპუაშვილი . 2007 წლიდან სასამართლოს ადგილსამყოფელია ბათუმი.

 
მეზღვაურთა გაერთიანებული ფორუმი » ☜♡☞ მეზღვაურთა ფორუმი ☜♡☞ » ☜♡☞ ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა ☜♡☞ » სამართალი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz